Showing posts with label შემოქმედება. Show all posts
Showing posts with label შემოქმედება. Show all posts

Sunday, February 16, 2014

დაზოგვის ხელოვნება

თითოეული დაზოგილი თეთრი იგივე ნაშოვნი თეთრია


ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს გარშემო აქვს პრობლემა საკუთარი ფინანსური თანხების მართვასთან დაკავშირებით. მუშურ-გლეხურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ვალებით ცხოვრობენ და თვიდან თვემდე ღმერთის და/ან ხელფასის იმედად გააქვთ თავი. და რა მოხდება მაშინ, თუ შუა თვეში გაუთვალისწინებელი გასავალი გაჩნდება? მაგალითად ავტოავარია, საშიში დაავადება, სამუშაოდან გათავისუფლება ან რამე მსგავსი? გამოსავალი კრედიტის აღებაა. თუმცა ეს ყოველთვის გამართლებული არაა. მოდით მე და თქვენ თანმიმდევრობით მიყვვეთ ფულის დაზოგვის ხელოვნებაზე საუბარს და თუ ბევრს ვერაფერს შეიძენთ ჩემი პოსტიდან, ცოტას მაინც იხალისებთ. პოსტი დაწერილია "აიფონიანი ნაშობის", ჯეოსელის განვადებების და ანინა ტეფნაძის პოსტის გავლენით.

სად მიდის ფული?

  არსებობს გამონათქვამი, რომ ზედმეტი ფული არ არსებობს. ასევე არსებობს გამონათქვამი, რომ მუცელს აღორებ - ღორია, აქორებ - ქორიაო. ყოველთვის შეიძლება ფულის დახარჯვა, რამეთუ ნებისმიერი გამყიდველი სხვაზე არაფერზე ოცნებობს, ოღონდ თქვენი ფული ჩაიგდოს ხელში. ეს ნერვების და ინტელექტის ომია. მარკეტოლოგები წლობით მუშაობენ როგორ მოატყუონ თქვენი ტვინი ლამაზი გაფორმებებით, ქვეცნობიერი ფაქტორებით (სუნი, შიშველი ქალი გარეკანზე), ტვინის წამღები რეკლამებით რომ როგორმე თქვენი ფული გამყიდველს მისცეთ. 
  თქვენი ერთად-ერთი იარაღი საღი აზრია. თუ სადმე მიდიხართ და რამე მოგეწონებათ გზაში, არაა აუცილებელი იყიდოთ. დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ ის თუ არა. შავი სათვალე გინდათ? კი ბატონო. მაგრამ გაიხსენეთ, იქნებ უკვე გაქვთ შავი სათვალე, რომელიც არც კი იცით სად წაიღოთ. კიდევ ერთი საერთოდ არ გამოგადგებათ, ეს იქნება ზედმეტი ფულის ხარჯი და ზედმეტი ნაგავი თქვენს სახლში. კომპასი მოგეწონათ ნათურით? დაფიქრდით, მისი ყიდვის გამო რამეზე ხომ არ მოგიწევთ უარის თქმა.
  ერთი შეხედვით პატარა თანხების ხარჯვა დიდი არაფერი გასავალია. იგივე შესვენებაზე ნახევარი კილო ტკბილეულობის ყიდვა, ყავის ჩამოსხმა აპარატიდან, საჭმლის ყიდვა ფასთ-ფუდში და ასე შემდეგ. გასავალი 5 ლარზე მეტი არ იქნება დღეში. მაგრამ თვეში 20 სამუშაო დღე რომ ვთქვათ (22 სამუშაო დღეა მაქსიმუმი), 100 ლარი უკვე პატარ-პატარა რამეებში წასულა. თქვენი ხელფასის რამდენი პროცენტია 100 ლარი? 10? თუ 25? იქნებ უმჯობესი იყოს კვირაში ერთ დღემდე შეიზღუდოთ ტკბილეულის ყიდვა, საჭმელი სახლიდან ატაროთ და ყავა თვითონ მოიდუღოთ?
  ასე რომ თუ თქვენი თავისუფალი თანხა შემოსავლის მეოთხედზე ნაკლები რჩება ვალების და გადასახადების გასტუმრების შემდეგ, ფრთხილად მოეკიდეთ ნივთების შეძენის საკითხს. თქვენი ასარჩევია მუცელს აღორებთ თუ აქორებთ.

გასავლის განაწილების პრინციპები

ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარე ორგანიზმია, განსაკუთრებით თუ პატარა მასშტაბებით ავიღებთ. როდესაც ქვეყნის ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, მასზე მილიონობით ფაქტორი მოქმედებს, რასაც ათასობით ადამიანი აკვირდება და შესაბამის მიმართულებას ირჩევს. თქვენი საკუთარი ჯიბის ეკონომიკა კი მარტო ერთი ადამიანის ხელშია - თქვენი. არაფერია დასაძრახი, სასირცხვილო და მოსარიდებელი იმაში, რომ საკუთარ ფულს მართავთ. გაცილებით დიდი თავის მოჭრაა ფულის აქეთ-იქით ყრა და ბოლოს ვალებში სულის ამოხდომა. ასე რომ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა შთააგონოთ, რომ გინდათ შავი დღის ფული გქონდეთ (თუ რა თქმა უნდა მართლა გინდათ. მე არანაირად არ მაქვს სურვილი ძალა დავატანო ვინმეს, გინდა თუ არა ფული მოაგროვე თქო) და მერე დაიწყოთ სხვა რამეების კეთება.
  გასავლის განაწილებაში თვითშეგნების შემდეგ მეორე ბაზური საჭიროებაა რაღაც მიზნის დასახვა. მაგალითად შემდეგ ზაფხულს დასასვენებლად წასვლა ზღვაზე ან აიფონის ყიდვა. და აი აქ უკვე გვეხმარება მათემატიკა: დაისახეთ მიზნად რა თანხა დაგჭირდებათ, რა დროა დარჩენილი იქამდე/რა დროში გინდათ იქამდე მისვლა და თითოეული შემოსავლიდან რა თანხა უნდა გადადოთ გვერდით მიზნის მისაღწევად. 
   არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება არგუმენტი "ფულს ვერ ვინახავ" - ეს არის აბსოლუტური სისულელე და თავის მოტყუება. ფულის შენახვა ისევე ადვილია, როგორც მისი ხარჯვა, როგორც დილით აბაზანაში კბილების გამოხეხვა, როგორც მეგობრის მისალმება, როგორც წვნიანის კოვზით ჭამა. თქვენ ხომ არ გეგმავთ წინასწარ, როდესაც საწოლიდან დგებით, რომ პირის დაბანვის დროაო, ეს ხომ რეფლექსის დონეზეა. ასევეა ფულის დაზოგვაც. უბრალოდ თავიდან ცოტა გაჭირდება, თქვენ ხომ ჩვეულ რაღაცეებზე უარის თქმა მოგიწევთ.
  დაიწყეთ 5 ლარის გადადებით. ჩათვალეთ რომ ეს ფული არც გქონიათ. ჩააგდეთ თუნდაც ყულაბაში და დაივიწყეთ ამ ფულის არსებობა. დაიყვანეთ რეფლექსის დონეზე, რომ როდესაც შემოსავალი გაქვთ - 5 ლარი მიდის ყულაბაში ულაპარაკოდ. ეს დიდი ფული არაა, მაგრამ ეფექტი დიდი ექნება - ის თქვენში დამგროვებელს გააღვიძებს. დამგროვებელი კი ყველა ადამიანში ზის.
  გასავლის განაწილების მესამე პრინციპია დაგეგმვა, რასაც მეორე პრინციპშიც შევეხეთ. დაწერეთ! წერა და ფურცელზე დაწერილის დანახვა არის ძალიან ძლიერი რამე. თავში ბაზური მონახაზის ქონა და "აქედან ვერ ამოშლი" მასხრობები ჩააბარეთ წარსულს. როდესაც დაწერთ, რომ აი შემოსავალი ამდენი მაქვს. ხარჯი კი აქ უნდა წავიდეს, აქ შეიძლება წავიდეს, ეს შეიძლება არ გაკეთდეს, ამაზე დროებით თავი შევიკავოთ - ყველაფერი იქნება თვალნათელი და კარგად. მეტს კი არაფერს აკეთებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას. თქვენ ხართ სახელმწიფოს მინიატურული მოდელი. ხოდა თუ საკუთარ ერთი ციცქნა შემოსავალს ვერ უვლით და ფული არ გყოფნით, ქვეყანა არ უნდა დაადანაშაულოთ ფულები სად მიაქვთო.


ექსელიზაცია
  
შესანიშნავია და პირდაპირ ბრწყინვალეა, თუ საოფისე პროგრამებში ერკვევით და მით უმეტეს თუ ექსელთან გქონიათ შეხება. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია. თუ ტრადიციული ბუღალტერიის მომხრე ხართ, მაშინ უჯრებიანი ბლოკნოტი დაგჭირდებათ და კალკულატორი. თუმცა პრინციპი ერთი და იგივეა: ვაკეთებთ მომავლის შენებას დაზოგვის გზით. ამისათვის დაგჭირდება  ძალიან მარტივი ცხრილი (შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ აქედან):


უბრალოდ შეავსეთ ეს ცხრილი. ჩაწერეთ შემოსავლები საიდან გაქვთ და რამდენი. ჩაწერეთ რაში და რამდენი ხარჯი გაგდით და თვალნათლივ დაინახავთ რამდენი ფულის დახარჯვა შეიძლება და რამდენის შენახვა. ერთად-ერთი სირთულე დაწყებაა. ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას ეზარება ან არ უნდა თავს გამოუტყდეს, რომ ეზარება. შიში იმაზე, რომ რაღაც არ გამოვა ბუნებრივია. მაგრამ უმჯობესია სცადო, მართლა სცადო, საკუთარი თავის მოსატყუებლად კი არა, რეალურად სცადო და რაღაც გამოვა. სულ ცოტა მაინც რომ გამოვიდეს, უკვე დიდი საქმეა. უკვე მარცვალი დათესილია, ადამიანს გეგულება, რომ ფული გაქვს და თავი ქუდშა. თავდაჯერებულობის გრძნობა ძალიან კარგი რამეა.

პ.ს. ექსელი წინა თვის ანაბარს მეორე თვის ანაბარს მიუმატებს და დაიწერება შესაბამისი თვის ანაბრის ჯამში. ამის გამო თეთრი უჯრა რომაა A18 არ გაამოძრაოთ. მანდ უნდა ჩაიწეროს სწორედ ის შენახული, გვერდით გადადებული და "ვითომც არ მქონია" თანხები.

ცხოვრება "პტიჩკის" გამო

  ხანდახან ადამიანს ავიწყდება რისთვის ცხოვრობს. დადის სამუშაოზე, არ გადის შვებულებაში, აკლავს თავს საქმეს და ესაა მისი ცხოვრება. დაზოგვა არაა თქვენი ცხოვრების აზრი. არავითარ შემთხვევაში არ შეიყვაროთ ფული. უნდა გიყვარდეთ ფულით მოტანილი ბედნიერება. თქვენთვის მოტანილი ბედნიერება, საყვარელი ადამიანებისთვის მოტანილი ბედნიერება, ქვეყნისთვის მოტანილი ბედნიერება. არ დაგავიწყდეთ რისთვის აგროვებთ, რისთვის ცხოვრობთ ზოგადად და რა გინდათ ცხოვრებისგან. უნდა დააგროვოთ ამ მიზნისთვის და არა "პტიჩკის" მონიშვნისათვის, აი ფული მაქვს და ვსო. თქვენ არ ხართ მეჯღანუაშვილი, თქვენ არ იკლებთ ფულს თქვენთვის და აგროვებთ იმის გამო, რომ უბრალოდ ფული გქონდეთ. თქვენ აგროვებთ საკუთარი და საყვარელი ხალხის ბედნიერების გამო. ეს უნდა გახსოვდეთ სულ.
  თუ ვინმემ გადაკრული სიტყვა თქვა იმის გამო, რომ თქვენ აგროვებთ, ყურადღება მიაქციეთ მის შემოსავალს: თუ შემოსავალი ბევრი აქვს - თავში აქვს ალბათ ავარდნილი. თუ შემოსავალი ცოტა აქვს  და მაინც ბევრს ხარჯავს - ასეთი ადამიანი ან სულელია ან "ლევი" არხებიდან იღებს შემოსავალს. ორივე შემთხვევაში იცოდეთ, რომ დაგროვება, ისევე როგორც შრომა არ არის სირცხვილი, არ არის დამცირება, არ არის საკუთარი თავის დაკნინება. უბრალოდ თქვენი ამჟამინდელი შემოსავალი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელები უფრო ფართოდ გაშალოთ და ფული ლაღად გასცეთ.
  არ ღირს იყოთ ყვავი, ნაკელზე იჯდეთ და კუდს არ დებდეთ. არ ღირს ვიღაცასთან ხელგაშლილობაში გაჯიბრება კრედიტის დახმარებით - კრედიტი დასაბრუნებელი გექნებათ, თქვენ კი უარეს ორმოში აღმოჩნდებით. კრედიტის აღება დოპინგის მიღებას  გავს. სპორტსმენი თუ ძლიერია, დოპინგს შეუძლია მისი ძალის ცოტა კიდე გაძლიერება ისე, რომ ორგანიზმი ძალიან არ დაზიანდეს. თუ სპორტსმენი სუსტია, დოპინგი ძალას მისცემს, მაგრამ შეიძლება მოკლას. ჯობია ივარჯიშოთ, ნელ-ნელა მოიმატოთ ძალა, მოაგროვოთ ფული, ნახოთ უკეთესი შემოსავალი ვიდრე ერთიანად დიდი ვალი დაიწოლოთ და მოკვდეთ მისი გადახდის სიმძიმით.



