იმდენი დამიგროვდა დასაწერი, იმდენი მაქვს სათქმელი, იმდენია ჩანიშნული თემები მობილურში, რომ უკვე თავგზა მებნევა. ხოდა გადავწყვიტე სექტემბრის ამ უკანასკნელ დღეს ზაფხულის შვებულების პირველი კვირა გავიხსენო და ცოტა ხნით მაინც დავბრუნდე "იიფ, კაია მეფობაი"-სიტუაციაში. გავხსნათ ზღვის სურათების საქაღალდე და წავიდა მემუარები..
სიმართლე გითხრათ, ზღვაზე მარტო მშობლებთან ერთად ვიყავი ნამყოფი და ფრიად "პენსიონრული" დასვენება გამოდიოდა ხოლმე. სახლი - ზღვა.. ძალიან მოსაბეზრებელია როდესაც შენთან ერთად კი არ არის ხალხი, არამდე გაკვირდება. ხოდა ძალიან ეჭვი მეპარებოდა, როგორ შეიძლება 8 დღე გავძლო ადამიანმა ქობულეთში თქო. მე მთა უფრო მომწონდა.. მაგრამ ზღვიდან ჩამოსულმა.. თუმცა ამაზე მერე. მოკლედ, ყიფიანის ეკიპაჟი ჩავლაგდით ყიფიანისვე მანქანაში და გავუყევით ჯერ კიდევ მძინარე გორის ქუჩებს.
ნუ, ეს გზა გატკეპნილი თუ არა, კარგად ნაცნობი მაინცაა ჩემთვის. დასავლეთიდან მაქვს დედის შტოს ფესვები და წელიწადში ერთხელ მაინც დავდივარ ხოლმე რიკოთს იქით. თუმცა ყოველთვის შეიძლება რაიმე მოულოდნელი შეგხვდეს გზაზე ადამიანს: Silnet Hill - იმერეთი. :)
მარა მერე მზე ამოვიდა და მთელი ეს მისტიური ატმოსფერო დაიკარგა. სამაგიეროდ.. კი არა და რა უბედურებაა კაცო ეს?
უფ, ეს ზრდილობის გულისთვის, თორემ აბა ამ სიმწვანეს შეხედეთ. იიიიფ.. პროსტა, მე რომ სამშობლო მაქვს, ბევრმა დაიკვეხნოს რა. მოვლა უნდა და გაფრთხილება ამ დაჭმუჭნულ ლამაზმანს, თორემ.. კაროჩე რა..
პირველ რიგში რა თქმა უნდა სახურავია თავს ზემოთ საძებნი. ხოდა ჩვენი ორი წევრი უკვე იყო ჩასული ერთი კვირის წინ, ჩვენც მათ მეზობლად დავიწყეთ ძებნა და ვნახეთ სახლი, მარა რა სახლი! ფითქინა შესასვლელი აღმაშენებლის მხრიდან, საკუთარი ბუნგალო ეზოში, უძაანმაგრესი კივის ხეივანი და არანაკლებ მომხიბლავი, მისტიური და ლამაზი ჩვენი ერთი კვირის ნავსადგური - 50 ლარი ადამიანი..
ნუ, სახლი ცალკე თემაა, თუ არ ჩავთვლით ბილიარდს, უზარმაზარ აივანს, მყუდრო ადგილმდებარეობას (რესტორნის ხმაურები ძლივს აღწევდა ჩვენამდე დიდი ბაღის გამო), ვეება სხვენს, დახვეულ კიბეს, ფართო საწოლებს, მოხერხებულ სამზარეულოსთან წვდომას, საკუთარ აბაზანასა და ტუალეტს - სახლში იყო ბიუსტების მთელი რაზმი, რაც მისტიურობის გრძნობას იწვევდა და იყო კიდევ აი ეს ქანქარიანი საათი.
უფ, შევყევი სურათების თვალიერებას და დაწერა დამავიწყდა. ხოდა ისა.. ზღვა, მლაშე წყლის ყლაპვა, ტუდა - სუდა, ზაგარი შეძლებისდაგვარად, აააბა სიმინდიიი, გახდილ ქალებზე დაკარგული რეაქციები, საღამო, შეკრება.. იიშ, კაია მეფობაი!
სეირნობა, მშივრობა, რესტორნების არჩევა, სომხური მუსიკები ყურებში, ორივე ყურში, სხვადასხვა სიმღერა ყურებში, მთვრალი ქალების ცეკვა, მთვრალი კაცების ბანცალი, სავსე აღმაშენებლის ქუჩა, განათებები, განათებები, მშივრობა.. სადმე შევიდეთ, კაია აქ, საჭმლის მოტანამდე დაცლილი ბოთლ-ჭურჭელი..
აქ ვნახე პირველად ქოთანში წვენში მცურავი და პურდაფარებული პილმენი. რა ძალიან საინტერესო რამე ჩანდა, აი როგორი დაინტერესებული ვიყურები. :)
შოუ მასთ გოუ ონ თქო - ასე რომ ლუდი და მასთან გათანაბრებული რამეები ავზიდეთ სახლში და წავიდა მაღალ მატერიებზე საუბრებიი! :)
ნუ, ახლა ყველა 8 დღეს და 7 ღამეს არ ავღწერ, უბრალოდ სურათებში რაც საინტერესო შემხვდება, იმის ისტორიებს დავწერ ხოლმე. ხო, აქვე: ზღვაზე იმიტომაც წავედი, რომ ჯგუფი თუმანის სიმღერა "მზეო ამოდი" ზაფხულის კადრები გადამეღო. ასე რომ თან დავისვენე და თან ვიმუშავე. კაია მეფობაი. :)
აი, ეს პარაშუტზე დაკიდებული ჯეელი ვარ მე. პარშუტის ვიდეოს კი ნახავდით ორი პოსტით დაბლა. ხოდა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფასი ედო 40 ლარი. პირველი კლიენტი ვიყავი იმ დღეს და 40 წუთამდე ველოდე, სანამ პარაშუტი მოიტანეს და 10 წუთამდე სანამ მოამზადეს. მინდა გითხრათ, რომ დიდი არაფერია. ნაღდად არ ღირს 40 ლარად. ჯერ ერთი შენზე ვაფშე არაფერია დამოკიდებული, აფრენის მომენტში სულ ორ ნაბიჯს გარბიხარ და მერე მიგათრევს (ზუსტად მიგათრევს) კატერი, იმ სიმაღლიდან ვერაფერს ხედავ საინტერესოს, ადრენალინი მოაქვს აფრენისას ცოტა და დაფრენისას ცოტა. პლაჟისკენ რომ გამაფრინა, მაგას არ ველოდებოდი და მაგანაც ცოტა მოიტანა, სხვა - საქს!
