Showing posts with label ჩხირკედელაობა. Show all posts
Showing posts with label ჩხირკედელაობა. Show all posts

Tuesday, May 25, 2010

ჩხირკედელაობა - კოლიდორი

რაღაც დიდი პაუზა გამოგვივიდა ჩხირკედელაობაში, არა? :) ასე რომ გავაგრძელოთ ჩხირკედელაობა და სხვადასხვა პრაქტიკული ელექტრონული წრედების აწყობა. დღეის თემა იქნება კოლიდორი. მაშ ასე. ამოცანა საჭირბოროტოა. გვაქვს გრძელი კოლიდორი და თან ბნელი კოლიდორი, სადაც აყენია ორი ნათურა და სამი გადამრთველი.

ამოცანა ასეთია: საიდანაც გინდა მოდიოდეს მგზავრი და აზრი არ ქონდეს, სხვა გადამრთველები როგორ მდგომარეობაში იქნება, ყველა ვარიანტში პირველი გადამრთველის გაჩხაკუნებისას უნდა აინთოს პირველი ნათურა, შუაში რომაა გადამრთველი - გამოირთოს პირველი და ჩაირთოს მეორე ნათურა, დაბოლოს მესამე გადარმთველით გამოირთოს მეორე ნათურაც. მარტივია რა. შეხვედი კოლიდორში, ასცხე ჩამრთველს, აინთო ნათურა, გაიარე ნახევარი კოლიდორი, ასცხე მეორე ჩამრთველს, უკან გამოირთო ნათურა და წინ ჩაირთო, გახვედი კოლიდორის ბოლოში, მიარტყი ხელი მესამე გადამრთველს და მეორე ნათურაც ჩაქვრა. ვიცი, ვიცი რომ ძნელი ამოცანაა, ამიტომ აგერ პასუხი და აბა თქვენ იცით.

Wednesday, May 5, 2010

ჩხირკედელაობა - კარები პაროლით

სალამი მეგობრებო. დღეს კიდევ ერთ ჩემს ტკივილზე მინდა გესაუბროთ, რომელიც ბავშვობაში მქონდა ოცნებად. ესაა ჩემი საკუთარი ოთახის საკუთარი პაროლიანი კარები. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს ძალიან სამოყვარულო დონეზე გაკეთებული პაროლიანი კარების სქემაა. თუმცა იქვე დავამატებ, რომ ის მუშაობს.
თავიდან მოგვიწევს ამ ეშმაკური მოწყობილობის აწყობა. ესაა ძაფის კოჭზე (1-იანი) დახვეული მრავალი რგოლი მავთული (2-იანი). ასე გამოგვივა საკაიფო ელექტრომაგნიტი. რაც მეტ რგოლს დაახვევთ, მით უფრო ძლიერი იქნება. ამავე დროს არ დაახვიოთ 100 რგოლზე ნაკლები (მავთულის სისქე 0.5 მილიმეტრიდან 1 მილიმეტრამდე). კოჭის შუაში არსებულ ხვრელში (3-იანი) დაახლოებით ნახევრამდე რომ შეწვდეს, ასე შევდოთ ლურსმანი (4-იანი). მთელი ეს კონსტრუქცია უნდა  დამაგრდეს კარებზე. პრინციპი ასეთია: თუ ელექტრომაგნიტი გამორთულია, ლურსმანი გრავიტაციის ძალით დაბლაა და კარებს კეტავს (ურდულის პრინციპით). თუმცა თუ ელექტრომაგნიტი ჩაირთობა, ის მიიზიდავს ლურსმანს ზევით, ურდული გაიღება და კარებიც მასთან ერთად.
მეორე რაც დაგვჭირდება, ესაა კლავიატურა. კლავიატურა ნებისმიერი გამოდგება, თუნდაც ძველი კალკულატორის ან თუნდაც რამე დიდი ზომის მობილურის. მთავარია რომ ეს ციფრები ეწეროს ზედ და კონტაქტები უვარგოდეს. კლავიატურასთან ერთად სქემაში გათვალისწინებულია ასევე წითელი ("წთ) და მწვანე ("მწ") ნათურები შესაბამისად პაროლის არასწორად და სწორად შეყვანის გამოსახატავად. და პლუს იქნება ჩამოყრის ღილაკი. ანუ იმას რომ დააწვებით, მერე პაროლს თავიდან შეიტანთ. ეს კი თვითონ სქემა

ბევრი რელეა, არა? ეჰ, რას ვიზავთ. ავტომატიზაცია მსხვერპლს მოითხოვს. :) მოკლედ, განვიხილოთ როგორ მუშაობს. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ A და B ასოებს. ესენი შემოვიტანე სქემაში იმიტომ, რომ ზედმეტი მავთულებით არ გადამეტვირთა. სადაც წერია "ა" - იგულისხმეთ რომ ის წერტილები ერთმანეთთან არის შეერთებული. ასევე მოიქეცით "ბ" -ზე. აი ამ მდგომარეობაში, როგორც სქემა ხაზია, არაფერი ხდება. მაგრამ საკმარისია დააწვეთ ნებისმიერ ღილაკს, გარდა "4"-ისა, რომ მაშინვე ჩაირთობა სიგნალიზაცია! მიაქციეთ ყურადღება "განგაშის სისტემას". მას ყველა "ა" წერტილთან აქვს კავშირი. ანუ ნებისმიერი არასწორდ შეტანილი ციფრი ჩართავს ზარს და რელეს, რომელიც თავს ჩაიკეტავს (ანუ მას ვეღარ გათიშავ თუ დენს არ გამოურთობ) და ასევე გამორთავს "*" ღილაკს, რომელიც პასუხისმგებელია პაროლის ჩამოყრაზე. (თუ "*"-ს დააწვები, ის გამოიწვევს დენი დროებით გამორთვას და სქემის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებას, ანუ "პაროლის ჩამოყრას")
****************************************************************************
თუ დავაწვებით "4"-იანს, რომელიც სწორი პაროლის 1-ლი ციფრია, მაშინ გააქტიურდება "ავტომატიზაციის განყოფილების" მეორე რელე. ეს რელეც თავს ჩაიკეტავს და ასევე გამორთავს პაროლის მეორე სწორი ციფრის, "2"-იანის დაჭერისას განგაშის ჩართვის საფრთხეს. ახლა რომ ისევ 4 იანს დააწვე, არაფერი მოხდება. მაგრამ თუ 2 იანის გარდა სხვა რამეს დააწექი, ისევ ისე სისტემა ჩაიკეტება და განგაშის ზარი დაიწყებს გაუთავებლად რეკვას (აქვე დავამატებ, რომ ზართან ერთად წითელი ნათურაც ირთობა)
************************************************************************
დაბოლოს, თუ 2 იანის მერე დავაწვებით მესამე სწორ ღილაკს "#"-ს, მაშინ დენი წავა ჩვენი ეშმაკური ელექტრომაგნიტისაკენ, ლურსმანი კარებს გააღებს და ყველა ლაღად და ბედნიერად იცხოვრებს. :) პაროლის შეცვლა ყოველთვის შეიძლება ამ სამი (4, 2 და # ) ღილაკების მავთულების სხვა კნოპკების მავთულებთან გაცვლით. მაგალითად თუ 4 იანის მავთულს 1 იანს მივაბავთ და შესაბამისად 1 იანისას 4 იანს - პაროლი გახდება "12#". იგივე ვრცელდება ჩამოყრის ღილაკზეც. ის შეიძება "*" კი არა, თუ გინდათ "5"-იანი იყოს და რაც გაგიხარდებათ მოკლედ.
ნუ, ასეთი ნავაროჩენი პაროლიანი კარები არ გამოგივათ, მით უმეტეს რომ ეს სქემა სამოყვარულო დონისაა და შესაბამისად, საკმაოდ დიდი და მძიმეც იქნება, მაგრამ ჩვენ ხასიათს გაასწორებს და მეტი რა შეგვრჩება ამ ცხოვრებაში. :)

