Saturday, October 31, 2009

Half-life real life

ძალიან სერიოზული ვიდიუ ჰალფ ლაიფის მოტივებზე. ჯერ ჯერობით რაც კი იუტუბზე მინახავს, ყველაზე დახვეწილი და ორიგინალურია. სხვები პირდაპირი გადმოღებაა თამაშის ან რაღაცა მაიმუნობები. ხოდა ეს საკაიფოა. :)

p.s. კაროჩე იუტუბზე რაღაც დაემართა, ასე რომ ალტერნატივა მაივიდეოდან.


გამოგეიმერებული

ნახეთ ვიდეო და მიხვდებით რა გავლენას ახლდენს თამაშები მოზარდ თაობაზე. :) WarCraft-ის მცოდნეები უფრო მიხვდებიან რაშია საქმე, მაგრამ დანარჩენებისათვის ვიტყვი, ფრაზები ვიდეოში არის ზემოთ ხსენებული თამაშიდან.

პ.ს. ვინც რუსულის გაგებაში არაა, ტყუილად უყურებთ. :)



Thursday, October 29, 2009

Assassin's Creed - ვიდიუ

მოკლედ, ბევრს არ ვილაპარაკებ და ასასინის კრედოს ფანებო, გაიხარეთ! ეს ბლოგზე და დაბლა ვიდეოც.


Monday, October 26, 2009

ახალი დიზაინი

წინა ტემპლეიტი ძალიანაც მომწონდა, მაგრამ ვიწრო იყო ნამეტანი. :( ხოდა ეს ახლი ტემპლეიტი სიმართლე გითხრა არ მომწონს, მარა სამაგიეროდ განიერია.

წინა უფრო იმიტომ შევცვალე, რომ იმის HTML ში ნამეტანი ვიქექიალე და ისე ავურიე, ჩვენი კანტორის აიტიშიკის ნამუშევარი გეგონებოდა. :)

აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ 4 კაცი იყო შემოსული ჩემს ბლოგზე სანამ ტემპლეიტს ვასწორებდი. რატომღაც არ ჩანს რამდენიმე გაჯეტი, მარა ყვავასი გვწამს და დავიკიდეთ. :)

ვარძია

ეს რა ვნახე, ამას რას მევესწარი..
ვარძია ჭო!
იცით ეს რა არის?
წმინდა ტექნიკური საკითხები რომ წამოვწიოთ წინ და მის სილამაზეზე (რაც მოდი სიმართლე ვთქვათ და არ აქვს) არ ვისაუბროთ, ესაა უდიდესი საინჟინრო ნაგებობა, რომლის სირთულე შეიძლება შევადაროთ კოსმოსური ხომალდის აგების სირთულეს.

მიაქციეთ ყურადღება კლდის თავისებურებას: ორ შრიანი კლდე სილიციუმის ნაკლები და მეტი შემცველობით. მე ყოველთვის მეგონა, რომ სილიციუმი მაგარი მინერალია. მაგრამ ან ჩვენმა წინაპრებმა პირიქთ იფიქრეს ან მართლაც ასეა, გამოქვაბულები გაკეთებულია თეთრ შრეში - სადაც მეტი სილიციუმია!

ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი ის მომენტია, რომ ჩემი წინაპარი აი ასეთ დანით ჩამოთლილ კლდეზე (და ის მართლაც ძაალიან ჩამოთლილია) აბსოლუტურად ცარიელი ხელებით და მართლაც რომ გმირული სულისკვეთებით წერაქვით კვეთდა ქვაბულებს. თუკი ვინმეს თუნდაც ხელში აუღია, მოქნევას არ ვამბობ, წერაქვი, აუცილებლად გაიგებდა იმ ათასობით ადამიანის შრომის ფასს, დანით ჩამოთლილი კლდეს რომ მიადგა და დამუშავება დაუწყო.

დამუშავება მარტივი სიტყვაა. ეს ხელოვნების და ინჟინერიის შედევრია. არ დაგავიწყდეთ, ძეგლი მიეწერება თამარ მეფის ეპოქას. 1100 იან წლებს. ეს ის დროა, ევროპაში რელიგიის გამო რომ ომები მძინვარებდა და კათოლიკური და მართმადიდებლური ეკლესიები გაიყო. ეს ის დროა, ჯვაროსნები რომ ღმერთის სახელით აჩანაგებდნენ ყველაფერს. ეს ის დროა, ანტისანიტარიით ათასობით რომ იღუპებოდა. მაგრამ არა ჩვენთან ამ დროს ჩემი წინაპარი ისეთ გამოქვაბულებს აკეთებდა, სადაც ხტუნაობაც კი შეიძლება (არ დაგავიწყდეთ, ძველად ადამიანები გაცილებით დაბლები იყვნენ) და სადაც ჯაკუზის წინაპარიც კია!

