უფრო ჯენიფერ-ლოპეს-დაშვებულობაზეა ეს არაკი, ვიდრე ერთ შანსზე. მაგრამ ორივე შემთხვევაში იმ გიორგიმ მოყვა, ქართველობა რომ ფილოსოფიურად ახსნა. მოკლედ
როჟას გამოეცხადა ანგელოზი და ეუბნება: შენ ღმერთმა ძალიან კარგი მომავალი მოგიმზადა. გექნება დიდი სახლი, შესანიშნავი ბიზნესი და ისეთი ლამაზი ცოლი, სხვისკენ გახედება რომ შეგრცხვებაო.
გაუხარდა როჟას (დავარქვათ მას დომენტი) და დაჯდა და დაელოდა.გადიოდა დრო. არც სახლი, არც ცოლი, არც ბიზნესი. ხოდა როგორც ყველა, დომენტიც წავიდა სადაც ჯერ არს.
მივიდა ღმერთთან და ეკითხება: ღმერთო, რომ დამპირდი ბიზნესი გექნებაო, აბა რატომ მომატყუეო? არაო, უთხრა ღმერთმა, გახსოვს შენი ამხანაგი რომ გეუბნებოდა,შენი და ჩემი ქონების მესამედი ამ სარისკო საქმეში ჩავდოთო და თუ გაამართლებს, ავშენდებითო, რატომ არ გაყევიო? რა ვიცი, სარისკო საქმე მეჩვენა და თან ხომ ისედაც შემპირდი კარგ ბიზნესსო. ხოდა იმ შენმა ძმაკაცმა მთელი თავის ქონება ჩადო იმ საქმეში და ახლა ორი იახტა ყავს და აგარაკები კუნძულებზეო - უთხრა ღმერთმა.
ეგ კარგი, მარა სახლი.. სახლი რომ არ მაქვს და სანაგვეში ვცხოვრობდიო? გახსოვსო - უთხრა ღმერთმა - შენთან რომ ერთი კაცი მოვიდა და ძალიან მაგარ სახლში რომ მესამედ ფასში ყიდიდა, ბანკის ვალი მაქვსო, რატომ არ იყიდეო? ფარსი მეგონა და თან ეგეთი ფასები სად აქვთ სახლებსო - უპასუხა დომენტიმ. ხოდა ის სახლი იმ შენმა ამხანაგმა იყიდა და ძალიან კარგად გრძნობს თავსო.
და ცოლი, ცოლიც რომ არ მყავსო? აკი შემპირდიო? ეჰო - უთხრა ღმერთმა - შენ ამხანაგთან რომ იყავი დაბადების დღეში და ერთი მწითურ თმიანი გოგონა რომ არ გაშორებდა თვალს მთელი საღამო, რატომ არ მიხვედი მასთანო? მაგ გოგომ სამი ჩემზე მაგარი როჟა უარით გაისტუმრა და მე რა პირით უნდა მივსულიყავიო - გაიკვირვა დომენტიმ. შენ გელოდებოდა ის გოგო და იმიტომ დააუარა ის როჟები, შენ კი იჯექი ისე და ხელიც არ გაანძრიეო - ღმერთმა.
ასე რომ ყველა იმის ღირსია, რაც აქვს. ხელს თუ გაანძრევ და შანსს გამოიყენებ - ყველაფერი იქნება. ასე რომ ჩვენს მიზნებს გაუმარჯოს და მარტო ღმერთის იმედზე არ ვიყვეთო - დაასრულა სადღეგრძელო გიორგიმ.
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
1 comment:
რაღაც ძალიან საინტერესო ადამიანი მგონიხარ:)
Post a Comment