Monday, February 22, 2010

H1N1 - ხაშ1ნიორ1

როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, ავად ვარ. ამიტომ მოკლედ მოვჭრი
**********
ეს ოხერი სელაპის გრიპია თუ ჩემი საკუთარი, დიჯეის გრიპია, სიცხე და საერთო სისუსტე საშუალებას არ მაძლევდა გამოვსულიყავი მეორე ოთახში, სადაც კომპი დგას და დამეწერა რამე. სამაგიეროდ ახლა დავწერ რეცეპტს:
თუ გრძნობთ რომ გიტევთ H1N1 ან რამე მსგავსი (ხაშ1ნიორ1, ხუბულ1ნინო1, ჰამერ1ნივა1..) საშიშროება, სასწრაფოდ დაიზოლირდით გარშემომყოფთაგან, მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე და დალიეთ კოლდრექსი. მამაჩემი ამბობს წამლები რას გიშველისო, მარა აი კოლდრექსი თაფლისა და ლიმნის არომატით სუნთქვას ხსნის ხოლმე იმსაათში.
*****
მოკლედ, წავედი ახლა მე.. თორემ დამირხევენ ნუ ზიხარ მანდო. :)

პ.ს. გაქართულება რას შობა ნეტა, ჰა? მე კი მივყვები ამ "მეტრო 2033"-ს მარა რაი მერე?

No comments: