Wednesday, July 27, 2011

ზახარიჩი

ნამდვილი გორელი ერთხელ მაინც უნდა იყოს ნამყოფი ზახარიჩთანო - ბრძენკაცის ნათქვამია. მე კი მეოთხე თუ მეხუთე თაობის გორელი ვარ და სულ რამდენიმე დღის წინ გახლდით ამ კოლორიტულ ადგილზე. იმედია მიხვდით, რომ კიდევ ერთი კვების ობიექტის აღწერას ვიწყებ. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზახარიჩთან.


როგორც გარედან ხედავთ, ესაა ბამბუკის ღეროებით გაკეთებული ერთი ბეწო ჯიხური, რომელსაც კაცი-შვილი არ მიაქცევს ყურადღებას. არანაირი მარკეტინგი, არანაირი რეკლამა, არანაირი ჭყეტელა ფერები. დიახ, ზახარიჩს არ ჭირდება კლიენტთა მოზიდვისათვის გარჯა. მას ისედაც მუდამ ყავს საკუთარი კლიენტები. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ "კაპიკს არ მივცემ" ჯიხურში საკმაოდ მაღალი თანამდებობის - დირექტორები, მათი მოადგილეები, უფროსები და მასთან გათანაბრებული პირები -  დადიან.


სულ ორი მაგიდა უდგია ზახარიჩს, სადაც მაქსიმუმ 8 ადამიანი დაეტიოს. მაგიდები ძველია, სკამები სკოლისაა, ადგილი ვიწროა და როგორც მითხრეს, ზამთარში უნდა ნახო შენო, აქ რომ ორთქლი და ბუღი დგებაო.


ბუფეტის სრული საბჭოთა კომპლექტი: 1945 წელს გამოშვებული მაცივარი, რომელიც ახლაც მშვენივრად მუშაობს. 1980-იანი წლების კარადა და სტალინის გარდაცვალების დროს, 1953 წელს გამოშვებული ლუდის ბაკლები - ნაღდი ნახევარი ლიტრი. აღარაფერს ვამბობ გაზის 1985 წლის მოდელზე - მასეთი ახლაც კი მაქვს სახლში - ყველაზე საიმედო და მოხერხებული სამზარეულოს ატრიბუტი. არაუმეტეს 20 კვადრატულ მეტრზე საბჭოეთში ხვდები.


ეს კი თვითონ ზახარიჩი - აქაურობის ჯადოქარი. ნამდვილი სახელი მგონი თვითონაც არ ახსოვს. ვეება თვალებიანი ჩია კაცი. ყური მოვკარი პოლიციელიც იყო ერთი ხანობა. ცოტა იბუზღუნა, პოსლეზე შანსი არაა არ გაგიშლითო. მერე კი გვეუბნება, თითო მწყერით რა გემო უნდა გაიდოთ, ორს შეგიწვავთო.


ზაფხულის სიცხით შეწუხებულებმა გადავწყვიტეთ გარეთ გაგვეშალა სუფრა. ზახარიჩს ადრევე ქონდა ამ ადგილზე წყალით დანამული და მართლაც რომ სამოთხე იყო იქ დაჯდომა. როგორც ხედავთ, ვიზუალური მხარე ისეთია, საქმეში ჩაუხედავ ადამიანს გული შეუწუხდება. მაგრამ ჯადოქრობაც სწორედ ამაშია!


თქვენ არასოდეს გექნებათ ნაჭამი ასეთი გემრიელი სალათა. აი, შანსი არაა! მართალია სალათა არა ზახარიჩმა, არამედ მისმა გოგომ მოამზადა და კიდეც წავიდა -- ჩემი სამუშაო საათები მორჩაო. მარა სალათა გამოვიდა მეფეთა სადარი. 9 ქულა 10 დან - ცოტა იყო. :)


ეს სოსისის ნაგლეჯი თავისებური სიმბოლოა მისი გემოსი. საქმე იმაშია, რომ სანამ ესღა არ დარჩა, საერთოდ არ გამახსენდა სურათის გადაღება. ცხოვრებაში არაფერი მიჭამია ასეთი გემრიელი. ეს იყო ზე! არ შეადაროთ არაფერი ამას. ზახარიჩი ასეთს მარტო 10 კილოს იღებს კვირის მანძილზე სამშაბათს და პარასკევს. ასე რომ ამ დღეებში უნდა მიასწროთ, რომ ეგება რამე შეგხვდეთ. და ეს სოსისი ერთადერთ მარშუტკას დააქვს თურმე საქართველოში და თუ დედაქალაქთან ახლოს გინდათ მისი გასინჯვა, მაშინ ასეთი ადგილი მარტო ერთია - მცხეთასთან პატარა ბუტკაში გამხდარი ქალი აკეთებსო. ცოტა უხერხული საჭმელი კია: ადვილად ტყდება, ძალიან წვნიანია და უცებ თუ ჩაკბეჩ, გარშემო ხალხს გაწუწავ.


რაც შეეხება მწყერს, ეს ფრინველი დელიკატური საჭმელი აღმოჩნდა - მისი ძვლებიც იჭმევა მკერდის ძვლის გარდა. მაგრამ ერთი კიკნა სხეულის შეჭმა კაი საჩალიჩო საქმეა. საბოლოო ჯამში მწყერს აქვს ქათმის გემო, მაგრამ რაღაც სპეციფიურით განსხვავდება. თითო მწყერიდან გამოვიდა 40-60 გრამი ხორცი, რომელიც დიდი რუდუნებით გავაცალე ძვლებს და ისე ვჭამე, რის გამოც დავიცინე - ნახე რამდენი ძვალი დატოვაო. და მართლაც, ჩემს თანამესუფრეებს სულ ორი თუ სამი ძვალი ქონდათ დატოვილი თეფშზე. 7 ქულა 10 დან.


საერთო ჯამში აზრი რამდენიმედ გამეყო. არ ვიცი რა ქულა დავუწერო ზახარიჩს. გარეგნობაში 2 ქულა უნდა ქონდეს წესით. მომსახურება - 5 ქულა. საჭმელები 9 ქულა.. მოდი საერთო ჯამში 8 ქულას მივცემ საჭმელების ხათრით. ა, კიდე იმიტომ, რომ მანდ ჭამა ფაქტიურად მუქთაა - ზახარიჩი მომსახურების პროცენტს არ იღებს და მთელი ეს სუფრა მწყერის გარდა, რომელიც 3 ლარი ღირდა თითო, დაჯდა 18 ლარი თავის არაყით, პურით, საწებელით, სოსისით, სალათით და მდოგვით.. და კიდე რა იყო? ა, ლუდი ხომ მე ვიყიდე..

Tuesday, July 26, 2011

ნათარგმნები - Coolio "Gangster's Paradise"

რეპი უნდა ვთარგმნო. ჯერ ვიფიქრე Eminem-ის Without Me, მარა მერე ქულიო გამახსენდა და აბა რეპის მამაზე წინ როგორ წავწიო თეთრკანიანი რეპერი? წავიდა ვიდეო.



ეხლა მე გავიარე სიკვდილის კოლიდორი
და მივხვდი რომ დამრჩა წელი ერთი ან ორი
რადგან ვბლატაობდი, ვიცინოდი მე იმდენს
რომ დედაჩემიც კი ფიქრობს - ჭკუა ვიღრძე
მაგრამ მე გზას არ ვუჭრი ალალ კაცს
გაუგონარია და ხანდახან მეძახიან პანკს
ჯობია დაუკვირდე რას ბაზრობ და სად დადიხარ
თორემ შენ და შენიანებიც ცარცის კუბოში გდიხართ
არ მიყვარს წასვლა მაგრამ საქმე მთხოვს
როგორმე უნდა გადავურჩე თოფის კომლს.. ფუუ..
რადგან ამ გაზრდილ პატარებს უნდათ ჩემი ხილვა ასე
ფანრებთან მუხლებზე მდგარი ლოცვით მაღალ ხმაზე

*********
განგტერთა სამოთხე შეიწირავს ჩვენს ცხოვრებას

*********
მათ აქვთ გავლენა და მათ მიმიღეს
ქამრის ცემით აღზრდილს კარები გამიღეს
და მომიხდა მათი გუნდის აყოლა
ტელევიზორის ცქერამ იცის გაყოლა..
მე ნასწავლი სულელი ვარ აზრში ფულებით
ხელში კუპიურებით და გულში - სულებით
მე ცნობილი მაფიოზი, საჭირო კაცი ვარ
ნუ აღვიძებ ჩემში ბრაზს, სულელი ნუ ხარ.. თუ
სიკვდილი არის შორს და გული გიფეთქავს
გააკეთე ანდა მოკვდი, რას ხედავთ აქ ავს?
ოცდაცამეტის ვარ.. ოცდათოთხმეტს თუ მივაღწევ
საქმე ისე მიდის რომ ვერ დავდებ თავს..

****
რატომ ვართ ბეცინი, რატომ ვართ ასე
და თუ ვინმეს ვნებთ, ბრუნდება ჩვენს თავზე

*********

ძალას მოაქვს ფული, ფულს კი მოაქვს ძალა
საათები მიდის საათებზე ჩქარა
ყველა სადღაც მირბის მაგრამ არავის ახსოვს რა ხდება
მათ საკუთარ სახლში და მათ საკუთარ თავში
სწავლა მირჩიეს მე თუმცა შევძლო რითი
და ვერც მომწვდებიან, აერიათ რითმი
არც უნდათ ალბათ, ვერც ბედენ ალბათ
და ჩემი ცხოვრებაც არის სიმართლისგან მალვა.. ფუუ..


(ორიგინალი ტექსტი იხილეთ აგერ)

Saturday, July 23, 2011

ნათარგმნები - Rammstein "Mutter"

ნემცური სიმღერა უნდა ვთარგმნოთ დღეს. ჰმ.. ცოტა ძნელი საქმე კი ჩანს, მარა წავიდა ვიდეო.



