Saturday, September 4, 2010

ტელესიყვარული

ტელე - ლათინური სიტყვაა და მანძილზე მყოფს ნიშნავს (ტელეფონი - მანძილზე ლაპარაკი. ტელესკოპი - მანძილზე ხედვა). სიყვარული - ქართული სიტყვაა და კითხვაზე "რას ნიშნავს ის" რა გიპასუხოთ, ხ^%$ი ევო ზნაეტ. სამაგიეროდ ახლა მოგიყვებით ამბავს, რომელიც მანძილზე სიყვარულის ფულიან ამბავს შეეხება.
ეს სურათი რა შუაშია მარა საკაიფოა

მოკლედ, ამ რამდენიმე დღის წინ ერთმა თანაფორუმელმა იკითხა, გორში ყვავილების გაგზავნის ონლაინ სერვისი თუაო. წაკითხვის მომენტში ცოტა არ იყოს და გრადუსში ვიყავი და ვუთხარი - მე ვიქნები შენი ონლაინსერვისი, რა უნდა გავაკეთო თქო. აღმოჩნდა, რომ გოგო ყვარებია და ზუსტად დღეს დაბადების დღე ქონია იმ გოგოს და 18 წლის შეიქმნა და ამ ბიჭს სდომებია 18 ვარდიანი თაიგულის მირთმევა, მაგრამ ვერ ახერხებდა ბათუმიდან.. ხომ ხვდებით რა. "მეიქ ლავ" - მითხრეს მარჯვენა ყურში. "ენდ ვარ" - დაამატეს მარცხენაში. მეც ავდექი და დავიარე სადაც ყვავილების სალონები ვნახე, გადავიღე სურათები, გავიგე ფასები, დავჯექი და გავუგზავნე. იმანაც აარჩია რომელი ყვავილებიც უკეთესი იყო და გადმომირიცხა ფული მათ შესაძენად.

სურათზე ისე არ ჩანს, მაგრამ მართლა გრანდიოზული თაიგული გამოვიდა. პლუს სალონმა უზრუნველყო ყვავილების ადგილამდე მიტანა, რისთვისაც მადლობა პატრულს. ჩემს მიერ საერთო გავლილმა მანძილმა შეადგინა 10 კმ-მდე, დაიხარჯა თანხა 70 ლარი, მისიის შესრულებაზე ზრუნავდა ი.მ. დიჯეი გურო და ბიძაშვილი (გიტარიანი). დაბოლოს მინდა გკითხოთ: ხალხო, თქვენ გწამთ ასეთი რამეების?
წმინდა რომანტიკული ზრახვების მიმღმა წმინდა მერკანტელისტური იდეებიც განხორციელდა. საქმე იმაშია, რომ 18 ვარდის საყიდლად 36 - 45 ლარია საჭირო. უფრო იმიტომ, რომ 3.5 ლარიანი ვარდების სალონი, რომელიც მოეწონა ბიჭს, დახურული იყო. ამიტომ მომიწია 2.5 ლარიანების ყიდვა, რომლებიც არაფით განხვავდებოდა 3.5 იანებისაგან. შედეგად ჯიბეში წავიდა 70 - 45 = 25 ლარი. ხომ ვარ წანწკლა? არადა აი ახლა პირიქით ვთქვი ყველაფერი. :( საქმე იმაშია რომ მარტო 4 ლარი დარჩა ხურდა იმის გამო, რომ 3.5 ლარიანი ვარდების მაღაზია ღია იყო. :) უბრალოდ იბლატავეო მეუბნებიან ხოლმე და მეც წავიბლატავე. :)
რეკლამა: ყვავილების მაღაზია "ედელვაისი". სალონი: 8270-7-70-20 მარიკა: 899-62-12-85

შეიძლება შემოვიდეს ჯადოსებრი და მკითხოს ჩემი ყვავილები რატომ არ იყიდეო. ვარდები უნდოდა ამ ბიჭს და იმიტომ. თორემ მახსოვს კაცო შენი ბიზნესის შესახებ. :) აქვე დავამატებ ჟურნალისათვის, რომ ვნახე ბერიკაშვილი ნინო, ჩემი ძველი კლასელი, რომელსაც ადნოზე მშვენიერი სურათები უდევს, ხოლო რელაში ცოტა არ იყოს და განსხვავდება. ამას პლუს დღეს აი ახლა, 15 წუთში რიჟრაჟისფერთვალებას აქვს მათემატიკის გამოცდა. ვიფიქრე წავალ, ვუგულშემატკივრებ თქო მარა ახლა ვხვდები რომ მაგარი მეზარება. ჩემს მამას ვულოცავ დაბადების დღეს. ახლა აქვს და იმიტომ. :)

No comments: