Wednesday, March 30, 2011

გურული საკრედიტო ექსპერტის ჩანაწერები

როგორც წესი, როდესაც საკრედიტო ექსპერტი კლიეტთან მიდის და ფინანსურ ანალიზს უტარებს, მერე წერს ხოლმე კომენტარებს საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად. წარმოგიდგენთ გურული საკრედიტო ექსპერტის ჩანაწერს:

Monday, March 28, 2011

საქართველო - ხორვატია

ბოლოს წინ რომ ვიყავი სტადიონზე ვიქნებოდი ასე 5-6 წლის. მახსოვს ქარი ქროდა, თამაში არ ეწყობოდა და მამაჩემის წამხდარ გუნებას წვიმაც ემატებოდა. ეს ყველაფერი გორის დილას სტადიონზე. საერთო კომუნისტური სკამები, სავსე დასავლეთის და ცარიელი აღმოსავლეთის ტრიბუნა, კარებთან შეჩერებული და ხეების საშუალებით მაინც ამომძვრალი გულშემატკივრები, სუდიას რა?..
ფეხბურთზე წავიდეთო? ვაჰ, წავიდეთ, აბა რა თქო. არადა არასოდეს მყვარებია ფეხბურთი და მით უმეტეს ქართული. მაგრამ როდესაც ამდენ ხალხს ხედავ ერთი მიზნით, ერთი რწმენით, ერთი მისწრაფებით შეგროვილს შენც შიგნიდან გენთება რაღაცა და შენც ხდები ერთი იმ ათასთაგანი, რომელიც დროშას იქნევს, ტაშს უკრავს და ხმის ჩახლეჩამდე ჯღავის: სააქართველოოოოო!
მიყვარს, როდესაც რამე საქმე კურიოზით იწყება ხოლმე. ასეთი საქმე მუდამ წარმატებით მიმთავრდება. მატჩის დღის კურიოზი კი ასე მოხდა: მივივარ ჩემთვის და უცებ მრგვალი სახე, წვრილი სათვალეები.. ვა, შენ შალვა რამიშვილი არა ხარ? - ეგაა უნდა მეთქვა "დარდუბალა" მაგარი რამეა თქო და ისკანდერივით დამეჯახა შეკითხვა: "ფეხბურთი ხომ გიყვარს?" როგორც მოგახსენეთ, ფეხბურთ არ მიყვარს, მაგრამ თავი მაინც დავაქნიე ინსტინქტურად. ამასობაში სამი კამერა შემომერტყა გარშემო და მეორე კითხვაც დამეჯახა: "რა აზრისა ხარ დემეტრაძე რომ დაიჭირეს?" "ვინაა დემეტრაძე?" - შალვას სახეზე წავიკითხე, რომ რაღაც ვერ ვთქვი კარგად. "როგორ, არ იცი ვინაა დემეტრაძე?" ჯობია ამ სცენას შეწყალების ფარდა ჩამოვაფაროთ "..არა მგონია ფეხბურთელი კაცი ცუდ საქმეში იყოს გარეული" - შალვა კმაყოფილი წავიდა შემდეგი მსხვერპლის მოსაძებნად.
ფეხბურთი ყველას აერთიანებს, არა აქვს აზრი ასაკს, სქესს, პოლიტიკურ მრწამსს. მთავარია შენ გუნდს გულშემატკივრობდე და მთელი სტადიონის რიტმში ჩამჯდარი ხან მოწინააღმდეგეს ლანძღავდე, ხან შენიანს უყვიროდე კაი მწვრთნელივით, ხან გვერძე მჯდომს უმტკიცებდე რომ რაღაც გესმის ამ თამაშში და ხანაც მსაჯს მთელი გრნძნობით დასჩხაოდე რაც იცი და რაც არ იცი იმ ენებზე საგინებელ სიტყვებს.
