Monday, March 11, 2013

საგაზაფხულო ანტირადიოაქტიული წმენდა

მაააშ ასე: იმის გამო, რომ ჩემი სულელი ტელი ჩემს ბებერ კომპს არ უერთდება. და იმის გამოც, რომ რამდენიმე ახალი ბლოგი მინდა დავამატო რადიომედგრებს, ვატარებ მასობრივ წმენდას და წმენდას ეწირებიან:

1. http://jumporfall.wordpress.com/ - ბლოგი თამაშებზე, რომელსაც ბოლო ჩანაწერი აქვს გაკეთებული 2010 წლის 24 მაისს.
2. http://mecniereba.wordpress.com/ - ბლოგი მეცნიერებაზე, რომელიც თავის დროზე ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ბოლო პოსტი გაკეთებულია 2010 წლის 7 ივლისს
3. http://gamkilavi.blogspot.com/ - გამკილავი. ძალიან პერსპექტიული ბლოგი, რომელმაც უპერსპექტივოდ დაასრულა არსებობა. მისი ბოლო პოსტია "რა არის ტვიტერი" - რომელმაც საბოლოოდ დაასამარა "გამკილავი"-ს, როგორც ფენომენის რაობა.
4. http://khelmocaruli.blogspot.com/ - შურიანი ხელმოცარულის ბლოგი. ვერ ვიხსენებ რატომ დავამატე რადიომედგრებში, მაგრამ ფაქტია, ეს ექსტრემალური ბლოგი 2010 წლის 25 ოქტომბრიდან გასულია მომსახურების ზონიდან. სავარაუდოდ ვასასის მეორე ბლოგია.
5. http://afk.ge/ - საინტერესო ბლოგი თამაშებზე, რომელმაც უინტერესოდ დაასრულა მოღვაწეობა ამ ორიოდე წლის წინ "გრემზე ნომინირებული თამაშის საუნდტრეკი"-ს პოსტით.
6. http://secromania.blogspot.com/ - ძალად ღადო ბლოგი. აი ძალიან, ძალიან მაგრად ვიცინოდი ხოლმე ამათ უაზრობებზე, დაჟე ვიდეოც კი მაქვს ფავორიტებში დამატებული, მარა რას ვიზავთ, სხვიტებმა 2011 წლის 11 იანვრიდან შეწყვიტეს მაუწყებლობა.

7. http://freelandia.wordpress.com/ - თავისუფალი სიტყვის ბლოგი, რომელმაც ძალიან მოულოდნელად და ძალიან უცნაურად დაამთავრა მოღვაწეობა 2011 წლის 28 ივლისს.
8. http://marketeer.ge/ - მარკეტოლოგი, რომელიც საინტერესო მარკეტინგულ პოსტებს წერდა, მარა ეს ჰოსტი ვაფშე აღარ არსებობს დღეისდღეობით.
9. http://kikitoland.ge/ - ინგრიდ კიკიტო. ძალიან სიმპატიური გოგონას ბლოგი, რომელიც როგორც ხედავთ დომენზე გადავიდა და იქვე დაასრულა მოღვაწეობა.
10. http://nakrina.wordpress.com/ - ჩემი მეზობელი ნაკრინას ბლოგი. წერდა ლამაზად, თუმცა 2012 წლის 22 იანვარს "ერთი პატარა ამბით" დაასრულა არსებობა.
11. http://fizikosi.wordpress.com - ფიზიკოსის ბლოგი. შეიძლება ბევრი ვერ იგებდა ამ ბლოგზე რამეებს, მაგრამ ძალიან გული მწყდება, რომ წაშლა მიწევს. 2012 წლის 2 აპრილიდან არ განახლებულია და..
12. http://mniamnia.blogspot.com/ - საჭმელების რეცეპტებს დებდა ხოლმე ეს ადამიანი, მაგრამ დახურა ბლოგი და მხოლოდ მიწვეულს ადამიანებს უშვებს. :(
13. http://ni2.ge/ - აშკარად ჰოსტზე გადაუხდელობის გამო გამორთული საიტი. საბედნიეროდ არსებობს "ჩიტი". :)
14. http://story.ge/ - ამ საიტზე ჩემი ნათარგმნი "მეტრო 2033"-ის თავებიც კი დაიდო, მაგრამ ამჟამად გათიშულია და ჩართვის პერსპექტივა არჩანს. არადა რა კაი თარგმანებს დებდა ხოლმე..
15. http://diasworld.wordpress.com/ - დეას ბლოგი. ლამაზი გოგონას ლამაზი ბლოგი. გაუქმდა უცნობი მიზეზების გამო. იქნებ საპირისპირო სქესია ამაში დამნაშავე?
16. http://radiatori.blogspot.com/ - ბატო-ბატო რატომღაც მხოლოდ მიწვეულ ადამიანებს უშვებს საკუთარ ბლოგში. არა მშვენივრად "ჭრიდა და იბარებდა რადიატორებს" :)
17. http://bazzilio.blogspot.com/ - ლეგენდარული გორელი ბლოგერის ბლოგი. ადრეც არ გამოირჩეოდა პოსტთაუხვობით, მაგრამ ა, გათხოვდა და რაღაა დასაწერი, ის ხომ მარტო დეპრესიის დროს წერდა. ანტიდეპრესანტია ოჯახის შექმნა ალბათ..
18. http://piccolina.ge/ - გათიშულია კაი ხანია. კაი ხანი რა, ციხის კადრების მერე ალბათ კომენტარებში დაუწერეს უსიამოვნო რამეები და აჰა, გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან.
19. http://docjohnes.wordpress.com/ - ფსიქოლოგიაზე წერს ეს ადამიანი. წერს, რა.. წერდა. ყურადღებით ვეცნობოდი ხოლმე ნაწერს, მარა ა ბატონო, 2012 წლის 1 ნოემბრიდან ნე დუხა ნე სლუხა.
20. http://zur.ge/ - გათიშულია ნახ. ბოლო პოსტის მიხედვით კომისარიატში დაიბარეს და ნეტა ხომ კარგადაა ყველაფერი?


