Monday, July 18, 2011

SunRiseColorEyed Fail

დიდი ხანი მინდოდა რომ შტატივი მქონოდა. ქიმიური და ფიზიკის ოთახში რომაა, მომჭერებით და რამე, მასეთი კი არა, ფოტო და ვიდეო შტატივი, ხალხში უფრო ტრიპოდის სახელით რომაა ცნობილი მისი სამი ფეხის გამო. ხოოომდა, მაინც ვიყიდე!


ამ შტატივზე მშვენივრად ყენდება როგორც ეს ჩემი ფოტოაპარატი, ისე ვიდეოკამერა, ისე თეფში თავის შემწვარი კარტოფილით და მოკლედ, ძალიან საჭირო რამეა. :) სიმაღლით არის 150 სმ, ასაწევი ფეხით, ბურთულიანი ჰორიზონტალურად გასაჩერებლით და ბერკეტით. როგორიც უნდა იყოს ტრიპოდი რა. ხოდა დავარქვი ამას "ტრისტანი" და სავარაუდოდ ჩავწერ ხოლმე საკმაოდ სასაცილო ვიდეო მიმოხილვებს.


ნუ, ველოსიპედის ჩაფხუტს, რომელიც ჩემი საყვარელი ფერისაა და ხალხში "კასკას" ეძახიან, ყველანი იცნობდით. მარა ეს რა უბედურება აქვს გვერდით, არა? ნუ, მე ხომ იდეინი ვარ არა? ხოდა ჩემი წყალქვეშა კამერა დავამაგრე შლანგის ხამუთით. :) ხამუთს მოსაჭერი აქვს - დაატრიალებ და ეჭირება, კამერაც უფრო მყარად ეკრობა ჩაფხუტს და აღარ მოძრაობს. წარმოდგენა არა მაქვს რამდენად კარგად გადაიღებს პარკურს და დაივინგს, ამიტომ უნდა გამოვიწერო ამერიკანცული ვიდეოკამერა Helmet Hero HD
ესაა უდედისმკვლელესი კამერა, რომელსაც 170 გრადუსიანი ხედვის კუთხე აქვს, 20 მეტრამდე წყალში იღებს, არ ეშინია დავარდნის გძეტა 2 მეტრიდან, მტვერგაუმტარია და რაც მთავარია, 16 გიგაბაიტიან ჩიპზე 2.5 საათამდე ჩაიწერს HD ვიდეოს თავის ხმით. ამ კამერის მუზარადზე დამაგრებაც შეიძლება, თავზეც და სადაც მოგიხერხდებათ კაროჩე რა. ერთი ისაა, რომ გაქანებული 179 დოლარი ადევს ფასი და ეს ყველაზე ბანძს. ყველაზე მაგარი რომაა 300 დოლარს უკაკუნებს ამერიკაში - 60 კადრს იწერს წამში და 1200 წერტილზე იღებს ვიდეოს. უუუდედის წიოკესი ვიდეოკამერაა! იხილეთ ვიდეო.



მოკლედ, ახლა ვჩალიჩობ რომ ეს კამერა ვითრიო. მერე კი.. ნეაგრანიჩენნიე ვაზმოჟნასწი, პაცანი! :) ხო, ამ ყველა სიხარულს ისიც დაემატა, რომ ერთი კაი ხნის წინ დაკარგული საქაღალდე ვიპოვე სამუშაოზე და შესაბამისად, არის იმედი, რომ ხელფასი გამეზრდება (ანუ რომ ვერ მეპოვნა შეიძლება საერთოდ აღარ მემუშავა იქ). ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ძრიელ ბედნიერად ვგრძნობდი თავს. აი, დაჟე ნახეთ მთლიანი კომპოზიცია როგორი გამოვიდა.


ნუ, ყველაფერს თავის საპირწონეა აქვს როგორც ვიცით. მაშ ასე, მომაპყართ სასმენელნი თქვენნი და ისმენდეთ ამბავსა ფრიად სასიხარულოსა მუნ დარდოსანსა. ხო ხალხო, რიჟრაჟისფერთვალება გათხოვდა. აი ასე, მოულოდნელად, სწორედ მაშინ, როდესაც ჯექსონის "ვინ არის ის"-ს ვთარგმნიდი, მის მარჯვენა ხელის არათითს უკვე ლითონის ზედმეტი გრამები ამძიმებდა. პირველი 10 წუთი არაფერი, მერე ეტყობა გადახარშა გულმა რაც მოხდა და ტვინის მითითებების მიუხედავად, არაერთხელ მომინდა მაგიდების ამოტრიელება, მონიტორზე წიხლების რტყმა და შუშების მტვრევა. მეხუთე დონის თავისუფლება.. მერე ვიცოდი რომ გამივლიდა, ხოდა აი ასე, ნელა-ნელა გადის. ადრე-თუ გვიან მოხდებდა ასე, მაგრამ ადამიანს ყოველთვის ეშინია იმის ახდენისა, რაც ისედაც იცის, რომ მოხდება. ერთი ისაა, რომ მთელი დღეა თავში ფრაზა მიტრიალებს "The only true reason, why man starts war, is love.." (ომის დაწყების ერთად-ერთი ჭეშმარიტი მიზეზი სიყვარულია)

ოკ, ოპერაცია "სანრაიზქოლორდაიზ" - შემოკლებით "ქუ" რომ ერქვა, ჩავარდა როგორც მოსალოდნელი იყო. რა საინტერესოა, ყველა მსგავსი ტიპის ოპერაციები ჩაიშალა. სავარაუდოდ ორი მიზეზია: არასწორი ტაქტიკა ან არასაკმარისი ძალისხმევა. თუმცა უფრო მგონია, რომ მთავარი მიზეზი არასტაბილურობაა. ხო, ამ გახსენებაზე, არასტაბილური და ფეხებზემკიდია დაბრუნდა. და კიდევ უფრო ფეხებზემკიდიაა. მოკლედ, ჯარისკაცო, გადავდივართ ოპერაციაზე "ფეირითეილ" - შემოკლებით "ენ"

4 comments:

nini said...

მე ყოველთვის ვადევნებ თავლს შენს პოსტებზე და ყოველ დღე მოუთმენლად ველი სიახლეებს.რატომღაც ძალიან მევასებისავით, მეწყინა რიჟრაჟისფერთავლებას ამბავი,ნუ მეწყინა იმიტომ რომ შენ გეწყინა და გეტკინა.ისე, იქნებ დაფიქრებულიყავი და ის შეგერჩია ოცნების საგნად ვინც უფრო რეალური და შენნაირია?რაც შეეხება არასტაბილურ და ფეხებზემკიდიაზე წერას თუ არ შეეშვები პირადად მე წავაკითხებ რასაც მასზე წერ,და რაცას მასზე ფიქრობ,დაკიდება შენ მერე ნახე.არ არის ეგ გოგოც შენი შესაფერისი, დამიჯერე, და მოძებნე შენნაირი,წინააღმდეგ შემთხვევში მუდამ ნაწყენი ივლი :)

გურამი said...

წაკითხული აქვს ეგ პოსტი და არ ქონდა მასეთი ბობოქარი რეაქცია, ასე რომ.. მადლობა რომ მოგწონვარ. მეც მომწონხარ, თუმცა არ ვიცი ვინ ხარ. :)

nini said...

გური, როგორ არი იცი ვინ ვარ,მაბრაზებ ძალიან:) ბობოქარი შეოძლება არა მაგრამ რეაქცია მაინც ჰქონდა ხო?:D

Anonymous said...

Always seek the advice about what is actually a change to our customer's needs and restrictions due to chronic nerve pain due to lower nerve pain sciatica3.

Here is my site :: back pain specialist Tabor City
Feel free to visit my page ... back pain specialist Tabor City