ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში
-
2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი
აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები,
ვიკრიბებოდით თეატრის...
Saturday, June 25, 2011
რესტორანი "იმპერიალი"
მაშ ასე, დღეს სულ რამდენიმე საათია რაც გახლდით ახლად გახსნილ რესტორან "იმპერიალში", რომელიც შეიქმნა აწ უკვე ყოფილი ლუდის ბარი "ორბის" ბაზაზე. დავწყოთ ისტორიით. 90-იანი წლებიდან ლუდის ბარი "ორბი" ერთ-ერთ ყველაზე დიდი და ცნობილი ბარი გახლდათ გორში. თავის სახელს 2005 წლამდეც კი ინარჩუნებდა. მაგრამ მერე დაიწყო რესტორნების და მსგავსი კვების ობიექტების ბუმი გორში და "ორბმა"-ც დაკარგა აქტუალობა. პლუს "ორბის" ქებული ხინკალი რაღაცნაირად გაბანძდა და მათ საკუთარ ლუდსაც უცნაური რეზინის გემო მიეცა.
2011 წლის დასაწყისში ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო, დააფურთხა 30 დან 50 ათასამდე ლარს, უარი თქვა ზაფხულის ღია, გრილ ვერანდაზე და საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება მიიღო: რებრენდინგი! საბოლოო ჯამში ლუდის ბარიდან მივიღეთ გორის სტანდარტებით 4 ვარსკვლავიანი რესტორანი. რესტორანი "იმპერიალი"
მაშ ასე, ექსტერიერი: შუშებიანი გარე ხედი, გრანიტით მოპირკეთებული კიბეები და შუშის კარები. 10 ქულა 10 დან. ძველი ლუდის ბარიდან დარჩა მარტო სახურავი, სადაც ღარებს შორის ნაცვლად "ორბი"-სა წერია "იმპერიალი", რომელიც ასევე ნაცვლად უბრალო წარწერისა, ღამე ანათებს კიდეც. და კიდევ დარჩა ძველი კუპეები, სადაც 8 ადამიანიდან 20 მდე შეიძლება დაეტიოს.
შესასვლელი ფართო და ნათელია, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს გვერდებზე დაკიდებული სარკეები. 10 ქულა 10 დან. ერთად-ერთი მინუსი, რაც სურათზეც ჩანს, კაცისა და ქალის საპირფარეშოები ისეა ერთმანეთთან მიჯრილი, დალეულზე რომ გამოვედი, მეგონა გამიორდა თქო ჩვენება და საერთოდ გადავიფიქრე იქ შესვლა. :)
ინტერიერი: ძნელი წარმოსადგენია როგორ გამოვიდა ამხელა ფართი მაქსიმუმ 40 ადამიანზე გათვლილი ვერანდიდან. პირველი რაც თვალში გეცემა შესვლისას, ეს სწორედ სივრცეა. ახალ რესტორანში თავისუფლად დაეტევა 100 კაცამდე. მინუსი - მაქსიმუმ 30 ადამინი თუ იცეკვებს. 8 ქულა 10 დან - სივრცე არაა ოპტიმალურად გამოყენებული.
დეკორაცია - მოწოდების დონეზეა. დარბაზი ნათდება სამი ხერხით. ესაა შეკიდული ჭერის განათება, რომელიც მეორეხარისხოვან განათების როლს ასრულებს და იძლევა ნაზი სინათლის ჩართვის საშუალებას. მთავარი განათება ხორციელდება დღის განათების მცირე ნათურებით, რომელებიც ისეა დამონტაჟებული, რომ შესაძლებელია 6 სექტორად დაყოფილი დარბაზის მარტო 1 სექტორი იყოს განათებული და დანარჩენები კარგად ჩაბნელდეს. მესამე და არამთავარია "შუქ-მუსიკის" ლაზერული განათებები. დიდი იმედი მქონდა, რომ ისინი ე.წ. "ფლეშ-ლაითი" იქნებოდა, მაგრამ ალბათ სახსრების დანაკლისის გამო მხოლოდ ლამაზი სხივების გამოშუქებით და ფიგურების ხატვით შემოიფარგლნენ. დეკორაციაში აგრეთვე აღსანიშნავია საკმაოდ ლამაზი ფარდები, ჭერს შეხამებული იატაკის ფილები და ბარი. საერთო ანგარიში 9 ქულა 10 დან.
