Friday, May 8, 2009

კრახი

არ მეგონა.. არ მეგონა თუ ასე დამთავრდებოდა.. ან იქნებ არც დამთავრდა, მაგრამ თუ ასეთი იქნებოდა ამდენი ხნის შრომის შედეგი.. რა საშინელი გრძნობაა.. ერთიანად მოვეშვი და თითქმის ყველანაირი იმედი დავკარგე.. შეხედეთ ამას :(
სად წავიდა ჩემი ქართული ტექსტი? რატომ ვერ კითხულობს?
საქმე კი იმაში იყო, რომ ინგლისური სახელების ნაცვლად ეს ჩვენი პატივცემული სტალკერი, რატომღაც რუსულად წერდა ჩარების სახელებს. არაფერმა არ უშველა, რეები არ ვცადე, როგორ არ შევცვალე ფაილები.. შენც არ მომიკვდე! არადა შრიფტის ფაილებში აღარ არის რუსული ასოები. ამიტომ სახელის ადგილი თამაშში იყო ცარიელი.ხოდა გადავწყვიტე წამეშალა სტალკერი და თავიდან დამეყენებინა. შემემოწმებინა, ტავიდანვე რუსული სახლები თუ არა. რაღაცა დირექტიქსისი ერორი კი ამოაგდო, მაგრამ თამაში დადგა და გაეშვა. სახელები, როგორც მახსოვდა, იყო ინგლისურად, Marked one. და არა "მეჩანნი" - რუსულად. მერე ავდექი და უკვე ნათარგმნი ქართული ტექსტი ჩავაგდე. რად გინდა - მაინც Marked one წერია. თუმცა დილაოგები ქართულია. ცოტა ვიჩალიჩე და მერე ვიფიქრე, აბა შრიფტების ფაილებსაც ჩავაგდებ თქო.. ასე წესით ასოები უნდა ქართული გამხდარიყო. მაგრამ, როგორც ზემოთ სურათში ხედავთ, ისევ ინგლისურია, ამის დედაც! ააააააააააააააა! რა ჯანდაბააა! რა დოზანა ეტაკა? ამისთვის ვშრომობდი? ამისთვის დავითხარე თვალები? ეს არ იყო ჩემი მიზანი! რა ჭირი სჭირს, რა დოზანააა?! ბლიააააააად!! ვსო ბუძეტ, გურამ, ვსო სძელაემ. ახლა დაწყნარდი.. აბა იმაზე იფიქრე, ამდენი რომ წაიკითხა და მაინც რომ ვერაფერი გაიგო, შენს ბლოგს რომ კითხულობს, იმაზე იფიქრე, ის ალბათ უარეს დღეშია ახლა. ვსო ბუძეტ, გურამ..

2 comments:

DrAcid said...

ვა... გურამ...
ეს რა მოუვიდა მაგ დედა აფეთქებულსა????!!!!

ისე მართლაც, შვებულება აიღე ჯობია მაგ საქმიდან. ერთი-ორი დღე.

მეც ვერ გავაქრთულე ჩემი სტალკერი...

დაისვენე ჯერ... ;)
სახელების თარგმნაც დავამთავროთ და ყველაფრის... მერე კეც ჩამოვდივარ მალე და დროც მექნება ბლომად რომ მაგ საკითხს ერთად დავჯდეთ და მივხედოთ... ოკ?

drmercyhospital said...

Გამარჯობა ყველას,
ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.