როგორც ჩემი ფრიად მიზანსწრაფული მაგრამ სრულიად არაპატრიოტი მეგობარი ამბობს ხოლმე "თუ დიდხანს დაიტანჯები, რაღაც გამოგივა" (ესლი დოლგა მუჩიტსა, შტონიბუც პალუჩიტსა). თუმცა მოდი თავიდან დავიწყოთ. საუკუნეთა მანძილზე გორიჯვარზე ასასვლელი გზა უაღრესად ცუდ დღეში იყო - გრუნტი, წვიმების შედეგად ჩამორეცხილი, ჩამონგრეული, ჩამოშლილი და ერთხელ და სამუდამოდ გაფუჭებული მარშუტი. ფეხით ასვლა კიდე არა უშავს, მანქანით ასვლა კი გმირობას უდრიდა. განსაკუთრებით ნაწვიმარზე, როდესაც ადგილობრივი თიხიანი მიწა სრიალებს, ბორბლებს ეკრობა და მანევრირებას ვინ ჩივის, გადაადგილებასაც შეუძლებელს ხდის.
2012 წლის აგვისტოში უფლის შეწევნით და ამერიკის განვითარების ფონდის დონორობით საშვილიშვილო კი არა იმენა ზე საქმის კეთება დაიწყო - გორიჯვართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სიმართლე გითხრათ ეს საქმე მე მინდოდა გამეკეთებინა. ოდესმე.. ბევრი ფული რომ მექნებოდა.. გურამ ვანიშვილის სახელობის გორი-გორიჯვარის გზა. ან რამე ასეთი.. ჟღერს, ა? მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი - უფლის შეწევნით და ამერიკის დონორობით არ დაელოდნენ ჩემს გამდიდრებას და თვითონ გააკეთეს ეს მართლა კარგი და მართლა მაგარი გზა. აგრემც გაგახარებთ და გაგაძლიერებთ ღმერთი ყველას ვინც აქ მუშაობდა.
ახლა კი წავიდეთ მთავარი საკითხისკენ, რის გამოც პოსტი დავწერე. მოკლედ, ველოსიპედით რომ ვმოძრაობ, გეცოდინებათ ალბათ. ჩემი დის განცხადების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც მას "გაუტყდება" თუ დამინახავს ზემოაღნიშნულ მხოლოდ პლუსების მქონე ტრანსპორტით, ვაგრძელებ ბაიკერობას. ჩემს ანგარიშზეა კასპამდე და ქარელამდე ჩასვლები (ორჯერ), თითქმის ცხინვალამდე მისვლა და თითქმის ბოშურამდე ჩასვლა. საერთო ჯამში გავლილი მაქვს 600 კილომეტრზე მეტი და ეს ველოსიპედისთვის ცოტა არაა.
ხოდა იმას ვამბობდი, რომ გუშინ მე და საჯარო ვიყავით გორიჯვარზე ასული და ეს გზა ბოლომდე დამთავრებული დამხვდა. დღეს კი გადავწყვიტე რომ It is a Good Day to Downhill, Exlecutor! ამიტომაც ავიღე ჩემი ველიკი, რომელსაც მარჯვენა პედალი აქვს გასასწორებელი და ამ კეთილ საქმეს ხვალ გავაკეთებ და ასე, პედალძლივსმოტრიალე მივადექი გორიჯვრის ასახვევს.
პირველივე აღმართზე შევამჩნიე, რომ ეს გზა არ გადის საშუალო და რთული გზების კატეგორიაში. მაშ ასე, წარმოგიდგენთ პირველ რეალურ და მართლა ზერთულ გზას გორის შემოგარენში. გორის გარშემო 10 კილომეტრის რადიუსში არაა არც ერთი აღმართი ასეთი გამოწვევა რომ იყოს. სამანქანო ენაზე ესაა 17% იანი დაქანება. ადამიანურ ენაზე კი ეს ასე ჟღერს: თუ თქვენ ველოსიპედზე მჯდარი თუნდაც ორ მონაკვეთს გაივლით შეუსვენებლად, მაშინ ყველაფერს გაუძლებთ ცხოვრებაში.
