გქონიათ შემთხვევა, როდესაც მშობლებთან კამათობთ? როდესაც ვერ უგებთ? როდესაც ვერ გაიგებ ვინაა ვის რა უნდა საერთოდ? როდესაც გეუბნებიან, რომ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ და შენ რა გესმის ცხოვრებისა..
მე მაქვს ხოლმე.
როდესაც კამათი ტრადიციულ სახეს იღებს, უკვე იმაზე ფიქრობ, რომ იქნებ მართლაც ასეა, იქნებ ჯობდეს შეგუო სიტუაციას, შენ ხომ მშიბლისათვის სულ ბავშვი იქნები, მათ მეტი იციან და ჯობდეს დაუჯერო. მაგრამ მერე დაფიქრდები - და ვინ იქნები შენ ამის მერე? მარიონეტი? თუ რობოტი? შეიძლება დამჯერი ბავშვი, ძალიან კარგი ბავშვი, მშობლების პატივის მცემელი ბავშვი იყო სხვის თვალში. მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც იტყვის, რომ ეს დედიკოს ბავშვია ჯერ კიდევ და არ გაზრდილა.
და სწორედ ამიტომ, რომ ისევ მშობლების მითითებებს ასრულებ.
არადა ყველაფერი გაცილებით მარტივია. აღიარებაა საჭირო. უნდა აღიაროს მშობელმა, რომ მისი შვილი თვითონ კი არა, სხვა ადამიანია. ამის აღიარება ძალიან ძნელია როგორც ვხედავ. მაგრამ თუ ამას აღიარებენ, მერე ყველაფერი ლაგდება.
ლაგდება კი იმიტომ, რომ სხვა ადამიანს სხვანაირი აზროვნება შეიძლება ქონდეს, სხვანაირი გემოვნება, სხვანაირი გარემო ხიბლავდეს, სხვანაირ ხალხთან ურთიერთობა და საერთოდაც, ამ სხვა ადამიანს შეიძლება საერთოდაც ყელში ამოუვიდეს ერთ დღეს და დაახვიოს სადმე სხვაგან.
ამერიკელების ეს მომწონს ერთადერთი (დანარჩენზე რა აზრის ვარ, იხილეთ ფორმულა 51 ქართული ვარიანტი. ჩემი და ფელიქს დესუზას აზრები ერთმანეთს ემთხვევა) - ბალღი რომ გაიზრდება, მიდის სხვაგან და დამოუკიდებლად ცხოვრობს. პიროვნება ხდება ამის დედაც! და არა ისე რომაა, ჩემი ბავშვიო და რამხელაა და 60 წლისაო.
აი ამის თქმა მინდოდა შუადღის მერე.
ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
No comments:
Post a Comment