Wednesday, September 14, 2011

ნათარგმნები - Sam Brown - Stop

დიდი ხანია მინდოდა ამ "სტრიპტიზის საცეკვაოდ განკუთვნილი" სიმღერის თარგმნა. და აი, მოვიდა დრო. წავიდა ვიდიუ.


რამე თუ მაქვს მხოლოდ რაც შენ მომეცი
ნუთუ არა წუხარ რომ შენ გაძლევ ჩემს სულს
რაც მქონდა გრძნობა ხომ სულ შენ მოგეცი
თურმე მომატყუე და არ სწამს ეს ჩემს გულს

მასთან მიკრულს დაგინახავ ქუჩაში
კითხვა გამიჩნდება: თუ იცის რომ არ უყვარხარ
შენ ტრფობის გწამს და არც იცი რა არის
როცა მიხვდები რომ ერთად-ერთი არ ხარ

ოჰ, შეჩერდით, სტოპ! სანამ მიმატოვებთ კრულს
ჯობია სტოპ! სანამ წახვალთ - გამიტეხავთ გულს
უუჰ, შეჩერდით - სტოპ!

ხანდახან ვცდილობ რომ ჩემით წავიდე
გახლეჩილი სულით ეს არ არის ადვილი
ყოველდღე ცდაში წლები გავიდნენ
ახლა გთხოვ შენ მომაცილე მახვილი

სტოპ! თუ გიყვარვარ
(თუკი გახსოვს)
ახლა მიტევების დროა
(ის დღე გახსოვს)
მე არ მწამს რომ ჩემთან მოხვალ ისევ

[ბლინ, მაგარი ფარჩაკი თარგმანია, ზედმეტად კარგი სიმღერაა ჩემი დონის მთარგმნელისათვის. 4/10 -დან თარგმანში. ქულები მიიღო რითმების იდენტური გადმოცემისათვის, გარითმვისათვის და თარგმანში დახარჯული დროისათვის. ქულები  დააკლდა რამდენიმე საკვანძო სიტყვის არასწორი თარგმანისათვის, ემოციის ვერმოტანისათვის, ტაქტის არევისათვის]

Sunday, September 4, 2011

ნათარგმნები - Stevie Wonder - Part Time Lover

ჩემი ტელეფონის ზარის სიმღერა უნდა ვთარგმნოთ დღეს. ეს კლიპი მე რომ დავიბადე, მაგ წელს არის გაკეთებული და ამიტომ მომწონს ასე ნეტა? წავიდა ვიდიუ!



დარეკავ ერთს - გათიშავ თან
ვხდები რომ რეკავ სახლიდან
ეს არ გეშლება
შენს დროებით კუროსთან
თუ არ მყავს აქ, აგინთობ შუქს
დაგპირდები ამ ღამეს მუქს
დარჩები სულ
შენს დროებით კუროსთან

****
ჩვენ ხომ სურვილების მალვით ვირთობთ თავს
მზეს ფარავს ჩვენი ვნების ზღვა..
დღე არ გიცნობ ჩემო სიყვარულო ღამის
ვაკეთებთ ცუდს თუმც გრძნობა ღირს ამის
***

თუ ბიჭებთან შემხვდები გზად
ჩუმად გაივლი - ხარ შენ მზად
გაგთქვავს სიტყვის თქმაც
შენს დროებით კუროსთან
და თუ ძალიან გაჭირდა
და ჩემი თავი დაგჭირდა
ჩემს ძმაბიჭს დააბარე
შენს დროებით კუროსთან

-----

რაღაცის თქმას არ ვატან ქარს:
წუხელ ვიღაცა რეკდა ზარს
ის შენ არ იყავი
შენს დროებით კუროსთან
კაცმა თქვა "გადაცვლას ველი"
და არ თქვა თავის სახელი
მგონი ორნი ვთამაშობთ
დროებით კუროობანას

მე და შენ (დროებით კუროობანას)
ის და იგი (დროებით კუროობანას)