სუდია, სი პუტანა, სი კაცო! :@
მერე იქნება ჯაჯღანის პერიოდი - რა არის, ან არა სცივათ ამ ჩვენებს ან გაინძრნენ ცოტა, რომ დგანან ერთ ადგილზეო. მერე იქნება საკუთარ კარებთან შექმნილი დაძაბული სიტუაციის დროს სტვენა და აურზაური - აქაოდა ყურადღება დავუფანტოთო მოწინააღდეგესო. მერე იქნება ჩვენების შეტევის დროს ფეხზე წამომდგარი სტადიონი. მერე იქნება წარუმატებელი შეტევით გამოწვეული "ეეე". მერე იქნება სკამებზე ბრახუნი, ტაში, შეძახილი "გოოლი, გოოგლი!". მერე იქნება ტალღა, ცუნამი, ტაიფუნი და თან ორმაგი.. არა, სამმაგი.
და რაც მთვარია, როდესაც არავინ არ ელოდება, იქნება გოლი! ბოლო წუთებზე იქნება გოლი. გაირკვევა, რომ მართალი იყო ის თაგვი, საქართველო რომ აირჩია. გაირკვევა რომ თურმე ხმა ჯერ კიდევ არ ჩაგხლეჩია ბოლომდე. რომ შენს ხელის გულებს რამდენის ატანა შეძლებია. რომ შენ ხარ და შენს უკან კიდევ ათი ათასი კაცი ხარ. რომ სულ უცნობი ადამიანები შენიანები გახდნენ. რომ შეიძლება სულ მარტომ დაიყვირო საქართველოს გაუმარ.. და ასმა, სულ უცნობმა, ბანი მოგცეს: ჯოოოს! დროშამოკიდებული მაღაზიაში შეხვიდე და შენნაირმა დროშამოკიდებულმა უცნობმა გამარჯვება მოგილოცოს და შენ კიდევ უფრო გაიჯგიმო და ასევე მიულოცო. და იყო 10 წუთი ტაში, იყო სიამაყე და იყო სიხარული. და იყო შერცხვენილი ხორვატია, რომელზეც მეფე ამტკიცებდა, ინგლისის ნაკრებსაც კი უჩმახებსო.
ხო, რა თქმა უნდა ყველაფერს აქვს თავის უარყოფით მხარეც. საშინელი ჭეჭყვა, არეულობა, უცენზურობა, ქაოსი და ნაგავი. რა თქმა უნდა ძნელია ამდენი ხალხის ქცევას კონტროლი გაუწიო, მაგრამ რომ სვავ ვიღაცა ხარ და მიდიხარ, აიღე და გვერდით რომ ნაგვის ყუთია, ჩააგდე იქ ეს ოხერი ბოთლი და ჭიქები, ხელი ხომ არ მოგტყდება, არა?
ერთი-ორი სიტყვა მინდა ვთქვა ასევე ხორვატიის გულშემატკივართა აგრესიულობის მითზე. შეიძლება მეტად ჭკვიანი ხალხია და მიხვდა, აგრესიულობა რომ არ უნდა გამოევლინა. ან ენის ბარიერის გამო ნორმალურად ვერ "შეივსო" სასმელით. ან იქნებ რიცხოვნულმა უმცირესობამ მოიყვანა აზრზე? ყოველ შემთხვევაში, ხალხი კარგად იქცეოდა, მეორე დღეს თბილისიც დაათვალიერა ზოგიერთმა და მხოლოდ რამდენჯერმე გაჟღერებული ტექსტი "ხორვატიის გულშემატკივრებო, დაბრძანდით ადგილებზე, გთხოვთ!" ტოვებს მითის რეალობაში დაეჭვების საფუძველს.
ჯავშნიანი და მუზარადიანი დაცვა.