დასხივებას გაუძლეს და ბლოგზე რჩებიან:

1. http://ninaiverieli.wordpress.com/ - კაიფისტკას ბლოგი. კომენტარის გარეშე.
2. http://mokhetiale.wordpress.com/ - მოხეტიალეს ბლოგი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია არაფერი დაუწერია, მისი პოსტები საშუალებას მაძლევენ ფიქრში ვიმოგზაურო ხოლმე.
3. http://hi-tech.ge/ - ძალიან კარგი ტექნოლოგიური ბლოგი. გირჩევთ ვისაც გევასებათ ტექნოლოგიები.
4. http://chakrulo.wordpress.com/ - ბექა "ჩაკრულო" გონაშვილის ბლოგი. მაგარი კაცია და მაგარი ბლოგი აქვს. აბა მაშ!
5. http://polkovniki.wordpress.com/ - ეს ბიჭი მემგონი გორელია..
6. http://salolas.wordpress.com/ - სალოლას ბლოგი. რამდენი ხანია არ შევსულვარ ისე..
7. http://www.vasassi.com/ - მაგარი ჟურნალისტის ბლოგი. ცუდია რომ ისე ხშირად აღარ წერს, როგორც ადრე, მარა თუ წერს - ბომბაა!
8. http://doin.ge/ - ვერ წარმომიდგენია ბლოგი, სადაც ეს ბიჭი არ იქნება. ზეიდეინი ადამიანი და საინტერესო პიროვნება. სიტყვებით თამაშის დიდოსტატი და ალეგორიების მამა. ვოტ ტაკ!
9. http://www.hexe.ge/ - ჰექსეს მემგონი მაია ქვია, არა?
10. http://zorbeg.wordpress.com/ - ზორბეგა ნაღდად გორელია. ეს ერთი პლუსი და მერე კიდე ისეთ ცოფიან პოსტებს წერს, გული გაგინათდება ადამიანს. :)
11. http://aninaland.wordpress.com/ - მე მშურს ამ ადამიანს და საქვეყნოდ ვამბობ, რომ ანინა თავისმამიშვილისა მშურს! აი ეგრე! და მშურს იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე შრომისა და თავდადების მიუხედავად დიდი ვერაფერი მწერალი დადგა ჩემგან და ამ გოგოს რომ ვუყურებ და ვკითხულობ მის შემოქმედებას, იმას ვხედავ, რაც მინდოდა ვყოფილიყავი და მშურს. კაცს რომ ნიჭი გაქვს, ესე იგი გაქვს. თუ არა გაქვს და მიხედე ისევ თარგნას ჩემო თავო რა..
12. http://studentebi.blogspot.com/ - ორი მშიერი სტუდენტის ბლოგი. სიმართლე გითხრათ იმიტომ დავტოვე, რომ ანახლებენ ხოლმე ბლოგს. თორემ ერთი ამერიკაში გათხოვდა და ვაფშე აღარაფერს იწერება (არადა როგორ საინტერესოდ დაიწყო ამერიკისა და საქართველოს შედარებები), მეორე კიდე მორჩა მემგონია სწავლას და შესაბამისად სტუდენტიც აღარაა. :)
13. http://bigcrow.ge/ - ყვავა - კაცი ლეგენდა და კაცი პიროვნება. ბევრი იტყვის ერთი მაგის ესე და ისეო, მარა ადამიანი ძალიან ნიჭიერი ვინმეა, მიუხედავად მისი გარეგნობისა - რაშიც ზოგი რომ გახვრეტილ კაპიკს არ გადაიხდიდა. (გამოთქმაა ასეთი, მირიან ჩემო). მე ბევრს ვერაფერს დავამატებ - შედით და ნახეთ მისი ბლოგი.
14. http://justbbiswatchingyou.wordpress.com/ - სოფიკო BB ბიბიჭაძის ბლოგი. ადამიანი ნაკითხი და საკუთარ თავში დარწმუნებული. აქვს მონაწილეობა მიღებული მრავალ ინტელექტუალურ შეჯიბრში, მახსოვს ერთი მათგანიდან ფრაზა "თავისუფლება ცოტნეს - პულტი ბიბიჭაძეს" - რამეთუ მოწინააღმდეგე გუნდი ასწრებდა ხოლმე პასუხის პულტზე ხელის დაჭერას. :) ბლოგზე აკეთებს ხელოვნების პროდუქტების მიმოხილვებს.
15. http://www.b2p.ge/ - ფსიქოლოგ გიორგი მინასიანის ბლოგი. ყველაზე ხშირად განახლებადი ბლოგი და ძალიან საინტერესოდ წაკითხვადი. მის პიროვნებაზე ვერაფერს გეტყვით, პირადად არ შევხვედრილვარ, მაგრამ მისი რჩევები და პოსტები რამდენჯერმე დამეხმარა ცხოვრებაში. მადლობა მას.
16. http://bunbunlandia.wordpress.com/ - პერწკლის ბლოგი. კოჭის ტრამვის გამო ეს პატარა გოგო ლაშქრობებში ვეღარ დადის ამ მომენტში, თუმცა როდესაც წერს, ისე წერს, რომ მასთან ერთდ მოგზაურობ.


დაბოლოს, ბლოგს დაემატა ახალი წევრი, თაკა "კონკია" სელეპაშვილი (?) - http://takacinderella.wordpress.com - მხოლოდ დღეს ვნახე მისი ბლოგი და იმედია საინტერესოდ წერს.

********
http://giomjava.wordpress.com/ - გამიხმეს თავი, მამისა ჩვენისა, გიორგი მაღლაკელიძის ბლოგი არ მქონია ჩამატებული. :) ესაა იგივე დოქტორი მჟავა, AcidLabz-ის დამაარსებელი, ჩემი გაქართულებაში შემომყვანი და ვაფშეტა, კაი როჟაა.

Wednesday, March 6, 2013

მშობლიური და თბილი..

