Monday, February 1, 2010

პირველი დღე შლაპით

ველოსიპედომანიას რომ ავღწერდი, იქაც ვიხმარე ეს განმარტებები და აქაც დავწერ:

გიჟი - განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი

გორელი - ადამიანი, რომელიც განხსვავებულად მოაზროვნე ადამიანს ეძახის გიჟს, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ თვითონაც ასე იწყებს აზროვნებას.

წინა პოსტში დავწერე, რომ შლაპა ვიყიდე. მე დიდი ხანია (ჯექსონის სიკვდილამდეც და ეს არაა უბრალოდ მოდა) შლაპა მინდა და ყველას, ვისაც შლაპით ვნახულოდი ვეუბნებოდი რომ "მაჩუქე/მომყიდე/მასწავლე სად ვიშოვო ასეთი შლაპა" თქო. თუმცა გუშინდლამდე არც ერთი საჩემო შლაპა არ მქონია.

აუ, რა როჟა ვარ ამ სათვალეში!! :)

დღეს დავიფარე და მთელი ქალაქიც გავიარე, დავდიოდი რა საქმეებზე. უნდა გენახათ ხალხის მზერა - ეს რა აფარია ამ ბიჭსო. ორმა გოგომ (სკოლის ბალღები იყვნენ) იმდენი ხანი მიყურეს და თან იარეს, სანამ ტლაპოში არ ჩავარდნენ. :) უმეტესობა შემომხედავდა, გაოცდებოდა, მერე გაიფიქრებდა გოიმი ხომ არა ვარო და აგრძელებდა გზას.

ჩემი აზრით სადღაც 1 კვირაში უკვე გამოჩნდებიან შლაპიანი ხალხი ან ხალხი, ვინც შემეკითხება სად იყიდეო. ასეა გორი - ვინმე რომ რამეს გააკეთებს, მერე ყველამ უნდა მიბაძოს. დროის საკითხია უბრალოდ. ერთი იმაში არავინ მბაძავს, რომ ძირს არ დაყარონ ნაგავი. :)


ისე მოუხდა, ლამის (<-ედიტედ) ვაჩუქე.

მოკლედ, შლაპა მართლაც კარგი რამე ყოფილა, აი ამ საღამოსაც მეფარა და ისევ იგივე გაოცებული სახეების გარემოში გავიარე ღამის გორი.

ეს იყო სულა. :D

2 comments:

Anonymous said...

au

არ გამიბრაზდე და
"რამის" არა,"ლამის".

:მო:
პ.ს.პერწკლი ვარ

Anonymous said...

წადი თბილისში - რა გინდა გორში? სამსახურს იშოვი, ხალხს გაიცნობ - ასე გორელებს ხომ არ გადაიყვან ჭკუიდან მთელი ცხოვრება?