Wednesday, June 30, 2010

სიჩქარე

ხალხო, არასოდეს გაიმეროთ ასეთ რამ (ტელეფონზე საუბარი), განსაკუთრებით თუ სოფლის გზაზე მიდიხართ და განსაკუთრებით თუ მოსახვევში შედიხართ და კიდევ განსაკუთრებით თუ სპიდომეტრი წამის წინ 20 კმ/სთ მეტს აჩვენებდა და განსაკუთრებით თუ ქალი ხართ და განსაკუთრებით თუ ოკუპირებული ტერიტორიის ჰა და ჰა, იქვე ხარ.


ფუნდამენტიც კაცო?

ნუ კაი, სტალინის ძეგლი მოაძრეს, კონკურსიც გამოაცხადეს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალის დიზაინზე, ჩაგვთვალეს რომ რა სლე ნაროდიც ვართ, იმის შეხსენებას ვიმსახურებთ და დაგვიკიდეს. ჯააანდაბას, გავატარებთ. ნუ, მერე რა მოხდა, აიღეს, წაიღეს, სხვაგან დადგეს. არც არაფერი მოგვემატა და არც არაფერი დაგვაკლდა თუ თავმოყვარეობას არ ჩავთვლით. მაგრამ დღეს გავიხედოთ და ძალიან საეჭვოდ დგანან რამდენიმე კაცი ძეგლის ფუნდამენტთან. აი, კვარცხლბეგი თუ რა ქვია ამას..

- გამარჯობა. სულ უნდა დაშალოთ?
- დიახ, უფროსო.
- და რამდენი ხანი მოუნდებით?
- (თვალით შეაფასა) სადღაც ერთი თვე.

ესაა ოთხ საათში მოსწრებული საქმე. ოო, ნაგებობა მართლაც რომ მკვრივია. დიდხანს ეჩალიჩნენ რომ პირველი ნატეხი მოეშორებინათ. თუმცა აღარაა სოსო, გამვლელ-გამომვლელს კიდია.. ერთი ამბობს "დაშალონ, მოვუ^%$^ნ კარგის ტ^%#კი"-ო. მეორე ამბობს "აბა ამის ღირსები ვიყავით"-ო.. მარა რას ვიზამთ, ოდეს ღვთიურსა ზრუნვასა მეფის (ანუ ჩვენი მთავრობის), გონება ყმათა (ანუ ჩვენი) ვერა მიჰხვდების..

რას ვგრძნობ? უსუსურობას.. გუშინ ისეთი სეტყვა იყო გორის რაიონის ზოგიერთ სოფელში, გლდანი რა მოსატანია იმასთან. დედა არ ყავს აღარაფერს. არც ვაზი დარჩა მთელი და არც ატამი.. ხალხი იდგა და ტიროდა. უსუსურობა.. აბა, რა უნდა ქნა? აი მეც ასეთი გრძნობა მაქვს. თან იმაზე ვიბოღმები, გადამეღო ტრეისერები რომ ვარჯიშობდნენ ამ ფუნდამენტზე, რა მოხდებოდა.. ხომ დამრჩებოდა ბოლო კადრი. თან რა კადრი! პლუს ვფიქრობ: ბჯოუ, ეს გრანიტი, რითაც მოპირკეთებულია, რომ გაყიდონ (ძველიაო), პლუს რომ დაშლი, ახალი ხომ უნდა ააშენო არა? აბა ის მემორიალი რაზე უნდა დაიდგას? ხოდა მშენებლობაში კაი ფული იშოვება, ყველამ იცის.. მოკლედ, მაგარ საგონებელში ვარ რა..

Tuesday, June 29, 2010

გორელი ტრეისერები

ხომ ვთქვი არა? ისნი მაინც არსებობენ, გორშიც არსებობენ და თან ბევრი არიან. გაუმარჯოს ტრეისერებს.

Sunday, June 27, 2010

ციტატა

კაროჩე, ისეთი გულიანი პოსტია, რომ არ დამედო არ შეიძლებოდა. მაშ ასე, ციტატა:

"ხოო, მაგალითად დიიიდიიი დემოკრატისა და ლიბერალის სახელობის ქუჩა რად ღირს თბილისში, რა არ იცით ბუშმა როგორი უმსხვერპლო დემოკრატია დაამყარა ერაყში?! კიდე ხო, ალიევის, კაჩინსკის და ათასი ლეღვის ქუჩა თუ ძეგლი თუ მონუმენტია საქართველოში, ისეთების აი ვაააფშე ფეხზე რო ეკიდათ/კიდიათ/ეკიდებათ აქაურობა, თუ მაგათმა მეტი გააკეთეს საქართველოსთვის? ან იქნებ უფრო წონიანი პოლიტიკური ფიგურები არიან მსოფლიოში?! აააა შეიძლება ქართველები იყვნენ წარმოშობით.... აქ ძეგლის ყოფნა არ ყოფნაზე არ არი რა და ხალხმა კიდე ვერ გაიგო ჯერ ეგ, ეგ ძეგლი ათწლეულებია მანდ დგას და აქამდე რატო არავის უტყდებოდა და რცხვენოდა მაგისი მან დგომა და მაგისი ქართველობა?! ახლა როგორც ჩანს ყველა სხვა პრობლემა უკვე მოგვარებულია და ცოცხალი ”საზოგადოებისათვის მავნებელი ელემენტების” დაჩმორებისა და გაფარჩაკების შემდეგ მკვდრებზე უნდათ გადასვლა.. ომში დაღუპულთა მემორიალი, ომში დაღუპულთა მემორიალი, გამსახურდიას ცოლივით რამდენი წელი უნდა ისპეკულიანტონ ეხლა მკვდრებით და რამდენი წელი უნდა ითბონ ტრაკები ძაან მაინტერესებს?! თუ ის "ერის სირცხვილი ომი" ომი იყო აგვისტოში და მეორე მსოფლიო ომი-უაზრო იდეოლოგიებს და ვიღაც ყლინჯიღეჭიების ამბიციების გულისთვის გამართული ბრძოლა?! საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებიაო?! ბაზარი არ არი, მარა ამათმა რა გააკეთეს მაგაზე მეტი საქართველოსთვის რო უფლება აქვთ მაგისი ძეგლი აიღონ?! გაზი შუქი და გზა სტალინის დროსაც იყო wink.gif დესპოტი და ტირანი და კაციჭამია ნაპოლეონიც კი იყო მარა აბა ფრანგებს კითხეთ?! სრცხვენიათ მაგისი?! მარა რა აზრი აქვს, რაც არ უნდა ვწეროთ აქ და ვიკამათოთ იმას ვერ შევცვლით რო ძეგლი მოიპარეს, რო ხალხის აზრი კორექტულად რომ ვთქვათ სუ ფეხებზე კიდიათ, და ვერც იმას შევცვლით რო ერი არის ჩმორი, და ბრბო! საკმარისია ვინმე კარიერისტმა, რბილ სავარძელში მჯდომმა ტელევიზორის ეკრანიდან რაღაც ჩასძახოს, ეს ამაყი, უდრეკი და ვაჟკაცი ერი, დიიიდი ისტორიის მქონე (უფრო სწორად კი საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ისტორიისა) ერი, ისე რო ზემოთხსენებულს სიტყვის გამეორებაც არ დასჭირდება, იგივეს ამოსძახებს მყისიერად, ის კი არადა 2ჯერ ზედიზედ რო გაუმეოროს, პიდარასტი ხარ პიდარასტიო. 90 % იუბკით დაიწყებს სიარულს... მაგაშია საქმე, გამოდიან მერე ქალაქის სახელით ვიღაც დედიკოს ბიჭები და ხატოვნად გამოთქვამენ თავის აზრს, რაოდენ დიდი ტვირთი მოეხსნა მათ სინდისს ამ რკინის ნაჭერის აღებით და რომ ამის მერე უფრო დემოკრატიულად მოაზროვნე თაობა წამოვა ჩვენს ქალაქში!!!! ფუუუ გული მერევა რაა, ეხლა დაარჭობენ რამე ფერად განათებულ სარს და უარეთ გარშემო და ტაში უკარით, მერე რო ყლინჯიღეჭიას ძეგლით შეცვლიან მაგას, სანთლები დავუნთოთ და ვილოცოთ მაგაზე, დაგავიწყდათ? თითქმის უმსხვერპლოდ რო დაგვიხსნა რუსეთის კლანჭებიდან აგვისტოში?! რა არ მითხრათ ეხლა, ერთი ვაჟკაცური ძეგლის ღირსი არ არიო?! კანეშნა ეგ, აბა სტალინი ვინ ჩემი ფეხები იყო ვაფშე?!