მოხუც ბავშვთა ცრემლის ჯარი,
და ბრძენ თმას უქროლებს ქარი..
ნოტიო მიზანი მქონდეს ნეტა
და მისურვე რომ მე მყავდეს დედა..
არ მინათებს არსაით მზე,
მკერდსაც არ უგვრძნია რძე
თითქოს ყელში შლანგი მაქვსო
და მუცელს ჭიპიც არ აქვსო..

დედააა! დედააა!

დაფურთხებულს არ ავლოკავ
და ნუგეშიც არვის მოაქვს
სახელიც არავინ მომცა
უთვისტომოდ გავჩნდი როცა.
დედავ ჩემო ერთად-ერთო
ღამით შეგთხოვ - როგორც ღმერთსო
თუ ტკივილი არის ცრემლში
ჩაუშვი ის მდინარეში

დედააა! დედააა!

მის ფილტვებში ცოცხლობს დაღი
მშობელს შუბლიც არ აქვს საღი
დანის კოცნით მოვაშორებ
სიცოცხლეს არ დავიშურებ

დედააააა!

თუკი მკერდში ცოცხლობს დაღი
და მას შუბლიც არ აქვს საღი
დანის კოცნით ავიცალო
თუნდაც სისხლით დავიცალო..

(მადლობა ტრანსლეიტ.რუ-ს გაწეული დახმარებისთვის. სიმღერის ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აგერ.)

Thursday, July 21, 2011

გველთამმუსრავი

გუშინ მოვდივარ სამუშაოდან, სადღაც 21 საათია, თვალებს დედა არ ყავს, მშია თუ მეძინება თუ დაბანა მინდა თუ რა მინდა მეც ვერ გამირკვევია, ეგეთ დღეში ვარ და ნელა-ნელა ყურის კუთხიდან გაიზარდა და მერე უკვე გამოკვეთლად მესმის ტკაცუნი და პრწუნი და ეგეთ ხმები. გავჩერდი - ხმა არის. მიმოვიხედე - ხალხი თავისთვის დადის, ზაფხულის გრილი საღამო უხარია, წყვილები ჩახუტებულები არიან, ძალით კაი ბიჭები ბირჟაობენ, ქალები ჭორაობენ.. ერთ კი გავიფიქრე, აი სად დამერხა, უკვე გლუკები დამეწყო თქო და აი ასეთ ხედს ვხედავ:


ვოთ ე სამ ქაინდ ოფ ფაქ?!!! უფრო ახლოს რომ მივედი, მერე მივხვდი, რომ გლუკები კი არ  დამეწყო, ვიღაცამ უშენ ადგილზე რომ წელამდე ბალახი იყო, იმას წაუკიდა ცეცხლი.


ჰოდა მოვდივარ ასე გაკვირვებული, სახანძრო იქვეა, სულ რაღაც 200 მეტრში და კაცი-შვილი ყურს არ იბერტყავს და მიკვირს რა. თან მიკვირს, თან სურათებს ვიღებ. თან ვიღაც ბალღი ველოსიპედით მივა ამ ცეცხლთან, წამოვა. გეუბნებით, ეგ ბავში ცეცხლს ეთამაშებოდა და ჩაიფსავდა იმ ღამით. ხოდა მოვიდა ჩემთან ერთი ქალი და მეუბნება: ჰო შვილო, გადაიღე, გადაიღე, აქ სულ გველები იყვნენ და ახლა უნდა დავწვათო. აი, ხუთი წუთის წინ გასრიალდა გზაზეო და დაჟე მესამე სართულზეც ამოვიდაო.


ბიჯოოო! მერე ეს დედამო^%$ლი, გაზის ტრუბა რომ გადის ზედ ცეცხლთან, ვერ ხედავს ეს ხალხი? რა უდევთ თავში, სად უკიდებენ ცეცხლს? ნუ გეშინია, არ გასკდებაო. ნუ, კაი, დაგიჯერეთ, მარა გველი დაგიჯერებთ, კიდევაც რომ არსებობდეს ამ ბალახში, რომ მისი დაწვა გინდათ და ერთ ადგილზე გაჩერდება? აი, გარშემო უნდა დაანთო ცეცხლი, რომ შუაში ამოიწვას, ასე არაა? ამათ მარტო ერთ მხარეს დაანთეს და თუ გველი მართლაც იყო, გავიდოდა ვაფშე ამ ადგილიდან და წავიდოდა ქალაქში.


თან გველი რას აშავებს, ა? აი, გორში მარტო მდინარის პირზე მაქვს ნანახი გიურზა რომ დასრიალებდა და ისიც, თუ არ შეაწუხე, მოშნად ჰკიდიხარ. დანარჩენი კი უფლისციხისკენ გზაზე არიან ხოლმე კლდეებში და თავისთვის თბებიან მზეზე. შუა ქალაქში, დანდგარში, აურზაურში და ხალხთან ასე ახლოს ძალიან ეჭვი მეპარება რომ გველი იყოს. ერთხელ ანკარა გველი ვნახეთ მტკვარზე და ისეთი საყვარელი რამე იყო, დასრიალებდა ხელისგულზე და ეტყობა სითბო სიამოვნებდა, ენას არასრასებდა და თვალებს ნაბავდა..