ასე რომ ჩამოვქვეითდი და ხელით ავიყვანე ჩემი ბაიკი სადამდეც შევძელი. შესაძლებელია კიდე მეორე ხერხი - მანქანით აიტანო და იქიდან წამოხვიდე. მაგრამ გაფრთხილებთ, ეს გზა ძალიან მიხვეულ-მოხვეულია. არც იფიქროთ სრული სიჩქარით წამოსვლა. ეს უეჭველი თვითმკვლელობაა. უეჭველი! მე გაგაფრთხილეთ! ყველაზე ნაკლებად დაქანებულ უბანზეც კი ორიოდ წამში 37 კილომეტრ/საათი ავკრიფე. ველოსიპედისთვის ეს საშუალოზე ცოტა მეტი სიჩქარეა. თუმცა არის მონაკვეთები, სადაც ერთ წამში კრეფავ 40-45 კილომეტრ/საათს და ეს მართლა, რეალურად საშიშია.
შედარებისთვის: გორში ყველაზე ციცაბო გზიდან - კვერნაკის აღმართიდან ჩამოსვლისას 3 წამი გჭირდება რომ 40 კმ/სთ აკრიფო. რიგით მეორე ყველაზე რთული გზიდან, რომელიც მე-8 სკოლასთან ადის - 3 წამში 30 კმ/სთ კრეფავ. აღმართიდან, საიდანაც ყველაზე დიდი სიჩქარე მაქვს აკრეფილი - 66 კმ/სთ - დამჭირდა 10 წამი და დაახოლებით 400 მეტრი. არ დაგავიწყდეთ, ყველა ეს მარშუტი არის სწორი დაღმართი მინიმალური მოსახვევებით. გორიჯვრის გზაზე კი ყოველ 100 მეტრში მოსახვევია და სიჩქარის შეუნელებლად იქიდან ჩამოსვლას არც ერთი ჭკუაზედმყოფელი არ უნდა ეცადოს. არც ერთი!
ახლა კი პოსტის მიზეზი. მოვდივარ მოკლედ ჩემთვის ორივე მუხრუჭ დაჭერილი და თან იმაზე შეფიქრიანებული, რომ მუდმივად მუხრუჭით სიარული ეფექტს კარგავს.. და აი ამ საეჭვო დაღმართზე გავაჩერე რომ მუხრუჭები გაგრილებულიყო. და ამ ჯიპმაც გააჩერა ჩემს წინ. ჯერ ეს კაცი გადმოვიდა.
- ჰელლო!
- ჰაიუშკი! - ვეუბნები მე.
- დუ იუ სფიქ ინგლიშ?
- ოფ ქოღს აი დუ. :) - მიხარია რომ ინგლისურს ვამარიაჟებ.
- ვეა არ იუ ფრომ? - ამასაც უცხოელი ვგონივარ. ფაქინ შით!
- აი'მ ჯორჯიან! ფრომ გორი - :ამაყ:
ამასობაში ეს ქალიც გადმოვიდა გრძელი შარფით და რაღაც საშინელი ფოტოაპარატით.
- რაო, საიდანააო? - ეკითხება ამ კაცს აგლიკანურად
- ქართველი ვარ მე.. გორელი - ვუმეორებ.
- რა გქვია?
- გურამი.
- იცი, შენ პირველი ველოსიპედისტი ხარ ვინც აქ ვნახეთ. აი ამ კაცმა - კაცზე მითითებს - ააშენა ეს გზა - მე პატივისცემით ვიმსჭვალები - და გვინდა რომ საველოსიპედო ბილიკიც გავაკეთოთ გვერდებზე. - მე დაბნეული ვუყურებ არც თუ ისე განიერ ტროტუარს - რას იტყვი რომ სურათი გადაგიღოთ?
- გადამიღეთ, არაა პრობლემა - ვიჯგიმები მე.
- რამდენიმე კითხვაზე მიპასუხეთ თუ შეიძლება
- კი ბატონო.
- რას ფიქრობ ამ გზაზე, რამე ხომ არ ჭირდება კიდე?