ვსიო, მოვრჩი, მეცინება ესეთ უსუსურობებზე..... კიარადა გული მერევა..... "

ვაზის გაფურჩქვნა ანუ მოაცილე მუქთამჭამელები

პოსტია აგროკულტურ-ვაზისმოვლ-ჰაიჰუიზე. :) მაქვს სოფელი ატენში, შესაბამისად მაქვს ატენური ყურძენი, რომელსაც უნდა მოვლა. მოვლა იმიტომ უნდა რომ ატენური ღვინო გააკეთო კაცმა. ატენური ღვინო კი იმიტომ გინდა რომ მეგობრებთან დალიო.. პრობლემა იმაშია, რომ მე დალევა არ მიყვარს.. ასე რომ მიყევით ახლა აზრს ბოლოდან. :) მოკლედ, გაფურჩქვნაზე ვაპირებდი და იხილეთ პირველი სურათი.

რა სარგებლობა მოაქვს გაფურჩქვნას? - ეს იძლევა საშუალებას მზე და ჰაერი უკეთესად მივიდეს ნაყოფამდე. ამ საქმის პრინციპი მარტივია "მოაცილე მუქთამჭამელები"@ მამაჩემი - ანუ ტოტიდან პირველ მტევნამდე ყველა ფოთოლი უნდა მოცილდეს. (რავარც არის აღნიშნული წითელი ისრებით). ასევე უნდა მოცილდეს ყველა ტოტი, რომელზეც მტევანი არაა ან მტევანი ძალიან პატარაა. ამ ბოლო წესს აქვს გამონაკლისი - თუ ეს ტოტი ერთადერთია ამ ღერზე, მაშინ ვტოვებთ. ან თუ რამდენიმეა ასეთი, ვტოვებთ რომელიც პირველია ღეროზე.
პრინციპი მარტივია, სამუშაოც არაა ძნელი. პრობელმა იმაშია, რომ თავი და ხელები სულ მაღლა გაქვს და იღლები, ასევე ზოგჯერ ძალიან არის გაბარდული და ფრთხილად უნდა მოაცილო ტოტი, თვარა მტევანს დააზიანებ. ასევე პრინციპის სიმარტივის მიუხედავად, ათს და ორმოცს რომ გააკეთებ და უკან მოიხედავ - არაფერიც არ გაგიკეთებია ჯერ და დასასრულამდე ჯერ კიდევ ძაააალიან შორია. :)
გაფურჩქვნა უნდა მოხდეს ყვავილობამდე (ჯობია) ან ყვავილობის მერე. თორემ თუ ყვავილი დასცვივდა, მერე კარგად მეყოლე, მტევანი არ გაიზრდება, ღვინო არ გამოვა, მეგობრებთან ვერ დალევ და მოკლედ, მიყევით აზრს თავიდან. :)

Saturday, June 26, 2010

გამოგონილი ღმერთი

დიდს დავწერდი, მარა ჯერ ერთი რომ მეზარება, მერე კიდევ ეს სურათი თვითონ ილაპარაკებს თავის თავზე.

"ქართველებმა გამოგონილი ღმერთი დაივიწყეს და ეს კარგია!" - მეტრო თავისუფლება, მარცხენა ხაზი, შესასვლელიდან მეორე ბოძი, არაშემოსასვლელისმკენა მხარე. ხო შვილო, დავივიწყეთ..

Friday, June 25, 2010

სტალინის სახლ-მუზეუმი 1939

ფაფუ სოსო..

გუშინ ვნახე იცინოდა, კაცო.. ტრეისერების ახალი ჯგუფი დახტუნაობდა მოაჯირებზე და მეც აღფრთოვანებული ვადევნებდი თვალს. ვიფიქრე სურათი გადავიღო თქო.. მარა მერე გადავიფიქრე: ბარემ ვიდეოს გადავუღებ ძეგლის ფონზე თქო..
დღეს დილით მოვდივარ კაცო სამუშაოზე და.. სადაა აბა ძეგლი? ფაფუ! ღამის ორ საათზე მოუყვანიათ ამწე, მოუბიათ ტროსი და წაუღიათ. იცით რაზე მწყდება გული? იმაზე რომ ვერ მოვასწარი სურათის გადაღება, იმაზე რომ ფაქტიურად მოიპარეს ძეგლი და საკუთარი უსუსურობა ვერ დამალეს, იმაზე რომ მოხსნის პროცესი ვერ გადავიღე და იმაზე, რომ ეს საკმაოდ ძველი ძეგლი შეიძლება გაყიდონ კიდეც.. და რა, არ შეიძლება? სადაც იმაზე დაგვაბოლეს რომ გვერდით მდგარი ვერცხლისფერი ნაძვები, სანტიმეტრი რომ 15 დოლარი ღირს და ისინი კი 30 მეტრზე იყვნენ გაზრდილები, თუმრე ვადა გაუვიდათ და შეიძლება გამგეობას დასცემოდა და ამიტომ მოჭრეს.. რა, მაგას ვჭამთ ჩვენ?
თუმცა რა, ქართველები ვართ. ყველაფერი უცებ გვავიწყდება და ყველაფერი გვკიდია. და რა მერე, მოხსნეს ძეგლი და რა მოხდა მერე? დაინგრა ქვეყანა? ან აშენდა? არაფერიც არ მოხდა. მოხსნეს და ვსო! აი, ეს ცოტა ხალხი, რაც სურათზეა, მოვიდა, იდგა-იდგა, ყველამ მოშნად დაიკიდა, ან რას მოდიოდნენო იფიქრეს. ამათაც იფიქრეს ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო და 1 საათში დაიშალნენ. დილით მოსული ჩემი კანტორის ხალხი გულისდაწყვეტას გამოთქვავდა, ყოფილიყო რას ერჩოდნენო. მივუსამძირეთ სოსოსაც, რომელიც ფსევდო სტალინელია. უფრო პრიკოლი იყო, როდესაც ლურჯი ავტობუსით ტურისტები მოვიდნენ და გამოცებული სახეების ფონზე "What a Hell" - ო, ისმოდა.
არა, მე არაფერს ვითხოვ კაცო. რა უნდა მოვითხოვო, მაღლა რასაც იტყვიან კანონია. ხალხის აზრი რომელ ხელისუფალს აინტერესებს, მორჩა არჩევნები უკვე. ვსო! იქით არჩევნებზე შეიძლება გაახსენდეთ და აი, ჩვენ ისენი ვიყავით, ვინაც რომ ძეგლი მოვხსენით და რახან ეს მოვახერხეთ, აფხაზეთს დავიბრუნებთ, ლტოლვილებს დავაბრუნებთ, ჰაი, ჰუი.. [უცენზურო სიტყვა უკანა ტანთან სექსუალური კონტაქტის დამყარებასთან დაკავშირებით]. - აი ეს იყო ჩემი კომენტარი.
"მოაძერით ეგ და დადგით დიდი ყლინჯიღეჭიას ძეგლი, მეტის ღირსები არა ხართ!" კოპირაით - ქე იცით ვინც. დღეს უუუამრავი პოსტი დაიწერება ამ მოვლენის ავ-კარგობაზე, მაგრამ მე, როგორც გორელი, ვამბობ: აქ რამე კვერცხობა არ დადგათ (მაგალითად მოღუნული თოფი, აქაო და ნატოა და თან გაუმარჯოს მშვიდობასო) თორემ ვაი მაგის ბრალი! არა რა.. აშკარად წინა პაპი ჯობდა..

