Saturday, May 28, 2011

არსაით - ნაწილი 5

წინა ნაწილი

პირველი ნაწილი

ემილი?

ეს პიტერი კარგი ექიმი კია, მარა ძალიან ტვინის ჭამა უყვარს რა. აი ახლაც, დამირეკა და მეუბნება, ჩამოდი უნდა გელაპარაკოვო. ჩავედი, სხვა რა გზა მქონდა და მეკითხება-ვპასუხობ.
- ლუკას, როგორ გაქვს თავი, კიდევ გტკივა?
- რა შედარებაა კაცო. ტაბლეტები რომ გამომიწერე, ძალიან მშველის, ჯიგრულად ვარ.
- ხა, ხა! ეს ქალი შვება მაგას და არა ტაბლეტები. გავიგე კეტრინთან მეგობრობ.
- ჰე, ჰე.. ჰო, მართლა კარგი გოგოა. კეთილია და ჩემზე ზრუნავს. შენ როგორღა ხარ პიტერ, ამ ბოლო დროს რაღაც ფერმკრთალი მეჩვენები.
- აბა შენა ხარ, რა! ოდესმე გინახია, რომ ექიმი რამეზე ჩიოდეს? მემგონი ჯობია მაიკლზე უფრო ინერვიულო. პრაქტიკულად ვეღარ ვხედავ ხოლმე, შვილს ეძებს.
- ჰო, ვიცი..
- აბაა.. რა სამწუხარო ამბავი მოხდა, არა? თან ვიღაც ბავშვის ცხედარი უნახავთ სამხრეთით, ჭაობებში.
- მაიკლის ტელეფონი ხომ არა გაქვს, დავურეკავ, გავიგებ როგორაა.
- მმ.. არა. მარა თუ გავიგე, გაგაგებინებ აუცილებლად.
- ჰო, წავედი აბა მე. მაგრად.

კიდევ ერთი სამუშაო დღე რომ გადავაგორე და სახლისაკენ გზაზე ისევ ის ნაცნობი უხეში პოლიციელი დავინახე, ვიფიქრე, აბა ერთიც ვკითხავ თქო და მივუახლოვდი, მაგრამ არაფერი შედეგი, ისევ ისეთი მოკლე პასუხები. გადავწყვიტე ისევ გვერდითა სახლისკენ შემევლო, იქნებ იქ მაინც გამეგო რამე. პოლიციის კორდონი აღარ დამხვდა. სამაგიეროდ აღმოვაჩინე, რომ სახლის შესასვლელი საგულდაგულოდ იყო ამოშენებული. ისაა გამობრუნებას ვაპირებდი, რომ სულ ქვედა კიბის ქვეშ საინტერესო რამე შევნიშნე - გასაღები! საინტერესო კი იმით იყო, რომ ზედ წარწერა ქონდა "ფაბრიკის გასაღები" - მაიკლი აქ ყოფილა. გასაღები შევინახე და ჩემი სახლისკენ გავეშურე. სახლის შესასვლელთან კეტრინი დამხვდა. ძალიან მომწონს ეს გოგო და რა ვქნა. შორიდანვე გავუღიმე. მანაც გამიღიმა და ხელი დამიქნია.

- ჰეი, ლუკას, გეძებდი.
- აი, აქ ვარ.
- იცი, პატარა გამოძიება ჩავატარე სურათზე. არ დაიჯერებ რა გავარკვიე!
- რა მოხდა?
- ასე მგონია ემილის მოჩვენებები ვგონივართ.
- რაო?
- აი ნახე. ეს სტატია ქალაქის არქივში გავქექე: "მიწისძვრის სამი ახალი მსხვერპლი.. ემილი სტენფორდმა დამოუკიდებლად დაიწყო მეგობრების და მეზობლების ძებნა.. ჯონი და სოფია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.. მათი გვამები დღეს დილით იქნა ნაპოვნი ნანგრევების ქვეშ."
- ჰო, მესმის. საცოდავ გოგოს არავინ დარჩენია.
- ჰო, ალბათ როგორი მარტოსულია, არა? უნდა დაველაპარაკოთ.
- აუცილებლად. მაგრამ მანამ პიტერი უნდა ვნახო.
- საღამოს შემომიარე. დაგელოდები.
- სიამოვნებით.

პიტერის კარებზე დავაკაკუნე თუ არა, მაშინვე გამიღო. აშკარად მელოდებოდა.
- ჰეი, ლუკას - შემომეგება ექიმი - მაიკლის ნომერი გავიგე. აი, დაგიწერე.
- მადლობა.
- და კიდე..
- რამე მოხდა?
- 5 წუთის წინ დავინახე კაფე "ჯეკის თვალი"-სკენ მიდოდა. მივესალმე, მაგრამ მემგონი ვერც შემამჩნია. თავის თავს არ გავდა.
- კარგი. წავალ, მოვძებნი.
"ჯეკის თვალი" ჩემი სახლიდან ორ ნაბიჯშია, უნდა პატარა ორღობე გაიარო და სწორედ მის გვერდით მოხვდები. გავიარე ეს ორღობე და უცებ იმდენი პოლიციელი დავინახე ერთად, ცხოვრებაში რომ არ მინახავს. გზაზე კი ამოტრიალებული მანქანა შევნიშნე. მანქანის წინ სისხლი იყო გაშხეფებული. საშინელი ავტოკატასტროფა ჩანდა.. მაიკლი ამ სანახაობას გაქვავებული სახით შესცქეროდა.

