სიმართლე გითხრათ სულ სხვა პოსტები მიტრიალებდა თავში მთელი ეს ბლოგო-პაუზა, მარა ახლა განცხადებებს ვკითხულობდი ინტერნეტში და ისეთი იმედგაცრუებული ვარ, რომ გადავწყვიტე უცებ მივაბლოგო ჩემი აზრები.
მაშ ასე.
საერთო წესია: კლიენტი მუდამ მართალია
ქართველები ვფიქრობთ: თუ არ მოგწონს, გაიარე რა ძმაო, ხომ არ გეხვეწებოდი მოდიო!
წესია: როდესაც რამეს ყიდი, მინიმუმ ის მაინც დაწერე, რას ყიდი
ჩვენი ერის უმეტესობა: ვყიდი ვიდეოკამერას.. და მორჩა. ბლინ, ტელეფონის ნომერი მაინც დაწერე შე მამაცხონებულო!
წესია: როდესაც რამის გაყიდვა უნდათ, ქებით ცაში აყავთ.
ჩვენთან: გამყიდველი - იყიდება გერმანული ველოსიპედი. სავარაუდო მყიდველი - ვა, ჩინურს გავს! გამყიდველი - ჰო, რა ვიცი, შეიძლება ჩინურია (ნუ, ის პონტია რა, ალალი კაცი ვარ, არ მოგატყუებო. თუ არ გინდოდა მოტყუება, გაგეგო სადაურია და ისე დაგეწერა. იქნება არ იცის ვინმემ რომ ჩინურს გავს და ეგრევე ყიდულობს. აგოიმებ?)
წესია: გასაყიდ რეკლამაში სასურველია რომ საქონელი ვიზუალურადაც აჩვენო.
ნიჭიერი ერის წარმომადგენლები ტელეპატიას ენდობიან: იყიდება ფოტოაპარატი. სულ ახალია. ამერიკიდან ჩამომიტანეს და მარტო 100 სურათი გადავიღე გასასინჯად. მოყვება ყუთი.. ტელეფონი: ესა და ეს. იკითხეთ გრამიტონა. და მორჩა. (შე კაი დედმამიშვილო, თუ გაყიდვა არ გინდა, ეგრევე თქვი. ან მოდელი არ უნდა დაგეწერა, ან სურათი დაგედო ერთი ცალი მაინც. ან ყურადღება მიაქციე მაინც შენს განცხადებას, ეგება და ვინმემ წაიკითხა და რამე დაწერა..)
წესია: საქონელს უნდა გონდეს გასაყიდი სახე
ზარმაცი ერი კი: იყიდება ავტომანქანა ოპელ-ვექტრა წითელი. ამას სურათი დაუდია, მაგრამ მანქანა ისეთი გასარეცხია და ისეთ დანგრეულ სახლთან დგას, საერთოდ სურვილი გიქრება იქვემოთ მითითებულ ნომერზე დარეკო.
და ბოლოს:
წესია: თუ გაყიდვა გინდა, კიდეც უნდა იცოდე რა ღირს.
განცხადებაში კი წერია: გავცვლი ფოტოაპარატს (როგორც ვნახე, ჰა და ჰა 200 ლარი ღირდეს) ამორტიზატორიან ველოსიპედში ფულის დამატებით. (ანუ ველოსიპედის პატრონი ამატებს). კი შემოგევლე, დესნა თუ გინდა რომ იყიდო, არაა პრობლემა, 50 ლარად იხვეწებიან მასეთ ველიკებს. მარა თუნდაც ერთი ამორტიზატორით ველოსიპედების ფასები რომ 180 ლარზე (და ესეც თუ ნამეტანი ეჩქარება ფული გამყიდველს) იაფი არაა, ცოტა ხომ უნდა გაგეკითხა რომ გაგეგო?
პოსკრიპტუმის ნაცვლად: მამაჩემი ხშირად მეუბნება ხოლმე, ვაჭრობა უნდა იცოდეო. თუ მაცივარი 20 ლარი დაგიფასეს, შენ უთხარი 3 ლარს მოგცემო. ასე მასწავლიდა მამაჩემიო (ანუ პაპაჩემი). შეიძლება უაზრობად ჩანდეს, მაგრამ ამას წინად ამ მეთოდით 23 ლარიანი ვერცხლის ჯაჭვი 10 ლარად მომცეს. :)
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
No comments:
Post a Comment