Thursday, May 7, 2009

ლექსიკონი - ა

დიდი დიდი ხანია მინდა რომ დავწერო ეს ოხერი და ვერა რა, მუზა ვერ მოვიდა. არც ახლაა მოსული, ამიტომ თუ ისეთი არ გამოვიდა, როგორიც საჭირო იყო, შემდეგ ჯერზე მეტად შევეცდები. ა
  • აა! - გაურკვეველი დანუშნულების წამოძახილი, რომელიც ერთდროულად შეიძლება ნიშნავდეს რომ მოსაუბრემ ვერაფერი გაიგო, რომ რამე ეტკინა და რომ ესმის თქვენი.. არაფერიც არ ესმის! შესანიშნავად ესმის.
  • აბა? - კითხვა, რომელიც ნიშნავს სად არისო. ამ კითხვაზე პასუხია "ენდე!"
  • ამერიკა - ადგილი, სადაც საბჭოთა დროს იმას ისროდნენ, ვინც აბრაზებდა (დავხცო, გავისროლო ამერიკაში) ახლა კი თავისით გარბიან მანდეთ.
  • ალამი - საგანი, რომელიც გამოიყენება მიტინგებზე საწინააღმდეგო აზრის გამომთქმელთათვის სწორი ნაწლავის გამოსაწმენდად. (იხ. დროშა)
  • ანჩხლი - საკალელი. :*
  • ალიგატორი - ავრცელებული აზრით, ესაა გოგოების ის კატეოგრია, რომელიც ამა-თუ-იმ სუბიექტს არ მოსდის თვალში. უფრო ხშირად გამოყენებადი სიტყვა ამ დროს არის ნიანგი (იხ. ნიანგი) ჟარნოგში "კრაკადილი"
  • არმია - ხალხის დაჯგუფება, ვინც ახორციელებს ჩვენს დაცვას უცხო აგრესორებისაგან. ასევე ხალხი, ვინც იღებს იმდენ კრედიტს, რომ მერე ვეღარ იხდის და/ან სახლში ვერაფერი მიაქვს.
  • არმენა - სომეხი კაცის სახელი
  • არნოლდა - ებრაელი კაცის სახელი
  • არისტოფანა - მხატვარი კაცის სახელი
  • აეროპორტი - შენობა, რომელიც განკუთვნილია თვითმფრინავების მიღება-გაშვებისათვის. ასევე მეტეოროლოგიური პირობების (ქარი, წვიმა) შესასწავლად.
  • არმანი - ის, ვინც ძორძოა
  • ამინდი - ბუნების მოვლენა, რომელიც გამოიყენება ხასიათის გასაფუჭებლად (თუ ამინდი ცუდია) ან მიტინგების გასამართად (თუ ამინდი კარგია).
  • არმაგედონი - ის, რაც ორჯერ უნდა მოსულიყო წესით დღემდე, (1000 წელს, 2000 წელს), მაგრამ ეტყობა მესამე და სამართალს ელოდება ან ტრანსპორტმა გაასწრო ან გადაიფიქრა საერთოდ წამოსვლა (ვის უნდა არეულ ქვეყანაში ჩამოსვლა პრინციპში)
  • ალინანო - სხვაზე გემრიელი ლიმონათი, 5 თეთრით ძვირი ოღონდ.
  • არაყი - ფორუმელთა სასმელი.
  • ალაჰი - ის ვისაც აკბარს ეუბნებიან
  • აკბარი - ის რასაც ალაჰს ეუბნებიან
  • ატომი - ელემენტარული ნაწილაკი, რომელსაც შეიცავს ყველა ელემენტი და მისი გაშიშვლებით ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიიღებ.
  • ალგოლითმი - წესების ერთობლიობა, რომლელტა მიმდევრობით შესრულებასაც მივყევართ სასურველ შედეგამდე და რაც არ იციან ჩვენმა პოლიტიკოსებმა.
  • ალიტერაცია - აზრზე რომ არავინაა რა არის, ის.
  • ავტობუსი - ადგილი, სადაც იკრიბება ხალხი და ან არის ჩუმად (ეს იდეალური შემთხვევა) ან ლაპარაკობს ტელეფონზე ან მსჯელობს პოლიტიკაზე ან ცარიელია.