რესტორანი "ელზა" - არ გამოდგება ცეკვისათვის. მარა საჭმელად - იდეალურია! მე აქ ბისტროგანი ვჭამე - ერთი ულუფა არ ჩაეტია ჩემს მუცელში და ისეთი გემრიელი, ისეთი არაჩვეულებრივი.. იიიფ, კაია მეფობაი. ფასები არც ისე ძვირი იყო გემოსთან შედარებით და საერთოდ - შუადღით საჭმელად იდეალური ადგილია. არც ისე აგვიანებენ და გარემოც ნორმალურია. თუ არა ვცდები 550 - 480 ნომრებს შორის უნდა იყოს. ჩემი შეფასება - 9 / 10 - ქულა დააკლდა სწორედ საცეკვაო ადგილის არ ქონის გამო - ამ გარემოებას ანაზღაურებს მსუქანა და მაგარი ჯიგარი მომღერალი.
ხრეშში ჩაფლული ბალღი. აუ, ზუკა ცალკე თემაა.. ბრრ.. არ გვინდა ამ უშრეტი ენერგიით სავსე ბავშვზე ლაპარკი. იმის გარდა, რომ პირდაპირი გაგებით თავზე დამაჯდა, ქობულეთში ჩასვლის პირველივე დღეს 5 (ხუთი) გოგო მოხსნა და მათთან ერთად ტუსოვკობდა. პლუს შანსს არ უშვებდა ხელიდან ახალი გოგო გაეცნო.. ცოტა არ იყოს და დავკომპლექსდი - მოხუცი ვარ მე? :)
შემდეგი სურათი შეიძლება დასურათდეს როგორც "იშშ, კაია მეფობაი" - როგორი ფეხზემკიდია სახეები გვაქვს, მზე ჩადის, არა სამუშაო დღის ბოლო, არა სატელეფონო ზარები, არა სირბილი საქმის მოსასწრებად - არავის არსად ეჩქარება და შეიძლება გარემოთი დატკბობა..
ენერგია - შავია! - გვეუბნება იეღ.. კი არა და, ეს ბოთლი. ხოდა მე მწამს, რომ ენერგია მწვანეა, მარა ამ შემთხვევაში შავიც წავა.
ერთ წილ შავ ენერგიას ვურევთ ერთ წილ არაყს, ვამატებთ ერთ წილ ნაღების ლიმონათს, ერთ წილ ტარხუნისას და ერთ წილ მსხალს. რა გამოვიდა? გამოვიდა არომატული, ენერგიული, გემრიელი და ალკოჰოლური სასმელი. ყინულსაც თუ დაუმატებთ - ვააფშეე!
არ გჯერავთ რომ ეს კოქტეილი მუშობს? აჰა ბატონო:
+5
არ დაგავიწყდეთ შეაფასოთ რესტორანი. ნუ, მთვრალზე რა ზუსტ შეფასებაზეა ლაპარაკი, მარა "ივერია" - ში იმდენი ვიცეკვე და ვიხტუნე და ვიგიჟე და მოვილხინე, რომ ნამდვილად ეკუთვნის 5+ შეფასება.. ნუ, 5 მაინც. :)
განახლებული ბათუმი.. უნივერსალური პოზა გამოდგება სურათის გადასაღებადაც. ამ დღეს დაზვერვა გვქონდა ბათუმში. ავიარ-ჩავიარეთ ბულვარზე, ვნახეთ ის ღბადაღებული ქალის და კაცის ქანდაკებები, ერთმანეთში რომ შედიან და 2.5 მეტრზე დიდი რომ არ იქნება და უფრო დიდი რომ ჩანს რეკლამაში. ასევე ვნახეთ ზეგრანდიოზული მშენებლობა. იხილეთი სურათი.
ეს კოშკი სამი რამის გამოა ზეგრანდიოზული: 1. ის დგას ზღვიდან 200 მეტრში. ანუ ფაქტიურად წყალზე აშენებენ. სიმაღლით 150 მეტრზე ნაკლები არ იქნება და მთელი ეს მასა შეაკავო მიწაზე - გენიოსობაა. 2. ეს კოშკი იქნება რესტორანი. რესტორანს ექნება სფეროს ფორმა და დაიდება ამ უზარმაზარი სიმაღლის ზემოდან. რესტორნის ნაწილები ძირს ელაგა და წარმოდგენა არა მაქვს რა ძალამ შეიძლება აიტანოს მინიმუმ 10 ტონა ნაწილები კოშკის თავზე. 3. კოშკი ბრუნავს! ეს შოკი იყო ჩემთვის. რესტორანში მჯდომი ადამიანი 40 წუთში ერთ ბრუნს გააკეთებს და გამჭვირვალე ფანჯრებიდან მიდამოთი დატკბება. მე 15 ქულას ვაძლევ 10 დან. საღოლ მიშა! გივ მი, მიშა! გო, გო, მიშა! ქამ თუ მი მიშა!
სურათზეა ფანჯრების მწმენდავი სასტუმრო რედისონზე და მე მშურს ამ კაცის სიმაღლის არ შიშის! :@ მშურს! მშურს! აი, კუთხეში რომ კაცი დგას და ვითომც არაფერი, ქვემოთ რომ იყურება, მაგის მშურს! შურიანი ვარ და მშურს! ისე მშურს, რომ ახალი სურათი უნდა დავდო, თორემ ვიბოღმები უკვე..
აუ, იმდენი სურათი მაქვს (კერძოდ 989 ცალი) გადაღებული, ბიჭი ხარ და აარჩიე რომელი დადო. ბათუმში იმდენი, იმდენი, იმდენი რამეა სანახავი.. მარა ეს ავარჩიე მაინც. მოკლედ, ტბა რომაა ბათუმის გასასვლელში, სადაც რომ მოცეკვავე შადრევანია, იქ არის დაკიდებული ხიდი, რომელიც გადადის ტბაში რომ კუნძულია და ამ ხიდტან არის რესტორანი, სადაც არის აი ასეთი მაკეტები. ძალიან საინტერესოა და გირჩევთ ნახოთ. ეს არის თამარ მეფის ხიდი, სადაც ჩვენ ვიყავით რამოდენიმე კვირის წინ და დავწერე კიდეც ამაზე.