ესეც გუშინდელი ნამოღვაწარის შედეგი. ბალახები ისევ დარჩა, შედეგი მარტო გაბოლილი სახლებია და აეგ არის რა.. წავედი მე, ჩემებს შეუძლების 27 წლისთავი აქვთ. :)

Monday, July 18, 2011

SunRiseColorEyed Fail

დიდი ხანი მინდოდა რომ შტატივი მქონოდა. ქიმიური და ფიზიკის ოთახში რომაა, მომჭერებით და რამე, მასეთი კი არა, ფოტო და ვიდეო შტატივი, ხალხში უფრო ტრიპოდის სახელით რომაა ცნობილი მისი სამი ფეხის გამო. ხოოომდა, მაინც ვიყიდე!


ამ შტატივზე მშვენივრად ყენდება როგორც ეს ჩემი ფოტოაპარატი, ისე ვიდეოკამერა, ისე თეფში თავის შემწვარი კარტოფილით და მოკლედ, ძალიან საჭირო რამეა. :) სიმაღლით არის 150 სმ, ასაწევი ფეხით, ბურთულიანი ჰორიზონტალურად გასაჩერებლით და ბერკეტით. როგორიც უნდა იყოს ტრიპოდი რა. ხოდა დავარქვი ამას "ტრისტანი" და სავარაუდოდ ჩავწერ ხოლმე საკმაოდ სასაცილო ვიდეო მიმოხილვებს.


ნუ, ველოსიპედის ჩაფხუტს, რომელიც ჩემი საყვარელი ფერისაა და ხალხში "კასკას" ეძახიან, ყველანი იცნობდით. მარა ეს რა უბედურება აქვს გვერდით, არა? ნუ, მე ხომ იდეინი ვარ არა? ხოდა ჩემი წყალქვეშა კამერა დავამაგრე შლანგის ხამუთით. :) ხამუთს მოსაჭერი აქვს - დაატრიალებ და ეჭირება, კამერაც უფრო მყარად ეკრობა ჩაფხუტს და აღარ მოძრაობს. წარმოდგენა არა მაქვს რამდენად კარგად გადაიღებს პარკურს და დაივინგს, ამიტომ უნდა გამოვიწერო ამერიკანცული ვიდეოკამერა Helmet Hero HD
ესაა უდედისმკვლელესი კამერა, რომელსაც 170 გრადუსიანი ხედვის კუთხე აქვს, 20 მეტრამდე წყალში იღებს, არ ეშინია დავარდნის გძეტა 2 მეტრიდან, მტვერგაუმტარია და რაც მთავარია, 16 გიგაბაიტიან ჩიპზე 2.5 საათამდე ჩაიწერს HD ვიდეოს თავის ხმით. ამ კამერის მუზარადზე დამაგრებაც შეიძლება, თავზეც და სადაც მოგიხერხდებათ კაროჩე რა. ერთი ისაა, რომ გაქანებული 179 დოლარი ადევს ფასი და ეს ყველაზე ბანძს. ყველაზე მაგარი რომაა 300 დოლარს უკაკუნებს ამერიკაში - 60 კადრს იწერს წამში და 1200 წერტილზე იღებს ვიდეოს. უუუდედის წიოკესი ვიდეოკამერაა! იხილეთ ვიდეო.



მოკლედ, ახლა ვჩალიჩობ რომ ეს კამერა ვითრიო. მერე კი.. ნეაგრანიჩენნიე ვაზმოჟნასწი, პაცანი! :) ხო, ამ ყველა სიხარულს ისიც დაემატა, რომ ერთი კაი ხნის წინ დაკარგული საქაღალდე ვიპოვე სამუშაოზე და შესაბამისად, არის იმედი, რომ ხელფასი გამეზრდება (ანუ რომ ვერ მეპოვნა შეიძლება საერთოდ აღარ მემუშავა იქ). ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ძრიელ ბედნიერად ვგრძნობდი თავს. აი, დაჟე ნახეთ მთლიანი კომპოზიცია როგორი გამოვიდა.


