Monday, December 14, 2009

ხედი პირველი პირიდან

აქ რაც უნდა დამეწერა ვიდეოში ვამბობ უკვე. ასე რომ უყურეთ და ისიამოვნეთ.

პ.ს. ამის გამეორება სახლის პირობებში დასაშვებია, რამეთუ ტრიუკს არ ასრულებენ პროფესიონალები. :)


როცა ასეთი სიყვარულია..

ეჰ.. :user:


Saturday, December 12, 2009

ველიკი მინდა! :(

ველოსპიედი მინდა. :(

"სახელი : გერმანული ველოსიპედი
•ფასი : 160 ლარი"
მინდა, მინდა მინდა მინდა!
"იყიდება გერმანული მთის ველოსიპედი. 21 სიჩქარიანი. 26-იან დისკებზე. შიმანოს სუპერით. პაჩებნიკები, ტორმუზის ტროსები, კალოტკები, კამერები და პედლები ახალი გამოცვლილი აქვს. უპრობლემოა. უკანა ამორტიზატორი შესაზეთია ცოტა. ამ ფასში მოვაყოლებ ახალთახალ პედლებსაც!"
მინდა, მარა ფული არ მაქვს ამის დედა ვატირე! დღეს უნდა ამეღო იდეაში, მარა არაა. ფუუ! პირველად ცხოვრებაში მინდა ფული.. მინდა რა, მჭირდება.. და არ მაქვს.

სხვამ მაინც გაიხაროს. აჰა, შედით და ნახეთ. შეიძლება წაიშალოს ეს ლინკი ოღონდ.

Friday, December 11, 2009

შესანიშნავი ვარ!




თუ შენიშვნა მოგცეს, ესე იგი შეგნიშნეს
თუ შეგნიშნეს, ესე იგი შესანიშნავი ხარ
(ბალი-ჩატის სიბრძნეებიდან)

ჩემ ბლოგს იცნობ, რადგან ამას კითხულობ. შეიძება არ იცი, მაგრამ არსებობს ასეთი ქართული ფორუმის ძალა - ფორუმ.გე. ამ ფორუმზე შეიძლება ხელმოწერის დაყენებაც, რომელიც ყველა შენს პოსტს გაყვება პოსტის ქვემოთ. ხოდა მე მეწერა "მე და ძუძუები" ძუძუები ისეთი სიტყვაა, რომელიც ძალიან ხშირად იძებნება საძიებო სისტემების მიერ და თითქმის ყველა წამყვან ბლოგს რეკლამად სწორედ ეს სიტყვა აქვს გამოყენებული.

ანუ წმინდა რეკლამის მიზნით მეწერა ეს სიტყვა ფორუმის ხელმოწერაში.

დღეს უფროსთან ვიყავი, სადაც მან მითხრა, რომ მისთვის დაურეკავთ ზედა ეშალონებიდან და ყურადღება გაუმახვილიებიათ არა ჩემი ნაწერის შინაარსზე, არამედ სიტყვაზე "ძუძუები"!!! მომცეს რეკომენდაცია მოვაშორო ეს სიტყვა.

რა არის, რა დონეა კაცო? საერთოდ არ იცის ხალხმა ეტყობა ეს ბლოგერობა რა არის. ამას პლუს ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ მეორე რეკომენდაციაც მომცეს, რაც შენი საქმე არაა, ნუ ჩაერევიო. ლაპარაკია პროკრედიტბანკის თემაზე, სადაც ვაკეთებდი ჩვენი პროდუქტების რეკლამირებას (ანაბრები, გადარიცხვები და ა.შ.) როგორც აღმოჩნდა, ეს ყოფილა მარკეტინგის საქმე. იმ მარკეტინგისა, რომლის დამზადებული რეკლამა 10 ყველაზე ცუდ რეკლამათა შორის მოხვდა.

რა თქმა უნდა შესანიშნავი ვარ.

Thursday, December 10, 2009

პირველი ვიდეობლოგი.. ვიდეოპოსტი.

მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, თან საქმე არა მქონდა, თან ნიკოლოზიც (აი, ნევრებზე რომ უყვარს დაკვრა) მოვიდა ჩემთან და გადავწყვიტე ჩამეწერა ძალიან ბანძი პირველი ვიდეოპოსტი. შესაბამისად ვიყენებ იუტუბის სერვისს, ჩემს ფოტოაპარატის უნარს გადაიღოს ვიდეო და ბილ გეითსის წყალობას, ეს ვიდეო ნორმალურად დაუკრას მუვი მეიკერში.

ჩემი ფოტოაპარატით გადაღებულ ვიდეოს ხსნის თუ არა პრევიუში ექსპრორერი, მაშინვე ითიშება. არ ვიცი რა ჭიჭინა ეტაკა. და ამას პლუს, დღეს დამხვდა შეტყობინება ბლოგის რედაქტორში, რომ ორი კომენტარი მაქვს და გამოვაქვეყნო თუ არა. მინდა რომ ნებისმიერი კომენტარი ავტომატურად გამოქვეყნდეს და რა ჭირი ვუქნა?

მაშ ასე, იხილეთ ვიდიუ და გაიხსენეთ ჯგუფი "სახე"

Sunday, December 6, 2009

ზამთრის შლაპა

ზამთრის შლაპა გინახავთ?

დღეს ვნახე. ბეწვი ქონდა შიგნით.

პატარა მქონდა ოღონდ. :(


Friday, December 4, 2009

დემოკრატია ქართულად

მოკლედ, ცოტა სიმწვავე შემოვიტანოთ ბლოგში და კარგი ხნის მერე წარმოგიდგენთ ვიდიუს.

რა არის დემოკრატია?

გვინდა კი დემოკრატია?

გვესმის კი დემოკრატია?

დემოკრატია.. სილამაზეს გავს. რამდენი სიმახინჯეა ჩადენილი სილამაზისთვის.

და აქვე: მიუტევე და მოგეტევება.

წავიდა ვიდიუ.




პრინციპში ადამიანებს აქვთ კითხვები და სვამენ ამ კითხვებს. რა არის აქ ასეთი შესაშფოთებელი და დასაძრახი ვერ ვხედავ. შეიძლება მეც დამისვან კითხვა "შენზე გავიგე ცისფერიაო და რას იტყვი?" ამაზე ორნაირი პასუხია: კაიბიჭურ-ძველმენტალიტეტურ-ფსევდოვაჟკაცური - ანუ კაი მუშტი-კრივი. და მეორე პასუხია დემოკრატიული - გულიანად გაცინება. ჩვენ ქართველები, როგორც წესი ვიმყოფებით სადღაც შუაში. საქმე ის კი არაა, რომ შუაში ვართ. მთავარი ისაა, რის შუაში ვართ და რა ვართ.

Thursday, December 3, 2009

გადატენვის ეფექტი



კაცი შვილი ვერ გაიგებს ახლა ჩემს მდგომარეობას, თუ რამე სროლების თამაში არ უთამაშია თან მინიმუმ 48 საათი. აი კარგად რომ გაითავისოს რა გრძნობაა, როდესაც იარაღის გადატენვა ბოლო სტადიაზე შედის.
                                      
თავიდან, როდესაც გადატენვას იწყებ, არის გრძნობა "სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად" ან "აი ახლა კი დაგერხათ". ეს იმ გრძნობას გავს, როდესაც სადმე ხალხმრავალ ადგილას პირველად შედიხარ.

მეორე ეტაპი მჭიდის უკან ჩადების ხმაა.ანუ გადატენვის ანიმაცია დასასრულისკენ მიდის. ასევე სრულდება თქვენი დაუცველობის ხანგრძლივობა. ამ დროს აღარ ფიქრობთ "რაც შეიძლება სწრაფად". ამ დროს შეიძლება გაგიელვოთ "მოვედიიი" ან მიდამოს გადაავლოთ თვალი საჭირო მიზნის წინასწარ ასარჩევად. შედარებისათვის, ეს დაახლოებით ისეთი გრძნობაა, როგორიც შეიძლება გქონდეთ ვინმეს გამოცეკვებისას  სხვა სუფრიდან - ჯერ კიდევ დაუცველი, მაგრამ ამბიციის მქონე.


ბოლო ეტაპია გამზადებული და მზა იარაღის მომარჯვება. ანუ ახლა თქვენი ბედი უკვე იარაღს და თქვენს გამოცდილებას ემყარება. გიპყრობთ უცნაური თავდაჯერებულობის გრძნობა. ახლა თქვენ ხართ უფროსი, ახლა თქვენ ადგენთ წესებს, ახლა თქვენ თქვენი თავის პატრონი ხართ. ეს იმას გავს, როდესაც რაიმე გამოცდას ჩააბარებთ და მაღალ შეფასებასაც მიიღებთ.
                                       
ყოველთვის როდესაც თავდაჯერებულობა მჭირდება, წარმოვიდგენ ხოლმე როგორ ვტენი რამე იარაღს. გადატენის დასრულების პროცესი საოცრად მიმაღლებს საბრძოლო სულს.. დღეს ამან არ უშველა.. დღეს იარაღი გატეხილი გამოდგა..
                                          
ბრუსლი მომერია..

ბრუსლი..

რიჟრაჟისფერი თვალები..


Wednesday, December 2, 2009

ერთხელ

ერთხელ არის ძნელი.

ერთხელ გაძლევს ცხოვრება შანსს.

ერთხელ უნდა გამოიყენო ეს შანსი.

ერთხელ უნდა გარისკო.

მერე ადვილია ყველაფერი. მთავრი ეს ერთხელაა.

შიშები, გაურკვევლობები, ეჭვები, სისულელეები.. შანსი კი ერთია. ერთი. ორი არა, ერთი.. ანუ ისაა და მორჩა. მისთვის უნდა იომო, უნდა იბრძოლო, უნდა მიილტვოდე, ეძებდე, ქმნიდე!

