Sunday, January 31, 2010

ახალი სათვალე და შლაპა

ჩან ძიოცა, ნაროდ! :) ანუ იგივე, ენ თარო ადუნ! ვინც ჩემს ბლოგს ჯერ კიდევ კითხულობს, იმათ მოვიკითხავ. სალამი, როგორ ხარ? მე ადრენალინის დონე შესამჩნევად მომემატა და ამის მიზეზებზე მინდა ვისაუბრო. დავიწყოთ ბოლოდან.

რკინიგზის სადგურიდან ჰოსპიტალამდე სირბილი. ფეიტს არ შეშურდებოდა, მაგრამ ეს 2 კილომეტრამდე მანძილია და მე ნამდვილად შემშურდა ჩემი თავის. მართალია ბოლოს ამ საღამოს ცივი ჰაერის პირით სუნთქვის გამო კინაღამ ფილტვები გამეყინა, პულსი გასამმაგდა მემგონი და კისერში საძილე არტერია გახეთქვამდე ფეთქავდა - ადრენალის დონემ მოიმატა და თან საკაიფოდ.

ახალი შლაპა! იხილეთ ჩემს ინტელას ნაჩუქარ თეთრ შლაპასთან და მასკარადიდან წამოღებულ კოლეჯის კურსდამთავრებულის ქუდთან ერთად. ა, კიდე სურათზეა საჩუქარი ხაშურიდან (სპაიდერმენის მანქანა), ბიძაშვილის საჩუქარი (ქინდერის მანქანა) და ჩემი დის სათამაშოები (იგივე ჯვებეები)


პლუს ამას მაქვს სავსემ ახალი რონიკოს სათვალე, რომელიცა და რომა აჩვენებს ცოტა არეულად, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომაო ესაო გაგივლისო. ჰეჰ, პატაპუტინაც მაგას არ მეუბნება თქო? ეს პატაპუტინა ვიღააო? :) კაროჩე ცირკი იყო რა! :)  მარა კაი ძვირი კი დამიჯდა.. აი მაგალითად მარტო გასინჯვა და რეცეპტის გამოწერა - 15 ლარიან!

ადრენალინის დოზა საკმაოდ გაზარდა ერთმა საყვარელმა და ფარჩაკმა (ერთდროულად) გოგომ, რომელიც დღეს მოქმედებდა პრინციპით: "ნაშ დევიზ ნეპაბეძიმ - ვაზბუძიმ, ნო ნე დაძიმ". ასე რომ პერედოზიროვკის საშუალება არ მომცა. მაინც მადლობა მას. :)

და ადრენალინის მომატების მთავარი მიზეზი - რიჟრაჟისფერთვალება. :) ვფიქრობ საქმე კარგად მიდის.. რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ..

ა, მართლა, მწვანეთვალებავ, თუ ამ პოსტს კითხულობ და მიხვდი რომ შენზეა საუბარი, გეტყვი რომ მაინც ფარჩაკი ხარ. :)



პოსკრიპტუმის ნაცვლად: თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ რა რომანტიკაა ჯერ საგარეუბნო მატარებლით მგზავრობა, მერე ამ მატარებელში ადგილი რომ არაა და კარების პირდაპირ რომ ზიხარ ცხვირსახოცზე და რომ გიბერავს, მერე რომ დაჯდები სკამზე და შენ გვერდით ვიღაცა მთვრალი რომ რაღაცას გიყვება ვიღაცაზე, მერე რომ გადაჯდები და ახლა ჯოკერის სასტავში რომ მოყვები და ჯოკერის თამაშის აზრზე რომ არ ხარ და ბოლოს შენი ქალაქის სადგურს რომ ხედავ და მშობლიური გორული აქცენტის და ტემპერატურა-ჰაერის შემადგენლობის შეგრძებისას ხვდები - რა კარგია ცხოვრება ამი დედა ვატირე, ჰა?

Tuesday, January 26, 2010

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

- სალამი მომიხსენებია, გივარგი.
- სალამი დედფალ.
- სად იყავი გივარგი?
- საომრად, დედფალ.
- მერე, რა ჰქენი გივარგი?
- წავაგეთ დედფალ.
- მაშ რა აზრი ქონდა ბრძოლას, გივარგი?
- ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, დედფალ!