ნოემბერში მომიწია მაგთიზე გადასვლა. დაფარვის ზონის სიდიდის მიუხედავად ამ ქსელზე მაინცდამაინც კარგის თქმა არ შემიძლია. არც ცუდის, მარა მე, 2004 წელს რომ "ბალი" გავხდი, მას მერე რომ ერთი თეთრი არ მქონია დავალიანება, სამჯერ გავედი მინუსებში ამ მაგთის გადამკიდე. კრედიტი აიღეო - მირჩიეს ზოგიერთმა რაციონალურმა პიროვნებებმა. მაგრამ მე, რომელსაც ცხოვრებაში ვალი არ ქონია არასოდეს არავისი და არავისთან, კრედიტი ავიღო?


ხოდა დღეს ავწიე ჩემი აწ უკვე შემსუბუქებული ერთი ადგილი (რამეთუ წონაში ვიკლებ გეგმისამებრ), გავერთვი მაგთის ოფისში და ამოდენა ხალხის მიუხედავად საათი და 20 წუთის მერე მომიწია რიგმა. მომიწია, ესე იგი, რიგმა და იგივე ოპერატორმა გოგონამ, რომელმაც ამ რამოდენიმე თვის წინ ხელის გრაციოზული მოძრაობით მაგთიზე გადამაპორტირა, ასეთივე გრაციოზული მოძრაობით მოძებნა ჩემი ნომერი და აღმოჩნდა, რომ ეს ნომერი არ არსებობს.

აი, ზუსტად ასეთი სახე მქონდა. რას ქვია არ არსებობს, საუკუნეების მანძილზე ამ ნომერს ვიყენებ თქო. მერე მოძებნა პირადობით და გაირკვა, რომ ეს ნომერი აქვს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას კორპორატიულ ნომრად რომელიღაც თანამშრომლისთვის. მე კიდევ გამგეობაში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი ცხოვრებაში: ერთხელ სკოლაში თვითმმართველობიდან წაგვიყვანეს და მეორედ ქსეროქსის გადასაღებად შევედი.


საბოლოოდ შევთანხმდით, რომ პრობლემურებში გაარკვევდა ეს გოგო ჩემი ნომრის ამბავს, მე წავიდოდი სახლში და დამირეკავდა. ნახევარი საათის მერე ნანატრი ზარიც გაისმა - თქვენი ნომერი დაპორტირებულია ბალზე (უფრო ზუსტი იქნებოდა - დაბრუნებულია ბალზე), გამორთეთ ტელეფონი და ჩართეთ -ო. როგორც სურათიდან ჩანს, დიაღ, ნამდვილად ისევ ბალზე ვარ და მე მიხარია!


კარგად დააკვირდით ამ სურათს: აღარასოდეს ცხოვრებაში ასე აღარ იქნება! კარგია მშობლიურ და თბილ გარემოში დაბრუნება. ბალი სულ სხვაა!
  

Sunday, February 17, 2013

Very Important Person..

პრესკომფერენციაზე არასოდეს ვყოფილვარ. მით უმეტეს მე არ ჩამიტარებია არაფერი მსგავსი, მაქსიმუმ გაკვეთილი მომეყოლა კლასის წინაშე. :) ხალხმრავლობა არასოდეს მიტაცებდა, თუმცა ცხოვრებაში ყოველთვის ხდება რაღაც პირველად და აი, რამდენიმე დღის წინ მომიწია არა მარტო პრესკომფერენციას დავსწრებოდი, არამედ ძალიან დიდი როლიც შემეტანა მის წარმატებაში.

ის ორი ჟურნალისტიც მოვიდა 5 წუთში

ჩემი მეტსახელი dj-guro-ა.. დიჯეი კაბუსადმი სიყვარულის გამო.. ხოდა წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, როდესაც ნამდვილი, კაი შეკრული და თავის მატორზე მყოფი მიქშერის მართვა მომანდეს. და არა მარტო! მე გავასწორე ხმებიც, მიკროფონებიც, გავიყვანე კაბელები, ჩავრთე პროექტორი და დავტესტე მთელი ეს მოწყობილობა. ამის გარდა ცოტაც ვიმაიმუნეთ მე და თანამშრომლებმა და კარაოკე მოვაწყვეთ საკონფერენციო დარბაზში. :) მოკლედ, ტექნიკურად გავმართე ყველაფერი და მერე აღმოჩნდა, რომ თვალყურიც უნდა მედევნებინა ამ ყველაფრისათვის.

ეს დარბაზი სულ სავსე იყო ჟურნალისტებით და კამერებით

მიუხედავად სამჯერ დატესტილი აპარატურისა, მაინც საკმაოდ ვღელავდი. თითები ისე გამეოფლა, რექსონაც კი მიღალატებდა რომ მქონოდა. :) ნერვიულობის მიზეზი კი გახლდათ ბოლო მომენტში გარკვეული ფაქტი, რომ ვიდეოც უნდა გაგვეშვა სლაიდებთან ერთად. საგანგაშო არაფერი იქნებოდა სულ 10 წუთით ადრე რომ ეთქვათ. მე კი ვიდეოს ხმის და გამოსახულების პარამეტრების იდეალურად გასწორება ვერ მოვასწარი, რომ შემოვიდა ჟურნალისტებისა და კამერების ბატალიონი და.. ადრენალინმა სისხლში და ოფლმა თითებზე ერთად დაიწყეს მომატება.

მშვენივრად ისმის, რას ერჩით?

