Sunday, October 30, 2011

ველქამ 2 სტეფანწმინდა, სოლჯერ!

ჰაიუშკი! როგორც არ მოგეხსენებათ, 18 სექტემბერს გახლდით სტეფანწმინდაში, რომელ არს იგივე ყაზბეგი. ჰოდა იმის გამო, რომ საერთოდ არ მაქვს აღარაფრის შემქნის დრო და ნერვები, აქამდე ვერ მოვახერხე დაწერა. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზღაპარში.

დარიალისკენ მიმავალი გზა არის უმშვენიერეს მდგომარეობაში, ასე რომ ველოსიპედითაც კი არ შეგექმნებათ პრობლემა ზედ მოძრაობისას. სხვა საკითხია რა დრო დაგჭირდებათ.. ყველა შემთხვევაში, სექტემბრის დასაწყისში საერთოდ არ ცივა და როგორც ბოროტმა უძლეველმა ხმებმა მითხრეს, იმდენი თბილი ტანსაცმელი არ დამჭირვებია.



Saturday, October 8, 2011

გასეირნება სიონის წყალსაცავზე

როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბევრი დამიგროვდა დასაწერი თქო. ასე რომ აპრობირებული მეთოდით ვხსნი სურათებით სავსე საქაღალდეს, მივყვები სურათეს და ვიხსენებ სიონის წყალსაცავზე გატარებული დროს, რომელიც იყო ამა წლის 30 ივლისს.


მაშ ასე: სიონის წყალსაცავი არის არმისული თუშეთში, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში. მისკენ გზა მიდის როგორც სტეფანწმინიდს მხრიდან, ისე თბილისის გავლით გლდანიდან. მაგრამ საბანაო ადგილები არისო გლდანიდაო, ასე რომ.. თუმცა მივყვეთ რიგის მიხედვით.


ეს არის ჩვენი აღჭურვილობა. გარდა ორი კარავისა და სამი საძილე ტომრისა, აქ არის ორი საცურაო კამერა, მზისგან დამცავი ქოლგა, რამდენიმე ქვეშსაგები, პლედი, ქვაბები, თეფშები, ჭიქები, შეშა, შამფური და რაც მთავარია - ანკესი! დიახ, სიონის წყალსაცავზე იმდენი თევზია, შეიძლება შემოეჭამო რომელიმეს.


თუ გლდანის "ბღატისლავა"-ს არ მივიღებთ მხედველობაში  - გზა მოჭარბებულ სიმწვანეში გავიარეთ. ფრაზა "ვაიმე, რა მაგარია!" უძაანესად შემოგვაცვდა - უფრო უკეთესი აღფრთოვანების გამომხატველიც რომ ვერაფერი მოვიფიქრეთ.. არადა გარემო მართლა ლამაზია.

Sunday, October 2, 2011

რაღაცნაირი ტესტები

თანამშრომელმა გამომიგზავნა ეს ტესტები და გადავწყვიტე აქაც დამედო. პირველი ყველაზე საინტერესოა, მეორე ყველაზე უაზრო, მესამე ყველაზე პიზდეცინტელექტუალური. მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრობით:

ტესტი N 1


ეს ტესტი მაქსიმუმ 10 წამში უნდა გააკეთო და შემდეგ ქვემოთ ნახე შედეგები...

 დათვალე რამდენი “F”-ია შემდეგ ტექსტში:

+++++++++++++++++++++++++++
FINISHED FILES ARE THE RE-
SULT OF YEARS OF SCIENTIF-
IC STUDY COMBINED WITH THE
EXPERIENCE OF YEARS
+++++++++++++++++++++++++++

მზადაა! კარგად დათვალე?! ოკ! რამდენია? სამი?

შეცდომაა. 

არის ექვსი „F” ? ეს არაა ხუმრობა...
დათვალე კიდევ ერთხელ თუ არ გჯერა...
ახსნას ახლავე მოგართმევ... ჩვენი ტვინი სიტყვას „OF” ვერ აღიქვავს სინამდვილეში...
გასაკვირია არა? ვინც პირველივე დათვლაზე თქვა, რომ ექვსი „F”-ია, ის გენიოსია, ვინც თქვა 4 ან 5 ის განსაკუთრებული შემთხვევაა, ვინც 3–იაო ის სავსებით ნორმალურია, ვინც ნაკლები დათვალა, აჯობებს სათვალე იყიდოს!


ტესტი N 2

ოდესმე გიფიქრია შენი გონებრივი შესაძლებლობები საშუალოა თუ განსაკუთრებული?
თუ ამ ტესტს ნორმალურად გააკეთებ, გექნება ამაზე პასუხი...
არაფერი ჩაინიშნო და შემდეგზე არ გადახვიდე სანამ წინას არ გააკეთებ.

15+6

3+56

89+2

12+53

75+26

25+52

63+32

ახლა ჩაიფიქრე ერთი რომელიმე ნივთი და ერთი რომელიმე ფერი!

ახლა კი წაიკითხე დაბლა....

წითელი ჩაქუჩი ჩაიფიქრე არა??????????

თუ არა, ეკუთვნი იმ 2%–ს რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ....
  
98% ფიქრობენ წითელ ჩაქუჩზე....


ტესტი N 3

აიღე ერთი სუფთა ფურცელი და დახატე ღორი...
სანამ ღორს არ დახატავ არ წაიკითხო ქვემოთ ეს ტესტი.... არ მოიტყუო!!! მზადააა? დარწმუნებული ხარ? ეს ღორი არის შენი ფსიქიკის ანარეკლი...








თუ ეს ღორი შენ, ფურცლის ზედა ნაწილში დახატე... –ოპტიმისტი ხარ.
თუ ეს ღორი შენ, ფურცლის შუა ნაწილში დახატე  ... – რეალისტი ხარ.
თუ ეს ღორი შენ, ფურცლის ქვემო ნაწილში დახატე... – პესიმისტი ხარ.


თუ ღორი მარცხენა მხარეს იყურება– შენ გჯერა ტრადიციების, მეგობრული ხარ და ყველას დაბადების თარიღები გახსოვს.

თუ ღორი მარჯვენა მხარეს იყურება– აქტივისტი ხარ, მაგრამ ოჯახზე არ ხარ მაინც და მაინც მიბმული, და გგონია რომ დაბადების დღეები და იუბილეები არც ისე მნიშვნელოვანია

თუ ღორი პირდაპირ შენ გიყურებს,–შენ იძახი იმას რასაც ფიქრობ და არ გეშინია ჩხუბის

თუ შენ ღორს 4 ფეხზე ნაკლები  დაუხატე ეჭვებში ხარ და ცხოვრებაში რაღაც გარდატეხას ელოდები

თუ 4 ფეხი დაუხატე, მაშინ თავდაჯერებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ

თუ ღორს დიდი ყურები დაუხატე, მაშინ მზად ხარ სხვებს მოუსმინო და დაეხმარო, რაც დიდია ყურები მით უკეთესი...

თუ შენ ღორს 4 ფეხზე მეტი დაუხატე– იდიოტი ხარ!


Saturday, October 1, 2011

მამას სიხარულები


4 მეგობარი, რომელთაც ერთმანეთი 30 წელი იყო არ ენახათ, შეხვდნენ ერთმანეთს ფართიზე,რამდენიმე ჭიქაც გადაჰკრეს და შემდეგ ოთახში გავიდნენ სალაპარაკოდ.

ერთმა მეგობარმა თქვა: ,,ჩემი ბიჭი მამას სიხარული და სიამაყეა. მუშაობა დაიწყო ერთ-ერთწარმატებულ კომპანიაში, სწავლობს ბიზნესსა და ადმინისტრირებას, სამუშაოზე ნელ-ნელა მოწინავე პოზიციებზე ინაცვლებდა და ახლა უკვე კომპანიის პრეზიდენტია. ისეთი მდიდარი გახდა, რომ დაბადების დღეზე თავის მეგობარს ბოლო მოდელის მერსედესი აჩუქა. ”



მეორე მეგობარმა თქვა: ,,ძალიან კარგი. ჩემი ბიჭიც მამას სიხარული და სიამაყეა. მუშაობა ავიაკომპანიაში დაიწყო, შემდეგ პილოტობა მოისურვა და სწავლაც დაიწყო. ამასთანავე კომპანიის პარტნიორიც გახდა და აქტივების უმრავლესობას ფლობს. ისეთი მდიდარია, რომ თავის მეგობარს დაბადების დღეზე რეაქტიული საჰაერო ხომალდი აჩუქა. ”



მესამე მეგობარმა თქვა: ,,ჩემი ბიჭიც მამას სიამაყე და სიხარულია. საუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარა და ინჟინერი გახდა. შემდეგ საკუთარი სამშენებლო კომპანია დააარსა და მულტიმილიონერი შეიქნა. ამის წინ თავის მეგობარს 30,000 კვადრატული მეტრის სახლი აჩუქა დაბადების დღეზე. ”



სამი მეგობარი ერთმანეთს გადაეხვია და ულოცავდნენ გახარებულები, რომ ასეთი წარმატებული დაკარგი ბიჭები ჰყავდათ. მეოთხე მეგობარი შემოტრიალდა და ჰკითხა: ,,ვისთვისაა განკუთვნილიახლა ეს მილოცვები?” ერთ-ერთმა უპასუხა: ,,ჩვენ გვიხარია ასეთი კარგი შვილები რომ გვყავს, შენ ბიჭზე რასგვეტყვი?” მეოთხემ უპასუხა: ,,ჩემი ბიჭი გეია და სტრიპტიზ ბარში მუშაობს სტრიპტიზიორად”.




სამი მეგობარი აღშფოთდა და ერთხმად ჩაილაპარაკეს: ,,რა სირცხვილია.. რა იმედგაცრუებაა..” მეოთხემ კი თქვა: არა, მე არ მრცხვენია, ის ჩემი შვილია და მიყვარს. ამასთანავე არც ისე ცუდი ბიჭია, მისი დაბადების დღე 2 კვირის წინ იყო და საჩუქრად 30000 კვადრატული მეტრის სახლი, საჰაერო ხომალდი და ბოლო მოდელის მერსედესი მიიღო, ეს ყველაფერი მისმა სამმა ბოიფრენდმა აჩუქა.