პოსტი ჩემივე თავის გასამხნევებლად. ადღრენალინ დოდჟ ის გროვინგ, სერ!

Sunday, January 24, 2010

WoodCutter

ადრე დავდე აგერ სურათი.. თუ არ დავდე? კაროჩე, აი ნახეთ სურათი. ეს ჯუგლაძეს ვეხმარებოდი შეშის ჭრაში და მაშინ მომივიდა აზრად გადამეღო. პატარა ფოტოშოპი და საკაიფო სურათი გამოვიდა.


ხოდა დღეს მომიწია შეშის დაჭრა და როგორც ვიცით იდეინი როჟა ვარ და აჰა, გადავიღე ვიდეო, ვითომ და ახალი თამაშია.. მარა ეს ბეტა ვერსიაა, კიდევ დამრჩა შავი მასალები, რაც გადავიღე. ამას უნდა კიდევ ეფექტები, თავის გეიმპლეი.. კაროჩე უყურეთ და იკაიფეთ.


ჰაერში კოტრიალი

აი ასეთი უნდა იყოს ყველა სასწავლო პროგრამა. მაგარი ხოხმაა! და თან სწავლობ.


Saturday, January 23, 2010

სხვაგან რომ დავბადებულიყავი.

ვკითხულობდი ამ პოსტს და მომინდა მეც მეაზროვნა, როგორი ვიქნებოდი, სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყავი.

რუსეთში - დაწერდნენ სიმღერას: ბაბნიკ, ბააბნიიკ, ნაშ ჟორა ბაბნიკ. და მთელი საძმაკაცო იმაზე იკაიფებდა, როგორ ვითიშები ერთ ჭიქა არაყზე. ჯარიდან გამომაგდებდნენ - არასაკმარისად აგრესიული ხარო. სამაგიეროდ გავაკეთებდი ტელეშოუს - ზაჩემ ჟენშინუ მუშინა. :)

ინგლისში - აუცილებლად რომელიმე ჩამოქვეითებული არისტოკატის ოჯახში დავიბადებოდი. არც ერთ ნათესავს არ ვეყვარებოდი - რამდენს ჭამს ეს ოხერიო. დედოფალთან ვიზიტისას დამრჩებოდა ხელსახოცი სახლში, ამიტომ ქაღალდს ჩავიდებდი გულის ჯიბეში. ცოტა ძმაკაცი მეყოლებოდა - ფეხბურთი არ უყვარსო. და ასევე ცოტა დაქალი - ბითლზი არ უყვარსო.

საფრანგეთში - მეორე თუ არა, მეოთხე მაინც ვიქნებოდი პარკურისტების რეიტინგში. სამუშაოზე ბოტასებით ვივლიდი (ანუ ვირბენდი) და არასოდეს დამაგვიანდებოდა. მეყოლებოდა თავყვანისმცემელი გოგოების მთელი არმია, რომელთაგან არც ერთი მომეწონებოდა. და მექნებოდა გრძელი თმა მოკლედ შეჭრილი.

გერმანიაში - რომელიღაც ფიზიკო-ქიმიო-ელექტრო ალაბორატორიის მმართველი თუ არა უფროსი ლაბორანტი მაინც ვიქნებოდი და რაღაც პიზდეცინტელექტუალურ კვლევებს ჩავატარებდი, ნახევარი რომ მეც არ მესმოდა. მერე რაღაცა ამიფეთქდებოდა და შევიდოდი ნობელის პრემიის გარდაცვლილ ლაურიატთა სიაში. :)

იტალიაში - მოვკვდებოდი შიმშილით, იმიტომ რომ მაკარონზე არ ვგიჟდები, ფეხბურთი ვთქვით რომ არ მიყვარს და სულ ჩხუბი მექნებოდა ყველასთან - დაალაგეთ სახლი ბლია, თქო! ბალიშის ქვეშ ფარულად შევინახავდი მუსოლინის სურათს, რომელსაც კვირაში ერთხელ დავწვავდი, მაგრამ მერე ისევ დავბეჭდავდი და ასე შემდეგ.

