Saturday, April 20, 2013

აეს - ახალი ეკონომიკური სტრატეგია

ეკონომიკა ისეა მიწებებული ყველაფერზე, რომ როდესაც ძალიან ამაღლებულ რამეზე ფიქრობ, ისეთზე როგორიცაა დედაქალაქში და სათაო ოფისში მუშაობა, მაინც ეკონომიკა და რესურსების გადანაწილება ერთვება საქმეში. რამდენიც გინდა აწკაპუნო, თბილისში ცხოვრება საკმაოდ დიდ ფინანსებს საჭიროებს და აქედან გამოსავალი მარტო სამია:
1. ფასების გლობალური შემცირება - რაც მომავალი 10 წლის მანძილზე რთული წარმოსადგენია.
2. შემოსავლების საგრძნობი მატება - რაც ჩემი პირადი და საზოგადოებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ერთი-ორი წელი კიდე არ მოხდება
3. რესურსების ეფექტური გადანაწილება - რისი საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მაქვს.
ახალ ეკონომიკურ სტრატეგიაზე, როგორც მე მას დავარქვი, გადასვლა განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა. პირველი მადგანი იყო თითქმის პირში ჩალაგამოვლება, როდესაც მეგონა, რომ თბილისში ბინის უცებ შეძენა შეიძლებოდა. საქმე იმაშია, რომ 13 000 დოლარად, რასაც ჩემი კანტორა მომცემს, სარდაფს თუ იყიდი. ხოლო საოცნებო 20 000 დოლარი, რომლითაც ჩემი გათვლებით ბინა უნდა მეყიდა, არ აღმოჩნდა საკმარისი ნორმალური ბინის საყიდლად.
შესაბამისად ქირით დავიწყე ცხოვრება ჩემს დასთან ერთად 10 კვადრატულ მეტრს ფართობის ბინაში. ეს ფართობი წავა ერთი ადამიანისთვის, მარა ორისთვის ცოტა დისკომფორტს ქმნის. ასე რომ ვეძებდი უფრო დიდი სახლს საბურთალოზე რომ 500 ლარში ჩავტეულიყავი. და მინდა გითხრათ, რომ ასეთ ფასად სახლს კი ნახავთ, მარა ნორმალურს ვერა. მერე ვიფიქრე, მარტო ჩემთვის მოვძებნი სახლს თქო ისე, რომ მეტრო ახლოს იყოს და 200 ლარამდე გამომივიდეს კომუნალურებიანად თქო. და მინდა გითხრათ, რომ ასეთ სახლს ნახავთ, მარა კომფორტულს ვერა.. და საბოლოოდ მივედი იმ სტრატეგიამდე, რითაც დავიწყე.
ახალი ეკონომიკური სტრაგედიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სამუშაოზე ვიარო გორიდან. რას გვაძლევს ახლა ეს:
1. თვეში მაქსიმუმ 22 სამუშაო დღეა. ტაქსით სიარულში შესაბამისად თვეში მაქსიმუმ დამეხარჯება 220 ლარი. ეს იმ მოგებას იძლევა, რომ მაგალითად შვებულებების და დღესასწაულების დროს ფული დაიზოგება, რაც არ დაიზოგებოდა ქირის დროს. ქირა კი როგორც მოგეხსენებათ უნდა ყოფილიყო 250 ლარი - ჩემ დასთან თანაცხოვრების შემთხვევაში. ან 200 ლარი - ცალკე არაკომფორტულად ყოფნისას.