ხო მართლა, გილოცავთ, ეს ჩემი მე-500-ე პოსტია.

Wednesday, November 6, 2013

როგორ იწრთობოდა.. ანუ ითარგმნებოდა თამაში.

პოსტი იწერება AcidLabz ის გამოცდილების გაზიარების ფარგლებში.

თამაშის თარგმნისას სულ პირველი, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ, ნებისყოფაა. ნებისყოფა თუ გეყოფათ, ყველაფერი გამოვა. თქვენ რა თქმა უნდა ვერასოდეს წარმოიდგენთ, რომ "Marry Farm" - სადაც თითქმის არაფერი ნაწერი გამოდის, დაახლოებით 200 სტრიქონი მაინც იქნება ბანალურად სათარმგნი და შრიფტის პრობლემები ხომ ცალკე თემაა. თუმცა მოდი მივყვეთ თანამიმდევრულად და ჩავთვალოთ, რომ ნებისყოფა გვაქვს უზარმაზარი.


ბევრჯერ გაიგებდით, რომ თამაშისთვის უნივერსალური სათარგმნი საშუალება არ არსებობს. ყველა თამაშს საკუთარი მიდგომა უნდა. თუმცა მე მაქვს ერთი გამოცდილი ხერხი, რომელიც ყოვლთვის მუშაობს - რუსიფიკატორი. მაგალითისთვის Stalker-ის თარგმნის პროცესს მოვიყვან. ორიგინალი თამაში ინგლისურად მქონდა. შემდეგ ვნახე რუსიფიკატორი. რუსიფიკატორში მოცემულია ხოლმე ის ფაილები, რომლებიც უნდა შეიცვალოს, რომ ტექსტები გარუსულდეს. თუმცა აქ ერთი უხერხულობა რჩება კიდე: ინგლისური და რუსული ენა შედის ANSII კოდირებაში (მემგონი ასე ქვია) და სულ არ ჭირდება შრიფტები, ისედაც ყველა კომპშია. ქართული კი უნიკოდში შედის და პირდაპირ ჩანაცვლება რუსული ტექსტის ქართულით არ გამოდის.


გავაგრძელოთ სტალკერზე საუბარი, რამეთუ ეს პროექტი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. შრიფტების ორი ვარიანტი არსებობს - 1. სისტემური და 2. დახატული. სისტემური შრიფტები კომპს მოყვება ან თამაში აყენებს თვითონ. თამაშის რომელიღაც ფაილში იქნება მითითება, რომ ეს პროგრამა იყენებს ამა და ამ შრიფტსო. აი მაგალითად Half-Life 2 -ზე რომ ვმუშაობდი, სწორედ ასეთი შემთხვევა იყო. გაგიჩნდებათ შეკითხვა: საიდან გაიგე რომელ ფაილში ეწერა შრიფტებზე ინფორმაციაო. ჰოდა აი სწორედ აქაა საჭირო ნებისყოფა: უნდა გუგლოთ, ინტუიცია გამოიყენოთ, შეამოწმოთ თამაშის ფაილები და შეიძლება გაგიმართლოთ. ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ასეთი ჩანაწერი ქონდა ჰალფ ლაიფს ერთ ერთ ტექსტურ ფაილში: Font1 = HalfLife, Font2 = Arial - და აი აქ მივხვდი, რომ მივაგენი. :)


როგორც წესი თამაშში გვხვდება ხოლმე მეორე ვარიანტი, დახატული შრიფტები. არ ვიცი რატომ, ალბათ უფრო ნაკლები სიჩქარე ჭირდება მათ გამოტანას. მოკლედ, DDS ფაილია ან PNG - მასთან ერთად აუცილებლად იქნება მეორე ფაილიც, სადაც მითითებული იქნება თითოეული ასოს კოორდინატი. სტალკერის შემთხვევაში იყო შრიფტების აუარება კომბინაცია ეკრანის კონკრეტული ზომებისათვის. მე გავაკეთე 1024 წერტილზე სამუშაო შრიფტები და სადღაც 1 თვე დამჭირდა ბოლოში გასასვლელად. გადაბმულად რომ მემუშავა, 2 დღეში მოვრჩებოდი, მაგრამ ენთუზიაზმზე სამუშაოდ ეს კარგი დროა. მოკლედ, ამ DDS ფაილს მოყვა მეორე ტექსტური ფაილი, სადაც ეწერა ასოს კოდი ANSII კოდირებაში (მაგალითად Space არის 32 სიმბოლო), მისი საწყისი კოორდინატები (X და Y), ასევე მისი საბოლოო კოორდინატები. ძალიან კარგი პროგრამაა Paint ამ შემთხვევაში. აი ნახეთ, კურსორი რომ დაგყავთ ეკრანზე, დაბლა მარცხენა კუთხეში ეწერება მისი კოორდინატები. იღებთ ამ შრიფტების სურათს (ზედა სურათზე როგორიცაა), აგდებთ ფოტოშოპში, გადაახატავთ ქართულ ასოებს, ინახავთ იგივე პარამეტრებით (სხვათა შორის DDS-ს დაჭირდა გამჭვირვალობის მითითება, რადგან ეს დირექტიქსის ფორმატია), მერე ავსებთ იმ კოორდინატების ფაილს და ეგაა!


შეიძლება მეორე ვარიანტიც, რომელიც საერთოდ არაა რეკომენდირებული, მაგრამ გასართობად წავა: ვიღებთ მარტო შრიფტების სურათს და ვცდილობთ "ჩავტენოთ" ქართული ასოები. ეს ცუდია იმის გამო, რომ მაგალითად ლათინური "l" მეტისმეტად ვიწროა ქართული "ლ"-ს ჩასატევად. ასევე რთულია განიერი "m"-ს ადგილას ვიწრო "მ" ჩაეტიოს. საერთო ჯამში თამაში გაქართულდება, მაგრამ აჩხა-ბაჩხა გამოვა ასოები და მოგეშლება ნერვები კაცს.


შრიფტებს რომ მიხედავ ასე თუ ისე, წინ გაცილებით დიდი სამუშაოა დარჩენილი - ტექსტის თარგმნა. სტალკერს 3000 - 3500 სტრიქონი აქვს სათარგმნი. ეს ბევრი არაა, თუ Half-Life 2 ის 5000-მდე სტრიქონს გავიხსენებთ. ყველაზე ადვილი მეჩვენება Plants vs Zombies თარგმანი - მოკლე ფრაზები იყო და სახალისო. მანდ უფრო პრობლემა მცენარეების სახელებზე იყო. მაგალითად Sun Mushroom - სოკომზისა - კარგად ჟღერს. ისევე როგორც Tall Nut - მაღალი კაკლის ნაცვლად გრძელკაკალა. ანუ თარგმანში მთავარია არა პირდაპირი თარგმანი, არამედ სულის შენარჩუნება. პირდაპირი თარგმანის დროს ძალიან მეცნიერული და მშრალი გამოდის ხოლმე ტექსტები. ჩემს პრაქტიკაში მასეა ყოველთვის. აი Assasin's Creed 2 ს რომ ვთარგმნიდი, ხომ ჩავათავებდი ტექსტს, მერე წავითამაშებდი რომ გამეგო, რამდენად ჯდება კონტექსტში ეს ჩემი თარგმანი. Max Payne 2 ზე არ გავაკეთეთ ასე, ხოდა რა გამოვიდა? მაქსი გამოვიდა ლიფტიდან, ლეიტენანტი მიუბრუნდა და ეუბნება: "შენ ეს შეძელი!" - "You did it!" - არადა სინამდვილეში "ეს შენ ჩაიდინე!" უნდა ყოფილიყო.


ასეთი შეცდომების გასასწორებლად საჭიროა ბეტა ტესტინგი. ფორუმ.გე -ზე თამაშების განყოფილებაში ძალიან ჯიგარი ხალხია, ტესტირებაზე უარს არ ამბობენ ხოლმე. მთავარია კარგი თამაში და კარგი ნათარგმნი იყოს. ხოდა თუ არ გამოვა ეს ამბავი, მაშინ თქვენ თვითონ უნდა დატესტოთ - გადაითამაშეთ და ტექსტებს მიაქციეთ ყურადღება. პრინციპში სულ ესაა, მთელი ფილოსოფია. შეიძლება ერთიანი საინსტალაციო გაკეთდეს, როგორც მე გავაკეთე სტალკერისთვის პაჩის სახით. სხვათა შორის აი ეს ლინკი ნახეთ, ამაზე მხიარული ფერმაა და 2009 წლის აქაჩული კია, მარა ლინკი მაინც მუშაობს. კარგი სამუშაო რამეა, გამოდგება დასაწყისისთვის.

Sunday, May 13, 2012

ჯგუფი "თუმანი" - მზეო ამოდი

ამ კლიპის გადაღებისთვის წელიწადზე მეტი დრო და 5 ლოკაცია დამჭირდა (თბილისი, სტეფანწმინდა, ბაკურიანი, ქობულეთი, გორი). პლუს ამას 3 ტიპის კამერა (ბაზური, წყალქვეშა, ფოტოაპარატის) და 3 ტიპის მსახიობები - რომ გამოსდით და ხათრს ვერ მიტეხავენ, რომ არ გამოსდით და ხათრს რომ ვერ მიტეხავენ და თავისი ხოდით რომ "მსახიობობენ". კლიპის ბიუჯეტია 2 ჩებურეკი და ლობიანი, რომელიც სოლისტმა თავისი ჯიბიდან იყიდა. :დ სამაგიეროდ სახალისო იყო არა მარტო გადაღების პროცესი, არამედ მონტაჟის 3 ვერსიაც და საერთოდაც, ხარისხს თუ არ მიაქცევთ ყურადღებას, ხოხმა სიმღერა და კლიპია.

Saturday, May 28, 2011

არსაით - ნაწილი 5

წინა ნაწილი

პირველი ნაწილი

ემილი?

ეს პიტერი კარგი ექიმი კია, მარა ძალიან ტვინის ჭამა უყვარს რა. აი ახლაც, დამირეკა და მეუბნება, ჩამოდი უნდა გელაპარაკოვო. ჩავედი, სხვა რა გზა მქონდა და მეკითხება-ვპასუხობ.
- ლუკას, როგორ გაქვს თავი, კიდევ გტკივა?
- რა შედარებაა კაცო. ტაბლეტები რომ გამომიწერე, ძალიან მშველის, ჯიგრულად ვარ.
- ხა, ხა! ეს ქალი შვება მაგას და არა ტაბლეტები. გავიგე კეტრინთან მეგობრობ.
- ჰე, ჰე.. ჰო, მართლა კარგი გოგოა. კეთილია და ჩემზე ზრუნავს. შენ როგორღა ხარ პიტერ, ამ ბოლო დროს რაღაც ფერმკრთალი მეჩვენები.
- აბა შენა ხარ, რა! ოდესმე გინახია, რომ ექიმი რამეზე ჩიოდეს? მემგონი ჯობია მაიკლზე უფრო ინერვიულო. პრაქტიკულად ვეღარ ვხედავ ხოლმე, შვილს ეძებს.
- ჰო, ვიცი..
- აბაა.. რა სამწუხარო ამბავი მოხდა, არა? თან ვიღაც ბავშვის ცხედარი უნახავთ სამხრეთით, ჭაობებში.
- მაიკლის ტელეფონი ხომ არა გაქვს, დავურეკავ, გავიგებ როგორაა.
- მმ.. არა. მარა თუ გავიგე, გაგაგებინებ აუცილებლად.
- ჰო, წავედი აბა მე. მაგრად.

კიდევ ერთი სამუშაო დღე რომ გადავაგორე და სახლისაკენ გზაზე ისევ ის ნაცნობი უხეში პოლიციელი დავინახე, ვიფიქრე, აბა ერთიც ვკითხავ თქო და მივუახლოვდი, მაგრამ არაფერი შედეგი, ისევ ისეთი მოკლე პასუხები. გადავწყვიტე ისევ გვერდითა სახლისკენ შემევლო, იქნებ იქ მაინც გამეგო რამე. პოლიციის კორდონი აღარ დამხვდა. სამაგიეროდ აღმოვაჩინე, რომ სახლის შესასვლელი საგულდაგულოდ იყო ამოშენებული. ისაა გამობრუნებას ვაპირებდი, რომ სულ ქვედა კიბის ქვეშ საინტერესო რამე შევნიშნე - გასაღები! საინტერესო კი იმით იყო, რომ ზედ წარწერა ქონდა "ფაბრიკის გასაღები" - მაიკლი აქ ყოფილა. გასაღები შევინახე და ჩემი სახლისკენ გავეშურე. სახლის შესასვლელთან კეტრინი დამხვდა. ძალიან მომწონს ეს გოგო და რა ვქნა. შორიდანვე გავუღიმე. მანაც გამიღიმა და ხელი დამიქნია.

- ჰეი, ლუკას, გეძებდი.
- აი, აქ ვარ.
- იცი, პატარა გამოძიება ჩავატარე სურათზე. არ დაიჯერებ რა გავარკვიე!
- რა მოხდა?
- ასე მგონია ემილის მოჩვენებები ვგონივართ.
- რაო?
- აი ნახე. ეს სტატია ქალაქის არქივში გავქექე: "მიწისძვრის სამი ახალი მსხვერპლი.. ემილი სტენფორდმა დამოუკიდებლად დაიწყო მეგობრების და მეზობლების ძებნა.. ჯონი და სოფია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.. მათი გვამები დღეს დილით იქნა ნაპოვნი ნანგრევების ქვეშ."
- ჰო, მესმის. საცოდავ გოგოს არავინ დარჩენია.
- ჰო, ალბათ როგორი მარტოსულია, არა? უნდა დაველაპარაკოთ.
- აუცილებლად. მაგრამ მანამ პიტერი უნდა ვნახო.
- საღამოს შემომიარე. დაგელოდები.
- სიამოვნებით.

პიტერის კარებზე დავაკაკუნე თუ არა, მაშინვე გამიღო. აშკარად მელოდებოდა.
- ჰეი, ლუკას - შემომეგება ექიმი - მაიკლის ნომერი გავიგე. აი, დაგიწერე.
- მადლობა.
- და კიდე..
- რამე მოხდა?
- 5 წუთის წინ დავინახე კაფე "ჯეკის თვალი"-სკენ მიდოდა. მივესალმე, მაგრამ მემგონი ვერც შემამჩნია. თავის თავს არ გავდა.
- კარგი. წავალ, მოვძებნი.
"ჯეკის თვალი" ჩემი სახლიდან ორ ნაბიჯშია, უნდა პატარა ორღობე გაიარო და სწორედ მის გვერდით მოხვდები. გავიარე ეს ორღობე და უცებ იმდენი პოლიციელი დავინახე ერთად, ცხოვრებაში რომ არ მინახავს. გზაზე კი ამოტრიალებული მანქანა შევნიშნე. მანქანის წინ სისხლი იყო გაშხეფებული. საშინელი ავტოკატასტროფა ჩანდა.. მაიკლი ამ სანახაობას გაქვავებული სახით შესცქეროდა.

- მაიკლ - მხარზე შევეხე.
- მმმ.. აი ამას შეხედე.. ის მანამ დაიმტვრა, სანამ დავიჭერდით.. ამ ბიჭმა ჩემი შვილი მოკლა და პოლიციისგან გარბოდა.. - მაიკლი რამის ტიროდა.
- რა მოხდა? - უადგილო კითხვა დავსვი.
- პოლიცია მასთან სახლში მივიდა ტყეში, რომ დაეკავებინათ, მაგრამ გაიქცა და აი.. ასე..
- შენ კარგად ხარ?
- ხო, მაპატიე. უბრალოდ ცოტა ხანი მარტო უნდა ვიყო.
- ჰო, რა თქმა უნდა. მესმის შენი.
ეჰ, საწყალი მაიკლი.. მაგრამ რაც არის, არის. წავალ ახლა კეტრინს მაინც შევუვლი - დამპატიჟა ბოლო-ბოლო. კეტრინი ჩემი მეზობელია. მე მეორე სართულზე ვცხოვრობ. კიბეები ფრენით ავირბინე და.. ჰმ, რა საინტერესოა. კეტრინის ბინის კარები შეღებულია. კეტრინ! - პასუხი არაა. პასუხი როგორ იქნება, ოთახი აშკარად ცარიელია. მარტო მაგიდაზე გადაშლილი რვეული იპყრობს ყურადღებას. ეს კეტრინის დღიურია.

"..ხშირად ვხედავ გოგონას ჩემს სიზმრებში. ის ძალიან მგავს. მემგონი ოფიციანტია. ხოდა საათობით აკეთებს ხოლმე ყავას. გუშინ ავტოსტრადის გავლით ტყისკენ წავიდა აღმოსავლეთით. არ მომწონს ეს ამბავი." - ჩანაწერი აქ მთავრდება, მაგრამ მემგონი გვერდია ამოხეული. კეტრინი ემილისთან იქნება - გავიფიქრე - აუცილებლად უნდა ვნახო. ემილის კარებთან მივედი და დავაკაკუნე.. გავიდა წუთი.. არავინ აღებს. არადა კარების იქიდან აშკარად მესმის ხმები. შეიძლება ჩემი ოთახიდან უკეთ გავიგონო ვინ ლაპარაკობს. მართლაც, შევედი ჩემთან და ჩემი და ემილის საერთო კედელს ყური მივადე. ჰმ.. ნაცნობი ხმაა. ეს კეტრინი უნდა იყოს. მარტო არაა. ალბათ ემილია მასთან, არა? ჰმ, გაჩუმდნენ.. რა? ვიღაც ყვირის? რა მოხდა?! რაღაც მოხდა!

Monday, April 18, 2011

არსაით - ნაწილი 4

წინა ნაწილი

პირველი ნაწილი

ბნელში

ჩამოხეული ჭერი. საუკუნის წინ გაკეთებული რემონტი. ისევ ის საზიზღარი სუნი და ისევ ტანსაცმლიანი დასძინებია. კარადის თავზე გაკრული წარწერა ისევ იმუქრებოდა "ახლა უკან გზა აღარაა!", ხოლო მაგიდაზე გადაშლილ დღიურში სრულიად სხვა წარწერა დახვდა: "ოთხშაბათი. 13 ოქტომბერი. ადამიანი მანამ წასულა, სანამ მე დავბრუნდი სახლში. მემგონი სოფიას იცნობს, გუშინ სუნამოს სუნი უდიოდა. სოფია აღელვებული ჩანდა, რომ ეს წავიდა". გადაწყვიტა გარეთ გასულიყო. ისევ დაიჭრიალა კარებმა და ისევ ტყეში აღმოჩნდა. ხეები ტოტების გარეშე. სინათლისა და სიბნელის თამაში. აბსოლუტური სიჩუმე. ნაბიჯების ხმაც კი არ ისმის. და ღრუბლები. ხეების სიმაღლეზე ჩამოსული პატარა და ბევრი ღრუბელი. რამდენიმე წამს ცოცხლობენ და შემდეგ სხვაგან ჩნდებიან და ასე დაუსრულებლად. სიჩუმე. ჯიბეში ტუალეტში ნაპოვნი გასაღები იგრძნო. კბილების გასწვრივ წვრილი შრიფტით ეწერა "ქალაქის ციხე". გასაღები ისევ ჯიბეში ჩაიდო და გზა გააგრძელა. ასიოდე მეტრის გავლის შემდეგ ჯონს უზომოდ მოუნდა ვინმესთვის მოეხმო საშველად. "ჰეი, არავინა ხართ?" - დაიყვირა და ტანში გასცრა: ტყის სიღრმეში განათებულ ადგილზე საშინელი არსება შენიშნა.

რა იყო ეს? თითქოს ადამიანი რაღაც ძალამ აიღო და ორ ნაწილად აქცია. ფეხები ნორმალური ადამიანის ქონდა, ჯინსი ეცვა და კედები. მაგრამ ზედა ნაწილი.. მკვდრისფერი კანი, მოცახცახე, წვეთის ფორმის ტანი, მხრებზე თითქოს სხეულიდან ამოსული კანგადაკრული ტოტები, პაწაწინა ხელები, პირამიდავით თავი და უზარმაზარი თვალები ამ თავზე. არსებამ სულ ახლოს გაუარა და ჯონს მისი ქშენაც კი მიწვდა. წოპთავა განათებული არის კიდემდე მივიდა, ცოტა ხანი იცახცახა და მერე უკან მიბრუნდა განათებულში. "მემგონი სინათლე ხელს უშლის ჩრდილში დაინახოს რამე" - ჯონის იმედის ნაპერწკალი აენთო - "თუ სიბნელეში დავრჩები, შევძლებ გაღწევას". მუხლებზე დავარდნილმა შემდეგ ხესთან მიჩოჩება შეძლო, რომ წოპთავა მისკენ გამოემართა. მხოლოდ ნერვების უკიდურესი დაძაბვით შეძლო ჯონიმ არ დაეყვირა მის წინ ერთ მეტრში გაჩერებული უზარმაზარი თვალების დანახვაზე. არსებამ ცოტაც იცახცახა მის ცხვირწინ და ისევ უკან გაბრუნდა.
ალბათ ნახევარი საათი დაჭირდა ჯონს, რომ საშინელება შორს მოეტოვებინა და ისევ იმ არასტუმართმოყვარე კოლიდორიან კედელს გადააწყდა. თითქოს სახლში იგრძნო თავი. კედელს დაიმედებული გაყვა. აი, ის უადგილოდ დადგმული აბრაც.. აბრის ძირში მოკლეტარიანი ცული დაინახა. ასეთ ცულს ხის წვრილი ნაფოტების დასაჭრელად იყენებენ, თუმცა ასეთივე წარმატებით შეიძლება გამომდგარიყო თავდაცვისათვის. ჯონიმ გადაწყვიტა თან წაეღო ეს იარაღი. ცული ტარზე მიმხმარი სისხლისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, იმ არსების მერე ფიქრობდა, რომ ვეღარაფერი გააკვირვებდა. თუმცა ტყის ბილიკი ერთ ადგილას ბუჩქით იყო გადაღობილი. ადრე ეს ბუჩქი აქ არ იყო. თან.. თან ეს ბუჩქი რაღაცნაირად თვითონ ჯონის გავდა.. კაცმა მხოლოდ ახლა დაინახა, თუ როგორ ნთქავდა განათებულ ადგილებს სიბნელე და უხილავი შავი მასა მისკენ მოიწევდა. სხვა გზა არ იყო - ჯონიმ ბუჩქს ცული მოუქნია.
ბუჩქმა სრულიად მოულოდნელი რეაქცია გამოავლინა. ის ორად გადაიჭრა, მისი შუიდან სისხლის ვეება შადრევანი ამოიფრქვა და ჯონიმ იგრძნო, რომ რაღაც უხილავი ძალა შემოვიდა მასში, რაღაც ძლიერი და უდრეკი. შეგრძნება ყოველდღიურების რიგებიდან არ იყო, თუმცა მისით ტკბობის საშუალება დიდხანს არ ქონია - შავმა მასამ თითქმის მიაღწია მას. გაიქცა. ნაბიჯების ხმა ისევ არ ისმოდა. ღრუბლები თითქოს კიდევ უფრო დაბლა ჩამოსულიყვნენ და ხელს უშლიდნენ გზის კარგად დანახვაში. აი ეს ხეც, ეს ბუჩქიც, ცოტაც და განათებული ადგილი გამოჩნდა. ამ ადგილამდე სიბნელეს ჯერ არ მოეღწია, თუმცა.. ორი მოცახცახე წოპთავა დასეირნობდა ველის შუაგულში. გაპარვის შანსი არ იყო - ადგილი მეტად განათებული ჩანდა არსებების ვეება თვალებისათვის. ჯონიმ გადაწყვიტა ეაქტიურა. განათებულის კიდესთან დაელოდა ერთ-ერთ წოპთავას და შეატყო თუ არა, რომ მან ცახცახი შეწყვიტა და უკან გაბრუნებას აპირებდა, მთელი ძალით მოუქნია ცული თავში.

სულის შემზარავმა კივილმა გააპო არემარე და თითქოს ნაწილებად დაშლილი წოპთავა დაენარცხა მიწაზე. შეგუბებული სიჩუმის შემდეგ ამ ხმამ თითქოს ტყე გააცოცხლა. გარშემოდან გაისმა სხვადასხვა დაბალი და შრიალა ხმები, რომლებიც ნელა ახლოვდებოდა. მაგრამ ყველაზე მძაფრი რეაქცია მეორე წოპთავას ქონდა. მის მხრებზე ამოსული ტოტები თითქოს ხელებად იქცნენ, ხოლო პაწაწინა ხელების ბოლოებში გაჩნდნენ პირები, საიდანაც ისეთივე კივილი ამოდიოდა, როგორმაც სულ ახლახანს სისხლი გაუყინა ჯონს. არსება ცახცახით გამოემართა კაცისაკენ, რომელმაც აღარ იცოდა რა ექნა. ბოლოს ბუნების ბოძებულმა ინსტინქტმა გაიმარჯვა და ჯონმა ისეთი მოკურცხლა, ვერც ერთი სპრინტერი ვერ დაეწეოდა. ზურგს უკან მომავალი სიბნელე და შრიალა ხმები არ აძლევდა საშუალებას ერთი წამით მაინც მოდუნებულიყო. ხმა კი ახლოვდებოდა. ასი მეტრიც და ტყიდან გავა.. ორმოცდაათი.. ხმა სულ ახლოდან ისმოდა. თითქოს ათასობით წვრილფეხა არსება ალყაში აქცევდა. ოცი.. ფეხი რაღაც რბილს დაადგა. ისეთი ხმა იყო, თითქოს თოვლმა გაიხრაშუნა. ათი მეტრი.. მხარზე შეხება იგრძნო. გულგახეთქილმა ჯონმა კატასავით ისკუპა და ტყიდან გამოხტა. ხმები ისე გაქრა, როგორც დენიდან გამორთული რადიო ჩაიწყვიტავს ხოლმე ხმას.