ბოლოს მინდა მხიარულ ნოტაზე დავასრულო და ჩვენი ნაკრების ჰიმნი დავდო. სხვათა შორის ის არც ერთხელ არ გაჟღერებულა თამაშზე.


სურათები არ ჩანს რატომღაც. რომ დააკლიკავ, მერე ჩანს. ვეცდები გავასწორო.

Monday, March 21, 2011

აბორტი ანუ თავი სად გქონდა იმ დროსო?

აბორტი - ინგლისური სიტყვაა და გაუქმებას ნიშნავს. ჰიპოკრატეს ფიცში ნათქვამია, რომ მისი დამდები ექიმი არასოდეს გააკეთებს აბორტს. სიმართლე გითხრათ, ჰიპოკრატეს ეთიკური ნორმები ისე არ აწუხებდა როგორც ის, რომ რამდენ ქალსაც აბორტი გაუკეთა, ყველა დაეღუპა. ასე რომ ჩაწერა და წესით არ უნდა აკეთებდნენ. მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა. თუ ბავშვი არ გინდა, უნდა თავი დაიცვა და აბორტამდე არ მიიყვანო საქმე. უბრალოდ შეხედეთ ამ საცოდაობას და მერე მითხარით თუ მისაღებია თქვენთვის აბორტი.

გოგოებო, სად გქონდათ თავი ამ დროსო? მანქანის სავარძელზეო. ბიჭებო, ვიცი რომ მარტო თქვენთვის გასწორებაზე ფიქრობთ, მაგრამ იქნებ ოდნავი წინდახედულება  გამოიჩინოთ და პრეზერვატივი გამოიყენოთ. ა, არ იცით როგორ იყიდოთ პრეზერვატივი? ა ბატონო:



პ.ს. ეს ჩემი მე-400-ე პოსტია.

Sunday, March 20, 2011

ქართული არხები და "ახალბაღი"

არის! მეშველა თუ მთლად დავიქეცი ჯერ არ ვიცი, მაგრამ ანტენას შევუერთეთ კაბელი და ახლა შემიძლია ქართულ არხებსაც ვუყურო! და ეს ყველაფერი 4 თუ 5 თვიანი ქართული საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში. მოსალოცი ამბავია. შეგიძლიათ ასეთი ტექსტით მომმართოთ: აი, თქვენ 5 თვე არ გიყურებიათ სამამულო საინფორმაციო ტვინთარეცხვისათვის და ახლა გადაწყვიტეთ მაინც გადაგედგათ ეს ნაბიჯი. რატომ?


მაგას თავი გავანებოთ და აგერ, "ახალბაღში", რომელ არს ი.ბ.სტალინის სახელობის გართობისა და დასვენების გორის ცენტრალური პარკი მიმდინარეობს რემონტი. კერძოდ, გაკეთდა მდინარისპირა მშვენიერი სასეირნო და შესაბამისად - დასაჯდომი ადგილი.


ასევე დაირგო ნერგები, რაც სავალალო დღეში მყოფ "ახალბაღის" გამწვანებას ძალიან წაადგება.


და რაც მთავარია, ამ პარკში კეთდება მინი ზოოპარკი. მართალია თბილისის ზოოპარკთან საერთოდ არაა მოსატანი და პლუს სიდან იკვებებიან ეს საწყალი ცხოველ-ფრინველები, არ ვიცით. მაგრამ ამ დროსათვის გვყავს სვავი და ძალიან მძინარა დათვი.



ნუ, რაც შეეხება ათასცხრაასუხსოვარ დროს გამოშვებულ ატრაქციონებს, მათგან ნახევარი დაახლოებით დაშლილია და არ მუშაობს. ხოლო რაც მუშაობს (ანუ ისე გამოიყურება, რომ წესით უნდა მუშაობდეს) ძალიან საწყლად და მოუვლელად გამოიყურება.

Saturday, March 19, 2011

სანამ დედამიწას 85+ კილოგრამით ვამძიმებ..

"იყავით ფრთხილნი ოცნებებში, ისინი შეიძლება აგიხდეთ!" - ფრაზა საშინელებათა ფილმიდან "სურვილების შემსრულებელი". თითქმის აღარ დამრჩა ოცნებები ამ ფილმის ნახვის მერე. და კიდევ იმიტომ, რომ ოცნებას როდესაც ავიხდენ, მერე საზიზღარი სიცარიელე რჩება ხოლმე სულში. ასე რომ ოცნებები შევცვალე მიზნებით და სანამ დედამიწას 85+ კილოგრამით ვამძიმებ ვგეგმავ