შეიძლება ნაცნობებიც ნახო ქობულეთში, დაპატიჟო, დალიოთ და მერე აღმოაჩინო, რომ თურმე ორივე როგორ კარგად ცეკვავთ ერთად. :)
ახლა რომ ვუყურებ, ეს გოგო ძალიან ღიად ამბობდა, მოდით და მეცეკვეთ, კაცები არა ხართო? მარა როდის იყო კაცს.. ჰმ.. :) ანუ მთელი რაც რესტორანში ვიყავით, ამ "გლორიას" ეცეკვებოდა "მადაგასკარიდან" - არადა სურათებს რომ ვათალიერებ - მშვენიერი გოგოა. იცით რა თეთრი კბილები ქონდა? :)
თავისუფალი ვარდნა - ამ ატრაქციონზე წინა წელს ვიჯექი და არ მოიტანა.. მარა წელს.. ვაიი მეეე! ჩემი "თავკამერა" - გოპროჰირო მიკეთია თავზე და მთელი ეს პროცესი გადავიღე. ხოდა იქ კარგად ისმის ჩვენი წიოკი. წინაზე ციცინებდა და ხვდებოდი როდის ჩამოვარდებოდა, მარა ახლა არ დაიციცინა და რომ წამოვიდა, ვაფშე არ ველოდებოდი. ხოდა რომ გადმოვედი, მერე ჩამოვიდა გული მაღლიდან. აუ, მოიტანა და თან იმდენი, მთელი კვირა მეყო. :)
ჰაუს ოფ ე დედ - ჩემი საყვარელი სათამაშო "ციცინათელა"-ში. აგერ, თავკამერით მე ვარ და მაზღვევს ზუკა - თუ ამას დაზღვევა ქვია: გადატევნა სულ ავიწყდებოდა და მთელი ჟეტონები მაგის გაცოცხლებაში დავხარჯეთ. და საერთოდაც, მაგარი გავერთეთ "ციცინათელაში" - მთელმა სასტავმა თავის სტიქია იპოვა: ვინ კალადბურთს უბერავდა, ვინ ხელს წევდა, ვინ ათვალიერებდა.. კაი იყო მეფობაი..
ეს ჩემი იდეა იყო ჰაერში გადაგვეღო სურათი. ხოდა მეოცე დუბლზე გამოვიდა აი ასეთი რამე. მერე ყველას მოუნდა ჰაერში გადაღება. :)
ვაფშეტა, ტრუალას ფული რად უნდა? ტრუალა თვითონ ფულია. ტრუალას დიდი თვალი აქვს. მეორე არცა ჰქონია.
ნემიროვის ეს ბოთლი რომ არ დამედო არ შეიძლებოდა. ფაქტიურად შვებულების სიმბოოდ იქცა ეს 0.025 ლიტრიანი ბოთლი. ყოველ საღამოს ვამბობდით, ახლა დავლიოთო და ყოველ საღამოს შემდეგი საღამოსთვის ვინახავდით, სანამ ბოროტმა უძლეველმა ნინომ არ გახსნა და არ ჩაცალა. :) მარტომ არა, რა თქმა უნდა, კიდე 5 კაცი იყო იქ, მარა ხომ იმან გახსნა, არა?
ჰაა, მოვიდა ზოროოო! მოვიდა ზორო და სპაიდერმენიიი! - ამ დროს ზოროს ბრეტელებიანი მაიკა აცვია და სპაიდერმენი ძლივის დადის ხრეშზე. რომ დაფიქრდე, სად ზორო და სად სპაიდერმენი. მარა არც ერთი იყო ესპანელი და არც მეორე მწერი.. :)
ბიოჰაზარდის ზნაკი დამავიწყდა როგორ გამოიყურებოდა, ამიტომ ეს რადიაციის ნიშანი დავხატე რესტორან "ედემი"-ს ერთ-ერთ მაგიდაზე ხელსახოცით. დასკვნები თქვენ გააკეთეთ. და საერთოდაც, როცა შედიხართ ქობულეთში რესტორანში, აუცილებლად გაწმინდეთ თეფშები, ჭიქები, დანა-ჩანგალი, გუნება-განწყობილება.. თუ შავი ლაქები შეამჩნიეთ.. როგორც გუნება გირჩევთ კაროჩე რა.
აი, მე მაგალითად რადიაციის მიუხედავად, მშვენიერი საკვების, არც თუ ცუდი ფასის, კარგი მუსიკის (მარტო სომხურები არ იყო და მომენტებში კლუბურებიც ჩითავდა) და ჩემი გოგოების გამო არც თუ ცუდად გავატარე დრო.
აი, 1-იანით მითითებული ბიჭი რას ცეკვავდააა! ეტყობა ბალღობიდან ცეკვაზე დადიოდა და მეც კი ვიქნიე ხელ-ფეხი, მარა ამან ასცხო ერთი არაყი, გამოვიდა ტანცპოლზე და.. შემრცხვა მე და დავჯექი. ქართულები ხომ შეუბერა და შეუბერა, მერე ჯექსონზე პლასტიკა აჩვენა - ყბას ვეძებდი მაგიდის ქვეშ. 2-ით კი ერთი თეეთრი სვამეხის გოგო ავღნიშნე, კარინას დაბადების დღეში რომ იყო და თითქოს ვთქვი, ეს უნდა ვაცეკვო თქო მარა.. სახეც კი ვერ გადავიღე. :)
ნუ, ყველა-ყველა და მედუზებს ვერ ვიტან რა! ვერ ვიტან კი არა, რატომღაც ვპანიკდები როდესაც წყალქვეშ ამ საცოდავ არსებებს ვხედავ და მოვუსვებ ხოლმე კუდამოძუებული ამ ადგილიდან. არადა ეგერ, ისე უჭირავს მერის ეს მედუზთუხუცესი, ვითომც აქ არაფერიო.