- მაიკლ - მხარზე შევეხე.
- მმმ.. აი ამას შეხედე.. ის მანამ დაიმტვრა, სანამ დავიჭერდით.. ამ ბიჭმა ჩემი შვილი მოკლა და პოლიციისგან გარბოდა.. - მაიკლი რამის ტიროდა.
- რა მოხდა? - უადგილო კითხვა დავსვი.
- პოლიცია მასთან სახლში მივიდა ტყეში, რომ დაეკავებინათ, მაგრამ გაიქცა და აი.. ასე..
- შენ კარგად ხარ?
- ხო, მაპატიე. უბრალოდ ცოტა ხანი მარტო უნდა ვიყო.
- ჰო, რა თქმა უნდა. მესმის შენი.
ეჰ, საწყალი მაიკლი.. მაგრამ რაც არის, არის. წავალ ახლა კეტრინს მაინც შევუვლი - დამპატიჟა ბოლო-ბოლო. კეტრინი ჩემი მეზობელია. მე მეორე სართულზე ვცხოვრობ. კიბეები ფრენით ავირბინე და.. ჰმ, რა საინტერესოა. კეტრინის ბინის კარები შეღებულია. კეტრინ! - პასუხი არაა. პასუხი როგორ იქნება, ოთახი აშკარად ცარიელია. მარტო მაგიდაზე გადაშლილი რვეული იპყრობს ყურადღებას. ეს კეტრინის დღიურია.

"..ხშირად ვხედავ გოგონას ჩემს სიზმრებში. ის ძალიან მგავს. მემგონი ოფიციანტია. ხოდა საათობით აკეთებს ხოლმე ყავას. გუშინ ავტოსტრადის გავლით ტყისკენ წავიდა აღმოსავლეთით. არ მომწონს ეს ამბავი." - ჩანაწერი აქ მთავრდება, მაგრამ მემგონი გვერდია ამოხეული. კეტრინი ემილისთან იქნება - გავიფიქრე - აუცილებლად უნდა ვნახო. ემილის კარებთან მივედი და დავაკაკუნე.. გავიდა წუთი.. არავინ აღებს. არადა კარების იქიდან აშკარად მესმის ხმები. შეიძლება ჩემი ოთახიდან უკეთ გავიგონო ვინ ლაპარაკობს. მართლაც, შევედი ჩემთან და ჩემი და ემილის საერთო კედელს ყური მივადე. ჰმ.. ნაცნობი ხმაა. ეს კეტრინი უნდა იყოს. მარტო არაა. ალბათ ემილია მასთან, არა? ჰმ, გაჩუმდნენ.. რა? ვიღაც ყვირის? რა მოხდა?! რაღაც მოხდა!

Friday, May 27, 2011

ნიჭიერის ფსიქოლოგია

ბოლოდან დავიწყოთ. დააკვირდით სურათზე გამოსახულ სოფო ნიჟარაძეს და შემდეგ გაეცით კითხვას პასუხი

კითხვა ასეთია: რომელს გიქმნით დისკომფორტს სურათზე გამოსახული ადამიანის გვერდით მოქცეული ყბა? თუ თქვენ მამაკაცი ხართ, პირველი სწორედ რომ ყბა დაინახეთ და პლუს ამან დისკომფორტი შეგიქმნათ, მაშინ გაქვთ ორი გამოსავალი: 1. სასწრაფოდ მიაკითხოთ სექსოლოგს და/ან ფსიქოლოგს. 2: შეხვიდეთ ფორუმზე და დაპოსტოთ თქვენი რეაქცია.
ახლა გადავიდეთ მთავარზე. წლევანდელი ნიჭიერი ისეთი გრანდიოზული და გადასარევი არ გამოდგა, როგორც შარშანდელი. ყოველ შემთხვევაში, მაშინ მრავალი ნიჭმღერალის გვერდით იყვნენ ისეთები, რომელთა ყურების მერე არ გაგახსენდებოდა ფრაზა "მხოლოდ ცეკვაზე და სიმღერაზე" ორიენტირებული ერი ვართ. შარშანდელ ფინალს ნაღდად ვერ წარმოიდგენდა ხალხის როგორც მინიმუმ 30% მაინც და მათ შორის მეც. მაგრამ აი წელსაც იმართება ნახევარფინალები და შეინიშნება იგივე საგანგაშო ტენდენცია: "თქვენ ყველაზე საცოდავები ხართ, ამიტომ თქვენ გაქვთ სამი "კი" @ ფორუმ.გე


გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ "ვის უნდა იყოს ქველმოქმედი" გამოდის. კი, გასაგებია, რომ ძალიან მუსიკალური ქვეყანა ვართ და ეს ერის პიროვნულობაა (მაგრამ აქაც უაზრო ტენდენციაა - მეტი ინგლისური (უცხოურს არ ვიტყვი იმიტომ, რომ რუსეთიც უცხოეთია) სიმღერები უფრო კაი ტიპობა ჩანს). თუმცა იქვე მინდა კიდევ ერთი ფრაზა გავიხსენო ფორუმ.გე დან: "-რა რუსეთი ტო, ეგენი რომ ხეებზე დაძვრებოდნენ, ჩვენ გოგირდის აბანოები გვქონდა. -ხოდა ახლაც მაგ დონეზე ვართ" ვერ გავცდით რა მუსქველმოქმედის დონეს. მეორე ნახევარფინალში დარწმუნებული ვიყავი, რომ მომღერალი ოჯახი გადავიდოდა. რატომ? იმიტომ რომ 1. მღერიან. 2. ოჯახია. პირველი ნახევარფინალის შედეგებმა კი მართლა გამაოცა. კატარზისის მოხუცები? მარა მერე ახსნაც ვნახე: 1. საცოდავები არიან. 2. მოხუცები არიან. 3. მღერიან. 4. ორნი არიან. 5. ქალები არიან.

არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ამ მოხუცების. მერე რა, რომ ხმაშეწყობით ვერ მღეროდნენ? სამაგიეროდ კატარზისიდან არიან. აბა ვინმეს ეთქვა, რომ პროსტა მოხუცები არიან - ეტყოდნენ, არა გაქვთ სასცენო სახეო და ვსო. მარა კატარზისია, ტი შტოო! იგივე ეფექტი ექნებოდა, რომ გამოსულიყო სამაჩაბლოდან დევნილი ბაბო და იმას რომ ემღერა. შემდეგ ორშაბათს, რომელიც არის 30 მაისს და სადაც გამოდის ერთი ობოლი მომღერალი ბიჭი, შემიძლია 70% დარწმუნებით გითხრათ, რომ სწორედ ის გახდება ფინალისტი მაყურებლის გადაწყვეტილებით. რა ვქვათ, ასეთი ერი ვართ, მერე რა რომ ნიჭიერი არაა. სამაგიეროდ საცოდავია. ჩვენ კი "გვინდა ვიყოთ ქველმოქმედები". ეს ხომ ნიჭიერია!


იხილეთ შარშანდელი ფინალის მიმოხილვა. წავედი მე.. ა, ჰო, საქართველოში შემოღებული ინფორმაციული უსაფრთხოების კანონი აშკარად მშვენივრად მუშაობს, დაჟე გუგლიდან დასეივებულ სურათებს არ მაქაჩინებს.. ან იქნებ ამის ბრალი არაა, ჰა?

Sunday, May 22, 2011

ველოსიპედით სამსახურში

ველოსიპედით სამსახურში - ასეთი აქცია მოეწყო თბილისში და მე, როგორც ველომოყვარულმა, აგერ დავდე ვიდეო. სიმართლე გითხრათ, იდეა ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი ორი ფაქტორის გამო: 1. თბილისში ძალიან ბევრი საშინელი აღმართია (გორი სამოთხეა მაგასთან შედარებით) და 2. თბილისში სახლიდან სამსახურამდე მანძილმა შეიძლება 20 კილომეტრამდე შეადგინოს (გორში ეს მანძილი და და ჰა 5 კმ იყოს). სწორ გზაზე ველოსიპედის საშუალო სიჩქარე კი 15-20 კმ/საათია. ასე რომ მე უფრო მივემხრობოდი მცირეგამონაბოლქვიანი ორთვლიანი სატრანსპონტო საშუალებების პოპულარიზაციას, როგორებიცაა სკუტერები. 0.7 აქვთ მემგონი ძრავის მოცულობა და 70 კმ/სთ მაქსიმუმი სიჩქარე. იდეალურია თბილისი რელიეფის ქალაქში "წავეუკოლოგიურებ" ტიპაჟის ადამიანებისათვის.

Saturday, May 21, 2011

მოხიბვლის მარკეტინგი

ვარდსა ჰკითხეს: "ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?"
მან თქვა: "ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად:
ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად".

