Thursday, September 30, 2010

ჩემი შეყვარებულები

პოსტს ტაგი აქვს "გართობა" და არა "აზრები", ასე რომ უფრო მეტად აქეთკენ უნდა იყოს მიმართული წესით და რიგით შინაარსი. მწარეც ტკბილად მოგაგეონდეს პონტში. მოკლედ, დავიწყოთ.
1. პირველი სიყვარული ბაღში მეწვია. დედი, რატომ გიყვარს აქსანა - მეკითხება დედაჩემი. რუსული იცის - ჩემი პასუხი. დიაღ - მრავალი წლის მერე მეუბნება დედაჩემი - შენ ყოველთვის აქცევდი ყურადღებას განათლებასო. მარა რა იცოდა ახლა ბაღის ბალღმა განათლება და მისთანების ყურადღების მიქცევა? ლამაზი სომხის გოგო იყო ეტყობა და ღია ფერის გეტრებს იცვავდა. არ მახსოვს ზუსტად როგორ გამოიყურებოდა, სავარაუდოდ ჩემი ბაღის სურათზე უნდა იყოს (აი, გაყვითლებულ სქელ ქაღალდზე რომაა შავ-თეთრად დაბეჭდილი, შუაში რომ სქელი მასწავლებელი ზის და გარშემო ბავშვები ზოგი ზის, ზოგი დგას და ყველას რომ შეშინებული სახე აქვს, ასეთ სურათზე) რუსული კი მეც ქე ვიცოდი. :)
2. მეორე შეყვარებული უკვე სკოლის დროს მყავდა. ცირა ერქვა და ყველაზე მაღალი გოგო იყო. უფ, დამანებე თავი, სომეხისა და ოსის ნაჯვარი - აგდებით ამბობდა დედა. მე კიდევ არასოდეს ვანიჭებდი ამას დიდ ყურადღებას. მთელმა კლასმა იცოდა რომ ცირა მიყვარდა. მერე რა, რომ დერეფანში დავიჭირე და ძალით ვაკოცე სადღაც მე-4 კლასში? მე-7 კლასამდე შორით ალვა და შორით დაგვამ ვერაფერი სარგებელი ვერ მოიტანა. ძირს რუსთაველი!
3. უნივერსიტეტში არ ყოფილა ისეთი არც ერთი გოგო, ვისაც შეიძლება თვალი დაგედგა და საერთოდაც, მაგარი საბანძეთი იყო უნივერსიტეტი რა! აე, ყანაა! თუმცა ამ დროს მუშაობა დავიწყე შეთავსებით და მაშინ მოხდა გარდატეხა ცხოვრებაში. 2002 წლის 27 ნოემბერი? მემგონი დამავიწყდა თარიღი, როდესაც თამუნა ოფისში შემოვიდა. ასეთი სილამაზე არსად მენახა.. და ასეთი გულცივობაც. 2002 - 2004 წლებში აქტიურად ვცდილობდი მისი გულის დაპყრობას. რა მოგწონს მაგაში, ცარიელი თმებია - არ მოიწონა თმაჩანჩქერა გოგო დედაჩემმა. მაგრამ მე მოვიწონე. ცუდი ისაა, რომ არ მომიწონა თამუნამ. ამიტომ 2004-2008 წლებში არც არაფერი შეცვლილა ამ კუთხით. 2008 წლის 6 აგვისტოს ზღვიდან ჩამოვიდა და ვნახე, 8 ში ომი დაიწყო, ხოლო 25 ში გათხოვდა. რაღაც საოცრად ჩამწყდა სულში და 2 კვირა დამჭირდა ღრმულის ამოსავსებად.
4. თამუნას მერე თითქმის დავკარგე ყველას მიმართ ინტერესი. ერთგვაროვანი და ერთფეროვანი მასა, ჟესტის ბოზები, ფულზე დაფეთებულები და მარტო გართობის მოყვარულები.. ასე გაიარა თამუნა2-მა, ნატომ, თამუნა3-მა, ნინომ, გვანცამ, სოფიომ, თეამ.. შვილიშვილი მინდა - მიჩიჩინებდა დედა. მაპატიე დედა, მაგრამ ნება მომეცი მე გადავწყვიტო ეს საკითხი.
5. არასოდეს მომწონდა ლურჯი თვალები. არადა მე მაქვს. ყოველთვის თამუნას თბილი თაფლისფერი მახსენდებოდა (თაფლის სანთლები ვით იწვიან ტაძრის კედლებზე, მეც ასე ვიწვი თაფლისფერი თვალების ცეცხლით..), როდესაც პრინციპების საწინააღმდეგოდ ცხოვრებაში შემომეჭრა რიჟრაჟისფერთვალება გოგო. ის რას შემოიჭრა, თავის საქმეს აკეთებდა. მაგრამ მაინც შემოიჭრა.. ჩემი შეფასება: "თითქმის იდეალური ჰარდი". ცუდი ისაა რომ ჰარდს იდეალური სოფტი არ აღმოაჩნდა. რას ერჩი, მშვენიერი გოგოა - დედაჩემს შვლიშვილი უნდა. მე კი მინდა ჩემს შვილს აქტიური დედა ყავდეს და მისი დაძინებისას მინიმუმ თვითონ არ დაეძინოს. დეკემბრიდან ვიდრე ივნისამდე.. მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე. აგერ, პიკოლინა ამბობს, თუ ხედავ რომ კიდიხარ, დროზე უნდა დაშორდეო. ქალია, შენ რომ უცებ გინდა ყველაფერი, მასე კი არ ხდება - როგორც ხვდებით ეს ისევ დედაჩემია. დედა, შენ რა თქმა უნდა მართალი ხარ, მაგრამ არ შეიძლება ადამიანს ვალენტინობაზე ვარდები აჩუქო და იმან გითხრას რატომო..
6. სრული ფრიგიდულობა. ქალი - ქუხნაში. დიჯეი - ბლოგზე. რამე უფრო სასარგებლოთი ვიფიქრე დავკავდები თქო და დავიწყეთ თარგმნა. ასე ვთარგმნე მეტრო 2033 ის 6 თავი, სტალკერის მთელი ტექსტი, მაქს პეინის რამდენიმე თავი.. დავტესტე რამდენიმე პროგრამა და ვატყობ, რომ სამწუხაროდ ფულისკენ გამიჩნდა მიდრეკილება.
7. რას ვითხოვ? დასვენება მინდა. მინდა გამოვიძინო და ენერგიულად ავდგე. ცუდი ისაა, რომ დასვენება დაღლად მექცევა ხოლმე, ძილით კი ვერ ვისვენებ. წავიდე თავი მოვიკლა რა ვქნა? რომ დამევასოს, მერე?!

Saturday, September 25, 2010

კაფე (თუ სახინკლე) "შადრევანი"

ენ თარო ადუნ! ვაგრძელებ გორში მდებარე ობიექტების აღწერას. დღეს ვიყავით კვების ობიექტ "შადრევანში", რომელიც იმყოფება სასტუმრო "ინტურისტის" გვერდით და სადაც თავის დროზე იყო: კაფე "შადრევანი", ტოტალიზატორი (მემგონი) და სურსათის მაღაზია. ბოლო რეორგანიზაციის შემდეგ აქ ჩატარდა რემონტი და საბოლოოდ მივიღეთ სახინკლე, რომელსაც ავღწერ ქვემოთ.
გარედან აღნიშნული ობიექტი დიდი არაფრით იქნებოდა გამორჩეული რომ არა ფანჯარაზე ჩამოსული "ჩანჩქერები". ასეთ წყლის ეფექტს მრავლად იყენებენ და შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ წარმატებული მიგნებაა.

ფერები გადაწყვეტილია თეთრში და ყავისფერში. ინტერიერი არის მყუდრო, აქვს 4-6 კუპე დაბლა, რომელშიც შეიძლება დაეტიოს 8-10 კაცი. ასევე დარბაზის შუაგულში იმყოფება არც თუ დიდი მოშადრევანო ფერად ნათურებიანი რაღაც, ხოლო მეორე სართულზე ამავალი კიბეები იქ ვიპ კუპეების არსებობის იმედს იძლევა. ასევე დარბაზის ბოლოში არის გაურკვეველი დანიშნულების ტახტი, რომელიც სავარაუდოდ გრადუსში მყოფი სტუმრების შადრევანისთვის საცქერლად დგას.

მენიუ აქვთ ჩვეულებრივი. ერთი განსხვავება რაც იყო, ტეკილა, მარტინი და მსგავსი სასმელები უწერიათ მენიუში, მაგრამ აქვთ თუ არა არ ვიცით. მსგავსი ვარაუდის  გამოთქმის უფლებას მაძლევს შეკვეთილ "პილმენი ქოთანში"-ზე მისი არ ქონის მიზეზით უარის თქმა. მომსახურება არის კარგი, ცვლიან თეფშებს, შეკვეთამ არ დააგვიანა. უარყოფითი მხარეებიდან მინდა ავღნიშნო დამახასიათებელი სუნი, ხელსაწმენდების კრიტიკულად მცირე რაოდენობა და ხინკლის ფრიად არასავაჭრო გარეგნობა. ასევე ამავე ხინკლის ზედმეტად სქელი ცომი (ისე რომ კუჭების მოყვარულებო, გაიხარეთ) და ასევე ზედმეტად ცოტა წვენი. პლუს ამას არ ქონდათ არც ერთი ქართული ლუდი, ნატახტარს ვინ ჩივის, საერთოდ არაფერი იყო ქართული.

საერთო შეფასებაა 5/10 - ნორმალური სახინკლე ისეთი ქალაქისათვის როგორიც გორია. რომანტიკული გარემოს მოწყობა არ გამოვა, რადგან დავლანდე არც თუ მძიმე ყოფაქცევის ადამიანები იქ.

Monday, September 20, 2010

ჩემი სტრაიკბოლის პირველი თამაში

სტრაიკბოლის ისტორიით დავიწყოთ. 1945 წელს კაპიტულაციის შემდეგ იაპონიას აეკრძალა იარაღის ქონა. თუმცა ქართველებისა არ იყოს და იაპონელებიც მაგარი ნიჭიერი ერია, ეგაა ზარმაცები არ არიან. ხოდა მოიგონეს ნამდვილის ზუსტი ანალოგი (ზომა, წონა, აქსესუარები) სათამაშო იარაღების წარმოება და მისით ვარჯიში. შემდეგ ეს დისციპლინა უფრო ფართოდ გავრცელდა და შემოაღწია საქართველოშიც, სადაც არსებობს

საქართველოს აირსოფტის ფედერაცია (G.A.F). ფედერაციის საიტი იხილეთ აგერ, ხოლო მოკლედ რომ გითხრათ, ესაა ძალიან ბევრი პროფესიის ადამიანთა გაერთიანება, რომლებსაც ერთი მისწრაფება აქვთ: ითამაშონ ომობანა. ოღონდ ომობანა რბილად ნათქვამია, ეს თამაში ხომ სამხედრო წვრთნას არაფრით ჩამოუვარდება. წვრთნისათვის დაგჭირდებათ მინიმალური აღჭურვილობა, რაც გულისხმობს იარაღს და სათვალეს. ყურადღება! დაუშვებელია სათვალის მოხსნა საწვრთნელ პოლიგონზე მისვლიდან წამოსვლამდე. ბრმა პლასტმასის ტყვიას თავისუფლად შეუძლია თვალის გამოთხრა. უკეთესი აღჭურვილობა კი უკვე თქვენს ჯიბეზეა დამოკიდებული. მე მაგალითად საშუალო დონის აღჭურვილობით ვიყავი და ეს გულისხმობდა ავტომატ მ4-ს 130 დოლარად, ტყვიებს 15 ლარად, დამცავ ნიღაბს 50 ლარად, კოლიმატორს 80 ლარად, თათმანებს 20 ლარად და კომუფლიაჟს 50 ლარად. (სულ დაახლოებით 250 დოლარის ამბავია)
პირველი შთაბეჭდილება, რომელიც დარჩებოდა შეკრების ადგილზე მისულ ადამიანს, ეს იქნებოდა შეშფოთება. წარმოიდგინეთ მინიმუმ 30 და მაქსიმუმ 70 სამხედრო ფორმაში ჩაცმული და ზოგი იმდენად კბილებამდე შეიარაღებული, რომ წყლის თერმოსებით ზურგზე და სამუხლეებითაც კი აღჭურვილი გაურკვეველი მიზნების ახალგაზრდობა, რომლებიც იარღებს იქნევენ, დადიან, უმიზნებენ და რაც ყველაზე გულის გასახეთქია - ისვრიან კიდეც. თუმცა მცოდნე კაცისთვის ესენი ახლობელი ადამიანები არიან. ესენი ისინი არიან, ვისთან ერთადაც შემდგომში მოგიწევს