ავტოსტრადის მეორე მხარეს პატარა შენობა ჩანდა, რომელიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტს გავდა. მის წინ აბრა იდგა: "გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას". ჯონიმ ჯიბეში მყოფი გასაღები მოარგო და კარებიც დაემორჩილა. ორჯერ დაჩხაკუნების მერე კლიტე გაიღო და კაცი პატარა ოთახში მოხვდა, რომელსაც ციმციმით ანათებდა ნათურა. ოთახის მეორე ბოლოში კიდევ ერთი კარები ჩანდა. თვითონ ოთახში ერთი მაგიდა და ორი სკამი იდგა. გარემო მოვლილი და სუფთა ჩანდა, თითქოს სულ რამდენიმე წუთის წინ გავიდა ვინმე ოთახიდან. ჯონიმ გადაწყვიტა მეორე კარებით ესარგებლა და მისდა გასაკვირად, ისევ ტყეში მოხვდა. თუმცა ეს ტყე უფრო განათებული ჩანდა. ერთი ხანობა, სანამ ბილიკს მიუყვებოდა, ჯონის მოწონდა კიდეც ეს განათებულება, მაგრამ მერე ისევ წოპთავები რომ დაინახა, სრულიად შეეცვალა გრძნობები. ამჯერად ეშმაკობა იხმარა და ხეების უკან დამალვით მშვიდობიანად გასცდა მოცახცახე არსებებს. მის წინ ხისმჭრელის სახლი გამოჩნდა. სახლს სამი კარი ქონდა. ხოლო მარჯვნივ კიდევ ერთი შენობა იდგა ნახევრად დანგრეული კედლით. მონადირის სახლის წინ ბლანჟიანი და კეთილთვალებიანი კაცი დაბორიალობდა. ჯონიმ გადაწყვიტა გამოლაპარაკებოდა.

- გამარჯობა - მიესალმა ჯონი
- პატარა ბიჭი ხომ არ გინახავთ - კაცი აღელვებული ჩანდა და გამარჯობაზე არც უპასუხია.
- მე.. არა - ყველა-ყველა და ჯონის პატარა ბიჭი მართლაც არ უნახავს.
- ჩემი ბიჭია. რამდენიმე დღეა ვეძებ. ჭაობებთან თამაშობდა და მოულოდნელად გაქრა.
- ძალიან ვწუხვარ, მაგრამ არ მინახავს.
- მე ჟურნალისტი ვარ და არასოდეს მიტარებია მისი სურათი. ჩემი საწყალი ბიჭი..
- ა.. სოფიამ მითხრა თქვენს შესახებ.
- სოფია? ბარში რომ მუშაობს, იმ გოგოზე არ ამბობ? ეს-ესაა აგერ იმ კარებში შევიდა - ჟურნალისტმა მარჯვნივ მდებარე დანგრეულკედლიან შენობაზე მიუთითა - წაბლისფერი თმა ქონდა. არასოდეს მინახავს ადრე. და.. არ იფიქროთ, რომ ხელს მიშლით, მაგრამ ჩემი შვილი უნდა მოვძებნო და..
- დიახ, მესმის - ჯონი ცოტა დაიბნა. სოფიას ქერა თმა აქვს. ეს წაბლისფერთმიანი ვიღაა ნეტა? - თუ რამეს გავიგებ თქვენს შვილზე, აუცილებლად გეტყვით.
- მადლობა.
ჯონიმ გადაწყვიტა ტყისმჭრელი მოენახულებინა, იქნებ რამე ეთქვა ასე თავისუფლად მოსეირნე წოპთავებზე, მარცხენა კარები შეაღო და შევიდა. წამის მერე ისევ სახლის წინ აღმოჩნდა. მიიხედ-მოიხედა, არაფერი შეცვლილა, ჟურნალისტი ისევ აღელებული ფიქრობდა, სახლი ადგილზე იდგა, ხეებს ისევ არ ქონდათ ტოტები.. ამჯერად შუა კარებში შევიდა - ეფექტი იგივე: კარები მოხურა თუ არა, მაშინვე სახლის წინ აღმოჩნდა. გადაწყვიტა ჟურნალისტის მითითებულ შენობაში შესულიყო და ასეც მოიქცა.

ოთახი ძალიან ცუდად ნათდებოდა ორი ნათურით, რომლებიც სულ ციმციმებდნენ და ისედაც ცუდ განათებას კიდევ უფრო უარესს ხდიდნენ. ნათურებთან ორი წოპთავა დაცახცახებდა. და რაც მთავარია, ჯონი მთელი ტანით გრძნობდა ვიღაცის ყურადღებიან მზერას. ოთახის შუაში თითქოს ლანდი გაკრთა, მაგრამ მოციმციმე ნათურებში ბევრ ვერაფერს გაარჩევდი. კედელს გაუყვა და ორივე ნათურისაგან შორს დატოვებულ სიბნელის ფარდაში დაიმალა. წოპთავები საკმაოდ სულელები ჩანდნენ. დაცახცახებდნენ განათებული არის ერთი ბოლოდან მეორემდე და ჯონის თითქმის აღარ ეშინოდა მათი. რაღაც მომენტში ორივე არსება მისგან ზურგით დადგა და ამან საშუალება მისცა მიერბინა კარამდე და გარედან გადაეკეტა ის - წოპთავებმა ხომ სირბილის ხმა გაიგეს და გამოეკიდნენ. კარების მეორე მხარეს ისევ ტყე აღმოჩნდა. ზედ სახლის კუთხესთან მთელი შეკვრა პისტოლეტის ტყვიები დაინახა, ხოლო ტყვიებიდან ტყის სიღრმისკენ წვეთებად მიიწევდა სისხლის კვალი.
უკან გზა აღარ იყო. ამიტომ, თუმცა მუხლებში ძალა ნელა-ნელა ელეოდა, ჯონი მაინც გაყვა სისხლიან გზას. რაც უფრო წინ მიდიოდა, უფრო გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა. მას ხელში მჭრელი ცული უჭირავს, ყოველ ნაბიჯზე შიშს ბრაზი ფარავდა, ყვირილი მოუნდა, მაგრამ ბრაზი ჩაიხშო. სიმწრისგან ცრემლიც კი წამოუვიდა. რაც მოაფიქრდა, ყველა სალანძღავი სიტყვით აგინებდა ტყეს და მასში მოარულ ბრალიან თუ უბრალო არსებას. წინ ისევ სულელი წოპთავა გამოჩნდა. ჯონი არც გაჩერებულა, ცულამაღლებული გაიქცა მისკენ და არც მორიდებია განათებულ ადგილზე შევარდნა. ასეთ დაუპატიჟებელ სტუმარს კი არ ელოდა საშნელი არსება, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. სანამ ის კიოდა და მხრებზე ხელები ამოსდიოდა, ჯონიმ ქვემოდან ზემოთ ამოსცხო ცული და ძალიანაც ესიამოვნა, როდესაც შუაზე გადაჭრილი არსება უსულოდ დავარდა. კივილმა როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი ტყე გამოაღვიძა, თუმცა ჯონის უკვე აღარ ეშინოდა. ჩქარი დამტკიცე ნაბიჯით გაყვა სისხლიან ბილიკს და მალე კიდევ ერთ შენობასთან მოხვდა.

გაუგებარია როგორ, მაგრამ კედლის მიღმა სოფია დაინახა. ხოლო სოფიას გვერდით კიდევ ვიღაც გოგო.. წაბლისფერი თმით.. ეს უკანასკნელი კარგად არც ჩანდა. თითქოს ხან იყო და ხან არა. მათკენ გზას კი კედელი ზღუდავდა. სოფია! - დაიძახა ჯონიმ. პასუხი არ იყო. აშკარად ჩანდა, რომ ორი გოგონა ერთმანეთში საუბრობდა, თუმცა მათი ლაპარაკი არ ისმოდა. ჯონი კედელს გაყვა შესასვლელის პოვნის იმედით. რამდენიმე მეტრის იქით მავთულის ღობე იყო და მის შიგნით ისევ ისეთი უცნაური ბუჩი, ჯონის რომ გავდა. შესასვლელი მაინც არ ჩანდა. სამაგიეროდ მიწიდან ამოძვრა წოპთავა და მისკენ გაიქცა კივილით. ჯონიმ ახლოს მოუშვა, შემდეგ შემობრუნდა, დაიხარა და მუხლებში ზუსტი დარტყმით მიწაზე დაანარცხა არსება. წოპთავა მხრებიდან ამოსული ხელების საშუალებით მაინც აგრძელებდა ჯონისკენ ფორთხვას, მაგრამ ეს უკანასკნელი აღარ დაელოდა მის მოახლოვებას და გასასვლელის ძებნა განაგრძნო. და მართლაც, კედელში კარები მართლაც იყო დატანებული. სოფია და წაბლისფერთმიანი გოგონა სულ ახლოს იყვნენ. კარები მოიხურა და და აღმოაჩინა, რომ კედლის მეორე მხარეს კი იმყოფებოდა, მაგრამ სოფია და მისი თანამოსაუბრე იქ აღარ იმყოფებოდნენ. გაოცებულმა შეამჩნია, რომ ისინი იმ უცნაურ ბუჩქთან გადასულიყვნენ. ჯონი უკან გამოვიდა კარებიდან, მაგრამ ამჯერად გოგოები ისევ კედლის მეორე მხარეს დაუხვდა.

სისხლის კვალი კი ისევ მიიწევდა კედლის იქითაც. დასაკარგი არაფერი იყო. ჯონი გაყვა კვალს და მალე ტყიდანაც გავიდა. მის წინ ისევ ავტოსტრადა იყო. მიწისძვრისაგან გზა ორად გაყოფილი დახვდა. ჩრდილოეთით დამტვრეული მანქანები ჩანდა, ხოლო მის წინ, ზედ შუა გზაზე ადამიანის გვამი ეგდო. ვიღაცას მისი სხეულის გასწვრივ კონტური შემოეხაზა ცარცით. სისხლიანი კვალი სწორედ მისკენ მიდიოდა. ახლოს მისულ ჯონს თვალები გაუფართოვდა: ეს ხომ მაიკლია! რა დაემართა? მას მუცელი აქვს გაფატრული! ჰმ.. ხელში პისტოლეტი უჭირავს. ახლა ეს იარაღი მე უფრო მჭირდება, ვიდრე მას.

Saturday, April 16, 2011

არსაით - ნაწილი 3

წინა ნაწილი

პირველი ნაწილი

სამუშაო დღე

-სალამი ლუკას. მე მაიკლი ვარ. გუშინ ტელეფონით ვისაუბრეთ. აი ამ არეულობას ვხელმძღვანელობ მე. საეროდ, ძალიან საჭირო ადამიანი ვარ. თუ ჩემი ნახვა დაგჭირდება, ამოხვალ მეორე სართულზე და კოლიდორის ბოლოში კარებში შემოხვალ. ახლა აგერ ყუთები რომაა, ეგენი მიალაგე და შემდეგ ოფისში ამომაკითხე, რაღაც ქაღალდებია ხელმოსაწერი.

მაიკლი ჩემი ახალი უფროსია.  აქ გადმოსვლის შემდეგ მან შემიფარა და შესაბამის ანაზღაურებასაც შემპირდა. ახლა მის საწყობში ვართ. საწყობი უზარმაზარი ფართია ასეთივე დიდი კედლებით და უამრავი ოთახით. რაც ყველაზე ცუდია, მთელს საწყობში მიმოფანტულია ვეება ყუთები და სწორედ ამ ყუთების დალაგება დამავალა მაიკლმა. სამუშაო იოლთა რიგიდან არაა. თითქმის 100 კილოანი ყუთები უნდა ერთ ადგილზე მივახროვო და რაც ყველაზე გულის გასახეთქია, არანაირი ტექნიკა არ მაქვს ამისათვის. ჯანდაბას, მივაწვები და გავაჩოჩებ.. ერთი, ორი, სამი, მივაწექი... იიი.. ასე. ერთი ყუთი მზადაა. ერთი, ორი, სამი, მივაწექი.. იიიი.. საღამოს 7 საათამდე ასე ვეჯახირე ყუთებს და როდესაც უკვე ბოლო ყუთიც ადგილზე მივაჩოჩე, აღარაფერი მინდოდა ძილის მეტი. მაგრამ გამახსენდა, რომ მაიკლმა ქაღალდებზე ხელმოწერა მთხოვა და მისი ოფისისაკენ გავეშურე.
მეორე სართული მარტო იმით განსხვავდებოდა პირველისაგან, რომ ყუთები არ იყო მიმოფანტული. თორემ თვალუწვდენელი სიგრძის კოლიდორი თავს საოცრად უმწეოდ გაგრძნობინებდა. საინტერესოა, რა იმალება ამ კარებების უკან. ჰმ.. ეს კარები დაკეტილია.. ესეც.. მესამეც.. იქნებ არ ღირს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა? ეჰ, რა იქნებოდა ასევე კარგად იყოს განათებული ჩემი სადარბაზოც, ა? ჩრდილიც კი არ მაქვს ისეთი ძლიერი განათებაა. აი მაიკლის ოთახიც. ვნახოთ ერთი რა ქაღალდებია ხელმოსაწერი.

- ა, ეს შენა ხარ ლუკას? შემოდი - მე შევედი. მაგიდაზე ერთადერთი ფურცელი იდო. მაიკლმა თავაზიანად მიმითითა სკამზე - აი, აქ მომიწერე ხელი. ეს უბრალო ფორმალობაა უბედური შემთხვევის დროს რომ ავსებენ, ისეთი. ისე დღეს დილით შენი ცოლი ვნახე.
- ალბათ ეს კეტრინი იყო. ჩემი მეზობელია ეგ გოგო.
- არ ვიცი, არ გამომემცნაურა. წაბლისფერი თმა ქონდა და მწვანე თვალები.
- წაბლისფერი? - კეტრინი ხომ ქერათმიანია. საინტერესოა ვინ ნახა მაიკლმა.
- ჰო, წაბლისფერი. მიხვდი ხომ, ვისზეც ვლაპარაკობ?
- ისაა.. არა.. კი არა და, გვიანია უკვე. სახლში წავალ, კაი?
- ჰო, არ გაგაჩერებ ლუკას. ნახვამდის - მაიკლი ბლანჟეს ატარებს და კეთილი თვალები აქვს. ვინ იცის რამდენ თანამშრომელს გაუვლია მის ხელში. შეიძლება უბედური შემთხვევები იშვიათი არაა საწყობში და ამიტომაც მომაწერინა ამ ბლანკზე ხელი.. რას გაიგებ..
ჩემი ქუჩის შესახვევთან შესულს კეტრინი და მისი მიპატიჟბა გამახსენდა. მშვენიერი საღამოა. შეუვლიდა კაცი კეტრინს. მაგრამ სწორედ ჩემი სახლის გვერდით პოლიციის მთელი რაზმი შევამჩნიე. მათთან პიტერიც იყო 101 ოთახიდან.
- რამე მოხდა, ოფიცერო? - პოლიციის ფორმიანმა ერთი მოწყალე მზერა გადმოიგდო და რაღაცნაირად უგულოდ მიპასუხა
- ეს ისეთი საშინელებაა.. მაპატიეთ ბატონო, უნდა წავიდე - და თავისთვის ჩაიბურტყუნა - საწყალი ბავშვები.
გადავწყვიტე პიტერთან გამერკვია სიტუაცია. გამხდარი ექიმი კიდევ უფრო გამხდარი მეჩვენა. ჩვეულებრივზე უფრო გათეთრებული სახე და კიდევ უფრო აჩეჩილი თმა საერთოდ არ ტოვებდა ჯანმრთელი ექიმის შთაბეჭდილებას.
- გამარჯობა პიტერ. რა არის, რა ხდება აქ?
- სალამი ლუკას. იცი, მე გვამის გაკვეთა მთხოვეს და.. მემგონი მკვლელობა მოხდა მარჯვნივ რომ სახლია, იქ. სხვა არაფერი ვიცი, მაპატიე.
მარჯვნივ მდებარე სახლის ნახვის ბედნიერება ერთხელ მქონდა - როდესაც აქეთ გადმოვსახლდი. არაფრით განსხვავებული სახლი იქნებოდა, რომ არა თითქმის ყველა ჩამტვრეული ფანჯარა და დაბზარული კედლები. გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მენახე ეს შენობა და იქ მობორიალე პოლიციელებგან მაინც გამეგო რამე. თუმცა მადგან მარტო მოჩვენებითი თავაზიანობით ნათქვამი "გაიარეთ, ნუ გვიშლით ხელს" მივიღე და დაღლილი სახლისაკენ წავლასლასდი. კეტრინი..
- ა, ლუკას, მოხვედი?
- საღამო მშვიდობისა - უეცრად საოცრად ცხადად ვიგრძენი, რომ კეტრინის გარდა კიდევ ვიღაც მიყურებდა.
- როგორ ხარ? იმედი მაქვს დღე ძალიან დატვირთული არ იყო.
- არაფერია, ყველაფერი შეჩვევადია. იცი, ახლა მივხვდი რომ არანაირი ცხოვრება არ მაქვს: სამუშაო-ძილი, სამუშაო-ძილი. საბედნიეროდ შენ გხედავ ხოლმე და ეს ცოტათი მაინც მშველის.
- კარგი. იცი, რაღაც სიახლეები მაქვს შენთვის. შენი მეზობლეთან დავაზარე სადილის დროს.
- ემილი? ნახე ემილი?
- არა. მაგრამ იმავე დღეს წერილი დამიტოვა კარების ქვეშ. წაიკითხე აბა. ძალიან უცნაურია - წლებისგან გაყვითლებულ ქაღალდის ნაგლეჯზე ერთად-ერთი ფრაზა ეწერა: "შენ ხომ არ გინდა, რომ ისევ მიმატოვო?"
- ჰმ.. დარწმუნებული ხარ, რომ ეს მან დაწერა?
- სიმართლე გითხრა, მგონია რომ კარები შეეშალა და სხვისთვის უნდა დაეწერა. რამეს ხომ არ შეჭამდი?
- სიამოვნებით. და ისა.. არ მინდა იმაზე ლაპარაკი.

რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც კეტრინს დავემშვიდობე (რაც სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა და მგონია, რომ მასაც არ უნდოდა ეს), ჩემი ოთახისაკენ გავეშურე. გასაღებმა გაიჩხაკუნა კლიტეში, ჩამრთველმაც ჩაიგრუხუნა და ჩემი პატარა მყურდო ოთახი გამოჩნდა. გუშინდელი დიასახლისობის შემდეგ ის შეუდარებლად მყუდროდ გამოიყურებოდა. თუმცა იატაკზე რაღაც ქაღალდი შევამჩნიე.. ფოტოგრაფია.. ჰმ.. წყვილის სურათია წვეულებაზე. მე და კეტრინს რა მაგრად გვგავს ეს წყვილი, არა? საიტერესოა. ჰმ.. წარწერაცაა უკანა მხარეზე: "ჯონისა და სოფიასათვის, რომ არ დაავიწყდეთ როგორ კარგად ვატარებდით დროს ერთად". ხელმოწერად აქვს "ემილი" ალბათ ვიღაცაში შევეშალე და.. მაგრამ როგორ მოხვდა შუა ოთახში ეს სურათი? კეტრინს უნდა ვანახო სურათი ხვალე დილით..

შემდეგი ნაწილი

არსაით - ნაწილი 2

წინა ნაწილი

ჯონი

პირველი, რაც დაინახა, ეს იყო ნახევრად ჩამოხეული შპალერი ჭერზე. დაბნეულმა თვალებზე ხელი მოისვა. არა, არ სძინავს. საწოლს საზიზღარი სუნი უდიოდა, მას კი ტანსაცმლიანს დასძინებია. ფეხები რომ იატაკზე დააწყო, უკვე საბოლოოდ გამოერკვა ძილიდან. ობმოკიდებული კედლები, აბლაბუდები კუთხეებში, ქარის სისინი კარებიდან.. მან საკუთარ სახლში აღარ გაიღვიძა. საფრთხის უცნაური შეგრძნება დაეუფლა. თითქოს კედლებიდან ვიღაც უყურებდა. უფრო ყურადღებით რომ დაათვალიერა ოთახი, შეძრწუნებულმა აღმოაჩინა, რომ იგი სრული ანალოგი იყო იმ ოთახისა, სადაც დაიძინა. ოღონდ თითქოს საუკუნე გავიდა გაღვიძებამდე და ყველაფერი დაძველებულა და გაუბედურებულა.

ოთახში ყურადღებას ორი ადგილი იქცევდა: კარადა და მაგიდა. კარადაზე ნავიგაციის ინსტრუმენტები ეყარა - კომპასები, გიროსკოპები.. გაუგებარია რატომ დაჭირდა ვინმეს მაგალითად სამი აბსოლუტურად ერთნაირი კომპასი. კარადის თავზე გაცრეცილი დიდი მსოფლიო რუკა შენიშნა გვერდით მიკრულიყო მრავალი პატარა რუკებით. ერთ-ერთ პატარა რუკაზე მუქი წითელი საღებავით (სისხლით?) მიჯღაბნილიყო ერთი ფრაზა: "ახლა უკან გზა აღარაა!". მაგიდაზე კი სკოლის 12 გვერდიანი რვეული დარჩენილიყო. ახლოს მისულმა აღმოაჩინა, რომ ეს დღიურია. ბოლო გვერდზე ჩანაწერი იუწყებოდა: "სამშაბათი, 10 ოქტომბერი. ტყეში ერთი კაცი ვიპოვე და სახლში მოვიტანე. ოთხშაბათი. 11 ოქტომბერი. კაცი ჯერ კიდევ უგონოდაა. ის ისეთი ლამაზია, როდესაც ძინავს"

ახალი შთაბეჭდილებებით გაბრუებულმა გადაწყვიტა ოთახიდან გამოსვლა. კარებმა დაიჭრიალა და მოულოდნელად ტყეში აღმოჩნდა. მაგრამ რანაირი ხეები იდგა ტყეში? ხეები ტოტების გარეშე! არც ერთი ტოტი არ ქონდა არც ერთ ხეს. და გარემოც მრუმე და პირქუში იდგა. ოთახში მოსისინე ქარი სადღაც გამქრალიყო და შეგუბებულ სიჩუმეში მოხვედრილს საკუთარი გულისცემაც კი ესმოდა. ტოტების არ არსებობის მიუხედავად მიწა მაინც არათანაბრად იყო განათებული. იყო ადგილები, სადაც ნემსზე ძაფსაც ააგებდი და იყო ვამპირის ფიქრებივით ბნელი კუთხეებიც. და ეს ყველაფერი აბსოლუტურ სიჩუმეში. ნაბიჯი გადადგა. ისევ სიჩუმე. თითქოს არაფერზე მიაბიჯებდა.

რამდენიმე წუთის ბორიალის შემდეგ მოულოდნელად კედელს და მავთულის ღობეს გადააწყდა. ღობე ჩამუქებულ კოლიდორს იცავდა დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან, თუმცა მისი იერსახე საერთოდ არ იწვევდა სტუმრობის სურვილს. კედელს გაყოლილი კიდევ უფრო ღრმად შევიდა ტყეში. უადგილოდ დაყენებული ვეებერთელა აბრა უზარმაზარი ასოებით აფრთხილებდა ყველას: "ყურადღება! სამხრეთით საშიში ჭაობებია!". შემდეგ კედელი ისევე მოულოდნელად დაიკარგა, როგორც გამოჩნდა. სამაგიეროდ ხეებს შორის ერთიანი განათების ზოლი დაინახა. ეს ტყის განაპირა იყო. სიხარულმა აიტანა, ნაბიჯს აუჩქარა და ვერც შეამჩნია, როგორ შეიცვალა განათებული ადგილები ბნელით და როგორ გაყვა ეს სიბნელე მის კვალს. მზით განათებულმა ავტოსტრადამ გაუღიმა. სამშვიდობოსაა.


უეცრად იგრძნო როგორ ათამაშდა დედამიწა ფეხებქვეშ. ხეებმა შემაძრწუნებელი ხმა გამოსცეს. დადუმებული გარემო ერთბაშად ახმაურდა, თითქოს ვიღაცამ ჩამრთველს დააჭირა ხელიო. გუგუნით ჩამოიარა უხილავმა ტალღამ და ყველაფერი ისევ ჩაწყნარდა. მიწისძვრა იყო - გაიფიქრა. ავტოსტრადას ჩრდილოეთისკენ გაუყვა. უფოთლო ხეები უმზერდა გზის ორივე მხრიდან. რამდენიმე წუთში ტრასაზე რაღაც გამოჩნდა. ახლოს მისულმა დამტვრეული ავტომანქანა დაინახა. უფრო ჩრდილოეთით კიდევ ჩანდა მრავალი ასეთი ავტომობილი. არც ერთში არ იყო არც გვამი, არც ჩონჩხი და საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ხალხი უბრალოდ გაქრა.

გაოგებულმა გზა გააგრძელა. აბსოლუტურ სიჩუმეში და ნერვების უკიდურესი დაძაბვით გავლილი ერთ კილომეტრამდე მანძილი თითქოს რამდენიმე საათი გაგრძელდა. და როდესაც უკვე თითქოს ყველაფერი უიმედო ჩანდა, როდესაც არ იყო ცოცხალი არსების შეხვედრის თეორიული შანსიც კი, თითქოს მიწიდან ამოძვრა კაფე-ბარი. გარშემო ტყე ტოტების გარეშე, უკაცური ავტოსტრადა, ცარიელი დამტვრეული მანქანები და ამ ყველაფრის შემდეგ მოციმციმე აბრიანი კაფე "ჯეკის თვალი" კი არ ამსუბუქებდა მდგომარეობას, არამედ კიდევ უფრო დამრთგუნავს ხდიდა. ბარის წინ შინაურულად იყო გაჩერებული ჯანსაღი მანქანა, მოვლილი და გარეცხილი. ცენტრალული შესასვლელის გვერდით პატარა ეზოს გავლით უცნობი სათავსოს კარი ჩანდა, ხოლო მეორე მხარეს ჩაბნელებული ბილიკი ჩრდილოეთისკენ აგრძელებდა გზას.

ბარში შესულს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, როდესაც ამ უკაცურ გარემოში მშვენიერი ბარმენი გოგონა დაინახა. ყვითელთმიანსა და დიდთვალებას ვარდისფერი ფართუკი მოერგო და მომხიბვლელად იღიმებოდა.
- გამარჯობა - მთელი გზის სიჩუმეს მიჩვეულმა თავიდან არც დაიჯერა, რომ ბარმენმა მართლა თქვა ეს სიტყვა.
- გაგიმარჯოს - საკუთარი ხმა გაიგონა.
- რამეს ხომ არ შეუკვეთავდით? - ბარმენი გოგონა სრულიად რეალური ჩანდა.
- ჰმ.. ყავა თუ შეიძლება - მეტი ვერაფერი მოიფიქრა.
- რამ მოგიყვანათ აქ? - ბარმენი გოგონა თან საქმიანობდა, თან უღიმოდა სტუმარს.
- გარემოებამ.. საჭესთან ჩამეძინა და.. - მართლა ასე იყო კია?
- ვაიმე, ხომ შეიძელება დაღუპულიყავით?
- ვიღაცამ იზრუნა ჩემზე ტყეში.
- მართლა? და ვინ, ნეტა?
- არ ვიცი. როდესაც გავიღვიძე, უკვე წასული დამხვდა.
- ჰმ.. საინტერესოა. იმიტომ, რომ ექიმისა და ჟურნალისტის მეტი აქ არავინ ცხოვრობს.
- ჰო, ვიცი.. თუმცა არავინ მინახია სადან მოვდიოდი. რა მოხდა აქ?
- ხალხის დიდი ნაწილი პირველი მიწისძვრის დროს წავიდა.
- შენ რაღატომ დარჩი და ყავასაც რომ ყიდი?
- ისე რა.. უბრალოდ გადასვლა არ მინდა არსად. მე სოფია მქვია.
- ძალიან სასიამოვნოა სოფია. ჩემი სახელია ჯონი. დიდი ბოდიში, შეიძლება ტუალეტით ვისარგებლო?
- რა თქმა უნდა. თავი იგრძენით როგორც საკუთარ სახლში.

