Tuesday, July 12, 2011

ველქამ 2 რკონი, სოლჯერ

გუშხამ გახლდით რკონში. რკონი - არ ვიცი რატომ ქვია. ერთი რკო არ მინახავს წამლად. თვითონ რკონი გახლავთ კასპის რაიონში და ცნობილია თამარ მეფის სახელობის ქვის ხიდით.


მააშ ასე, "ყიფიანის ეკიპაჟი" შევიკრიბეთ დილის 10 საათზე და გავუდექით გზას. გზამ რომ დაინახა, "ყიფიანის ეკიპაჟი" გამომიდგაო, ჩვენს წინააღმდეგ გამოუშვა ჩიორა ჩიტი. შეიძლება სულაც ვალი ქონდა ამ ჩიტს და ვერ იხდიდა ან შეყვარებული სხვასთან გაუფრინდა.. ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ საბედისწეროდ დაასრულა საკუთარი სიცოცხლე.


მაგას თავი დავანებოთ და დღე საკმაოდ წვიმიანად დაიწყო. მაგრამ გაუმარჯოს "ვეზერ ვოჩერს", ინტერნეტს და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ დავინახოთ ღრუბლების მოძრაობა საქართველოს თავზე. :) ამ ამ სასტავს კი მაგრად ეკიდა ხან მზეა თუ ავდარია. მთავარია, რომ ძროხა მაგარია!


როდესაც გყავს 4X4 ზე ჯიპი, რა საჭიროა აარიდო გუბეებს, ქვებს და ბეღურებს, არა? ხოდა ჩვენმა ეკიპაჟის მეთაურმაც არაერთხელ გვანახა რა არის "შადრევანი შენს გვერდით" და რა სარგებლობა მოაქვს ფანჯრის მწმენდავებს, ე.წ. დორნიკებს.


ახლა გთავაზობთ რკონისკენ მიმავალი იმ გზის სურათებს, რომელებიც განსაკუთრებით მომეწონა. სურთი პირველი: კოშკს შეკედლებული სახლი (სახლი ისე კარგად არ ჩანს ამ კოშკის ძირში)


კონტრასტულ-ჰარმონიული კომპოზიცია ბუნებისა და ადამიანის შემოქმედებისა.


გზა არსაით.. არ დაკარგვის იმედს მარტო გვერდით მიმავალი ელექტრობოძები იძლევა. ტელეფონის მიღება - ნული.


წვიმა დის, წვიმა დგებისა, კაცი ხარ - გამოიცანი.. "ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის ნიშანი"..


ერთაწმინდა.. კაცმან ძლიერმან სულისამ დამძლია კაცსა ძლიერსა ხორცითა, თუცა შესულ ვიყავ ტაძარსა ესე, გარნა თვალნი ვაცეცნე, ეგრეცა სურათხატგადაღება განვიზრახე მაგრა მომაპყრო თვალნი მისნი მწუანენი და წუერი ესე, რომელ არს ჟღალი, თითითა მიმითითებდა და მაღლისა ხმითა იზრახდა: საწყალობელ იქმენ ტურისტო ესე, რამეთუ შეხუელ სახლსა ღვთისასა გარეშე მეუფისა კურთხევისასა სამოსით უგვანოთი, რომელ არს ბრიჯი ჯინსისაი და განგიზრახავს სურათხატგადაღება ჩემსა დაუკითხავად. მუნ გადი გარეთ და შემდომად ამისა არღარა ქნა საქმენი ესე უგუნურნი. ხოლო მე ვიქმენ, ვითარცა მუნჯი, დავემორჩილე სიტყუასა მისასა და გამოველ გარეთ. და სთქუა კმაყოფილმან: ხოლო იყო ტურისტი უცხოი, არა არს პრობლემა, მცირედ მადლსა წაიღებდე საზღუარგარეთა სურათებითა შენითა აქ გადაღებულითა. მუნ გეთხოვა შემოსვლა და მეც დასტურ გეტყოდი. მაგრა რამეთუ შემოხვედი ვითარცა სახლსა შენსა შინა, არა შემოგიშვებ. და მე გავიფიქრე: "FFFFFUUUUUU"


ამ მამალმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ არ ვარ მისი ყუარღების ღირსი, ბიბილო გადაისწორა, ფრთა-ფრთას შემოჰკრა და.. გადაიფიქრა. :)