1. მთელი საქართველო გადავკვეთო ველოსიპედით - ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. :)
2. გადმოვხტე პარაშუტით.. ორჯერ.. არა, სამჯერ!
3. დავამუღამო არეალი, ქეთ-ჯამფი, ვოლ-რანი, ფრი-ვაულტი და ნორმალური ლენდ-როლი პარკურში.
4. დავრგო ორი-სამი ხე.
5. მოვინახულო პრიპიატი და შეძლებისდაგვარად - ჩერნობლიც.
6. ერთი რაუნდი მაინც გავძლო აირსოფტში ისე, რომ არ მომკლან.. :(
7. ერთი კვირა მაინც ვიცხოვრო ისე, როგორც მარტო მე მინდა.
8. ზემოთ ჩამოთვლილი რაღაცეები ავღბეჭდო ვიდეოკამერით.

პოსტი დაიწერა "ეგდოს სანამ ვიდეოპოსტს დავამონტაჟებ, ბავშვები მაინც შეჭამენ" სტილში.

Wednesday, March 16, 2011

საგარეო ვალი

სომხები საქართველოს ვალებით დაინტერესდნენ

სომხური საინფორმაციო სააგენტო სხვადასხვა კრედიტორი ქვეყნების მიმართ საქართველოს ვალების ნუსხას აქვეყნებს.

სომხური საინფორმაციო სააგენტო "ნიუს.ამ"-ის ცნობით, 2011 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს ვალი სომხეთის მიმართ 16 მილიონ 636 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

ინფორმაციის თანახმად, სულ საქართველოს შიდა და საგარეო ვალი 4 მილიარდ 21 მილიონ 210 ათას აშშ დოლარია.

კრედიტორებს შორის არის
ავსტრია-488 ათასი აშშ დოლარი;
თურქმენეთი-211 ათასი აშშ დოლარი;
აზერბაიჯანი-13 მილიონ 959 ათასი აშშ დოლარი;
თურქეთი-26 მილიონ 673 ათასი აშშ დოლარი;
ირანი-10 მილიონ 918 ათასი აშშ დოლარი;
რუსეთი-115 მილიონ 99 ათასი აშშ დოლარი;
უზბეკეთი-248 ათასი აშშ დოლარი;
ჩინეთი 4 მილიონ 562 ათასი აშშ დოლარი;
გერმანია 237 მილიონ 502 ათასი აშშ დოლარი;
იაპონია 57 მილიონ 268 ათასი აშშ დოლარი;
ქუვეითი 26 მილიონ 164 ათასი აშშ დოლარი;
ნიდერლანდები 8 მილიონ 187 ათასი აშშ დოლარი;
აშშ-35 მილიონ 264 ათასი აშშ დოლარი;
საფრანგეთი-6 მილიონ 465 ათასი აშშ დოლარი.

ასევე, საქართველოს ვალი
მსოფლიო ბანკის მიმართ 1 მილიარდ 210 მილიონ 223 ათასი აშშ დოლარია;
რეკონსტრუქციისა და განვითარების მსოფლიო ბანკისგან აღებული ვალი 192 მილიონ 137 ათასი დოლარი;
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ ვალი 1 მილიარდ 63 მილიონ 618 ათასი აშშ დოლარი;
ევროკავშირის ვალი 18 მილიონ 609 ათაში აშშ დოლარი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დავალიანება 50 მილიონ 314 ათასი დოლარი;
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ვალი 23 მილიონ 368 ათასი დოლარი,
აზიის განვითარების ბანკის - 334 მილიონ 144 ათასი აშშ დოლარი;
ევროპის საინვესტიცვიო ბანკის - 37 მილიონ 437 ათასი აშშ დოლარი.