საერთო ჯამში ყველაფერი კარგად ჩამთავრდა. მიქშერის გამოყენება ბევრჯერ მომიხდა, რამეთუ ჟურნალისტები ჯიუტად არ იჩერებდნენ პირთან მიკროფონს და ამ მიკროფონიან ხელს იქნევდნენ, მეორეს ქნევის ნაცვლად (შესაბამისად მეც ხმას ავუწევდი და ჩავუწევდი მიკროფონის პირთან დაშორება-მიახლოვების შესაბამისად). არ იყო გათვლილი და მომიწია ქალი თარჯიმნის მიკროფონისთვის ხმა და "ვისოკები" ჩამეწია, რადგან შორიდან სალაპარაკო მიკროფონში პირმიდებული საუბრობდა. გამოგიტყდებით და მოველოდი თამარ "ვასასი" კარელიძის ნახვას, მარა მერე გამახსენდა რომ სად ვასასი და სად ბანკები და ფინანსები.. პრესკონფერენციის დასრულებიდან 10 წუთის მანძილზე გენერალური დირექტორისგან, ჩემი უფროსისგან და მარკეტინგის უფროსისგან მივიღე მადლობები კარგი სამუშაოსათვის, რაც ამივარდა თავში და აჰა, დავწერე პოსტი სახელად "ძალიან საჭირო პიროვნება". მე ძალიან საჭირო და გამოსადეგი პიროვნება ვარ ისე, ზოგადად, რომ იცოდეთ.. :დ

Saturday, February 9, 2013

უბრალოდ ტელეფონი..

1998 წელს, როდესაც მოტოროლამ პირველი ტელეფონი გამოუშვა, ის მაშინვე ფუფუნების საგნად გადაიქცა. მახსენდება ზვიოს ცნობილი რეკლამა "დღესა ძმაო მარიჟობა თუ გინდა, ცალ ხელში მობილური უნდა გეჭიროს და მეორეში "გაზეთი 6 საათზე"". გაზეთს ნაკლებად გაუმართლა, მაგრამ მობილური მართლა მარიაჟობის საგანი იყო იმ დროს და თუ მობილური გქონდა, ძაან მაგარი როჟა იყავი. მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც მანქანაში ჩასასხმელი ბენზინი, დენის გადასახდელი ფული, სახლში ფანჯრების გამოცვლის სურვილი და მსგავსი ჩემი აზრით გაცილებით პრიორიტეტული რაღაცეების სურვილი არ ქონდა და ხელში მოტოროლა ტ-100 ეჭირა (მაშინ ეს ზე ტელეფონი იყო). იყო დრო, როდესაც მარტო მობილურის ქონის ფაქტი საკმარისი იყო რომ გოგოს შეყვარებოდი, if you know what I mean..


2002 წელს ჩავაბარე უნივერსისტეტში და 2006 ში დავამთავრე. 1 კვირის შემდეგ დავიწყე მუშაობა ძალიან გემრიელ ფინანსურ ინსტიტუტში, პოსტებში კანტორად რომ მოვიხსენიებ ხოლმე და დღემდე იქ ვმუშაობ. ის ჩემი მეორე სახლია და ძალიან მიყვარს არა მარტო როგორც მეორე სახლი, არამედ როგორც ბევრი ახალი მეგობრის და თანამოაზრის შემახვედრებელი. ჩვენს ისტორიასთან მას ის კავშირი აქვს, რომ სწორედ კანტორაში მოსვლის შემდეგ გადავწყვიტე მეყიდა მობილური ტელეფონი. მჭირდებოდა და იმიტომ. და ვიყიდე Nokia 6230i - თავის წონაში უძლიერესი მობილური.


"ნოკია - გამძლე და ძვირადღირებული ნაგავი" - ფორუმის ერთ-ერთი მარგალიტი. ნაგვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ ტელეფონს, იმდროინდელი მეორე თაობის ტელეფონების ყველა პლუსი ქონდა. არა მარტო ძალიან გამძლეა (ბევრჯერ დამივარდა და არაფერი დაემართა), არამედ აქვს მშვენიერი mp3 პლეერი და 1 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერა. თუმცა აი, 2008 წელს, როდესაც ომის დროს სოფელში ვიჯექი უპონტოდ, ფრიად მოწყენილი და არაფერი პერსპექტივა არ ჩანდა მობილში ჩაწერილი 12 თამაშის გამრავლებაზე, გადავწყვიტე შემეცვალა ტელეფონი და იმავე წლის სექტემბერში ვიყიდე Nokia N73 - სრულიად ახალი.


Symbian სისტემაზე გადასვლამ ახალი ჰორიზონტები გახსნა პროგრამირების მხრივ და ჯავა აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობა მომცა. მაგას რომ თავი გავანებოთ, Flash Lite პლეერი ფლეშ აპლიკაციებსაც მშვენივრად უშვებდა.. უბრალოდ სწორი დაპროგრამირება ჭირდებოდა. 2 მეგაპიქსელი ძალიან სერიოზული ფოტოკამერა და ორჯერ დიდი ეკრანი აღფრთოვანებას იწვევდა რომ არა ერთი სერიოზული დეტალი - ჯოისტიკი. დიახ, N73 საზიზღარი ჯოისტიკი აქვს, რომელის შეკეთებში 30 ლარის გადახდის მერე მივხვდი რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და გადავედი N82 -ზე.


Nokia N82 არის იდეალური ტელეფონი. ის 3.5 თაობისაა, არ აქვს ჯოისტიკი და აბსოლუტურად არაფერი უფუჭდება. ვთვლიდი და ზუსტად 8 ჯერ დამივარდა. აქედან 1 ხელ კიბეებზე იმოგზაურა, ხოლო მეორედ გორი-რუისის ავტოსტრადაზე გაადინა ზღართანი. და რა მოხდა? არაფერი! არც კი გათიშულა. ძალიან, ძალიან გამიჭირდება ამ ტელეფონთან განშორება. მაგრამ გადამიყვანეს სათავო ოფისში, მაიძულეს ამეღო მაგთის ნომერი რათა კორპორატიულ ნომრად ექციათ. და მერე აღმოჩნდა, რომ მაგთი გაცილებით ძვირია ბალთან შედარებით. რომ 20 ლარი, რომელიც თვენახევარი მყოფნიდა ხოლმე, ახლა ნახევარი თვეც ვერ მიძლებს. ხოდა დიდი გულისტკივილით გადავწყვიტე 2 სიმიან ტელეფონზე გადასვლა, რომელსაც იგივე წონითი კატეგორია ექნებოდა.


