Monday, October 21, 2013

კანონმორჩილი მოქალაქე

ამ ორი წლის წინ დავკარგე პირადობა. ძალიან უცნაურია, იმიტომ, რომ წინა კვირას ავიღე პასპორტი. მოკლედ, ახლის ასაღებად რომ მივედი, მითხრეს - სამ ლარს გადაიხდი და აი ამ ბლანკს შეავსებო. ბლანკზე კი ეწერა სათაური: "ადმინისტრაციული სამართალდარღვევა..". აი ძალიან არ მესიამოვნა სიტყვა "სამართალდარღვევა", მარა რას ვიზავდით, გადავიხადე ჯარიმა და ავიღე ახალი პირადობა.


გუშინ კაცო, ჩემთვის ვნერვიულობდი, ძლივს გავაჩერე მანქანა თავისუფლების მოედანთან. წავედი, მოვედი - ჯარიმის ქვითარი კი დამხვდა გარჭობილი. ვიცოდი, რომ ეგ დღე დადგებოდა, მაგრამ ეს "მე მიყვარს თბილისი" რომელ სართმევში ირთმევა, არ მიკითხავს. ენივეი, შევედი ბლანკზე მითითებულ მისამართზე, რომელ არს www.ct-park.ge და რას ვხედავ?! 11 სექტემბერს, როდესაც "ზუმერში" ვიყავი და მარჯანიშვილის მეტროდან ვიდრე კიდობანამდე ფეხით ვიარე (რამეთუ არსად ადგილი არ იყო მეტროსთან გავაჩერე მანქანა), იმ ოხერ სტაიანშიკს სულ ტყუილად მივეცი ის 50 თეთრი. :@ რა პონტში დგანან აბა, სითიპარკიც უნდა გადავიხადო, ა?


საინტერესო ისაა, რომ მარჯანიშვილზე არ დამხვედრია ქვითარი. ასევე მას მერე ორჯერ გავაჩერე ქვაშვეთთან, სკვერთან და ორჯერ რუსთაველის კინოსთან. არც ერთხელ დამხვედრია ქვითარი. ასევე მთაწმინდის პარკთან. ხოდა თქვე კაი ხალხო, ფულს ვიხდი გაჩერებაში, ვთქვათ ავიღე წლიანი და 50 ლარი გადავიხადე, კვირაში 2 ჯერ რომ გავაჩერო და ლარი ვიხადო სტაიანშიკებში, ეგეც შენი თვეში 4 ლარი და წელიწადში 48 ლარი. მე ვაფშე არ მაწყობს, რომ რამე სამართალდარღვევა მქონდეს ცხოვრებაში, მარა თუ სითიპარკს ვიხდი, სტაიანშიკები რა პონტში დგანან, ა?