Friday, April 6, 2012

ზედაზენი - "ლუდია რა.."

ორი სათაური მქონდა მოფიქრებული: "ზედაზენი - ამისთვის ღირდა ლოდინი" და "ზედაზენი - ეპიკ ფეილ". საბედნიეროდ გზაში შემხვდა ჩემი კლასელი და სწორედ მისი დამსახურებაა ის სათაური, რაც ახლა დავწერე. "ლუდია რა.."


ისტორიით დავიწყოთ. ჯერ კიდევ 29 მარტს, ხუთშაბათს (?) ერთი ბიზნეს საინფორმაციო ვებ-გვერდის ინფორმაციით აპირებდა ეს ლუდი გამოსვლას. დღეს კი 6 აპრილია. ანუ 1 კვირა ისეა გასული, როგორც არაფერი. ეს კიდევ ცოტაა. როგორც ერთ მაღაზიაში მითხრეს, როდესაც 29 მარტს მე და ჩემი კანტორის ხალხი ამ ლუდის გასასინჯად გავედით, "ზედაზენი" ჯერ კიდევ 15 მარტს უნდა მოეტანათ, მარა დღემდე არ ჩანსო. გულმოსულებმა ხინკალი შევუკვეთეთ უახლოეს "ზავედენიაში" და ყ ასოზე დაწყებული ლუდიც დავაყოლეთ. შემდეგ ორშაბათს მივედი ერთ-ერთ მსხვილ მაღაზიაში, სადაც მაცნობეს, რომ "ზედაზენის" სასტავი კი იყო, მარა ჯერ მაცივრები უნდა დადგანო და მერე მოიტანენ ლუდსო. სავარაუდოდ ერთ კვირაშიო. ამაზე ფრიად უსიამოვნო შეფასებები გამიჩნდა "ბაზრის ლიდერი" ლუდის მიმართ. იმავე დღეს კი ჩემი კანტორის ერთ თანამშრომელს ზედაზენის სასაჩუქრე პაკეტი მიუტანეს - მშვენიერი ბორდოსფერი ჩანთა შიგნით ჩადებული ორი ბოთლი ლუდით. იმედი გაჩნდა! ოთხშაბათს სახლთან მდებარე მცირე სასურსათო მაღაზიის გამყოდველმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ მხოლოდ დიდ მაღაზიებში შეაქვთ ჯერო, სადაც მაცივრები დადგესო. ისიც დაამატა, ყველა სხვა ლუდის დისტრიბუცია შეჩერებულია. დღეს ყ ასოზე დაწყებული ლუდი უნდა მოეტანათ, მარა ასე მითხრეს, ჯერ ზედაზენს ვატარებთო. გუშინ, ხუთშაბათს, ისევ იმ დიდ მაღაზიაში შევედი, საიდანაც ნატახტარის "ქარვა"-თი გამოვედი - ზედაზენი ისევ არ ქონდათ. დღეს ერთმა კლიენტმა აღნიშნა, რომ გუშინ კი შემოიტანეს "ზედაზენი"-ო, მაგრამ ჯერ ერთი პროგრამა გაეჭედათ, რითაც თურმე საქონლის ჩაბარება და მერე საგადასახადოსთან ურთიერთობა ხდება, და მერე კიდე რაც შემოვიდა, ეგრევე დაიტაცესო. როგორც ხედავთ, დღეს, პარასკევს, 6 აპრილს მომიხერხდა ქართული ბაზრის ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე ლუდის შეძენა და ახლა დავწერ შეფასებას.


მაშ ასე, "ზედაზენი"-ს 0.5 ლიტრიანი შუშის ბოთლი ღირს 1.5 ლარი. აქვს მომწვანო ფერის შუშა, ისევე როგორც ყაზბეგს და მისი ეტიკეტის დიზაინი ძალიან მოგვაგონებს ყაზბეგისა და კრომბახერის ნაზავს. ამ თეორიას არ ეთანხმება ჩემი თანამშრომელი, რომელიც ამბობს, რომ სხვა ლუდის დიზაინს გავს, მარა რომელს, ვერ ვიხსენებო.


როგორც სურათიდან ჩანს, ამ ლუდს არ აქვს სწრაფი გასახსნელი, როგორც "თბილისური"-ს ან ხრახნი, როგორც "ქარვა"-ს. მის ასახსნელად საჭიროა გამხსენელი, რაც უპირობოდ მინუსად უნდა ჩავთვალოთ. პრინციპში ზოგიერთი ლუდის მოყვარული სახურავს საერთოდ ხელით აძრობს. ან არიან ლუდები, რომლის ძირიც სწორედ ასახსნელს გავს და  ორ ბოთლს თუ იყიდი, ერთმანეთს გახსნი. "ზედაზენი" ასეთ უპირატესობებს არ ფლობს.


პირველი, რაც ვიგრძენი სახურავის მოხდისას, იყო თევზის სუნი. შეიძლება მომეჩვენა და ეს ფაქტი მართლაც საჭიროებს გადამოწმებას, მაგრამ თუ ეს ზედაზენის "ფიშკაა", მაშინ კარგად გამოუვიდათ. "მისაყოლებელიც არ ჭირდება" @ მამაჩემი. სურათზე მოცემული წესით დასხმისას იკეთებს საკმაოდ დიდ ქაფს: ჭიქის 1/4 ლუდი - 3/4 ქაფი. ქაფის მოყვარულებმა გაიხარეთ. ლუდის მოყვარულებმა - წესივრად დაასხით. არის საკაიფოდ გაზიანი. უხდება გემრიელად გაცივება.


"ზედაზენი" არის საკმაოდ ალკოჰოლიანი ლუდი. ბალტიკას საზომით გავს ბალტიკა 7 -ს. ამავე დროს ის სიმწარე, რასაც მოველოდი, არ იგრძნობოდა. ზემოდხსენებული კლასელის თქმით სიმწარე ბოლოში გასდევს. ჩემი გამოცდილებით - ასე არ ყოფილა. არის თანაბრად გემოვნური. ქართული ლუდებიდან უფრო გავს ყაზბეგის სერიას. მშიერზე სწრაფად ათრობს, საჭიროებს მისაყოლებელს, ალკოჰოლი გადის ნახევარ საათში, შემდეგი ბოთლის დალევის სურვილი რჩება.



ჩემი შეფასება ასეთია: "ძედაზენი" ქართული ბაზრის ლიდერობას მარტო იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუ ყველა სხვა ლუდის დისტრიბუცია შეჩერდება. მით უმეტეს უცხოურ ლუდებს კონკურენციას ვერ უწევს. ასე რომ სარეკლამო აგიტაცია ბუშტივით გასკდა. არის საშუალო ხარისხის ქართული ლუდი, რომელსაც ზუსტად იგივე სიამოვნებით დალევ, როგორც "კასრის", "ზეკარის", "ყაზბეგის" და "ექსტრა"-ს ლუდებს. რა თქმა უნდა "ზედაზენი" არაა ნატახტარის ლუდებივით ლაითი ლუდი და მით უმეტეს ნატახტარის წყლის დამახასიათებელი გემო არ აქვს. ეს ლუდი კარგად გამოდგება ჯოკერში წაგებული თავანის ჩასაბარებლად. "ლუდია რა.."

აქ ნუ ზასაობთ!

ნუ ზასაობთ თქო, ბლიად! მუშაობაში გვეშლება ხელი და საზოგადოებას ეცით პატივი! :@