გაგრძელება იქნება.

Wednesday, May 6, 2009

რაღაცნაირი გრძნობა..

რა ხდება ახლა. ერთ უაზრობაზე მინდა დავწერო, იმიტომ რომ არაფერი დამიწერია დღეს. ახლახანს შევედი ადნაზე და ვნახე, რომ 2 მა ადამიანმა წამშალა. 1 ის არ გამიკვირდა. მეორეს მეგონა ვევასებოდი. ჩანს ისიც ნერვებს უფრთილხდება ან არ მოვწონდი და თავს მაჩვეებდა ან მე მეგონა რომ მოვწონდი. მთავარი ისაა, რომ როდესაც წამშალა, არაფერი ცუდი არ ვიგრძენი. არც სინანული, არც რა ვიცი.. რა უნდა მეგრძნო კიდე. დავინახე რომ "იმან წაგშალაო", მონიტორს ხელი დავუქნიე, აუფ ვიდერშრეიბენ, მაინ ლიბე თქო და დავაწექი კნოპს "OK" მერე მოვიდა უცნაური გრძნობა. აი, ადამიანს მეგონა ვევასებოდი, მე მომწონდა მაგალითად. ხოდა უცებ ვხედავ, რომ ჩემთან მეგობრობა და მიმოწერა აღარ სურს და მეც ამას ეგრე ვატარებ, თითქოს ბურგუდზონიის რომელიმე ტომის წევრი ჩავარდნილიყვეს წყალში. უცნაური გრძნობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთდროულად შეიცავს დანაშაულის გრძნობის, სინანულის, გაბრაზების და თავმოყვარეობის ელემენტებს. რა აქვია ასეთ გრძნობას? მე არ გთხოვთ რჩევების მოცემას. მაგრამ ჩემ თავს ვეკითხები, იქნებ არ მოვიქეცი სწორად? ან იქნებ სწორად მოვიქეცი და ჯანდაბას მაგის ტავიც? სამქე იმაშია, რომ ეს პირველი ადამიანი არაა ვისაც ასე ვატარებ. არადა ვიღა დარჩება ბოლოს? უცნაური გრძნობაა ნამეტანი..

იშშ!!!

არა რა, იმენა ჩემი თავით აღშფრთოვანებული ვარ. ძალიან კმაყოფილი ვარ. მიყვარს ჩემი თავი. აი ამ მომენტში მიყვარს ჩემი საცოდავი სხეული. გმირულად მომყვება ჩემი არც თუ ჯანმრთელი ოცნებებისაკენ და არ იზოგავს არც ერთ ორგანოს. ახლა მუშაობის დროა, 1 საათი გახდეს სადაცაა? მაგრამ ეგრე იცის მუშაობამ, შეგიყოლებს. ანუ ისეთმა მუშაობამ, რომელიც გართობის ტოლფასია. ისე მე რომ მკითხო, თუკი სამუშაო სიამოვნებას არ განიჭებს, შენი მარგი ქმედების კოეფიციენტი 30%-ს არ სცილდება. რაშია ახლა საქმე: კამასუტრო სტალკერინო!!!

სტალკერის შრიფტების ძირითადი ნაწილი გადაქართულებულია!!! ანუ 800 წერტილზე თუ გინდა, ახლავე შეგიძლია ითამაშო სტალკერი ქართულად. მართალია შრიფტი მეტად განიერი და ზორბა გამოვიდა, მართალია ორიგინალ ტექსტებთან შედარებით უამრავი ფრაზა გამოვტოვე ადგილის ეკონომიის მიზნით, მართალია ზოგიერთი სიტყვა ისეთი უაზრო ნათარგმნია, რომ ვერ გაიგებ რა ხდება, მართალია რომ ამ მომენტში არც ერთი რუსული ასო აღარაა შრიფტში (რის გამოც არც ერთი სახელი არ ჩანს).. მაგრამ ეს უკვე ქართული სტალკერია. აი ამისთვის ვიდექით იმ წვიმაში!