აშუშუში - ერთი ჩვეულებრივი ბლოგერი ვიქნებოდი, გავიდოდი ქალაქში და გამიკვირდებოდა, როგორ ცხოვრობს სხვა ხალხი სხვაგან. მოვიდოდი სახლში და დავწერი, რომ ამერიკა ყველაზე მაგარია და სხვა ერის ხალხი მებრალება. მერე იმასაც მივაწერდი, რომ რასისტი არ ვარ და რომ ზანგი გელფრენდი მყავს, რომელმაც კი მიმატოვა, მარა მაინც იმაზე ვფიქრობ.

მექსიკაში - პოლიციის გაგიჟებული გამომძიებელი ვიქნებოდი, ყველგან რომ ნარკოტიკები ელანდება და ერთხელაც იქნება ვიღაც ნარკომანების სძელკაზე გამშველებლად მოხვდება და თქვენც ქე იცით გამშველებელს რა მოსდის.

ჩინეთში - პიროტექნიკის მწარმოებელი ქარხნის მუშა ვინქნებოდი, რომელიც სულ რაღაცას მოიპარავდა, სახლში დააგროვებდა და მერე სახლში გახსნიდა პიროტექნიკის მაღაზიას. :) მეყოლებოდა ცოლი და ერთი შვილი. ჩემი ცოლი მეყვარებოდა და მასთან კვირაში რამდენჯერმე, სამწუხაროდ მეტი შვილი არ გვეყოლებოდა. :)

სომხეთში - ვიქნებოდი ერთი სომეხი პაცანა, რომელიც ფიქრობს, რომ ქობულეთში რომ ჩავა იქით ზაფხულს, ბარემ რამე ბინას იყიდის იქ. სულ ჩემი არაა ქობულეთი? თუ მინდა სულ ვიყიდი, მარა ზედმეტობა არ ვარგა, ბოლო ბოლო კეთილშობილი ერის ადამიანი ვარ, ბაგრატიონები ჩემები არ იყვნენ?

მადლობა ღმერთს რომ ქართველი ვარ.. რა გაუძლებს ახლა იმდენ ხლაფორთს. ვზივარ ჩემთვის, ვნიჭიერობ და ვზარმაცობ. :)

ქართველები და მარკეტინგი

სიმართლე გითხრათ სულ სხვა პოსტები მიტრიალებდა თავში მთელი ეს ბლოგო-პაუზა, მარა ახლა განცხადებებს ვკითხულობდი ინტერნეტში და ისეთი იმედგაცრუებული ვარ, რომ გადავწყვიტე უცებ მივაბლოგო ჩემი აზრები.

მაშ ასე.
საერთო წესია: კლიენტი მუდამ მართალია
ქართველები ვფიქრობთ: თუ არ მოგწონს, გაიარე რა ძმაო, ხომ არ გეხვეწებოდი მოდიო!

წესია: როდესაც რამეს ყიდი, მინიმუმ ის მაინც დაწერე, რას ყიდი
ჩვენი ერის უმეტესობა: ვყიდი ვიდეოკამერას.. და მორჩა. ბლინ, ტელეფონის ნომერი მაინც დაწერე შე მამაცხონებულო!

წესია: როდესაც რამის გაყიდვა უნდათ, ქებით ცაში აყავთ.
ჩვენთან: გამყიდველი - იყიდება გერმანული ველოსიპედი. სავარაუდო მყიდველი - ვა, ჩინურს გავს! გამყიდველი - ჰო, რა ვიცი, შეიძლება ჩინურია (ნუ, ის პონტია რა, ალალი კაცი ვარ, არ მოგატყუებო. თუ არ გინდოდა მოტყუება, გაგეგო სადაურია და ისე დაგეწერა. იქნება არ იცის ვინმემ რომ ჩინურს გავს და ეგრევე ყიდულობს. აგოიმებ?)

წესია: გასაყიდ რეკლამაში სასურველია რომ საქონელი ვიზუალურადაც აჩვენო.
ნიჭიერი ერის წარმომადგენლები ტელეპატიას ენდობიან: იყიდება ფოტოაპარატი. სულ ახალია. ამერიკიდან ჩამომიტანეს და მარტო 100 სურათი გადავიღე გასასინჯად. მოყვება ყუთი.. ტელეფონი: ესა და ეს. იკითხეთ გრამიტონა. და მორჩა. (შე კაი დედმამიშვილო, თუ გაყიდვა არ გინდა, ეგრევე თქვი. ან მოდელი არ უნდა დაგეწერა, ან სურათი დაგედო ერთი ცალი მაინც. ან ყურადღება მიაქციე მაინც შენს განცხადებას, ეგება და ვინმემ წაიკითხა და რამე დაწერა..)

წესია: საქონელს უნდა გონდეს გასაყიდი სახე
ზარმაცი ერი კი: იყიდება ავტომანქანა ოპელ-ვექტრა წითელი. ამას სურათი დაუდია, მაგრამ მანქანა ისეთი გასარეცხია და ისეთ დანგრეულ სახლთან დგას, საერთოდ სურვილი გიქრება იქვემოთ მითითებულ ნომერზე დარეკო.

და ბოლოს:
წესია: თუ გაყიდვა გინდა, კიდეც უნდა იცოდე რა ღირს.
განცხადებაში კი წერია: გავცვლი ფოტოაპარატს (როგორც ვნახე, ჰა და ჰა 200 ლარი ღირდეს) ამორტიზატორიან ველოსიპედში ფულის დამატებით. (ანუ ველოსიპედის პატრონი ამატებს). კი შემოგევლე, დესნა თუ გინდა რომ იყიდო, არაა პრობლემა, 50 ლარად იხვეწებიან მასეთ ველიკებს. მარა თუნდაც ერთი ამორტიზატორით ველოსიპედების ფასები რომ 180 ლარზე (და ესეც თუ ნამეტანი ეჩქარება ფული გამყიდველს) იაფი არაა, ცოტა ხომ უნდა გაგეკითხა რომ გაგეგო?

პოსკრიპტუმის ნაცვლად: მამაჩემი ხშირად მეუბნება ხოლმე, ვაჭრობა უნდა იცოდეო. თუ მაცივარი 20 ლარი დაგიფასეს, შენ უთხარი 3 ლარს მოგცემო. ასე მასწავლიდა მამაჩემიო (ანუ პაპაჩემი). შეიძლება უაზრობად ჩანდეს, მაგრამ ამას წინად ამ მეთოდით 23 ლარიანი ვერცხლის ჯაჭვი 10 ლარად მომცეს. :)

Sunday, January 17, 2010

Saturday, January 16, 2010

Super (Mario) Michael

ძალიან კაიფი რამეა. მარიო ყველას ექნება ნათამაშევი და Michael Jackson's Moonwalker არა მგონია. ხოდა აი ეს სინთეზია. მუნვოლკერის მაიკლი ჩასმულია მარიოს ნაცვლად და საკაიფო ვიდეო გამოვიდა.


ადღრენალინ დოდჯე.

ადამიანის ემოციებს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ესაა გარემო პირობები, მაძღრობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვანი.. მაგრამ ყველა მადგანი მოქმედებს ერთ წერტილზე, რომელსაც განწყობა ქვია. განწყობას კი განაპირობებს სწორედ ადრენალინის დონე სისხლში.

ადღრენალინ - (ადრენალიუს ლათ.) გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი. სწორედ ამის გამო ვგრძნობთ დაძაბულობას მუცლის არეში, როდესაც უეცრად შეგვეშინდება, გაგვიხარდება, გავბრაზდებით ან რამე.. ადრენალინის გაზრდის მიზნით კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე უამრავ ხერხს მიმართავდა. ზოგი ზედმეტი დოზისაგან იღუპებოდა კიდეც (მაგალითად სექსის დროს, როდესაც ადრენალისინ განსაკუთრებული რაოდენობა გამოიყოფა და შესაბამისად გულის კუნთი სწრაფ მუშობას ვერ უძლებდა)

მინდა გაგაფრთხილოთ: ყურადღებით ადევნეთ თვალი ადრენალინის დონეს. თუ გრძნობთ, რომ თავის მოკვლა გინდებათ, ადრენალინის დონემ საგანგაშოდ დაიწია. თუ გრძნობთ, რომ ღრუბლებში საკუთარი ფრთებით დაფრინავთ, ადრენალინის დონე კრიტიკულად მაღლია ან უკვე გვიანია.