ნატურალური ზომის ეკლესია! ჩემი წინაპარი ერთნაირი წარმატებით აშენებდა ეკლესიას გაშლილ სივრცეზე და კლდეშიც! ეკლესია მინიმუმ 5 მეტრშია შესული კლდეში. წარმოიდგინეთ 4 მეტრზე მაღალი სიმაღლის დახვეწილი კონტურებიანი კლდე და მიხვდებით, რომ მარტო წერაქვით და შიშველი ხელებით ამის გაკეთება.. არაადამიანურ ძალისხმევას მოითხოვს.

მაგრამ მთავრი წინაა. ეკლესიიდან მარცხნივ მაღალი ძაბვის ფიდერის მიღმა იმალება ნამდვილი სასწაული: გვირაბების მთელი ქსელი. თან უბრალო ქსელი კი არა, კიბეებით, მაღალი ჭერით და სანთლების დასადებებითც კი.

იყავით ფრთხილად. გვირაბებში დაკარგვა ადვილი არაა, მაგრამ გაცილებით ადვილია მათ თვალიერებაში დანარჩენ ჯგუფს ჩამორჩეთ და მერე უკვე წასულია საქმე. თვენ კლდეში 20-30 მეტრზე ხართ შესულები და ვერც ერთი მობილური ოპერატორი და ვერც ერთი რაცია ვერ გააღწევს ამ სილიციუმის მარწუხებში.

ეს გვირაბი საკმაო დაკვირვებას მოითხოვს. აქ ძალიან ადვილია თავის მიტყმა და ასევე ადვილია საკაიფოდ გათხვრა. მაგრამ სულაც არ იყო ადვილი მისი გამოთხრა. არ დაგავიწყდეთ, აირკომპრესორიანი ჩაქუჩი და დინამიტი აქ არ გექნებოდათ. არ გექნებოდათ ელექტრობურღი და გვირაბგამყვანი მანქანები. თქვენს ხელთაა ძალაყინი, წერაქვი, ჯანმთელი კუნთები, მეფის და სამშობლოს სიყვარული და კურთხევა. არასწორი მოძრაობა და თქვენს ზემოთ მდებარე 60 მეტრამდე კლდე შეიძლება გაიბზაროს/გაიხლიჩოს ან სულაც ეს რუდუნებით ნაკეთები გვირაბი ჩამოიშალოს.

თავი ისეთი პატარა, უმწეო და წინაპრებისადმი იმდენად უღირსად მიგაჩნია, რომ ვერ აგიღწერთ. აი რა წინაპარი მყავდა. აი ვინ ვიყავი მე.. და მერე გახსენდება თანამედროვე საქართველო და აქედან გადახტომა გინდება. როგორ დავეცით აქამდე.. ვინები გავხდით? რატომ ცდილობს ყველა ნამცხვრისა და მათრახის პოლიტიკით ჩვენი ეროვნული სულის რაღაც ISO სტანდარტებში მოქცევას?

ეროვნული ღორობა და ეროვნული დეგრადირება. რას იზამ, ზოგი აქამდე მარტო იმიტომ ამოდის რომ დალიოს, გაილეშოს და საერთოდ ვერ დაინახოს ის გრანდიოზულობა, რაც ვარძიას ახასიათებს.

I Need Lover! Do You Copy?