ძველი ლუდის ბარის ერთი ციცქნა ბარიდან არაფერია დარჩენილი ლუდის ჩამოსასხმელი აპარატის გარდა. ახალი ბარი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ერთი ის აკლია, რომ ბართან ვერ ჩამოჯდები, რაც პრინციპში არაა საჭირო - რესტორანია ბოლო-ბოლო და იმხელა მაგიდებია გაშლილი. :)
მომსახურება - ახლად ნაყიდი თეფშები და საერთოდ, მაგიდის ატრიბუტიკა სასიამოვნო სურპრიზად დამხვდა. ქაღალდის ხელსახოცების ნაცვლად არის დიდი ნაჭრის ხელსახოცი. თეფშების გამოცვლა ხდება სტანდარტულად, როცა დაინახავენ. :) საკვების მიტანა წარმოებს სპეციალური ურიკებით, რაც ადრინდელ ხელით მიტანასთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ მისვლიდან კაი 20 წუთი ველოდეთ პურის მოტანას და კიდევ 5 წუთი ლიმონათების შემომატებას. საერთო ჯამში ნახევარ საათში შესაძლებელი იყო დაგეწყო პურის ჭამა და ეს მაშინ, როდესაც ზუსტად გვითხრეს დაწყების დრო. ორი ტყუპი მიმტანის ხათრით მომსახურება იღებს 7 ქულას 10 დან.
ჩემი საერთო შეფასება ასეთია: გარემო 10 ქულა. მიდგომადობა 10 ქულა. პერსონალი 9 ქულა. მომსახურება 8 ქულა. ჯამში 8.5 ქულა. ფასები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სტანდარტული გორის ფასები იქნება წესით. მადლობა მიმოხილვის წაკითხვისათვის. აქვე იხილეთ ჩემი სხვა მიმოხილვებიც ("შადრევანი", ."გუსტო", "ხინკლის სახლი")

Sunday, June 19, 2011
ქართველი ოპოზიციონერი
გაღვიძებისთანავე მომივიდა იდეა გამეკეთებინა ვიდეოპოსტი ქართველი ოპოზიციონერის შესახებ, მარა ხომ იცით სიზარმაცის და ნიჭიერების კომბინაციის შესახებ. ამიტომ, იდეა რომ არ დაკარგულიყო, პროზად დავწერ ვიდეოპოსტს. მემგონი უკვე საინტერესოა, არა? :)
თეთრი კედლის ფონზე "კაჩალკაში" ზის კაი ჩატუკნული მამრი თავზე წაკრული თეთრი ხილბანდით. კედელზე საქართველოს დროშა ჩანს. ასევე ჩანს თბილისის ხედის ამსახველი სურათი. მამაკაცს ფართო ღიმილი აქვს და სქელი ღაბაბი. წითელი ჰალსტუხი ბოლომდე არ აქვს აწეული. აცვია "შლოპანცები", შორტი, კოსტუმი და თეთრი პერანგი.
- ოპოზიციონერობა? - იღიმება - არა, რატომ ძნელი? მთავარია არაფერი მოგწონდეს რასაც ხელისუფლება აკეთებს. (კადრი ახალგაკეთებულ პარკში) აი თქვენ ეს მოგწონთ? თქვენ რა გგონიათ ხალხს სამუშაო არ აქვს, რომ პარკებში სიარულში არ დახარჯოს დრო? (ღამის კადრი ლამპიონებით განათებულ ქუჩაში) აი, რას აკეთებს ხელისუფლება! სულ გაანათა ყველგან და შეყვარულისათვის ცეცხლის გული ვერ დაგინთია კაცს! (კადრი პატრულის მანქანასთან) აი, შეხედეთ, შეხედეთ რამდენ ფულს ფნალგავს ხელისუფლება ამ მანქანების შეძენაში. ეყიდათ რამე იაფი.. ველოსიპედი მაგალითად (კადრი სავსე მთვარის ფონზე) ნახეთ, ეს ხომ უპასუხისმგებლობაა! როგორ შეიძლება მთელი ღამე იყოს მთვარე განათებული! ვისი ჯიბიდან ნათდება ის? ჩემი და თქვენი, ბატონებო!
(ჯერ გაოცებული თვალები აქვს, მერე კი იღიმება) - მეე? ნუ, ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ყველანი კარგად ვიცხოვრებთ. (ცოტა ხანი ფიქრობს) ნუ, კარგად რა, აი მე მაგალითად შემეძლება ბოლო-ბოლო ვიყიდო ის ჩემი საოცნებო ჯიპი. ასევე წავიდე ხოლმე ჰავაის კუნძულებზე და დავისვენო ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში. ხალხი იქნება წყნარად და მშვიდად, არავის ექნება არაფრის დარდი.. ხალხი იქნება მაგრად რა. ჯიგრულად იქნება ხალხი.