Monday, June 21, 2010

..ღმერთო, რა ქალია..

ცამდე ატოტილი, ვნებით გაპოხილი,
შენი ნაზი ტანის ჩუმი ნარნარია.
შენი სილამაზე, წვივიდან წარბამდის,
ლურჯი სილაჟვარდის და მზის სადარია.
ტოტებდახუნძლული, ნაყოფგადამსკდარი,
შენი მკლავების და მკერდის ხანძარია.
შენი გაღიმება, წითელ ტუჩთა ბზარი,
ქვაზე დამსხვრეული ლალის სადარია.
ქარით დაზნექილი ხეთა განაბწკარი,
შენი წაბლისფერი წამწამთა ჯარია.
გვერდი ჩამიარე,ლექსი მოგიძღვენი,
გულმა დაიკვნესა: ღმერთო,რა ქალია

გაძლევენ? - აიღე!

ახლა დალეულში ვარ და მეინდა დავწერო ქალებზე და კაცებზე. მოკლედ, ქალების და კაცების ორი კატეგორიაა: მარტივები და რთულები. მარტივები ადვილად შემოდიან კონტაქტში, ადვილად დაელაპარაკები, ადვილები არიან რა. შესაბამისად - სანდოები არ არიან. რთულები კი პირიქით, უნდა უარო გარშემო, ზვერო, კლუჩევიე პადხოდი იპოვო, როგორმე მიუახლოვდე და.. სულ ეს იყოვო, იფიქრო. თუმცა დარწმუნებული იქნები რომ შენს გზას ყველა ვერ გაივლის და ეს ადამინი სანდოა.

მოკლედ, ბლა-ბლა-ბლა, ჩანაწერი ჟურნალისათვის და მისთანები და იჯდა ეს გოგო ნორმალურად, ცალი ფეხი ბიჭი სკამის ძირზე ედო. შესაბამისად, ბიჭი ხელს მის მუხლს აყრდნობდა. რამდენჯერმე შევამჩნიე რომ ჩაუსვა და აუსვა ბარძაყზე. ამის შედეგად გოგონა მისკენ შემობრუნდა და ამჯერად ორივე ფეხი ჩამოდო სკამის ძირზე. ბიჭსაც ქონდა საშუალება ხელი მყარად დაედო მის მუხლებზე, ხოლო მომენტებში გოგოს ხელს, რომელიც მუხლზე ედო, გასთამაშებოდა და მოეღუტუნა. შემდეგი სტადია იყო ბიჭის ხელის რამდენჯერმე ფსევდოფარულად ფეხებს შორის ჩაცურება და ამოცურება, რაზეც გოგოს რეაქცია იყო მეორე ხელის მუხზე დადემა და შესაბამისად ბიჭს მეტი საშუალება მიეცა მის ხელის გულს ან წვივ-ბარძაყს გასთამაშებოდა.
მამაჩემი სულ იმას მეუბნება რომ "დაიუტ? ბერი!" (გაძლევენ? აიღე!) და რატომაც არა? გოგონა ხომ თვითონ იძლეოდა დაბროს? დაი პუსწ! ღამის 1:30, მარტოს ხომ ვერ გაუშვებ სახლში? მერე ვხედავ რომ წვიმაც მოდის შხაპუნა. აბა, კაი მყუდრო და ბნელი თავშესაფარიც და .. "გაძლევენ? აიღე!"

Sunday, June 20, 2010

თმები ჩანგალზე

სინდისმა შემაწუხა და ვწერ. :) მისკუზზი, სინიორი.

მოკლედ, ტრადიციულად დავიწყოთ ბოლოდან. ფეისბუქის ფერმა ყველამ იცის. ეკონომიკური სტრატეგია ტოლი სიმულატორი.. მოკლედ, გადარეულია ხალხი. ამას წინათ ძმაკაცებმა გადავწყიტეთ გოგოები დაგვეპატიჟა. ხოდა ჯერ სანამ მოვიყვანდით ერთი "ფერმერი" მთელ ჰექტარ მიწას ვიღაც საცოდავ თავგასიებულ კაცს ამარგვლინებდა. იმ საცოდავმა რომ გამარგლა, ამას თურმე ტრაქტორი ყოლია და ამ ტრაქტორით დათესა.. მოკლედ, სიმართლე გითხრა არ გადავირიე. თუმცა ასევე არ გადავირიე თავის დროზე "კაზაკებზე", მარა მერე დამევასა ეს თამაში. საქმე იმაშია, რომ "ადნაკლასნიკებს"-აც აქვს "მხიარული ფერმა", რომელიც არ მევასება.. მარა აი მეორე თამაშიც ყოფილა, იგივე ეკონომიკური სტრატეგია რეალურ დროში (RTES - მაგარი აბრევიატურაა), ქვია "კუნძული". ხოდა ვუზივარ და ამ საცოდავ ჯვებეებს ვუშენებ სახლებს, კაფეებს, გზებს.. ნახეთ, ეს სოლიდურად ჩაცმული ჯვებე ალბათ მე ვარ. :)
ხო, მეორე საკითხი ისაა, რომ დღეს დილით მე და ბიძაშვილი (გიტარაზე რომ უკრავს), 8 საათზე ავდექით და გავირბინ-გამოვირბინეთ ი.ბ. სტალინის სახელობის გორის კულტურისა და დასვენების პარკში (ასე ქვია სრულად), ე.წ. "ახალბაღში" (ასე ეძახიან ხალხში). დავადგინეთ რომ მაგარი ფორმიდან გადასული ვარ და ერთი წრეც ვერ გავირბინე (არადა მე-10 კლასში მახსოვს რომ გავირბინე). ასევე დავადგინეთ რომ 8 საათი გვიანის და უფრო ადრე უნდა ავდგეთ რომ არ დაგვცხეს. დაბოლოს, ტრეისერები იმდენი ყოფილან გორში, რომ გამიკვირდა ასე უცებ საიდან გაჩნდნენ. :)

ეე.. გორის ციხეზე დავპატიჟე ოქროსფერდალალებიანი (არაა ნამყოფი) და ცურვაზე წავიდა. თუ ვინმე ლოგიკას ნახავთ, მეც ამიხსენით რამე. :) ა, შემდეგი საკითხია მე. ანუ ამ სურათზე მოცემულია ნორმალური და ყოველდღიური მე.
ნუ, ცოტა დაქლიავებული სახე მაქვს, 2 საათი ვიდექი აქ და ველოდებოდი. თან ლუდი დავლიე ამ 2 საათის გასაყვანად რამდენიც დაჭირდა და ე.წ. საელჩო ანუ ტუალეტი არსად იყო 3 კილომეტრის რადიუსში. მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს ცხვრებს. ამ 2 საათის მერე მე გახდა ასეთი.
ჰასტა ლა ვისტა, ბეიბე.. კი არა და, მაინც დაგიჭერ, ფანტომას!!! :) ცხელა ვა! დღეისათვის სულ ეს იყო. ამას წინათ მწვანეთვალებამ მითხრა რომ რანაირი ბლოგი გაქვს, ვერ გაიგებ რაზე წერო. ვურჩევ ყველას, ვინც ვერ იგებს რაზე ვწერ, შეხედოს ბლოგის სათაურს "მაღალი რადიაქტივობის ზონა" - ეს მუტანტი ბლოგია. აქ დიდხანს გაჩერება სახიფათოა.