- ამ გზას? - და მახსენდება აქამდე რა გზაც იყო - ამ გზას არაფერი ჭირდება. აი ეს.. მმ.. - როგორაა ინგლისურად წყლის სადინარები? - აი ეს არხები, სადაც წყალი გადის, ძალიან კარგია. და კიდევ ის მეტალის.. მეტალის რაღაცა, ქვების ჩამოვარდნას რომ აჩერებს. მშვენიერია.
- აბა რა! ახალი ტექნოლოგიები.. რა მიეცით თქვენს ველოსიპედში?
- ოცდახუთი ლარი..
- რამდენი?
- ოცდა.. - ბლინ, რა ოცდა - ორას ორმოცდაათ ლარად.
- ახალი?
- არა, ეს ახალი არ იყო. ახალი 400 ლარიდან იწყება.
- ანუ ორმაგი.. როგორ ფიქრობ, გორელი ახალგაზრდობა ივლის ამ გზით?
- არა მგონია. ეს მე ვარ მარტო იმდენად გიჟი რომ ამ გზაზე ველოსიპედით ამოვედი.
- ხელით ამოიყვანენ და მერე დაეშვებიან ხოლმე..
- ნუ, მეც მასე ამოვედი, მარა მაინც მგონია, რომ სწორ გზაზე.. ბაიკერობა ურჩევნიათ.
- კარგი. ჩვენ ივლისში (ჯულ) ვაპირებთ გზის გახსნას და თუ მეილს მომცემ, მოგწერდი.
- კი ბატონო - მობილურიში ვუწერ იმეილს.
- ბი.. ბიქოქსალი?
- ბიცოცხალი - ორმაგად ცოცხალი.
- კარგი. ფეისბუქზეც დაგიმატებთ მაშინ. სახელი შემახსენე..
- გურამი.. და ისა.. სურათს გადაგიღებთ რომ ბლოგზე დავდო.
- კაი ბატონო. გახსნაზე შენი მეგობრებიც ამოიყვანე და ერთად დაეშვებით.
როგორც ჩემი ფრიად მიზანსწრაფული, მაგრამ არაპატრიოტი მეგობარი ამბობს ხოლმე "თუ დიდხანს დაიტანჯები, რამე გამოგივა". საუკუნეთა მანძილზე მინდოდა რამე ღირებული გამეკეთებინა რომ სადღაც მაინც ჩაწერილიყო ჩემი სახელი. ჰო, რაღაცფობია ქვია ამას. ხოდა აჰა, დღეიდან უკვე დოკუმენტურად აღბეჭდილი და ინტერვიუჩამორთმეული ადამიანი ვარ. პირველი ადამიანი, ვინც გორიჯვრის გზაზე ველოსიპედით ავიდა. და ეს არის მართლა კარგი და მართლა მნიშვნელოვანი.
2012 წლის აგვისტოში უფლის შეწევნით და ამერიკის განვითარების ფონდის დონორობით საშვილიშვილო კი არა იმენა ზე საქმის კეთება დაიწყო - გორიჯვართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სიმართლე გითხრათ ეს საქმე მე მინდოდა გამეკეთებინა. ოდესმე.. ბევრი ფული რომ მექნებოდა.. გურამ ვანიშვილის სახელობის გორი-გორიჯვარის გზა. ან რამე ასეთი.. ჟღერს, ა? მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი - უფლის შეწევნით და ამერიკის დონორობით არ დაელოდნენ ჩემს გამდიდრებას და თვითონ გააკეთეს ეს მართლა კარგი და მართლა მაგარი გზა. აგრემც გაგახარებთ და გაგაძლიერებთ ღმერთი ყველას ვინც აქ მუშაობდა.
