Sunday, August 30, 2009
შემოქმედებითი კრიზისი
თავს შემოქმედ ადამიანად ვთვლი. ყოველთვის მოცემულ საკითხს მინდა ორიგინლაური კუთხიდან შევხედო, რამე არატრადიციული, არამიღებული, ან მიღებული, მაგრამ არა ამ კუთხიდან გავაკეთო.. და მუდამ მახსოვს ფრისტაილერის ავტორის სიმღერიდან ფრაზა: "შექმენი რამე ახალი" (Create something new..) ხოდა მინდა ხოლმე, უფრო ზუსტად.. ანუ არ მავიწყდება რომ უნდა შევქმნა რამე ახალი.
არა, მოვალეობა და რამე კი არაა, უბრალოდ ბავშვობიდან ახალ-ახალ რამეებს ვიგონებდი. მინდოდა დიდი გამომგონებელი გავმხდარიყავი, ტესლასავით თუ რევოლუციას არა, რამე სასარგებლო მაინც შემექმნა. ან რა ვიცი, აღმეწერა, დამეხატა, დამეხაზა.. მოკლედ, მეაქტიურა.
ჩემი მიღწევები ასე გამოიყურება: გავაკეთე ელექტრო თოხი. :) ამის ბიძგი იმან მომცა, რომ ბავშვობაში სოფელში სათოხნად წამიყვანეს და თუ არ იცი თოხვნა, მაგარი რთული საქმეა. თითქოს რა უნდა ჰო, იქნიე თოხი და უბრახუნე მიწას, მარა ასე ადვილიც არ ყოფილა. ხოდა ელექტრომატორზე დავამაგრე დოლი, დოლზე მივაბი რკინა, რომელიც ხვრელში მოძრაობდა. მატორს რომ ჩართავდი, დოლი რკინას ისე ამორავებდა, როგორც თოხი გიქნევია. შენ მარტო უნდა სწორად დაგემიზნებინა. :) პაპაჩემმა უყურა, უყურა და.. ჩამოწერა. :)
მახსოვს ერთ დღეს სკოლიდან მოვდიდი და აზრად მომივიდა გორის გეგმა დამეხატა. ხოდა 3 ა3 ზომის ქაღალდზე გონებიდან გადმოვხატე ის ადგილები, სადაც ნამყოფი ვიყავი გორში, თავისი აღნიშვნებით, პირობითი ნიშნებით და რა ვიცი, ახლა რომ გადავშლი ხოლმე, გული სიამაყით მევსება. :)
ვცადე შემექმნა ქვეყანაც წარმოსახვაში. ხოდა ესეც შესანიშვანად დავხატე, 1 სანტიმეტრში 10 მეტრი მაშტაბით.. იიიშ! მახსოვს ერთგან მატარებლის ლიანდაგი ისეთნაირად იყო, რომ იდეაში შემადგენლობა უნდა მბრუნავ რელსზე გადასულიყო, რომ მერე მემანქანეს აერჩია, რომელი გზით გაეგრძელებინა გზა.. და აი, გეგმაზე ეს მბრუნავი რელსი 1 სანტიმეტრის დაშორებით იყო მდინარე იმტკვარისაგან. :) და მე წარმოვიდგინე, როგორ გავედი ამ რელსის ბოლოში და როგორ გადავხედე 10 მეტრში აღელვებულ იმტკვარს იქ მოცურავე გემებით (ღრმა მდინარე უნდა ყოფილიყო).