ნუ, ყველაფერს თავის საპირწონეა აქვს როგორც ვიცით. მაშ ასე, მომაპყართ სასმენელნი თქვენნი და ისმენდეთ ამბავსა ფრიად სასიხარულოსა მუნ დარდოსანსა. ხო ხალხო, რიჟრაჟისფერთვალება გათხოვდა. აი ასე, მოულოდნელად, სწორედ მაშინ, როდესაც ჯექსონის "ვინ არის ის"-ს ვთარგმნიდი, მის მარჯვენა ხელის არათითს უკვე ლითონის ზედმეტი გრამები ამძიმებდა. პირველი 10 წუთი არაფერი, მერე ეტყობა გადახარშა გულმა რაც მოხდა და ტვინის მითითებების მიუხედავად, არაერთხელ მომინდა მაგიდების ამოტრიელება, მონიტორზე წიხლების რტყმა და შუშების მტვრევა. მეხუთე დონის თავისუფლება.. მერე ვიცოდი რომ გამივლიდა, ხოდა აი ასე, ნელა-ნელა გადის. ადრე-თუ გვიან მოხდებდა ასე, მაგრამ ადამიანს ყოველთვის ეშინია იმის ახდენისა, რაც ისედაც იცის, რომ მოხდება. ერთი ისაა, რომ მთელი დღეა თავში ფრაზა მიტრიალებს "The only true reason, why man starts war, is love.." (ომის დაწყების ერთად-ერთი ჭეშმარიტი მიზეზი სიყვარულია)

ოკ, ოპერაცია "სანრაიზქოლორდაიზ" - შემოკლებით "ქუ" რომ ერქვა, ჩავარდა როგორც მოსალოდნელი იყო. რა საინტერესოა, ყველა მსგავსი ტიპის ოპერაციები ჩაიშალა. სავარაუდოდ ორი მიზეზია: არასწორი ტაქტიკა ან არასაკმარისი ძალისხმევა. თუმცა უფრო მგონია, რომ მთავარი მიზეზი არასტაბილურობაა. ხო, ამ გახსენებაზე, არასტაბილური და ფეხებზემკიდია დაბრუნდა. და კიდევ უფრო ფეხებზემკიდიაა. მოკლედ, ჯარისკაცო, გადავდივართ ოპერაციაზე "ფეირითეილ" - შემოკლებით "ენ"

Saturday, July 16, 2011

ნათარგმნები - Michael Jackson "Who is it?"

ჯექსონის ყველაზე ემოციურ-ტექსტიანი სიმღერა რომ არ ვთარგმნო, საკუთარი თავის ღალატი იქნება. :) ასე რომ წავიდა ვიდიუ.



მივეცი ფული,
მივეცი დრო,
მივეცი ყველაფერი რასაც იტევს გული
მივეცი კლიტე ჩემი სულისა
დაპირებები დიდი სიყვარულისა
ისიც დამპირდა რომ მუდამ იქნება ჩემს გვერდით
და რომ არასოდეს არ დამტოვებს მარტო
რომ ვუყვარვარ და დავიწყებთ ცხოვრებას თავიდან..
ყველა ტყუილი გამოდგა.. მითხარით რატომ?

****
და ეს აღარ არის სწორი
ეს აღარ მიაგავს მას
მე დავდივარ მარტო,
ღამე ცრემლით ვიმაღლებ ხმას.
იქნებ სულაც ასე ჯობდა
იქნებ ვატყუებდი თავს?
იქნებ თვითონ მომატყუა
გამოძებნა ვიღაც სხვა..

ვინ არის ის?
იქნება ვიცნობ მას..
ვინ არის ის?
და ჩემი ძმაა..
ვინ არის ის?
უშველეთ ამ ჩემს სულს
ვინ არის ის?
რომელსაც მეტი არ სურს..

****
დაწყევლილი
და მკვდარი ვარ
აგონიაში მყოფი
ძლივსღა დავდივარ..
უკანონობა
და ახი მე
ვლოცულობ სასჯელს ჩემსას
დააკლდეს რამე


ისიც დამპირდა რომ მუდამ იქნება ჩემს გვერდით
და ჩემ გულისცემას რომ დაუგდებს ყურს
მაგრამ აუხსნელი მიზეზებით რად მიმატოვა
რა გავაკეთო მე? მე სიმართლე მსურს!

****
და ეს აღარ არის სწორი
ეს აღარ მიაგავს მას
მე დავდივარ მარტო, 
ღამე ცრემლით ვიმაღლებ ხმას.
იქნებ სულაც ასე ჯობდა
წუხილით ვუშველი რას?
მან წერილიც არ დატოვა
ადგა და გაუდგა გზას..

ვინ არის ის?
იქნება ვიცნობ მას..
ვინ არის ის?
და ჩემი ძმაა..
ვინ არის ის?
უშველეთ ამ ჩემს სულს
ვინ არის ის?
მარტოობა მას აღარ სურს.

Friday, July 15, 2011

ნათარგმნები - Evanecense "Taking over me"

დღეს ვთარგმნით როკ-ოპერას. :) წავიდა ვიდიუ.