რამდენიმე რჩევა:
1. ნურასოდეს შეაკავებთ ადრენალინის გამოყოფას. ეს იწვევს მის გარდაქმნას ინსულინად, რაც საბოლოო ჯამში ინსულტს და/ან დიაბეტს გამოიწვევს.
2. ნურასოდეს მიიღებთ ზედმეტი ადრენალინის დოზას - ნუ იხტუნავებთ მაღალი შენობებიდან, ნუ ჩაერევით ოცი ოცზე ჩხუბში გამშველებლად, ნუ აკოცებთ გოგოს მისი ქმრის თვალწინ (თუ ეს ქმარი რუსი არაა), ნუ დაუწყებთ კაჩაობას პატრულს და ნუ მიმართავთ ასეთ ზედმეტად ექსტრემალურ ხერხებს.
3. თუმცა რეკომენდირებულია არ იჯდეთ მთელი დღე ერთ ადგილზე და გაფაციცებით არ ადევნოთ თვალი როგორ იკლებს ადრენალინი.
4. ადრენალინის მომატების საუკეთესო ხერხია ცურვა, საწინააღმდეგო სქესთან ფლირტი, გონივრული სიჩქარით მოძრაობა და/ან ბლოგის წერა.
5. მცირე ხნით, მაგრამ მაინც მატებს ადრენალინს შესაბამისი მუსიკა, კომპიუტერული თამაშები (ზოგიერთი სახეობა, მაგალითად შუტერი), საწოლზე ხტუნაობა ან დატენილი პისტოლეტის პირში ჩადება და ჩახმახზე ხელის გამოკვრა.

ზემოთ ხსენებული ფაქტების, მოვლენების და რეკომენდაციების უმეტესობა მოფიქრებულია ჩემს მიერ კრიტიკულად დაბალი ადრენალინის პირობებში (ანუ ახლა) თავის გართობის და ადრენალინის (და უფრო განწყობის) სულ ოდნავ მაინც მოსამატებლად.

ადღრენალინ ლეველ იზ ქრითიქალ! ქილლ იორ სელფ, სეივ ზი ფლანეთ!

Friday, January 15, 2010

ილეთები დამწყები პარკურისტისათვის.

ადნოკლასნიკებზე აღმოვაჩინე, რომ გორში მინიმუმ 4 პარკურისტი ცხოვრობს. ახლა ვესაუბრები მათ და შემპირდნენ, რომ გამარკვევენ ამ ხელოვნებაში. მანამდე კი მე ვიქექიალე იუტუბზე და ვიპოვე გაკვეთილები დამწყებებისათვის. მაშ ასე.

5 აუცილებელი ილეთი დამწყებისათვის.



ესეც მეორე ვიდიუ.

Thursday, January 14, 2010

WTF პოსტი

გუდ ნიუს ფერსთ:

მოკლედ, იეღოველთან უნდა წასულიყვნენ მეგობრები რაღაცა საქმეზე. ხოდა ერთი კითხულობს: აი იეღოველი რომ ქრისტიანულად მონათლო, ხომ დიდი მადლიაო. მეორემ იფიქრა და: აი, როგორც რომ კონსტანტიდან გადმოიყვანო კლიენტი, ეგეთიო. :D

ახლა რეკომენდაცია ჩემს თავს:

დაანებე ამდენი ლუდის სმას პირი.. ან თავი. ნერვების დაწყნარება უსიგარეტოდ, ულუდოდ, უნარკოტიკოდ და უ_ხელოვნურადგაზრდილ-ოპიატოდ უნდა შეგეძლოს. თორემ ერთხელაც იქნება გაახელ თვალს და მიხვდები რომ დამოკიდებული ხარ. და ის გოგო რომ თავს შორს იჭერს, შენი ბრალი არაა. ხოდა დაწყნარდი ახლა და რამე უფრო სასარგებლო საქმე გამონახე. წადი შეშა დაჭერი, სახლი დაალაგე, მტვერი გადაწმინდე, სათვალე შეცვალე.. ნუ მოიკლავ თავს ახლა მთლად ერთი ადამიანის გულიზა.