ბეღურა, პეპელა, ბაყაყი.. მთავარია რა იქნება შემდეგი აკაპოტებული. ბოძი? ვირი? უცხოპლანეტელთა ხომალდი? არა! აკაპოტებული არა, მაგრამ ფეხმოტეხილი კი იქნება აი ეს უმადური ძაღლი, რომელიც მანქანას გამოეკიდა. ვიფიქრე გვერდით გავიდეს თქო, პური გადავუგდე და ამან იცით რა ქნა? იკაიფეთ: გავარდა, პურს პირი დასტაცა, რომ დაინახა მანქანამ მოძრაობა გააგრძელაო, ეს პური ერთ ლუკმად გადაყლაპა და ისევ ყეფით არ გამოგვეკიდა? ხოდა ეტყობა პურმა სიმძიმის ცენტრი შეუცვალა და შემოვარდა კიდეც ბორბლებში.


მისტიური სოფელი 4ever Alone წითელსახურავიანი სახლით. ყველა სახლს, რომელსაც ჩავუარეთ, ფანჯრები ქონდა ჩამტვრეული და სიცოცხლის კვალი არ ჩანდა. თან ასეთი დახრილი სახურავები, მთაზე მიკრული სახლები, ქარის წუილის ხმა, სულიერის ჭაჭანება  არაა..


და უეცრად ეს უცნაური ბავშვი, კეპით და ჩალის ქუდით, რომელმაც არ იცის რკონისკენ გზა სადაა.. მისთერი თაიმ თრეველ მენ..


ხოოდა მთელი გზა დაქცი-დუქცის, გვერდითა შადრევნების და მისტიკის შემდეგ როგორც იქნა მოვედით.. ჰმ.. იარაღით შესვლა იკრძალება.. მარა.. არა, იარაღით შესვლა კიარა, შესვლა და ნადირობა იკრძალება, თორემ შესვლა პრობლემა არაა. :) უბრალოდ მე ჩემი გლოკი წავიღე და..


მე ვცხოვრობ ყველაზე მაგარ ქვეყანაში, რომელც ოდესმე შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა. რაღაცნაირი სინანულის გრძნობა გაქვს კაცს, რომ არ შეგიძლია ხელები გაშალო და ჩაეხუტო ამ დანაოჭებულ ლამაზმანს.


მაშ ასე: მანქანა უნდა გაჩერდეს და გზა ფეხით გაგრძელდეს. ნუ ინაღვლებთ ტრანსპორტზე, მისი წამყვანი ან გამფუჭებელი არავინაა. თქვენ იმაზე იფიქრეთ, რა ძალიან მაგარი გზის გავლა მოგიწევთ. თავიდან მინდორია ირგვლივ. მერე ნელა ნელა ბუჩქები ეპარება.


მერე მცირედი ექსტრიმიც არის ამ საცალფეხო ბილიკის სახით.


მერე გარემო მწვანე მონასტერისკენ გზას ემსგავსება, მაგრამ ეს უფრო ტენიანი და ხავსიანია.


მეტი სიმწვანე, მეტი ჟანგბადი, მეტად ფართოდ სუნთქვა, მეტი სიცოცხლე.. ხანდახან მოსაბეზრებლად მეტიც კი, განსაკუთრებით სიცოცხლის მფრინავი ფორმები.


ჰა, არის დონეი? და ეს ყველაფერი სულ აქვეა, ყურისძირში!


გზაში შეიძლება წაიმაიმუნო კიდეც კაცმა. მეფე ლ'იოოომიი. :დ ამ მაიმუნის პოზაში დადგომა სულაც არ აღმოჩნდა ადვილი.


ხოდა იმას ვამბობდი, რომ მიდიხარ ამ სიმწვანეში, მიდიხარ და აი სუულ მოულოდნელად სადღაც 20 მეტრში შენობა გამოჩნდება. როგორც აღმოჩნდა ესაა რკონის მე-7 საუკუნეში აგებული ტაძარი.


მისტიური ხე ტაძართა შორის ფუღუროში ჩადებული საბჭოთა ფულით. :)


და კიდევ უფრო მისტიური ადგილები ცოტა უფრო ხიდისკენ.


თავი ტომბ-რაიდერში მეგონა. ასეთი რამის ნახვას საქართველოში ნაკლებად ველოდი. იმ  "თაროებში" ტოლი ჭურჭელი ელაგა, ტოლი ძვლები.. მმ.. მაგარია!


ცოტათი ახლოს ზეცასთან..


უნივერსალური პოზა თამარ მეფის ხიდზე.