All you Need is Love - მითხრა ჯონ ლენონმა.
სიყვარული მოვა ჩემო თომა - მითხრა ჩხიკვთა ქორწილმა.
What is love? - მკითხა ჯიმ ქერიმ.
სიყვარული არ იქნება ძალადა - ანვითარებდა აზრებს გია სურამელაშვილი.
შინა მანიკანი სონო მანიკენაა - განაცხადა ნინო ძოწენიძემ.
Too Much Love Will Kill You - მირჩია ფრედი მერკურიმ.
Love is All Around - გამიქსა MC Durex-მა.
სიყვარული არა ცელი - დაასკვნა რადიო 105 მა.
***********
და მაინც, მჭირდება შეყვარებული. მჭირდება რამე აზრი ცხოვრებაში. მინდა ვიღაცას ვუყვარდე და მინდა ეს ვიღაცა მეც მიყვარდეს. I Need Lover! Do You Copy?
********
და ჯექსონმა საიქიოდან გამაფრთხილა:
Billie Jean is not my lover - ო და რომ იცოდე
Mother Always Told me
Be Carefully of who you love
იმიტომაო რომა
'Cose the Lie Becomes the True..
*********
ანუ ვასასისა არ იყოს, ბოდვაი საკვირველი. :)
*******
ხო მართლა, ვეეეება პოემას ვწერ. თუ სვითის დავუჯერებთ, არასოდეს უნდა დავდოთ ბლოგზე გენიალური ლექსები. მაგრამ ჩემი აზრით ეს დეგრადაციას იწვევს და რაღაც ISO ერთიან სტანდარტში ჩაჯდომას. ასე რომ ელოდეთ 100 სტრიქონიან 16 მარცვლიან და ნახევარ ან უფრო ნაკლებ საათად საკითხავ ბოდვაი საკვირველს. :)

Thursday, October 15, 2009

War - კინოს გადაღება გრძელდება

აუუ, ეს რა გადაგვიტანია კაცოოო! ნუ, მართალია საკაიფოდ გაბერეს ყველაფერი და ბევრი რაღაცა შეცვალეს, მარა.. კაროჩე მოვიყვეთ მოდი თანმიმდევრობით.

მივედი დილით პატიოსნად ბანკში და თვალში მომხვდა შემდეგი კადრები:
გაფუჭებული ტანკები შუა გზაზე. ამას დაუმატეთ მოსიარულე ტანკებიც.

და დაუმატეთ პიროტექნიკოსების ნამუშევარი გემოვნებით.

ფოსტის შენობის ახრჩოლების მერე აახრჩოლეს უკვე მოედანზე განლაგებული ტექნიკა

და მერე უცებ "ბადაბუუმმმ!" სადღაც 4 საათი იქნებოდა. ხოდა ვაიმე დედაო, ზოგი კლიენტი სად იმალებოდა, ზოგი თანამშრომელი სად გარბოდა.. ეფექტი იყო მაგარი!

მაგრამ ამას არ დასჯერდა რეჟისორი და უეცრად ბუბუნის ხმამ გადაფარა კლიენტთა მრჩევლების ხმა და..

კრაკაძილლ! უკაცრავად, სამი კრაკაძილლ!

ვისაც არ აქვს მოსმენილი ასე, 15 მეტრის სიმაღლიდან, სახურავებს რომ ჰა და ჰა წამოედებიან, სამხედრო ვერტმფრენის გადაფრენა, ვერასოდეს გაიგებს რა გრძნობაა ეს.

ეს მშვიდობიანი მი-8 ც კი საზიზღარ დისკომფორტს იწვევდა. არადა რას აშავებდა, კამერა იყო და იღებდა. მოედანზე ისეთი ამბები ხდებოდა, დედა შვილს არ აიყვანდა. დაჭრილები მიმოფანტულები მთელ არეალზე, ერთი კვამლი და უბედურება.. და ამას კიდევ ემატება ეს კრაკადილების დაგაფრენა.. თან ერთხელ და ორჯერ კი არა.. ასე 6 ჯერ!

შეძრწუნებული ხალხი მშვიდობიანი ადგილიდან ადევნებდა თვალს რა ხდებოდა. სხვისა არ ვიცი, მარა ომის მერე პირველად გამიჩნდა შიშის სიმპტომები. ხომ ვითომ არაფერი, კინოს იღებენ. არადა მაგარი.. მაგარი არასასიამოვნოა.