ვცდილობდი გადამეკეთებინა ჩემი სათამაშო მანქანები ერთმანეთად. ანუ მაგალითად შესანიშნავი სპორტული მანქანისაგან არაუშავს რა გემი გამოვიდა. :) მთავარი ის იყო, რომ ეს გემი დაცურავდა და პლუს პულტიც ქონდა. :)
ასეთი ჩხირკედელაობის მერე შემივიდა ჩემს ცხოვრებაში კომპიტაური. "სუსანა" ერქვა ჩემს პირველ კომპს. საკმაოდ ძველი პენტიუმ 2 იყო, არადა ამ დროს ახალი შემოსულები იყვნენ პენტიუმ 4 ები.. ხოდა მე მაინც ამ ჩემი საცოდავი კომპით გავაკეთე ჩემი პირველი ვიდეოკლიპი - შოთა დეიდას სიმღერაზე "ძუძუმ შემაშინა"
მერე ერთმენეთს მიყვა ფორუმი, ინტერნეტი, თამაშები.. ინტერნეტკაფეში მუშაობა, ჩემი სასტავის, იგივე "ლობიოს ოჯახის" გაცნობა (ახლა "მწვანე ოჯახი") და შემდეგ კი კლიპი ჩვენზე. (აქედან ძალიან ცოტანი ვართ დარჩენილები და ზოგი კი საერთოდ არ არის აქ)
და ბარემ აქვე დავდებ საკაოდ ძველ, 2005 წლის ვიდიუს, რომელიც ეძღვნება ფორუმელთა და მათ შორის ჩემი ატენში ლაშქრობის ამბავს.. ამ დროს ჯერ კიდევ ვირტუალური შემოქმედების გაფურჩქვნის პროცესში ვიყავი, "სულს მუშაობა სწყუროდა" და გამოვიდა ასეთი რაღაც.
მოკლედ, აი ასეთი ჩხირკედელა და მაძებარი და რა ვიცი მე რა არ ვიყავი. ყველაფერს მივედ მოვედე, ყველაფერი მინდოდა გამომსვლოდა.. აი გენაცვალე, შეიხედეთ აგერ, აქაც დავიწყე დახმარება გაქართულებაზე. მერე თუ არ დაგეზარებათ, შედით აქაც. აქ ქართულ 3დ თამაშს ვაკეთებთ (რატომღაც საიტი დროებით გათიშულიაო)..
ხოდა ხალხო, აჰა, ახლა ვარ ბანკირი, ჩემი შემოქმედება რატომღაც ძალიან მუხრუჭდება. აი რამდენი ხანია არაფერი შემიქმნია, საერთოდ არ მაქვს სურვილი.. ანუ სურვილი კი მაქვს, მაგრამ ნებისყოფა არ მყოფნის თუ როგორ ვთქვა.. .მონდომება მღალატობს. აი მინდა ვთქვათ გორის მეგზურის კაკეთება ისევ. ანუ მე-2 ვერსია. ხოდა ვერ რა.. დავჯდები კომპთან, უეცრად გამივლის ყველანაირი სურვილი. რაღაც დებილობა თამაშებს ვთამაშობ. გვერდით ეს ჩემი ბიძაშვილი მიზის.. ეე..
გამივლის?
რომ არ გამიაროს?
წავიდოდი თავს მოვიკლავდი, მარა არ მომწონს რა. ადრე ვქენი ეგრე და ამაგარი ბანძობაა. :)
აბა, საქმეა ესა? რას ვგევარ, რამეს მაინც ვგავდე..
Friday, August 28, 2009
მე-100 პოსტი, ნახ!
ახლა მინდა დავწერო რა მოხდა ამ 100 პოსტის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში და საერთოდ, რა ვისწავლე და რა შეხედულებები შემეცვალა. ვწერ ნუსხა-ხუცურით. :)
ხოლო დღეი ესე, რომელ დავიწყე წერაი ბლოგისაი ბოგპოსტსა ზედა იყო არა გამორჩეულ და ფრიად ჩუელებრივ. გარნა დღიდანა იქიდანა ჩავიდის წყალნი მრავალნი და აქციანი ბევრნი, მსურს დავწერო აზრნი ჩემნი მუნ ბრძენნი და განმატევებელნი.
1. ვისწავლე, რამეთუ ყუელაფერი გაულადი არს. ხოლო მადლობაი ესე პატაპუტინასა, რომელ არს ბლოგერი და ვხედვიდე პირველადა 2007 წელსა მზიურსა შინა ვითარცა ყვითელმაიკიანი და ხელში ნაყინით, ესრეთ მზის ზეიმსა ზეიმობდა და ადიდებდა ანიასა და 1 ივნისსა თანა. უკეთუ ყუელაფერი გავლადი არს, ესრე არის ალტერნატივაი ფრაზისაი "დაიკიდე-მოგეშვება" ანუ ფრაზისაი "დრო ყუელაფრის მკურნალია" და ესრეთ არის სიმღერა იგი, რომელ მღერის ბიბი და სერგი.
2. ჩემი სიყუარული და ეტალონი ქალისაი, რომელ არს თვალთაფლა, თმამჩქეფარე და ტუჩმაყვალი, გათხოვდის ეგრეცა და არა ვიცოდე ამბავი ესე და 1 კვირის წინ ვნახე და იცინოდა. ხოლო დავიგრუზე ფრიად გარნა ვიფიქრებდე, ყოლიფერი გავლადი არს და გამივლიდეს.
3. ხოლო მეფეი ესე პოპისა, რომელ არს მაიკლ ჯექსონი, იგივ კუმირი ჩემი და სახე ჩემი, მოჰკვდიდეს ვითარცა მღილი ესე ანუ მწერი ანუ ჭიაყელა. ხოლო საქმენი მისნი იცოცხლებენ და ადიდებს ხალხი ჯექსონსა მასსა აწ და მარადის და ვიდრედა იარსებებს პოპი ესე.
4. მყავდიდეს ტრანსპორტი სახელად "ცოხეი" და სახედ ველოსიპედისაი, რომელ ვიყიდე დაბადების დღეზე, არის 24 ინჩიანი თვლებით, თუცა პატარა და მთისა, ოდენ დისკები მისი დაბრეცილ არს, გარე კბილანასა მისისა დამცველ არ ქონდის და გრძელსა შარვალსა აფუჭვიდეს, სიჩქარენი ცუდად უმუშავებდის და კრილონი არ ქონდვის. ხოლო მორალი არსე ესე: არასოდეს იყიდოთ არაფერი სიჩქარით და მარტო იმით, რომ გინდათ.
5. მქონდეს მ4 აირსოფტის იარაღი, რომელ არს პნევმატური, 150 მ/წმ საწყის სიჩაქირანი და ფრიად მძიმეი. ვიყენებდე არაფერში გამორჩეულში, სარეცხის თოკზე შპილკებს ვესვრიდე ათასში ერთხელ და ვოცნებობდე დღეზე, როდესაც ნამდვილ სტრაიკბოლს ვითამაშებდე.
6. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისეთივე ნაკელით იყოს დაფარული, რავარც ბლოგის დაწყების დღიდან. ხოლო გაგვივლის.
8. ვისწავლე როგორ არ უნდა დავიგრუზო მაშინაც კი, როდესაც მშია. აი ახლა მშია, დაგრუზვა შემომეპარა მაგრამ გავაგდე. :)
9. ვისწავლე იმის დანახვა, თუ რამდენად კარგი ვარ. ამის საშუალება მომცა გარშემო არსებული ოჯახების, ადამიანების, ემოციების და კავშირების ანალიზმა. და გამოვკვეთე ჩემი მთავარი პლიუსი: გამივლის.
10. ვარ საუკეთესო თანამშრომელი ჩემს კანტორაში, მაქვს ბლოგი, მეილი, ველოსიპედი, აირსოფტის იარაღი, სათვალე, კომპი, უამრავი თამაში.. მყავს მსოფლიოში საუკეთესო და, დედა, მამა. მიყვარს სამყარო, მიყვარს მშვიდობა, მიყვარს გოგოების მკერდში ყურება. არ ვიცი რატომ, მაგრამ აშკარად ვუყვარვარ ღმერთს. არ მყავს მეგობარი გოგო, არ მყავს უახლოესი მეგობარი, არ მყავს ადამიანი, რომელსაც დაველაპარაკები გულიანად, არ მყავს შინაური ცხოველი, არ მყავს ავტომანქანა, არ მყავს აშკარა მტერი (იმედი მაქვს რომ მტერი მყავს, იმიტომ რომ "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი").
რაც მთავარია, ეკონომიკსის ერთ-ერთი მცნება ცხოვრებაში გამოდგება: მთავარი ის კი არაა რას აწარმოებს ადამიანი, არამედ ის, თუ როგორ აწარმოებს. ფრაზა ასე იშიფრება: მიზნები არ იცვლება, იცვლება საშუალებები. არ ვიცვლები მეც. ისევ ისეთი გურამ ჯექსონი - დჯ_გურო, ყველაფრის მიქსავი ვრჩები.

Wednesday, August 26, 2009
მე - ადამიანი_აღმოჩენა
დიდი ხანია ჩემი კანტორის თანამშრომელი ვარ. გუშინწინდელივით მახსოვს ჩემი პირველი გასაუბრება, სათაოდან ჩამოსული გოგოები, ჩვენი მმართველის სახე, მოცემული დავალება და ჩემს მიერ წამოყენებული პროექტი.. არადა ეს ყველაფერი 3 წელზე მეტი ხნის წინ იყო.
მახსოვს "დედაჩემი" ნინო და "მამაჩემი" - ტოტო როსტომი. ზარმაცი მამის საქმეს მე ვაკეთებდი და ასე მივიღე პირველი ნათლობა - გურამი კარგი ადმინისტრაოტრია. და მახსოვს ჩემი პირველი სამუშაო კვირა ნინოს გარეშე, პირველი დალაგებულ-აკინძული საქმე ნინოს გარეშე, პირველი მსხვილი კრედიტი ნინოს გარეშე გაცემული და მაშინდელი ემოციები..
ვინ წარმოიდგენდა 3 წელზე მეტი ხნის წინ, თუ უნივერსიტეტის დამთავრებიდან 1 კვირის მერე საკმაოდ პრესტიჟულ სამუშაოზე დავიწყებდი სამსახურს. ვის კი არა, მეც არ წარმომედგინა. რა მინდოდა პროგრამისტს ბანკში? მაგრამ ჩემზე ჭკვიანები ზიან კადრებში და სულ სხვა პოტენციალი დაინახეს ჩემში..
ადამიანი - აღმოჩენა (შოკი!)
ადამიანი - ღიმილი (ორმაგი შოკი!)
ადამიანი - კრეატორი
პუნქტუალური
მოწესრიგებული
კომუნიკაბელური
პასუხისმგებლიანი
ორგანიზებული ნიჭით (შოკი!)
გუნდური
მასთან მუშობა სასიამოვნოა
ყველას უყვარს დამლაგებლიან მმართველიანად
სანდო, საიმედო
მაღალი პროფესიული სტანდარტებით
ცოტა უცნაური (აიტის ხასიათით)
Sunday, August 23, 2009
რუისამდე
ეს "ცოხე" ა (ასე ქვია ჩემს ველოსიპედს)
ეს კი გორი-ურბნისის მარშუტის თანამგზავრული ფოტოა (მარჯვნივ გადატრიალება მომიხდა რომ ბლოგზე ჩატეულიყო. ანუ ჩრდილოეთი არის მარჯვნივ ამ სურათზე).
ქვემოთ კი მოგიყვებით როგორ შევასრულე ამ დროისათვის სარეკორდო მარშუტი სიგრძით და სირთულით.
ტექნიკური მონაცემები: მანძილი: მარშუტის ბოლომდე - 15-20 კმ. გზის საფარი: ავტოსტრადა რელიეფი: ძლიერ აღმართ-დაღმართით და მცირე სწორი გზით. დამატებითი ეკიპირება: ლიტრანახევარი წყალი.
დილით ძალიან ტკბილ ძილში მყოფი ჩემთვის თითქმის უცნობმა ადამიანმა გამაღვიძა მობილურზე ზარით და აბსურდული თხოვნით მისთვის ბალის ჩართვასთან დაკავშირებით კინაღამ დავთრები ამირია. საბედნიეროდ აბსურდული თხოვნა ასეთადვე დარჩა და დავთრები ისე ისე დაწკრიალებულ დალაგებულია ჩემს თავში, როგორც ამ 10 წლის წინ იყო. ხოდა იმას ვამბობდი, რომ დიდი ხანია მქონდა რუისამდე ჩასვლის ოცნება და გადავწყვიტე ეს ოცნება ამეხდინა.
აქვე რატომ რუისამდე. არ ვიცი, უბრალოდ ეგ ადგილი გადავწყვიტე. სინამდვილეშჳ ჩემი მარშუტის ბოლო სარფია, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოებისათვის რუისიც საკმარისია მემგონი.
ხოდა ავდექი, ვსჭამე პური, ჩემი დის სკოლის ჩანთა მოვძებნე, ლიტრანახევარი კოლას ბოთლი წყლით ავავსე და გავუდექ გზასა. მეზობლებმაც კი ვერ მიცნეს ერთი შეხედვით ამ კეპკაში, ზურგჩანთაში და ველოსიპედზე. :) ხოლო ჩემი კანტორის ხალხი საერთოდ გამოქლიავდა. საქმე იმაშია, რომ კანტორის წინ გავიარე და მასე წავედი.
გორიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე 4 გზა ადის: ტინისხიდიდან, ორთაშენიდან, წმინდაწყლიდან და ვერხვებიდან. ტინისხიდის გზა ავირჩიე არა იმიტომ რომ ასე ყველაზე მოკლეა ან რამე, არამედ იმიტომ, რომ ასე ყველაზე დიდი აღმართებია გასავლელი. ორთაშენის გზა ძირითადად გამოიყენება გორში შემოსასვლელად ხოლო დანარჩენი 2 გზა იძულებულს მხდიდა ახალ აშენებულ ხიდზე გადავსულიყავი, რაც დიდი პრობლემაა ველოსოპედისათვის, მანქანები ძლივს ეტევიან.
ხოდა ტინისხიდიდან ტრასაზე ასვლის გამოცდილება უკვე მქონდა. აგერ ეს გვირაბთან გადაღებული სურათი. მანქანით რომ მიდიხარ სხვა შთაბეჭდილებები გრჩება, მარა ველოსიპედით, როდესაც 10 კილომდე ველიკს 35 გრადუსიან აღმართზე მიატარებ და ოფლი მოგდის, სხვა გრძნობა გრჩება. სამაგიეროდ მერე ამ აღმართიდან ჩამოსვლაა ერთი სიამოვნება. აქვე პატარა რჩევა დამწყებ ველოსიპედისტებს: თუ მაგალითად და აღმართი ისეთია, რომ გიჭირთ უკვე პედლების ტრიალი, არაა სირცხვილი თუ ჩამოქვეითდებით და ხელით წაიყვანთ ტრანპორტს. ასე ჯერ ერთი ენერგიას დაზოგავთ, მერე დროს მოიგებთ.
ხოდა ასე, მოვაღწიე ამ ნიშნულამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ გორს გავცდი უკვე საკმაოდ. აქედან უკვე ტრასა იწყება. ანუ იწყება გიჟივით მოძრავი მანქანები, ტრაილერები, მარშუტკები და ათასი ჭირი და ოხრობა. საერთოდ წესებში წერია, რომ ველოსიპედის ტარება ნებადართულია გზის მარჯვენა ზოლზე ან ტროტუარზე, თუ ეს არ შეუქმნის დაბრკოლებას ქვეითებს. მარჯვენა ზოლი კაია, ადგილებში ეს ზოლი 10 სანტიმეტრიც კი არ იყო.
ხოდა ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, მივედი გორი-ქარელის რაიონების საზღვარზე. :) მივედი, მივედი, გადავაბიჯე ან უფრო ზუსტად, გადავალაჯე ამ საზღვარზე და გავაგრძელე გზა. არადა არ მახსოვდა ამდენი აღმართი და სულ აღმართი და აღმართი. 3 აღმართი ავიარე რა. ერთი მორჩებოდა, დავჯდებოდი ველიკზე, გავივლი ცოტას, კიდე აღმართი. კიდე ჩამოვალ, გავატარებ ფეხით, მორჩება აღმართი, დავჯდები, ახლა კიდე..
ფაცხა ვნახე შუა ტრასაზე. ღირშესანიშნავი ადგილია რა. :) თან 12:30 ზე გამოვედი სახლიდან და ღრუბლიანი ამინდი იყო. ავდექი და გრძელი შარვალი ჩავიცვი. მაინცდამაიც ეს 3 საათი, რაც მე გზაში ვიყავი, მაშინ მოუნდა მზეს დაჭერა. :( რა მექნა, ავიკაპიწე შარვალი მუხლს ზევით, მარა მერე სისხლის მოძრაობას უშლიდა ხელს და ვიყავი ასეთ გაწამაწიაში. :(
გზაში ხედებით დავტკბი. :) ასევე დავტკბი როგორც იქნა მოსული დაღმართით და სულ ჩამიშხამა როდესაც ასე გაქანებულს რაღაცა ტრაილერმა ისეთი დამისიგნალა, რამის ტრასიდან გადამაგდო. :) არადა არ მინდა რომ ასფალტის გვერდით რომ ხრეში ყრია ბორდიულზე, იმაზე სწრაფად ვიარო, რა იცი რა ხდება, ვერც დაატორმუზებ ზედ. აი ახალი ავტომაგისტრალი კარგია, იმხელა გვერდები აქვს ველოსიპედისათვის სავალი, 2 ველიკი გაივლის მამენტ. :)
ხოდა ესე, მაინც მოვედი. :) თან ისე მოვედი, რომ ძლივს გავჩერდი. დაღმართიდან აკრეფილი ძვირფასი სიჩქარე მოვაშთე რომ ეს სურათი გადამეღო. ახლა უკვე სწორი გზა მიდის და მეც გაჩერება არ მინდოდა. ასეც მოვიქეცი, დავჯექი ცოხეზე და წავიდაა.. კიდევ კარგი წყალი წავიღე, ამდენს კი ვერ გავქაჩავდი უწყლოდ. ხოდა მივდივარ მივდივარ და გამახსენდა: კაი, აქედან დაღმართია და იქედან რომ წამოვალ, მერე რა მეშველება თქო?