ამას წინად ვმსჯელობდით ოცნებასა და მის რაობაზე. ხოდა ასეთი აზრი დაფიქსირდა: ოცნება და მიზანი რით განსხვავდება ერთმანეთისგან და რა აზრი აქვს ოცნებას, როცა სრულდება, სიცარიელე რჩებაო. აი ამხანაგებო, ამ კითხვის პასუხი: მე არ ვთვლი, რომ როდესაც ჩემი მიზანი ოცნებად ვაქციე და შემდეგ ავასრულე, უმისობით გამოწვეული არე ცარიელია. პირიქით, ეს არე, რომელსაც უკვე ქართული სტალკერი ქვია, უფრო წინ მიბიძგებს. შემდეგი გაჩერება იქნება ყველა შრიფტის გადაქართულება და მერე უკვე დაგვირგვინება: ხმების თარგმნაც!!!

იშშშ, ამხანაგებო! იშშშ!!!

Tuesday, May 5, 2009

ვერ ვწერ..

ჯანდაბა! ჯანდაბა თქო! მინდოდა დამეწერა რამე.. მინდოდა ლექსიკონი დამეწერა. მინდოდა რამე მხიარული გამომსვლოდა. მარა მუზა არ მყავს. დავიჯერო ასეთი დაღლილი ვარ? თუ რა ჭირი მჭირს? შემოქმედებითი კრიზისი. ნურას უკაცრავად. მე ფინანსური კრიზისი არ შემეხო და ახლა კიდე შემოქმედებითი კრიზისი მინდა მეე? არაა! აი ეს ნახეთ მანამ, სანამ რამეს მოვიფიქრებ.

მეპოსტვინება..

აღმართს დაღმართი მოსდევსო.. ხოდა აჰა, გრუზმა გამიარა და მეპოსტვინება. 2 დღის გეგმას გადავაჭარბე და ამოცანაც მოვიფიქრე: 1 მუშა 4 დეტალის გამოჩარხვას ანდომებს 2 საათი. მეორე მუშა - 6 საათი (ეს ზარმაცია ანუ). რამდენ საათს მოანდომებს ორივე მუშა 4 დეტალის გამოჩარხვას? :) არადა ხვალე ვმუშაობ 9 საათიდან და იქამდე 6 საათზე სულ ცოტათი მეტი დრო დარჩა. რამე მინდა რომ.. მინდა რომ შევქმნა, ენერგიას ვგრძნობ. მარა ჩემი ფეხი, გარეთ ბნელა, მამაჩემი ჩემს ოთახში დაწვა (იმიტომ რომ ჩემი და დედაჩემთან გადავიდა).. მოკლედ ვზივარ და უჩუმრად ვწერ როგორც შემიძლია. კარგი იქნებოდა ახლა ვიყო 5 წლით პატარა და თუნდაც რაც მაქვს, იმაზე 1 წლით ნაკლები ჭკუა მქონდეს. იფ.. რამდენ სისულელეს აღარ გავაკეთებდიი.. პირველ რიგში იმ გოგოს არ შევაკლავდი თავს და ნერვებს. მერე.. მერე ცეკვას უკეთესად ვისწავლიდი და გიტარასაც არ გავატეხინებდი ზოგიერთებს.

What is love?

ეს არის "Must See" ვიდიუ.

გრუზი..