სარფიდან რომ მოდიხარ ბათუმისკენ, არის ანდრია პირველწოდებულმა რომ პირველად შეისვენა საქართველოში შემოსვლისას, ეგ ადგილიო. ჩანჩქერი ჩამოდის მშვენიერი, იმ ცხელ ზაფხულში მარტო ეს ადგილია ცივი.. ცივი კი არა, გაყინული! მაგრამ მე, როგორც ყველაზე თავზეხელაღებულმა, ხავსიანი კლდეების გავლით მაინც მივაღწიე ამ არასანდო შვერილს და აგერ, ნახტომიც კი შევასრულე. :)
ხოდა არასანდო ხავსიანმა კლდეებმა მშვენივრად დათხუპნა საროჩკა. ასეთი გარეგნობით დელფინარიუმში ვინ შეგიშვებს. ასე რომ გავრეცხე ტანსაცმელი და აი, ნახადუ ვაშრობ. :)
უნივერსალური პოზა (ხო მართლა, აი მისი ფანკლუბი ფეისბუქზე) გამოდგება ბათუმის აკვარიუმის ეზოში არსებულ აუზში მყოფი თევზების (ბლინ, რამხელა წინადადება გამოვიდა) საყურებალდ. :)
წამოსვლის წინა დღეს ვნახეთ "ელზა"-ზე კიდევ უფრო მაგარი ადგილი შუადღისას საჭმელად. ეს ბუნგალო დგას 614 ნომრის წინ, პლაჟიდან ამოდიხარ თუ არა, საცხოვრებელი სახლია ზედ ზღვასთან და მაგის გვერდით. ფასები აქვს ძალიან დაბალი, საჭმელი არის ძალიან გემრიელი, მომსახურება არის ძალიან თბილი, ერთი მინუსი ისაა, რომ სამზარეულოში სულ 2 ადამიანი მუშაობს და საკაიფოდ აგვიანებენ მოტანას. მაგალითად 5 აჭარული ხაჭაპურის მოტანას დაჭირდა 20-30 წუთი თუ არა ვცდები.
სურათი არა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი პახმელიაზე მყოფი კაცი, რომლის დედა უკვე ორი დღე იყო, რაც ყურადღებას იქცევდა. ვიღაც გოგომ უთხრა, ქალბატონო, ნუ მიჩრდილავთ, დაჯექითო და იმ გოგოს დღე ეწიააა! და საღამოს გამოვიდა ეს კაცი და დაიწყო კიდეც წარმოდგენა: ჯერ ლექსები მოყვა მთელი პლაჟის გასაგონად და პარალელულად იხდიდა. მერე წყალში ჩავიდა და იქიდან ცოლს ეძახდა: ვეშშაპოო! ჩამოდი წყალშიი! ცოლი არ ჩადიოდა. ამან სტავკების დადება დაიწყო: ვეშშაპოო! ჩამოდი წყალში და 100 ლარს გაძლევ, ვეშშაპოო! ცოლი მაინც არ ჩადის. მერე დედამისს დაუძახა: დედაჩემი, ჰიტლერა, თავის დროზე ჰიტლერის საყვარელი რომ ყოფილიყო, იმ ომს მოიგებდა ჰიტლერიო. ვეშშაპო! ჩამოდი წყალში და 200 ლარს გაძლევ! (ვიღაცამ ჩაიბურტყუნა, 200 ლარად ვაფშე ტიტველი ჩავალ წყალშიო) ვეშშაპოო! აბა, რა არის - წუწუნებს ეს პახმელიაზე მყოფი კაცი და ხელებს ისე იქნევს, სადაცაა წყლიდან ამოფრინდება - ბულკივით ცოლი მოვიყვანე და ზოროს დაემსგავსა! ვეშშაპო! ჩამოდი წყალში!
მოკლედ, შვებულებამ ისე გარიბინა, რომ ვერც შევამჩნიე. ბოლო ღამეს გადავწყვიტეთ ქობულეთის პარკი გვენახა.. და შევაბიჯეთ საბჭოთა ეპოქაში - არ შეიძლება ამხელა შემოსავალი აქვს ქობულეთს და მიხედოს ვინმემ ამ პარკს? კი, თითქოს გაერთობა კაცი, მარა უფრო მეტი შეიძლება აქ გაკეთდეს, ვიდრე ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ტირის ჯიხურები.
ნუ, პრინციპში კი გვიან ვიყავით პარკში შესულები, მარა მაინც მოვახერხეთ მანქანებით გონკაობა. და სულ ესაა რა.. ტირს ისვრი, მანქანით ივლი, აისეირნებ, ჩაისეირნებ.. მარტო ციცინათელა ხომ არაა ქობულეთის გართობა, არა? :(
ნუ, რაც შეეხება "სტრეპტოციტს" - აქ ასაკობრივი შეზღუდვაა და დადის ძირითადად ამ შეზღუდვის ქვემოთ მყოფი შპანა. ეკრანზე აჩვენებენ შიშველი ქალების ცეკვას და თუ ახურებული თინეიჯერი არ ხარ, ვისაც ბოლო ლარებით უცნობი გოგოსთვის კოქტეილის ყიდვა უნდა ეგება მომცესო და ეს გოგო კი ფიქრობს, ეგება ვინმემ კოქტეილი მიყიდოს, მარა მაინც არ მივცემო - არ შეხვიდეთ. შესვლა ღირს 5 ლარი.
ეჰ, შვებულების ბოლო დღეც დაიწყო.. კარგად გამოძინებულები გავედით ზღვაზე.. მერე იმ მაგარ ბუნგალოში ვჭამეთ.. მერე "მზეო ამოდი"-ს რამდენიმე სცენა გადავიღეთ.. მერე თავისუფალი დრო იყო..
მერე ზღვას ვუყურეთ.. მერე კი წავედით.. ეჰ.. კაი იყო მეფობაი..
სიმართლე გითხრათ, ზღვაზე მარტო მშობლებთან ერთად ვიყავი ნამყოფი და ფრიად "პენსიონრული" დასვენება გამოდიოდა ხოლმე. სახლი - ზღვა.. ძალიან მოსაბეზრებელია როდესაც შენთან ერთად კი არ არის ხალხი, არამდე გაკვირდება. ხოდა ძალიან ეჭვი მეპარებოდა, როგორ შეიძლება 8 დღე გავძლო ადამიანმა ქობულეთში თქო. მე მთა უფრო მომწონდა.. მაგრამ ზღვიდან ჩამოსულმა.. თუმცა ამაზე მერე. მოკლედ, ყიფიანის ეკიპაჟი ჩავლაგდით ყიფიანისვე მანქანაში და გავუყევით ჯერ კიდევ მძინარე გორის ქუჩებს.
ნუ, ეს გზა გატკეპნილი თუ არა, კარგად ნაცნობი მაინცაა ჩემთვის. დასავლეთიდან მაქვს დედის შტოს ფესვები და წელიწადში ერთხელ მაინც დავდივარ ხოლმე რიკოთს იქით. თუმცა ყოველთვის შეიძლება რაიმე მოულოდნელი შეგხვდეს გზაზე ადამიანს: Silnet Hill - იმერეთი. :)
მარა მერე მზე ამოვიდა და მთელი ეს მისტიური ატმოსფერო დაიკარგა. სამაგიეროდ.. კი არა და რა უბედურებაა კაცო ეს?
