ზოგიერთები არ მიჯერებენ, გორელი ბლოგერი არ ხარო (ანუ გორელი უკვირთ, ბლოგერი კი არა), იმიტომა რომაო ვაშლზე არ გიწერია არაფერიო. მოდით ე.წ. "კოტეჯელი ჯეელობის" თემა სხვა პოსტში განვიხილოთ, ესეც კაი ვრცელი რამეა და ახლა მოგახსენებთ, რომ აი ასე დაბოღმილ-დამწუხრებულს, როგორ თუ გორელობა არა სჯერავთ თქო (ვისაც სჯეროდა, გაიარა უკვე) და ბრახ! მოდის კლიენტი და ვეეებერთელა, უუუზარმაზარი, სოფიე გოლდენს რომ აქვს ავატარზე, მასეთი (აფსუს, სად არა მაქვს ლინკი) და წარმოუდგენელი ნიშან-თვისებების ვაშლი მოიტანა.
ჰო, რა - შეხედავ, ერთი ჩვეულებრივი ფარჩაკი, მწვანე, აშკარად მჟავე და რა მოხდა მერე ვაშლია. მარა კაცო, ეს ოხერი ვაშლი 1 წლის ხემ მოისხა. ამოდენა ვაშლი კაცო! რამსიმძიმე ვაშლია იცით თქვენა კაცო? 200 გრამს მისხალს არ დავაკლებ, აი მაგსიმძიმეა!
აჰა, შეხედეთ, ყვითელი რომაა ეგაა საქაშეთის ვაშლი, გოლდენი ქვია და 8 წელი უნდა ხეს, რომ ესეთი რამე მოიბას. ნუ, მერე უფრო კარგებს მოიბავს, მარა 8 წელი კაცო! ეს ოხერი მწვანე ვაშლი კიდე 1 წელში მოდის. იმ კლიენტს წითელი ვაშლიც ქონდა, სავარაუდოდ ტკბილი იყო ისა, იმიტომა რომა ეს მწვანე მაგარი მჟავე გამოდგა, მარა ყველაზე კარგი ისაა, რომ იჭმევა. ვე ვერ წარმომედგინა, რომ 1 წელში მოსული ამოდენა ვაშლის ჭამა შეიძლებოდა. მაგრამ ხომ იცით, რადიაქტიულობისა და მუტაციისა არ მეშინია მე, განსაკუთრებით თუ მაგარი მშიერი ვარ. ხოოომდა დავურიგე ამ ვაშლის ნაჭრები ბეტა ტესტერებს, სჭამეს.. ჰმ.. ცოცხლები დარჩნენ. ხოდა ვსჭამე მეც. :)
როგორც კლიენტმა მითხრა, სარები უნდა შეუყენო ხეს რომ ტოტები არ მოტყდეს.. აბაა ჩემი.. საწყალი ხე. რაღაცნაირად გული დამეწვა, აი ლიჟბი ნაყოფი კარგი იყოს და ხე თუ გინდა სუსტი დარჩეს და ტოტები დატყდეს, არაა პრობლემა.. აი ახლა ერთი საკაიფო უხეში შედარება მომივიდა თავში - ლიჟბი გათხოვდეს გოგო და ისე ჩაიხატება, მერე რომ მოიშორებს მაკიაჟს, გული გაგისკდება. ხო მაგარი შედარებაა? ბუჰეჰეჰე! ("შუა ქალაქს" ვამუღამებ ახლა და ფრაზებს ვსწავლობ). ჰო, რა ქვია ამ ჯიშს კი თქვეს.. მარა არ მახსოვს.. ერთი ის მახსოვს კარგად, 5 ლარი ღირს ძირიო და ერთი 500 ძირი რომ ვიყიდო, კაი გამართული ბიზნესი მექნებაო.. რატომღაც ინფლაცია გამახსენდა. :(
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...



















