ჩვენი მთავარი კოზირი? (მუხლებზე დროშის ტარს იდებს) ჩვენი მთავარი კოზირი სიმართლეა! სიმართლე კი ხანდახან მტკივნეულია. (იღიმება) თქვენ გგონიათ ეს უბრალოდ დროშაა? (დროშის ტარს პირით ცოტას მოაკვნეტავს) ეს ოპოზიციონერის საკვებიც შეიძლება იყოს, იარაღიც, გულის გასამაგრებელიც, ჰეჰე.. (იცინის) გულის გასამაგრებელი.. ჰეჰე (თვალები უშტერდება და იცინის) რა მაგრად ვთქვი, არა? გულის გასამაგრებელი, ჰეჰეჰეჰე.. ეგ რა გიჭირავთ? ჰეჰეჰე.. კამერა? რა სახელია, ჰეეეჰეჰეჰეეეე, კამერაო, ცუდად ვაარ, ჰეჰეჰეჰჰეეჰჰეეეეეე! გული და კამერა, ვააააჰაჰაჰაააა! (კადრის გადახვევის ეფექტი)
ჰეჰე, რაო? ჰეჰეჰე, კოლაბო.. რა? კოლაბორაციონისტი რა არის? მტერთან გარიგების დადება? ჰეჰე.. (იღიმება) ნუუ.. ჰეჰე (უფრო ფართოდ იღიმება) როდესაც სამშობლოს ჭირდება, მტერთანაც შეიძლება გარიგებების დადება.. აუ, მტერთან გარიგების დადებაო, რა ვთქვი ჩეეეემიი (იცინის) ვაააჰაჰაჰაააა! კოლაბო.. ტფუ, მომტყდა ენა, ვაჰაჰაჰააა.. მე კოლაბორაციონისტი ვარ! ჰეჰეჰეჰეეე (უკვე სლოკინი უვარდება სიცილისაგან) კოლაბო.. სლოკ.. კოლა.. სლოკ.. მე ვარ კოლაბორა.. სლოკ.. ბორაციონისტი.. ბორაისტი.. სლოკ.. ვაჰაჰაჰაჰაა.. ჰაჰაჰაააა.. ვაი, ვააიი.. ჰუუ.. (ამოისუნთქა და იქვე სიცილი აუვარდა) ხელისუფლება რას აკეთებს ვაჰაჰაჰაჰა, ხალხს აბოლებს მარტო, ხახახააა. მე ვარ მარტო პატრიოტი, მე ვარ კოლაბო.. ტფუ, ვინ მოიგონა, ბუჰეჰეჰეჰეეე (ტელევიზორის ჩაქრობის ეფექტი. შუაში წვრილი და თეთრი წერიტილი უცებ ფართოვდება და იქედან თავი გამოიჩხირება) მე დამიჯერეთ ხალხო, მეეე! ვაჰაჰაჰააა (კადრი ჩაქრება)

Saturday, June 18, 2011
საიდუმლო მასალები
გადავწყვიტე საჯარო გავხადო ის კონფიდენციალური მესიჯები, რომლებიც მაქვს მობილში და რომელსაც აგერ უკვე მერამდენე წელია ვინახავ. აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე მესიჯების ხანდაზმულობის, თემის აქტუალურობის და დასაპოსტი იდეების არქონის გათვალისწინებით. მესიჯის ავტორები რა თქმა უნდა ინკოგნიტოდ დარჩებიან და იმედი მაქვს კომენტარებში არ დაიწვავენ თავს. მაშ ასე, შეიკარით ქამრები და წავიდა:
20.01.2010 - 17:52
..ახლა გეტყვი გულწრფელად. ვერ ვიტან ასეთ ვულგარულ საუბარს, არათუ არავის ვეტყვი, სურვილიც არ გამიჩნდება. :) ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდიხარ და რა სიამოვნებით მოგცემდი. აი ახლა რომ ერთად ვიყოთ არავისი მომერიდებოდა და ისეთ რამეებს გავაკეთებდი, აუუუ..
21.01.2010 - 14:55
აბა, გინდა ახლა შენს ოთახში შემოვიდე მაღალ ქუსლებზე მუხლამდე პალტოთი, შენს წინ მაგიდაზე დავჯდე, ჩემს ფეხებს შორის მოგიქციო, პალტოს გახსნა დავიწყო ზემოდან? :დ
21.01.2010 - 15:46
მერე ყურებზე მოგეფერებოდი ნაზად ტუჩებით თან მკერდზე თითის წვერებს დაგისვავდი ფრთხილად...
