Saturday, June 4, 2011

ოპერაცია "კრწანისი"

29 მაისს ჩემი აირსოფტის მეორე თამაში გაიმართა. პირველი წვრთნიდან მიღებული გამოცდილება მეუბნებოდა, რომ ერთი მჭიდი ტყვიები (სადაც 400 ცალი ტყვია ჩადის) სრულიად საკმარისი უნდა იყოსო. ახალი შეზღუდვების მიხედვით ქალაქში შიშველი აირსოფტის იარაღით სიარული 1500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ისედაც არ ვაპირებდი ავტომატის ქნევას შუა თბილისში, მაგრამ ახლა კიდევ უფრო საფუძვლიანად შევფუთე და ჩავტენე ზურგჩანთაში. ნიღაბს ქვედა მხარე მოვაძვრე, რომელიც პირს კი იცავს ტყვიებისაგან, მაგრამ შეუძლებელს ხდის მოძრაობას, რადგან სუნთქვისას გამოსული ორთქლი მთლიანად სათვალეზე კონდენცირდება და 2 მეტრში არაფერი ჩანს.
ჰო, თუ კარგად დააკვირდებით, შუაგულში ზოე-საც დაინახავთ. დიახ, აირსოფტში ქალებიც თამაშობენ და სხვათა შორის არც თუ ურიგოდ. ისე ტყვია არ შეგეკითხება ქალი ხარ თუ კაციო, ასე რომ წინ "სუსტო" სქესო. :) ფედერაციას ახალი გუნდი შემატებია: "ჯუნიორები" - სულ სკოლის ბავშვები სადღაც 15-17 წლისები. ხოდა მე, როგორც ჯერ კიდევ ახალს, მათთან ერთად მიკრეს თავი. ასევე ჩემთან მოხვდა ნორტონა - სრულიად არაჯუნიორი. ასე რომ ეს ორი, შეხედავ და ბიძია გეგონება, მამრი ამ ბალღებში გავერიეთ და მათ მითითებებს ვასრულებდით.
კრწანისის სამთავრობო რეზიდენციას რომ გასცდები და მარტო იმითღა სცნობ ადგილმდებარეობას, რომ თბილისის ანძის წვერი ჩანს, მოხვდები კრწანისის პოლიგონზე.    სამი-ოთხი დაუსრულებელი შენობა, ბევრი ბუჩქი, მეჩხერი წიწვოვანი ტყე და მაღალი, მაღალი სიცხე! აუუ, რა ცხელოდააა! და მე, პირველი წვრთის გამოცდილებიდან, კი ვიყიდე ბორჯომი და შოკოლადი საგზლად, მარა ნახევარლიტრიანი ბორჯომი გვეყოფოდა იმ სიცხეში? ამის მერე 2 ლიტრას წავიღებ. :)
სცენარი მარტივია: შენობაში გამოსაჩენ ადგილზე იდება დროშა, რომელიც ჩვენ შემთხვევაში იყო პარკი და მოწინააღმდეგის შემთხვევაში ზურგჩანთა. ხოდა ორივე გუნდი ცდილობს ეს დროშა თავის ბაზაში მიიტანოს. გუნდებმა დაიკავეს პოზიციები და წავიდა წვრთნა. "დავიწყეეთ!!!" ღრიალებს მოწინააღმდეგის მეთაური. აზრი არა აქვს 50 მეტრში მდენარე შენობის ფანჯარაში სროლას - სანამ ტყვია მივა იქამდე (თუ მიაღწევს საერთოდ), მოწინააღმდეგე იმალება. ასე რომ ახლოს მისვლაა საჭირო. "სმიტი" ავტომატურ რეჟიმზე გადავიყვანე, ბუჩებს ამოვეფარე და მუხლებში მოხრილი ასე დაფარული გავეშურე ბაზისკენ. ჰმ.. ათი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული და ისეთი მომხვდა რბილ ადგილში, გემრიელად მეტკინა. ჩასაფრებულია ერთი ჯარისკაცი ბუჩქებში და ელოდებოდა ვინ გაივლიდა. ჰოდა მე ვარ ქოლ ოფ დუტიშიკი და სირბილი და სროლა მე მიყვარს და დავისაჯე კიდეც.
აჰა, რესპაუნი. უნდა იჯდე და ელოდო, სანამ არ გავა დრო და მერე გაცოცხლდე. ამ დროს კი შენ წინ ისე მშვენივრად ჩაგირბენს მოწინააღმდეგე, ისე ლამაზად აიღებს შენს დროშას,  ისე გემრიელად გაიქცევა უკან.. და შენ კი მკვდარი ხარ ამ დროს.. ბლიააა! მე როგორც ყოველთვის ვიჩქარე, გაცოცხლების მერე გავირბინე, გამოვირბინე, დავწექი, ბუჩქებს ვესროლე და როგორც აღმოჩნდა ვიღაც "მოვკალი" - პირველი მსხვერპლი. რა ვიგრძენი? გამიკვირდა, მარა აბსოლუტურად არაფერი. არც კმაყოფილება, არც აღტაცება, არც სინანული.. არაფერი. საინტერესოა, არა? და ეს არაა საინტერესო, მთელ პოლიგონზე რომ ძროხები ძოვდნენ?