ბლიად! სულ კარგ ხასიათზე ვერ იქნები კაცი! არ არის ასე! ხოდა ვიძახი, აი ახლა ვიძახი და ახლა ვფიქრობ ასე: ამ ცხოვრების დედას შე#$%ი! დიახ, ვიგინები! იმიტომ რომ დაგრუზული ვარ! და აქაურობის დედა მოვ%%^ან კიდე! სადა ვცხოვრობ, ეს ქვეყანაა, ეს საერთოდ სამყაროა, ეს არის.. ეს ყლ&^%ბაა! ან ეს სიტყვა რაღა ჩემი დურბინდია, რამე წესიერი ვერ მოიგონეს? დაგრუზული ვარ! ძალიან დაგრუზული ვარ! პირი მეტყ#$%ება, ისეთი დაგრუზული ვარ! ნერვები მეშლება, მეფურტკნება, მეღრღნება სამყაროს ცქერით. უაზრო, არალოგიკური, ცივი და მლიქვნელი სამყაროს ცქერით! და ყველაფერზე მეშლება ნერვები! იმიტომ რომ დაგრუზული ვარ! ხოლო დაგრუზული იმიტომ ვარ რომ დებილი ვარ! იმიტომ რომ ვერ ვუგებ ვერავის და ვერავინ ვერ მიგებს! არც ერთი არაფრის აზრზე არა ხართ! საერთოდ! თქვენთან ლაპრაკი არ ღირს, თქვე ლაბორატორიის ვირთხებო! თქვე ცხოვრების მშიერმუცელა მონებო! ვისზე მეტი ხართ, თქვე სირ$%^&^ალებო! რა გიყრიათ თავში საერთოდ, რა გიდევთ ჯიბეში, რა გაქვთ სახლში, ვინა ხართ საერთოდ ამდენს რომ ლაპარაკობთ და თავს იჩენთ? თქვენ რა ხმა გაქვთ ამოსაღები, წადით თავი მოიკალით, სამყაროს გამოადექით რამეში ქე მაინც! ოოოო, ახლა ისეთი გაბრაზებული ვარ, რამის კლავიატურა დავამტრიო. იმიტომ რომ შურიანი და ეგოისტი გავხდი. იმიტომ რომ ყველას ჩემზე მეტი გონია თავი და იძულებული ვარ მეც ავყვე და ისინი გავაკეთო, რაც არ მინდა. იმიტომ რომ ვიღაც უწიგნური არსებები, ზოდიაქოთი რომ ყ ასოზე არიან დაწყებულები და მიყოლებით 2 წიგნი არ აქვთ წაკითხული, ისინი ჭკუას მასწავლიან. და რაღაცა გონიათ თავი. აჰა, კითხულობ ამას, არა? შენ შენ ვინღა ხარ, შენ თავს შეხედე. საერთოდ ხარ ვინმე? იქნებ "რა" კითხვა უფრო დაგესმის, განა ასე არაა? უკვე "რა" გახდი, შე საცოდავო! შემოდიხარ და მერე ალბათ იცინი. წადი და გრეჩიხას დასცინე, შენი დასაცინი ვინაა, ცალფაზიანო ლოთო?! ააა, აგრესია მოგეძალა? ვანა წყლით გაავსე და შიგნით ჩაწექი, ნახშირის ტაბლეტები დალიე და ძილის წინ პირჯვარი სამჯერ გადაიწერე, არა მოგელანდოს რა! მეცოდებით! ყველანი მეცოდებით! ჩემი თავი მეცოდება ყველაზე მეტად თქვენს ხელში! რა მინდოდა ამ სამყაროში საერთოდ! ბლიიიინ! 