უფ, ეს ზრდილობის გულისთვის, თორემ აბა ამ სიმწვანეს შეხედეთ. იიიიფ.. პროსტა, მე რომ სამშობლო მაქვს, ბევრმა დაიკვეხნოს რა. მოვლა უნდა და გაფრთხილება ამ დაჭმუჭნულ ლამაზმანს, თორემ.. კაროჩე რა..
მოკლედ, 3.5 საათის გზის მერე როგორც იქნა მოვაღწიეთ დანიშნულების ადგილს. საინტერესო იქნება ქობულეთის ნახვა ზამთარში სომხების, აზერების, ირანელების, ფრანგების, გერმანელების, ებრაელების, რუსების, უკრაინელების და არაადგილობრივი ქართველების გარეშე. იმიტომ რომ აღმაშენებელი არაა ქობულეთი მარტო და პარალელური რუსთაველის ქუჩის იქით კიდევ ერთი ქუჩაა, სადაც კარგად ჩანს რა არის ქობულეთი სინამდვილეში.
ნუ, სახლი ცალკე თემაა, თუ არ ჩავთვლით ბილიარდს, უზარმაზარ აივანს, მყუდრო ადგილმდებარეობას (რესტორნის ხმაურები ძლივს აღწევდა ჩვენამდე დიდი ბაღის გამო), ვეება სხვენს, დახვეულ კიბეს, ფართო საწოლებს, მოხერხებულ სამზარეულოსთან წვდომას, საკუთარ აბაზანასა და ტუალეტს - სახლში იყო ბიუსტების მთელი რაზმი, რაც მისტიურობის გრძნობას იწვევდა და იყო კიდევ აი ეს ქანქარიანი საათი.
უფ, შევყევი სურათების თვალიერებას და დაწერა დამავიწყდა. ხოდა ისა.. ზღვა, მლაშე წყლის ყლაპვა, ტუდა - სუდა, ზაგარი შეძლებისდაგვარად, აააბა სიმინდიიი, გახდილ ქალებზე დაკარგული რეაქციები, საღამო, შეკრება.. იიშ, კაია მეფობაი!
სეირნობა, მშივრობა, რესტორნების არჩევა, სომხური მუსიკები ყურებში, ორივე ყურში, სხვადასხვა სიმღერა ყურებში, მთვრალი ქალების ცეკვა, მთვრალი კაცების ბანცალი, სავსე აღმაშენებლის ქუჩა, განათებები, განათებები, მშივრობა.. სადმე შევიდეთ, კაია აქ, საჭმლის მოტანამდე დაცლილი ბოთლ-ჭურჭელი..
აქ ვნახე პირველად ქოთანში წვენში მცურავი და პურდაფარებული პილმენი. რა ძალიან საინტერესო რამე ჩანდა, აი როგორი დაინტერესებული ვიყურები. :)
შოუ მასთ გოუ ონ თქო - ასე რომ ლუდი და მასთან გათანაბრებული რამეები ავზიდეთ სახლში და წავიდა მაღალ მატერიებზე საუბრებიი! :)
ნუ, ახლა ყველა 8 დღეს და 7 ღამეს არ ავღწერ, უბრალოდ სურათებში რაც საინტერესო შემხვდება, იმის ისტორიებს დავწერ ხოლმე. ხო, აქვე: ზღვაზე იმიტომაც წავედი, რომ ჯგუფი თუმანის სიმღერა "მზეო ამოდი" ზაფხულის კადრები გადამეღო. ასე რომ თან დავისვენე და თან ვიმუშავე. კაია მეფობაი. :)
აი, ეს პარაშუტზე დაკიდებული ჯეელი ვარ მე. პარშუტის ვიდეოს კი ნახავდით ორი პოსტით დაბლა. ხოდა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფასი ედო 40 ლარი. პირველი კლიენტი ვიყავი იმ დღეს და 40 წუთამდე ველოდე, სანამ პარაშუტი მოიტანეს და 10 წუთამდე სანამ მოამზადეს. მინდა გითხრათ, რომ დიდი არაფერია. ნაღდად არ ღირს 40 ლარად. ჯერ ერთი შენზე ვაფშე არაფერია დამოკიდებული, აფრენის მომენტში სულ ორ ნაბიჯს გარბიხარ და მერე მიგათრევს (ზუსტად მიგათრევს) კატერი, იმ სიმაღლიდან ვერაფერს ხედავ საინტერესოს, ადრენალინი მოაქვს აფრენისას ცოტა და დაფრენისას ცოტა. პლაჟისკენ რომ გამაფრინა, მაგას არ ველოდებოდი და მაგანაც ცოტა მოიტანა, სხვა - საქს!
რესტორანი "ელზა" - არ გამოდგება ცეკვისათვის. მარა საჭმელად - იდეალურია! მე აქ ბისტროგანი ვჭამე - ერთი ულუფა არ ჩაეტია ჩემს მუცელში და ისეთი გემრიელი, ისეთი არაჩვეულებრივი.. იიიფ, კაია მეფობაი. ფასები არც ისე ძვირი იყო გემოსთან შედარებით და საერთოდ - შუადღით საჭმელად იდეალური ადგილია. არც ისე აგვიანებენ და გარემოც ნორმალურია. თუ არა ვცდები 550 - 480 ნომრებს შორის უნდა იყოს. ჩემი შეფასება - 9 / 10 - ქულა დააკლდა სწორედ საცეკვაო ადგილის არ ქონის გამო - ამ გარემოებას ანაზღაურებს მსუქანა და მაგარი ჯიგარი მომღერალი.
ხრეშში ჩაფლული ბალღი. აუ, ზუკა ცალკე თემაა.. ბრრ.. არ გვინდა ამ უშრეტი ენერგიით სავსე ბავშვზე ლაპარკი. იმის გარდა, რომ პირდაპირი გაგებით თავზე დამაჯდა, ქობულეთში ჩასვლის პირველივე დღეს 5 (ხუთი) გოგო მოხსნა და მათთან ერთად ტუსოვკობდა. პლუს შანსს არ უშვებდა ხელიდან ახალი გოგო გაეცნო.. ცოტა არ იყოს და დავკომპლექსდი - მოხუცი ვარ მე? :)
შემდეგი სურათი შეიძლება დასურათდეს როგორც "იშშ, კაია მეფობაი" - როგორი ფეხზემკიდია სახეები გვაქვს, მზე ჩადის, არა სამუშაო დღის ბოლო, არა სატელეფონო ზარები, არა სირბილი საქმის მოსასწრებად - არავის არსად ეჩქარება და შეიძლება გარემოთი დატკბობა..