შენ ვერ მიხსენებ მე მაგრამ
მე მახსოვხარ
თვალღია ძილში ფიქრს ვაგდებ
თითქოს ახლოს ხარ
მაგრამ ვინ წყვეტავს რა ესიზმროს
შენც ჩემთან ხარ

***
მე ხომ მწამს შენი
სულს მივცემ - გიპოვო, გახდე ჩემი
უშენოდ მე ხომ ვერ
ვცოცხლობ
ვსუნთქავ
მეც შენთან ვარ აგერ.

***
ნუთუ არ გახსოვს რაც ვიცი
გვქონდა ერთხელ
დავიტირე შენდამი გრძნობა
შემახებ ხელს..
მსოფლიოს მჩუქნი მთელს.

***
სარკეს ვუყურებ და შენ გხედავ
თუ დიდხანს ვუცქერი
იმდენი რამე მაგონებს შენს თავს
შენთან მოდის ფიქრის მტვერი

ნათარგმნები - INNA "AMAZING"

ვიწყებ ახალ რუბრიკას. "ნათარგმნებში" თარგმნილ იქნება ცნობილი სიმღერების ტექსტები.

წავიდა ვიდიუ



სახიფათო გრძნობები მატკიებს სულს
და თითქოს მე მარტო დავრჩები სულ
მანძილი არ გვაშორებდეს ორს
მოდი და თან წამიყვანე შორს
ბგერის სიჩქარით გავიქცევი მე
თუმცა ყველგან ერთად ვიქნებით ჩვენ
შენ აანთებ ჩემს გულში ალს
შენთან ვიგრძნობ თავს ცოცხალს!

*****************

რად მიყურებ მასე?
ვიწვი ცეცხლის ალზე
აგყავარ მე ცაზე..
უბრალოდ თქვი
რად მიყურებ მასე
მე შენით გიჟი ვარ
გადასარევი ხარ..

Tuesday, July 12, 2011

ველქამ 2 რკონი, სოლჯერ

გუშხამ გახლდით რკონში. რკონი - არ ვიცი რატომ ქვია. ერთი რკო არ მინახავს წამლად. თვითონ რკონი გახლავთ კასპის რაიონში და ცნობილია თამარ მეფის სახელობის ქვის ხიდით.


მააშ ასე, "ყიფიანის ეკიპაჟი" შევიკრიბეთ დილის 10 საათზე და გავუდექით გზას. გზამ რომ დაინახა, "ყიფიანის ეკიპაჟი" გამომიდგაო, ჩვენს წინააღმდეგ გამოუშვა ჩიორა ჩიტი. შეიძლება სულაც ვალი ქონდა ამ ჩიტს და ვერ იხდიდა ან შეყვარებული სხვასთან გაუფრინდა.. ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ საბედისწეროდ დაასრულა საკუთარი სიცოცხლე.


მაგას თავი დავანებოთ და დღე საკმაოდ წვიმიანად დაიწყო. მაგრამ გაუმარჯოს "ვეზერ ვოჩერს", ინტერნეტს და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ დავინახოთ ღრუბლების მოძრაობა საქართველოს თავზე. :) ამ ამ სასტავს კი მაგრად ეკიდა ხან მზეა თუ ავდარია. მთავარია, რომ ძროხა მაგარია!


როდესაც გყავს 4X4 ზე ჯიპი, რა საჭიროა აარიდო გუბეებს, ქვებს და ბეღურებს, არა? ხოდა ჩვენმა ეკიპაჟის მეთაურმაც არაერთხელ გვანახა რა არის "შადრევანი შენს გვერდით" და რა სარგებლობა მოაქვს ფანჯრის მწმენდავებს, ე.წ. დორნიკებს.


ახლა გთავაზობთ რკონისკენ მიმავალი იმ გზის სურათებს, რომელებიც განსაკუთრებით მომეწონა. სურთი პირველი: კოშკს შეკედლებული სახლი (სახლი ისე კარგად არ ჩანს ამ კოშკის ძირში)


კონტრასტულ-ჰარმონიული კომპოზიცია ბუნებისა და ადამიანის შემოქმედებისა.


გზა არსაით.. არ დაკარგვის იმედს მარტო გვერდით მიმავალი ელექტრობოძები იძლევა. ტელეფონის მიღება - ნული.


წვიმა დის, წვიმა დგებისა, კაცი ხარ - გამოიცანი.. "ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის ნიშანი"..


ერთაწმინდა.. კაცმან ძლიერმან სულისამ დამძლია კაცსა ძლიერსა ხორცითა, თუცა შესულ ვიყავ ტაძარსა ესე, გარნა თვალნი ვაცეცნე, ეგრეცა სურათხატგადაღება განვიზრახე მაგრა მომაპყრო თვალნი მისნი მწუანენი და წუერი ესე, რომელ არს ჟღალი, თითითა მიმითითებდა და მაღლისა ხმითა იზრახდა: საწყალობელ იქმენ ტურისტო ესე, რამეთუ შეხუელ სახლსა ღვთისასა გარეშე მეუფისა კურთხევისასა სამოსით უგვანოთი, რომელ არს ბრიჯი ჯინსისაი და განგიზრახავს სურათხატგადაღება ჩემსა დაუკითხავად. მუნ გადი გარეთ და შემდომად ამისა არღარა ქნა საქმენი ესე უგუნურნი. ხოლო მე ვიქმენ, ვითარცა მუნჯი, დავემორჩილე სიტყუასა მისასა და გამოველ გარეთ. და სთქუა კმაყოფილმან: ხოლო იყო ტურისტი უცხოი, არა არს პრობლემა, მცირედ მადლსა წაიღებდე საზღუარგარეთა სურათებითა შენითა აქ გადაღებულითა. მუნ გეთხოვა შემოსვლა და მეც დასტურ გეტყოდი. მაგრა რამეთუ შემოხვედი ვითარცა სახლსა შენსა შინა, არა შემოგიშვებ. და მე გავიფიქრე: "FFFFFUUUUUU"