24 წელია არავის ვყვარებივარ ისეთს, მეც რომ მყვარებოდა! მარტო ამისთვის შეიძლება თავის მოკვლაზე ფიქრი! ან რა მუსიკას ვუსმენ, როდის აქეთ გავხდი ჰარდ მეტალისტი? რატომ ვუსმენ უკვე 2 კვირაზე მეტია ასეთ გიტარის ხერხვებს და რატომ მაქვს გული დამძიმებული 2 წელზე მეტია? აღარ მინდა აქ, აღარ მინდა! წამიყვანეთ ვინმემ სახლში! ვერც ერთს ვერ გიტანთ! ლოთებო! გარყვნილებო! გაგრიებო! უაზროებო! მე მეზიზღებით და მიჩუქნია ეს სიძულვილი თქვენთვის! ჯანდაბა! ამის დედაც ჯეკ! უკვე ყელამდე მძღ$%^ში ვართ და ვერავინ ხვდება განა? როდემდე უნდა დავიკიდოთ ეს ყველაფერი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება? როდემდე შეიძლება განსხვავებულად მოაზროვნე კაცს გიჟი ერქვას? უუუუხ! რამდენი მიწერია.. როდესაც დაგრუზული ვარ, ჭამა მშველის. როცა ვჭამ - ვსუქდები. და ეს კიდევ მეტად მგრუზავს. ამიტომ კიდევ მეტს ვჭამ.. არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს მდგომარეობა. ახლა ხომ მინიმუმ 100 ნერვული უჯრედი მოკვდა? ისინი კი არ აღდგება.. ყოველ დღე რომ 100 უჯრედი მოკვდეს, თვეში 3 000 გამოვა. წელიწადში კი 36 000!!! რა თქმა უნდა ზღვაში წვეთია 4 მილიარდ ნეირონთან შედარებით, მაგრამ 24 წლის მანძილზე 864 000 ნეირონი იქნებოდა მკვდარი.. აჰა, ისევ პოხუისტობებს ვწერ და ამაზე კიდევ ვიგრუზები. იუმორი: ლოთის ფილოსოფია - როდესაც ბევრს ვსვავ, ხელი მიკანკალებს, სასმელი მექცევა და უფრო ცოტას ვსვავ. ანუ რაც მეტს ვსვავ - უფრო ცოტას ვსვავ. :( ახლა სიტყვებს ცოტა ჩავაცენზურებ, თორემ ძალიან გინებებია.. და ეს არ მკიდია! იმიტომ რომ დაგრუზული აღარ ვარ. All you need is love-ო, მითხრა ამას წინათ ექიმმა, გვარად ლენონმა.