Thursday, June 17, 2010

კატით გახსნილი ყურსასმენები

რომ არ დამედო პროსტა შანსი არ იყო. სამოყვარულო მონტაჟის მწვერვალია ეს. ვნახე უცნაური.კომ ზე და დავდებ მეც.

სამუშაოს რეკლამა

რეკლამის იდეამ დამარტყა უცებ და ახლა გადაღება მეზარება. ასე რომ თუ ვინმე ჩემზე ნაკლებად ზარმაცია, მოეწონება ეს სცენარი და გადაიღებს, ძალიან თხოვნა იქნება, სადმე აქაჩოს და ლინკი დამიკომენტოს. :)

შავ ეკრანზე თეთრი ასობით იწერება ის, რასაც დიქტორი ამბობს. დიქტორი: არსებობს სამუშაოს ორი სახე
სალაროსთან დგას შავ პერანგში, ნაცრისფერ შარვალსა და ჰალსტუხში ჩაცმული მამრი, რომელიც უამრავ ფულს იღებს (სადღაც 2000 დილარამდე)
დიქტორი: სამუშაო სადაც კარგად უხდიან..
ჩანს ოფისი, სადაც ამ შავ პერანგიან მამრს უამრავი სამუშაო აქვს დახვავებული მაგიდაზე. შემოდის ღიპიანი სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი. მამაკაცის მხარს ზევით ჩნდება წარწერა "დირექტორი". დირექტორი მიდის შავ პერანგიან მამრთან და დაუწყებს ლანძღვას: "ამდენს გიხდი და შენ კიდევ არ გაგიკეთებია შენი სამუშაო? შენ უნდა მომკლა? იმუშავე ბლიად!"
დიქტორი: ..მაგრამ მაგრად ითხოვენ.
სალაროსთან დგას თეთრ პერანში, შავ შარვალსა და ჰალსტუხში ჩაცმული მამრი, რომელიც ცოტა ფულს იღებს (200 დოლარამდე)
დიქტორი: .. და სამუშაო, სადაც ცუდად უხდიან..
ჩანს ოფისი, სადაც ამ თეთრ პერანგიან მამრს უამრავი სამუშაო აქვს დახვავებული მაგიდაზე. შემოდის ღიპიანი სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი. მამაკაცის მხარს ზევით ჩნდება წარწერა "დირექტორი". დირექტორი მიდის თეთრ პერანგიან მამრთან და დაუწყებს შექებას: "აი საღოოლ! რა ძალიან მაგარი ვინმე ხარ, რამდენ საქმეს ასწრებ ერთად, ა? კარგია, კარგია!"
დიქტორი: ..მაგრამ გაქებენ და გეფერებიან.
შავ პერანგიანი მამაკაცი: აუ, ამხელა ხელფასი არ მქონდეს, ამათ კი არ მოვაკვლევინებ თავს! ესენი ვინა ყოფილან კაცო!
თეთრ პერანგიანი მამაკაცი: არადა კარგი იქნება აქ მუშაობა ცოტა ხელფასიც რომ მომიმატონ, მარა არ დაადგა საშველი რა! ესენი ვინა ყოფილან კაცო!
დიქტორი: თუმცა საქართველოში სამუშაოს ერთი სტილია:
ჩანს ოფისი, სადაც უამრავი სამუშაოა აქვს დახვავებული მაგიდაზე, ისე, რომ არ ჩანს ვინ ზის მის მიღმა. შემოდის ღიპიანი სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი. მამაკაცის მხარს ზევით ჩნდება წარწერა "დირექტორი". დირექტორი მიდის სამქეებთან და იწყებს ლანძღვას: "რა არის ეს კაცო? რატომ ვერ აკეთებ შენს საქმეს? ამხელა ხელფასს გაძლევ, მთელი 200 დოლარი გაქვს! მიიხედე უკან, რამდენი უმუშევარია, გინდა შენც მათ შეუერთდე? იმუშავე ბლიად!"
დიქტორი: როდესაც ცოტას გაძლევენ და მაგრად ითხოვენ.
საქმეების უკნიდან მოდის ხმა: აუუუ, ესენი ვინ არიან კაცოო! ვსო, მოვაგროვებ ფულს და დავახვევ ამ ქვეყნიდან! აქაურობის დედაც მოვ [ტუუუ!] საქმეების ზემოთ იწერება "ირაკლი"
დიქტორი: წასული ხალხი წარმატებას აღწევს საზღვარგარეთ.
ჩანს უზარმაზარი ოფისი, საიდანაც გამოდის მამაკაცი. მხარს ზემოთ ეწერება: "ირაკლი. გენერალური დირექტორი". მასთან მიდის ჟურნალისტი და ეკითხება: "თქვენ ამხელა წარმატებას მიაღწიეთ საზღვარგარეთ. სამშობლოში დაბრუნება არ გინდათ?"
დიქტორი: შემდეგ სერიაში ვისაუბრეთ როგორ გავაჯმევინოთ უაზრო ხალხს.

Tuesday, June 15, 2010

ზეკარი და ქვიშის ქარი

გამარჯობა. დღეს თემა გაიხსნა ფორუმზე ყაზბეგის ახალ ლუდზე "ზეკარზე" და მეც გადავწყვიტე გამევლო, მეყიდა დაჩემი აზრები დამეწერა ამ პროდუქტის შესახებ. დავიწყოთ იქიდან, რომ ყიდვა რომ დავაპირე, უახლოეს მაღაზიაში არ ქონდათ. გავიარე ორი.. სამი.. ხუთი მაღაზია. მეექვსეში მითხრეს გაგვითავდაო. ჰმ - გავიფიქრე - ჩანს მოთხოვნა არის. მეათეშიც ასევე გაიმეორეს რომ გაუთავდათ და სანაცვლოდ ბალტიკა შემომთავაზეს.. ამასობაში შევამჩნიე, რომ ჩემს გარშემო ქვიშის ბუღი დგას.

და ხალხი ცდილობს თავი შეაფაროს სადმე, რომ ეს ქვიშა თვალებში არ ჩაეყაროთ. მე კი ამ დროს კაცობრიობის გულისათვის ნახევარი ქალაქი მაქვს გავლილი და წამლად ერთი ბოთლიც კი ვერ ვნახე ამ ლუდის. საბოლოოდ ხელის ჩაქნევას რომ ვაპირებდი მე-16 თუ მე-17 მაღაზიაში აღმოჩნდა ნანატრი სასმელი, მოვაყოლე ჩიფსიც, გამოვედი გარეთ და ვხედავ ასეთ კადრს
 

აი ახლაც კი ისეთი ქარი ქრის გარეთ, რომ რამის ხეები წაიღოს და სადღაც 20 მეტრში არაფერი ჩანს. ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ გორში ქვიშის ქარბუქი არასოდეს მინახავს.
თუმცა დავუბრუნდეთ ჩვენს ცხვრებს. სახლში მოსულმა და პირდაბანილმა (იმიტომ რომ სულ ქვიშიანი გახლდით), სათუთად ამოვიღე ბოთლი ცელოფნიდან და მაგიდაზე დავდე.