სავარაუდოდ ინფორმაცია აღებულია კომერსანტი ჯი-სგან, რომელიც მეილზე მომივიდა და ჩემი პირველი რეაქცია ასეთი იყო:

Tuesday, March 15, 2011

Running Fall

გორელი ტრეისერები, რომელზეც ეს ბოლო ხანები საშუალება მომეცემა თუ არა და ვწერ, "ნიჭიერში" გავიდნენ. სოსო ტლაშაძეს (ბაჯო) ერთი ხანობა ქონდა სტატუსად "ორი კი კი გვაქვს, მარა მერე რა?"-ო, რაც იმედს იძლეოდა, რომ მორბენლები მეორე ტურში გადავიდნენ. თუმცა ნიჭიერის პირველივე ჩვენებიდან გაჩნდა ეჭვი. "რატომ აიკრძალა პარკური ნიჭიერში?" - ღაღადებდა რეკლამა. თუმცა ერთ-ერთი მორბენლის, კვინოს ოპტიმისტური საუბარი ამ პატარა ეჭვებს ფანტავდა.


თუ არა ვცდები ეს თემო გაგნიძე, იგივე ლენგია იატაკზე. როგორც ჩანს ემოციური ფაქტორი იყო ან რამე მსგავსი და ტრეისერს თავბრუ დაეხვა, წონასწორობა დაკარგა და მოუხერხებლად დაეშვა. ცუდი ისაა, რომ ჩვენი პარკურისტები მეორე ტურში ვერ გადავიდნენ. კარგი ისაა, რომ მორბენალი სრულ ჯანზეა. ეგ არა უშავს. სამაგიეროდ ახალი ძალებით აგრძელებენ ვარჯიშს, რომელსაც იმედია მომავალში გადავიღებ და  დავდებ. და კიდევ იმედია მეც ავითვისებ რამოდენიმე ილეთს.

გამოსვლის ვიდეო კონვერტირდება და იქაჩება იუტუბზე. ასე რომ დაიდება როგორც კი მზად იქნება. რაც შეეხება ვინდოუსის აფდეითს, როგორც ჩანს ეს უკანასკნელი ვერ გამოვა და იძულებული გავხდები თავიდან დავაყენო ეს ოხერი შუშაბანდი.
               

Monday, March 14, 2011

Windows Update

ოხრად დრო გავიდა მას შემდეგ, რაც კომპიტაური ვიყიდე და ერთხელაც კი არ წამოსტკივებია პროგრამული უზრუნველყოფა. არ ვიცი ხარისხიანი შუშაბანდის ბრალია თუ კარგი ექსპლუატაციის, მაგრამ თითქმის ორი წლის მანძილზე საერთოდ არაფერი მოსვლია. არადა ახლა ვნახე თამაში "Call of Duty - Black Ops", რომელიც ასე ენაწყლიანად ამიწერა ჩემმა ბიძაშვილმა (გიტარაზე რომ უკრავს) და მომინდა მისი გასინჯვა. ეს ოხერი კი მეუბნება, რომ დირექტიქსი განაახლეო. დირექტიქსის განახლება თავის მხრივ მეჯღანება - შენ რომ ჩემთვის სერვის პაკ სამი არ მოგიტანიაო? წავედი დღეს, ავხტი-დავხტი, ინტერნეტკაფესთან ჩავხტი და ვუთხარი, ადმინ მომე იქსპი, იქსპის მივცემ კომპსა, კომპი მომცემს ბლექ ოპსსა, დავგრეხ თოკსა-პიშტოსა, ჩავუგდებ და ამოვიყვან რომელიმე სპეცრაზმელ ბიჭოსა თქო. ხოდა აი ახლა უნდა განვაახლო ჩემი Xp Service Pack 1 და რა მოხდება - ჩორტ ევო ზნაეტ.