პირველი რაუნდი მოწინააღმდეგემ მოიგო, ჩვენს შევისვენეთ და აღმოჩნდა, რომ ტყვიების ნახევარზე მეტი დამიხარჯია. პლუს სროლის რეჟიმის გადამრთველი სადაცაა მოძვრება. და ცხელა! ცხელა ისე მაგრად ცხელა, ცუდად ვართ. რაც რამე წყალი იყო სულ დავლიეთ და წავიდა მეორე რაუნდი. ეხლა სასტავი იცავს შენობას, ხოლო მთელი დანარჩენი სასტავი უტევს და ყველას კლავს ამ შენობაში. ჩემი რაზმი შენობას ზემოდან მიუახლოვდა და სროლა გააჩაღა. მე კი ქვემოდან პატარა-პატარა გადარბენებით და ყველა ხეს ამოფარებით მივუახლოვდი. ვღელავ. ღრმად სუნთქვა მინდა, მარა არ გამოვა, ძალიან ისმის ხმა. არადა კარგად ვირბინე. სულ 10 მეტრიც და შენობაში ვარ! ბოლო ნაძვი. არავინ მხედავს. მთელი ყურადღება ზემოთ აქვთ გადატანილი. კარები სულ ახლოსაა. მეც რაც ძალა მქონდა მოვძუძგე და 2 წამში გავირბინე ის 10 მეტრი. გული ისე ცემს, სადაცაა ყელიდან ამომიხტება. არადა შენობაში ათასი ნაგავია და ფეხის ყოველი დაბიჯება საზიზღარ ხმას გამოსცემს. აი, კიბეც..
სიწყნარეა. ის კი არა და ზემოდან წყნარი საუბარი მოდის. ეტყობა თავი ქუდში გონიათ და დაცვა მოადუნეს. ის 12 ნაბიჯი კიბეზე 12 წუთად გაიწელა. ნიღაბი ფართოდ ხედვას უშლის ხელს და იძულებული ხარ ყოველ ნაბიჯზე ძირს დაიხედო, რაზე ადგავ ფეხს. სულ ცოტაც და მაღლა ვიქნები. აი მერე კი ორი-სამს გავიყოლებ სანამ მომკლავენ. ეს პატარა კიბეც.. ვაჰ, აი მოწინააღდეგე! ოთახის კუთხეშია! სასწრაფოდ დავუმ.. რა უნდა დაუმიზნო, რომ გამოუშვა და მხარში მომაზუზუნა ტყვია, ისეთი მეტკინა, სული გამიმწარდა. ერთი კვირა გავიდა და კიდევ მამჩნევია კვალი. სასწრაფოდ ხელი ავწიე, აღარ მესროლო თქო და იქიდან მეკითხება, მოგხვდაო? მომხვდა კი არა, რამის მოვკვდი. :)
ეს რაუნდიც წავაგეთ. შემდეგში ჩვენ უნდა დაგვეცვა შენობა და მე ვთქვი, კიბეს დავიცავ თქო. მარა მოწინააღმდეგე მეზობელ შენობაში გამაგრდა, მეც სულმა წამძლია, აბა ვესვრი თქო და ხუთწუთიანი გაისროლე-დაიმალეს მერე ისეთი მივიღე ლოყაში, ჩავედი რესპზე და რაც რამე უცენზურო სიტყვა მომაგონდა, ერთიანად დავხარჯე. სად მიდიხარ შვილო, დაჯექი და კიბეს უდარაჯე რა! ხომ ხედავ რომ აზრზე არა ხარ ბრძოლის და სად ყოფ თავს. არადა რამდენი ვიმოძრავე.. აი, შეტევის დროს ერთმა თქვა, მე ტარანზე წავალ და დამაზღვიეთო. ხოდა ყურადღების გადმოსატანად ერთი 40 მეტრი რიოკით ვირბინე შენობის გარშემო და თან ფანჯრებში ვისვროდი. მარა რად გინდა, დამიმუღამეს და თხლაშაან!
წვრთნამ გამოავლინა, რომ ჩემი მინუსი ისაა, რომ ვჩქარობ. არადა ერთი სიცოცხლე გაქვს მარტო. უნდა მოუფრთხილდე. აი, ჩვენი მეთაური როგორც მინიმუმ 20 წუთი იწვა ბალახებში და ბოლოს მეც კი ვეღარ ვიპოვე სად იყო. მეორე ბუჩქებში იჯდა და ერთი სამი კაცი ისე მიაწვინა, ვერც გავიგეთ საიდან ისროდა. იგივე ტაქტიკით მე მოვარტყი ერთს.. და საერთოდაც, ანგარიში ასეთია: მომკლეს 6-7 ჯერ და მე მოვკალი 3 ადამიანი. მეორე წვრთნისათვის ცუდი არაა მემგონი. მარა ამის მერე ტყვიებს წავიღებ მეტს და წყალს. არადა ყველაზე მაგარი რაზმი ვინცაა, იმათ ეს 400 ტყვიიანი ბუნკერი კი არ დააქვთ, სამ მჭიდს ატარებენ თითოში რომ 40 ტყვია ჩადის მემგონი და ყოფნით რა! გაგიჟებას ვარ. :)

3 comments:

მოხეტიალე said...

რა მუღამი აქვს ვერ ვხვდები :///

საინტერესოა მაინც?

გურამი said...

რა მუღამი აქვს და უზარმაზარი ადრენალინი მოაქვს. თუმცა მაგარი არაკომფორტული სპორტია. :)

Anonymous said...

An example of Sun Salutation Yoga Pose for Lower nerve
painAs you might feel fine when you spend you day.

In reaction to sunlight, alcohol, dairy product and gives you the very typical of appendicitis.


my homepage; Tynan back pain clinic
Here is my web page Tynan back pain clinic