პარაშუტით გაფრენა

ესაა ვიდეო, რომელიც გადაღებულია ჩემი ძალიან მაგარი კამერის საშუალებით ქობულეთში და რომელზეც ასახულია პარაშუტით გაფრენა. ხალხს ეშინია ამ ატრაქციონით გართობა, ამიტომ კაცნობრიობის გულისათვის ვქენი ეს საქმე და აჰა, იხილეთ ვიდიუ ესე. პ.ს საშიში არაა, დაჟე მოსაბეზრებელიც კია ჰაერში რომ კიდიხარ და მიყევხარ კატერს. ასწორებს მარტო აფრენის მომენტი და დაფრენისა ხომ ვაფშე გლიჯავს.



ხარისხზე უნდა მაპატიოთ, კამერა რა ფორმატშიც იღებს, იმ ფორმატს რედაქტირების პროგრამა ვერ კითხულობს, ეგ ერთი კონვერტაცია. მერე თვითონ ეგ პროგრამა აკონვერტირებს, მერე გამოდის დიდი და რომ დავაპატარავო, კიდევ ერთხელ ვაკონვერტირებ. შედარებისათვის: 944 მეგაბაიტი საწყისი ვიდეოდან 30 მეგაბაიტი ასატვირთი მასალა გამოვიდა. :)

Saturday, September 3, 2011

ნათარგმნები - Nightwish "Sleepwalker"

აბა, კაი ხანია ამის თარგმნა მინდოდა, ამიტომ უცებ წავიდა ვიდიუ!



დახუჭავ თვალს
გრძნობ ოკეანეს სურვილით მთვრალს
ნელა იგრძნობა
შენი სუსტი დაცულობა

ძილს და ღვიძილს შორის ქრები უბიწო,
და რჩება ნიღბები. ეს არის ადგილი
სადაც გელოდები შენ.

გყავდე ახლოს
შენს სულს ხელი ვახლო
ცქერა და ნდობა
ოცნების განდობა


ძილს და ღვიძილს შორის ქრები უბიწო,
და რჩება ნიღბები. ეს არის ადგილი
სადაც გელოდები შენ

მთვარეულო - მეძახი
გავბედე ვიგრძნო შენი ექსტაზი
მძინარე დიდხანს დარჩები და
ჩემს ოცნებებში ჩარჩები


მთვარეულო


მთვარეულო - მეძახი
გავბედე ვიგრძნო შენი ექსტაზი
მძინარე დიდხანს დარჩები
ჩემს ოცნებებში ჩარჩები

Thursday, September 1, 2011

Bazzilio გათხოვდა!

ხოოოდა..


ეს არის მარცხენა ხელის მტევანი. არათითზე არის ბეჭედი, ოქრო, მაღალი სინჯის, 5-10 გრამი, ხელი ეკუთვნის ნინო ჭონიშვილს და მთელი ეს ფაქტორები ნიშნავს:
1. ბაზილიო გათხოვდა
2. მისი ბლოგი შეიძლება გულისტკივილით წავშალო, რამეთუ ცუდ ხასიათზე (შესაბამისად წერის ხასიათზე) აღარ იქნება
3. ეს ამბავი ფეისბუქიდან გავიგე, შესაბამისად სულ გამოკომპიუტერდა ხალხი (იხ. მ/ფ: "სუროგატები"
4. კიდევ მინიმუმ ერთი ხუჭუჭა დაემატება საქართველოს
5. მისალოცი ამბავია.
გილოცავ ამხანაგო! მე, ცხოვრების ბოლო მოვლენების გამო, აღარაფერი მიკვირს და შესაბამისად მარტო აღფრთოვანებული გილოცავ. ნუ წიპა, ამ პოსტს თუ წაიკითხავ იცოდე რომ ფაქტიურად შენი საქმე გავაკეთე და დავბლოგე და როგორც ჩემი ერთ თორტიზელი ჯგუფელი იტყოდა ხოლმე "დღეის ამაი იქითა ჩემი ფეხი არ იქნებაი აქა" - ანუ შენზე აღარ დავწერ თქო. ვოტ. წავედი მე..

ბათინკები

კაროჩე, დიდი ხანია არაფერი დამიწერია, შვებულება მაქვს და ვისვენებ ყველასგან და ყველაფრისგან. მარა ამ კვირას მინდა აირსოფტის წვრთნაზე წავიდე და ამისათვის აგერ, მშვენიალური ბათინკები ვიყიდე საერთო წონით 5 კილოგრამი.

აესე მეცვა რომ ფეხს მიჩვეოდა და ვუყურებდი კარიბის ზღვის მეკობრეებს. კაია მეფობაი.

Saturday, August 20, 2011

ნათარგმნები - Lisa Miskovsky - Still Alive

ვთარგმნით თამაშის საუნდტრეკს. თამაშია პარკურზე და ქვია Mirror's Edge. წავიდა ვიდიუ!



შეგცვალეს..
შემცვალეს
ვგევართ სხვას
ვგევართ მას..
და რამდენს
ველოდო
გავიგო, რომ ვუშვებ შეცდომას?!
ეგ გულიც
აღარ ძგერს
თუმც გინდა
გავდეს ის ცოცხალს
და წითელ
შუქებში
გადაგარჩენ და აგიხელ თვალს!

*********
მე ვცოცხლობ
მე ვსუნთქავ..
ბოდიშს აღარ მოვუხდი სხვას

*********
სიმშვიდე
სიწყნარე
ჩემში კი ხმაური იკრებს ძალებს
ნუ ყვირი
ნუ ტირი
ღიმილი დავიცვათ - რაც აკრძალეს.
მზის სხივი
ლურჯი ცა
ასეთი გვაქვს ჩვენ აქ ცხოვრება
დავიწვათ
გრძნობებში..
არ გვსურს ციხეში ცხონება!

**********
წაგებაც
მოგებაც
ვისწავლე - ვუშვერ სახეს ქარს.
და ჩქარაც
და ნელაც
გავყვები მას, ვინც მე მიყვარს!

*********

Friday, August 19, 2011

სიყვარულის ახსნა

აგერ, ჩემი ჩრდილომეზობლურსახელიანი მეგობარი გოგონა შეუყვარდათ და ეჭვიანობის ნაცვლად გთავაზობთ მის მიერ გამოგზავნილ მეორე ნოველას. ეს ნოველა საბჭოთა დროსაა დაწერილი და თავის დროზე მეც ბევრი ვიხითხითე. სამწუხაროდ აღარ მახსოვს იმ წიგნის სახელი, სადაც ავტორს მსგავსი სტილის იუმორისტული რამეები აქვ დაწერილი. აბა, საქმე ლაპარაკის ნაცვლად და ვკითხულობთ:

გაზაფხული სიყვარულის ხანაა. გავიგე თუ არა ეს, მივხვდი, სიყვარულის დრო დამიდგა. სწორედ გითხრათ, დიდი ხანია ირინე მომწონდა, მაგრამ რადგანაც ზამთარში გავიცანი, უკუვაგდე მისი კანდიდატურა და მეზობლიანთ თამრო ავირჩიე.
მეცნიერული წყაროებიდან ვიცოდი, – ყველაზე ძნელია სიყვარულის ახსნა ამიტომ სანამ საქმეს შევუდგებოდი, რამოდენიმე დღე სამკითხველო დაბრაზში გავატარე, რათა ამ მხრივ სათანადოდ მოვმზადებულიყავი.

თამროსათვის სიყვარულის ახსნის მარტივი და უბრალო ხერხი შევარჩიე: შეხვედრისას რამოდენიმეჯერ განასკვული თოკი მივაწოდე. მაორის ენაზე კი ეს ნიშნავს “მიყვარხარ”. თამრომ ჯერ თოკს შეხედა, მერე მე, ალბათ, არ სჯეროდა თავისი ბედნიერება. მის გაოგნებას უმალ მივხვდი და თავი მკვირცხლად დავუქნიე. თამრომ საფეთქელთან თითი მიატრიალ-მოატრიალა და გამეცალა. ბიბლიოთეკაში წავედი, რათა ამ ჟესტის მეცნიერული დასაბუთება მომეძებნა. ამაოდ, შესაფერისი ვერაფერი აღმოვაჩინე.

