"ყველაფერი გავლადია" -
პატაპუტინა
გეგმა ა: მეხუთე სართულზე ყვავილების მირთმევა აივნიდან სპეცტექნიკის დახმარებით
გეგმა ბ: ფეიერვერკით გულის გამოსახვა ცაზე (არის ასეთი ფეიერვერკის სახეობა)
გეგმა გ: პირადად მისვლა ყვავილებით და ტკბილეულით
გეგმა დ: მიწაზე გულის დახატვა ცეცხლით
გეგმა ე: ანონიმური ყვავილები
გეგმა ვ: სუნამოს ან სამკაულის ჩუქება
გეგმა ზ: საერთოდ დაკიდება (ბოლო-ბოლო ქრისტიანული არააო)
**************
ხოო.. გეგმების მრავალფეროვნებაში მაგარი ვარ. განსაკუთრებით თუ მოვინდომებ. აი მაგალითად კიდევ სათადარიგო გეგმები:
გეგმა ა' - სახურავიდან თოკით ჩამოსვლა აივანზე (მერე რა რომ სიმაღლის მეშინია)
გეგმა ბ' - ცაზე გული და მიწაზე სახელი
გეგმა გ' - არის სპეციალისტური სამსახურები, ყვავილების მიტანა ადგილზე და მოსაწვევიც შესაბამისად
მაგრამ ესენი ვეღარ ჩავტენე გამოკითხვაში და აი, კვირის დასაწყისში.. ანუ 8 თებერვალს ბლოგზე გავხსენი გამოკითხვა, რომლის შედეგებიც იხილეთ ქვემოთ.
ასეე.. გამოკითხვა შაბათს დასრულდა, ასე რომ მე მანამდე ვდვიჟენიობდი ასე ვთქვათ და გეგმა ა ზე ვმუშაობდი. წაიკითხეთ ქვედა აბზაცი ნორჩმა შეყვარებულმა ბიჭებმა.
პირველი რა თქმა უნდა გამახსენდა სახანძრო. წავედი ადგილობრივ სახანძრო სამსახურში, სადაც მითხრეს, რომ კიბე მეხუთემდე ვერ მიწვდებაო, მეოთხემდე კიდე შეიძლებაო (არადა აგერ სურათზე მშვენივრად წვდება) და შენი გამოსავალია წახვიდე და კოშკურა ნახოვო. კოშკურა ეს ქართულადაა, ისე ქვია "ვიშკა" :) ანუ ეს ისაა, აი ამ სურათში ნაძვის ხეს რომ შლის.
წავედი მეც ვიშკის საშოვრად. ვისაც უნდა ვიშკა, მინდა ვუთხრა, რომ არის კომბინატში და წავიდეს და ნახოს. საათი - 20 ლარი ჯდება თუ არ ვცდები. ხოდა მოკლედ, წავედი, მივედი სადაც მიმასწავლეს და იქ მითხრეს, აქაო არ არისო (თან იმ დღეს თოვლი მოვიდა პირველად და ასეთ დათოვლილ ქალაქში დავბოდიალობდი), შენაო უნდა გახვიდე სულ ბოლოში და იქა დგასო.
გავედი ესე იგი მეც, ვნახე - მართლაც დგას, მარა ვინაა პატრონი ჩორტ ევო ზნაეტ. შევედი კორპუსში, ვის გინდა მიადგე ახლა? კიდევ კარგი ვიღაცა ჩამოდიოდა და იმან მიმასწავლა. ავედი სულ ზემოთ ცხოვრობდა თურმე და.. არაა სახლში. ზატო ნომერი მომცეს. დავურეკე, ესე და ესეა საქმე მეთქი და ისაო, შვილოო, გაფუჭებულია ე მანქანაიო. :( აბაა! შაბათამდე არ გაკეთდება თქო. არაო. ხოდა ესე, ჩემი ეთთუზიაზმი მინუს 1 ზე გამრავლდა და წამოვედი უკან.