Samsung Galaxy S Duos - განსხვავებული სტილი, გასხვავებული სისტემა. თაჩსქრინს ვერასოდეს ვიტანდი - შეჩვევა მომიწევს. სამსუნგი არასოდეს მომწონდა - შეჩვევა მომიწევს. კოჰაბიტაცია.. იცი, N82-ის კლავაც არ დამევასა თავიდან, მეტისმეტად მტკენდა თითებს, მარა ეს თაჩსქრინი თითებს კი არა, ფსიქიკას მტკენს. ანდროიდს სულ სხვა სისტემა აქვს, ვიდრე სიმბიანს. ამის გამო ნახევარი საათი ვიქექე სანამ ინტერნეტს ჩავრთავდი და პირველი, ვისი სურათიც ვნახე, ვლადიმერ პუტინი იყო მაილ.რუ-ს გვერდძე. ცხოვრებაა ესა? მარა 1 თვის მერე იმედი მაქვს ეს საზიზღრად თხელი და ნერვების მომშლელი ტელეფონი ისეთივე ახლობელი გახდება, როგორც კაცური და მუდამ დამჯერი ნოკია. ცოლებს ეჩვევა ხალხი და ეს ხომ უბრალოდ ტელეფონია..

Update
1 კვირის მერე ვწერ ამ ტექსტს: ამ ტელეფონს არ აქვს ვიბრო, როდესაც წერ მესიჯს. ასევე N82 სგან განსხვავებით შეუძლებელია ისე წერო, რომ არ უყურო - შესაბამისად ორივე ხელი დაკავებული გაქვს (ნოკიაზე თან მესიჯს ვკრეფდი ხოლმე, თან სხვა საქმეებსაც ვაკეთებდი. ყოფილა შემთხვევა, ერთი ხელით მესიჯს ვკრეფდი და მეორეთი მეილს ვწერდი). ჯერ-ჯერობით ვერ ვაიძულე, რომ კალენდარში აღნიშნული ივენთის დრო რომ მოვა, მელოდია დაუკრას და გამაგებინოს. ნოკია მუდამ მახსენებდა დაბადების დღეებს. ასევე უკეთესი პროცესორის მიუხედავად ვერ ვიტყვი რომ უფრო სწრაფად მუშაობს. დაბოლოს - მომიხდა ბევრი ისეთი აპლიკაციის ჩამოქაჩვა (მაგალითად ოფისის ფაილები რომ გამეხსნა), რომელიც ნოკიას ისედაც ქონდა და ეს ყველაფერი დიიდ ინტერნეტის და ფულის ხარჯებთანაა დაკავშირებული.

Update
გუშინ, 23 მარტს, დავაყენე რა Windows 7 - როგორც იქნა დაინახა კომპმა ეს ტელეფონი. იქსპის მიზეზი ის იყო, რომ მედია პლეერი იყო გასაახლებელი. და არ ანახლებდა - პირატული ვინოდუსი გაქვსო. ვოტ.

Thursday, January 17, 2013

Good Day to Live..

შემომეფორმატირა.. ვინდოუსს ვაყენებდი და შემთხვევით D დისკი შემომეფორმატირა. მაგარი ვიცით ეს "შემომე.." ქართველებმა. შემომეხარჯა, შემომაკვდა, შემომეფორმატირა.. პირდაპირი ადამიანი პირდაპირ იტყოდა – დაღლილ გონებაზე საღამოს 20:15 წუთზე ტვინმა ვერ გადახარშა რომ დისკ 0 პარტიშენ 1 შესაძლო იყო C დისკი არ ყოფილიყო, რომ შესაძლო იყო D დისკზე 100 გიგაბაიტი დაეტოვა ვიღაცას და C დისკისთვის 200 მიეცა, როდესაც პირიქით უნდა იყოს წესით.. რომ არ მიაქცია ყურადღება პატრიშენ 2 ზე სისტემური რომ ეწერა და გაუშვა და C-ს მაგივრად D დააფორმატირა, სადაც ძალიან, ძალიან, ძალიან საჭირო ფაილები ეწერა. იმდენად საჭირო, რომ ზემოაღნიშნული დისკების პატრონის გარდა არავის ქონდა მათი ნახვის საშუალება. ნუ, გარდა ალბათ მზეზე მაღალისა და სწორთუპოვარისა.


ასეთი შეცდომა ცხოვრებაში არ მომსვლია. ამიტომ ნამდვილად ვერ გავიგე რა მოხდა, როდესაც ვინდოუს 7 თან ერთად გადატვირთვის მერე ძველი ვინდოუს ვისტაც დავინახე.. გულმა რეჩხი მიყო.. გადავტვირთე და ვისტა გავუშვი. არ ჩაირთო გეხვეწები თქო – ვეუბნები თან – წესით ხომ სწორედ ვისტა უნდა წამეშალა და D დისკისთვის ხელი არ მეხლო.. გეხვეწები.. არ ჩაირთო.. გაჭედე.. არ გაჭედა! ჩაირთო! My Computer ზე დავაწკაპე.. გასული 3 წამი 3 წუთად გაიწელა.. D დისკი.. დაკავებულია 4 გიგაბაიტი 100 გიგაბაიტიდან.. მუცელში წვა ვიგრძენი.. წამით ჩაქრა ყველაფერი..


მთელი ღამე ვერ დავიძინე წესივრად. დილით ადრე გავარდი, გამახენდა რომ Get My Files Back – ასეთი პროგრამა ჩამოვქაჩე, მარა არასოდეს გამომიყენებია. წესით ამ პროგრამამ დაფორმატებული ვინჩესტერიდან ფაილები უნდა ნახოს. მაგრამ აღწერაში ეწერა, რომ ყველაზე უხეში შეცდომა, რაც დაფორმატების გარდა შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოსო, ესაა ამ დაფორმატირებულზე რამე ჩაწეროსო. მე კი ჩავწერე! ვინდოუს 7 ჩავწერე!!!