21.01.2010 - 15:55 - Incoming MMS
21.01.2010 - 16:05
მერე დაგაწვენდი, ტუჩებით მკერდზე მოგეფერებოდი და რაც ფეხზე იდგომებოდა, იმას ერთ თბილ ადგილს შევახებდი ნაზად და ხშირ-ხშირად.
21.01.2010 - 16:44
მერე შევტრიალდებოდი, ფეხის წვერებიდან ამოვყვებოდი ენის წვერით და ნაზი კოცნით, მერე იმ გადარეულსაც წავეფერებოდი ეგრე ცოტას და შემდეგ ნაზად დავაჯდებოდი.
03.04.2010 - 17:49
1000 ლარად მოგცემ. :დ 10 ჯერ გათავების გარანტიით. :დ
03.04.2010 - 18:08
არასოდეს არავისთან აზრადაც არ მომსვლია სექსი ფულის სანაცვლოდ, მაგრამ შენთან კი. იმიტომ რომ მიყვარდი, შენი ვიყავი და ვერ დაინახე.
02.06.2010 - 00:45 - Incomming MMS
მორჩა საიფუმლო მასალები. ვსო, შეგიძლიათ დახუროთ პირები! დანარჩენი შემდეგ წელს, ხანდაზმულობის ვადა რომ მოუწევს. ა, მოიცა, ერთიც არის, ვაფშე სულ თავიდან საიდანაც დაიწყო. სახე სპეციალურად მოჭრილია, ისევე როგორც ზედა სურათში, სამაგიეროდ რისი გამოჩენაც უნდოდა ოპერატორს, კი ჩანს გემრიელად.
14.10.2007 - 23:53 - Incoming MMS
პ.ს. არ ელოდით, ხომ? Art of Surprise!

Tuesday, June 14, 2011
აგვისტოს 5 დღე
გუშხამ, რომელ არს კვირა, ვიყავი ამ "ავოიეე, ჰოლივუდეე, ქართველებეე" სტილით მაყურებლამდე მიტანილ კინოზე. ახლა მივყვები და ნელა-ნელა, წყნარად განვიხილავ. არ დავმალავ არც ცუდს და არც კარგს. ჰო, ამას ვწერ ვინმე გურამ მელექსე, მე გორელისა ამითა..
მააშ ასეე: ბიუჯეტი 20 მილიონი.. ნორმალური ფულია. კაი 200 ხინკალს იყიდი და ცოტაც დაგრჩება. და რა მაინტერესებს: ეს ფული სულ ასაფეთქებლებში წავიდა თუ სცენარისტებსაც მისცეს რამე? ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ მინახავს მე ასეთი ომი. ნუ, ჯანდაბას, გრძნობების გასაძლიერებლად საჭირო იყო ქვა არ დარჩენილიყო ქვაზე და დაენახა მაყურებელს, როგორი საშინელებაა ომი. მარა რა არის იცი? ადამიანი ეჩვევა.. და ეჩვევა მალე. როდესაც მთელი კინოს მანძილზე ფეთქდება, ისვრიან და ბრაგაბრუგი ისმის, ამას ვეღარ აღითქვავ მძაფრად.
სამაგიეროდ მშვენივრად არის გადმოცემული ქვეყნის სილამაზე. არის გადმოცემული ტრადიციები, თუმცა რაღაცნაირად.. ეე.. მარკეტინგულად? ფილმი მოგვითხრობს აგრეთვე, თუ როგორი მამაცები ვართ ეს ქართველები და როგორ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძვით.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ფილმი არ მოგვითხრობს, თუ როგორი ცუდები არიან რუსები. პირიქით, ერთად-ერთი რუსი ჯარისკაცი, რომელიც სულ ღლაპია და ავტომატს ძლივს ერევა, დადებითად არის წარმოჩენილი მარა რაღაცნაირად, საცოდავადაც კი. კაზაკები თავში უტყავენ, სამხედრო ფორმა ძველი და მოუვლელია, ბათინკების ნაცვლად ბოტასები აცვია.. სად ჩვენი, ქართული ფორმა - კბილებამდე შეირაღებული რემბოები, რომელთაც ტყვიები არ უთავდებათ და მიზანს არ აცელენ.