Friday, March 11, 2011

იაპონია და მიწისძვრა

ბლა-ბლა-ბლა.. მთელი დღეა ერთი და იგივე და ერთი და იგივე. შესვენებაზე მოვედი სამუშაოდან - იაპონია, საღამოს მოვედი - იაპონია. ახლა ნახეთ რა იაპონიზაცია წავა. ჯერ ჩინელები, ახლა იაპონელები.. [ცენზურა] პატრონი! აი ესაა ჩემი კომენტარი. ნამეტანი წინ იყვნენ წასულები და ბუნებას ხომ იცით, ბალანსი უყვარს. ჩამოაბალანსა. ნუ, რაც შეეხება 2012 ის მოსვლას, ეს მაინც მოვა და გინდ იყოს იაპონიაში მიწისძვრა და გინდა სააკაშვილი და პუტინი ჩაეხუტნონ ერთმანეთს. თან იაპონელენი შეჩვეულები არიან. ეს ხიროსიმა და მაგასაკიო, ის სეისმოაქტიური ზონაო, აქეთ კიდევ რუსეთი უჩმახებს კურილის კუნძულებზე, ზატო ჯეკი-ჩანი იაპონელია და რაღა უჭირთ? ერთი ცუდი ის აქვს ამ მოვლენას, რომ იაპონიიდან რომ საქონელი უნდა ჩამოსულიყო, შეფერხდება. შეიძლება ფასებმაც მოიმატოს. ვსო, გავედი მე. ვიცი რომ დესფიქეიბლ მი ვარ.

Thursday, March 10, 2011

ჩერნობუშკა

ვიდეო თავiსითავად ხომ სასაცილოა, მაგრამ თუ რამდენიმე ფარულ ნამიოკსაც მიხვდებით, ვააფშე რა! :D


Wednesday, March 9, 2011

მბრდღვიალა ფანრების ქუჩაზე..

თბილისი - სინათლის ქალაქია. თხა თხაზე ნაკლებიო და გორიც სინათლის ქალაქია. ხოდა სადაც სინათლის ქალაქი, იქაც ზედმეტად სინათლის ქალაქი. უკვე კვირაზე მეტია ვხედავ, რომ ცენტრალური ქუჩის განათებები ღამის მერეც ისე მშვენივრად ანთია, რომ აშკარად უნდა ჩვენს ადგილობრივ მთავრობას დაეწიოს და გაუსწროს თბილისს.
ასე ენთო 12 საათამდე. ასეე, მოდი დავთვალოთ ხარჯები. თითო ნათურა ჩავთვალოთ 50 ვატიანად. ესე იგი წყვილი ბოძი - 100 ვატი. ქუჩაზე ყოველ 30 მეტრში დგას თითო წყვილი და თუ ქუჩის სიგრძე 300 მეტრია - ეგეც შენი კილოვატი. კილოვატი ჩავთვალოთ 10 თეთრი. 300 მეტრი - 10 თეთრი, 1200 მეტრი - 40 თეთრი. ხოლო ზედმეტი 3 საათი 9 დან 12-მდე, ეგეც შენი ლარი და 20. ერთი კვირაც რომ გადავამრავლოთ და გამოდის 9 ლარამდე რა.. უფ, ბევრი არა ყოფილა, ბარემ აღარ ჩავაქროთ, ღამით ხომ ისევ უნდა აინთოს..


გამახსენდა ანეგდოტი: მამა ბეტონს ურევს და შვილი არის მიყუდებული კედელზე, უდარდელად, ულვაშიანი და ჩიბუხს ეწევა. ეკითხებიან - ულვაში და ჩიბუხი რად გინდაო? სტალინსა ვბაძავო. სტალინსა ბაძავ კი არა, მომეხმარე ბეტონის არევაში, თორემ შენ მო%$#.. -ო, უთხრა მამამ. :(

Sunday, March 6, 2011

რუსული სიმღერები

მე გორელი ვარ. გორი ის ქალაქია, რომელიც რუსებს ეკავათ 2008 წელს. ასევე გორი ის ქალაქია, სადაც იოსებ ჯუღაშვილი დაიბადა. რაც მთავარია, გორი ის ქალაქია, საიდანაც ისე მოიპარეს ზემოაღნიშნული პიროვნების ძეგლი, საკრებულოსაც რომ არ გააგებინეს და ახლა აპირებენ 11 უგზო-უკვლოდ მიმავალი ადამიანის ვეება მონუმენტის დადგმას ქალაქის ცენტრში, ისევ საკრებულოსადმი შეუკითხავად. ამ ჯერ არ დადგმულ "ამაოებას არ ამოება"-ს უკვე დაარქვეს გორელებმა საფეხბურთო გუნდ "გორის დილა"-ს სახელი მისი უგზო-უკვლოობის გამო.


