Sunday, January 23, 2011

ცალკე ცხოვრება

რომელიღც ბლოგმა შთამაგონა ამ პოსტის დაწერის იდეა და თან ვფიქრობდი, ნეტა უკვე ხომ არ დავწერე თქო. :) ლაპარაკია ცალკე ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებზე. აბა, დავქოქო ფანტაზია და წავიდა მსჯელობები:

ხარჯები.
ცხოვრებისათვის ადამიანს ჭირდება საჭმელი და გათბობა. გათბობა გულისხმობს "სახურავს თავზე" და თვით გათბობას, რაც ასე აქტუალურია ზამთარში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთი ოთახის ქირაობა გორში სადღაც 50 ლარიდან შეიძლება, ამას თუ მივუმატებთ გათბობის ხარჯს 100 ლარი შეშაზე, პლუს ჭამის ფული 5x30 = 150 ლარი, პლუს დენის ფული 20 ლარამდე, მობილურის ხარჯები 30 ლარი და გაუთვალისწინებელი ხარჯები 50 ლარი, გამოდის რომ ცხოვრება დამიჯდება 400 ლარი პლიუს-მინუს 50 ლარი. ა, ამას პლუს კიდე მოულოდნელი ხარჯები სამუშაოზე - 100 ლარი და ესეც შენი 500 ლარიანი საცხოვრებელი ხარჯი. ანუ მრჩება კიდევ 300 ლარი ხელზე. თუ კრედიტში იყიდი სახლს, ეს გამოდის 10 000-ად ოროთახიანი რომ მისცე, 10 წლით გამოდის რომ 10 000 / 10 x 12 = 84 დოლარი = 155 ლარი თვეში მარტო კრედიტის. ანუ ხარჯები გახდება 650 და ხელზე რჩება 150..

დადებითი მხარეები
1. სადაც გინდა წადი, კაცი შვილი არ იქნება პატაკის ჩასაბარებლად.
2. შეგიძლია აიყვანო ნაშა და არც არავისი მოგერიდოს.
3. როდესაც გინდა გაიღვიძე და სადამდეც გინდა გეძინოს.
4. ჭამე შენივე გენიალურობს შედეგები.
5. მოაწყვე ოთახი შენი გემოვნებით.

უარყოფითი მხარეები
1. არავინ გაგიკეთებს საჭმელს, არავინ დაგილაგებს სახლს, არავინ დაგიუთოვებს ტანსაცმელს.
2. კომუნალური და კვების ფული შენი გადასახდელია.
3. ავად თუ გახდები, შენ თვითონ უნდა მიხედო თავს.


ვახ, ჩემიი.. ანუ გამოდის რომ ცალკე ჯობია, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობას ისწავლი ადამიანი. ანუ გამოდის, რომ მომიწევს დავიკიდო მანქანაზე ფიქრი და გადავაბიჯო ტრადიციას, რომელსაც "მამაკაცი მშობლის ოჯახში" ქვია - ჩემს დაზე დადარდებული მშობლები ჩემზეც დავადარდიანო და მთელი გავლილი წლების რემონტომანია და "რძალისათვის მზადება" წყალში ჩავუყარო.

თაიმ თუ ჩუუუზ, მისტერ ფრიმენ..

8 comments:

Anonymous said...

რძალიო? შნ არც არავინ გამოგყვება ცოლად, ისეთი არადამოუკიდებელი და კიდევ ძალიან რაღაცნაირი ხარ :P

გურამი said...

ვიცი სოფ, ვიცი. :p

Anonymous said...

სოსო:
დღეში 5 ლარად როგორ უნდა იკვებო? და ნაშაც გამძღარი უნდა აიყვანო?

გურამი said...

კაცოო.. თბილისში შეიძლება არ გეყოს 5 ლარი დღეში, მარა მე დაჟე ეგეც მებევრება გორის პირობებში. :) ნაშას რაც შეეხება, მაგას ძია მიხედავს მერე. :)

Anonymous said...

შეგიკვეთო რაღაცის დაწერა შეიძლება?:D

გურამი said...

რა თქმა უნდა შეიძლება. თორემ პოსტები არ მაფიქრდება ეს ბოლო დრო. :)

Anonymous said...

წაკითხვის შემდეგ ეჭვი დამებადა, რომ ავტორს სექსი არც არასდროს ჰქონია. მხოლოდ პორნოს ყურებით ვერ ისწავლი წერას ძამა. :)

გურამი said...

ვინმემ მითხარით, რა შუაში იყო ბოლო ანონიმის კომენტარი, ადამიანები არა ხართ? :(