2. კვება სულაც არ ჯდება იაფი თბილისში. და ჩემი აზრით სწორედ ამიტომ დადის ახალგაზრდობის უმეტესობა დაბალი და გამხდარი. მათ უბრალოდ საშენი მასალა არ აქვთ ორგამიზმისთვის. ჩემი გათვლებით თუკი საერთო თვიურ გასავალს დავიანგარიშებდი, ეს გამოდიოდა 5 ლარი დღეში ანუ 120 ლარამდე თვეში. აეს-ის პირობებში მოხდება ამ თანხის დაზოგვა, წავიღებ რა საჭმელს გორიდან.
3. შევიძინო ავტომობილი გაზზე და მე თვითონ ვიარო თბილისში. მამაჩემის გათვლებით 10 ლარის გაზი საკმარისია რომ ჩავიდე და ჩამოვიდე. ხოლო თუ კიდევ ორ თანამშრომელს მივამატებთ, რომლებიც ასევე ტაქსით დადიან და ისინი მე გადამიხდიან არა 5, არამედ 2 ლარს - გამოდის რომ 4 ლარი აკლდება ამ 10 ლარს და საერთო ჯამში 22 x 4 = 88 ლარს ვიგებ მაქსიმუმ.
4. აეს-ის შედეგად დაზოგილი ფულით და კარგი მუშაობისათვის მომატებული ხელფასით მოვაგროვო თანხა და ვიყიდო სახლი თბილისში. იდეაში თუკი თვეში 400 ლარს გადავდებ, წელიწადში ეს თანხა იქნება 12 x 400 = 4 800 ლარი რაც დაახლოებით 2800 დოლარის ტოლფასია 1,67 კურსის პირობებში.
5. საკმაოდ კარგი ანაზღაურება ქონიათ პროგრამისტებს. ასე რომ დაპროგრამების ენების (როგორიცაა C#, Java, Php, HTML, SQL..) სრულყოფილი ათვისება, რამეთუ აგერ საიტზე ვნახე - 5 000 ლარს იხდიან ერთი ბანძი საიტის გაკეთებაში. ბანძი რა.. გაკეთების სირთულეა ბანძი, როცა სრულყოფილად გესმის როგორ უნდა გააკეთო.
 აეს-ის განხორციელება დაგეგმილი მაქვს 4 ეტაპად.
1. ახლა ორშაბათიდან 1 კვირა ვივლი ტაქსით და შევხედავ რამდენად პრაქტიკული და შესაძლებელია აეს-ის განხირციელება. თუ ეს შეიძლება, გადავდივარ მეორე ეტაპზე.
2. ავტომანქანის ყიდვა, მისი მართვის სრულყოფა და მისით სიარული თბილისში.
3. საკმარისი რესურსების მოგროვება, შოვნა, მოგება, სესხება - ორ ოთახიანი ბინის ყიდვა თბილისში ავტოფარეხით.
4. ცოლის მოყვანა.
ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარეები. ასე რომ განვიხილოთ ესენიც. აეს-ის გამო
1. კინოში ვეღარ ვივლი ასე თავისუფლად.ასევე თბილისში სადმე სტუმრად წასვლის პონტი კლებულობს
2. ჩემ დას ისე ხშირად ვეღარ ვნახავ.
3. შესაბამისად - თანამშრომლების "საღამოს ხომ არ დაგველია" პონტიც გაიმაზება.
4. სპეციალური დაგეგმვისა და მომზადების გარეშე ვერ წავალ აირსოფტისა და სხვა ასეთ კულტურულ ღონისძიებებზე, რომელსაც ასე ვაპირებდი.
თუმცა ვისაც ქონია შეხება ეკონომიკურ სტრატეგიებთან, ყველამ იცის, რომ დროული ქამრის შემოჭერა გაცილებით მეტ სარგებელს იძლევა, ვიდრე რესურსების გეგმაზომიერი ხარჯვა იმედით - იქნებ რამე გამოჩნდეს. მე მჯერა საკუთარი თავის და აეს-ის ეფექტურობის. ენ თარო ადუნ!