გამარჯობა პატივცემულო მკითხველო. ამ პოსტის წერას უკვე მეოთხედ ვიწყებ, წინა სამჯერ ინტერნეტმა გაჭედა. ეტყობა რაღაცა არსებობს. :) მეცნიერების უკანასკნელი მიღწევები საშუალებას იძლევა ადამიანი ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს. ნუ, ვერ იტყვი, რომ საშუალებას იძლევა ადამიანი სულ კარგად იყოს და ამიტომ გამოიყურებოდეს კარგად, მაგრამ ნამდვილად შეიძლება ისე შეინიღბოს, გადაკეთდეს ან მოშორდეს "არასასურველი" ადგილები ორგანიზმს, რომ კაცი შვილი ვერ მიხვდეს ვინაა მის წინ სინამდვილეში.
მოკლედ, გვაქვს სამყარო, სადაც ყველას შეუძლია იყოს ლამაზი. ზედა სურათი "ბიოშოკიდან" ტყუილად არ დევს. ბიოშოკის სამყაროში მოთხოვნა იყო ყოფილიყავი ლამაზი, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენც ხედავთ რა მიიღეს. თუმცა ჩვენს რეალურ სამყაროში ასე ტრაგიკულად არ ვითარდება მოვლენები. მარტო ქირურგიაზე არ მაქვს საუბარი. საუბარია ასევე გამომწვევ ჩაცმულობაზე, მაკიაჟზე და ასე შემდეგ. სილამაზე ცოტა ფაქიზი მცნებაა, მისი მიღწევა ასე ადვილი არაა. თუმცა იყო სექსუალური, ეს უკვე შესაძლებელია.

ადამიანს აქვს თვისება - მოინდომოს სულ მეტი და მეტი. რელიგია იმითაა კარგი, რომ წარმოადგენს თავისებური მუხრუჭის როლს წმინდა ადამიანური განვითარების პროცესში. თუმცა რაც ნაკლებია რელიგია, მით მეტია ხორციელება და მიდი-მოვდივარ: შემდეგი ნაბიჯი სოდომისაკენ გადადგმულია. არა, მე განა იმას ვამბობ, რომ ეს ცუდია.. მაგრამ არც იმას ვამბობ, რომ ეს კარგია. აი ამაზე ვამბობ.

იცი, მომხიბვლელობა ინფლაციას გავს. რა არის ინფლაცია გლეხურად გეტყვით უცებ. აი, მაგალითად შენ, ჩემო საყვარელო მკითხველო, გაქვს ჯიბეში 10 000 დოლარი. ჰა, რავარია? ხოა ჯიგრული? ახლა წარმოიდგინე, რომ ყველას აქვს ჯიბეში 10 000 დოლარი. ისევ ჯიგრულია? აღარ არის მასე, ხო? ასეა მომხიბვლელობის შემთხვევაშიც - გასაგებია, რომ გოგოებს უნდათ კარგად გამოიყურებოდნენ, ბიჭებს უნდათ მაგარი როჟები იყვნენ. მაგრამ როდესაც ყველა "მაგარი როჟაა" სინამდვილეში გამოდის, რომ არავინაც არაა მაგარი როჟა. აი, სურათზე მშვენიერი გარეგნობის გოგონაა. მაგას რომ გვერდით საშუალოსტატისტიკური გოგოები მიუყენო, ეს გამორჩეული იქნება. მაგრამ თუ ეს საშუალოსტატისტიკური გოგოებიც იმდენს იზავენ, რომ ამ გოგოს დონემდე მივლენ, მაშინ რაღა აზრი ექნება მის მომხიბვლეობას?
ჰოდა იმის გამო, რომ მომხიბვლელობის ყიდვა შეიძლება, ყველა არის მომხიბვლელი და ცდილობს თვითონ იყოს გამორჩეული (და სინამდვილეში ბრბოს ნაწილი ხდება), იგივე მამაკაცებს აქვთ სულ სამი არჩევანი:
1. ყველა ერთნაირია - ყველა შენია
2. ყველა ერთნაირია - ყველას დედაც!
3. ყველა ერთნაირია - ეგება მამაკაცები არიან სხვანაირები?
აი ამის თქმა მინდოდა მე. აღარ მახსოვს რაზე მომიარა თავში მოხიბვლის მარკეტინგზე და ნაყიდ სილამაზეზე პოსტის დაწერის იდეამ, მაგრამ სასიხარულო ტენდენცია მაინც შეინიშნება - იყო ბუნებრივი + მსუბუქი მაკიაჟი.


Friday, May 20, 2011

გივი ჩაკ-ნორის სიხარულიძე

არც თუ დიდი ხანია, რაც ფეისბუქზე გაიხსნა ქართველი ჩაკ-ნორისის ფანკლუბგვერდი (მე შევქმენი იგივე გვერდის ფილიალი ადნაკლასნიკებზე სახელად: givi chuk-norris sixarulidze) საქმეში ჩაუხედავებს სიტუაციაში გასარკვევად ვეტყვი რაშია საქმე: ცნობილი კარატისტი და მსახიობი ჩაკ-ნორისი დიდი ხანია ღადაობის საგანია იმ კუთხით, რომ მას მიაწერენ მრავალ აბსურდულ თვისებებს (მაგალითად ჩაკს შეუძლია ტაში ცალი ხელით დაუკრას) და ასე მხიარულობს სასტავი. თხა თხაზე ნაკლებიო და პატივცემულ ფანგვერდის შემქმნელს აზრად მოუვიდა, რომ სწორედ გივი სიხარულიძეა ქართველი ჩაკ-ნორისი და რომ ჩვენ, ქართველებს, ჩაკ-ნორისზე არანაკლებ განმაცვიფრებელი თვისებებით შემკული ადამიანი გვყავს.