ცუდი ამბები:

ვაი ემ აი თოქინგ თუ მაი სელფ - იკითხა სპარსეთის უფლისწულმა ბიბლიოთეკის ეტაპზე, როდესაც საკუთარ თავს გამოუტყდა ფარასთან სიყვარულში.. სო იუ ლაიქ სიგარეტ აუთსაიდ? - ველაპარაკები ხოლმე ჩემს თავს. გრეათ ჯობ, მარქდ ვან! - ვაქებ ხოლმე ჩემს თავს. 'თსნოთ ბედ, 'თსნოთ ბედ. სამ ფრითი გუდ სტაფ .. და ასე შემდეგ - ვგრძნობ ხოლმე კმაყოფილებას ჩემი თავით. ბლინ, ტაკ ნე სმეშნო! - ვუბრაზდები ხოლმე ჩემს თავს. ყურადღება კითხვა: რატომ ველაპარაკები ჩემს თავს თამაშების ფრაზებით?

დასკვნა:

ვორქ ჰარდერ, სოლჯერს! - ა, ვოტ. მერე კიდევ ვიტყვი, რატომო. არ უნდა იმ გოგოს ბავშვობაში ჩარჩენილი მამრი და თუ გინდა %$#ცი!

Sunday, January 10, 2010

ვიდიუ გორზე

ეგრეა რა! თმა უნდა შემეჭრა და ვიდეოპოსტის იდეამ დამატყა ამ გასაკრეჭ თავში. აგერ, გამკილავი მეუბნება ცოტა ორიგინალი იყავიო. ორიგინალობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ისევ იგივე ბანძი ხმით წარმოგიდგენთ პატარა ვირტუალურ 8 წუთიან გასეირნებას გორში.


Metro 2033 - რადიაცია მოდის!

რავა, გეგონათ სტალკერის პროექტი ჩაიფუშა და რადიაციაც გადავიდა? ნურას უკაცრავად! ახალი პროექტი წიგნის მიხედვით. (ჩერნობილის აჩრდილიც წიგნის მიხედვით იყო) - მეტრო 2033 - მოსკოვი ბირთვული კატასტროფის შემდეგ. მოკლედ, ნახეთ ვიდიუ და წამოიდინეთ დორბლები. :)



ა, ჰო.. აგერ კომენტარებში ეწერა gagkile-ო. თურმე გაქკილე წერებულა. ანუ გამკილავმა გამკილა. :) ქილიკი გააკეთა ჩემზე, რაზეც კიდევ ერთხელ ვეტყვი მადლობას. გამაქილიკა ანუ რა. კარგია როდესაც შეცდომებზე გითითებენ.

Saturday, January 9, 2010

მიქსი კვებაში

მე დჯ გურო ვარ.

ვმიქსავ ანუ.

და მასთან ყველაფერს.

აი ახლა გავმიქსე ხრაშუნა შოკოლადი და მანდარინი

და მევასა.

დაივასეთ თქვენც.

წერის სტილი: პატაპუტინასი. :) მოკითხვა ხათოს.

Friday, January 8, 2010

X-Phone

ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება, ნახოთ ეს ვიდეო და კომენტარები არ დაიშუროთ. არ დავწერ რა პონტია, პროსტა მაინტერესებს თქვენ როგორ აღითქვავთ. :)

Tuesday, January 5, 2010

ხინკლის სახლი

დღეს კი არა და სულ რამდენიმე წუთია პირველად ვიყავი ხინკლის სახლში, გორში და მინდა დავწერო ჩემი შეფასება.

ჩემდა გასაკვირად (იმიტომ რომ მომდიოდა ხმები, ვითომ იქ სოფლელები და შარის მოყვარული ხალხი დადის და რომ მაგარი გოიმობა სიტუაციაა) დამხვდა შესანიშნავი ატმოსფერო შესვლისთანავე.