ამ მამალმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ არ ვარ მისი ყუარღების ღირსი, ბიბილო გადაისწორა, ფრთა-ფრთას შემოჰკრა და.. გადაიფიქრა. :)


ბეღურა, პეპელა, ბაყაყი.. მთავარია რა იქნება შემდეგი აკაპოტებული. ბოძი? ვირი? უცხოპლანეტელთა ხომალდი? არა! აკაპოტებული არა, მაგრამ ფეხმოტეხილი კი იქნება აი ეს უმადური ძაღლი, რომელიც მანქანას გამოეკიდა. ვიფიქრე გვერდით გავიდეს თქო, პური გადავუგდე და ამან იცით რა ქნა? იკაიფეთ: გავარდა, პურს პირი დასტაცა, რომ დაინახა მანქანამ მოძრაობა გააგრძელაო, ეს პური ერთ ლუკმად გადაყლაპა და ისევ ყეფით არ გამოგვეკიდა? ხოდა ეტყობა პურმა სიმძიმის ცენტრი შეუცვალა და შემოვარდა კიდეც ბორბლებში.


მისტიური სოფელი 4ever Alone წითელსახურავიანი სახლით. ყველა სახლს, რომელსაც ჩავუარეთ, ფანჯრები ქონდა ჩამტვრეული და სიცოცხლის კვალი არ ჩანდა. თან ასეთი დახრილი სახურავები, მთაზე მიკრული სახლები, ქარის წუილის ხმა, სულიერის ჭაჭანება  არაა..


და უეცრად ეს უცნაური ბავშვი, კეპით და ჩალის ქუდით, რომელმაც არ იცის რკონისკენ გზა სადაა.. მისთერი თაიმ თრეველ მენ..


ხოოდა მთელი გზა დაქცი-დუქცის, გვერდითა შადრევნების და მისტიკის შემდეგ როგორც იქნა მოვედით.. ჰმ.. იარაღით შესვლა იკრძალება.. მარა.. არა, იარაღით შესვლა კიარა, შესვლა და ნადირობა იკრძალება, თორემ შესვლა პრობლემა არაა. :) უბრალოდ მე ჩემი გლოკი წავიღე და..


მე ვცხოვრობ ყველაზე მაგარ ქვეყანაში, რომელც ოდესმე შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა. რაღაცნაირი სინანულის გრძნობა გაქვს კაცს, რომ არ შეგიძლია ხელები გაშალო და ჩაეხუტო ამ დანაოჭებულ ლამაზმანს.


მაშ ასე: მანქანა უნდა გაჩერდეს და გზა ფეხით გაგრძელდეს. ნუ ინაღვლებთ ტრანსპორტზე, მისი წამყვანი ან გამფუჭებელი არავინაა. თქვენ იმაზე იფიქრეთ, რა ძალიან მაგარი გზის გავლა მოგიწევთ. თავიდან მინდორია ირგვლივ. მერე ნელა ნელა ბუჩქები ეპარება.


მერე მცირედი ექსტრიმიც არის ამ საცალფეხო ბილიკის სახით.


მერე გარემო მწვანე მონასტერისკენ გზას ემსგავსება, მაგრამ ეს უფრო ტენიანი და ხავსიანია.


მეტი სიმწვანე, მეტი ჟანგბადი, მეტად ფართოდ სუნთქვა, მეტი სიცოცხლე.. ხანდახან მოსაბეზრებლად მეტიც კი, განსაკუთრებით სიცოცხლის მფრინავი ფორმები.


ჰა, არის დონეი? და ეს ყველაფერი სულ აქვეა, ყურისძირში!


გზაში შეიძლება წაიმაიმუნო კიდეც კაცმა. მეფე ლ'იოოომიი. :დ ამ მაიმუნის პოზაში დადგომა სულაც არ აღმოჩნდა ადვილი.


ხოდა იმას ვამბობდი, რომ მიდიხარ ამ სიმწვანეში, მიდიხარ და აი სუულ მოულოდნელად სადღაც 20 მეტრში შენობა გამოჩნდება. როგორც აღმოჩნდა ესაა რკონის მე-7 საუკუნეში აგებული ტაძარი.


მისტიური ხე ტაძართა შორის ფუღუროში ჩადებული საბჭოთა ფულით. :)


და კიდევ უფრო მისტიური ადგილები ცოტა უფრო ხიდისკენ.