ტუალეტში სამი რაკოვინა დახვდა. ჯონი პირველივესთან მივიდა და შუა საქმის დროს  შეამჩნია, რომ მისგან შორეულ რაკოვინაში რაღაცამ გაიბრწყინა. ახლოს მისულმა ძველებური გასაღები აღმოაჩინა. გასაღებს კბილების გასწვრივ რაღაც წარწერა ქონდა, მაგრამ ჯონიმ არ ჩათვალა საჭიროდ მისი წაკითხვა, პირდაპირ ბარში გავიდა, რომ სოფიასთვის ემცნობებინა აღმონაჩენის შესახებ.
- სოფია, ტუალეტში გასაღები.. სოფია? - ბარი რატომღაც ავტოსტრადასავით დაცარიელებულიყო. წუთის წინ სუფთა მაგიდებზე მტვერი იდო. თუმცა სიცარიელის მიუხედავად ჯონის ვიღაცის თანდასწრების უცნაური გრძნობა არ აძლევდა მოსვენებას. სულ ერთი წამით თითქოს ლანდს მოკრა თვალი ბარის შუაგულში, თუმცა იქ არავინ იყო.
- სოფია, ეს შენ ხარ? სოფია!!!

შემდეგი ნაწილი

Friday, April 15, 2011

არსაით - ნაწილი 1

შექმნილია კომპიუტერული თამაშის "Nowhere"-ს მიხედვით.

..ამონარიდი გაზეთიდან (თარიღი 1993 წლის 5 ივნისი): "აღმოჩენილია სამი ახალი მსხვერპლი. წინა ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა. 30 წლის ჯონსის და 28 წლის სოფიას ცხედრები ნაპოვნი იქნა მათი საცხოვრებლის ნანგრევებში. ცხედრებს მიაგნო მათმა მეზობელმა, ემილი სტენფორდმა. <<უნდა მომეძებნა ისინი, სანამ ჯერ კიდევ იყო იმედი>> - განაცხადა ემილიმ - <<დიდი ხანი არ მყავდნენ ნანახი.. და არც კი ვიცოდი, თუ ერთმანეთს ხვდებოდნენ. გაკვირვებულიც კი დავრჩი>>. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ნაპოვნი მესამე მსხვერპლის სახელიც ემილი აღმოჩნდა. მისმა ქმარმა არ ისურვა ჩვენთან საუბარი..

ერთი წლის შემდეგ

ლუკასი

გამარჯობა. მე ლუკასი ვარ. ვცხოვრობ საერთო საცხოვრებლის მეორე სართულზე. ჩემს სადარბაზოში სულ ხუთი ბინაა. პირველ სართულზე ოთახ 101-ში ცხოვრობს პიტერი. იგი ექიმია და პოლიკლინიკაში მუშაობს. მაღალი და ძალიან გამხდარი ბიჭია ყოველთვის მოვლილი ტასაცმლით და სასაცილოდ აჩეჩილი თმით. მისი ბინის მეზობლად არის 102 ნომერი ოთახი. დიდი ხანი არაა რაც აქ გადმოვედი საცხოვრებლად, მაგრამ რაც აქ ვარ, არც ერთხელ არ მინახავს იქ ვინმე შესულიყოს ან გამოსულიყოს. სავარაუდოდ არც არავინ ცხოვრობს. კარებს სახელიც კი არ აწერია. კიბეზე ამოხვალ და კორიდორის შუაში ჩემს ბინას დაინახავ. კორიდორს სუსტად ანათებს კუთხეებში დამაგრებული ნათურები, ხოლო ყვითლად შეღებლი კედლები სევდიან გრძნობებს იწვევს. ჩემდა საბედნიეროდ გავიცანი მეზობელი 201 ოთახიდან - კეტრინი. ტანადი და ყვითელთმიანი დიდთვალება გოგონა. მას კარგი იუმორის გრძნობა აქვს და საკმაოდ მეგობრული ადამიანია. ხო, მართლა, აი ახლა სწორედ მას ველაპარაკები.

- დიდი მადლობა ლუკას. მშენივრად გავატარე დრო.
- მეც აგრეთვე, კეტრინ.
- მისმინე, ერთი რამე მაინტერესებს..
- რა?
- გოგონა 203 ნომერი ოთახიდან.. ადრე გინახავს ოდესმე?
- არა, არასოდეს.
- ის ჩვენამდეც ცხოვრობდა აქ. მემგონი "ემილი" ქვია.
- ემილი? ასე ჩემს ყოფილ ცოლს ერქვა.
- "ყოფილი ცოლი"?
- ჰო.. მიწისძვრის დროს დაიღუპა..
- ოი, ვწუხვარ..
- ყველაფერი კარგადაა, არ შეიძლება ეს გცოდნოდა.. ამის მიუხედავად შენ ერთადერთი ხარ, ვისთანაც ამაზე საუბარი შემიძლია.
- ჰოო..
- ჩვენი მეზობელი ალბათ სახლშია. მის ფანჯრებში შუქი დავინახე.
- საინტერესოა რას აკეთებს.
- შეიძლება ჩვენს საუბარს უგდებს ყურს..
- უხ! ნუ ამბობ ესეთ რამეებს. ახლა მთელი ღამე არ მეძინება.
- ხა-ხა! შენა და.. იქნებ დაუკაკუნო კიდეც, ა?
- არა, არ არის საჭირო. ისე ფინჯან ყავაზე ხომ არ დამეწვეოდი?
- მადლობა, მაგრამ ხვალე ადრე ვარ ასადგომი სამუშაოდ.
- არა უშავს, მესმის.
- მართლა?
- კი. მაგრამ შემდეგ ჯერზე ვერანაირი გამართლება ვერ გიშველის.
- შენ რა, მეპატიჟები?
- ვცდილობ..
- სიამოვნებით მოვალ.
- ძილი ნებისა ლუკას.
- შენც ასევე..
მე დიდი ხანი არაა რაც კატრინს ვიცნობ, თუმცა მასთან დაახლოვება მშვენიერი სიჩქარით მიმდინარეობს.. იცი, მარტოხელა კაცისათვის კარგი.. რა? ეს რა იყო? თითქოს.. თითქოს ვიღაცის ჩურჩული მომესმა. რაო? ქალის ხმა იყო თითქოს.. არა, აშკარად დაძინება მჭირდება. არ შეიძლება ამდენი მუშაობა, ლუკას.. მაგრამ ვაი რომ უცებ დაძინება არ მეღირსება. ჩემს პატარა ოთახში ისეთი არეულობაა, რომ საწოლამდეც ვერ მიაღწევ კაცი. მაგიდა შუაში გამოვაჩოჩო.. ასე.. ეს რაღაა? ტანსაცმლიანი ყუთი საწოლის ქვეშ შევაგდო. ტუალეტის კარები სულ რატომ იღება, არასწორად დაამაგრეს კარები? კარებიც დავკეტე. მეორე ყუთი კარადაში შევტენე.. თითქოს ყველაფერი მოვრჩი. ა, ჰო, ბინის კარები ჩავკეტო და ძილი ნებისა, ჩემო თავო.

შემდეგი ნაწილი

Thursday, January 27, 2011

ნიუტონი..

მომწონდა.. არ ვგიჟდებოდი და არ ვაფრენდი, მაგრამ სიმპატიური გოგო იყო თეთრი კანით და ნორმალური ტანით. იმ დღეს შეხვედრაზე დამთანხმდა. ალბათ თვითონაც არ იყო გულგრილი, ჩვენ ხომ ორი კვირის გაცნობილები ვიყავით და ისიც სოციალური ქსელიდან. წვიმდა.. ზაფხულის წვიმაში სეირნობა რომანტიკად ითვლება, თუმცა რომანტიკა არც ერთს გვსურდა და არც მეორეს. სამარშუტო ტაქსის უკანა სავარძელზე კუთხეში მოვთავსდით და უმიზნოდ გავყევით. სხვადასხვა თემაზე საუბრისას ჩემი ხელი მისას მოხვდა. არ გაუწევია. პირიქით, თითები თითებს შორის ჩამიცურა და ხელი თვითონ წაიღო. თბილი თითები ქონდა.. თბილი და მოუსვენარი. მომიჭერდა და გაუშვებდა თითებს. მეორე ხელიც წავიღე მისკენ, ვითომ თმის გასწორება მინდოდა. ჩემს თითებზე ლოყა ააცურა და თვალებით გამიღიმა. მერე თითებით დაჭერილი ხელი საკუთარ მუხლზე დამადებინა და გაანთავისუფლა. "მარშუტკაში" ხალხი ამოდიოდა და ჩადიოდა, ჩვენ ყურადღებას არავინ გვაქცევდა. მე ბარძაყზე ნელა ავაცურე ჩემი ხელი და გამუდმებით თვალებში ვუყურებდი. თვალები ისევ მიღიმოდა და უეცრად მისი ხელის შეხებაც ვიგრძენი ჩემს ფეხზე.

მუხლიდან ზემოთ ნელა აცურებდა თითებს ზურგით, სულ ზედა წერტილში ამოატრიალებდა და უკან ჩაყვებოდა. მე კი თანდათან კაბის ქვეშ მოვხვდი და სულ ზემოთ და ზემოთ მივაცურებდი ჩემს თითებს, სანამ არ შევეხე. თვალებმა უფრო გამიღიმეს. ფეხის მოფერება გავაგრძელე. ისიც არ გაჩერებულა. ბოლოს ვიგრძენი როგორ შეეხო ჩემს უკვე გამაგრებულ ასოს და დაუწყო ტანსაცმლის ზემოდან მოფერება. სადმე შესვლა შევთავაზე. უარი არ უთქვამს. რომელიღაც სასტუმროსთან ჩამოვედით და სასწრაფოდ ნომერში ავედით.

შესვლისთანავე ხელები შემომხვია და ისე მომაწვა, რომ კარებს დავეჯახე და ბრახუნით დავხურე. ამან გაგვამხიარულა. მე ხელები წელზე მოვხვიე და მივიკარი. თვალებმა ისევ გამიღიმეს. ტუჩებს გემო არ ქონდათ. შეიძლება მე ველოდი რამე გემოს და ამიტომ. ენა ენაზე მივადე, ისიც გამომყვა და ცოტა ხანი ენებს "ვაჭიდავებდით". ხელები წელზე ავუცურე. თითებს მისი მაიკაც თან აყვა. ისე, რომ ენებით თამაში არ შეგვიწყვეტია, მან ქამარი შემხსნა და შარვალი გახსნა. შემდეგ ხელის გული მუცლიდან ტრუსამდე  ჩამიცურა და ისევ ზემოდან დაუწყო მოფერება ასოს.

საწოლზე დავაწვინე. თმა გაიშალა და მისი სურნელი სულ ახლოდან მომდიოდა. ფეხებს ჩავყევი ორივე ხელით, ნელა ჩავაცურე სანამ მის ტრუსამდე არ მივედი. მეც ისევე, როგორც მან, ზემოდან მოფერება დავუწყე და ერთი წამითაც არ შეგვიწყვეტია ენით თამაში. თითებში სისველე ვიგრძენი.. თეძოებზე ავაცურე თითები ზურგამდე და ლიფი გავუხსენი. ორი პატარა ბორცვი გამოჩნდა და მათზე ყავისფერი პაწია გორაკები. ძუძუებს ორივე ხელით ქვემოდან მოვკიდე და ამ პაწია გორაკების წვალება დავიწყე ენით. ახლა უკვე მის ფეხებს შორის ვიყავი და ტრუსებით ვეხახუნებოდით ერთმანეთს. მან თავი უკან გადახარა, სწრაფად მოკიდა ხელი ჩემს ტრუსს და გამხადა. ასევე სწრაფად გაიხადა თავისიც. ამისათვის საჭირო გახდა თავი დამენებებინა ძუძუების კოცნისათვის და წამოვწეულიყავი. თვალებმა გამიღიმეს და მითხრეს "მოდი"

ნელა შევედი. ცოტა შევყავი მის სველ საშოში ჩემი ასო. მან თავი უკან გადახარა და წამოიკვნესა მიდიო. ამჯერად ცოტა მეტად შევედი. მან ბარძაყებზე ამიცურა ხელი, დუნდულებზე მომკიდა და ძლიერად მომქაჩა. ასო მთლიანად შევიდა მასში და მანაც საოცრად აღმგზნებად დაიკვნესა. პულსი გამისამმაგდა, სწრაფად დავიყე შეყოფა-გამოყოფა. თრთოლვა ტალღებად დიოდა ჩემში. მან წამოიწია, ხელები მხარზე დამადო, ძუძუებით მკერდზე მეხახუნებოდა და ისევ ენებით თამაშს დავუბრუნდით. რამდენიმე წუთში გადატრიალდა, მუხლებზე დადგა და ტანი დაბლა დახარა. მე თეძოებზე მოვკიდე ხელები და გავაგრძელე შეყოფა-გამოყოფა. ის ჩუმად წამოიკვნესებდა ხოლმე და ეს ხმა საოცრად აღმაგზნებდა. ხელები მუცელზე ჩავუცურე, წინ გადავიხარე და ძუძუები დავიჭირე. მან ჩემი ხელები თავის ხელებით ზემოდან დაიჭირა და ასე დაიწყო ძუძუების მოფერება. მერე ვიგრძენი როგორ ავკანკალდით ორივე და ამ დროს..

ბიიიჯოო!!! ნიუტონის მესამე კანონი არაა, F = -F ?
რაიო?
რაიო და, მესამე კანონია თქო, "ძალას გააჩნია სიდიდით ტოლი და ნიშნით საწინააღმდეგო ძალა".
ეგ რა შუაშია?
რა შუაშია და კროსვორდს ვავსებდი და ეს ვერ გავიხსენე მაგის დედას ვატირე!
გიჟი ხარ?
რა გიჟი, სად წავიღე ის კროსვორდი.. ა, აგერ. აჰა, "ნიუტონის მერამდენე კანონია.."
საერთოდ აღარ დამეკონტაქტო, გესმის შენ?
ჰო, კაი, როგორც შენ გინდა. ვახ, როგორ დამავიწყდა რომ მესამე კანონია?!
წავედი მე!
კაი ჰო, წადი. მესამე კანონი ჭო, მესამე!


***************
მითხრეს დაწერეო და აჰა, დავწერე. საინტერესოა, რამდენად სკანდალური იქნება. :) სათაურზე ბევრი ვიფიქრე და ეს ჯობია ყველას: კაცი-შვილი ვერ გაგიგებს სანამ ბოლოში არ გავა, რა შუაშია ნიუტონი. :D ა, მართლა, შეიარეთ ანინასთან. მასაც აქვს ასეთი რამეები, მაგრამ უფრო დახვეწილ სტილში. მე ახალბედა ვარ ამ სფეროში და.. :)

Saturday, December 4, 2010

გრძნობათა თეორია

გრძნობები ძალიან გვანან ძალას. ყველა მადგანი რაიმე მოქმედებას აიძულებს ჩვენს ზარმაც სხეულს. შესაბამისად - მათ შესაძლოა ქონდეთ მოქმედების კანონები. გრძნობის სიძლიერიდან გამომდინარე შენსაძლოა ადამიანმა გააკეთოს ისეთი რამ, რასაც არასოდეს გააკეთებდა ნორმალურ სიტუაციაში. ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად ჩამოვაყალიბე "გრძნობათა თეორია", რომელიც რაძი კაიფა მქონდა თავში და ახლა რაძი კაიფა გადმომაქვს ბლოგზე.

თეორია 1. - გრძნობის მუდმივობის კანონი. გრძნობა არც არსაიდან წარმოიშობა და არც არსად იკარგება. ის მხოლოდ იცვლის ფორმას ან მიმართულებას, გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე ან აკუმლირდება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მეგობრობა. მეგობრობა არის გრძნობა, რომელსაც აქვს სამი შესაძლო განვითარების შანსი: 1. აკუმლირდეს. 2. გაიზარდოს და/ან გადაიზარდოს სხვა გრძნობაში. 3. გაქრეს. ყველა ამ გარდასახვას აქვს ერთადერთი მიზეზი: სხვა ძალის გრძნობის ურთიერთქმედება. თუ საპასუხო ძალის მეგობრობის გრძნობა დროებით შეჩერებულია, ობიექტში ეს გრძნობა აკუმლირდება. თუ მიღებულმა გრძნობამ დიდ ზომებს მიაღწია, შესაძლოა მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდოს. ასევე შესაძლოა მეგობრობამ იცვალოს ნიშანი და გახდეს -მეგობრობა ანუ მტრობა. ამის მიზეზი იქნება მიღებული უარყოფითი გრძნობის ნაკადი, რომელიც ძალიან გადაწონის ზემოაღნიშნულ გრძნობას. დაბოლოს, თუ უარყოფითმა გრძნობა გაანეიტრალა ობიექტში არსებული მეგობრობის გრძნობა, მივიღებთ მესამე ვარიანტს - გრძნობის გაქრობას.
თეორია 2. გრძნობის ინერციულობა. გარემო ფაქტორების ზემოქმედების გამორიცხვის დროს გრძნობა ან არ არსებობს, ან არსებობს ერთი დონის და ხაზოვანი. პრაქტიკაში ასეთი რამ არ გვხვდება, რამეთუ შეუძლებელია ადამიანზე აბსოლუტურად არაფერმა არ იმოქმედოს. თუმცა იდეალურ შემთხვევაში, როგორც თეორიაშია აღწერილი, მოხდება სწორედ ისე, როგორც მოხდებოდა მაგალითად მოძრავი ბურთის დროს, მასზე რომ არც გრავიტაცია, არც ხახუნის ძალა და არც ჰაერის წინააღმდეგობა რომ არ მოქმედებდეს - ბურთი იგორავებდა სანამ წინააღმდეგობას არ შეხვდებოდა ან იქნებოდა გაჩერებული.
თეორია 3. გრძნობათა თანაფარდობა. გრძნობას გააჩნია სიდიდით ტოლი და ნიშნით საწინააღმდეგო ბუნების ორეული. ეს მოვლენა აღწერილია ანდაზაში "მელას თავის მახრჩობელა უყვარსო". იგივე მოვლენაა აღწერილი ჩინურ სიბრძნეში "ინი და იანი" - ერთი ტიპის გრძნობა ვერ არსებობს საწინააღმდეგო ტიპის და იგივე სიდიდის გრძნობის გარეშე. ფაქტის დამტკიცება შესაძლოა მსოფლიო ისტორიაში არსებული ომების მაგალითზე. ომი ხდება ურთიერთგამომრიცხავი აზრების შეჯახების შედეგად. ასევე ომი ხდება განვითარებული ან მდიდარი ადგილების ხელში ჩაგდების მიზნით ანუ ურთიერთსაწინააღმდეგო ცივილიზაციების დაჯახების შედეგად. თეორიიდან გამომდინარე კონფლიქტები მუდამ იარსებებს, ხოლო მათი ძალისმიერი გზით გადაჭრის ასაცილებლად საჭიროა -F ის მატარებელ მხარეს დავუმატოთ F მანამ, სანამ ის 0 თან მიახლოვებული სიდიდის არ გახდება.
თეორია 4. გრძნობის განვითარების ოქროს წესი. გრძნობის განვითარების წარმატება (M გრძნობის აწევის წარმატება F1) უდრის გრძნობის განვითარებისათვის საჭირო მონდომების (S1) შეფარდებას ობიექტის მონდომების (S2) სიდიდის ნამრავლთან გრძნობის განვითარებაზე (F2) დახარჯულ ძალაზე. F1 = (S2xF1) / S1 . გასაგებად რომ ვთქვათ, ეს სხვა არაფერია, თუ არა "მექანიკის ოქროს წესი" - ვიგებთ მანძილს, ვაგებთ ძალას ან პირიქით. ანუ თუ გინდა სხვა ობიექტისათვის რაიმე გრძნობის მომატება, გვაქვს ორი ვარიანტი: ან ვიმუშაოთ ენერგიულად ან ვიმუშაოდ დროზე = დავახარჯოთ ბევრი ან გავწელოთ ეს საქმიანობა დროში. არის კიდევ ერთი ხერხი - საყრდენი წერტილის შეცვლა. ანუ მიდგომის შეცვლა. სამწუხაროდ საყრდენი წერტილი ძალიან არამყარი რამეა გრძნობის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ბოლო ხერხი და დროზე მუშაობის ხერხი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს - არ უნდა დავაზიანოთ ფაქიზი საყრდენი წერტილი, იმიტომ რომ ისიც გრძნობაა და პირველი თეორიიდან გამომდინარე, შესაძლოა საერთოდ შეიცვალოს ბუნება.
თეორია 5. გავლადობის თეორია. ყველაფერი გავლადია. თეორია პრინციპში გამომდინარეობს გრძნობის მუდმივობის და გრძნობის ინერციულობის კანონებიდან, მაგრამ მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოვყავი ცალკე. აღნიშნულ თეორიას აქტიურად ავითარებს გავლადობის თეორიის მკვლევარი, დოქტორი პატაპუტინა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გრძნობა არ იმყოფება იდეალურ მდგომარეობაში. მასზე მუდამ მოქმედებენ დამამუხრუჭებელი ფაქტორები - დრო, უყურადღებობა, ჩაკეტილობა.. ამის გამო შეინიშნება ყველა (ყველა) გრძნობის მილევადობა. გრძნობა საჭიროებს გამუდმებულ კვებას, ზოგჯერ გაძლიერებულსაც, რათა იარსებოს. გრძნობის და ინდივიდის ბუნებიდან გამომდინარე მილევა შეიძლება იყოს ნელი ან სწრაფი. თუმცა მილევა არსებობს და მას ვერ გავექცევით. ისევე, როგორც ხახუნის ძალის შემცირების შემთხვევაში, შესაძლოა გრძნობა გაიპოხოს - შეიფუთოს სხვადასხვა პატარა-პატარა გრძნობუკებით (სურპრიზები, საჩუქრები) ან გადავიდეს საკირასიან-რეზონანსულ მოძრაობის რეჟიმზე - დაენიშნოს მუდმივი გამაღიზიანებელი, რომელიც გამუდმებით შეავსებს გრძნობის დანაკლისს.

თეორია 6. გრძნობის ნაყოფიერება. ამ თეორიას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს პოსტში. ამ დროისათვის თეორიები მეტ არ მახსენდება, Sci-Fi ღადაობაც მომბეზრდა და წავედი მე, თეორია პრაქტიკაში გამოვიყენო. :)

