ცამდე ატოტილი, ვნებით გაპოხილი,
შენი ნაზი ტანის ჩუმი ნარნარია.
შენი სილამაზე, წვივიდან წარბამდის,
ლურჯი სილაჟვარდის და მზის სადარია.
ტოტებდახუნძლული, ნაყოფგადამსკდარი,
შენი მკლავების და მკერდის ხანძარია.
შენი გაღიმება, წითელ ტუჩთა ბზარი,
ქვაზე დამსხვრეული ლალის სადარია.
ქარით დაზნექილი ხეთა განაბწკარი,
შენი წაბლისფერი წამწამთა ჯარია.
გვერდი ჩამიარე,ლექსი მოგიძღვენი,
გულმა დაიკვნესა: ღმერთო,რა ქალია
პომიდორი ქოთანში, ნაწილი 01 – ჩითილების თესვა
-
მსოფლიოში კორონა ვირუსი მძვინვარებს, ადამიანებს სულ უფრო მეტად უწევთ სახლში
ჯდომა. თუმცა, სახლში რომ გასართობი ბევრია, ამაზე უმეტესობას საკმაოდ
ბუნდოვანი წ...
2 comments:
რადიაციული ლექსია :)
რატომ, მუტაციებს იწვევს? :)
Post a Comment