გარედან აღნიშნული ობიექტი დიდი არაფრით იქნებოდა გამორჩეული რომ არა ფანჯარაზე ჩამოსული "ჩანჩქერები". ასეთ წყლის ეფექტს მრავლად იყენებენ და შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ წარმატებული მიგნებაა.
ფერები გადაწყვეტილია თეთრში და ყავისფერში. ინტერიერი არის მყუდრო, აქვს 4-6 კუპე დაბლა, რომელშიც შეიძლება დაეტიოს 8-10 კაცი. ასევე დარბაზის შუაგულში იმყოფება არც თუ დიდი მოშადრევანო ფერად ნათურებიანი რაღაც, ხოლო მეორე სართულზე ამავალი კიბეები იქ ვიპ კუპეების არსებობის იმედს იძლევა. ასევე დარბაზის ბოლოში არის გაურკვეველი დანიშნულების ტახტი, რომელიც სავარაუდოდ გრადუსში მყოფი სტუმრების შადრევანისთვის საცქერლად დგას.
მენიუ აქვთ ჩვეულებრივი. ერთი განსხვავება რაც იყო, ტეკილა, მარტინი და მსგავსი სასმელები უწერიათ მენიუში, მაგრამ აქვთ თუ არა არ ვიცით. მსგავსი ვარაუდის გამოთქმის უფლებას მაძლევს შეკვეთილ "პილმენი ქოთანში"-ზე მისი არ ქონის მიზეზით უარის თქმა. მომსახურება არის კარგი, ცვლიან თეფშებს, შეკვეთამ არ დააგვიანა. უარყოფითი მხარეებიდან მინდა ავღნიშნო დამახასიათებელი სუნი, ხელსაწმენდების კრიტიკულად მცირე რაოდენობა და ხინკლის ფრიად არასავაჭრო გარეგნობა. ასევე ამავე ხინკლის ზედმეტად სქელი ცომი (ისე რომ კუჭების მოყვარულებო, გაიხარეთ) და ასევე ზედმეტად ცოტა წვენი. პლუს ამას არ ქონდათ არც ერთი ქართული ლუდი, ნატახტარს ვინ ჩივის, საერთოდ არაფერი იყო ქართული.
2 comments:
მშია.. :|
taxti kiara magida yofila eg, gushin shevedi sakitxavad tu rashi undodat mand taxti da xalxi ijda da qeifobda :)
Post a Comment