Monday, May 3, 2010

ჩხირკედელაობა - ტელეგრაფი

დღეს შევეხები ჩემთვის მტკივნეულ ისეთ საკითხს, როგორიცაა ტელეგრაფი. ეს ამოცანა არაა წიგნში და ის წმინდა პრაქტიკული მოსაზრებით ჩამოყალიბდა. საქმე იმაშია, რომ ჩემის პატარაობაში ჯერ კიდევ ძალიან დიდ ფუფუნების საგნად ითვლებოდა მობილური ტელეფონი. თქვენ წარმოიდგინეთ, მეგაკომის ტელეფონი, მეტეხის აგურის ზომის რომ იყო, ისეთი ძვირი ღირდა, რომ იმ ფასად შეიძლებოდა ძალიან საკაიფო სუფრა გაგეშალა ძმაკაცებთან ერთად. არადა ამ დროს ჩემი ძმაკაცი, რომელსაც მეტსახელად ჯადო ქვია (მოკითხვა სოსოს) ჩემგან ერთი სახლი და ამის მერე ცხოვრობდა. არადა კომუნიკაცია საჭირო რამეა ადამიანისათვის. მაგალითად გინდა რომ დაუძახო, გადმოდი ჩემთან, მაგარი დენძის (ასეთი სათამაშო კომპიუტერი იყო, როგორც ახლა X-box) კასეტა მაქვს და ორზე ვითამაშოთო.
ხოდა იმის გამო, რომ არ გვქონდა მობილურები, ხოლო ქალაქის ტელეფონი მარტო მე მქონდა, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ჩვენი საკუთარი ქსელი ორ აბონენტზე (ის კი არა და მესამეს - ტრუხა ნიკას ჩართვაც გვინდოდა. სამწუხაროდ ეს პროექტი ვერ განხორციელდა ბოლომდე) და როდესაც მოგვინდებოდა ერთმანეთის დაძახება, დაგვეჭირა ხელი ღილაკზე და გამოგვეძახა. ასე შეიქმნა გურჯადქსელი. გამტარებად გამოყენებული იქნა ის გამოცვლილი ტელეფონის მავთულები, რომელებსაც ასე ხშირად ცვლიდნენ ხოლმე ატეესის ხალხი. საქმე იმაშია, რომ ერთ კაბელში 40 წყვილი მავთული მაინც გადის. 1 მეტრი ასეთი კაბელი კი 40 მეტრ 2 წვერა მავთულს იძლევა, რაც საკმარისზე მეტიც კი იყო ორ სახლს შორის კავშირისათვის.

ასე რომ მოვრჩეთ ისტორიას და გადავიდეთ საქმეზე. თქვენი ქსელის ასაწყობად დაგჭირდებათ: 2 ბატარია (თუნდაც 2 ცალი ელემენტი რომ ჩადიოდეს და 3 ვოლტი ძაბვა გამოვიდეს), 2 კნოპკა (ჩვეულებრივი, რომ დააწვები და თავისით რომ ბრუნდება უკან), 2 გადამრთველი (რომელიც ან ერთ პოზიციაშია ან მეორეში), 2 ზარი (ნებისმიერი ზარი, რომელიც ნებისმიერ ხმოვან სიგნალს გამოსცემს და მუშაობს 3 ვოლტზე) და 2 ნათურა. ასევე, თუ ასეთი მაგრები ხართ, დაგჭირდებათ მორზეს ანბარის შესწავლა.
თუ არა და მაშინ გეგმა "ბ" ც არსებობს. (ამაზე ბოლოს)