გივის მრავალი თვისებიდან ამოვარჩიე მარგალიტები და სიამოვნებით წარმოგიდგენთ მათ. აქვე დავამატებ, რომ კოპირაიტები არ ვიცი მე. ზოგი ჩემია, ზოგი სხვისი ფრაზებია მაგრამ მთავარი ისაა, რომ გივი სახალხოა.

  1. გივი დილით მამლებს აღვიძებს, რომ იყივლონ
  2. გივის ოპერაციის დროს ექიმებს ანესთეზიას უკეთებენ
  3. ერთხელ გივიმ ისეთი გამოცანა თქვა, თვითონაც ვერ გამოიცნო
  4. Givi - Connecting People
  5. გივი ერთდროულად ორ კურდღელს იჭერს
  6. ათეისტებსაც კი სჯერათ გივისა
  7. ერთხელ გივი ეშმაკს შეხვდა და ეშმაკმა პირჯვარი გადაიწერა
  8. ძერა გივიმ მოკლა
  9. გივიმ უთავო მხედარს სულ თავში ურტყა
  10. გივიმ უცნობი ჯარისკაცის სახელი იცის
  11. გივის შეუძლია ტყემალზე იჯდეს და ბლის კურკებს ისროდეს
  12. ქათამმა წყალი დალია და გივის შეხედაო
  13. გივი წყლის ფერია
  14. გივის ტომი და ჯერიში რომ ზანგი ქალია, იმის სახე აქვს ნანახი
  15. გივის შეუძლია ცეცხლში იდგეს და წყალი ეკიდოს
  16. გივიმ მადლი რომ ქვაზე არ დადოს, მაინც წინ დახვდება
  17. გივის მიქელა მიადგა - ცელი დამიბლაგვდა და სალესი ქვა მათხოვეო.
  18. გივიმ წყალი ჩაკბიჩა
  19. ეშმაკმა გივი ახსენა და ხეზე სამჯერ დააკაკუნა
  20. გივიმ ჭადრაკში დედოფალი პირველივე სვლაზე მოკლა
  21. სულები თეფშს ატრიალებენ და გივის იძახებენ
  22. გივი რედ-ბულს აფრთიააანეეებს
  23. როდესაც გივი ხახვს ჭრის, ხახვი ტირის
  24. ბერლინის კედელი გივისგან დასაცავად ააშენეს
  25. გივიმ შავ კატას გადაურბინა
  26. გივის შეუძლია მრავალჟამიერი მარტომ გაშალოს ხმებში
  27. გივის შეუძლია ახტეს და გაიკვლანჭოს
  28. ჩერნობილი იმიტომ აფეთქდა, რომ იმ დღეს გივის ლობიო ქონდა ნაჭამი
  29. ბინ-ლადენმა გივისთან თავი წააგო ჯოკერში
  30. პარკური გივიმ მოიგონა, როდესაც შემთხვევით ფეხი დაუცდა კიბეზე
  31. გივი როცა გულში მღერის, მთები ბანს ეუბნებიან
  32. გივის შეუძლია წეროვანის დასახლებაში კოტეჯს ეგრევე მიაგნოს
  33. სინათლის სიჩქარეა 1 გივი წამში
  34. გივი ლურსმებს დაჟინებული მზერით არჭობს
  35. ერთხელ გივიმ ისეთი წამოარტყა სიფრთხილეს, რომ თავი აატკივა
  36. გივის შეუძლია გრძელი სიტყვა მოკლედ თქვას
  37. გივი საათს არ ატარებს. ის თვითონ წყვეტს რომელი საათია.
  38. გივის შეუძლია უდაბნო გაიაროს პირში ჩაგუბებული წყლით
  39. თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, ესე იგი გივისთანაა წასული
  40. ცისფერ მთებში რომ გივის კითხულობენ,

Thursday, May 12, 2011

საიდან ამდენი ბოღმა?!