ენერგია - შავია! - გვეუბნება იეღ.. კი არა და, ეს ბოთლი. ხოდა მე მწამს, რომ ენერგია მწვანეა, მარა ამ შემთხვევაში შავიც წავა.
ერთ წილ შავ ენერგიას ვურევთ ერთ წილ არაყს, ვამატებთ ერთ წილ ნაღების ლიმონათს, ერთ წილ ტარხუნისას და ერთ წილ მსხალს. რა გამოვიდა? გამოვიდა არომატული, ენერგიული, გემრიელი და ალკოჰოლური სასმელი. ყინულსაც თუ დაუმატებთ - ვააფშეე!
არ გჯერავთ რომ ეს კოქტეილი მუშობს? აჰა ბატონო:
+5
არ დაგავიწყდეთ შეაფასოთ რესტორანი. ნუ, მთვრალზე რა ზუსტ შეფასებაზეა ლაპარაკი, მარა "ივერია" - ში იმდენი ვიცეკვე და ვიხტუნე და ვიგიჟე და მოვილხინე, რომ ნამდვილად ეკუთვნის 5+ შეფასება.. ნუ, 5 მაინც. :)
განახლებული ბათუმი.. უნივერსალური პოზა გამოდგება სურათის გადასაღებადაც. ამ დღეს დაზვერვა გვქონდა ბათუმში. ავიარ-ჩავიარეთ ბულვარზე, ვნახეთ ის ღბადაღებული ქალის და კაცის ქანდაკებები, ერთმანეთში რომ შედიან და 2.5 მეტრზე დიდი რომ არ იქნება და უფრო დიდი რომ ჩანს რეკლამაში. ასევე ვნახეთ ზეგრანდიოზული მშენებლობა. იხილეთი სურათი.
ეს კოშკი სამი რამის გამოა ზეგრანდიოზული: 1. ის დგას ზღვიდან 200 მეტრში. ანუ ფაქტიურად წყალზე აშენებენ. სიმაღლით 150 მეტრზე ნაკლები არ იქნება და მთელი ეს მასა შეაკავო მიწაზე - გენიოსობაა. 2. ეს კოშკი იქნება რესტორანი. რესტორანს ექნება სფეროს ფორმა და დაიდება ამ უზარმაზარი სიმაღლის ზემოდან. რესტორნის ნაწილები ძირს ელაგა და წარმოდგენა არა მაქვს რა ძალამ შეიძლება აიტანოს მინიმუმ 10 ტონა ნაწილები კოშკის თავზე. 3. კოშკი ბრუნავს! ეს შოკი იყო ჩემთვის. რესტორანში მჯდომი ადამიანი 40 წუთში ერთ ბრუნს გააკეთებს და გამჭვირვალე ფანჯრებიდან მიდამოთი დატკბება. მე 15 ქულას ვაძლევ 10 დან. საღოლ მიშა! გივ მი, მიშა! გო, გო, მიშა! ქამ თუ მი მიშა!
სურათზეა ფანჯრების მწმენდავი სასტუმრო რედისონზე და მე მშურს ამ კაცის სიმაღლის არ შიშის! :@ მშურს! მშურს! აი, კუთხეში რომ კაცი დგას და ვითომც არაფერი, ქვემოთ რომ იყურება, მაგის მშურს! შურიანი ვარ და მშურს! ისე მშურს, რომ ახალი სურათი უნდა დავდო, თორემ ვიბოღმები უკვე..
აუ, იმდენი სურათი მაქვს (კერძოდ 989 ცალი) გადაღებული, ბიჭი ხარ და აარჩიე რომელი დადო. ბათუმში იმდენი, იმდენი, იმდენი რამეა სანახავი.. მარა ეს ავარჩიე მაინც. მოკლედ, ტბა რომაა ბათუმის გასასვლელში, სადაც რომ მოცეკვავე შადრევანია, იქ არის დაკიდებული ხიდი, რომელიც გადადის ტბაში რომ კუნძულია და ამ ხიდტან არის რესტორანი, სადაც არის აი ასეთი მაკეტები. ძალიან საინტერესოა და გირჩევთ ნახოთ. ეს არის თამარ მეფის ხიდი, სადაც ჩვენ ვიყავით რამოდენიმე კვირის წინ და დავწერე კიდეც ამაზე.
შეიძლება ნაცნობებიც ნახო ქობულეთში, დაპატიჟო, დალიოთ და მერე აღმოაჩინო, რომ თურმე ორივე როგორ კარგად ცეკვავთ ერთად. :)
ახლა რომ ვუყურებ, ეს გოგო ძალიან ღიად ამბობდა, მოდით და მეცეკვეთ, კაცები არა ხართო? მარა როდის იყო კაცს.. ჰმ.. :) ანუ მთელი რაც რესტორანში ვიყავით, ამ "გლორიას" ეცეკვებოდა "მადაგასკარიდან" - არადა სურათებს რომ ვათალიერებ - მშვენიერი გოგოა. იცით რა თეთრი კბილები ქონდა? :)
თავისუფალი ვარდნა - ამ ატრაქციონზე წინა წელს ვიჯექი და არ მოიტანა.. მარა წელს.. ვაიი მეეე! ჩემი "თავკამერა" - გოპროჰირო მიკეთია თავზე და მთელი ეს პროცესი გადავიღე. ხოდა იქ კარგად ისმის ჩვენი წიოკი. წინაზე ციცინებდა და ხვდებოდი როდის ჩამოვარდებოდა, მარა ახლა არ დაიციცინა და რომ წამოვიდა, ვაფშე არ ველოდებოდი. ხოდა რომ გადმოვედი, მერე ჩამოვიდა გული მაღლიდან. აუ, მოიტანა და თან იმდენი, მთელი კვირა მეყო. :)
ჰაუს ოფ ე დედ - ჩემი საყვარელი სათამაშო "ციცინათელა"-ში. აგერ, თავკამერით მე ვარ და მაზღვევს ზუკა - თუ ამას დაზღვევა ქვია: გადატევნა სულ ავიწყდებოდა და მთელი ჟეტონები მაგის გაცოცხლებაში დავხარჯეთ. და საერთოდაც, მაგარი გავერთეთ "ციცინათელაში" - მთელმა სასტავმა თავის სტიქია იპოვა: ვინ კალადბურთს უბერავდა, ვინ ხელს წევდა, ვინ ათვალიერებდა.. კაი იყო მეფობაი..