მაშ ასე, პირველი შთაბეჭდილებები: ნორმალური ლუდის ბოთლი ყაზბეგისათვის დამახასიათებელი მუქი ტონებით, ლამაზი წარზერით "ზეკარი" და ბოთლზე გამოსახული გვირგვინებით. გარეგნულ იერთი 2 ქულა. სახურავი არ ეხდება არც დატრიალებით, როგორც ნატახტარი "ქარვას" და არც რგოლით, როგორც ლუდს "თბილისური". საჭიროა გასახსნელი, რისთვისაც ვუწერ -1 ქულას. ლუდი არაა მობილური და უცბად ვერ გახსნი. ღირდა ეს სიკეთე 1.5 ლარი, რაც ნორმალური ფასია იგივე ნატახტარი ექსტრასთან შედარებით, რომელიც 1.8 ლარი ღირდა (თუმცა თუნუქის ქილა)

არის საკმაოდ გაზიანი, ასე რომ ძალიან მალე ქაფდება. აქვს ყაზბეგის ლუდებისათვის დამახასიათებელი მომწარო გემო, არის ოდნავ ნაკლებად გრადუსიანი, ვიდრე იგივე "ყაზბეგი" თუმცა ნატახტარი ქარვასთან შედარებით საკმაო გრადუსი აქვს. ისმევა გემრიელად და არის დროის სატარებელი ლუდი. ერთი ბოთლი დავლიე და არ დავთვერი, ოდნავ შემაბჟუილა მარტო, რის საფუძველზეც ვამბობ, რომ ასეთს კიდევ 5 ცალს დავლევ სანამ ყელში ამოვა.
საერთო შეფასება: 7/10. ქულები დააკლდა არაპრაქტიკული გასახსნელის, მომწარო გემოს და ფარჩაკი რეკლამის გამო. ჩემი აზრით ნატახტარის რბილ ლუდებს მაინც ვერაფერი შეედრება.

Sunday, June 13, 2010

მ..დააა

ასეე.. მემგონი ჯობია მოვაგროვო ერთი 500 დოლარი კიდე და წესიერი მანქანა ვიყიდო 4000-ში.. მდაა.. არადა დოლარი დახტუნაობს უბედურად.. პლუს ამას ხარჯებზე ერთი 200 ლარი ხომ გინდა კაცო? ასე რომ წელსაც ააარაფერი გამოვა ამ კუთხით. არადა.. ბლიააად (მეძავი)! რა სიტკბო და სიყვარული აგიტყდათ ამ სიცხეში?!


მე და ჩილიმი

კ/თ გამარჯვების გვერდით არის კაფე (?) "1001 ღამე", მოწყობილია დაახლოებით "მეიდანი"-ს პონტში და აქვთ ჩილიმი.

Saturday, June 12, 2010

ხალხს შეუნიშნავს

ხალხური სიბრძნოს ზოგიერთი მარგალიტი ჩემს ბლოგზე:
- თუ მერცხლები ხან მაღლა, ხანაც დაბლა დაფრინავენ - ქარი ამოვარდება (მე ვიცოდი თუ დაბლა დაფრინავენ - იწვიმებსო)
- თუ ბულბული მთელი ღამე გალობს - კარგი ამინდი იქნება (სადაა ბულბული და კაი ცხოვრება, თორე კი)
- თუ განთიადს ჩიტები ნელი ჟივჟივით ხვდებიან და ადრე აიშლებიან - მოდალოდნელია დიდი სიცხე (ახლა ჩიტები კი არა, მეც კი ვხვდები რომ დიდი სიცხეა მოსალოდნელი)
- თუ ბატები ხმამაღლა და გაუჩერებლად ყიყინებენ, ცუდი ამინდია მოსალოდნელი (ან რომის კარს მტერი უტევს)
- თუ ბეღურები ქვიშაში ბანაობენ, იწვიმებს (ამ მთავრობას რა ვუთხარი თორემ ორი უმაღლესი აქვს დამტავრებული და ქვიშაში უნდა ბანაობდეს?)
- თუ ცას საღამოსპირას წითელი ღრუბელი მოერია, ქარი იქნება (ამაზე რა უნდა დავაკომენტარო, ხ [ტუუუ] ევო ზნაეტ)
- თუ აღმოსავლეთით ცაზე შავი ღრუბელი მოიყრის თავს - გაავდრდება (თუ მზე ამოვა - განათდება)
- თუ ცა ჩამოიხურა და შინაური ცხოველი ბღავლილს ატეხს, თუ იბზუება და თავშესაფრისკენ გაიწევს, ქარიშხალია მოსალოდნელი (მე კიდევ მეგონა ძილი უნდა თქო)
- თუ კატა მზეზე იხუხება, აცივდება (არადა სცივა)
- თუ კატა პირს იბანს და იზმორება, დათბება (ბლააა, მთელი ზაფხული კატები დაუბანელები დადიან?)
- თუ წიწილები კრუხისკენ წიოკით გარბიან, გაავდრდება (იგივე წარმატებით გაიქცევიან წიწილები, თუ გამოეკიდები)
- თუ ჰაერი გაინაბა, იწვიმებს (ეს ასიანია)
- თუ ყვავილი არ გაიშალა და ხის ფოთოლმა ბოლო ჩამოიგრიხა, იწვიმა (მე კიდევ მეგონა რომ მორწყვა აკლია თქო)
- თუ საღამოთი ლუკმა ან პურის ნატეხი ხელიდან გაუვარდებათ, აღარ აიღებენ. დილით კი ნამცეციც რომ დაუვარდეთ, თავს არ დაატანებენ - ეშმაკი დაეპატრონებაო (ჰმ.. არადა ეშმაკი რქვევია და მე ჭიანჭველა მეგონა)
- ორშაბათს, ოთხშაბათ, პარასკევს, ძმა-მამიანი ქალი თავს არ დაიბანს (ერიჰააა.. სადაა დასახოცი ძმა და მამა)
- კარის ზღურბლზე მდგომნი არც მიესალმებიან და არც დაემშვიდობებიან მასპინძელს (ვამბობ ზრდილობა არ არის თქო და აჰა!)
- თუ ნიორი დაგეფანტა, საწყენს ელოდეო (ეგრეა აბა რა! დაგინახოს ნივრის პარტონმა!)
- თუ ბინდისას ჩიტი შინ შემოგიფრინდა, შორიდან საწყენს ელოდეო (ნუ, შორიდან თუ შენი თავიდან ჩიტის უკანალამდე მანძილია, მაშინ საწყენი სკლინტია)
- ოთახის მცენარემ თუ მოიწყინა, ავადმყოფობაა ოჯახში მოსალოდნელი (ან მაგარი ზარმაცი პატრონები ყავს)
- ახალ მთვარეს ველცხლის ფულს უჩვენებენ - ბარაქა მოგვიმრავლდებაო (ეჰ, ტაოს მმართველიც მასე უჩვენებს ხოლმე, მარა მაინც არ აქვთ ფული)

Friday, June 11, 2010

რა მინდა?

ძილის დროა და ზოგადსაკაცობრიო ფიქრები მაწუხებს. რა მსურს - ეს მაინტერესებს. არადა სამქე იმაშია რომ ჩემს მეტმა არავინ უნდა იცოდეს რა მსურს. აბა სხვამ რა იცის მე რა მინდა, ჰო? ჰოდა ახლა მე წავალ, დავიძინებ და იქნებ მივხვდე რა მინდა.
- What do yo need?
- I need Support, do you Copy?!