 შეკრება. მინდა შენიშვნა დავწერო და 10 საათზე დაბარებული ადამიანი რომ მოვედი 10 საათზე და სადღაც საათნახევარი ველოდე ხალხის შეკრებას, ამას დისციპლინა არ ქვია მემგონი. ხოლო თვითონ ბრძოლა კი ასე მოხდა: თავიდან იყო სცენარი. მაშ ასე, წარმოიდგინეთ, 3 სახლი სადღაც 3 ჰექტარ ფართობზე, ტყიანი, ხევიანი, გზიანი, მინდვრიანი.. კაროჩე, მაგარ ცვალებად გარემოში. ამ სამი სახლის გარდა კიდევ არის შენობები, ხოლო ამ სახლებში ინახება ტვირთი, რომელიც შემტევმა ჯგუფმა უნდა გამოიტანოს. თავის მხრივ სახლებს იცავს და დანებებას არ აპირებს მეორე ჯგუფი. შემტევი ჯგუფი იყო ორი და ორივე მტრულად განწყობილი. მოკლედ, სცენარი ისე იყო, რომ ესროლე ყველაფერს რაც მოძრაობს თუ ის შენიანი არაა. :)
ახალბედები, რომელთა ძირითად ნაწილი ჯგუფ "ამბრელა"-ში მოვხვდით, აღმოვჩნდით შემტევ ჯგუფში. მეთაურმა დაგვყო მზვერავ და მათ მიმყოლებად და წავიდა ბრძოლა. საერთოდ ეს არ აღმოჩნდა ქოლ ოფ დუტი ან მედალ ოფ ჰონორი ან თუნდაც იგივე გადაღეჭილი ქაუნთერ სტრაიკი. ტყე.. თითო ნაბიჯის დადგმა სამშობლოს გამყიდველ ხმას გამოცემს. ნელ-ნელა ხევი ციცაბო ხდება. ნიღაბი სუნთქვას უშლის ხელს. ხოლო დაორთქლილი სათვალიდან თითქმის არაფერი ჩანს. წინ მზვერავი მიდის. უკან 4 მებრძოლი მივყვებით.. მოხრილი ხელი და მუშტი! ადგილზე გავიყინეთ. ორი კაცი წინ და ქვემოთ წავიდა სადარაჯოდ, დანარჩენები ავფოფხდით მაღლა. შენობა.. სიჩუმე.. გულის ბაგაბუგი მესმის. ღრმად გინდა სუნთქვა მაგრამ ჯერ ერთი ნიღაბი არ იძლევა ამის საშუალებას და მერე სუნთქვა სამშობლოს გამყიდველ ხმას გამოსცემს გგონია. დაძაბული ვუსმენთ. სიჩუმეა. ვაგრძელებთ გზას. თითქმის ჩაკუზული ვმოძრაობთ. ოხ ეს ხმელი ტოტები. და უეცრად 9 საათზე აშკარა კამათის ხმა მოაქვს ქარს: "..მარცხნივ უნდა წავსულიყავით.. არა შეჩემა.. 11 საათზე მარჯვნივო.. მერე 11 საათი მარჯვნივაა? .." მეტის მოსმენას აზრი არ ქონდა, მთელი "ამბრელა" ხევიდან ამოვიპარეთ და უახლოეს შენობაში გავმაგრდით. ვაგლახ, არასწორში. ტვირთი მეორე შენობაში იყო.
შენობის პირველ სართულს 5 ფანჯარა ქონდა და ერთი კარი. თითო ფანჯარას თითო კაცი დარაჯობდა. მეთაური როგორღაც მეორე სართულზე ავსვი. და მერე გულის ბაგაბუგი გადაფარა ჩურჩულით ნათქვამმა: "მოდიან". ისაა გავიფიქრე "ჩერეზ მოი ტრუპ" თქო და ფანჯარაში ავტომატის ლულა გამოჩნდა. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, როდესაც ამ ლულიდან ტყვიების წვიმა წამოვიდა. აი მაშინ კი ვიკადრე ჩაკუზვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო: რიკოშეტიდან წამოსული ბურთულა აშკარად მომხვდა. ამის უარყოფა ჩეტერობაა, ჩეტერობა კი ყველაზე არაღირსეული საქციელია აირსოფტში. ასე რომ ავწიე იარაღი და გამოვედი გარეთ. გარეთ მყოფმა მტერმა დროულად ვერ დააფიქსირა აწეული იარაღი და ისე მომხვდა 20-მდე ტყვია რბილ ადგილებში, თქვენი მოწონებული. თავს იმითღა ვიმშვიდებდი, რომ პირველია და ვარჯიში მაკლია და გამოცდილება და ჰაი და ჰუი და უცებ ვხედავ მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტანი, გამოცდილი და მრავალგზის ნაომარი "მკვდარი" ზის ხესთან და ისეთ ცუდ რამეებს ამბობს ამ თამაშზე, ყურო ნუ გაიგონებ. როგორც აღმოჩნდა "ბრაზერჰუდს", რომელსაც წესით შენობა უნდა დაეცვა, გზა შეშლია, მთელი ხევი გადაუვლიათ, თან ფოტოგრაფი გოგონაც უტარებიათ და სწორედ მათი "11 საათზე" საუბარი გავიგონეთ მზვერავებმა.მერე უკან წამოსულები ჩვენმა ბუჩქებში ჩაწოლილმა მებრძოლებმა "მოხსნეს" და სწორედ ამიტომ იყო ცუდ ხასიათზე ზემოაღნიშნული მეთაური.
საწყის პოზიციაზე, ე.წ. რესპაუნზე წამოსულებმა დიდხანს ლოდინს ერთი პატარა პარტიის წათამაშებაც გადავწყვიტეთ. ახალი სცენარი ასეთია: შენობაში გამაგრებულია დაცვა და შეტევამ უნდა აიღოს შენობა. დაცვაში სადღაც 10 კაცამდე იყო და შევიდა შენობაში. აი მთელი დანარჩენი ბატალილიონი, სადღაც 40 მებრძოლამდე ისროდა და ისროდა შენობის მიმართულებით. რატატატატატა! ორი კაცი მოემზადაა! არატატატააა! ტყისკენ გაიქ.. ცარატატარტატატაა! (ორი კაცი ტყეს შეეფარა, რომ შენობას უკნიდან მოუაროს). შემდეგი ორი კაცი. რატატატატააა! მოემზადაა! (მოვემზადე) წავიდა! რატატატატაა!.. ისაა გაქცევა დავაპირე და ყოველი შემთხვევისათვის შენობისათვის ცეცხლის გახსნას ვაპირებდი, რომ უეცრად ისეთი ბრაგვანი მივიღე შიგ შუბლში, რომ ნიღაბი შეირყა და მასთან ერთად საფუძვლიანად შეირყა ჩემი საბრძოლო სულისკვეთება. ნათელია - სუფთად მომკლეს. ეეე.. ავწიე ისევ ავტომატი და მოვდივარ უკან. მერე ვხედავ, ის ორი კაცი, ტყეში რომ შევიდა, უკვე კარებთან დგას. მერე ერთმა ხელი გაიქნია კარებისკენ და ისეთი იბათქუნა რაღაცამ, ხევმა ორჯერ მისცა ექო.
შენობა აღებულია. მე კი უცებ გამახსენდა, რომ დილის 10 საათიდან და აი უკვე 4 ხდება ლუკმა არ ჩამიდია პირში. არადა ცხელა. თან მწყურია. თან მეფსია. თან მეფიქრება, გორში წამოსვლას თუ მოვასწრებ დღეს თქო საერთოდ. კიდევ კარგი ნიკა, რომელმაც პოლიგონზე ამომიყვანა (ღმერთიც გაახარებს, მაგარი კაცია), ისიც მასე ფიქრობდა. ერთი კაი ხინკალი.. იფ, იფ.. კაი, მშია რა! კატლეტი? კარტოფილით.. იფ, იფ.. ააა, გაჩერდით! იფ იფ.. :) დღე რომ შევაჯამოთ, სამხედრო ნათლობა მივიღე. ცუდი ისაა, რომ არც ერთი ტყვია არ გამისვრია მტრისკენ. ფიზიკურად ვერ მოვასწარი. არადა მეგონა რეაქცია კარგი მაქვს თქო. არადა "მშიერი ჯარისკაცი ცუდი კარისკაცია". ლეიტენანტ წიკოს თუ დავუჯერებთ "ჯარისკაცს არ შია, არ სცივა, არ ეძინება". იმედია ეს თვისებები თანდათან გამომიმუშავდება. ახლა კი ველოდები შემდეგ წვრთნას. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.