ახლა კი წავიდეთ მთავარი საკითხისკენ, რის გამოც პოსტი დავწერე. მოკლედ, ველოსიპედით რომ ვმოძრაობ, გეცოდინებათ ალბათ. ჩემი დის განცხადების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც მას "გაუტყდება" თუ დამინახავს ზემოაღნიშნულ მხოლოდ პლუსების მქონე ტრანსპორტით, ვაგრძელებ ბაიკერობას. ჩემს ანგარიშზეა კასპამდე და ქარელამდე ჩასვლები (ორჯერ), თითქმის ცხინვალამდე მისვლა და თითქმის ბოშურამდე ჩასვლა. საერთო ჯამში გავლილი მაქვს 600 კილომეტრზე მეტი და ეს ველოსიპედისთვის ცოტა არაა.
ხოდა იმას ვამბობდი, რომ გუშინ მე და საჯარო ვიყავით გორიჯვარზე ასული და ეს გზა ბოლომდე დამთავრებული დამხვდა. დღეს კი გადავწყვიტე რომ It is a Good Day to Downhill, Exlecutor! ამიტომაც ავიღე ჩემი ველიკი, რომელსაც მარჯვენა პედალი აქვს გასასწორებელი და ამ კეთილ საქმეს ხვალ გავაკეთებ და ასე, პედალძლივსმოტრიალე მივადექი გორიჯვრის ასახვევს.
(offTopic: ახლა აღმოვაჩინე რომ ჩემი მობილი 640 წერტილზე იღებდა სურათებს :მად:)
ასე რომ ჩამოვქვეითდი და ხელით ავიყვანე ჩემი ბაიკი სადამდეც შევძელი. შესაძლებელია კიდე მეორე ხერხი - მანქანით აიტანო და იქიდან წამოხვიდე. მაგრამ გაფრთხილებთ, ეს გზა ძალიან მიხვეულ-მოხვეულია. არც იფიქროთ სრული სიჩქარით წამოსვლა. ეს უეჭველი თვითმკვლელობაა. უეჭველი! მე გაგაფრთხილეთ! ყველაზე ნაკლებად დაქანებულ უბანზეც კი ორიოდ წამში 37 კილომეტრ/საათი ავკრიფე. ველოსიპედისთვის ეს საშუალოზე ცოტა მეტი სიჩქარეა. თუმცა არის მონაკვეთები, სადაც ერთ წამში კრეფავ 40-45 კილომეტრ/საათს და ეს მართლა, რეალურად საშიშია.
შედარებისთვის: გორში ყველაზე ციცაბო გზიდან - კვერნაკის აღმართიდან ჩამოსვლისას 3 წამი გჭირდება რომ 40 კმ/სთ აკრიფო. რიგით მეორე ყველაზე რთული გზიდან, რომელიც მე-8 სკოლასთან ადის - 3 წამში 30 კმ/სთ კრეფავ. აღმართიდან, საიდანაც ყველაზე დიდი სიჩქარე მაქვს აკრეფილი - 66 კმ/სთ - დამჭირდა 10 წამი და დაახოლებით 400 მეტრი. არ დაგავიწყდეთ, ყველა ეს მარშუტი არის სწორი დაღმართი მინიმალური მოსახვევებით. გორიჯვრის გზაზე კი ყოველ 100 მეტრში მოსახვევია და სიჩქარის შეუნელებლად იქიდან ჩამოსვლას არც ერთი ჭკუაზედმყოფელი არ უნდა ეცადოს. არც ერთი!
ახლა კი პოსტის მიზეზი. მოვდივარ მოკლედ ჩემთვის ორივე მუხრუჭ დაჭერილი და თან იმაზე შეფიქრიანებული, რომ მუდმივად მუხრუჭით სიარული ეფექტს კარგავს.. და აი ამ საეჭვო დაღმართზე გავაჩერე რომ მუხრუჭები გაგრილებულიყო. და ამ ჯიპმაც გააჩერა ჩემს წინ. ჯერ ეს კაცი გადმოვიდა.
- ჰელლო!
- ჰაიუშკი! - ვეუბნები მე.
- დუ იუ სფიქ ინგლიშ?
- ოფ ქოღს აი დუ. :) - მიხარია რომ ინგლისურს ვამარიაჟებ.
- ვეა არ იუ ფრომ? - ამასაც უცხოელი ვგონივარ. ფაქინ შით!