Georgia

რა მაგარ ქვეყანაში გვიცხოვრია და არ დაგვიფასებია. :)

Thursday, June 10, 2010

სტატუსები

ბლა-ბლა-ბლა.. <- შესავალის ნაცვლად. იდეები და საწერი მასალა კი არ გამომლევია, უბრალოდ მავიწყდება რაზე უნდა დავწერო, მთელი დღის მანძილზე რომ ვაგროვებ თემებს.. და აი საღამოს საკუთრივ თათუს ნებართვით ვდებ მის სტატუსებს ბლოღზედ.
1. არ მინდა დღეს შენზე კვლავ ვწერო ლექსები, ცხოვრება ბეჭებზე ტვირთად ავიკიდო და თუ ოცნებებში კვლავ გამელექსები, უნდა დავიკიდო...
2. გინდა?! არასოდეს დამეკარგო, თუნდაც სულ არაფერს დამპირდე... გინდა?! ორივენი ავიბარგოთ, თბილი ქვეყნებისკენ გავფრინდეთ?!
3. swored iseti rogoric me var mxolod ertia da isic me var...:D
4. თუკი სიყვარულის უცხო ხელებს,წელზე შემომავლებ გაოცებით მაშინ სიყვარულის,ერთგულების ერთად ჩავაბაროთ გამოცდები
5. რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე... რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?..
6. ...
თუმცა სწორედ აქ მივხვდი რომ ფარჩაკი პოსტი გამოვიდა, ამიტომ აღარ ვაგრძელებ და ეგრევე გამოვაქვეყნებ..
ა, მოდი ბარემ ერთ ფარჩაკობასაც დავწერ.
10 მაისიდან 31 მაისამდე დილით 10 აზიდვა.. ეე.. 21 * 10 = 210 აზიდვა.
1 ივნისიდან 11 ივნისამდე დღეში 15 აზიდვა დილით ეგ შენი 150 აზიდვა, 10 აზიდვა საღამოს ეგ შენი 100 აზიდვა. ჯამში გამოვიდა.. ეე.. 210 + 250 = 460 აზიდვა. ვარ 90 კილო, ანუ ერთ აზიდვაზე ვწევდი გძეტა 50-ს მაინც? განვითარებული ენერგიაა 50*ჟე*აშ = 50 * 9.8 * 0.5 = 245 ვატი.. მდაა.. და ჯამში 460 * 245 = 112 700 ვატი.. საინტერესოა რამდენად განვითარდა კუნთები? ა ვოტ ი ნე ხრენა! 25 წლის ასაკში კუნთოვანი მასა წყვეტს განვითარებას.

Tuesday, June 8, 2010

გარგანტუას ბავშვობის ამბავი

ვერასოდეს ვკითხულობ ამ თავს ფრანსუა რაბლეს "გარგანტუა და პანტაგრუელში" ისე, რომ სიცილის ცრემლები არ წამომივიეს. მოკლედ რომ ვთქვა, ფრანსუა რაბლემ დაწერა წიგნი შუა საუკუნეების ფრანგულ აღვირახსნილობასა და სიდებილეზე. მთელი წიგნის მანძილზე შეიძლება შეუჩერებლად იცინო, მაგრამ ბოლოს სევდანარევი გრძნობა გრჩება - როგორი საცოდავი, გაუმაძღარი, არაპატიოსანი და უაზრო ხალხი იყო მაშინ.. ნუ, ახლაც არა უშავს. თუმცა მოდი გადავიდეთ საქმეზე. მაშ ასე, ყველაზე სასაცილო თავი:

სამიდან ხუთი წლამდე გარგანტუას ზრდიდნენ და კვებავდნენ სათანადო წესით, მამის განკარგულების შესაბამისად და დროს ატარებდა მისი ქვეყნის ყველა პატარა ბავშვივით, სახელობრ: ჭამდა, სვავდა, ეძინა; ეძინა, ჭამდა, სვავდა; ეძინა, სვავდა, ჭამდა. მუდამ ტლაპოში ეგდო, ცხვირს ითხუპნიდა, პირს იგანგლავდა, ფეხსაცმელს ცვეთდა, ბუზებს იჭერდა და მამამისის მამულში მოფარფატე ყველა პეპელას დასდევდა. ჩექმაზე იფსავდა, შარვალში ისვრიდა, ცხვირს სახელოთი იწმინდავდა, წვნიან ჯამში აფურთხებდა, ყველა გუბეში დაშლაპუნებდა, წყალს ქალამნით სვავდა, მუცელს კალათით იფხანდა, კბილებს კალაპოტზე ილესავდა, ხელს კერძით იბანდა, თავს ყანწით იფხანდა, ორ სკამს შუა ჯდებოდა, სველ ჭილოფს იხურავდა, წვენს წყალს აყოლებდა, ნაზუქს პურს ატანდა, სიცილით იკბინებოდა, იკბინებოდა და იცინოდა, ჭაში აფურთხებდა, ქონიანი საჭმელებისგან ქარი სძვრებოდა, წვიმით გალუმპული ისევ წყალში მიიწევდა, გაციებულ თონეში ლავაშს აკრავდა, ვირივით ყროყინებდა, პირჯვარს მაიმუნივით იწერდა, თავის ცხვრებს უბრუნდებოდა*, თევზს ბალახში იჭერდა, ძროხას უნაგირს ადგამდა, კურდღელს უღლითა კლავდა, საცა არ ეფხანებოდა - იფხანდა, და სხვის საქმეში ცხვირსა ყოფდა; სიზმრებს დაძინებამდე ხედავდა, საპნის ბუშტებს უშვებდა, ოცნების კოშკებს აგებდა - ერთი სიტყვით, იმთავითვე მისი ცხოვრება მარტოოდენ სიტკბოება იყო.
კიდევ რას შვრებოდა? ჩხირკედელაობდა, თავის იღლიას უღიტინებდა, სამზარეულოში ღმერთებს აგინებდა, ბუზებს ფეხებს აწყვეტავდა, ქაღალდს ფხეკდა და პერგამენტს ჯღაბნიდა, ცხელი ფაფის ჭამაში ვერავინ ჯობნიდა, ფაფით პირდამწვარი დოს სულს უბერავდა, ფეხს იქამდე სჭიმავდა სადამდეც საბანი გაწვდებოდა, ქვას აგდებდა და თავს უშვერდა, მთვარეს დარაჯობდა - ტურამ არ შეჭამოსო, რწყილს ტყავს აცლიდა, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად, მამამისის ძაღლები და თვითონ ერთ ჯამში თქვლეფავდნენ, ის ყურებზე კბენდა - ძაღლები კი ცხვირს უკაწრავდნენ, ის კუდქვეშ უბერავდა - ძაღლები კი ლოყებს ულოკავდნენ. ჰოდა შენ ხარ ჩემი ბატონი, დასწყევლოს ეშმაკმა, ეს მამაძაღლი ღლაპი თავის გამდელებს უკვე ხელს უსვამდა ზევით-ქვევით, წინ და უკან ისე, რომ რომ ტრიალსღა ასწრებდნენ, თან ჰა და ჰა ტალიკის** ხმარებასაც იწყებდა, რომელსაც მისი გამდელები მუდამ დღე თაიგულებით, ბაფთებით, ლამაზი ყვავილებით და ლამაზი ფუნჯებით რთავდნენ. თავისი ასაკის ბავშვებივით რომ გართულიყო, გაუმართეს საუცხოო ფრიალა, რომელსაც მირბალეს დიდი ქარის წისქვილის*** ფრთები გაუკეთეს.

________________________
* - დავუბრუნდეთ ჩვენს ცხვრებს. ერთ შუა საუკუნეების მოთხრობაში აღწერილია ამბავი, როდესაც ერთმა როჟამ ცხვრები დაკარგა თუ მოპარეს და ამან იჩივლა სასამართლოში. დამნაშავე მხარის ეშმაკი ვექილი (ადვოკატი) ყველანაირად ცდილობს მოსამართლე სხვა თემაზე გადაიყვანოს. ის საწყალი კი მთელი პროცესის მაძილზე იმეორებს: "დავუბრუნდეთ ჩვენს ცხვრებს". ფრაზა გადაიქცა სიტუაციის სინონიმად, როდესაც სხვა რელსებზე გადასული თემის უკან დაბრუნება გინდა.
** - ტალიკი. ტალიკი ესაა თანამედროვე ტრუსის შუა საუკუნეების ანალოგი. განსხვავება ისაა, რომ ფაქტიურად ერთ-ერთი ჩასაცმელი იყო და არა საცვალი. მასზე იცმეოდა შარვალი, რომელსაც უბე არ ქონდა და ფაქტიურად თუ ტალიკის ხმარება დაგჭირდებოდა, შარვლის გახდა საჭირო აღარ იყო.
*** - დიდი ზომები. გარგანტუა გოლიათია. სურათებზე კარგად ჩანს რამხელა ზომების ადამიანია. ან ადამიანია კია? ფრანსუა რაბლემ მისი სახით გვითხრა, რომ ეს ღორობა და აღვირახსნილობა პატარა კი არაა, არამედ უკვე გოლიათურ ზომებს აღწევსო.

Sunday, June 6, 2010

სერიიდან "მე - ტრეისერი"

დამიჯერებთ, რომ Mirror's Edge - მდე მე-13 რაიონი არ მქონდა ნანახი? არადა ყოველთვის მიტაცებდა აკრობატიკა, მაგრამ ვერასოდეს შევძელი ჩემ თავზე გამომეცადა. საამისოდ მეტად სუსტი ვარ.
ეს სურათი ფოტოშოპია, აშკარად ეტყობა. თუმცა ამის გაკეთება სრულიად შესაძლებელია. გორელი ტრეისერების გამოჩენის მერე ორგვარი გრძნობა მაქვს: გავიდე და ვივიარჯიშო მათთან.. თუ გამიაროს - აღარ ვარ ასაკში.. ა?
აი ეს კი არაა ფოტოშოპი. დღეს ისეთი კედელი ვნახე, რომელზეც ჩემი საცოდავი ძველი ბოტასიც კი არ სრიალებს. ასე რომ მეზობლის სახურავს მივწვდი აივნიდან. ცოტა ვარჯიშიც და ზედაც შეიძლება აცოცება. მეორე კედელზე კი შესანიშნავად ჩამოვეკიდე და ე.წ. Cat Jump-ის ბოლო მდგომარეობა დავამუღამე. დარჩა ნახტომიდან გადასვლა ამ მდგომარეობაში.

გუშინ გავედი რომ რეზინის ძირიანი კეტები მეყიდა. რაც უფრო რბილია ფეხსაცმელის ძირი, მით უკეთესი მოჭიდება აქვს. სამწუხაროდ ისეთი კეტი ვერ ვნახე, როგორიც ტრეისერმა სოსომ მანახა.. მდაა..

საბჭოთა ვიდეოტელეფონი - სინამდვილე და ოცნება

გაზეთი "დროშა", 1989 წლის ივნისი, 22-ე გამოცემა
"დღეს, როცა მსოფლიოში ტელეფონების რიცხვმა 400 მილიონს გადააჭარბა, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დადგა დრო ტელეფონის ასე ნაცნობი აპარატი თანდათან ვიდეოტლეფონებმა შეცვალოს. დიახ, როცა აბონენტები ისაუბრებენ და თან პატარა ეკრანზე ერთმანეთს დაინახავენ."

დღეს სოფელში ვიყავი და სრულად შემთხვევით. ალბათ 10 ჯერ გადაკითხულ ამ ძველ გაზეთში, ასეთი საინტერესო სტატია აღმოვაჩინე. საერთოდ ძალიან საინტერესოა, როდესაც იმ მომენტში "გაყინული" წამიდან უყურებ თანამედროვე პროგრესს. იყო ასეთი წიგნი - "ლაზერი კოსმოსს კვეთს" - რომელმაც რევოლუცია მოახდინა ჩემში და სწორედ ამის მერე დავიწყე ჩხირკედელაობა. ხოდა ამ წიგნში იყო ვიდეოტელეფონების თეორიული მოდელი ჩამოყალიბებული. საჭირო იყო 6 წვერა კაბელი, რათა 4 წვერით გადაცემულიყო ვიდეოგამოსახულება, ხოლო 2 ით - ხმა. არადა რა 6 მავთული კაცო, მესამე თაობის ქსელი, ტელეფონი და წავიდა ვიდეოზარიი!

"შორეულ მანძილზე ვიდეოტელეფონებით ლაპარაკის იდეა მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა ცნობილმა ქართველმა მეკავშირემ მათე იანქოშვილმა გამოთქვა თავის წიგნში "ელექტრონი და საოცარი მანქანები", რომელიც ჯერ კიდევ 1895 წელს გამოიცა თბილისში"

კრივეტები (ხამანწკები)

ხამანწკები გიჭამით? შერლოკ ჰოლმსი ვისაც აქვს წაკითხული, იქაა ხოლმე: "ახლა კი უოტსონ, ხამანწკებზე გეპატიჟებით". ესაა პატარა კიბოს ჯიში, რომელიც არის საზიზღარი შესახედაობის და იჭმევა ლუდთან ერთად. მისი ჭამა ხდება ასე: პირველ რიგში ვაშორებთ თავს (არ იჭმევა), შემდეგ ვაშორებთ კუდის ბოლო ნაწილს (მაგარი რაცაა), მერე კიდევ ვაფრცქვნით ქერცლებს და მასთან ერთად შორდება ფეხებიც (დაახლოვებით ისე, როგორც მზესუმზირაა გაარჩიო). შედეგად რჩება პატარა კუდი. აი სწორედ ეს ნაწილი იჭმევა. როგორც სუფრაზე დამსწრეებმა თქვეს, მზესუმზირასავით და ქალივით შემთრევიაო, სანამ არ გაათავებ, არ შეეშვებიო. ჩემი აზრით კი დიდი ფარჩაკობა რამეა. 10 გრამი საწყისი მასიდან იჭმევა მხოლოდ 3-4 გრამი, სამაგიეროდ რეაქციის შედეგად რჩება უუამრავი გადაუმუშავებელი თავი და ქერცლი. თუ რომანტიკოსი ან ძლიერი კაცთმოყვარე ხართ, ჯობია არ შეხედოთ თვალებში, იმიტომ რომ ეს გიშრისფერი  თვალები სავსეა აღუწერელი სევდით.

Friday, June 4, 2010

ცხელა!!!

დეას ეშინია, ვაითუ ჩემს დაბადების დღეზე ცუდი ამინდი იყოსო. რა ცუდი ამინდი, დედა მშობელი აღარ ყავს გარემოს, დღეს შუადღისას რომ ვიყავი შესვენებაზე გასული, ასე მეგონა რომ რაღაც ბლანტ და ცხელ მასაში დავდიოდი. საღამო მოვიდა და ცოტა კი აგრილდა, მაგრამ აჰა კომთან ვზივარ და თავისით მომდის ოფლი. ვერ ვიტან სიცხეს ბლაააა! მერე კიდე ჩემი და ამბობს, გორში ისე ცხელაო ვერ დავიძინეო, აი თბილისში საბანი მაფარია და უფრო მეძინებაო. არადა რომ ვეუბნები უკუღმართი ხარ თქო, არა ჯერავს. არადა ახლა დაიწყო ზაფხული..

ავტომობილი

- რატომ მომტაცე ჩემი გოგო გუშინ?
- მე რა შუაში ვარ?
- ასე მითხრა მოვაო და გავყვებიო.
- მერე იყიდე შენც მანქანა და შენ წაიყვანე.
სრულიად ლოგიკური, დალაგებული და მოსალოდნელი შედეგია. დიალოგის თავისებურება ისაა, რომ "ის" გოგოა. მე კი აგერ მესამე წელია ვერ გადამიწყვეტია ავტომობილის შეძენა. მიზეზი რამდენიმეა
1. ვერ გამომდის იმხელა თანხა, რომ ვიყიდო ის, რაც მინდა
2. რაც გამომდის, იმის ვერ გადახდის საფრთხის ქვეშ ნებისმიერ მომენტში შეიძლება აღმოჩნდე.
3. არ მაქვს ისე საქმე, რომ ავტომობილი მჭირდებოდეს.
თუმცა ზემოაღნიშნული დიალოგიდან გამომდინარე საღმა აზრმა გაიმარჯვა და.. შევედი მაიავტოზე. ასეე.. გლაზასტი მერსედესი.. ბეემვე.. ჰმ.. ვილისი.. მე მაინც ჯიპისკენ ვიხრები.. ბოდიალს რომ მოვრჩი, ჩამოვაყალიბე კრიტერიუმები.
1. ძრავი არ უნდა იყოს 1.8 ზე დიდი. ანუ ვაკეთებ საწვავის ეკონომიას. ძირითადად ქალაქში მომიწევს მოძრაობა, მარა რა იცი რა ხდება.. :)
2. უნდა ქონდეს 4 კარები
3. უნდა ღირდეს ჰა და ჰა 3500 დოლარი (მეტს შანსი არაა, ვერ გავქაჩავ)
4. განბაჟებული აუცილებლად, საჭე მარცხნივ, მექანიკა
5. სასურველია ელექტროშუშები.. ეე.. კიდე რა? ლუქიც.
აბა შევხედოთ რა გამოვა..
მდაა.. ტოიოტა გაიჩითა 2000 ად.. რავა, სულ ახალია? გვატყუებენ რაღაცას.. გავიაროთ კიდე.. ოპელ ვექტრა ბ 96 წლის გამოშვება.. ბლია, რას გავს.. მერსდეს ბენც ც 180.. 95 წლის.. მდაა.. მერსედესია, მარა რევიც.. ფორდ ესკორტი.. სურათზე ლამაზად ჩანს, მარა გამყიდველი არ უვარგა, ცოტა სურათებია.. ბეემვე.. აუფ, ამას ყიდვა უნდა თურმე.. ეჰ, რა ცუდია მანქანებში რომ ვერ ერკვევი.. ბიძაშვილი მაინც იყოს აქ.. ფორდი, ფორდი, ფორდი.. ბმვ 318 - იიიშ! მანქანა გარედან კამფეტივითაა. შიგნიდანაც არა უშავს.. 2400 დოლარი.. უფ, 92 წლიანია.. კაი ბებერია, მარა კარგად შენახული ბებერი. :)
კაარგი.. ვაგრძელებ ქექვას.. ფორდი, ფორდი.. სიტროენი - ეს კომანდოსიდან მახსოვს. თეთრი ლამაზი კახელი მანქანაა, სამწუხაროდ ჩემი ზომა არაა. :) ოპელი, ოპელი, ფოლცვაგენი, ოპელი.. ჰმ.. კია კლაუსი გერმანიდან, თუ ახლავეიყიდით, 4 ალუმინის დისკი ყვება, ბლა-ბლა-ბლა.. მწვანე!
ა, ვოტ, მემგონი ვნახე. აუფ, ტურბოდიზელი რა არის? თორემ საკაიფო მანქანა ჩანს. 100 კმ ზე 5 ლიტრი, 95 წლიანი, მწვანე, ოპელ ვექტრა ცდხ, ბორტკომპიტაური.. ეე, დავიღალე. ვერაფერი გავიგე თან.
აბა ერთი ყველაზე ძვირები რეებია.. აუდი, ფოლცმაგენი, ბეემჭე.. ჰმ.. ფოლცვაგენი, ლედროვერი, ბეემვე, ბეემვე, ბეემვე.. ამიჭრელდა თვალები ბლია! წავედი დავიძინო. ცოტა მცოდნეს მოვიყვან ვინმეს, თორემ ჯერ ერთი დავიღალე და მერე მატყუებენ რაღაცას ეს ოხრები და აჰაა! ისე ვინმემ მაჩუქეთ რა ესეთი მანქანა

Thursday, June 3, 2010

სამუშაოდან რომ განთავისუფლებენ

კარგი ამბით დავიწყოთ: ბაზილიომ პოსტი დაწერა იმაზე, რაც არ მოწონს. :) ნინო, შენ ყველაზე საყვარელი ხარ, მარა ყოველთვის მაინც არ დამიჯერო ხოლმე. :პ მეორე საკითხი იქნება ტრეისერებზე: შიოს წყაროზე ვნახე. ერთი როჟა 80 სანტიმეტრიან წყაროზე ახტა და ცოტა დააკლდა რომ ზედ დარჩენილიყო. გუშინ კი ჩემი ოთხივე თვალით დავინახე როგორ გაირბინა ჩემგან 1 მეტრში ერთ-ერთმა მადგანმა დაახლოებით 3 მეტრი კედელზე. მდაა.. სანამ დროა ვიყიდო კეტები და შორტი და გავიდე - ვივარჯიშო.
ახლა კი მთავარზე. პირველი შემთხვევაა, როდესაც არ ვიცი როგორ დავიწყო. ჰმ.. აი, წარმოიდგინეთ, 5 წელი რომ მუშაობ, ფაქტიურად სამუშაოზე მეტ დროს ატარებ ვიდრე სახლში, მთელ შენს სულსა და გულს დებ საქმეში, თანამშრომლები ერთი ნათესავები არ არიან, თორემ ისე ზოგ ნათესავზე მეტად რომ გიყვარს.. და ერთ დღეს მიდიხარ და გეუბნებიან რომ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებ და რომ შენთან მუშაობას წყვეტენ..

ენ თარო ადუნ! როდესაც არ მოწონთ შენი თანამშრომლებთან სიახლოვე, როდესაც არ მოწონთ შენი მუშაობის სტილი, როდესაც უჩივიან შენს განუვითარებლობას, როდესაც აქვთ ერთი შაბლონი და იმას იმეორებენ ერთზე, მეორეზე, მესამეზე.. მარტო სახელებს რომ ცვლიან.. არა, შენ ჯერ კიდევ მუშაობ, მაგრამ შენს გარშემო ისეთი ხალხი გეცლება, რომელთაც ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ შესაძლოა პრობლემები ქონოდათ მოსწრებაში, ურთიერთობაში და განვითარებაში. თავში კი გიტრიალებს კითხვა: ვინ იქნება შემდეგი?

ჩემო სანატრელო, ჩემო თვალნათელო, ჩემო ღვთაებაც და ჩემო ქალ-ანგელო, ჯანდაბას ყველაფერი. ახლა დავფიქრდი და ყველაზე ძალიან შენზე დამწყდება გული, იმაზე რომ ასე ხშირად ვეღარ გნახავ ხოლმე. რა მოხდა მერე, რაც არა გვკლავს - გვაძლიერებს. ყველაფერი ცვლილება კი უკეთესობისკენაა. კიდევ იმაზე დამწყდება გული, მთელი წლის შემოსავალ-გასავლის გადაკეთება რომ მომიწევს. და დამენანება ჩემი მიტოვებული სამუშაოც. ვინ იცის რა დღეში ჩავარდებიან ჩემი შვილობილი საქმეები. თუმცა ყველაფერი გავლადია..


ჰა, რა მოხდა ხალხო, ნუ გეშინიათ, არაფერი ცუდი არ მომხდარა, პროსტა ასეთი აზრები მიტრიალებს თავში რა! აგერ, ყვავამ ხუთი სამუშაო გამოიცვალა უკვე და ერთადერთი ფრაზა რაც თქვა ამასთან დაკავშირებით იყო "უმუშევრობა საქს!" :) ყველამ ვიცით, რომ უმუშევრობა საქს, მირიან!