ეს ჩემი იდეა იყო ჰაერში გადაგვეღო სურათი. ხოდა მეოცე დუბლზე გამოვიდა აი ასეთი რამე. მერე ყველას მოუნდა ჰაერში გადაღება. :)
ვაფშეტა, ტრუალას ფული რად უნდა? ტრუალა თვითონ ფულია. ტრუალას დიდი თვალი აქვს. მეორე არცა ჰქონია.
ნემიროვის ეს ბოთლი რომ არ დამედო არ შეიძლებოდა. ფაქტიურად შვებულების სიმბოოდ იქცა ეს 0.025 ლიტრიანი ბოთლი. ყოველ საღამოს ვამბობდით, ახლა დავლიოთო და ყოველ საღამოს შემდეგი საღამოსთვის ვინახავდით, სანამ ბოროტმა უძლეველმა ნინომ არ გახსნა და არ ჩაცალა. :) მარტომ არა, რა თქმა უნდა, კიდე 5 კაცი იყო იქ, მარა ხომ იმან გახსნა, არა?
ჰაა, მოვიდა ზოროოო! მოვიდა ზორო და სპაიდერმენიიი! - ამ დროს ზოროს ბრეტელებიანი მაიკა აცვია და სპაიდერმენი ძლივის დადის ხრეშზე. რომ დაფიქრდე, სად ზორო და სად სპაიდერმენი. მარა არც ერთი იყო ესპანელი და არც მეორე მწერი.. :)
ბიოჰაზარდის ზნაკი დამავიწყდა როგორ გამოიყურებოდა, ამიტომ ეს რადიაციის ნიშანი დავხატე რესტორან "ედემი"-ს ერთ-ერთ მაგიდაზე ხელსახოცით. დასკვნები თქვენ გააკეთეთ. და საერთოდაც, როცა შედიხართ ქობულეთში რესტორანში, აუცილებლად გაწმინდეთ თეფშები, ჭიქები, დანა-ჩანგალი, გუნება-განწყობილება.. თუ შავი ლაქები შეამჩნიეთ.. როგორც გუნება გირჩევთ კაროჩე რა.
აი, მე მაგალითად რადიაციის მიუხედავად, მშვენიერი საკვების, არც თუ ცუდი ფასის, კარგი მუსიკის (მარტო სომხურები არ იყო და მომენტებში კლუბურებიც ჩითავდა) და ჩემი გოგოების გამო არც თუ ცუდად გავატარე დრო.
აი, 1-იანით მითითებული ბიჭი რას ცეკვავდააა! ეტყობა ბალღობიდან ცეკვაზე დადიოდა და მეც კი ვიქნიე ხელ-ფეხი, მარა ამან ასცხო ერთი არაყი, გამოვიდა ტანცპოლზე და.. შემრცხვა მე და დავჯექი. ქართულები ხომ შეუბერა და შეუბერა, მერე ჯექსონზე პლასტიკა აჩვენა - ყბას ვეძებდი მაგიდის ქვეშ. 2-ით კი ერთი თეეთრი სვამეხის გოგო ავღნიშნე, კარინას დაბადების დღეში რომ იყო და თითქოს ვთქვი, ეს უნდა ვაცეკვო თქო მარა.. სახეც კი ვერ გადავიღე. :)
ბათუმის დელფინარიუმი - ძლიერი ემოციური ადგილი. 12 ლარი ღირდა 3 საათიან სეანსზე ბილეთი. სეანსი გრძელდება 40 წუთი და ამ ხნიდან მარტო 10 წუთი არ ვუკრავდით ტაშს. ხელები მეტკინა და რამის კანი ამძვრა, ყელი ჩამეხლიჩა ბრავოს ძახილით და გული ბავშვივით ხტუნაობდა - არავითარ შემთხვევაში არ იჟმოტოთ - 12 ლარი რა უბედურებააო და წაიყვანეთ ბავშვი დელფინარიუმში. ამ სანახაობას ვერც ის და ვერც თქვენ ვერ დაივიწყებთ. 12 / 10 - ბონუს ქულები დაერიცხა მოულოდნელი შოუსათვის. ვიდეოზე გადავიღე მთელი ეს სეანსი მარა აზრი არა აქვს მის ყურებას, იქ უნდა იყოთ, დელფინები უნდა შეიგრძნოთ.
100 სურათამდე მაქვს გადაღებული სარფში და ხომ ხვდებით რა ძნელია შეარჩიო რა დადო ბლოგზე. ყველა თავისებურად ორიგინალურია, მარა წყლის ველოსიპედიდან ეს ნახტომი ყველაზე კულიმინაციაა. :) წყალზე გამახსენდა - სარფში არის დაივინგის ანუ წყალქვეშ ყვინთვის პონტიც. საათი ღირს 80 ლარი. მარა როდესაც ვიყავით, მაშინ მყვინთავების სასტავი ბათუმში მუშაობდა, ასე რომ მე ვერ ჩავყვინთე. სამაგიეროდ გავიცანი ბატონი იური - მოყვარული მყვინთავი - რომელსაც დავუმაგრე ჩემი "თავკამერა" და შეფერხების მიუხედავად (კამერა შემთხვევით წინიდან ქვემოთ ხედვის რეჟიმში გადავიდა), მშვენიერი წყალქვეშა კადრები მისცა.