პირველი წარმატება, რასაც მივაღწიე იყო ის, რომ ზემოდხსენებულმა პროგრამამ შეძლო და იპოვა დაკარგული ფაილები. ის კი არა და პრევიუც კი მაჩვენა სურათების და ექსელის ფაილების. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. მაგრამ მერე, როდესაც უკვე ნაპოვნი ფაილების შენახვა მივუთითე, ნურას უკაცრავად, ლიცენზიის კოდი მომთხოვა. ხოლო მთელი დღის (მართლა მთელი დღის, შესვენებაზეც არ გავედი) ძებნის მიუხედავად ინტერნეტში არაა ამის ლიცენზიის კოდი. უნდა იყიდო ეს პროგრამა!


საშველად ძველ ნაცად მეგობარს, ფორუმ.გე–ს მივმართე. საბედნიეროდ გამოჩნდა რამდენიმე კეთილი ადამიანი, რომელმაც შეიძლება არც მიაქცია ყურადღება სარეკლამო განცხადებას – "სახინკლეს ვკისრულობ" თქო და მირჩიეს recuva. ესაა უფასო პროგრამა, რომელიც მართალია პრევიუს არ აკეთებს, მარა სამაგიეროდ დამიბრუნა ფაილები, მომავალი და სიცოცხლის ხალისი. Today is a good day to live, Executor!

პ.ს. აქვე დავწერ სხვებისთვის, ვისაც ასეთივე პრობლემა შეექმნებათ, რა რესურსის მოძიება შევძელი. მაშ ასე: ლინკი1 და ლინკი2 – გვასწავლიან როგორ აღვადგინოთ. პროგრამები, რომლებიც ჩამოვქაჩე: Advanced_NTFS_Recovery, rk_free, Ease US recovery, PandoraRecovery, RecoverMyFiles_4.9.4.1343, R-Stu.d 132965 და ჩემი მშველელი rcsetup144 - recuva

Monday, December 31, 2012

"ოპერაცია ახალი წელი"

გუშხამ გახლდით ამ საბავშვო კინოკომედიაზე ინტერესის გამო. ტიპა მახსოვს "მარტო სახლში" რა ემოციებს იწვევდა ჩემში პატარაობისას, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი კევენით და მისი ოინებით და საზრიანობით. ხოდა აგერ ქართველებმაც გადაიღეს მსგავსი სტილის კინო და ამის გამოტოვება იქნებოდა? ხოოოდა წავედიი..


უნდა ვაღიაროთ რომ დუტა სხირტლაძე არის მართლა კარგი და მართლა მაგარი მსახიობი. იდეაში მისი როლი მთავრად არ ითვლება, ისევე როგორც ნანუკა ხაზარაძისა, მაგრამ ბუნჩულა მამის როლს ბრწყინვალედ თამაშობს. რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი საკუთრივ ცელქ ბავშვებზე. კი, გოგოც და ბიჭიც ძალიან სასიამოვნო ბავშვები არიან და შეიძლება ითქვას, რომ ცუდად არ თამაშობენ. თუმცა არც კარგად თამაშობენ კევენივით. ან შეიძლება მაშინ ბავშვის თვალით დანახული კინო უკეთეს ემოციებს იწვევდა ჩემში. ყოველ შემთხვევაში ჩემს უკან მჯდომი პატარა ბავშვები ძალიან ხალისობდნენ კინოზე.


ერთი რაც შემიძლია ზუსტად ვთქვა ამ კინოზე არის ის, რომ მშვენიერ დრაივს, რომელიც კინოში ვითარდება სასტიკად აგდებს უხეირო მონტაჟი. არის ძალიან ბევრი შავი წყვეტები, როდესაც ვერ იგებ რა მოხდა და ყურების ინერციას კარგავ. ასევე ძალიან ბევრგან მუსიკა ზედმეტად მაღალზეა ვიდრე ლაპარაკი და მიუხედავად რუსკა მაყაშვილის შესანიშნავი მსახიობური თუ ფიზიკური მონაცემებით გადმოცემული ემოციებისა, მაინც ნეხვატკა გრჩება.


მაგრამ ფილმში სინამდვილეში საკმაოდ ბევრი სახალისო მომენტია, რაც ერთის მხრივ დუტა სხირტლაძის დამსახურებაა, მეორეს მხრივ ნიკა გრიგოლიას ტუტუცობისა. სცენარი იდეაში ცუდი არაა და კარგი საბავშვო კინო იქნებოდა, რომ არა ზემოთხსენებული გაუგებარი წყვეტები მონტაჟში. ფილმის კიდევ ერთი პლუსი ისაა, რომ მასში ძალიან ცოტა რეკლამაა. სულ ორი შევამჩნიე მე - გუდვილის და მაივიდეოსი.


ცოტა უცნაური სცენარის, საშუალოზე დაბალი ხარისხის მონტაჟის და ბავშვების არც თუ ბრწყინვალე სამსახიობო მონაცემების გამო ფილმი "ცელქი ბავშვები - ოპერაცია ახალი წელი" ჩემგან იღებს 5 ქულას 10 დან რეკომენდაციით - არ გადაიღოთ მეორე ნაწილი ან თუ გადაიღებთ მონტაჟს მიხედეთ. ესაა ფილმი, რომლის სანახავადაც, მთელი ჩემი ქართული კინემატოგრაფიისადმი არსებული პატივისცემის მიუხედავად, კინოთეატრში წასვლას და 10 ლარის გადახდას არ გირჩევთ. ეს კინო უნდა ინახოს ტელევიზორში ოჯახში ტკბილეულთან და წვენებთან ერთად. მრავალ ახალ წელს დაესწარეთ. ენ თარო ადუნ!