და თუ შეგეშინდება, თუ უკან დაიხევ? თუ ვერ გაბედავ, თუ ვერ გადაწყვეტ, თუ აირჩევს ჩრდილში იყვე, აირჩევ არა ცვლილებებს, არა ახალს, არა მოძრაობას, არა წინსვლას?

მერე მთელი ცხოვრება გაგყვება იმის სინანული, სინდისის ქენჯნა, იმის საზიზღარი განცდა, რომ ისე რომ გექნა, ვინ იცის რა მოხდებოდა. შენ კი ჩაიფსი, შეგეშინდა, ვერ გაბედე, ვერ გარისკე, ფეხი არ გადადგი, არ იაქტიურე.. და აჰა, გაქვს ის, რასაც იმსახურებ!

დიახ! ადამიანს აქვს ის, რასაც იმსახურებს. ერთხელ შეიძლება ერთი შანსი გამოიყენო, ერთხელ გააკეთო ის, რასაც ცხოვრებაში ვერ გააკეთებდი, ცხოვრებაში ვერ გაბედავდი, ცხოვრებაში ვერ დაუშვებდი.. და მერე.. მერე ახალი ცხოვრება იქნებოდა. იმიტომ რომ ის დაიმსახურე.

ერთხელ შეიძლება შეგიყვარდეს და ერთხელ შეიძლება ამ სიყვარულზე ფიქრით იტანჯო. ერთხელ შეიძლება შენი სიყვარულის ობიექტი სხვისა გახდეს და ერთხელ შეიძლება მაინც ბედნიერი იყო, რადგან ის ბედნიერია.

ერთხელ.

მერე გაგივლის.

გვანცა ორსულადაა.

Tuesday, December 1, 2009

ზამთარაძის საცოლე

ეს მოთხრობა თუ რა ჭიჭინაცაა, რომ წავიკითხე, იმდენად დავიგრუზე.. ც.. კი არა.. რაღაცნაირმა ორნაირმა გრძნობამ შემიპყრო.. გქონიათ შემთხვევა, როდესაც ის რაც აუცილებელია ებრძვის იმას, რაც გინდა და ამავე დროს გინდათ შური იძიოთ და გლობალური აზროვნება ამის საშუალებას არ გაძლევთ? აი ასეთ მართლა რთულ სიტუაციაში ჩავვარდი მე, მაგარი აგრესია მომეძალა და იმისათვის, რომ ვინმესთან არ მეჩხუბა, გავედი, ვიყიდე ნატახტარი ქარვა, სამწუხაროდ ნაგავში ისე ჩავაგდე თავსახური, რომ არც დამიხედია და განვიქარვე ეს გრძნობა.. თუმცა იმ ბოთლის დაცლიდან კიდევ 1 საათამდე გამყვა უსიამოვნო გრძნობები.

ვკითხულობთ ბოლომდე. კი, ვიცი რომ უაღრესად ზარმაცი ხალხი ხართ საერთოდ არ იცით ამ ბლოგზე როგორ მოხვდით, ვიცი რომ გერჩივნათ წაგეკითხათ რა წარმატებები მაქვს რიჟრაჟისფერთვალებიან გოგონასთან, მაგრამ..

ავტორი შემეხმიანა მეილზე და მთხოვა შემესწორებინა ქვემოთ მოყვანილი ტექსტი. მოთხრობა ავტორის რესურსზე შეგიძლიათ ნახოთ აგერ. ხოლო ქვემოთ იქნება მოცემული თვითონ მოთხრობა.



“ჯვრისწრა სევასტოპოლზე”


ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. არც არავინ არ დაიჯერებდა.
მთელი ზემო ვერა ჩვენზე ლაპარაკობდა.
იმ დღეს ჩემს სახლთან ორი სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა.
დედაჩემს გულის შეტევა ჰქონდა.
დეიდაჩემს – ინსულტი.

ყველა ერთადერთ ფრაზას იძახდა: ეს როგორ გააკეთა, ოჯახი დაღუპაო.
სად ვიყავი ამ დროს მე?!
რაზე ვფიქრობდი, ან ვისთან ერთად მივდიოდი, რას ვაკეთებდი
და საერთოდ რა მოხდა, 2007 წლის სექტემბრის ბოლო კვირას,
შუადღის 2 საათზე,
ჩემი ჯვრისწერის დღეს,
დღეს, როდესაც,
დათუნა ონიანის ცოლი ვხდებოდი.
..
ლიკლიკაძეების ოჯახში მე ერთადერთი შვილი ვარ.
მეც 3 წელი მელოდებოდნენ და რომ გავჩნდი, მამა მას მერე შეიშალა ჩემზე:
დედას მერსედესის ბოლო მოდელი უყიდა, თვითონ კი ზუსტად 1 კვირა აღნიშნავდა ამ საოცარ მოვლენას.