- აი'მ ჯორჯიან! ფრომ გორი - :ამაყ:
ამასობაში ეს ქალიც გადმოვიდა გრძელი შარფით და რაღაც საშინელი ფოტოაპარატით.
- რაო, საიდანააო? - ეკითხება ამ კაცს აგლიკანურად
- ქართველი ვარ მე.. გორელი - ვუმეორებ.
- რა გქვია?
- გურამი.
- იცი, შენ პირველი ველოსიპედისტი ხარ ვინც აქ ვნახეთ. აი ამ კაცმა - კაცზე მითითებს - ააშენა ეს გზა - მე პატივისცემით ვიმსჭვალები - და გვინდა რომ საველოსიპედო ბილიკიც გავაკეთოთ გვერდებზე. - მე დაბნეული ვუყურებ არც თუ ისე განიერ ტროტუარს - რას იტყვი რომ სურათი გადაგიღოთ?
- გადამიღეთ, არაა პრობლემა - ვიჯგიმები მე.
- რამდენიმე კითხვაზე მიპასუხეთ თუ შეიძლება
- კი ბატონო.
- რას ფიქრობ ამ გზაზე, რამე ხომ არ ჭირდება კიდე?
- ამ გზას? - და მახსენდება აქამდე რა გზაც იყო - ამ გზას არაფერი ჭირდება. აი ეს.. მმ.. - როგორაა ინგლისურად წყლის სადინარები? - აი ეს არხები, სადაც წყალი გადის, ძალიან კარგია. და კიდევ ის მეტალის.. მეტალის რაღაცა, ქვების ჩამოვარდნას რომ აჩერებს. მშვენიერია.
- აბა რა! ახალი ტექნოლოგიები.. რა მიეცით თქვენს ველოსიპედში?
- ოცდახუთი ლარი..
- რამდენი?
- ოცდა.. - ბლინ, რა ოცდა - ორას ორმოცდაათ ლარად.
- ახალი?
- არა, ეს ახალი არ იყო. ახალი 400 ლარიდან იწყება.
- ანუ ორმაგი.. როგორ ფიქრობ, გორელი ახალგაზრდობა ივლის ამ გზით?
- არა მგონია. ეს მე ვარ მარტო იმდენად გიჟი რომ ამ გზაზე ველოსიპედით ამოვედი.
- ხელით ამოიყვანენ და მერე დაეშვებიან ხოლმე..
- ნუ, მეც მასე ამოვედი, მარა მაინც მგონია, რომ სწორ გზაზე.. ბაიკერობა ურჩევნიათ.
- კარგი. ჩვენ ივლისში (ჯულ) ვაპირებთ გზის გახსნას და თუ მეილს მომცემ, მოგწერდი.
- კი ბატონო - მობილურიში ვუწერ იმეილს.
- ბი.. ბიქოქსალი?
- ბიცოცხალი - ორმაგად ცოცხალი.
- კარგი. ფეისბუქზეც დაგიმატებთ მაშინ. სახელი შემახსენე..
- გურამი.. და ისა.. სურათს გადაგიღებთ რომ ბლოგზე დავდო.
- კაი ბატონო. გახსნაზე შენი მეგობრებიც ამოიყვანე და ერთად დაეშვებით.
როგორც ჩემი ფრიად მიზანსწრაფული, მაგრამ არაპატრიოტი მეგობარი ამბობს ხოლმე "თუ დიდხანს დაიტანჯები, რამე გამოგივა". საუკუნეთა მანძილზე მინდოდა რამე ღირებული გამეკეთებინა რომ სადღაც მაინც ჩაწერილიყო ჩემი სახელი. ჰო, რაღაცფობია ქვია ამას. ხოდა აჰა, დღეიდან უკვე დოკუმენტურად აღბეჭდილი და ინტერვიუჩამორთმეული ადამიანი ვარ. პირველი ადამიანი, ვინც გორიჯვრის გზაზე ველოსიპედით ავიდა. და ეს არის მართლა კარგი და მართლა მნიშვნელოვანი.
1 comment:
I'm proud of you!
Post a Comment