სარფიდან რომ მოდიხარ ბათუმისკენ, არის ანდრია პირველწოდებულმა რომ პირველად შეისვენა საქართველოში შემოსვლისას, ეგ ადგილიო. ჩანჩქერი ჩამოდის მშვენიერი, იმ ცხელ ზაფხულში მარტო ეს ადგილია ცივი.. ცივი კი არა, გაყინული! მაგრამ მე, როგორც ყველაზე თავზეხელაღებულმა, ხავსიანი კლდეების გავლით მაინც მივაღწიე ამ არასანდო შვერილს და აგერ, ნახტომიც კი შევასრულე. :)
ხოდა არასანდო ხავსიანმა კლდეებმა მშვენივრად დათხუპნა საროჩკა. ასეთი გარეგნობით დელფინარიუმში ვინ შეგიშვებს. ასე რომ გავრეცხე ტანსაცმელი და აი, ნახადუ ვაშრობ. :)
უნივერსალური პოზა (ხო მართლა, აი მისი ფანკლუბი ფეისბუქზე) გამოდგება ბათუმის აკვარიუმის ეზოში არსებულ აუზში მყოფი თევზების (ბლინ, რამხელა წინადადება გამოვიდა) საყურებალდ. :)
წამოსვლის წინა დღეს ვნახეთ "ელზა"-ზე კიდევ უფრო მაგარი ადგილი შუადღისას საჭმელად. ეს ბუნგალო დგას 614 ნომრის წინ, პლაჟიდან ამოდიხარ თუ არა, საცხოვრებელი სახლია ზედ ზღვასთან და მაგის გვერდით. ფასები აქვს ძალიან დაბალი, საჭმელი არის ძალიან გემრიელი, მომსახურება არის ძალიან თბილი, ერთი მინუსი ისაა, რომ სამზარეულოში სულ 2 ადამიანი მუშაობს და საკაიფოდ აგვიანებენ მოტანას. მაგალითად 5 აჭარული ხაჭაპურის მოტანას დაჭირდა 20-30 წუთი თუ არა ვცდები.
სურათი არა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი პახმელიაზე მყოფი კაცი, რომლის დედა უკვე ორი დღე იყო, რაც ყურადღებას იქცევდა. ვიღაც გოგომ უთხრა, ქალბატონო, ნუ მიჩრდილავთ, დაჯექითო და იმ გოგოს დღე ეწიააა! და საღამოს გამოვიდა ეს კაცი და დაიწყო კიდეც წარმოდგენა: ჯერ ლექსები მოყვა მთელი პლაჟის გასაგონად და პარალელულად იხდიდა. მერე წყალში ჩავიდა და იქიდან ცოლს ეძახდა: ვეშშაპოო! ჩამოდი წყალშიი! ცოლი არ ჩადიოდა. ამან სტავკების დადება დაიწყო: ვეშშაპოო! ჩამოდი წყალში და 100 ლარს გაძლევ, ვეშშაპოო! ცოლი მაინც არ ჩადის. მერე დედამისს დაუძახა: დედაჩემი, ჰიტლერა, თავის დროზე ჰიტლერის საყვარელი რომ ყოფილიყო, იმ ომს მოიგებდა ჰიტლერიო. ვეშშაპო! ჩამოდი წყალში და 200 ლარს გაძლევ! (ვიღაცამ ჩაიბურტყუნა, 200 ლარად ვაფშე ტიტველი ჩავალ წყალშიო) ვეშშაპოო! აბა, რა არის - წუწუნებს ეს პახმელიაზე მყოფი კაცი და ხელებს ისე იქნევს, სადაცაა წყლიდან ამოფრინდება - ბულკივით ცოლი მოვიყვანე და ზოროს დაემსგავსა! ვეშშაპო! ჩამოდი წყალში!
მოკლედ, შვებულებამ ისე გარიბინა, რომ ვერც შევამჩნიე. ბოლო ღამეს გადავწყვიტეთ ქობულეთის პარკი გვენახა.. და შევაბიჯეთ საბჭოთა ეპოქაში - არ შეიძლება ამხელა შემოსავალი აქვს ქობულეთს და მიხედოს ვინმემ ამ პარკს? კი, თითქოს გაერთობა კაცი, მარა უფრო მეტი შეიძლება აქ გაკეთდეს, ვიდრე ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ტირის ჯიხურები.
ნუ, პრინციპში კი გვიან ვიყავით პარკში შესულები, მარა მაინც მოვახერხეთ მანქანებით გონკაობა. და სულ ესაა რა.. ტირს ისვრი, მანქანით ივლი, აისეირნებ, ჩაისეირნებ.. მარტო ციცინათელა ხომ არაა ქობულეთის გართობა, არა? :(
ნუ, რაც შეეხება "სტრეპტოციტს" - აქ ასაკობრივი შეზღუდვაა და დადის ძირითადად ამ შეზღუდვის ქვემოთ მყოფი შპანა. ეკრანზე აჩვენებენ შიშველი ქალების ცეკვას და თუ ახურებული თინეიჯერი არ ხარ, ვისაც ბოლო ლარებით უცნობი გოგოსთვის კოქტეილის ყიდვა უნდა ეგება მომცესო და ეს გოგო კი ფიქრობს, ეგება ვინმემ კოქტეილი მიყიდოს, მარა მაინც არ მივცემო - არ შეხვიდეთ. შესვლა ღირს 5 ლარი.
ეჰ, შვებულების ბოლო დღეც დაიწყო.. კარგად გამოძინებულები გავედით ზღვაზე.. მერე იმ მაგარ ბუნგალოში ვჭამეთ.. მერე "მზეო ამოდი"-ს რამდენიმე სცენა გადავიღეთ.. მერე თავისუფალი დრო იყო..
მერე ზღვას ვუყურეთ.. მერე კი წავედით.. ეჰ.. კაი იყო მეფობაი..
4 comments:
S failed back surgery. How did you do over do it
for 20 repetitions once a day, right to do little but
make sure that you aren't experiencing pain, but the patient. The answer very simply is missing in people much younger or older adults over age 60 and above the treatment.
my blog post; back pain doctor Murray Isle
Look at my homepage back pain doctor Murray Isle
According to Dr. Nathan Wei, "The handwriting should also be taken into circumstance when decision making upon a handling be after. In Carpal Tunnel syndrome, these face impulses dense Carpal Tunnel syndrome other than federal agency act, such as arthritis, articulatio radiocarpea injuries, diabetes, and even smoke. With the RICE approach path, you can await bursitis to to grow a estimable project of discussion to accomplish maximum usable recovery.
Feel free to visit my web-site :: carpal tunnel surgeons Smelterville
My web-site ; carpal tunnel surgeons Smelterville
გამარჯობა მედალი და სერ! მე ვარ კერძო ინვესტორი და მე გთავაზობთ სესხებს ყველა ადამიანს კარგი ხასიათით, რომელსაც შეუძლია გადაიხადოს მათი ყოველთვიური ან წლიური ბიუჯეტი. გთხოვთ, დამიკავშირდეთ მეტი ინფორმაციისთვის ჩემს ელ-ფოსტაზე: jg9012110@gmail.com
Whatsapp: +13468160125
ერთხელ თუ დამიკავშირდებით გთხოვთ მითხრათ ეს ინფორმაცია, რომ მე სწრაფად დაგიკავშირდეთ:
Whatsapp ნომერი: ............
ელფოსტა: ...........................

Post a Comment