Saturday, November 26, 2011

როგორ მოვიგოთ ჯეკ-პოტი?

საქართველოს ლატარიის კომპანიას შესანიშნავი პროდუქტი აქვს: ლოტო. ამ მომენტისათვის მისი ჯეკპოტი შეადგენს 2 180 000 ლარს, რაც საშემოსავლოს 20% დაქვითვის მერე დარჩება 1 744 000. ამას პლუს ზემოდან დავალებული რაღაცეები, ნუ დავუშვათ 500 000 ლარი ჯამში და მილიონ ლარზე მეტი ადამიანს რჩება ხელში. არ დავიწყებ ლატარიის კომპანიის თანხების გადანაწილების პოლიტიკის გაკრიტიკებას, ბოლო-ბოლო ჯეკპოტს ყოველ დღე ვერ მოიგებს ადამიანი და შესაბამისად - თანხის გაცემაც არ მოუწევთ. და დაჟე 5 ციფრიც კი რომ გაარტყა, 2000 ლარის მოგებაც არ მოგიწევს. მე, როგორც მომხმარებელს მიმაჩნია, რომ ჯობია ჯეკპოტი მილიონი იყოს და დანარჩენი მილიონი გადანაწილდეს სხვა კატეგორიებზე, რომ მუღამი ქონდეს მოგებას. თუმცა ამ მდგომარეობაში ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: როგორ მოვიგოთ ჯეკ-პოტი?


ლოტოს პრინციპია "გამოიცანი 6 ციფრი 36 იდან". მოდი ახლა მარტივად მივყვეთ და დავითვალოთ უფრო მცირე რაოდენობებზე. მაგალითად, გამოიცანი 1 ციფრი 36 დან. როგორც ხედავთ, მოგების შანსი 1 / 36 ია, ანუ როგორც ალბათობის თეორია წერს ხოლმე, 2,78 პროცენტი.


ალბათობის თეორიაზე გამახსენდა: რამდენადაც მახსოვს ამ თეორიიდან, ვთქვათ თუ მოვიდა ციფრი 9, მეორე ჯერზე მისი მოსვლის ალბათობა ნაკლებია 1 / 36-ით. ანუ ალბათობის თეორიის მიხედვით, თუ გამოვრიცხავთ "9"-ის ხელმეორედ მოსვლის ალბათობას, შემდეგ ჯერზე თქვენი შანსი იქნება 1 / 35 ანუ - 2,86 %. მეორე მოსული ციფრი თუ "15"-ია. თქვენი შანსი ამით აღარ იზრდება, რამეთუ 15-ის მოსვლის ალბათობა კი იკლებს, მარა სამაგიეროდ "9"-ის ისევ იმატებს. რასაც მოწმობს ბოლო გათამაშების შედეგები: "7"-იანი სამივეშია.


ჰო, კიდევ ერთი - ლოტოს ციფრების მოსვლას აბსოლუტურად არანაირი ლოგიკა არ აქვს, განსხვავებით მაგალითად რულეტკისაგან. ასე რომ ალბათობის თეორია მხოლოდ თეორიის დონეზე უშვებს ამა თუ იმ ციფრის მოსვლას. ჩვენ კი გავაგრძელოთ გამოთვლები: უნდა გამოვიცნოთ 2 ციფრი 36 დან. რამდენი კომბინაციაა თქვენი აზრით? 18? რატო, რახან 2 ციფრია, ამით ორჯერ მცირდება კომბინაციები? სინამდვილეში პირიქითაა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ "1"-იანი და "2"-იანი. იგივე წარმატებით "1"-იანი და "3"-იანი.. და ასეთი წყვილები იქნება 36 x 35 = 1260, ხოლო თქვენი წყვილის მოსვლის ალბათობა შესაბამისად - 0,19 %


სხვათა შორის ლატარიის კომპანიის საიტზე არის სტატისტიკის ჩანართი, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომელი ციფრები მოდის უფრო ხშირად. ვერ გეტყვით, რომ ეს ჯეკ-პოტის მოგების რეალური გზაა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო იქნება საცდელად.. ერთი ისაა, რომ ყველაზე მეტჯერ: 27 - 30 ჯერ მოსული ციფრებია 4, 7, 11, 13, 16,17, 18, 19, 25, 28 - ანუ 10 ციფრი. ამათგან გამოდის 25 კომბინაცია (6 ციფრი x 4 დამატებით ვარიანტზე + 1 საწყისი). თითო კომბინაცია ჯდება 2 ლარი, ანუ 50 ლარად თქვენ გექნებათ რაღაცის მოგების შანსი, თუნდაც ყველაზე დაბალი კატეგორიის - 29 ლარის.. ან არაფრის. :)


მოდი ახლა ბოლოში გავიდეთ და გამოვთვალოთ 36 სხვადასხვა ციფრისგან რამდენი 6 ციფრიანი მასივი გამოვა. მააშ ასე, 36 x 35 x 34 x 33 x 32 x 31 = 1 402 410 240 - როგორც ხედავთ, ეს არა მარტო ჯეკ-პოტის რაოდენობას აჭარბებს, არამედ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასაც, ინგლისის მოსახლეობასაც, აშშ-ს მოსახლეობასაც და რუსეთისასაც.. რაც შეეხება თქვენს შანსს ჯეკ-პოტის გარტყმაზე, ის უდრის 0.000000043 % -ს და მერე არ დაიწყოთ, ჩაწყობილია ან დადგმულიაო. 


მე რომ მკითხოთ, ჯეკ-პოტის მოგების რაიმე გონივრული გზა არ არსებობს - ყოველ შემდეგ ტირაჟზე წინა ციფრების მოსვლის ალბათობა იმდენით მცირდება, როგორც გათბება შავი ზღვის წყალი, თუ მასში ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს ჩავასხავთ. ჩემი აზრით ყველაზე ლოგიკური, თუმცა საერთოდ არაპრაქტიკულია ე.წ. "ნოსტრადამუსის რულეტკის" თამაში - ერთი და იგივე კომბინაცია გაიმეოროთ ყოველ ტირაჟზე. მართალია ასე იმდენად ბევრ ფულს დახარჯავთ, რომ ყველანაირი გონივრულობის საზღვრებს გაცდება, მაგრამ რა იცი და იღბალი გწყალობთ და მეასე ტირაჟის მერე თუ არა, მეათასეს დროს მაინც მოვა თქვენი კომბინაცია.

5 comments:

Anonymous said...

eh,ra uazrobebs tser ra, Semogaklda Temebi?:(

გურამი said...

რატომ უაზრობა? მითხარი თემა და დავწერ მასზე. მადლობა კომენტარისთვის.

Anonymous said...

kargi temaa
kargi blogeri xar
mixarixar

remonti2013.ge said...

ჰაჰა, ზუსტად კვირის დასაწყისში ხასიათზე ვიყავი და ვიყიდე ლოტო. სისულელეა რა :დ ერთი ციფრი დავამთხვიე. და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ в картах мне не везет :)

ასე რომ შევეშვი "ფულის ამგვარი ფლანგვის ხასიათზე ყოფნას" უახლოსი 28 წლის განმავლობაში :დ

Anonymous said...

Lower nerve pain can be severe and may actually decrease pain for more
than two weeks. Workers who sit in them and claim to help loosen the muscles to do this you may
be just the body.

my blog post; Tiffin back pain clinic
Feel free to visit my homepage Tiffin back pain clinic