Sunday, September 12, 2010

განსხვავებული სასმისი - ახალი მიდგომა

საუკუნეების მანძილზე ყანწი ითვლებოდა ღვინის დასალევ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ჭურჭლად. თასისაგან განსხვავებით (შემდგომში ჭიქისაგან), დაუცლელი ყანწის დადგმა გამორიცხული იყო - ღვინო აუცილებლად გადმოიქცეოდა მისგან და საყოველთაო დაცინვის ობიექტი შეიძლება გამხდარიყავი.
მე-20 საუკუნის 40 იანი წლებიდან შემოდის "განსხვავებული სასმისის" ცნება. ეს ის პერიოდია, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებს ან სამყარო ამ ომისგან მიყენებულ იარებს იშუშებს. ყველა ზედმეტად შეჭმული და დალეული, ყველა "განსხვავებული", დიდი ზომის საკვები ფრიად სასურველი გახდა. დროთა განმავლობაში "განსხვავებული სასმისის" დალევა ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყველა სუფარზე ისმევა. თუმცა ყველა წესს აქვს მისი არმიმდევრები და ზოგი ნებით და ზოგიც უნებლიედ ამ განსხვვავებულიდან ღვინოს "იპარავს", არ სხვავს ბოლომდე.
სურათზე ნაჩვენებია გელა ზერეკიძე - ჩვენი იურისტი და უცვლელი თამადა. როგორც შეამჩნიეთ, მას საჩვენებელ თითზე აქვს ფანტას (კოლას, სპრაიტის, პეპსის..) ბოთლის ზედა ნაწილი ჩამოცმული, რომელიც სავსეა ღვინით. მეგობრებო, ესაა მის მიერვე მოგონილი მარტივი და გენიალური გზა, რომელიც ფრიად სასარგებლოა ორ მხრივ:
  1. შეუძლებელია დაიმალოს დარჩენილი ღვინის რაოდენობა, რაც სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ყანწის შემთხვევაში. იმის გამო, რომ ეს "სასმისი" თითზეა წამოცმული, დაუცლელობის შემთხვევაში ღვინო მსმელს დაესხმევა. სხვანაირად გამორიცხულია ეს "სასმისი" თანამესუფრეს გადააწოდო, თუ არ დაცლი ბოლომდე.
  2. ასეთი უცნაური "სასმისი" საყოველთაო მხიარულების საგანი ხდება. იმის გამო, რომ ზოგი თითი შეიძლება არ ჩაეტიოს, ან პირიქით, ზედმეტად ჩაეტიოს და ადგილიც დარჩეს ბოთლის ყელში, საჭირო ხდება მთელი რიგი მანიპულაციების ჩატარება, რათა სითხე არ დაიქცეს ამავე დროს ეს მანიპულაციები ერთობ თავშესაქცევი საყურებელია.
შეიძლება ისე მოხდეს, რომ მხოლოდ შუა თითი ჩაეტიოს "სასმისის" ყელში. ამ დროს სასარგებლოა გამოიყენოთ ფრაზები: "თითიც რამხელა ქონიაო" - სითხეში თითი მართლაც დიდი ჩანს. "არიქა მოიღუნაო (თითი). არა უშავს, ხანდახან ისიც (ანუ ისიც.. ნუ, რა ვერ მიხვდით..) იღუნებაო", "ნახე როგორ გემრიელად შეუდოვო (თითი)" - ალტერნატივებია შეუცურა, შეურჭო და მისთანები. და ეს ყველაფერი არაა. ზემოაღნიშნული სასმისი იდეალურია საველე პირობებში პურის ჭამისას. ხოლო სადაც საველე პირობებში პურისჭამაა, იქაც ერთი ჭკუის ხალხია. შესაბამისად სიცილი და გართობა არ მოგაკლდებათ.

Saturday, September 11, 2010

კარანტინი ანუ გადავაგდოთ კომპი სიგარეტივით

კომპის გადაგდება სიგარეტივით. დიაღთ! მე ერთი კვირა, კერძოდ 4 სექტემბრიდან ვიდრე 11 სექტემბრამდე, ანუ დღემდე არ ვმჯდარვარ კომპთან. ბოლომდე მიტოვება არ გამოვიდა, ამიტომ "ადნაკლასნიკების" სტატუსით, რომელიც იუწყებოდა რომ "მორჩა! ერთი კვირა კარანტინია! არანაირი ბლოგი, ფორუმი, თამაში და მამაძაღლობა" ვამცნობე სამყაროს კომპომანიის მიტოვების შესახებ. მაგრამ მოდი დავიწყოთ ბოლოდან და იხილეთ ჩემი ჩანაწერები.
  • 11.09 (დღეს ანუ) - ოო, არადა ვაპირებდი სკრა-კოშკების მიმდებარე გზის გამოკვლევას. ეს გზა წესით ქარელში ჩადის. არადა სამუშაო დამრჩა ოხრად და იძულებული გავხდი გადავსულიყავი და მიმელაგებინა. ეჰ, კაი ვიდეოს კი ვაპირებდი. ბლია, მემგონი გაცივდი. ამინდი მართლა მაგრად აირია. გავარტყი ამერიკელებს თავის ტერაქტით.
  • 10.09 - ეს მარხვის შენახვას გავს, არა? ხვალე ლაშქრობა მინდოდა, მაგრამ მუშობა მომიწევს.
  • 09.09 - გვიანობამდე ვმუშაობდი. კომპი? და რა არის ეგ? ვაიმე როგორ მეძინება..
  • 08.09 - ინტერნეტში რაღაცის მოძებნა მინდოდა, მარა მაინც არ დავჯექი. ახლა ოჯახთან ერთად ხინკალს ვჭამ.
  • 07.09 - ხანდახან მახსენდება კომპი და თამაში. ვუყურებ ფეხბურთს. მეძინება.
  • 06.09 - წათამაშების სუსტი სურვილი. გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება. ადნო დამიბლოკეს.
  • 05.09 - გავიდა ერთი დღე. გვერდითი ეფექტები: ბევრს ვჭამ, ბევრი მძინავს, ვუყურებ ტეენტე კომედიას.
სიმართლე გითხრათ არც ახლა მქონდა დიდი სურვილი ინტერნეტში შემოსვლის. უბრალოდ უპასუხისმგებლობაში არ მინდა რომ ჩამეთვალოს ასეთი უეცარი გაქრობა. ხანდახან შესანიშნავი დასაბლოგი თემები მომდის თავში, მაგრამ ჩაწერით არ ვიწერ. კაროჩე შემოვივლი ხოლმე და აბა თქვენ იცით, ძალიან არ იღეღელავოთ.