როგორც ხედავთ აქ არის კუპეები და მასთან საკმაოდ ბევრი, იმისათვის რომ 6 კაცამდე საკაიფოდ დაჯდეთ და სჭამოთ პური (6 კაცზე მეტისათვის არის ცალკე ადგილები. როგორც მე შევამჩნიე 12-16 კაციანი ღრეობის გამართვაც შეიძლება)


ასევე მომსახურება არის საკმაოდ მაღალ დონეზე. ჩემს შემთხვევაში 35 ხინკალი შევუკვეთეთ და მოიტანეს სადღაც 10 წუთში, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. შეიძლება ეს მაჩვენებელი ვერ შეინარჩუნონ ყოველთვის, მაგრამ მომსახურებაში ვერ დავემდურები. ოფიციანტი გოგონა გვაქცევდა ყურადღებას, იქნებოდა ეს თეფშის გამოცვლა თუ ლუდის დამატება. ასე რომ ფრიად კმაყოფილი ვარ.


ხინკლის შეფასებისაგან თავს შევიკავებდი, იმიტომ რომ ნაჭამი ვიყავი ცოტა არ იყოს როდესაც წავედით. მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ 12 ხინკლამდე შემომეჭამა, აშკარად კარგი ხინკალია. ნუ, ლუდზე შემიძლია ერთის თქმა მარტო, რომ არ ქონდათ ნატახტარი, რამაც გული დამწყვიტა და ყ ასოზე დაწყებული ლუდის დალევას ისევ ჰერცოგი ვამჯობინე.

როგორც ხედავთ, არც ფასებია რაღაც საშინელება და გამორჩეული. ასე რომ მე რეკომენდაციას ვუწევ ხინკლის სახლს შემდეგი მაჩვენებლებით:
ინტერიერი - 10 ქულა
მომსახურება - 9 ქულა (ქულა დააკლდა ზოგიერთი მიმტანის არაკორპორატიული გარეგნობის გამო)
ხინკალი - 8 ქულა (გულზე ხელი დავიდოთ და ნაჭარმაგევის ხინკალი ჯობია.. მემგონი)
ჯამში - 9 ქულა 10 დან.
მისაგნებად გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული რუკა.


1 - გორის ქალაქის საავადმყოფო
2- პუშკინის ქუჩა
3 - სავაჭრო ცენტრი
4 - ცხინვალის გზატკეცილი
წითელი მართკუთხედი - ხინკლის სახლი.

არაკი ერთ შანსზე

უფრო ჯენიფერ-ლოპეს-დაშვებულობაზეა ეს არაკი, ვიდრე ერთ შანსზე. მაგრამ ორივე შემთხვევაში იმ გიორგიმ მოყვა, ქართველობა რომ ფილოსოფიურად ახსნა. მოკლედ

როჟას გამოეცხადა ანგელოზი და ეუბნება: შენ ღმერთმა ძალიან კარგი მომავალი მოგიმზადა. გექნება დიდი სახლი, შესანიშნავი ბიზნესი და ისეთი ლამაზი ცოლი, სხვისკენ გახედება რომ შეგრცხვებაო.

გაუხარდა როჟას (დავარქვათ მას დომენტი) და დაჯდა და დაელოდა.გადიოდა დრო. არც სახლი, არც ცოლი, არც ბიზნესი. ხოდა როგორც ყველა, დომენტიც წავიდა სადაც ჯერ არს.

მივიდა ღმერთთან და ეკითხება: ღმერთო, რომ დამპირდი ბიზნესი გექნებაო, აბა რატომ მომატყუეო? არაო, უთხრა ღმერთმა, გახსოვს შენი ამხანაგი რომ გეუბნებოდა,შენი და ჩემი ქონების მესამედი ამ სარისკო საქმეში ჩავდოთო და თუ გაამართლებს, ავშენდებითო, რატომ არ გაყევიო? რა ვიცი, სარისკო საქმე მეჩვენა და თან ხომ ისედაც შემპირდი კარგ ბიზნესსო. ხოდა იმ შენმა ძმაკაცმა მთელი თავის ქონება ჩადო იმ საქმეში და ახლა ორი იახტა ყავს და აგარაკები კუნძულებზეო - უთხრა ღმერთმა.