საღამო მშვიდობისა. დღევანდელ პრეზენტაციაზე წარმოგიდგენთ საკმაოდ აქტუალური პრობლემის განხილვას. პრობლემისა, რომელიც ნელა-ნელა იპარება სულში და იწვევს მის დაშლას, იწვევს მოტივაციის და მოსწრების დაქვეითებას, იწვევს პიროვნების დეგრადაციას. საუბარია ბოღმაზე.
ბოღმის პრობლემა პირველად ცხოვრებში მაშინ შევიგრძენი საკუთარ თავზე, როდესაც გაიხსნა "ქართული ბლოგების აგრეგატორი" - ბლოგროლ.გე და მის ავტორს მოუვიდა აზრად გაეკეთებინა "არ მომწონს" ღილაკი. გგონიათ ფეისბუქის დამპროექტებელი სულელია და იმიტომ აქვს ფეისბუქს მარტო "ლაიქ" ღილაკი? ეს წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც შენთვის დიად და ღირებულ ნამუშევარზე (არა აქვს აზრი რაზე, სურათზე, სტატიაზე თუ ვიდეოზე) ვიღაც უცნობი მინუსს წერს და კიდევ უფრო უარესი, როდესაც ამ ფაქტს ქრონიკული სახე ეძლევა. როგორ შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი არ მოგწონდეს, ა? ამის ერთად-ერთი ახსნა ისაა, რომ იმ უცნობს აწუხებს არასრულფასოვნების კომპლექსი და ამით დაბოღმილი სხვებს ანონიმურად ამცირებს (ინტერნეტი იძლევა ამის საშუალებას, ხო?), დემაგოგობს და ასე ცდილობს კარგი გამოჩნდეს.


თებერვლის თვემდე, მანამ სანამ ახალ სამუშო პროგრამაზე გადავიდოდით, მთელი ჩემი გავლილი 25 წლის მანძილზე რომ შეგეკრიბა, სადღაც 100 გინებას მოაგროვებდი, რომელიც ჩემი პირიდან ამოვიდა. ისიც ისე რა, ლაითად - ამის დედაც, ჯეკ! თებერვლის შემდეგ უკვე ჩემს თავს ვერ ვცნობ. პროგრამამ უამრავი წვრილი დაუხვეწავი ნიუანსის გამო ნერვები იმდენად გამიფუჭა (არადა მეგონა რკინის ფსიქიკა მაქვს თქო), რომ ახლა უკვე დღეში შეიძლება მოგროვდეს 30 მდე კაი შეკრული გინება (ტიპა: ამის კარგიც მოვტუუ) და აშკარად ვგრძნობ, რომ დაბოღმილი ვარ. დაბოღმილი ვარ პროგრამაზე, მის დამწერებზე, ხალხზე, ამინდზე, მანქანების მოძრაობაზე.. დაბოღმილი ვარ საკუთარ თავზე და ეს გრძნობა ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე. ჩემდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ვცდილობ არ მივცე გასაქანი ბოღმას და არ ვანთხიო ხალხზე. ამით არც არაფერი მომემატება და იმათაც ტყულად მოვუშლი ნერვებს.


ბოლო წვეთი ამ პოსტის დაწერისაკენ იყო ჩემი პირველი ველოსაგზაო შემთხვევა, როდესაც ბოღმას პირისპირ შევეჯახე. როდესაც მართლა შეწუხებულმა იმით, რომ ქალბატონს ჩემდა მოულოდნელად დავეჯახე, მას ბოდიში მოვუხადე, საპასუხოდ კი "შენ სპეციალურად დამეჯახე" მივიღე, უკვე დამაფიქრა ბოღმის წარმოშობის და განვითარების პერსპექტივაზე. ბოღმის არსებობის ფაქტორებსა და მათ მოსპობაზე. სავარაუდოდ ქალბატონი სხვა ვინმეზე იყო დაბოღმილი და მე ცუდ დროს ცუდ ადგილას ავღმოჩნდი. ისმის კითხვა: საიდან ამდენი ბოღმა?! ჩემი აზრით პასუხი საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ. თუ ადამიანი სუსტია, ის ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ და რაც არ უდნა გასაკვირი იყოს, შეიძლება ვინმეს აწყობდეს, რომ ყავდეს დაბოღმილი საზოგადოება ქვეყანაში. დაბოღმილი, დამოკიდებული და სუსტი ხალხის მართვა ხომ ადვილია? აი საკუთარ მაგალითზე ვიტყვი: მე რომ იმ დონეზე დავიბოღმო, რომ უკვე ვეღარ ვაკავებდე და ამ დროს ერთი 100 ჩემნაირი დაბოღმილი მოვიდეს და წამოდი ვინც ეს პროგრამა ჩამოათრია, იმასთან მივდივართო, მითხრას, დიახ, გავყვები. ნუ, თეორიულად ასეა. ახლა ვნახოთ ფრთიანი ფრაზა "ხალხს ფული არა აქვს" - ეს რა თქმა უნდა სისულელეა, ხალხს ძალიან ბევრი ფული აქვს. ზოგიერთებს უფრო მეტი აქვს და ვისაც იმდენი არა აქვს, მას შურს და იბოღმება. ასეთ დაბოღმილი თუ ბევრი იპოვა ვინმე კიდევ უფრო დაბოღმილმა, შეიძლება გამოიყვანოს ქუჩაში და ჩაატარებინოს აქციები. ხოლო ამის საწინააღმდებო, ანუ ბოღმის და არეულობის, არის პური და სანახაობა. თუ ადამიანი მაძღარია, ის ნაკლებად დაბოღმილია. ხოლო თუ ამ ნაკლებად დაბოღმილს კიდევ სანახაობას უჩვენებ, კიდევ უფრო ნაკლებად დაიბოღმება. აი ამის თქმა მინდოდა მე. გვიჩვენეთ მეტი სასიამოვნო და გასართობი, ნუ გვიჩვენებთ ერთი და იგივე ჰანგზე მომღერალ მთელ ოპოზიციას, ნუ გვიჩვენებთ კატასტროფებს და საშინელებებს და მორჩა. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ საბჭოეთში ბოღმა არ იქნებოდა ასე გავრცელებული.