ენდი გარსია, რომელმაც არ უნდა დავუკარგოთ და მშვენივრად შეასრულა სააკაშვილის როლი, იშვიათად ჩანს ეკრანზე. ალბათ რაზეც ეყოთ ფული, რომ გადაეხადათ ჰონორარი, ის დრო გამოჩნდა. ნუ, სხვა ვერსია ნაღდად არ მაქვს. ენდი სააკაშვილის სცენები კინოში ისეა მიმოფანტული, ნაღდად ვერავინ გაიგებს, რა ხდებოდა მთავარსალდალთან, რა დღეში იყო მთავრობა და საერთოდ, რა საჭირო იყო ეს სცენები, თუ სიუჟეტს ვერ დაალაგებდა? სცენარისტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჰალსტუხის ეპიზოდი არის კინოში. ასევე კოსტუმის დიზაინერების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ამ სცენაშია ეს ჰალსტუხი, მაშინ როდესაც მთელი ომის მანძილზე მიშას სწორედ ეს ჰალსტუხი ეკეთა.
რამდენაც კომერციულია კინო? აი, ისრით მითითებულ ადგილზე, სადაც ფოსტის შენობა იყო და სადაც ცხოვრებაში არაფერი გაკრულა, მიტყეპნილია საქართველოს ბანკის მთელიანი პლაკატი. ამერიკელი მაყურებელი კი ვერ გაიგებს, სად ფოსტაა და სად ბანკი, მარა ცუდი ისაა, რომ კვამლი, რომელიც ნამდვილია, ამ პლაკატის ქვეშ გადის, და აშკარად ჩანს, რომ მიტყეპნილ-მიკომპიუტერებულია. სხვა ფარული რეკლამა ვერ ვნახე, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მთელი კინოს განმავლობაში ავტომატ-კალაშნიკოვის ქვენა მიდის, მაშინ როდესაც ქართულ არმიას სულ ახალი დარიგებული ქონდა კოლტ-კომანდო. ალბათ მოერიდათ კინოში ამერიკული ელემენტის გამოჩენა, არა? კაი, მარა სულ ბოლოს რომ ჩანს ძირს დაყრილი მ16 ები და გვერდით დადებული მუზარადები, არა უშავს?
ჰო, სამხედრო თემაზე კიდევ ერთი ლაფსუსი დავინახე: როდესაც მეთაური ხელს ხრის, ზემოთ წევს და მუშტს კრავს, ეს ნიშნავს "შეჩერდი"-ს. აქ კი, კაპირანი რევაზ დარსია ამ ჟესტს აჩვენებს და ყვირის "მომყევით". ა, კიდევ ერთი მახსენდება: რაკეტმტყორცნი, უფრო ცნობილი როგორც "ერ-პე-გე", რომელიც განკუთვნილია ახლოს მოძრავი ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად, საერთოდ უსარგებლოა მფრინავი და მით უმეტეს, შორს მოძრავი მანქანების ჩამოსაღებად. იმიტომ რომ არ მიდის სწორად. სადღაც აუცილებლად აურევს ტრაექტორიას. ეს ჩვენი კაპიტანი კი რომ დაადებს, იქცე დააგდებს ცოტა არ იყოს და გაუგებარ ვერტმფრენს. მემგონი კრაკაძილი იყო სანამ დაფრინავდა და რომ ჩამოვარდა, მერე მუტაცია განიცადა? შეიძლება ვცდები, მარა ეს სატრანსპორტო ვერტმფრენი მი-12 არაა?
ჰოოო.. არის მომენტი, როდესაც მთავრი გმირი ჟურნალისტი ვაშლს მოწყეტავს და ჭამს. ანუ მაინც გორეეეე. :) ერთი კაცია, რომელიც სანახევროდ ოსია და ის ცუდი როჟა და გამყიდველია ფაქტიურად. ჰო, პატარა-პატარა ყველას უკბინეს. უკბინეს ამერიკას - 5 კონტინენტზე რომ ომი იყოს, მაგათ მარტო საკაბელო არ გაეთიშოთ და სხვა ფეხზე არ კიდიათო? უკბინეს ევროპას და სხვათა შორის, ლამაზად შეასრულა ეს გარსიამ - იმათ რა ენაღვლებათ, მოიწვიონ კრებები და გადაწყვიტონ - სანამ ეგენი ლაპარაკობენ თითო წუთში თითო კაცი კვდება აქო. უკბინეს რუსეთს - როგორც ავღიშნე, საცოდავად იყო ის რუსი ჯარისკაცი ჩაცმული და პლუს, კაზაკი, ვინც ცუდ როლშია, ის ამბობს, რეგულარური არმია დემოტივირებულია და ამიტომ ჩვენ გვიძახებენ საპასუხისმგებლო მისიაზეო.