თავი ტომბ-რაიდერში მეგონა. ასეთი რამის ნახვას საქართველოში ნაკლებად ველოდი. იმ  "თაროებში" ტოლი ჭურჭელი ელაგა, ტოლი ძვლები.. მმ.. მაგარია!


ცოტათი ახლოს ზეცასთან..


უნივერსალური პოზა თამარ მეფის ხიდზე.


ასეთი ხიდი პირველად ვნახე და კიდევ ერთხელ ავღფრთოვანდი და ვიგრძენი თავი ამაყად ჩემი წინაპრების გამო (პირველად ვარძიაში ვიგრძენი ეს). ეს არაა ისეთივე გრანდიოზული ნაგებობა, როგორც ვარძია და არაა კოსმოსური ხომალდის აგების სირთულის, მაგრამ ხიდი აგერ უკვე 1300 წელზე მეტია დგას და მოშნად ჰკიდია მიწისძვრები, ადამიანები, მზე და სიცივე. ის დააპროგრამეს მომსახურებაზე და ამ საქმეს გამაოგნებლად დიდი ხანი და კარგად ასრულებს.


მდაა.. როგორ ააშენეს საერთოდ, ა? ალბათ ქვემოდან ხეები ედოთ რაღაც ხანი, სანამ ქვიტკირი საკმარისად გამაგრდებოდა, მარა რა ხე გაუძლებს თითქმის მეტრის სისქის და მეტრანახევარი სიგანის ქვის ფენას.. გადარეულია ხალხი ანუ მე, ნუ.. :)


ხიდი ასევე გამოდგება საკმაოდ მაღალი ნახტომების გასაკეთებლად.


ოფენ-ვორლდ ფერსტ პერსონ შათერ -ების მოყვარულებს (სტალერის სტილში), რომლებსაც კოლიდორული შუტერებიც ევასებათ (ჰალფ-ლაიფის სტილში) მშვენიერი ადგილი ელოდებათ. როგორც პირველმა ქართველმა აირსოფტელმა ქალმა ზოე ნიქსმა მითხრა, რკონში პოლიგონიც აქვთ და მშვენივრად მახსენდება მანდ რომ წვრთნა გვქონდაო.


წყააალიიიი! დიახ, მთელი 3 თუ 4 კილომეტრის მანძილზე წყლის დალევის იმედი არ გქონდეთ. ასე რომ ან თან წაიღეთ, ან მოითიმენთ და აი ასე, ჩვენსავით მივარდით მანქანის გასაჩერებლიდან მდინარისკენ მიმავალ გზაზე არსებულ წყაროს.


ნუ, საქეიფო ადგილები ყველგანაა, მთავარია არ დაივიწყოთ ლაშქრობის პირველი წესი: არ ვტოვებთ ნაგავს! მეორე წესია: გაგიხარდეთ, როდესაც როგორც იქნება და ცეცხლს აანთებთ.


მესამე წესი: სანამ სამწვადე ნაკვერჩხალი დაიყრება, შეიძლება სოკოს შეწვა და მზესუმზირასავით გასართობად ჭამა.


მესამე პრიმა წესი: დარწმუნდით, რომ თქვენს ღვინოს მდინარე არ წაიღებს.


თუ ხალხი მარხვაზეა, ყურადღება მიაქციეთ, რომ პური, შემწვარი კარტოფილი, ლობიანი და სალათა საკმარისზე ძალიან მეტი არ იყოს. ნუ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თითქმის შეუჭმელი კარტოფილის, სალათის და ლობიან-ხაჭაპურის "ხვალისთვის შემნახველი" არ გყავთ. :)


და რა თქმა უნდა, მისი აღმატებულება მწვადი. შენი ხელით შემწვარი უმიც და დამწავრიც დიახ, ფანტასტიურია!


შეიძლება გზად ჩამოვლილ ტურისტებსაც გაუმართო ხელი, მარილი ხომ არ გაქვთო და რავარ არა გვაქვს, აბა ერთი მოიწიე აქეთ, დაგვლოცეო. :) მემგონი ამ ბიჭს ისედაც ქონდა დოზა მიღებული და ჩვენს კაი ატენური დავუმატეთ. :)


რომ შევაჯამოთ, მშვენიერი ადგილია რკონი. ერთი პირობა ვიფიქრე, ჩემს მიერ მონახულებულ და აღწერილ საქართველოს კუთხეებს ისეთივე შეფასების სისტემა მივანიჭო, როგორც რესტორნებს თქო. მარა იქვე გადავიფიქრე. ჩვენ ისეთი სამშობლო გვაქვს, 20 ქულას მიიღებს 10 დან მისი ნებისმიერი კუთხე.


პ.ს. ხომ არ გგონიათ რომ IP Finder ის წერას შევეშვი? ჰმ, მე ძალიან დიდი პროგრესი მაქვს ამ მხრივ, სულ პატარა რაღაცა დამრჩა და ცოტას კი აჩმახებს, მარა ამასაც მოვუვლი.  ასეთები დამიწერია?! :)