რკინიგზის სადგურიდან ჰოსპიტალამდე სირბილი. ფეიტს არ შეშურდებოდა, მაგრამ ეს 2 კილომეტრამდე მანძილია და მე ნამდვილად შემშურდა ჩემი თავის. მართალია ბოლოს ამ საღამოს ცივი ჰაერის პირით სუნთქვის გამო კინაღამ ფილტვები გამეყინა, პულსი გასამმაგდა მემგონი და კისერში საძილე არტერია გახეთქვამდე ფეთქავდა - ადრენალის დონემ მოიმატა და თან საკაიფოდ.
ახალი შლაპა! იხილეთ ჩემს ინტელას ნაჩუქარ თეთრ შლაპასთან და მასკარადიდან წამოღებულ კოლეჯის კურსდამთავრებულის ქუდთან ერთად. ა, კიდე სურათზეა საჩუქარი ხაშურიდან (სპაიდერმენის მანქანა), ბიძაშვილის საჩუქარი (ქინდერის მანქანა) და ჩემი დის სათამაშოები (იგივე ჯვებეები)
პლუს ამას მაქვს სავსემ ახალი რონიკოს სათვალე, რომელიცა და რომა აჩვენებს ცოტა არეულად, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომაო ესაო გაგივლისო. ჰეჰ, პატაპუტინაც მაგას არ მეუბნება თქო? ეს პატაპუტინა ვიღააო? :) კაროჩე ცირკი იყო რა! :) მარა კაი ძვირი კი დამიჯდა.. აი მაგალითად მარტო გასინჯვა და რეცეპტის გამოწერა - 15 ლარიან!
ადრენალინის დოზა საკმაოდ გაზარდა ერთმა საყვარელმა და ფარჩაკმა (ერთდროულად) გოგომ, რომელიც დღეს მოქმედებდა პრინციპით: "ნაშ დევიზ ნეპაბეძიმ - ვაზბუძიმ, ნო ნე დაძიმ". ასე რომ პერედოზიროვკის საშუალება არ მომცა. მაინც მადლობა მას. :)
და ადრენალინის მომატების მთავარი მიზეზი - რიჟრაჟისფერთვალება. :) ვფიქრობ საქმე კარგად მიდის.. რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ..
ა, მართლა, მწვანეთვალებავ, თუ ამ პოსტს კითხულობ და მიხვდი რომ შენზეა საუბარი, გეტყვი რომ მაინც ფარჩაკი ხარ. :)
პოსკრიპტუმის ნაცვლად: თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ რა რომანტიკაა ჯერ საგარეუბნო მატარებლით მგზავრობა, მერე ამ მატარებელში ადგილი რომ არაა და კარების პირდაპირ რომ ზიხარ ცხვირსახოცზე და რომ გიბერავს, მერე რომ დაჯდები სკამზე და შენ გვერდით ვიღაცა მთვრალი რომ რაღაცას გიყვება ვიღაცაზე, მერე რომ გადაჯდები და ახლა ჯოკერის სასტავში რომ მოყვები და ჯოკერის თამაშის აზრზე რომ არ ხარ და ბოლოს შენი ქალაქის სადგურს რომ ხედავ და მშობლიური გორული აქცენტის და ტემპერატურა-ჰაერის შემადგენლობის შეგრძებისას ხვდები - რა კარგია ცხოვრება ამი დედა ვატირე, ჰა?
5 comments:
eg ambebi sul gavlili maqvs.. :D
ai, matareblis da jokris.. :D
nu, axlac gavdivar, magram imedi maqvs, samsaxuris rom daviwye da Zaaalian magrad rom gaviqaCebi, chemi manqanit vivli awi da mere wagiyol-wamogiyoleb xolme gorSi, roca dagchirdeba.. :)
ise me kidev megona rom Sanso mqonda SenTan, magram sul am rijrasisfer tvalebaze wer, anu me aRar damrCa SenTan Sansi, imis gamo rijrajisferi Tvalebi rom ar maqvs :(
vasasisac manqana domia :D
mainc bodva
რიჟრაჟისფერი :) აუ, რა უცნაურო ფერია :) ისე რომელ ფერს გავს უფრო? მე რაღაც მოწითალო და ცოტა სტაფილოსფერი მგონია და ეგეთი თვალი არ არსებობს ე.ი. რაღაც სხვაა :)
Post a Comment