ახლა გეტყვით რას მოაქვს: მოაქვს და მაგრად თან პირველივე კადრებში როცა ჟურნალისტს ცხრილავენ და ესენი იძახიან პრესა ვართო და მაინც ესვრიან. აქვე შენიშვნა: როგორ შეუძლიათ ამ ოხერ ამერიკელებს სულ სექსზე ფიქრი, აზრზე არა ვარ რა!
საკაიფოდ მოაქვს, როდესაც ეს კაზაკი სოფლის თავს და პოლიციის უფროსს ქათმებივით დაჭრის ყელს.
და მოაქვს, აუ რა მოაქვს, როდესაც პატარაძალს ესვრიან მანქანაში. ყველაზე ემოციური მომენტია, მშვენიერი მუსიკით, გაფორმებით და ემოციის ზღვით. ცრემლიც კი წამომივიდა.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავახურო, ფილმი შედგება უამრავი ლამაზი და კარგი მომენტისაგან, რომლებიც არ არიან კარგად გადაბმულები. ფილმის დასრულების მერე გრჩება ნიხვატკა, რაღაც აკლია, რაღაც პატარა და უჩინარი, მაგრამ ისეთივე საჭირო, როგორც წერტილი. და ისა.. რატომ ამოიღეს ეს კადრი, არ ჯდებოდა კინოს დინამიკაში? აბა ჰოლივუდიო?

კინოს მიხედვით გორი ძააალიან პატარა ქალაქია, დაჟე ისეთი პატარა, რომ სულ 8 ტანკია საჭირო, რომ მისი ცენტრი დაიკავო, ასევე საკმარია 5 წუთი, რომ ცენტრიდან ქალაქგარეთ გახვიდე, და რაც მთავარია, გორი ისე დაინგრა კინოს რომ ვუყურებდი, რომ გამიკვირდა, საერთოდ როგორ ვცხოვრობ აქ. წავედი ახლა მე. თქვენ კი შეგიძლიათ გადაიკითხოთ გოგი გვახარიას მიმოხილვა, რასაც კინოს ყურების მერე კიდევ უფრო ვეთანხმები. ასევე შეიარეთ ფორუმ.გე-ზე, სადაც აქტიურად მიდის ფილმის განხილვა. დაბოლოს, ნახეთ ეს სულ პირველი ტრაილერი, რომელიც მემგონი ფილმის ყურებას ჯობია.
აქვე საინტერესო ვიდეოები ამ თემასთან დაკავშირებით:
აკრძალული კინო რუსეთში კონფლიქტზე
აქვე საკმაოდ საინტერესო მიმოხილვა მედლის მეორე მხრიდან. მიაქციეთ ყურადღება ფონზე მოძრავ ბურთულებს. ზომბირება..
რა შუაშია და მოდელირებული ქრონიკა:
Saturday, June 4, 2011
ოპერაცია "კრწანისი"
29 მაისს ჩემი აირსოფტის მეორე თამაში გაიმართა. პირველი წვრთნიდან მიღებული გამოცდილება მეუბნებოდა, რომ ერთი მჭიდი ტყვიები (სადაც 400 ცალი ტყვია ჩადის) სრულიად საკმარისი უნდა იყოსო. ახალი შეზღუდვების მიხედვით ქალაქში შიშველი აირსოფტის იარაღით სიარული 1500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ისედაც არ ვაპირებდი ავტომატის ქნევას შუა თბილისში, მაგრამ ახლა კიდევ უფრო საფუძვლიანად შევფუთე და ჩავტენე ზურგჩანთაში. ნიღაბს ქვედა მხარე მოვაძვრე, რომელიც პირს კი იცავს ტყვიებისაგან, მაგრამ შეუძლებელს ხდის მოძრაობას, რადგან სუნთქვისას გამოსული ორთქლი მთლიანად სათვალეზე კონდენცირდება და 2 მეტრში არაფერი ჩანს.
ჰო, თუ კარგად დააკვირდებით, შუაგულში ზოე-საც დაინახავთ. დიახ, აირსოფტში ქალებიც თამაშობენ და სხვათა შორის არც თუ ურიგოდ. ისე ტყვია არ შეგეკითხება ქალი ხარ თუ კაციო, ასე რომ წინ "სუსტო" სქესო. :) ფედერაციას ახალი გუნდი შემატებია: "ჯუნიორები" - სულ სკოლის ბავშვები სადღაც 15-17 წლისები. ხოდა მე, როგორც ჯერ კიდევ ახალს, მათთან ერთად მიკრეს თავი. ასევე ჩემთან მოხვდა ნორტონა - სრულიად არაჯუნიორი. ასე რომ ეს ორი, შეხედავ და ბიძია გეგონება, მამრი ამ ბალღებში გავერიეთ და მათ მითითებებს ვასრულებდით.
კრწანისის სამთავრობო რეზიდენციას რომ გასცდები და მარტო იმითღა სცნობ ადგილმდებარეობას, რომ თბილისის ანძის წვერი ჩანს, მოხვდები კრწანისის პოლიგონზე. სამი-ოთხი დაუსრულებელი შენობა, ბევრი ბუჩქი, მეჩხერი წიწვოვანი ტყე და მაღალი, მაღალი სიცხე! აუუ, რა ცხელოდააა! და მე, პირველი წვრთის გამოცდილებიდან, კი ვიყიდე ბორჯომი და შოკოლადი საგზლად, მარა ნახევარლიტრიანი ბორჯომი გვეყოფოდა იმ სიცხეში? ამის მერე 2 ლიტრას წავიღებ. :)
სცენარი მარტივია: შენობაში გამოსაჩენ ადგილზე იდება დროშა, რომელიც ჩვენ შემთხვევაში იყო პარკი და მოწინააღმდეგის შემთხვევაში ზურგჩანთა. ხოდა ორივე გუნდი ცდილობს ეს დროშა თავის ბაზაში მიიტანოს. გუნდებმა დაიკავეს პოზიციები და წავიდა წვრთნა. "დავიწყეეთ!!!" ღრიალებს მოწინააღმდეგის მეთაური. აზრი არა აქვს 50 მეტრში მდენარე შენობის ფანჯარაში სროლას - სანამ ტყვია მივა იქამდე (თუ მიაღწევს საერთოდ), მოწინააღმდეგე იმალება. ასე რომ ახლოს მისვლაა საჭირო. "სმიტი" ავტომატურ რეჟიმზე გადავიყვანე, ბუჩებს ამოვეფარე და მუხლებში მოხრილი ასე დაფარული გავეშურე ბაზისკენ. ჰმ.. ათი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული და ისეთი მომხვდა რბილ ადგილში, გემრიელად მეტკინა. ჩასაფრებულია ერთი ჯარისკაცი ბუჩქებში და ელოდებოდა ვინ გაივლიდა. ჰოდა მე ვარ ქოლ ოფ დუტიშიკი და სირბილი და სროლა მე მიყვარს და დავისაჯე კიდეც.
აჰა, რესპაუნი. უნდა იჯდე და ელოდო, სანამ არ გავა დრო და მერე გაცოცხლდე. ამ დროს კი შენ წინ ისე მშვენივრად ჩაგირბენს მოწინააღმდეგე, ისე ლამაზად აიღებს შენს დროშას, ისე გემრიელად გაიქცევა უკან.. და შენ კი მკვდარი ხარ ამ დროს.. ბლიააა! მე როგორც ყოველთვის ვიჩქარე, გაცოცხლების მერე გავირბინე, გამოვირბინე, დავწექი, ბუჩქებს ვესროლე და როგორც აღმოჩნდა ვიღაც "მოვკალი" - პირველი მსხვერპლი. რა ვიგრძენი? გამიკვირდა, მარა აბსოლუტურად არაფერი. არც კმაყოფილება, არც აღტაცება, არც სინანული.. არაფერი. საინტერესოა, არა? და ეს არაა საინტერესო, მთელ პოლიგონზე რომ ძროხები ძოვდნენ?
პირველი რაუნდი მოწინააღმდეგემ მოიგო, ჩვენს შევისვენეთ და აღმოჩნდა, რომ ტყვიების ნახევარზე მეტი დამიხარჯია. პლუს სროლის რეჟიმის გადამრთველი სადაცაა მოძვრება. და ცხელა! ცხელა ისე მაგრად ცხელა, ცუდად ვართ. რაც რამე წყალი იყო სულ დავლიეთ და წავიდა მეორე რაუნდი. ეხლა სასტავი იცავს შენობას, ხოლო მთელი დანარჩენი სასტავი უტევს და ყველას კლავს ამ შენობაში. ჩემი რაზმი შენობას ზემოდან მიუახლოვდა და სროლა გააჩაღა. მე კი ქვემოდან პატარა-პატარა გადარბენებით და ყველა ხეს ამოფარებით მივუახლოვდი. ვღელავ. ღრმად სუნთქვა მინდა, მარა არ გამოვა, ძალიან ისმის ხმა. არადა კარგად ვირბინე. სულ 10 მეტრიც და შენობაში ვარ! ბოლო ნაძვი. არავინ მხედავს. მთელი ყურადღება ზემოთ აქვთ გადატანილი. კარები სულ ახლოსაა. მეც რაც ძალა მქონდა მოვძუძგე და 2 წამში გავირბინე ის 10 მეტრი. გული ისე ცემს, სადაცაა ყელიდან ამომიხტება. არადა შენობაში ათასი ნაგავია და ფეხის ყოველი დაბიჯება საზიზღარ ხმას გამოსცემს. აი, კიბეც..
სიწყნარეა. ის კი არა და ზემოდან წყნარი საუბარი მოდის. ეტყობა თავი ქუდში გონიათ და დაცვა მოადუნეს. ის 12 ნაბიჯი კიბეზე 12 წუთად გაიწელა. ნიღაბი ფართოდ ხედვას უშლის ხელს და იძულებული ხარ ყოველ ნაბიჯზე ძირს დაიხედო, რაზე ადგავ ფეხს. სულ ცოტაც და მაღლა ვიქნები. აი მერე კი ორი-სამს გავიყოლებ სანამ მომკლავენ. ეს პატარა კიბეც.. ვაჰ, აი მოწინააღდეგე! ოთახის კუთხეშია! სასწრაფოდ დავუმ.. რა უნდა დაუმიზნო, რომ გამოუშვა და მხარში მომაზუზუნა ტყვია, ისეთი მეტკინა, სული გამიმწარდა. ერთი კვირა გავიდა და კიდევ მამჩნევია კვალი. სასწრაფოდ ხელი ავწიე, აღარ მესროლო თქო და იქიდან მეკითხება, მოგხვდაო? მომხვდა კი არა, რამის მოვკვდი. :)
ეს რაუნდიც წავაგეთ. შემდეგში ჩვენ უნდა დაგვეცვა შენობა და მე ვთქვი, კიბეს დავიცავ თქო. მარა მოწინააღმდეგე მეზობელ შენობაში გამაგრდა, მეც სულმა წამძლია, აბა ვესვრი თქო და ხუთწუთიანი გაისროლე-დაიმალეს მერე ისეთი მივიღე ლოყაში, ჩავედი რესპზე და რაც რამე უცენზურო სიტყვა მომაგონდა, ერთიანად დავხარჯე. სად მიდიხარ შვილო, დაჯექი და კიბეს უდარაჯე რა! ხომ ხედავ რომ აზრზე არა ხარ ბრძოლის და სად ყოფ თავს. არადა რამდენი ვიმოძრავე.. აი, შეტევის დროს ერთმა თქვა, მე ტარანზე წავალ და დამაზღვიეთო. ხოდა ყურადღების გადმოსატანად ერთი 40 მეტრი რიოკით ვირბინე შენობის გარშემო და თან ფანჯრებში ვისვროდი. მარა რად გინდა, დამიმუღამეს და თხლაშაან!
წვრთნამ გამოავლინა, რომ ჩემი მინუსი ისაა, რომ ვჩქარობ. არადა ერთი სიცოცხლე გაქვს მარტო. უნდა მოუფრთხილდე. აი, ჩვენი მეთაური როგორც მინიმუმ 20 წუთი იწვა ბალახებში და ბოლოს მეც კი ვეღარ ვიპოვე სად იყო. მეორე ბუჩქებში იჯდა და ერთი სამი კაცი ისე მიაწვინა, ვერც გავიგეთ საიდან ისროდა. იგივე ტაქტიკით მე მოვარტყი ერთს.. და საერთოდაც, ანგარიში ასეთია: მომკლეს 6-7 ჯერ და მე მოვკალი 3 ადამიანი. მეორე წვრთნისათვის ცუდი არაა მემგონი. მარა ამის მერე ტყვიებს წავიღებ მეტს და წყალს. არადა ყველაზე მაგარი რაზმი ვინცაა, იმათ ეს 400 ტყვიიანი ბუნკერი კი არ დააქვთ, სამ მჭიდს ატარებენ თითოში რომ 40 ტყვია ჩადის მემგონი და ყოფნით რა! გაგიჟებას ვარ. :)

Subscribe to:
Posts (Atom)