ხოდა აგერ ურბნისთან დავკრუგე და წამოვედი უკან. :) გზაში დედაჩემი მირეკავს, დროზე მოდი, სახლის გასაღები არა მაქვსო. კი, მალე მოვალ, ჩას ჩერეზ დვა თქო. :) მორალი ისაა, რომ სახლის გასაღები ყველას უნდა ქონდეს. :)
შევაჯამოთ: ჩასვლა-ჩამოსვლას მოვანდომე 3 საათი, ანუ საშუალო სიჩქარე იყო 10 კმ/სთ. ვიყავი ძალიან დაღლილი მარა ასევე ძალიან ბედნიერი. და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოცნება ავიხდინე და სიცარიელის გრძნობა არ დამრჩა. იმიტომ რომ შემდეგი გაჩერებაა - ხაშურეეე. 35 კმ. მელანო, მოვდივარ!Friday, August 21, 2009
კი არა და 2
ალბათ გუშინდელი წარწერის ავტორებმა "იყოჩაღეს" და თავის ჭკუაში ძალიან პატრიოტული საქმე ჩაიდინეს: ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდგარ ძეგლს წითელი საღებავები ესროლეს.რათქმა უნდა შემეძლო ჩემი კანტორის დაცვის კამერებით მენახა ვინ იყო ეს "პატრიოტი" და ვინ გამოხატა თავისი ან უფრო სხვის აზრი ამ ფორმით, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, გორელებს და ჩვენ კანტორას კერძოდ არ გვაქვს იმის დრო, რომ ვიღაცას ნერვები ვუშალოთ, რაღაც გავაფუჭოთ და რაღაც დავანაგვიანოთ. ჩვენ ვმუშაობთ. საბედნიეროდ მუშაობს ჩვენი გამგეობაც.
ძეგლი ჯერ საგულდაგულოდ გაწმინდეს, მერე ასევე საგულდაგულოდ გააპრიალეს და ბოლოს ჩემდა მოულოდნებლად, საგულდაგულოდ გარეცხეს.
იყო მოსული ადგილობრივი ტელევიზიაც, რომლის ჟურვალისტმა როგორც იქნა მესამე დუბლზე ჩაწერა ფრაზა "გუშინდელი განცხადების უცნობმა ავტორებმა დღეს სტალინის ძეგლს საღებავი ესროლეს" ნება მომეცით ვიკითხო, რატომ აცხადებთ ტელევიზიით რომ ეს იმენა გუშინდელი წარწერის ავტორები არიან?უფრო დიდი შეკითხვა მაქვს ამ აქტების სულის ჩამდგმელთან: თქვენ ახლახანს დაამახინჯეთ ქალაქის ცენტრი. რას გრძნობთ?
კიდევ ერთი შეკითხვა გამიჩნდა მას მერე, რაც შემთქვევით შემხვდნენ გზაში დედა და მისი სამიოდე წლის ბავშვი, როდესაც ძეგლს წმენდნენ. არასოდეს დამავიწყდება ბავშვის აღფრთოვანებული ხმა: "დედა, ძეგლი უნდა გადაიტანონ?" შეკითხვა კი შემდეგში მდგომარეობს: თქვენ 3 წლის ბავშვი დააავადეთ პოლიტიკით. რას გრძნობთ?
Thursday, August 20, 2009
კი არა და..