ეგ კარგი, მარა სახლი.. სახლი რომ არ მაქვს და სანაგვეში ვცხოვრობდიო? გახსოვსო - უთხრა ღმერთმა - შენთან რომ ერთი კაცი მოვიდა და ძალიან მაგარ სახლში რომ მესამედ ფასში ყიდიდა, ბანკის ვალი მაქვსო, რატომ არ იყიდეო? ფარსი მეგონა და თან ეგეთი ფასები სად აქვთ სახლებსო - უპასუხა დომენტიმ. ხოდა ის სახლი იმ შენმა ამხანაგმა იყიდა და ძალიან კარგად გრძნობს თავსო.

და ცოლი, ცოლიც რომ არ მყავსო? აკი შემპირდიო? ეჰო - უთხრა ღმერთმა - შენ ამხანაგთან რომ იყავი დაბადების დღეში და ერთი მწითურ თმიანი გოგონა რომ არ გაშორებდა თვალს მთელი საღამო, რატომ არ მიხვედი მასთანო? მაგ გოგომ სამი ჩემზე მაგარი როჟა უარით გაისტუმრა და მე რა პირით უნდა მივსულიყავიო - გაიკვირვა დომენტიმ. შენ გელოდებოდა ის გოგო და იმიტომ დააუარა ის როჟები, შენ კი იჯექი ისე და ხელიც არ გაანძრიეო - ღმერთმა.

ასე რომ ყველა იმის ღირსია, რაც აქვს. ხელს თუ გაანძრევ და შანსს გამოიყენებ - ყველაფერი იქნება. ასე რომ ჩვენს მიზნებს გაუმარჯოს და მარტო ღმერთის იმედზე არ ვიყვეთო - დაასრულა სადღეგრძელო გიორგიმ.

Sunday, January 3, 2010

ნივთები ჩემი უჯრიდან

თაგომანიის დიდი მომხრე არა ვარ, მაგრამ ვფიქრობ საინტერესო რამე გამოვა.

ანუ ვიღებთ ვიდეოს და ვამონტაჟებთ, როგორც ქვემოთაა მოცემული და ვდებთ ასე. მერე ვთაგავთ როგორც ჩვეულებრივ თაგომანიაშია. :)

ნივთები ჩემი უჯრიდან (მაქსიმალური დასაშვები ქრონომეტრაჟი - 3:30 წუთი)

წავიდა ვიდიუ



ვთაგავ ვასასის და ყვავას. :)

თოვლი მოდის

თოვლი მოდის ხალხო!

თოვლიიიი!

აი ახლა ფანჯარაზე შემოაწკაპუნა, შემოანარცხა, შემოასველა..

დამდნარი თოვლია..

წვიმს ანუ!

ამის დედა კი ავატირე, 3 იანვარია, ღამის 4 საათია და ისეთი შხაპუნა წვიმა მოდის, 24 აგვისტო გეგონება, დღის 2 საათი და 15 წუთი.

ბლიინ!

Saturday, January 2, 2010

კოტრიალის გაკვეთილი

მოკლედ, გადავწყვიტე ახალი რუბრიკა გავაკეთო, სახელად "პარკური" და იქ ჩავყარო პარკურის ვიდეოები.

აქ მოცემულია პარკურის ბაზური მოქმედება: კოტრიალი. კოტრიალი აუცილებელია, როდესაც ხტებით მაღალი სიმაღლიდან. კოტრიალის გარეშე არის შანსი, რომ იღრძოთ ფეხი ან სულაც მოიტეხოთ იგი. ასე რომ დააკვირდით ვიდიუს და ისიამოვნეთ.

Friday, January 1, 2010

ვიდიუ ახალ წელზე

მოკლედ, რამდენიც არ უნდა თქვა რომ ბანძი განწყობა გაქვს ახალ წელს, ყოველთვის შეიძლება გადაიღო ვიდეოები და ისეთნაირად დაამონტაჟო, რომ ეს ბანძი განწყობა არ გადმოიცეს. მაშ ასე, ვანიშვილების ოჯახი წარმოგიდგენთ საახალწლო აქტივობას. :)