Thursday, September 2, 2010

არა ხარ ვანიშვილი..

რით იზომება ადამიანობა?

კითხვა რიტორიკული იქნებოდა, რომ ვიცოდე ამაზე პასუხი. არადა რთულია ხომ? ზოგი ადამიანობას გამოჩენილი სითბოთი საზღვავს, ზოგი დახარჯული ფულით, ზოგი გარეგნობით და ზოგიც სექსუალური ორიენტაციით. ნუ მკითხავთ რა არის ჩემთვის ადამიანობა. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ამ პოსტში სხვა საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც ადამიანობას ეხება რაღაცნაირად.

სამუშაოზე ხშირად მოდიან კლიენტები, რომლებიც ატენიდან და ხიდისთავიდან არიან. ამ სოფლებში ბევრი ვანიშვილების გვარი ცხოვრობს და რომ იგებენ მეც ვანიშვილი ვარ, ყოველთვის მეკითხებიან "შენ ატენელი იქნები". არადა არა ვარ ატენელი, კარენოი, მე-5 თაობის გორელი ვარ.
(პაპაჩემის პაპა, სიმონ ვანიშვილი ბაზალეთიდან ჩამოსულა და გორში, წყაროსუბანში დადგომია მოჯამაგირედ ვიღაცას. სიმონს ყავდა შვილი, ვლადიმერ ვანიშვილი, რომელიც ამ დამქირავებლის გოგოს მოწონებია. რუსიკოსა და ვლადიმერს იმდენი უჩალიჩიათ, რომ გაპარულან. ხოლო დამქირავებელს შვილისათვის ერთი ნიკოლოზის თუმნიანიც არ მიუცია - როგორ თუ მოჯამაგირის შვილს გაყევიო. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად ლადამ და რუსიკამ ორსართულიანი სახლი დაუტოვეს შვილებს და კიდევ ერთი სახლი - მეორე ბიჭს. პაპაჩემი - გურამი, რომელსაც სტილნი გურამას ეძახდნენ პეწენიკა ჩაცმულობის გამო, სწორედ იმ სახლში დაიბადა, სადაც ახლა მე ვცხოვრობ. შესაბამისად პაპაჩემს ეყოლა მამაჩემი ხვიჩა და აგერ, მე-5 თაობის გორელიც გამოვცხვი ჩერნობილის ავარიამდე 1 წლით და 16 დღით ადრე)
ამ ჩემს წარმოშობაზე ხუმრობაც მქონდა, სანამ ქვემომოყვანილი ამბავი შემემთხვეოდა. ხუმრობა კი ასეთია: დედაჩემია ატენელი. არადა წესით ხომ მამა უნდა მყავდეს, რადგან ვანიშვილი ვარ და ვანიშვილები კი ატენში არიან.. ხოდა ბრაზილიაა? :) პოსტის მთავარი ამბავი კი ასეთია: მოვიდნენ ამას წინათ ორი მამაკაცი კლიენტი და რომ გაიგეს ვანიშვილი ვარ, დაიწყეს ჩვეული გამოკითხვა
 - სადაური ვანიშვილი ხარ?
- გორელი
- [სახელი] ვანიშვილს იცნობ?
- არა.
- [სახელი2] ვანიშვილის თუ იცნობ?
- არა..
- [სახელი3] ვანიშვილსაც არ იცნობ, ცალი თვალი რომ არ აქვს?
- [გავიღიმე] არა ბატონო, არ ვიცნობ.
- აბა, რანაირი ვანიშვილი ხარ?
- [კლიენტი2] ჰო, არა ხარ ვანიშვილი!
იმ წუთას გავატარე და საერთოდ არ გამხსენებია საღამომდე. სად მაქვს მაგის დრო კაცო ასეთ რამეებზე ვიფიქრო. საღამოს რომ გამახსენდა დავიგრუზე.. მერე თვალი გადავავლე ჩემს ვანიშვილ-ნათესაობას.. ჰმ.. არაა, ისევ ჯობია დავიკიდო რაც მითხრეს. დავიკიდე, დავწერე და მომეშვება. :)

2 comments:

Unknown said...

თვალი რო მოავლე ვანიშვილ ნათესაობას რა იფიქრე?

Unknown said...

ვანიშვილ ნათესაობას რო გადაავლე თვალი რა იფიქრე?