ძალიან დიდი ხანია ქართული არხებისათვის არ მიყურებია. იმიტომ კი არა, რომ ტელევიზორი არ მაქვს. უბრალოდ სახურავზე ასვლა გვეზარება, რომ ანტენა გავასწოროთ (ცალკე ამ მოვლენაზე: ხვალე "ნიჭიერი" იწყება და მის სანახავად კაბელი ვიყიდე ანტენისათვის, მაგრამ ასვლა მაინც მეზარება). სამაგიეროდ მაქვს სატელიტური თეფში, რომელიც საშუალებას იძლევა ვუყურო მათ შორის რუსულ არხებსაც. გუშინ შემთხვევით ადგილობრივი ტელეკომპანია "თრიალეთი" დაიჭირა ტელევიზორმა და იქ ვნახე ცოტა უცნაური სიუჟეტი რესტორნებში რუსული სიმღერების აკრძალვასთან დაკავშირებით.


მააშ ასე, წარმოგიდგენთ სიტუაციას ქვეყანაში: გვაქვს ზემძლავრი, თუმცა რამდენად ეფექტური არ ვიცი, პროპაგანდა პატრულზე (სიუჟეტები, სიმღერები, ბავშვის სიმღერები და ბოლოს ეს თამაში "პოლიცია") როგორც იტყვიან, რეკლამა იმ პროდუქტს ჭირდება, რომელიც არ იყიდებაო. გვაქვს "ელიტური კორუფცია" როგორც სადღაც გავიგე და რომელმაც გამახსენა 2004 წელს გაზეთში წაკითხული სტატია კორუფციის დონეებზე და იმაზე, რომ ეს გაზეთი ვარაუდობდა, შევარდნაძის მასობრივი კორუფციიდან ქვეყანა სავარაუდოდ ელიტარულ კორუფციაზე გადავაო. სიმართლე გითხრათ, ეს ელიტარული კორუფცია ცოტა გაუგებარი ტერმინია ჩემთვის. დაბოლოს, გვაქვს სიტუაცია, როდესაც დემოკრატიის შუქურის პრეტენზია გვაქვს აღმოსავლეთში და რაღაც სტილის სიმღერებს კი ვკრძალავთ.
მულატკა

და რა მაინტერესებს: რომ შევუკვეთო, მაია მულატკას არ იმღერებენ რესტორანში? ნუ, ჯანდაბას, ბელიე როზი არ იმღერონ, მარა ეს შეზღუდვა არ დაარღვევს მომხმარებლის უფლებებს? პირდაპირ რა თქმა უნდა ვერავინ იტყვის, ისევ დემოკრატიის შუქურობიდან გამომდინარე, რომ არ დაუკრათ, არ იმღეროთ და ასეთი რამეები. მაგრამ ხომ შეიძლება მივიდეს ვინმე და რესტორნის დირექტორს უთხრას, მოგვივა ინფორმაცია რომ დაუკარით რუსული და დაგერხევათო. ჩვეულებრივი ქართული პრინციპით "მე ვიცი, შენ იცი, იმან იცის, მაგრამ არავინ ამბობს, ესე იგი არავინ იცის"-ო.


მე არ ვამბობ, რომ ამ როჟაზე ვგიჟდები ან რუსეთის მონა-მორჩილი ვარ. მაგრამ ზემფირას რომ ვუსმენდე და ვიღაც მოვიდეს და მითხრას, იცი რა, ეგ რუსულია და ამიტომ ცუდია, მოდი მაგალითად აჩი მეფარიძეს უსმინე, ქართულია და ჯობიაო.. მმ.. აი ეს იყო ჩემი კომენტარი. როგორც სამუშაო და ძმაკაცობა არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში, ასე კულტურა და პოლიტიკა არ უნდა ავურიოთ. წავედი ახლა, დეტევეზე ბრუსლის კინო გადის, უნდა ვუყურო. პუწ დრაკონა!


Tuesday, March 1, 2011

მე დავბრუნდი!!!