მაშ ასე, ვიწყებთ ქსელის აწყობას. დავალება ასეთია. როდესაც მე ვაწვები სიგნალს 3 წამის მანძილზე, მაშინ ჯადოსთან რეკავს ზარი. ის გადართავს მიმღებს და იწყებს ანბანის მიღებას. ერთი მხრისათვის საკმაოდ ადვილია. აი ნახეთ ნახაზი.
მაგრამ აბა სცადეთ და გააკეთეთ ორი აბონენტის ერთმანეთში ინტეგრაცია. აი მე კი უკვე დამვიწყებია როგორ შევძელით ეს. ამიტომ ახლა ვიჩალიჩებ და გავიხსენებ.. აჰა, 15 წუთიანი ჩხირკედელაობის მერე მივიღე ასეთი ნახაზი.
სიმართლე გითხრათ, ეს არაა იდეალური საკომუნიკაციო საშუალება. იმიტომ რომ როდესაც შენ რეკავ, შენი ზარი ან ნათურაც ინთება. ეს კი ნაკლებ ძალას აგზავნის მეორე აბონენტისკენ. მაგრამ რაც მთავარია, სქემა მუშაობს. ახლა კი იდეა მათთვის, ვისაც ეზარება მორზეს ანბანის სწავლა. ხალხო, იყო თავის დროს ასეთი ტელეფონები, რომლებსაც ყურმილში ქონდათ ნახშირის მიკროფონი. ესაა კაცობრიობის (არადა ნიკოლა ტესლას) უდიდესი გამოგონება, რომელიც ხმის მიხედვით ცვლის წრედის წინაღობას. საბჭოთა წარმოების ყველა ტელეფონს ასეთი ყურმილი აქვს. ხოდა სწორედ ის დაგჭირდებათ (თუ იშოვით რა თქმა უნდა)
მოკლედ, ერთადერთი, რაც თქვენ დაგჭირდებათ ისაა, რომ მიკროფონი დაუმატოთ ამ წრედს. საბოლოოდ კი ასეთი გამოვა (მიაქციეთ ყურადღება ახალ სიმბოლოებს: სასიგნალო ღილაკთან პარალელურად ჩართულია მიკროფონი, ხოლო ნათურის ნაცვლად - დინამიკი)
ვსო, წავედი მე ნიჭიერს ვუყურო. უნდა იმ ფოკუზნიკმა მოიგოს, მაგარი შოუმენია. :) ა, მართლა, არავითარ შემთხვევაში არ ჩართოთ 6 ვოლტზე მეტი ძაბვა თუ მიკროფონს დააყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაწვავთ ამ კაცობრიობის მიღწევას, ახლა რომ არავინ არაფრად აგდებს.

Saturday, May 1, 2010

ჩხირკედელაობა - რელე, მასპინძელი და სიგნალიზაცია

გამარჯობა ჯიგრებო. ვაგრძელებთ ჩხირკედელაობას და ჩხირი კედელს - რელეს აღწერაზე უნდა გადავიდეთ. რელე ძალიან საჭირო საგანია რაიმე პროცესის ავტომატიზაციის, უსაფრთხო მუშაობის ან უბრალოდ ხალისისათვის. აი ნახეთ, რა შესანიშნავი სურათი ვიპოვე გუგლში (ცოტა დავამუშავე).

1 - ესაა კოჭას კვების ფეხები. თუკი აქ დენი შევა, მაშინ კოჭა წარმოქმნის ელექტრომაგნიტობას.
2 - ეს თვითონ კოჭაა. კოჭა ესაა რამეზე (მაგალითად ლურსმანზე, კალამზე, სპეციალურ ბუდეზე) დახვეული უამრავი (100 დან 300 და მეტიც) წრე იზოლირებული მავთული. საქმე იმაშია, რომ მავთულის ასეთი დახვევა იწვევს მასში გამავალი დენის მაგნიტურობის შეკრებას და ჯამში ვიღებთ ელექტრომაგნიტს, იგივე კოჭას. (აქვე პატარა დავალება: აიღეთ 1 მეტრამდე ტელეფონის მავთული (ფერადი რომაა) ან სპილენძის წვრილი მავთული და გადაახვიეთ ლურსმანზე ასე 50 ჯერ. მერე ბოლოებს მიუერთეთ საათის ელემენტი და მიღებული ელექტრომაგნიტი მიუახლოვეთ მეორე ლურსმანს. იმხიარულეთ.)
3 - კონტაქტები. შუა კონტაქტი, როდესაც კოჭა გამორთულია (როგორც ამ სურათშია), ეხება მარჯვენა კონტაქტს. ხოლო თუ კოჭაში დენი გავა და რელე დაიქოქება, 4 ით აღნიშნული "ღუზა" შუა კონტაქტს გადმოწევს და მარცხენა კონტაქტს შეახებს. ამის გამოყენების არეალს მოგვიანებით გავეცნობით. მანამ კი ვნახოთ ზემოთ მოყვანილი სურათის სქემატური გამოსახვა.
   ახლა კი სახალისო ამოცანა, რომელშიც რელე არ გამოიყენება. თხოვნა მექნება ჯერ თქვენით იჩალიჩოთ, ეგება და გამოგდით ისედაც, და მხოლოდ შემდეგ ნახოთ პასუხი, რომელიც პოსტის ბოლოშია მოყვანილი.
   ამოცანა გვეუბნება, რომ უნდა დაიხაზოს ისეთი სექმა, რომელიც შემდეგ მოთხოვნებს უპასუხებს: წარმოიდგინეთ რომ თქვენს კარებთან აყენია ზარის ღილაკი. მის ზემოთ კი ორი ნათურაა წარწერებით "ახლავე გამოვალ" და "სახლში არ ვარ". როდესაც ვინმე ამ ღილაკს დააწვება, თუ სახლის პატრონი სახლშია, მაშინ უნდა აინთოს ერთი ნათურა და ზარიც დაირეკოს ოთახში. თუ არაა სახლში - მაშინ მეორე ნათურა უნდა აინთოს და ზარიც არ უნდა დაირეკოს. ყოფნა-არ ყოფნას წყვეტს სახლის პატრონი ბინაში არსებული გადამრთველით. აბა ჯიგრებო, შეუდექით საქმეს და დახაზეთ. მარტივია ძალიან, საჭიროა და სახალისოა.
აი ასეთი ობიექტია რაღაცა, სადაც შესვლა არ შეიძლება. არ ვიცი, ეტყობა ბუები დარბიან ან ბევრი ფული აქვს ვიღაცას და არ უნდა რომ შეაწუხონ. მთავარი ისაა, რომ ამ არეას გარს არტყავს წვრიიილი მავთული, რომელიც თუ გაწყდა, დაცვის ოთახში დარეკავს ზარი. მარტივია ხო? შევიდა ვიღაც უცხო, არ იცის რომ მავთულია, გაწყვიტა და წკაპან, დარეკა ზარმა. პასუხი ახლავე იქნება, მარა იქნებ თქვენც სცადოთ და ამოხსნათ.
ოპაა, ესეც რელეს გამოყენების პრაქტიკული მაგალითი, არა? აი ნახეთ, "დენი" რომაა, იქედან მოდის დენი, მიდის მაღლა რომაა "A-B" მონაკვეთში (წვრილი უჩინარი მავთული ესაა) და შედის რელეში. როდესაც მავთული მთელია, რელე ჩართულია და შესაბამისად, კონტაქტი დაბლაა ჩამოწეული (სქემაზე მაღლაა აწეული და არ დაიბნეთ) და ზარს დენი არ მიეწოდება. მაგრამ აბა გაწყდეს მავთული! რელე გაითიშება, კონტაქტი მაღლა ავა და Alaaaarm!!!