შემდგომი შეხვედრისას ახალი გვინეის ილეთი გამოვიყენე. შინიდან გამოსულ თამროს მივვარდი და ლოყაზე გლუვი ხის ნაჭერი მოვუსვი. მოულოდნელობისაგან თამრიკომ წამოიკივლა და უკან გადახტა. წესით უკან გადახტომა საჭირო არ იყო; თუმცა უმალ მივხვდი მიზეზს – ვიღაც ჭაბუკმა მოქაჩა, ესე იგი, მეტოქე გამჩენოდა და ჩემი რჩეული უმალ ჩემსკენ გამოვქაჩე. კუნძულ კუკაგივას ადათით ორივეს ჩვენ-ჩვენ მხარეს უნდა გაგვეწია, სანამ რომელიმე არ გადასძლევდა, მაგრამ მეტოქემ, აშკარად დილეტანტმა, ყველაფერი აურდაურია და მუშტი მდრუზა მუცელში. ამაოდ ვცდილობდი ამეხსნა, რომ იგი სხვადასხვა ადთებს ურევდა ერთმანეთში. გვინეური ადათის მიხედვითაც კი არ შეიძლებოდა მუშტი-კრივის გამართვა სატრფოს წინაშე, მაგრამ ყმაწვილი ძალზე ყეეყჩი გამოდგა.

საერთოდ, ობიექტი ნამდვილად ვერ იყო სწორად შერჩეული და მე მარინეზე გადავინაცვლე. ჯერ სამოას ადათის მიხედვით მწიფე ხილი შევთავაზე. მარინემ ვაშლები ჩვენი ჯგუფის გოგონებს შორის გაანაწილა. კონგოელთა ხერხით ვცადე გული გადამეშალა. შემწვარი ქათამი მივართვი ამ სიტყვებით: “ჩემი ხელით მოკლული მეთქი”. ამაზე მარინემ მხოლოდ ჩაიცინა. ასეც მომიხდება, სიყვარულში ტყუილს რა ხელი აქვს, ქათამი ხომ “საკულინარიოში” შევიძინე.

დილით მის სახლთან გავჩნდი. როგორც კი ფანჯრიდან დამინახა, ფილაქანზე სამხრეთამერიკელი ინდიელების სასიყვარულო ცეკვა დავუარე, ამასთან, რიტუალური დოლის ნაცვლად კონსპექტების საქაღალდე გამოვიყენე. მოგვიანებით, პოლიციისაკენ მიმავალმა მწარედ ვინანე: არაფერი არ უნდა შეცვალო საუკუნეებით გამოცდილ ტრადიციებში. მით უმეტეს, დოლი – საქაღალდით. ეს, მართლაც, კერპთაყვანისცემაა.

ამ ფაცხაფუცხში ვერც კი შევნიშნე, შემოდგომა როგორ დადგა. დრო უიმედოდ დავკარგე, თანაც სულ უფრო და უფრო ვდარდობდი ირინეზე, რომელიც ზამთარში გავიცანი. მივედი მასთან, ირინე მაგიდას უჯდა და შემწვარ კარტოფილს პირდაპირ ტაფიდან შეექცეოდა. ჩემმა დანახვამ ძალზე გაახარა და კიდევ ერთი ჩანგალი გამოიღო. ვჭამდი კარტოფილს, შევცქეროდი მომღიმარ ირინეს, გული სიხარულით მევსებოდა, ყველაფერი რიგზე იყო, – ადათიც დაცული: მადაგასკარულად საერთო ჯამიდან ჭამა ურთიერთსიყვარულის გამოხატვას ნიშნავდა.