Wednesday, April 10, 2013

მხედველობა HD ში

მახსოვს პატარაობაში კარგად ვხედავდი ხოლმე. არ ვიცი გითხარით თუ არა, მაგრამ ერთ დღეს საქმე რომ არა მქონდა რა, ფანჯრის რაფაზე დავჯექი და ქუჩაში მიმავალი მანქანების სერიების ჩაწერა დავიწყე. ადამიანურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ 30 მეტრამდე მანძილზე საბჭოურ სერიას ვკითხულობდი, რომელც უფრო წვრილია, ვიდრე ახლანდელი ლათინური.

დვაცეტჩიტირი, დვაცეტდვა, გერერე

მეათე კლასამდე ჩემი მხედველობა უკან-უკან მიდიოდა. არ ვიცი, იყო ეს სწრაფად აყრილი ტანის ბრალი თუ გვიანობამდე და გრადამავალ პერიოდში წასული დენისას სანთლის შუქზე ნაკითხი წიგნების ბრალი - ყოველ შემთხვევაში როდესაც მე-10 კლასში როგორც იქნა დაითანხმეს დედაჩემი წავეყვანე ოკულისტთან, აღმოჩნდა რომ მინუს 4 მაქვს ასტიგმატიზმის გარეშე.


რაღაც უაზრო მკურნალობის მერე ექიმმა დამინიშნა -2,5 დიოპტრიის სათვალე. ამის მიუხედავად ამდენი წლის მერე პირველად დავინახე სამყარო HD-ში! თითოეული ფოთოლი ხეზე - ხეები ნაწილებად დაიყო, აღარ იყო მწვანე და ყავისფერი ნადღაბნის ჯამი. ადამიანებმა სახეები შეიძინეს.. კაროჩე მაგარი იყო. მარა მერე ჩემმა დამ დაადო ზემოდან საკერავი მანქანა და.. :(


მოკლედ, თავი რომ გავანებოთ სათვალის ორჯერ გამოცვლას და შემოპარულ ასტიგმატიზმს, 2012 წლის ნოემბერში, გადმოვედი რა თბილისში, წავედი რონიკოში და შევუკვეთე ლინზები. ლინზები დეკემბერში ჩამოვიდა, დაახლოებით 2 კვირაში. 150 ლარი დაჯდა 3 წყვილი და აი, გუშინდლამდე არ მქონდა გაკეთებული.


ვერასოდეს გაიგებთ იმ გრძნობას, როდესაც მთელი ცხოვრების მანძილზე შავი სათვალის გაკეთება გინდოდა/გჭირდებოდა ადამიანს და ვერ იკეთებდი, ახლა კი გაიკეთე. რამდენიმე წუთით მეგონა რომ ყველაფერი შემეძლო. სათვალე ხელს უშლის მკვეთრი მოძრაობების შესრულებას. ახლა კი შემეძლო მერბინა, ხეზე მეცოცა, წყალში ჩამეყვინთა და მაინც კარგად დამენახა ყველაფერი. შემეძლო წვიმაში მევლო და არაფერი წვეთი არ შეუძლიდა ხელს მხედველობას, არ გახდებოდა გასაწმენდი დაორთქლილი სათვალე, არ მომიწევდა წარამარა მისი სწორება.


და ეს ყველაფერი არაა. საუკუნეთა მანძილზე მინდოდა 3D ფილმის ნახვა და აი, ვნახე და განვიცადე მთელი მისი არსებით კაცობრიობის ეს მიღწევა. სრულიად მოულოდნელად ეკრანიდან ცეცხლის ნაპერწკალი წამოვიდა, წინ ჩემსკენ გამოემართა და ზუსტად თვალწინ დაიწყო ფარფატი. ხელითაც კი შევეხებოდი ასე მეგონა. შემეძლო გამეხედა ეკრანის ერთი კუთხიდან მეორემდე და ზუსტად ისე ამობურცულად და რეალურად დამენახა ობიექტები, როგორც ეს რეალობაში ხდება. ეს იყო მხედველობა Full HD ხარისხში.


და თუმცა ლინზების ჩასასვავად მთელი საათი (მემგონი მეტიც) ვიწვალე, რამდენჯერმე დამივარდა, ვერ დავუმუღამე თვალი არ დამეხუჭა და წარა-მარა ხელებს ვიბანდი, წვალება ამად ღირდა. სამწუხაროდ საღამოს სარკეში რომ ჩავიხედე უცნაურად ჩაწითლებული ჩემი თვალები დავინახე, მაგრამ პერიფერიული მხედველობის აღდგენა, ნორმალური ადამიანივით სიარული ქუჩაში და მომავალი პოტენციალი (აირსოფტი, დაივინგი, პარაშუტით ხტომა) ამად ღირს.