Sunday, May 3, 2009

ყვავის ბუდეები

*********************************** ყვავა (Big Crow) ამ პოტთან არანაირ კავშირში არაა ბაზილიო ძალიან კარგი გოგოა. მაგრამ არ ვიცი რატომ არის ხოლმე სულ ასეთ დაგრუზულ ხასიათზე. პრინციპში ერთხელ მითხრა, ბლოგზე მაშინ ვწერ, როდესაც დაგრუზული ვარო. ასე რომ, ვინაიდან ბლოგიდან ვიცნობ, ანუ რასაც არ წერს, ის ნაწილი ჯობია.. თუ როგორ უნდა მეთქვა.. მოკლედ, ამას წინათ ვკითხულობ მის ბლოგზე, რომ ზეპირად ვიცი რამდენი ყვავის ბუდეა გორიდან თბილისამდე გზაზეო, ახლა ვნახე, 3 გაფუჭებულა და 1 ახალიაო. ხოდა დღესაც, მოვდივარ თბილისიდან და გამოვცდი თუ არა იგოეთს (სადაც კედელზე აწერია: გზა მშვიდობისა გოჩა) ხეზე შევამჩნიე ყვავის ბუდე. და ბაზილიო გამახსენდა. გადავწყვიტე დავითვალო ყვავის ბუდეები. მით უმეტეს, სხვა საქმე არა მქონდა რა, გარდა იმისა, რომ მშენებარე ავტობანს ვუყურებდი. :) ხოდა ასე. 1 ბუდე, 2, 3, 4.. 10.. 23.. 32.. ამ 32 დან 30 იყო გზის მარცხენა მხარეს, 2 - შუაში. ვაგრძელებ 33, 35, 38.. მოკლედ, თვალები რომ საკაიფოდ ამიჭრელდა, როგორც იქნა მივაღწიე შვშვებამდე. ანუ ლოგიკურად თუ ვიაზროვნებთ, ამის მერე ყვავის ბუდეები აღარ უნდა იყოს, უნდა იყოს შაშვის ბუდეები. მორალი: უსაქმური კაციო ავტობუსიდან ყვავის ბუდეებს ითვლიდა და იმას ფიქრობდა, ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ჯობიაო.