ასეთი ხიდი პირველად ვნახე და კიდევ ერთხელ ავღფრთოვანდი და ვიგრძენი თავი ამაყად ჩემი წინაპრების გამო (პირველად ვარძიაში ვიგრძენი ეს). ეს არაა ისეთივე გრანდიოზული ნაგებობა, როგორც ვარძია და არაა კოსმოსური ხომალდის აგების სირთულის, მაგრამ ხიდი აგერ უკვე 1300 წელზე მეტია დგას და მოშნად ჰკიდია მიწისძვრები, ადამიანები, მზე და სიცივე. ის დააპროგრამეს მომსახურებაზე და ამ საქმეს გამაოგნებლად დიდი ხანი და კარგად ასრულებს.


მდაა.. როგორ ააშენეს საერთოდ, ა? ალბათ ქვემოდან ხეები ედოთ რაღაც ხანი, სანამ ქვიტკირი საკმარისად გამაგრდებოდა, მარა რა ხე გაუძლებს თითქმის მეტრის სისქის და მეტრანახევარი სიგანის ქვის ფენას.. გადარეულია ხალხი ანუ მე, ნუ.. :)


ხიდი ასევე გამოდგება საკმაოდ მაღალი ნახტომების გასაკეთებლად.


ოფენ-ვორლდ ფერსტ პერსონ შათერ -ების მოყვარულებს (სტალერის სტილში), რომლებსაც კოლიდორული შუტერებიც ევასებათ (ჰალფ-ლაიფის სტილში) მშვენიერი ადგილი ელოდებათ. როგორც პირველმა ქართველმა აირსოფტელმა ქალმა ზოე ნიქსმა მითხრა, რკონში პოლიგონიც აქვთ და მშვენივრად მახსენდება მანდ რომ წვრთნა გვქონდაო.


წყააალიიიი! დიახ, მთელი 3 თუ 4 კილომეტრის მანძილზე წყლის დალევის იმედი არ გქონდეთ. ასე რომ ან თან წაიღეთ, ან მოითიმენთ და აი ასე, ჩვენსავით მივარდით მანქანის გასაჩერებლიდან მდინარისკენ მიმავალ გზაზე არსებულ წყაროს.


ნუ, საქეიფო ადგილები ყველგანაა, მთავარია არ დაივიწყოთ ლაშქრობის პირველი წესი: არ ვტოვებთ ნაგავს! მეორე წესია: გაგიხარდეთ, როდესაც როგორც იქნება და ცეცხლს აანთებთ.


მესამე წესი: სანამ სამწვადე ნაკვერჩხალი დაიყრება, შეიძლება სოკოს შეწვა და მზესუმზირასავით გასართობად ჭამა.


მესამე პრიმა წესი: დარწმუნდით, რომ თქვენს ღვინოს მდინარე არ წაიღებს.


თუ ხალხი მარხვაზეა, ყურადღება მიაქციეთ, რომ პური, შემწვარი კარტოფილი, ლობიანი და სალათა საკმარისზე ძალიან მეტი არ იყოს. ნუ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თითქმის შეუჭმელი კარტოფილის, სალათის და ლობიან-ხაჭაპურის "ხვალისთვის შემნახველი" არ გყავთ. :)


და რა თქმა უნდა, მისი აღმატებულება მწვადი. შენი ხელით შემწვარი უმიც და დამწავრიც დიახ, ფანტასტიურია!


შეიძლება გზად ჩამოვლილ ტურისტებსაც გაუმართო ხელი, მარილი ხომ არ გაქვთო და რავარ არა გვაქვს, აბა ერთი მოიწიე აქეთ, დაგვლოცეო. :) მემგონი ამ ბიჭს ისედაც ქონდა დოზა მიღებული და ჩვენს კაი ატენური დავუმატეთ. :)


რომ შევაჯამოთ, მშვენიერი ადგილია რკონი. ერთი პირობა ვიფიქრე, ჩემს მიერ მონახულებულ და აღწერილ საქართველოს კუთხეებს ისეთივე შეფასების სისტემა მივანიჭო, როგორც რესტორნებს თქო. მარა იქვე გადავიფიქრე. ჩვენ ისეთი სამშობლო გვაქვს, 20 ქულას მიიღებს 10 დან მისი ნებისმიერი კუთხე.


პ.ს. ხომ არ გგონიათ რომ IP Finder ის წერას შევეშვი? ჰმ, მე ძალიან დიდი პროგრესი მაქვს ამ მხრივ, სულ პატარა რაღაცა დამრჩა და ცოტას კი აჩმახებს, მარა ამასაც მოვუვლი.  ასეთები დამიწერია?! :)

1 comment:

მოხეტიალე said...

საწყალი ჩიტი :|