Wednesday, May 11, 2011

კუთხეს პლუს ერთი წელი

მე რომ ავტომობილი ვიყო, ასეთი მონაცემები მექნებოდა ტექ-პასპორტში: ავტომობილი "ვანიშვილ 4", გამოშვების წელი: 1985, ტიპი: მამრი, ფერი: მოწითალო-თეთრი 1/4, სახელმწიფო ნომერი: 59001.. , გაცემის საფუძველი: ოჯახის ერთობლივი განცხადება, გამცემი ორგანო: ქ. გორის სახ. მთ. სამშობიარო, კუთვნილება: კაცობრიობა. :) დღეს 26 წლის გახდა ეს ნახშირბადოვან-ცილოვანი დამოუკიდებლად მოძრავი ერთეული.


მაშ ასე. შევაჯამოთ გავლილი წელი. გვერდით მაქვს გახსნილი ჩემი წინა წლის პოსტი და ვნახოთ რა მომისწრია.
1. გამელესა სახლი - შესრულებულია.
2. შევეცდები ავტომობილიშ შეძენას - ჩაიშალა და შესაბამისად
3. შევეცდები მეგობარი გოგონას პოვნას - ჩაიშალა
4. წავალ და ვითამაშებ აირსოფტს - შესრულებულია.
5. გავიცნობ გორელ ტრეისერებს - შესრულებულია
6. მექნება სამუშაო - მაქვს
7. ალბათ ვიყიდი ველოსიპედსაც - შესრულებულია
8. აიცილებლად ვივარჯიშებ ყოველ დილას და გავაკეთებ 10 აზიდვას - ისე არაა ჩემი მტერი
9. არ დავივიწყებ ბლოგს - ვცდილობ
10. ვთარგმნი რამეს - ვთარგმნე ჰალფ-ლაიფ 2.

გეგმები შემდეგი წლისათვის:
1. მქონდეს სტაბილური შემოსავალი
2. ბოლო-ბოლო მოვნახო მეგობარი გოგო
3. ვთარგმნო კიდევ რამე და/ან დავწერო რამე სასარგებლო პროგრამა
4. რაში მჭირდება, მარა ვიყოლიო ავტომობილი (ეგდოს, ბავშვები შეჭამენ)
5. შევცვალო სახლის სახურავი.
6. ჩავველოსიპედდე ხაშურში და ბორჯომში.
7. ვიარო აირსოფტის თამაშებზე
8. გადავიღო კლიპი ჯგუფი "თუმანის" სიმღერაზე "მზეო ამოდი"
9. მქოდეს ერთ დღიანი, სამ დღიანი, ერთ და ორ კვირიანი მობილურის კარანტინი
10. არ ავცდე 95 კილოგრამს.

ახლა კი დღევანდელი დღის სტატისტიკა: პირველი მილოცვა მივიღე 12:10 წუთზე მშობლებისაგან და მათი მეგობრებისაგან, რომელ არს სტუმრები, ეგრეცა გიტრიმკვრელი ზურა ცოლითა თვისითა. ჯამში მომილოცა ოხრად ადამიანმა, რომელთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემი დის უზარმაზარი სითბოთი სავსე მოლოცვა. მიყვარს ჩემი ძმა დაიკო. :* ჩვენმა თითქმის მთლა უფროსმა აი ასეთი საჩუქარი გამომიგზავნა.

საჩუქრებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და არანაკლებ სამიგინალური საჩუქარი მაჩუქა საჯაროს ნინომ, რომელ არს თანამშრომელი ჩემი.

სლავა, სოკები არ დავლიოთ?

გუშინვე დედამ მიყიდა ესეთი ცნაური (ცნაური) რაღაცისფერი ქუდი..

გუშინწინ კი რაჭის მაღალმთიანეთმა მაჩუქა ყველაზე მისტიკური ხედი, რაც კი მინახავს ოდესმე. Silent Hill - ამაფორიაქებელია.


არავის უჩუქნია ღიმილი ჩემთვის.. თუმცა არა, ჩიხლამ მაჩუქა ღიმილი. და საერთოდაც, ადრენალინის დონე საშუალოზე დაბალია. არ მქონია ტორტი, არ მქონია ფართო პურიჭამა და არ მყოლია სტუმრები. Fuck Yeah..

