საუკუნეების (ანუ ათწლეულების) მანძილზე გორში იდგა ხოლმე უნივერმაღი. ადრე, როგორც ამბობენ, უნივერმაღის ადგილზე სომხების სასაფლავო ყოფილა. უფრო ადრე აქ გზა გადიოდა, რომელიც ქარელი-სკრის დასახლებას უფლისციხესთან და გორთან აკავშირებდა (მაშინდელი გორი დღევანდელის 20 % არ იქნებოდა). კიდევ უფრო ადრე მინდორი ყოფილა. იმაზე ადრე აქ მდინარე მტკვარი გადიოდა და კიდევ უფრო ადრე ზეზვასი და მზიას შთამომავლობა თამაშობდა ფეხტახს (ფეხბურთის მსგავსი თამაში ძველად)
მერე მოვიდა მიშა ხელისუფლებაში და სთქვა: ბიჯოო, ე ამოდენა ადგილი როა ამ ოხერა გორში, უნივემაღის თავზე, რო დაქრი და დაშხუილებს ქარი ატეხილი ბუღასავითაო (ასეთი ლაპარაკი უყვარდა შინაურებში), მოდი და დავდგათ ემანდა კაი მოშნი მონიტორიი
ხოდა აჰა! დადგეს მონიტორი თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი და მერეღა დაფიქრდნენ სად ჯანდაბაში გამოეყენებინათ. აგერ, სურათზე კი ჩანს რომ ფეხბურთი გაუშვეს და ხალხი და ქუჩის დამლაგებლები (ე.წ. მენაგვეები) გაახარეს
მარამა მარტო ფეხბურთით ხომ წინ ვერ წახვიდოდი კაცო? ხოოდა ჯერ ტრაქტორების რეკლამა გადიოდა ხოლმე, მერე დურასელის ელემენტებიანი კურდღლები დარბოდნენ, მერე ვიღაც ჯაან ტაკოი ტიპი გამოდიოდა და გვერძე ეწერებოდა: "შენ! აუხსენი სიყვარული?". იშვიათად ჩატარებულ კონცერტებსაც მანდ უშვებდნენ ხოლმე (თუმცა კონცრტი დამთავრებული არ იყო და ისევ კურდღლები დარბოდნენ). ომის მერე საქართველოს დროშა ფრიალებდა კაი ხანი..
ბოლო-ბოლო, მოღვაწეორის 2 წლის და რამდენიმე თვის თავზე, მთავრობას ყელში ამოუვიდა როგორც ჩანს ბოლო 2 თუ 4 თვის მანძილზე გაჩუმებული და გაჩერებული საცოდავი მონიტორი, მოიყვანა ამწე (ქართულად რომ "ვიშკა" ქვია)
სულ "ფრენა-ფრენით" (იხ. სურათი) დაშალა მონიტორის შემადენელი პლიტები (იხ. პირველივე სურათი ზემოთ), ჩამოიღო მონიტორების ჩასადები მეტალის კარკასი, ავტოგენით შუაზე გადახსნა
და სრულიად გაუგებარი მიმართულებით და ცხოვრების გზით წაიყვანა. აი ასეა ამხანაგებო. როგორც დიდმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწე, მამაჩემმა თქვა, წავედი ახლა მე, დავიძინო.. თორემ კომპთან დაჯდომის მეშინია უკვე, 2 საათზე ადრე არ დამიძინია ეს ორი დღეა. :)
No comments:
Post a Comment