დიაღთ! როგორც წინა პოსტში ვამბობდი, სწორედ ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად ჩავრთე კომპიუტერი და ამით დავამტკიცე თეორია იმის შესახებ, რომ გამოკომპიუტერებადობა გავლადია. ამ პოსტში გაგაცნობთ იმ შედეგებს, რაც მივიღე ამ ერთი თვის "კარანტინით"
1. მეძინება. - მეძინება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
2. მცივა - ჩემს ოთახში ახლა +6 გრადუსია ტემპერატურა და ეს დიდი არაფერი დისკომფორტი იყო ჩემთვის. მაგრამ აი ახლა უკვე ვატყობ, რომ მცივა.
3. ვჭამ - იმის გამო, რომ კომპიუტერი გამო ჭამა აღარ მავიწყდება, ვჭამ და ვჭამ თუ მაქვს ამის საშუალება და გავხდი 95 კილო.
4. რამდენიმე ადამიანი ფაქტიურად გაიქცა ჩემგან - დესფიქებლი მე! :)
5. გეიმერული წიკები დამრჩა - ვერაფრით ვერ მოვიცილე გეიმერული წიკები, რომელთა მოშორების იმედი მქონდა კარანტინის გამო. განსაკუთრებით ბიოშოკის ელექტრობოლტი.
კარანტინის დასკვნა ასეთია: გეიმერს საფლავი გაასწორებსო. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს ჩანაწერებს, რომელთაც დროთა განმავლობაში ვაკეთებდი ხოლმე (ისტორიისათვის :) )
04.02 - რატომ გადავწყვიტე კარანტინი? პაცან სკაზალ - პაცან სდელალ!
07.02 - უაკაწაკაააა! @ ბექა გიგაური - არ მახსოვს რატომ ჩავიწერე.
09.02 - დავლიე 2 ცალი რედ-ბული. ველოდები შედეგს.
11.02 - მართლაც რომ არაფერი ეფექტი ქონდა. რეზისტენტული ვყოფილვარ ენერგოგამაღიზიანებლებზე. - ანუ რებ ბულზეც, ყავაზეც და ვაფშე რა..
12.02 - ბლინ, ნე სმეშნო! :@ ისევ ეს მეგრელი! მა მიორექ მარგალ' :ბენზაპილა: - საიდან გაიგო ამ ბიჭმა სად დადის ეს გოგო, ა? :@
13.02. - ..რა ხანია დაგეძებდი სანთლით. და გიპოვე დაბნეული სადღაც შორს.. - სდოჰნი, შე გოიმო! :პ
14.02 - მე იმის ჩამომთრევს (ცენზურა).. - ლაპარაკია ახალ პროგრამაზე.
15.02. - გესტაპო და ყველაფრის კონტროლი უკეთესი შრომის ნაყოფიერებისათვის? - როგორც ჩანს მართლა არავის უნდა ენდო.
21.02 - მემგონი გავუგეთ ამ ოხერს. მარა ორმაგი სირბილი მიწევს. :(
23.02 - ნერვები გამფუჭებია.. პლუს ეს $#@ლი მათემატიკა.. - ჩემს ნაპარნიკს ვიღაც კლიენტის გამო ვეუხეშე. აშკარად გაფუჭებული მაქვს ნერვები..
24.02. - ჯო, ცოტა რომ მოთბეს და ველიკს დავუბრუნდე, არა? - შეძრწუნებულმა აღმოვაჩინე, რომ ბანკში მისვლიდან 4 წელიწადში თითქმის 20 კილო მოვიმატე.
26.02. - დედ ზონ + ალიენ ანტოლოჯი + ლიქუიდატორ - თამაში გამოვა მკვლელი - აჰა, ისევ თამაშებზე ვფიქრობ და სერიოზული ფლეშ ვეშის იდეა მომივიდა.
27.02. - ..ღმერთო, საფრთხობელა მყვარებია.. - კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი ლექსის სიმართლეში.
27.02. - დავაყენე ფლეშ პლეერ 10.1 და იუტუბი გაყო შუაზე. მადლობა პატრულს.
28.02 - მთელი თვეა 12 ზე გვიან არ დამიძინია და 2 ხდება ახლა. ბლიააა!!!
01.03 - კარანტინი მორჩა, მარა რაი მერე?