Thursday, May 5, 2011

პირველი ველოსაგზაო შემთხვევა

ამონარიდი მოძრაობის წესებიდან
ველოსიპედის მოძრაობა დასაშვებია - 1. გზის მარჯვენა მხარეს ერთ ზოლზე. 2. ქვეითთა ბილიკზე (ტროტუარზე), თუ ეს არ შეუშლის მოძრაობას ქვეითებს. 3. სპეციალურად გამოყოფილ ველოტრასაზე.
ქვეითის მოძრაობა დასაშვებია - 1. ქვეითთა ბილიკზე (ტროტუარზე). 2. გზის მარცხენა მხარეს ტრანსპორტის მოძრაობის საწინააღმდეგოდ. 3. ქვეითთა გადასასვლელებზე. 4. ტრასპორტისაგან თავისუფალ ზონებში.
მივდიოდი ჩემთვის გზის მარჯვენა მხარეს ერთ ზოლზე, გადავწყვიტე ველოსპიდომეტრი გადამეყვანა გავლილი მანძილის აღრიცხვის რეჟიმზე, გადაყვანის მერე ავიხედე მაღლა და ჩემგან 1 მეტრში დავინახე მოძრაობის წესების დარღვევით (კერძოდ, ტროტუარის მაგივრად შუა გზაზე მიმავალი) ქალბატონი, ვერ მოვასწარი დამუხრუჭება და შეჯახების თავიდან ასაცილებლად მოვაცურე ველოსიპედი, გადმოვარდი იქედან და დავებრეგვე ასფალტზე. სამწუხაროდ ველოსიპედის ბორბალი მაინც დაეჯახა ქალბატონს, რის გამოც ბოდიში მოვუხადე. ჩემდა გასაკვირად ქალბატონმა მიპასუხა, რომ შენ ეს სპეციალურად გამიკეთეო და ზიზღით შემომხედა. მე გული მომივიდა, დათხვრილი და თითებნახოხიალები დავჯექი ველოსიპედზე, ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა ქალბატონო თქო და გავაგრძელე გზა. მადლობა პატრულს, რომელიც ჩემს ქუჩაზე კვარტალში ერთხელ დადის.

Monday, May 2, 2011

ბორჯომში - დაკვეთით

Yes! I Did It!

ადრე დავწერე ბორჯომის თემაში, რომ საბაგიროს ტექ. მონაცემებს გადავიღებ თქო. ხოდა მას მერე ან არ ვყოფილვარ ბორჯომში, ან დამავიწყდა გადაღება. ყველა შემთხვევაში გუშინწინ დამიPMეს, ხომ არ გადაგიღიაო. და ისეთი PM იყო, რომ ძალიან მომეწონა და ვთქვი: "პაცან სკაზალ, პაცან სძელაეტ"-თქო. და მერე რა, თუ 15 ლარამდე დამიჯდა გზა? მერე რა, რომ კინაღამ ბორჯომში ჩავრჩი? მერე რა, რომ ღამენათევი, მშიერი, ნამუშევარი მაგრამ ენთუზიაზმით სავსე ჩავჯექი ბორჯომის "მარშუტკაში" და ვთქვი: "პაცან ძელაეტ". დიახ, მე მარტო იმიტომ ჩავედი ბორჯომში, რომ საბაგიროს ტექ-მონაცემების სურათი გადამეღო. დიახ, ეს არაა ჯანსაღი და საღი აზრი. დიახ, ამის გასაკეთებლად დიდი ენთუზიასტი უნდა იყო. მაგრამ მე ხომ ეს პირველად არ ვქენი. დიახ, მე მსგავსი რამ ქუთაისშიც გავაკეთე. და დიახ, მე ამაყი ვარ: "პაცან სკაზალ - პაცან სძელალ!". ის კი არა და სპექტალკსაც კი მივუსწარი გორში "ტოპაზის სისტემა" - მე მაგარია!


პ.ს. ბჯო, ხალხი ამერიკიდან ევროპაში დაფრივანს მარტო იმიტო, რომ ყავა დალიოს და მერე უკან გაფრინდეს და მე ბორჯომში ვერ უნდა ჩავიდე სურათის გადასაღებად, ჰაა?

პ.პ.ს. ამდენი ხანი იმიტომ არაფერი დამიწერია, რომ მართლა დედა არ მყავს სამუშაოზე. თორემ დასაწერი თემების მეტი რა მაქვს: "არსაით" უნდა გავაგრძელო, არათვითმოტივაციის შესახებ უნდა დავწერო, უნდა დავწერო "გოჭიმუნზე" (გოჭისა და მაიმუნის ნაჯვარი) სავარაუდოდ და რაღაცაზე უნდა დამეწერა კიდე და დამავიწყდა.. ა, ჰო, ანონიმურ კომენტატორებზე.