წამოვედი უკან ესე იგი და გამახსენდა, ჩვენს მეანს შეიძლება ყავდეს თქო ნაცნობი თქო. მივედი ესე იგი, ვკითხე და მართლა არა ყოლია კაცო? არიქა, დავურეკე.. ეს ხდება პარასკევს.. დავურეკე და კიო, არ არის პრობლემაო, ვსო მოჟნა, ვსო სძელაემო მარა რომ ვახსენე ყვავილები უნდა მივართვა თქო - გადაირია. რომელი ხარ, რას მეღადავები, გასვენებაში უნდა წავიდეო და ასე წავიდა.. რამდენი არ ვარწმუნე, არ გეღადავებით ბატონო თქო, ძალიან მჭირდება თქო, შენც არ მომიკვდე. წავედი ისევ მეანს ვთხოვე, იქნება შენ დაურეკო და დაარწმუნო თქო. ხოდა იმანაც დაურეკა და მართლა გასვენებაში არ წასულა? ეს ხდება შაბათს 12 საათზე. :(
მოკლედ საღამოს 5 საათია, ვურეკავ და კიო მოვედიო მარა იგეთი ვთვრალი ვარ, შენს სიყვარულში მაპატიე, თორემ ჩემი თავი გენაცვალოს, ეგეთ ამბებში და სიყვარულში, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, კაი კაცი, ოქრო კაციო. :) მოკლედ, ახლა სასწრაფოდ უნდა გადავსულიყავი რომელიმე სათადარიგო გეგმაზე ან სულაც გეგმა ზ ზე. ჩემმა მეორე ნახევარმა მითხრა "იუ ჰევ თუ დუ ზის, მარქდ ვან" -ო. მე ვკითხე "და მერე აზრი აქვს? დანარჩენი გეგმების შესრულება ხომ ყველას შეუძლია?! პირველი გეგმა კი მართლაც გამორჩეული იქნებოდა თქო". მეორე ნახევარმა კი მითხრა "იეს, ოფ ქორზ. ბათ ით ვილ ბი ანეთიქალ ნოთ თუ დუ"-ვო. ასე რომ "პრინიმაიუ კამანდიროვანიე ნა სებია!"
ჩემდა გასაოცრად ვერც ერთი ადამიანი ვერ ვნახე, რომ საღამომდე ყვავილები შეენახა ქე მაინც, თუ არ გამომყვებოდა. მერე იქვე დავასკვენი, რომ ხანდახან მანქანა კარგი რამეა და უნდა გყავდეს კაცს. ამავე დროს ცალკე გარაჟიც უნდა ქონდეს ამ მანქანას, რომ სხვებს არ შეუშალო ხელი. სიტუაციიდან გამოსავალი ჩემი ბიძაშვილი აღმოჩნდა (აი, გიტარაზე რომ უკრავს). წავედით, საკაიფო თაიგული გააკეთეს ყვავილების მაღაზიაში. ვიყიდე რაფაელოც (რა ვიცი, კარგიაო ამბობენ. :) ) და ჰაიდა სახლში.
რას ვაკეთებდი და რა ჭიჭინა მინდოდა? მსურდა ვალენტინობა მიმელოცა პირველს. დაჟე წინასწარაც მამენტ, იმიტომ რომ 12 ზე ალბათ ეძინებოდა. დაღმდა, მოვიდა წასვლის დრო. დავავლე ხელი ყვავილებს, გამოვიძახეთ ტაქსი, ავედით ადგილზე, ადრენალინმა ყურებში შხული დაიწყო, ისე დამებნა ხელები, რომ რაფაელოც კი ძლივს ამოვიღე პარკიდან, რომ ხელში დამეჭირა. :( ავედი ასე მის ბინასთან, შუქი ენთო. მანამ ვემესიჯებოდი და წესით სახლში უნდა ყოფილიყო. მოკლედ, დავურეკე და გარეთ გამოსვლა ვთხოვე. პასუხად კი გავიგე, რომ.. არა, ვერ გაიგე, შხუილი ცოტა ჩაწყნარდა.
- სახლში არ ხარ?! - ცოტა არ იყოს და გავოცდი
-არა, გამოსული ვარ.
- მაშინ ყვავილებს აქ დავტოვებ - ადრენალინი ნულისაკენ მიექანება
- კარგი.
არა, განა არ იცოდა.. ანუ არ იცოდა, უბრალოდ უნდა მიმხვდარიყო.. ანუ მთელი დღე ნაკოლებს ვაძლევდი.. მინიშნებებს ანუ.. კი არა და.. იქნებ უხერხული იყო, ა? მართლა გეგმა ზ ჯობდა? რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოდის არაფერი.. ეგ კი არა და აგერ ყურადღება მივაქციე, რამეს რომ მივტყვი, ასე უნდა გავაკეთო თქო, არასოდეს გამოდის. არ უნდა ვთქვა ხოლმე არაფერი. მერე მეუბნებიან, საერთოდ არ ვიცით რანაირი ხარო, რა გეგმები გაქვსო. არადა ვიტყვი და არ გამოდის. აი ახლა, სპორტული ინტერესის გულისათვის, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა? ყველაფერი ხომ გავალდია? მე არ მინდა რომ გამიაროს, ის კი ასე მგონია სწორედ აქეთკენ მიდის.