უკნიდან ლამაზი ქალები

გუშინ თბილისში გახლდით. სწორედ ამიტომ არ არის გუშინდელი პოსტი. სამაგიეროდ დღეს დავწერ ორ ცალს. :) ამჯერად მინდა შევეხო ისეთ ფენომენს, როგორიცაა უკნიდან ლამაზი ქალები. ბევრი ლაი ლაი არ გვინდა, ეგრევე მოკლედ მოვჭრი სათქმელს. ამოვდივარ მარჯანიშვილზე ესე იგი. ნუ, მაგ მეტროს მიმდებარე ტერიტორია სავსეა პრიკოლი განცხადებებით, მაგრამ ეს თემას არ ეხება. უბრალოდ დათბა და შესაბამისად მდედრებმა დაიწყეს შილიფად ჩაცმა. :) ხოდა ამოვდივარ მეტროდან, ავდივარ კიბეებზე და ვხედავ ჩემს წინ მიდის გოგოოო.. იმის დედა ვატირეეე.. სიგარეტს რომ ვეწეოდე, სიგარეტიც კი ზემოთ წავიდოდა ეგეთი იყო.. მოკლედ გადავიქეცი თვალებად და მივდევ ამ გოგოს. თან მიხარია რომ ასეთ კარგ ქვეყანაში ვცხოვრობ, ასეთი ლამაზი გოგოები გვყავს.. და უცებ ეჭვმა გამკენწლა - გამახსენდა ფენომენი. გავუსწარი, ვითომ უკან მოვიხედე და ხელში შემრჩა.. ხელში შემრჩა დიდ ცხვირა, არაპროპორციული სახის მქონე მდედრი.. სამწუხაროა. :( ჩავედი უკან მეტროში. საქმეზე დავდიოდი და მეტროს გადაკეტვა ჯერ ვერ მოასწრო ოპოზიციამ. ხოდა ამ ტრანსპორტს ვანიჭებდი ყოველთვის უპირატესობას. ჩავედი ესე იგი და ამოვედი ვაგზალზე. ამოვედი ვაგზალზე და ვხედავ.. ნუ ისტორია იგივეა. ულამაზესი, უფრო სწორად, უსექსუალურესი გოგო მიდის ჩემს წინ. გამოცდილებით ვიცი, რომ არ უნდა ავღფრთოვანდე მისით, სანამ სახეს არ ვნახავ. სახეზე კი კაცს გავდა.. შავი, ულვაშები და რამე.. :( ჩავედი ვაგზალზე, ამოვედი ბიბუბეში. მოკლედ, შიშითღა ვუყურებ ამ მდედრებს, სადაც სექსუალურს დავინახავ, გული მისკდება, სახეზე საშინელება იქნება თქო. და უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდებოდა.. რაღაცა არსებობს არა, ამხანაგებო? რატომ დადაბლდნენ და რატომ დამაინჯდნენ გოგოები? რატომ ცდილობენ ამის კომპენსაციას სექსუალობის ხარჯზე? ალბათ არის ისეთი კატეგორია ბიჭების, ვინაც ასეთ უკნიდან ლამაზებზე აფანატებს. ალბათ ეს ბიჭები სპორტულ გაზეთებს კითხულობენ, მერე არ აგდებენ და ასეთ გოგოებს აფარებენ სახეზე.. სახე კარგი, მაგრამ სიმაღლეს რას უშვრები? იქნებ მე ვარ ექსტრემელურად მაღალი და იმიტომ მეჩვენებიან სხვები დაბლები? ან იქნებ რაღაცა მართლა არსებობს? საერთოდ ახალი თაობა მაღალია ხოლმე წინა თაობასთან შედარებით. ერთმა მითხრა, ეს სიგარეტის ბრალიაო. და კიდევ არასწორი კვების. თუკი ორგანიზმს საშენი მასალა არ მიაწოდე, როგორ იქნები ტანადი? ხოლო ასეთ მშიერ ორგანიზმს რომ კიდევ სიგარეტს და ათას ნაგავს დაუმატებ, რა თქმა უნდა სილმაზე და სტრუქტურა დაირღვევა. ყველაფერს დაფარავ ქალი და კაციც, ფეხებზე ლაქები გაქვს - შარვალს ჩაიცმევ, ბანჯგვლიანი ხელები გაქვს ქალს - გრძელ სახელოებიანს მოირგებ. მაგრამ სახეს რას უშვრები? იქნებ ამიტომაცაა მოდაში ასეთი ბუზი სათვალეები? სახის უმეტესი ნაწილი არ ჩანს. არდა ყველაზე ლამაზი ქალში სწორედ სახეა. არ გვინდა სექსუალობა, მე არ მინდა ყოველ შემთხვევაში. ნუ იქნება ტოპ მოდელის ფეხების და პამელა ანდერსონის მკერდის მქონე გოგო. მტავარია სახეზე იყოს მიმზიდველი და სახე ქონდეს ლამაზი. იუმორი: სვამეხი ქალი მისდევს. ქალი ქაქაია ლამაზი, სლუში, სვამეხი დორბლი მოსდის. ტრაკი მიათამაშოს, სვამეხი თვალებიც მასე თამაშობს. ნაბიჯი გადაადგას - სვამეხი სერცე ფრთხილაობს. მისდევს ასე იგი, ჰოო? და ვსდრუხ და სავსემ გადაუსცრო.სახეზე შახედა სვამეხი, გული გაუსქდა, ნუ! ეუბნება: ჟენშინა, ქაქ ვამ ნე სთიდნა, თაქუიუ ჟოფუ ფორთიშ - ო.

Friday, May 1, 2009

ისტორიები ლუდზე

დაპირებისამებრ, მინდა მოგიყვეთ რამოდენიმე ისტორია, რომელიც გადამხდენია თავს ლუდის სიყვარულის გამო. ისტორია 1 - ეტიუდი იყო ეგეთი დრო, როდესაც თავზე მეტი ბუნდღა მქონდა, თავში ნაკლები ტვინი და ჯიბეში არ იყო ფული. როგორც მიხვდით, ლაპარაკია ჩემს თინეიჯერობის ასაკზე. ხოდა ასეთ ასაკში მოსკოვიდან (მაშინ მოძმე სახელმწიფო იყო და ჩვენი მეფეები თაფლუჭს სვავდნენ და რუს ნაშებს სდღ.. მოკლედ ეფერებოდნენ) ჩამოდიდა ჩემი უბნელი და ძმაკაცი, რომელიც აქაც შემოდის იმედია (გიორგას მოკითხვა). მოკლედ მანამდე ლუდი არ მქონდა ასე ხშირად მოხმარებაში, დიდ რუსეთში კი მაგარ ხოდში ყოფილა. ხოდა ამანაც, აბა ლუდი დავცხოთო. ოო, თავიდანვე მომეწონა ეს ქაფიანი სითხე, ნელა ნელა რომ გათრობს და ასევე ნელა რომ ფხიზლდები. მოკლედ, დავლიეთ ლუდი. კიდე დავლოთო. კიდე დავლიეთ. მოდი კიდე დავლიოთო. ისაა.. ნუ კარგი, კიდე დავლიეთ.. ხოდა საკაიფოდ დავთვერი. დავდე თავი სადღაც და მეორე დღეს მახსოვს რომ სახლში გავიღვიძე. როგორ მივედი იქამდე, არ ვიცი. მადლობა გიორგის. :) ისტორია 2 - 26/4 აბა, კაცი მოსკოვიდან ჩამოვიდა, აქ დარჩენილი კლასელები, ძმაკაცები, მეგობრები, ნაცნობები ხომ უნდა ენახა? ხოდა ერთხელაც ნახვის პროცესში ვართ და მოდი კარტი ვითამაშოთო. მე დიდი კარტის მოთამაშე არა ვარ სიმართლე გითხრათ, მაგრამ ამ დროს ერთ-ერთმა მოთამაშემ მოიტანა 26 ცალი (ან ეს 26 რა იყო) ყ ასოზე დაწყებული ლუდი. ხოდა ასე, დავჯექით, ვჯოკრაობთ, ვაგებ, ვიგებ.. მემგონი "აუთქასთს" ვუსმენდით და თურმე რამდენი ტექსტი მცოდნია ზეპირად. :) მოკლედ ლუდი გამოილევა, ჩაყოფ ხელს პარკში, მოიღებ ახალ ბოთლს და ვაგრძელებთ დალევა-თამაშს. ხოდა ეგ არის უნდა დავამთავროთ და ჩავყავი ხელი.. სადღაა ლუდი.. მოკლედ როგორ დავლიეთ 26 ბოთლი ლუდი 4 მა კაცმა, ახლაც არ ვიცი.. ერთი ის ვიცი, მაგიდიდან რომ ავდექი, ძალიან გალამაზდა გარემო და ამ 26 ბოთლის ორიგინალურ გამოყენებაზე დავიწყე ფიქრი. მაგალითად ნაძვის ხის აწყობა ან დამტვრევა და მერე გადაყრა.. მოკლედ, მაგარ ყ ასოზე დაწყებულ ხასიათზე დავდექი რა. :) ისტორია 3 - უფასო ლუდი. ერთ დღესაც გავიხედოთ და გიორგისთან ვზივართ აივანზე.ამ დროს მოვიდა 2 ბიჭი და მემგონი კიდე 2 გოგო მოყვა თუ იქ იყვნენ უკვე.. ერთი ის მახსოვს, გიორგის და იყო. ხოდა აბა მაზიანზე ვიჯოკრავოთო. მაზიანზე და მით უმეტეს რაც არ ვიცი, არასოდეს ვაკეთებ. ხოდა ავდექი მე, გადავჯექი დივანზე და დავიწყე რაღაცა თვალშესავარდნი ქალების ჟურნალის თვალიერება. და კარგიც ვქენი. ამ ოხრებმა ასეთი მაზიანი დადეს: წყვილებში ვითამაშოთო და რომელი წყვილიც წააგებსო, იმათ უყიდონ ყველას (ანუ მემგონი 8 კაცი ვიყავით) 2 ბოთლი ლუდიო. ანუ იდეაში 16 ბოთლი უკვე მზადაა. :) დაჯდნენ, მე ვკაიფობ ჩემთვის. ნუ, წააგეს როგორც მოსალოდნელი იყო ვიღაცეებმა. წავიდნენ - მოიტანეს. ვსვავ ლუდს და ეს ქალები უფრო ლამაზდებიან. მეორე ხელიც ითამაშეს, კიდე წავიდნენ, კიდე მოიტანეს.. კიდე დავლიე.. კიდე უფრო გალამაზდნენ. მემგონი კაცებიც გალამაზდნენ. :) კიდე ითამაშეს, კიდე მოიტანეს, კიდე დავლიე.. ეე.. მემგონი მეტი აღარ უნდა დავლიო თქო.. ხოდა ალბათ ჩემი ფიქრები გაიგეს ან ფული თუ გამოელიათ, ვინც აგებდა ხოლმე (და ეს საცოდავი წყვილი სულ აგებდა) ადგნენ და აბა გვიანიაო და წავედითო. :) ჰა, გიორგი, იყო ეგ დროც, როცა ჩემზე ადრეც მიდიოდა სახლში ვიღაც. :) მოკლედ, დიდი იუმორი და ვაიმე ეს რა წავიკითხეო არაა, მარა მაინც სასიამოვნო მოგონებებია. ამიტომ ამ ჭიქით ჩვენ ტბილ მოგონებებს გაუმარჯოს. :)