დაბოლოს, დაპირებული ამოცანის ამოხსნა. მაგრამ ამის გარჩევას არ დავწერ. დაე თქვენ თვითონ გაარჩიოთ.

Friday, April 30, 2010

ჩხირკედელაობა - მაცივარი, ზარი და განათებული

ჩხირკედელაობის პირველი შემეცნებითი პოსტია და დავიწყოთ რამე მარტივით. აი, წარმოიდგინეთ რომ გააღეთ მაცივარის კარები. ამ დროს ნათურა.. სწორია! ინთება. რომ დახურავთ, ნათურა ქრება. სასწაულია არა? :) ახლა ყურადღება მივაქციოთ მაცივრის კარებს. ჰმ.. ბევრი არაფერი, ჩვეულებრივი კარებია. კაი, ახლა კარების კორპუსთან შეხების ადგილი ვნახოთ. ოპაა! კნოპკაა რაღაც, არა? ჰოდა ესეც ჩვენი სასწაული. ესაა "გამთიშველი", რომელსაც თუ დააჭერ, დენს თიშავს. ასე რომ მარტივად შეიძლება მისი მოქმედების სქემის დახაზვა.
1 იანი - კვების წყარო (ამ შემთხვევში 220 ვოლტი, რაც შტეფსელში მოდის)
2 იანი - მაცივრის ნათურა
3 იანი - ჩვენი სასწაული "გამთიშველი". თუ კარებს მოხურავ, შესაბამისად ღილაკს მიაწვება და ეს უკანასკნელი გათიშავს დენს.