Sunday, December 30, 2012

ბოლო თავისუფალი დღე 2012 ში

ენ თარო ადუნ, ექსექუთორ! წლის დასაწყისშივე ვთქვი, რომ 2012 წელი მომწონს თქო. არ ვიცი რატომ, იდეაში მოსაწონი არაფერი ქონდა, ერთი ჩვეულებრივი წელი იყო, ჩვეულებრივად დაიწყო, შვეულებრივ ვიყავით დეიდაჩემთან სტუმრად 1 რიცხვში და შესაბამისად - მამაჩემის მძღოლიც გახლდით იმ საღამოს.. სამუშაოზე მისულს ისევ ჩვეულებრივი ცირკი დამხვდა და ვერ ვიტყოდი, რომ წლის უმეტესი დრო არაჩვეულებრივად გავატარე. სამაგიეროდ შემიძლია ვთქვა რომ


1. 2012 და სამყაროს დასასრული არა, ზანგი და ისიც ქვაზე დახატული!
2. წელს პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვლა ისე, რომ რევოლუცია არ მომხდარა. ამაში მეც მივიღე მონაწილეობა და ძლიერ ამაყი ვარ, რომ მე ჩემი პოზიცია მაქვს, სხვას თავისი და ამის გამო ერთმანეთს არ ვხოცავთ.
3. დიდი ხნის ოცნება ასრულდა და სახლის სახურავი გამოვცვალე. სრულიად თუნუქისაა და ყველა სხვა სახურავის თავზეც გავიარე!


4. ვიყავი ერთ-ერთ საუკეთესო ქორწილში, რომელიც ოდესმე ყოფილა და ბუნებას ხომ ბალანსი უყვარს - ამომადინა ზოგ-ზოგიერთმა ყელში თავის პათოლოგიური სლეობით.
5. სამუშაოდ გადავედი თბილისში. ვერ ვიტყვი რომ ამით ძალიან აღფრთოვანებული ვარ - ყველაფერს აქვს თავის პლუსი და მინუსი და მე ჯერ-ჯერობით მარტო მინუსებს ვხედავ თბილისში. იმედია ზაფხულში რამე გაპლიუსდება.. ტემპერატურა მაინც..
6. ამის გამო ვერა და ვერ ჩავედი მცხეთაში ველოსიპედით, ხოლო იმის გამო, რომ მელანოც თბილისში გადმოვიდა, ხაშურში ჩასვლამაც ფაქტიურად აზრი დაკარგა.
7. ვერაფრით ვერ მოვახერხე დამწერა ა) ბაკურიანში ჩემს ყოფნაზე, ბ) რესტორან მზიურზე და გ) თბილისში გადარჩენის წესებზე.
8. სამაგიეროდ მომეცა საშულება დავიწყო C# ის სწავლა და გავაკეთე რამდენიმე პაწაწინა და სახალისო პროგრამა.
9. მანქანა არ მიყიდია და შესაბამისად არც ცოლი მყავს.
10. და გადავწყვიტე საფუძვლიანად შევცვალო სტრატეგია: სახლს იმდენად ბევრი ფული დავახარჯე, რომ ახლა, თბილისში გადასვლის მერე, ხელში არაფერი მიჭირავს, თან არაფერი წამიღია, ერთ პაწაწინა ოთახში ვცხოვრობ, დილით ფეხით დავდივარ სამუშაოზე და თითო ლარს ვიზოგავ. სტრატეგიის შეცვლა იმაში მდგომარეობს, რომ ჩემს თავის უნდა მივხედო. ლინზები უკვე ჩამომივიდა და შემიძლია უსათვალოდ ვიარო. დავაფურთხებ ერთ ხელფასს და კბილებსაც მივხედავ. მანქანასაც ვიყიდი და მაგრადაც ჩავიზმანები, ისემც შემეწევა ადუნი!


ჩემს სამუშაო მაგიდასთან, ჭერზე, სარკესთან და სახლის კარებთან გამოვაკრავ წარწერას,  რომ არასოდეს დამავიწყდეს: Today is a Good Day to live, Exequtor!

Saturday, December 15, 2012

წონის დაკლება 5 დღეში. (მხოლოდ მამაკაცებისათვის)

გავიხედოთ და კაცი არის ძალიან სქელი, ცენტნერ ს ჩემტა რა. ხოდა ნახავს რეკლამას: წონის დაკლება 5 დღეშიო. დაურეკავს, შეუკვეთავს 10 კილოს დაკლებას 5 დღეში და მეორე დღეს მიადგება მაგარი ნაშა იასამნისფერი ბიკინებით და ტაკოზე აწერია: თუ დამიჭერ - შენი ვარ. გაეკიდა ეს კაცი მარა რას დაიჭერს.. ირბინეს 5 დღე და მართლა დაიკლო 10 კილო. გაუხარდა ამ კაცს და ახლა 20 კილოს დაკლება შეუკვეთა. მეორე დღეს მიადგა კიდე უფრო მაგარი ნაშა ვარდისფერი ტრუსით ლიფის გარეშე და ტრუსზე აწერია: თუ დამიჭერ - შენი ვარ. წამოხტა კაცი, გაეკიდა - ჩემი ფეხები, 5 დღე ირბინეს და ვერ დაიჭირა. ზატო 20 კილო დაიკლო.

ჭკუაზე აღარ არის ეს კაცი სიხარულით კაროჩე და დაურეკა და 30 კილოს დაკლება მოსთხოვა. მეორე დღეს მოვიდა დაკუნთული კაცი ვიწრო ტრუსიკით, რომელზეც აწერია: დაგიჭერ - ჩემი ხარ. ხოდა 5 დღის მერე 60 კილო დაიკლო იმ ყოფილმა სქელმა მომხმარებლმა. (ანეგდოტი მოწოდებულია ლარისა იაკშინას მიერ, ყველა სააგენტოს თავზეც გავიარეთ)

ა მნე ნაპლევაც..

2 თუ 3 წლის წინ, როდესაც მწვანეთვალებასთან ბოლოჯერ მქონდა შეხება, მან ქამარი ამარჩევინა. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ძალიან კარგი ქამარი გამოდგა. მარტო ის უტეხავდა, რომ ბალთა ძვრებოდა წარა-მარა. მთელი ამ ხნის მანძილზე არ ვიცი ამას რა დავარქვა, ვერ ვბედავდი თუ არ მინდოდა თუ არ მიმესვლებოდა.. ფაქტია რომ მწვანეთვალებასთან სულ 10 მდე ფრაზა თუ მქონდა გაცვლილი და ისინიც კამათით მთავრდებოდა. ამ 1 თვის წინ თვითონ შემომთავაზა, დამირეკე, რა იცი რა ხდებაო. მე კი ისევ ნეიტრალურში მქონდა სიჩქარე, სანამ წინა კვირას მოულოდნელად არ შევხვდი გაჩერებაზე.