Wednesday, October 6, 2010

ორი - ნაწილი 1

მისტიკა რომ მიყვარს გეცოდინებათ. ამ ბოლო ხანებში რამდენიმე ისეთი ნაწარმოები წავიკითხე ზოგიერთ ბლოგერთან, რომ მომინდა მეც დამეწერა რამე. სიმართლე გითხრათ წერის ნიჭი არასოდეს მქონია, მაგრამ აი გამიქსვის, რამდენიმე ნაწარმოებიდან ამოღების და ერთიან კომპოზიციათ ქცევის ნიჭი მგონი რომ მაქვს. (ამ გახსენებაზე, ნახეთ ფროდიჯის "სმიქ მაი ბიჩ აფ" ის გაკეთების პროცესი)
..ტელევიზორი შიშხინებდა. ნიკამ თვალები მოისრისა და შეეცადა გაეხსენებინა რატომ ჩართო ტელევიზორი. ასეე.. ფეხბურთი არ იყო გუშინ, კინოს არ უყურებდა, არც მისი საყვარელი გადაცემა უნდა ყოფილიყო წინა ღამით. ტელევიზორი კი შიშხინს განაგრძნობდა. შშშშშენი დედაც, რა! - ვერ გაიხსენა ვერაფერი ნიკამ, საბნიდან გამოძვრა, ერთი ფლოსტი უცებ იპოვა, მეორეს ფეხით ძებნა დაუწყო და ამასობაში ტანსაცმლის ჩაცმა დააპირა, რომ მაძებარ ფეხზე წითელი ლაქა შენიშნა. ფარდები კარგად გაწია, ახლად ამოსული მზის სხივებს ფეხი მოუმარჯვა და ლაქას დააკვირდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ამ ფეხზე თოკი ება და თანაც ჩანდა რომ ამ თოკისგან განთავისუფლებას ლამობდა. ტელევიზორი შიშხინებდა...
- ბჯოუ, შენა გი ხვა ხა? - გვერდით მისდევდა და როგორც შეეძლო თავის აზრს აგებინებდა გიორგი. საბედნიეროდ ნიკამ კარგად იცოდა გიორგის მეტყველების მანერა და მიხვდა, რომ მას ეს ესაა შეეკითხვნენ "გიჟი ხომ არა ხარო" - სა მიხ, სა სართმევს გამაართვი, შენა მკლა, შენა?
- მე რა ვიცოდი, რომ გაფუჭებული იყო? - საქმე იმაშია, რომ ნიკა მძღოლად მუშაობდა. დაქონდა სხვადასხვა საქონელი ერთი მაღაზიიდან მეორეში, ერთი კლიენტიდან მეორესთან და გიორგი მისი მომსახურების ერთ-ერთი მიმღები იყო. სიმართლე ვთქვათ, მძღოლს მართლაც არ ევალება პროდუქციის ხარისხის გასინჯვა და რატომ ცხარობდა საწყობის გამგე, ვერ გაეგო.
- მა რას ფულ შენ მე, ჰააა? - გიორგის სახე ისეთი ფერის იყო, პირდაპირ შეგეცოდებოდა ასეთი დიდი გული რომ არ ქონოდა - უკ მას მუტ სართმევს, გაიგეე?
- რა ჩემი საქმეა, წავედი მე, შენს გარდა იმდენი ხალხი მყავს კიდე. გაარკვიე შენ თვითონ - ნიკა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. უკან კი ყვირილი დაეწია: შენა მკლა, შენა?!
..კი, ეს მომენტი კარგად ახსოვდა. მერე.. მერე რა მოხდა? მეორე კლიენტთან წავიდა რა თქმა უნდა. მეორე კლიენტთან.. რა ერქვა? ღმერთო გამახსენე..
- ..და აი, ახლა ის ჩვენთანაა - ექსკურსიას უძღვება კობა - მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ის სწორედ ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში იქნა აღმოჩენილი!
"ის" თიხის დოქია. სხვა დოქებისაგან განსხვავებით მას არა ერთი, არამედ ორი ყური აქვს. სხვა დოქებისაგან განსხვავებით მას ორი მუცელი აქვს - ერთი ქვემოთ, მეორე ზემოთ. ყურები მუცლებს აერთიანებს და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს წრეს ქმნიან. თავის მხრივ მუცლებს შორის ჩაღრმავებაც თითქოს წრეს ქმნის.
- საინტერესო ექსპონატია - ზედ ყურთან დაუწყო საუბარი კობამ - ჰიპოთეზის დონეზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის გამოიყენებოდა რაიმე რელიგიური რიტუალისათვის ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევის აღსანიშნავად. თუმცა ეს ალბათ თქვენთვის საინტერესო არაა. ჩვენ უბრალოდ მისი გადატანა გვინდა მუზეუმში, ასე რომ თქვენი ასე ვთქვათ რბილი მანქანა სწორედ რომ დროულია. ჩვენი თანამშრომელი წამოვა თქვენთან ერთად.. ნუუ, საბარგულში იქნება, რომ ექსპონატს არაფერი დაემართოს. თქვენ მშვიდად და წყნარად მიიტანეთ ადგილამდე და მორჩა, მერე ჩვენ მოვუვლით.
- და სად არის თქვენი თანამშრომელი? - ნიკას არ ეგონა მისი მანქანა პროდუქციის და შუშის ნაწარმის გარდა სამუზეუმო ექსპონატების გადასაზიდადაც თუ გამოდგებოდა.
- თაკო! თაკო მეთქი, კაცო! თუ ქალო.. მოდი აქ, მოვიდა უკვე მანქანა კაცო.. თუ ქალო.. - კობას იუმორის უცნაური გრძნობა ქონდა.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - თაკოს მწვანე თვალები აქვს. ნიკა პირველ რიგში ახალგაცნობილების თვალებს იმახსოვრებს ხოლმე. მაშ ასე, მწვანე თვალები, იყენებს გასარუჯ კრემს, არ აქვს საყურე.. არა, ერთი ცალი აქვს რატომღაც.. და თვალებიც რანაირი აქვს, რამხელა გუგებით..
შენობიდან გამოსულმა ნიკამ წამით ისევ უცნაურ თვალებზე შეავლო მზერა თაკოს და.. არა, აშკარად მოეჩვენა თორემ ჰორიზონტალური გუგები ადამიანს შეუძლებელია ქონდეს. ფარულად ისევ შეხედა.. არა, მოეჩვენა აშკარად. ნორმალური, დაახლოებით მისი სიმაღლის, გამხდარი.. ზედმეტად გამხდარიც კი, გოგოა. საინტერესოა, რატომ აყოლებენ მას და არა ვინმე ჯანიან ბიჭს. თუ რამეა და ექსპონატმა რყევა დაიწყო, დაიჭერდა მაინც.
 - მეც საკმაოდ ღონიერი ვარ ამის დასაჭერად - ნიკას გაოცებულ მზერას საკუთარი გაუსწორა გოგონამ. არა, ნორმალური თვალებია.. - თქვენ ისე მიყურებდით, მაშინვე მივხვდი რაზეც ფიქრობდით - თეთრი კბილებიც ქონია. საინტერესოა საკუთარია თუ ხელოვნური.
- არა, როგორ გეკადრებათ - მარტო თვალები ხომ არაა ეს გოგო, საკმაოდ ნორმალური ვინმე ჩანს. აზროვნებს. მუზეუმში მუშაობს. ასეთი ხალხი შეიძლება მოსაწყენადაც ლაპარაკობდეს.. არა, ჯობია არ იფიქროს, ქვეყნის საქმე აქვს.
- არაა პრობლემა, თავიდან ყველა მასე მიყურებს, მაგრამ მერე და მერე, განსაკუთრებით ბოლოს.. სულ ეცვლებათ წარმოდგენა - ღმერთო, ისევ ჰორიზონტალური გუგები! მემგონი ცუდადაა, წავიდეს ცივი წყალი დალიოს ის დროა - ლუდს დალევთ? - თაკო მარტო ცქერის პრობლემაზე არ შეჩერდა.
- მე ხომ მძღოლი ვარ, არ შეიძლება - აფსუს, დალევდა მართლაც.
- სამწუხაროა. მაშინ მოდით მე ლუდი და თქვენ წვენი - არადა უკვე გზაში არიან. ახლა უნდა გააჩეროს, გადავიდეს, იყიდოს წვენი და ლუდი, მერე უკან გამოვიდეს. აბა გოგოს ხომ არ გაუშვებს? - გამიჩერეთ და მე ვიყიდი, არ დამიწყოთ ახლა დაპატიჟებები. ჩვენ ხომ უკვე მეგობრები ვართ? - უკვე ფსიქიკაზე მოქმედებს მუზეუმის თანამშრომელი.
- აბა, როგორ გეკადრებათ - ნიკა იძულებით გაჩერებას აკეთებს. ჯობია თვალებზე არ შეხედოს, სწრაფად იყიდის წვენს და გამოფხზლდება და მერე აღარაფერი მოეჩვენება. ასე. ზუსტადაც! კარების გაღებისას თიხის ფერის ნატეხი ვარდება ძირს. დაეჭვებული ნიკა ნატეხს იღებს და თაკოს აჩვენებს - ხომ არ დაგვერხა? გოგონა უარყოფის ნიშნად თავს აქნევს. გინდა თუ არა თვალებში უნდა შეხედო. არა, მოეჩვენა, აშკარად მოეჩვენა. ნატეხს ჯიბეში იდებს და მაღაზიის კარს ძლიერად აწვება..

..არ ჯობია ახლა უბრალოდ ადგეს და ეს შიშხინა ტელევიზორი გამორთოს? ჯანდაბას ლაქა ფეხზე და ჯანდაბას რომ არ ახსოვს არაფერი. ახალი დღე იწყება. ადგეს, დაიბანოს, ჭამოს რამე და ჰაიდა სამუშაოდ, არ ჯობია? თან ფეხიც არ სტკივა, მერე რა რომ მოჭერილი თოკის კვალს გავს ეს ლაქა? მეორე ფლოსტიც როგორც იქნა იპოვა. ნიკამ ტელევიზორი გამორთო და სამზარეულოში გავიდა. არა, მემგონი სძინავს ისევ და სიზმარს ხედავს..
- მააგარი ძნელი პროფესია არი შოფრობაი რა! ძაან დამღლელია - ნიკას ისედაც დაღლილ ტვინს დღეისათვის ბოლო კლიენტი ბურღავს, რომელსაც მთელი ტონა ხილი ჩამოუტანია საიდანღაც და ახლა სადღაც მიაქვს - აი მეე მაგალითათა ვაფშე არა მყაავს მანქანაი რა. მაგრამა ვიცი რაც არი ე შოფრობაი. ამას წინათა.. მაიცა გითხრა.. აი, მაშინ გორბაჩოვი იყო ჯერ კიდევა, რა. ხოოდა ბიჯო, მე და ძმაკაცები ჩემები. მაიცა გითხრა.. ესე იგი, მეე, ჟორაი, ტუხოს ბიჭი, ანდროვიჩი და ხურმა ანზორა მოვრიგდით რომაო აი ამ ტავარსა, ეხლა მარტო მე რო დამაქვს, დაუდებდით ტუხოს ბიჭის მაშინაზე და წავიღებდით რუსეთში კაცო. რატომა ამდენი? მაიცა გითხრა.. იმიტომა რომა, სულ რო გვევლო რა. დაიძინებდა ერთი, მეორე ატარებდა და ასე რა. ხოდა მივდივარ, დედა მოუვა, სტოსოროკი მიჭირავს, რუსეთშია. ხოდა ე მამაძაღლი, ღორმა არ გადამირბინა წინა კაცო? რო ვთხარე ტორმუზსა, დედა მოუვა, მთელი ასტრახანის გზები სულ მივხაზ-მოვხაზე..
- აი, მოვედით უკვე - მძღოლობა მართლაც დამღლელი საქმიანობაა და ნიკას ძილი უნდა. მოთმინებით დაელოდა ტვირთის დაცლას და ფულის მისაღებად მოეზადა.
- შენა, ჯიგო, ვისი ბიჭი ხარ? - ბოლო კლიენტი თან ფულს ითვლის და თან ნიკას გენიოლოგიას არკვევს - ერთი ჯარის ძმაკაცი მყავდა, გოჩა ერქვა, იმასა გევხარ შვილო. მაიცა გითხრა.. ლიოჩიკები უნდა გამოვსულიყავით წესითა. სულ შაგაობა და შაგაობა, სირბილი და სირბილი. სტარშინა ვცემეთ ერთხელა, დედა მოუვა, მთელი თვე ვერა დგებოდა ფეხზე..
..მაგიდაზე ორი ჭიქა დევს. ორივეში ჩაი ასხია შუამდე და ორივესთან სკამებია გამოწეული. ვიღაცამ.. ან უფრო ზუსტად, ვიღაცეებმა, ჩაის სმა დაიწყეს და რატომღაც ბოლომდე ვერ მიიყვანეს ეს საქმე. ნიკა ნელა მივიდა მაგიდასთან. იქნებ გაიხსენოს რა მოხდა ღამით. ჩაი.. არა, თვითონ არ დალევდა ჩაის, მშვენიერი კაკაო აქვს. ჩაიც რაღაცნაირი მუქია, თითქოს წითელი. ძალიან მძაფრი სუნი აქვს. ამასობაში მეორე ოთახიდან ფაჩუნის ხმა გაისმა.. არა, უფრო ნაბიჯების. ორი.. თუ ოთხი ფეხის ხმა. ნიკამ სამზარეულოს დანა აიღო და დაკუზული მივიდა კარებთან. მისი თვალები შიშისა და გაოცებისაგან გაფართოვდა. მისაღებ ოთახში ორი შავი სილუეტი მოძრაობდა..

- შვილო, ასე გვიანობამდე რომ მუშობ, გამოდის რამე? - მეზობლის ქალი დალი კიბეებზე შეხვდა ნიკას - ჩემი გულოც სულ ასეა, დღე ხომ მუშაობს და ხანდახან ღამეც ამუშავებს უფროსი. გაწყდა ამ უფროსების სინსილა, ისეთი დაღლილი მოდის ხოლმე ჩემი გულო სახლში, ისეთი, ისეთი.. ქმარი რომ ყავდეს რა კარგი იქნება.. აი შენნაირი კარგი, მშრომელი ბიჭი..
- აბა რა, უნდა გათხოვდეს და ოჯახი შექმნას - ხასიათს არ უფუჭებს დალის ნიკა - ღამე მშვიდობისა დალი დეიდა.
- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, შვილო.
ახლა თავი რომ მიდოს, ეგრევე დაეძინება. ასე, გაუხდელს. არა, ჯობია წვერი მაინც გაიპარსოს. მოიცა, ეს რა აქვს ჯიბეში? აა, ის თიხის ნატეხია. აბა, მთელი დღე რომ ნაგვის გადასაგდებად ვერ მოიცლი, საქმეა ესა? ნიკა ნატეხს მაგიდაზე დებს და თვითონ აბაზანაში შედის რომ წვერი გაიპარსოს. საძულველი პროცედურაა, მაგრამ რას იზავ, საჭიროა. ისაა დაამთავრა პარსვა, რომ მისაღებიდან რაღაც ფაჩუნი მოესმა.. არა, უფრო ნაბიჯების ხმას გავდა. ორი.. თუ ოთხი ფეხი მოძრაობდა. მეზობლის ბავშვი შემოიპარა ალბათ და ახლა დაიმალება. მერე ნიკა იპოვის და ის კამფეტს მოსთხოვს. ჩუმად და მალვით, ისე რომ ბავშვს არ გაეგო, ბიჭი მისაღებში შეიპარა და სახტად დარჩა: მის წინ ზუსტად მისი ორეული იდგა, ოღონდ შავი, შუაღამისფერი კანით და თითქოს მანათობელი მწვანე თვალებით. ჰორიზონტალური გუგები!

Thursday, July 29, 2010

ორიგამი

ჰოოდა დღეს გავიხედოთ და ვხედავ ასეთ რამეს.
ეს არაა უცხოპლანეტელთა კვერცხი, ესაა ქაღალდით გაკეთებული ძალიან მაგარი გასართობი რაღაცა, რომელსაც ბურთსაც ვერ დაარქმევ. ეს რაღაცა შეიძლება გახდეს მილის ფორმის, ბადროს ფორმის, კვერცხის ან ბურთის ფორმის და თან არის რბილი და კარქი. :) მსგავსი რაღაცეების კეთების ხელოვნებას კი "ორიგამი" ქვია.

იდეით გატაცებულმა დავიუტუბე და 7 წუთში და ერთ A4 ზომის ქაღალდში გავაკეთე ასეთი მშუენიერი მომღიმარი პენპელა. აქვე აღმოვაჩინე, რომ თუურმე ქაღალდის თვითმფრინავის, გემის, ბაყაყის და მისთანა რამეების კეთებასაც ორიგამი ჰრქმევია. ისევე ჰქრმევია, როგორც "გაცევა 1" - ში რომ მაიკლს სკოლფილდს აქვს გედი, იმას ჰქვია ორიგამი გედი. :)


ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, აგერ თქვენ ვიდიუები და გააკეთეთ რამდენიმე მარტივი ობიექტი. რომ მორჩებით ყველაფერს, მერე გადადით ბურთის გაკეთებაზე. :) მაშ ასე: ჩიტი:


პეპელა:
ვარდი:


დაბოლოს, ბურთი:


არ დაგავიწყდეთ, ორიგამის შესაძლებლობები ძალიან ფართოა და გადაავლეთ თვალი იუტუბს, იქ ბეეევრ საინტერესო რამეს ნახავთ. :)