ასეე.. ახლა იგივე სირთულის დავალებას მოგცემთ. მოკლედ, საჭიროა რომ დაიხაზოს სქემა, რომელზეც აღნიშნული იქნება, თუ როგორ უნდა დავრეკოთ ზარი სადარბაზოში გარედან. ამისათვის დაგჭირდებათ ზარი, მავთულები, დენის წყარო და ჩამრთველი. აბა ჰე, თქვენი იმედი მაქვს. :)

დაბოლოს, ამოცანა-გარჩევა. დავუკვირდეთ ქვემოთ მოყვანილ სქემას და შემდეგ განვიხილოთ.
ესე იგი, გვაქვს ბატარეა, ზარი, ორი ნათურა, ჩამრთველი და გადამრთველი. ნახეთ, ზარი ჩაირთობა იმ შემთხვევაში, თუ ზედა ღილაკს დავაწვებით. რაც შეეხება ნათურებს, მათგან ერთ-ერთი ყოველთვის ანთებულია (ამ შემთხვევაში ზედა). ვის დასჭირდა ასეთი უაზრო ენერგიის გადანაწილება, კაცმა არ იცის, მარა ამოცანა ამოცანაა და რახან ამოხსნავ გვთხოვენ, აჰა ბატონო, ხომ ამოვუხსენით? :)

ჩხირკედელაობა

ელექტრონული წრედები - ეს იქნება ამ ახალი რუბრიკის შინაარსი და ეს რუბრიკა იქნება იმდენად გასართობი, რამდენადაც შემეცნებითი და პლუს სასარგებლო. გპირდებით, არ მოიწყენთ და საინტერესო რამეებსაც ისწავლით. თქვენგან მოითხოვება ორად ორი რამე:
1. არ ჩაატაროთ ეს ცდები მაღალ ძაბვაზე (მეტი 12 ვოლტზე)
2, შეძლებისდაგვარად მიადევნეთ გულისყური ამოცანას.
მაშ ასე, დავიწყოთ. ამ პირველი პოსტის შინაარსი შეეხება იმ კომპონენტებს, რაც დავჭირდება შემდგომი ცდებისა და ხალისობისათვის. ამავე დროს არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ პოსტები მომზადებული იქნება 1981 წელს გამოსული წიგნის "ელექრონული წრედების გაცნობა" -ს საფუძველზე. ესაა მართლაც რომ შესანიშნავი წიგნი, რომელიც საშუალებას იძლევა აბსოლუტური ნულიდან დავიწყოთ ელექტრონული წრედების შესწავლა და გამოცდა (ეს ჩემი მრავალტანჯული მეგობარი წიგნია :))

პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, იქნება პირობითი აღნიშვნების შესწავლა. ესაა ელექტროინჟინერიის ანბანი და ამის გარეშე შააანსი არაა რამე გამოგვივიდეს. შეიძლება გამოტოვო გაკვეთილი, შეიძლება საერთოდ არაფერი ისწავლო, მაგრამ როგორც ანბანის სწავლის გარეშე არ გამოვა შენგან კაცი, ისე ამ სიმბოლოების სწავლის გარეშე არ გამოვა ჩვენი საქმე. სიმბოლოები სულ რამდენიმეა (სადღაც 5-7), ასე რომ ძნელი არ იქნება მისი შესწავლა.
პირველი და აუცილებელი დეტალია "გამტარი", ერისკაცობაში "მავთულს" რომ ეძახიან.
1-ით აღნიშნულია ჩვეულებრივი გამტარი.
2-ით - გამტარები, რომელებიც იკვეთებიან. ანუ ერთმანეთზე არიან გადაბმულები. ან უფრო გასაგებად, ერთში თუ გავა დენი, მეორეშიც გადავა.
3-ით ისეთი მავთულებია აღნიშნული, რომელებიც არ იკვეთებიან და არიან იზოლირებულები ერთმანეთისგან.
შემდეგ, როგორც წესი, წრედში გვაქვს ხოლმე "ჩამრთველი" ან "გამომრთველი". აი ნახეთ,
1 ით აღნიშნულია ჩამრთველი. ანუ თუ ამას დავაწვებით, მაშინ დენი გაივლის
2 ით აღნიშნულია გამომრთველი. თუ ამას დავაწვებით, დენი აღარ გაივლის.
წრედი რისი წრედია, თუ დენი არ მოდის საიდანმე. ხოდა ეს ზედა ნიშნები აღნიშნავენ დენის წყაროს.
1 - ესაა ერთი ჩვეულებრივი საცოდავი 1.5 ვოლტიანი ელემენტი. დიდი მსხვილი ხაზი ნიშნავს "პლიუსს" (აი, ამოწეული მხარე რომ აქვს), მეორე შესაბამისად "მინუსს"
2 - ვოლტნახევარი დიდი ვერაფერი ბედენაა, ამიტომ როგორც წესი ელემენტებს აერთიანებენ ბატარეაში. მიაქციეთ ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბატარეის თითოეული ელემენტის "პლიუსს" უნდა უერთდებოდეს მეორე ელემენტის "მინუსი". ხოლო დენი გამოვა პირველი და ბოლო ელემენტებიდან. ასე ბატარიის ვოლტაჟი იზრდება. მაგალითად თუ ორ ვოლტნახევრიან ელემენტს გავაერთიანებთ ბატარიაში, მივიღებთ 3 ვოლტს. ოთხ ცალზე - 6 ვოლტს და ასე შემდეგ.
3 - ხანდახან მოსახერხებელია სქემაზე დენის წყარო ასეთი რგოლებით იყოს ასახული. მაგალითად 12 ვოლტის მისაღებად 8 ელემენტის დახატვა დაგვჭირდებოდა, რაც ნახაზის გაწელვას გამოიწვევდა. ამიტომ ასე დავხატავთ რგოლებს და მივაწერთ, რომ აქ მოდის 3 ვოლტი (როგორც ნახაზშია)
ეს კაი, დენი გვაქვს, ჩამრთველი გვაქვს და დაჟე მავთულებიც გვაქვს. მარა რაღაცაში ხომ უნდა გამოვიყენოთ ეს დენი? ხოდა აი, სამი ძირითადი დენის მომხმარებელი.
1 - ასე აღინიშნება ნათურა. ჩვეულებრივი ნათურა, სპირალიანი. 3 ვოლტიანი მემგონი 1 ლარი ღირს. ამის შოვნა პრობლემა არაა.
2 - ეს კი ელექტროზარია. მახსოვს ადრე საათი მქონდა ხოლმე მაღვიძარიანი და ისე წიწინებდა, გული მიქონდა. ელექტროზარად ეგეც გამოდგება.
3 - ძრავი, იგივე "მატორი" ესეთები უყენიათ პატარა ქაცარა სათამაშოები რომაა, მანქანები, მავთულიანი პულტი რომ აქვს. სხვათა შორის პულტში 2 ელემენტი ჩადის და სწორედ რომ ბატარიას ქმნის.
დაბოლოს, საჭირო ნივთები:
1 - რელე. გამოიყენება რაიმე პროცესის ავტომატიზაციისათვის ან დაბალი დენით მაღალი დენის ჩასართავად. ანუ მაგალითად უნდა ჩაირთოს 10 000 ვოლტი სადმე. ასეთი ძაბვა რომ ხელით ჩართო ჩამრთვლით, არის რისკი რომ იბანჯღალავო და ბოლიც აგივიდეს. ამიტომ 12 ვოლტიან რელეს ავალებენ რომ შეასრულოს ეს საქმე. :)
2 - გადამრთველი. აუცილებელია დენის მიმართულების მისაცემად. მაგალითად თუ გვინდა ნათურას ავანთებთ, თუ გვინდა ზარს დავრეკავთ.
3 - კონდენსატორი. ჩვენ მაინცდამაინც არ გამოგვადგება, ასეთ მაღალ ტექნოლოგიებს არ ვგეგმავთ. მაგრამ ეგდოს მაინც, რაც არ უნდა იყოს, პატარა წვლილი არ მიუძღვის თუნდაც იმაში, რომ ახლა ამ ტექსტს კითხულობთ.
4 - ელექტრომაგნიტური კოჭა. ესაა რამეზე დახვეული მავთული. გამოყენება მრავალმხრივი აქვს. ჩვენ პრინციპში არც ეს დაგვჭირდება მაინცდამაინც. მარა აი ჯართის გადამტანი ამწე რომ დგას პორტში, იმას უკეთია ცხვირზე ვეებერთელა ასეთი რაღაც. ხოდა რომ ჩართავს ხოლმე, წარმოიქმნება მაგნიტური ველი (რაც მაგნიტს აქვს საერთოდ) და იმ ჯართს მიიკრავს. მერე როცა აღარ უნდა, გამორთავს და ჯართიც ჩამოცვივა.
აბა ხალხო, ხვალე ვიწყებთ სწავლებას და დავალებებს. ხოდა ვისაც გული უწევს სწავლისაკენ, ახლავე დავწერ შემდეგ პოსტს, სადაც რამდენიმე ბაზური ამოცანა იქნება განხილული.