ვკითხულობდი ამ პოსტს და მომინდა მეც მეაზროვნა, როგორი ვიქნებოდი, სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყავი.
რუსეთში - დაწერდნენ სიმღერას: ბაბნიკ, ბააბნიიკ, ნაშ ჟორა ბაბნიკ. და მთელი საძმაკაცო იმაზე იკაიფებდა, როგორ ვითიშები ერთ ჭიქა არაყზე. ჯარიდან გამომაგდებდნენ - არასაკმარისად აგრესიული ხარო. სამაგიეროდ გავაკეთებდი ტელეშოუს - ზაჩემ ჟენშინუ მუშინა. :)
ინგლისში - აუცილებლად რომელიმე ჩამოქვეითებული არისტოკატის ოჯახში დავიბადებოდი. არც ერთ ნათესავს არ ვეყვარებოდი - რამდენს ჭამს ეს ოხერიო. დედოფალთან ვიზიტისას დამრჩებოდა ხელსახოცი სახლში, ამიტომ ქაღალდს ჩავიდებდი გულის ჯიბეში. ცოტა ძმაკაცი მეყოლებოდა - ფეხბურთი არ უყვარსო. და ასევე ცოტა დაქალი - ბითლზი არ უყვარსო.
საფრანგეთში - მეორე თუ არა, მეოთხე მაინც ვიქნებოდი პარკურისტების რეიტინგში. სამუშაოზე ბოტასებით ვივლიდი (ანუ ვირბენდი) და არასოდეს დამაგვიანდებოდა. მეყოლებოდა თავყვანისმცემელი გოგოების მთელი არმია, რომელთაგან არც ერთი მომეწონებოდა. და მექნებოდა გრძელი თმა მოკლედ შეჭრილი.
გერმანიაში - რომელიღაც ფიზიკო-ქიმიო-ელექტრო ალაბორატორიის მმართველი თუ არა უფროსი ლაბორანტი მაინც ვიქნებოდი და რაღაც პიზდეცინტელექტუალურ კვლევებს ჩავატარებდი, ნახევარი რომ მეც არ მესმოდა. მერე რაღაცა ამიფეთქდებოდა და შევიდოდი ნობელის პრემიის გარდაცვლილ ლაურიატთა სიაში. :)
იტალიაში - მოვკვდებოდი შიმშილით, იმიტომ რომ მაკარონზე არ ვგიჟდები, ფეხბურთი ვთქვით რომ არ მიყვარს და სულ ჩხუბი მექნებოდა ყველასთან - დაალაგეთ სახლი ბლია, თქო! ბალიშის ქვეშ ფარულად შევინახავდი მუსოლინის სურათს, რომელსაც კვირაში ერთხელ დავწვავდი, მაგრამ მერე ისევ დავბეჭდავდი და ასე შემდეგ.
აშუშუში - ერთი ჩვეულებრივი ბლოგერი ვიქნებოდი, გავიდოდი ქალაქში და გამიკვირდებოდა, როგორ ცხოვრობს სხვა ხალხი სხვაგან. მოვიდოდი სახლში და დავწერი, რომ ამერიკა ყველაზე მაგარია და სხვა ერის ხალხი მებრალება. მერე იმასაც მივაწერდი, რომ რასისტი არ ვარ და რომ ზანგი გელფრენდი მყავს, რომელმაც კი მიმატოვა, მარა მაინც იმაზე ვფიქრობ.
მექსიკაში - პოლიციის გაგიჟებული გამომძიებელი ვიქნებოდი, ყველგან რომ ნარკოტიკები ელანდება და ერთხელაც იქნება ვიღაც ნარკომანების სძელკაზე გამშველებლად მოხვდება და თქვენც ქე იცით გამშველებელს რა მოსდის.
ჩინეთში - პიროტექნიკის მწარმოებელი ქარხნის მუშა ვინქნებოდი, რომელიც სულ რაღაცას მოიპარავდა, სახლში დააგროვებდა და მერე სახლში გახსნიდა პიროტექნიკის მაღაზიას. :) მეყოლებოდა ცოლი და ერთი შვილი. ჩემი ცოლი მეყვარებოდა და მასთან კვირაში რამდენჯერმე, სამწუხაროდ მეტი შვილი არ გვეყოლებოდა. :)
სომხეთში - ვიქნებოდი ერთი სომეხი პაცანა, რომელიც ფიქრობს, რომ ქობულეთში რომ ჩავა იქით ზაფხულს, ბარემ რამე ბინას იყიდის იქ. სულ ჩემი არაა ქობულეთი? თუ მინდა სულ ვიყიდი, მარა ზედმეტობა არ ვარგა, ბოლო ბოლო კეთილშობილი ერის ადამიანი ვარ, ბაგრატიონები ჩემები არ იყვნენ?
მადლობა ღმერთს რომ ქართველი ვარ.. რა გაუძლებს ახლა იმდენ ხლაფორთს. ვზივარ ჩემთვის, ვნიჭიერობ და ვზარმაცობ. :)
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
1 comment:
დასასრული მაგარი იყო :ლოლ
ვნიჭიერობ და ვზარმაცობ :D
Post a Comment