3 წელი გავიდა ბლიად, მშვენიერ სამუშაოზე მუშაობ, მშვენიერ ხელფასს იღებ და მშვენიერ გარემოში ტრიალებ. ხომ შეიძლება ეგ ძველი ტანსაცმელი გადაყარო ნახრენ და ნორმალური რამეები ჩაიცვა? არა რა.. 1 წელი კაი, ჯანდაბას, მთელი წინა ცხოვრების პრობლემები აგვარო, მეორე წელს ახალ სიტუაციას მოერგო მარა მესამე წელი იწურება ამის მამაც პლაკალა.. კაი, რა ჩემი საქმეა. ჩემი საქმე რაცაა, იმას დავწერ: ყოველთვის მეგონა რომ მწვანეთვალება ჩემზე მაგარი როჟა იყო, ყოველ შემთხვევაში თავს ასე აჩვენებდა. ხოდა დღეს იმ ქამარს კიდევ ერთხელ რომ მოძვრა ბალთა, მომეშალა ნერვები, ა მნე ნაპლევაც ნა ვაშუ ნოვა შესწ, წავედი და ახალი ვიყიდე. წინ უნდა იყურო ადამიანმა. არადა კინაღამ ცოლად მოვიყვანე კაცო..

Wednesday, November 14, 2012

1 თვისა და 1 დღის შემდეგ

უკვე მთელი თვე და მეტიც კი გავიდა რაც აიტიში გადმოვედი. რა პლუსები და მინუსები აქვს ახლა ამ ფაქტს.


1. ხალხს ვეხმარები უშუალოდ. პირადად მაქვს შეხება ტექნიკასთან და ჩემს გამოისობითაა სისტემა თუ სტაბილურად მუშაობს. ნუ, რა თქმა უნდა სისტემური ადმინისტრატორები გაცილებით დიდ საქმეს აკეთებენ, მარა მეც შემაქვს ჩემი საკაიფო წვლილი.
2. პირადად გავიცანი ისეთი ლეგენდარული ხალხი, მუშაობის წინა 6 წელიწადში მარტო ვირტუალური შეხება რომ მქონია და რომ ვიცოდი რომ არსებობდნენ და არ მყავდა ნანახი.
3. ჩემგან ხელის გაწვდენაზე მუშაობენ ახალი პროგრამული მოდულების შექმნაზე. მე კი ვაფშე არ მაქვს შეხება, მარა მაინც გულს უხარია. :)
4. კი ვერაფერში ვიყენებ, მარა ვარ თბილისში და ვცდილობ შემიყვარდეს რამენაირად.
5. მაქვს უფრო მეტი თავისუფალი დრო და ინტერნეტთან წვდომა. შესაბამისად ვამხეცებ ფლეშ-სკრიპტს და შემდეგ გადავალ მონაცემთა ბაზების პროგრამირებაზე და კაროჩე, პროგრამისტებში მინდა გადასვლა მე..


1. რა უბედურებაა ეს ამოდენა თბილისი კაცო? სამუშაომდე რომ მივიდე ნახევარი საათი მინდა და ეს დაჟე ცოტაა. ხალხი 1 საათით ადრე გამოდის ზოგიერთი ადგილიდან. 1 საათში ატენის სიონში ჩავიდიოდი ველოსიპედით და ბეზ პიტი მინუტ უკანაც ვბრუნდებოდი, ნე ტო 10 წუთი მინდოდა სამუშაომდე.
2. ამათ კაცო ვალი აქვთ თუ რა პონტშია ასეთი ძვირი ვაააფშე ყველაფერი ამ ქალაქში? ჭამა გინდა - ძვირია ნახრენ! მგზავრობა გინდა - ძვირია ნახრენ! ქირა გინდა - ძვირია ნახრენ! ქალი გინდა - ძვირია ნახრენ! ერთი მარტო ჰაერია უფასო და ისიც რა მძიმე და გასანიავებელია..
3. თქვე კაი ხალხო, ყველას რომ გამოგიჩენიათ ფეხები და ძუძუები, აღარაა საინტერესო ნახრენ! აი პლაჟის ვარიანტია რა. მერე კიდე უკვირთ რატომაა ამდენი ცისფერიო. მამენტ კაცები კი არ ევასება ზოგს, ქალები აღარ ევასება ალბათ და ახალ შთაბეჭდილებებს ეძებს. :დ
4. არ ვიცი რა.. რა აუცილებელია ყველას ყავდეს მანქანა და ყველას სასურველია ჯიპი ყავდეს. აფსუს ჩემი გორი. მარა მანდაც მოიმატა ამ ბოლო დროს მანქანებმა, მარა რა შედარებაა კაცო. აგერ ჩემს სამუშაოსთან არის შუქნიშანი და მთეეელი დღე რომ დაიწყებენ 9 საათიდან სიგნალებს, ამეხადა თავი ბლია!
5. წინა ფაქტორიდან გამომდინარე ქალაქში თბილა. აქედან გამომდინარე შენობაში უფრო თბილა. და ჩემ სართულზე იმენა ცხელა. ვერ ვიტან სიცხეს! ახლა ზამთარი მოდის და კიდე არა უშავს, აი ზაფხულში რა მეშველება..

არა, მე არაფერს ვნანობ. ძალიან კარგად ვიცოდი სადაც მოვდიოდი და ძალიან კარგად მქონდა გათვლილი ხარჯები. ერთად-ერთი რაზეც გული მწყდება, მცხეთაში და ხაშურში ჩაველოსიპედება გადაიდო გაურკვეველი ვადით. თუუუმცა გაიხსნა ახალი პერსპექტივები - ჯვარზე ავალ აუცილებლად და წყნეთი, კოჯორი და ადგილობრივი კარაველი ველოსიპედისტები. პროსტა.. ველოსიპედის გამოცვლა გახდება საჭირო. ვყიდი ველოსიპედს..