უფ, ეს რა ყოფილა, ამას რას მევესწარი. ვერც ერთი საბრძოლო სიმულატორი ვერ მოგცემს იმის შეგრძნებას, რაც იქ იყო. იგივე ბეტელფილდში, როდესაც ვერტმფრენი შენსკენ მოტრიალდება და საბრძოლო პოზიციას მიიღებს, მერე რა, თამაშია. მაგრამ აი ახლა, მსახიობმა ვერტმფრენმა რომ მოხაზა რკალი და ჩემსკენ წამოვიდა ცხვირდახრილი.. არაა, ნამდვილად არავის ვუსურვებ ამის გადატანას.
დესერტად კი საშინელი ხმაურით და ზოგჯერ ავტომატის ჯერებით მომავალი რუსული ტანკების კოლონა მივიღეთ. ფანჯრებთან ახლოს მოსვლა ერთმა თავხოტორა ხელში რუპორდაჭერილმა გოგომ ნერვების ბოლო დაძაბვით გამოთქმული თავაზიანობოთ აგვიკრძალა. ამიტომაც არის შორიდან გადაღებული სურათები.
გადათხრილი მოედანი, დამწვარი საბურავები, მინგრეულ-მონგრეული სკამები კაფის წინ, აყროლებული ნაძვები და დასავლეთისკენ მომზირალი დიდი ბელადის ძეგლი.. აი რა დარჩა დღევანდელი გადაღებების მერე..
მე რა.. მე შენობაში მაინც ვიყავი. თქვენ ისინი კიკითხეთ, ვინც მთელი ეს პექტაკლი დადგა, მანქანები მოიტანა, ცეცხლს ნავთს ასხავდა, ამ სულის შემხუთავ ბოლში მკვდრის როლს თამაშობდა და მოედანზე ეგდო.. და ვინც აი ამ კოშკურაზე, ვერტმფრენის ფრთებიდან რამდენიმე მეტრში შეუხრელად იდგა და იღებდა.
და გადაკეტილი მოედანი. და ჩაკეტილი ბანკის კარები. და ნავთის სუნად აყროლებული ჰაერი. და ვერტმფრენებით შეშინებული გოგოები. ომი თამაშებშია სახალისო მარტო. თვით კინოს გადაღების პროცესიც კი ისეთი დამრთგუნველი აღმოჩნდა, რომ არ ველოდი. და ალბათ ხვალაც გააგრძელებენ, რაღაცას კიდევ გადაიღებენ.. აი ახლაც კი, დაღამებულზე, ისევ დაფრინავს მშვიდობიანი მი-8 და ისევ იღებს რაღაცას.

ღმერთმა ქნას კარგი ფილმი გამოვიდეს. 40 მილიონს ეხუმრები? და კიდევ საიდან მოდის ეს ჭორები, მონიკა ბელუჩი, ბრეტ პიტი, ანჯელინა ჯოლი ჩამოდიანო. ვიღაცა იტყვის და ხალხსაც უხარია.. ეჰ.. თუმცა კინოზე გადასახადი მემგონი არაა, ჰო? ხოდა კინოები გადაიღეთ შემოგევლეთ, კინო ქალაქი ააშენეთ სადმე და ჩვენ თავი დაგვანებეთ. რაც იყო, გვყო. დაბავკა არავის უნდა. :)

Monday, October 12, 2009

კინოს იღებენ

კაროჩე, გორში იღებენ კინოს.

მოვიდნენ ასეთი კაცური მანქანებით.

გაშალეს მოედანზე გადასაღები პლაშატკა

დაკიდეს გამგეობაზე დროშები

და წავიდა ესემესებიი! :)

ამ ფილმზე იყო ლაპარაკი აგერ. ხოლო ჩემი აზრი დაფიქსირებულია იქვე. რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოვების მიზნით იქნება სროლები, იქნება ბომბები, იქნება ვერტმფრენები.

ხოდა ჭირი და დოზანა მაგათ, გაგვანებონ თავი რა!

Sunday, October 11, 2009

ძუნწი

ახალი სტატუსი მაქვს - ძუნწი.
უნდა გამიხარდეს?
**********
მე - რატომ არ მოგწონვარ?
ის - ადრე რომ მაქვს ნათქვამი, ჩერეზჩურ ეკონომიური ხარ. ხოდა ახლა არ მკითხო ისევ, თორემ გულს გატკენ.
მე - მატკინე მიდი.
მე - ღორმუცელა ვარ?
მე - ბანძი ვარ?
მე - არასერიოზული ვარ?
მე - გიჟი ვარ?
მე -აზრზე არა ვარ?
მე - ბრუსლი მომერევა?
ის - ღორმუცელა არა, მარა მაგარი ჟადნი ხარ.
მე - ჟადნი
მე- ძუნწი
მე - ახალი სტატუსი მაქვს..
---
ის - ჩემი ძმა ბამბის მაროჟნზე გოგოს არასოდეს დაპატიჟებს..
*********
ჩემი წინა სტატუსები:

ცოცხალი აკადემია
ჩემი იდეა
ადამიანი - აღმოჩენა
აუცილებელი ელემენტი

*********
Need a Light?

Saturday, October 10, 2009

შავი თათმანები

იას სინაზე მოვსტაცეეეე
ქალიშვილს თეთრი პორტმანიიი
შესვენებაზე ბანკომაატს
ვეთხოვე პოლუ თუმანი.


















რა დაგიშავე მთავრობაავ
დეპოზიტს არ აქვს მანებიიი
მაგ ფულით უნდა მეყიდააა
გადაჭრილი თათმანები





















ნაი ნანაი ნანაი ნანა ნააა
შიშველი დამრჩა ნოჟკებიიი
დშნ დნნ, დშნ დნ ნნნნ
წითელი ბასანოშკები!

Sunday, October 4, 2009

You and I

მსგავსი დასახელების სიმღერისაგან გასხვავებით ამ პოსტს არაფერი რომანტიკული არ ექნება. აბა რა რომანტიკაა იმაში, რომ ადამიანი კვდებოდეს ისე ეზარებოდეს სახლიდან გამოსვლა, შენი გულისათვის გამოერთვას (როგორც "Green Family" იტყოდა) და შენ კიდე 10 წუთი ალოდინო სადღაც, რომელიღაც სკვერში და ამ დროს ტოტალიზატორში სუფევდე და ნევრები გეშლებოდეს დაცვაზე, ფული და ფურცელი რომ გამოგატანა - კაცურად, პროსტა მიიტანე, ბილეთს მოგცემენო 2 წუთში და აქეთა გზაზე შემომაწოდეო.







ჰო, ეგ არის, არ გატყიებთ თვალები. ლეტ ჩერეზ ტრი ჩვენ საბოლოოდ შევხვდით და აგერ, კასრის ნატახტარიც ავითვისეთ. :) სურათი ჩაფიქრებული იყო როგორც მოს-ფილმის ლოგო.

მაგრამ გამოვიდა ასეთი.

ნუ რისი თქმა შემიძლია.. ამხელა პარამეტრების ქალს უაღრესად პატარა ზომის ფეხი აღმოაჩნდა. ძველ ჩინეთში ასეთ ტერფებს "ყვავილს" ეძახდნე და სილამაზის მწვერვალად ითვლებოდა. სამწუხაროდ პატარა ზომის ტერფის გამო ზოგჯერ ასეთი ქალები ვერ დადიოდნენ ხოლმე, რაც აისახა ბაზილიოზეც: 3 მოტეხილობა მარჯვენა, 2 მარცხენა ფეხზე, ხოლო რამდენჯერ გაბზარული და ნაღრძობი, ღმერთმა იცისო. :)

ხოო.. კიდევ შეჭრილი თმა მაინც საკმაოდ გაფუებულად გამოიყურებოდა, ამის გამო სახის დანახვა ერთობ სირთულეს წარმოადგენდა. :) ვისაუბრეთ საკაცობრიო თემებზე, როგორიცაა რომანტიზმის დაკარგა თანამედროვე ქართულ რეალობაში, ბლოგერობის გავლენა ცხოვრების სტილზე, დრაფტების რაოდენობა ბლოგში, სამუშაო/ოჯახი/სწავლა-განათლება, მაღალ და კეთილ ქალებზე და დავასკვენით, რომ ბრუსლი მოერევა ჩაკ ნორისს.

ხოდა სანამ ჩვენ ისეთ საჭირბოროტო საკითხზე ვკამათობდით, რატომ არაა ასანთის ქარხანა საქართველოში და რატომ უნდა გვჯობდეს სომხეთი მარილის წარმოებით (რაზეც არც გვისაუბრია პრინციპში), ბაზილიომ ამ საცოდავ ლუდის ბოთლს სულ გააცალა ტანსაცმელ/სტიკერ/მისაკრობი ქაღალდი თუ რაც ქვია და მივიღეთ შიშველი ნატახტარის ლუდი კასრში.

აქეთობისას ცხელ გულზე მე დავლიე ფანტა,
მეგონა მისგან დატოვებულ დარდს გამიფანტავს,
ავხედე ცაში, დავინახე ღრუბლების გროვა,
გახსოვს იმ ღამეს ვიგუნდავეთ, რომ იყო თოვა.

ლუდის კაიფში დავადექი ბანკისკენ გზასა
მზე ჩადიოდა, მთვარის სხივი მომჭრიდა თვალსა
ვნახე სტალინის ძეგლი იდგა, შორს გასცქეროდა,
რა დროს შარფია, ო, რას გვიშვება ეს მოდა, მოდა.

ავიღე ტელი, გადავტენე, ჩავრთე კამერა,
ძეგლი კი იდგა, გასცქეროდა შორეთს.. და მე რა?!
ეს ყველაფერი კი ჩემს გულში ნათლად დარჩება,
ო, როგორ მიჭირს ფიჭვისაგან ნაძვის გარჩევა.