Saturday, September 4, 2010

ტელესიყვარული

ტელე - ლათინური სიტყვაა და მანძილზე მყოფს ნიშნავს (ტელეფონი - მანძილზე ლაპარაკი. ტელესკოპი - მანძილზე ხედვა). სიყვარული - ქართული სიტყვაა და კითხვაზე "რას ნიშნავს ის" რა გიპასუხოთ, ხ^%$ი ევო ზნაეტ. სამაგიეროდ ახლა მოგიყვებით ამბავს, რომელიც მანძილზე სიყვარულის ფულიან ამბავს შეეხება.
ეს სურათი რა შუაშია მარა საკაიფოა

მოკლედ, ამ რამდენიმე დღის წინ ერთმა თანაფორუმელმა იკითხა, გორში ყვავილების გაგზავნის ონლაინ სერვისი თუაო. წაკითხვის მომენტში ცოტა არ იყოს და გრადუსში ვიყავი და ვუთხარი - მე ვიქნები შენი ონლაინსერვისი, რა უნდა გავაკეთო თქო. აღმოჩნდა, რომ გოგო ყვარებია და ზუსტად დღეს დაბადების დღე ქონია იმ გოგოს და 18 წლის შეიქმნა და ამ ბიჭს სდომებია 18 ვარდიანი თაიგულის მირთმევა, მაგრამ ვერ ახერხებდა ბათუმიდან.. ხომ ხვდებით რა. "მეიქ ლავ" - მითხრეს მარჯვენა ყურში. "ენდ ვარ" - დაამატეს მარცხენაში. მეც ავდექი და დავიარე სადაც ყვავილების სალონები ვნახე, გადავიღე სურათები, გავიგე ფასები, დავჯექი და გავუგზავნე. იმანაც აარჩია რომელი ყვავილებიც უკეთესი იყო და გადმომირიცხა ფული მათ შესაძენად.

სურათზე ისე არ ჩანს, მაგრამ მართლა გრანდიოზული თაიგული გამოვიდა. პლუს სალონმა უზრუნველყო ყვავილების ადგილამდე მიტანა, რისთვისაც მადლობა პატრულს. ჩემს მიერ საერთო გავლილმა მანძილმა შეადგინა 10 კმ-მდე, დაიხარჯა თანხა 70 ლარი, მისიის შესრულებაზე ზრუნავდა ი.მ. დიჯეი გურო და ბიძაშვილი (გიტარიანი). დაბოლოს მინდა გკითხოთ: ხალხო, თქვენ გწამთ ასეთი რამეების?
წმინდა რომანტიკული ზრახვების მიმღმა წმინდა მერკანტელისტური იდეებიც განხორციელდა. საქმე იმაშია, რომ 18 ვარდის საყიდლად 36 - 45 ლარია საჭირო. უფრო იმიტომ, რომ 3.5 ლარიანი ვარდების სალონი, რომელიც მოეწონა ბიჭს, დახურული იყო. ამიტომ მომიწია 2.5 ლარიანების ყიდვა, რომლებიც არაფით განხვავდებოდა 3.5 იანებისაგან. შედეგად ჯიბეში წავიდა 70 - 45 = 25 ლარი. ხომ ვარ წანწკლა? არადა აი ახლა პირიქით ვთქვი ყველაფერი. :( საქმე იმაშია რომ მარტო 4 ლარი დარჩა ხურდა იმის გამო, რომ 3.5 ლარიანი ვარდების მაღაზია ღია იყო. :) უბრალოდ იბლატავეო მეუბნებიან ხოლმე და მეც წავიბლატავე. :)
რეკლამა: ყვავილების მაღაზია "ედელვაისი". სალონი: 8270-7-70-20 მარიკა: 899-62-12-85

შეიძლება შემოვიდეს ჯადოსებრი და მკითხოს ჩემი ყვავილები რატომ არ იყიდეო. ვარდები უნდოდა ამ ბიჭს და იმიტომ. თორემ მახსოვს კაცო შენი ბიზნესის შესახებ. :) აქვე დავამატებ ჟურნალისათვის, რომ ვნახე ბერიკაშვილი ნინო, ჩემი ძველი კლასელი, რომელსაც ადნოზე მშვენიერი სურათები უდევს, ხოლო რელაში ცოტა არ იყოს და განსხვავდება. ამას პლუს დღეს აი ახლა, 15 წუთში რიჟრაჟისფერთვალებას აქვს მათემატიკის გამოცდა. ვიფიქრე წავალ, ვუგულშემატკივრებ თქო მარა ახლა ვხვდები რომ მაგარი მეზარება. ჩემს მამას ვულოცავ დაბადების დღეს. ახლა აქვს და იმიტომ. :)

Thursday, September 2, 2010

არა ხარ ვანიშვილი..

რით იზომება ადამიანობა?