თავის მართლებები

დიდი მადლობა დაბრუნებულ გოგონას, რომლის სახელიც ჩრდილომეზობლურს გავს. მან დიდი წვლილი შეიტანა ბლოგის განვითარების საქმეში, მომაწოდა რა "სასაცილო თავის მართლებები". მაშ ასე, წავიდა!

1. ჩემი ცოლი გარეთ შიშველი არ გამიგდია, უბრალოდ მინდოდა მოვხვეოდი და მეკოცნა. მან კი ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს.

2. პოლიციას კი არ გავექეცი, არამედ ჩქარი ნაბიჯით გავასწარი!
3. ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში არ ვმართავდი, ის თავისთვის მიდიოდა. ამიტომ ჩემი დასჯა მართებული არ არის.

4. არ ვიგინებოდი, სულელი ხომ არა ვარ, რომ კონსერვატორიის შენობაში შევიგინო? გთხოვთ ჩემს მიერ დასახელებული მიზეზი სერიოზულად მიიღოთ.

5. ჩვენ მივედით მოქალაქესთან და ვთხოვეთ ასანთი მოეცა. მან გვიპასუხა, რომ 3 წელი კარატეზე დადიოდა. შეგვეშინდა და ტირილი დავიწყეთ. ცრემლის მოწმენდის დროს შემთხვევით მის თვალზე მომიხვდა ხელი და იმიტომ გაუსივდა თვალი. მოქალაქემ კი ფული თავად მომცა, რომ ცრემლი შემეშრო.

6. გვიან ღამით ჩემი სახლიდან მუსიკის ხმა კიარ ისმოდა, არამედ სასიამოვნოდ იღვრებოდა.

7. სამსახურში ნასვამი იმიტომ გამოვცხადდი, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში დამაჯარიმებდნენ.

8. გუშინ სამსახურში სულის საზეიმო მდგომარეობის გამო არ გამოვცხადდი. დილით სიდედრი გავაცილე, რომ გამგზავრება არ გადაეფიქრებინა.

9. პლიაჟზე ქალებს საცურაო ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ მათ სხეულებს თავისუფლად ესუნთქა.

10. მეზობლის ქათამი ტალახიანი იყო და გადავწყვიტე, მებანავებინა. საამისოდ ქვაბით წყალი შევათბე და შიგ ქათამი ჩავსვი, მაგრამ საქმეს შევყევი და ქათამი ქვაბში ჩამრჩა. მოვითხოვ !! რომ მეზობელმა თვითონ აბანაოს ქათმები!

11. მოხუც მეზობელს ცარიელი ბოთლი მცირე ძალით ჩავარტყი და ძალიან გამიკვირდა, რომ ტვინის შერყევა მიიღო, რადგან არ მეგონა, მას საერთოდ ტვინი თუ ჰქონდა.

12. დაშავებულს რომ მივუახლოვდი, ფეხი ქვას წამოვკარი და თავის დაჭერის მიზნით მის ჩანთას მოვკიდე ხელი, ინერციით 150 მეტრი გავირბინე, რამაც გააჩინა ქურდობის მცდელობის ილუზია.

Sunday, August 7, 2011

GoPro HD Helmet Camera

არის, გაამართლდა იმედიი! არის ასრულდა მიზანიიი! კიიდევაც დაიზრდებიან ბიჭები პარკურისანიიი! დიდი პოსტის დაწერა მეზარება, ვიდეოპოსტის გაკეთევას ვაპირებდი და კომპის სავარძელში რომ ჩავჯექი, იქვე დამეზარა. ასე რომ იხილეთ სურათი და გშურდეთ!


ხოა მგელი? მოიცა, ახლა წყალქვეშა გადაღებას ვამუღამებ და მერე ნახეთ თქვენ. მერე პრეისერები, მერე აირსოფტი.. აუუ! ნეაგრანიჩინნიე ვაზმოჟნასწი!


Be a Hero!!!