კითხვა რიტორიკული იქნებოდა, რომ ვიცოდე ამაზე პასუხი. არადა რთულია ხომ? ზოგი ადამიანობას გამოჩენილი სითბოთი საზღვავს, ზოგი დახარჯული ფულით, ზოგი გარეგნობით და ზოგიც სექსუალური ორიენტაციით. ნუ მკითხავთ რა არის ჩემთვის ადამიანობა. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ამ პოსტში სხვა საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც ადამიანობას ეხება რაღაცნაირად.

სამუშაოზე ხშირად მოდიან კლიენტები, რომლებიც ატენიდან და ხიდისთავიდან არიან. ამ სოფლებში ბევრი ვანიშვილების გვარი ცხოვრობს და რომ იგებენ მეც ვანიშვილი ვარ, ყოველთვის მეკითხებიან "შენ ატენელი იქნები". არადა არა ვარ ატენელი, კარენოი, მე-5 თაობის გორელი ვარ.
(პაპაჩემის პაპა, სიმონ ვანიშვილი ბაზალეთიდან ჩამოსულა და გორში, წყაროსუბანში დადგომია მოჯამაგირედ ვიღაცას. სიმონს ყავდა შვილი, ვლადიმერ ვანიშვილი, რომელიც ამ დამქირავებლის გოგოს მოწონებია. რუსიკოსა და ვლადიმერს იმდენი უჩალიჩიათ, რომ გაპარულან. ხოლო დამქირავებელს შვილისათვის ერთი ნიკოლოზის თუმნიანიც არ მიუცია - როგორ თუ მოჯამაგირის შვილს გაყევიო. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად ლადამ და რუსიკამ ორსართულიანი სახლი დაუტოვეს შვილებს და კიდევ ერთი სახლი - მეორე ბიჭს. პაპაჩემი - გურამი, რომელსაც სტილნი გურამას ეძახდნენ პეწენიკა ჩაცმულობის გამო, სწორედ იმ სახლში დაიბადა, სადაც ახლა მე ვცხოვრობ. შესაბამისად პაპაჩემს ეყოლა მამაჩემი ხვიჩა და აგერ, მე-5 თაობის გორელიც გამოვცხვი ჩერნობილის ავარიამდე 1 წლით და 16 დღით ადრე)
ამ ჩემს წარმოშობაზე ხუმრობაც მქონდა, სანამ ქვემომოყვანილი ამბავი შემემთხვეოდა. ხუმრობა კი ასეთია: დედაჩემია ატენელი. არადა წესით ხომ მამა უნდა მყავდეს, რადგან ვანიშვილი ვარ და ვანიშვილები კი ატენში არიან.. ხოდა ბრაზილიაა? :) პოსტის მთავარი ამბავი კი ასეთია: მოვიდნენ ამას წინათ ორი მამაკაცი კლიენტი და რომ გაიგეს ვანიშვილი ვარ, დაიწყეს ჩვეული გამოკითხვა
 - სადაური ვანიშვილი ხარ?
- გორელი
- [სახელი] ვანიშვილს იცნობ?
- არა.
- [სახელი2] ვანიშვილის თუ იცნობ?
- არა..
- [სახელი3] ვანიშვილსაც არ იცნობ, ცალი თვალი რომ არ აქვს?
- [გავიღიმე] არა ბატონო, არ ვიცნობ.
- აბა, რანაირი ვანიშვილი ხარ?
- [კლიენტი2] ჰო, არა ხარ ვანიშვილი!
იმ წუთას გავატარე და საერთოდ არ გამხსენებია საღამომდე. სად მაქვს მაგის დრო კაცო ასეთ რამეებზე ვიფიქრო. საღამოს რომ გამახსენდა დავიგრუზე.. მერე თვალი გადავავლე ჩემს ვანიშვილ-ნათესაობას.. ჰმ.. არაა, ისევ ჯობია დავიკიდო რაც მითხრეს. დავიკიდე, დავწერე და მომეშვება. :)

Wednesday, September 1, 2010

სასტავი ბორჯომში

ამ ვიდეოს 2 დღეა ველოდები რომ იუტუბზე დაიდოს. ხან არ დააკონვერტირა, ხან ბოლო წააჭრა. ხოდა ახლა ღამის 2 საათია და მე გმირულად ველოდებოდი გამოქვეყნებას. საქმე იმაშია, რომ გორელი ბლოგე-არაბლოგერები ექსპრონტად წავედით ბორჯომში და მე როგორც ყველაზე მოცლილმა გავაკეთე ვიდიუ ამის შესახებ. ნუ, სიუჟეტია, ვასასისა არ იყოს. ვიდეომ გაიარა ოთხმაგი კომრესია, ასე რომ ხარისხი გადასარევი არაა. გმადლობთ რომ უყურებთ. :)