მართლა ვერ მოვიფიქრე სხვა სათაური.. ვინც საქმეში ჩაუხედავია, ახლავე აგიხსნით რა ხდება. მოკლედ, მე ვარ გორელი, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვცდილობ ეს ჩემი პუჭურა ქალაქი და განსაკუთრებით მასში მცხოვრები "გმირი" მოსახლეობა მივაჩვიო ან დავაწყებინო მაინც მიჩვენა სისუფთავე და წესრიგისკენ. ადრე კარგი, ხელს ჩაიქნევდი, არაა ნაგვის ურნები და ნაგავი სად დავყაროთო. ახლა ხომ არის? ნუ, ჯანდაბას, ესეც გავატარეთ. მარა კედლებზე ჯღაბვნა უკვე მეტისმეტია. მიაქციეთ ყურადღება ნაწერის არა შინაარსს, არამედ სიმაღლეს. ასოების ყველაზე მაღლა ნაწილები 1,5 მეტრზე მაღლაც კი არაა. ფსიქოლოგიურად ადამიანი წერს თავისი თვალის სიმაღლეზე. ანუ ამის დამწერს უნდოდა დიდი ასოების გამოსვლა და შესაბამისად, თავის თვალის სიმაღლეს ააცილა მაღლაც და დაბლაც. საშუალოდ 1.2 მეტრი სიმაღლის ადამიანი გამოდის. კაი, ჯანდაბას, დადიან გორშიც ასეთი "კარლიკი" ხალხი, მარა რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცამ ბავშვებზე მოახდინა ზეგავლენა და ეჭვი მაქვს ეს გორელმა არა ქნა. ხოდა აი აქ ივსება ჩემი მოთმინების ფიალა: რატომ უნდა გადაწყვიტოს ვიღაცა სირისტიანმა და ეჭვი მაქვს, გორში საერთოდ 5 ჯერ ნამყოფმა სუბიექტმა რა უნდა მედგას მე, ჩემს ქალაქში, ცენტრში, მიპასუხეთ აბა? გაუსწორდება მაგას რომ ეზოს შუაში რომ ონკანი უდგას, ეგ რომ გარაჟში გადავუტანო? კი, ძალიან მაგარია, რაზეა ბაზარი, მოაძრეთ ეგ ძეგლი და დადგის მაგის ადგილზე დიდი ყლინჯიღეჭიას (კოპირაით - ბაზილიო) ძეგლი, მაგრამ იქნება მოისხას იმ სირისტიანმა მადლი და ჩვენ გვკითხოს რა გვინდა იყოს ჩვენი ქალაქის ჩვენს ცენტრში. ძალიან, ძალიან, ძალიან აღშფოთებული ვარ ჯერ ერთი იმით, რომ ამ ახლად შეღებილ და შელამაზებული ბინას სულ დედა უტირეს ამ წარწერით. მერე იმით, რომ ეს წარწერა პულველიწატორითაა საგულდაგულოდ დაწერილი, ისე რომ ასოების სიმაღლეც კი ერთ სტილშია და ქალაქის ცენტრში წარწერის წაშლა რომ მოგინდეს, იოლად ვერ წაშლი. და ყველაზე მეტად მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ვიღაცამ ბავშვის ხელით დაწერა თავისი აზრი და მერე იტყვიან, არა ჩვენ რა შუაში ვართ, აგერ გორელებს უნდა ასეო. ხო, მაგრად გვინდა და ღამეები არა გვძინავს, ნეტავ ნაძვები რომ იდგა და მოჭრეს, მაგას მიწაც მიეყოლებინათ, ეს ძეგლი საერთოდ მოაძრონ და შადრევნები დააყენონ მანდო. იფ, იფ, როგორ გვინდა, ჩვენ მივალთ და ჩვენ თვითონ ვიზავთ მაგ საქმეს, პურის ჭამაც კი არ გვინდა. ისტორიაში შესვლა მოგინდათ? ჯერ ლტოლვილი ხალხი დააბრუნეთ უკან და ის დაკარგული ტერიტორიები შემოიერთეთ და ამ ძეგლს ჩემი ხელით მოვხსნი. ადვილია ძეგლის მოხსნა, ხო? და ამით გინდათ მოიგოთ ვიღაცეების გული, ხო? მსოფლიოს გინდათ უჩვენოთ რომ აი ნახეთ, კომუნიზმი საბოლოოდ დავამარცხეთო, ხო? ის ხომ კარგი იყო, ვერცხლისფერი ნაძვის თითო სანტიმეტრში 15 დოლარი რომ მოგცეს? ხო, კაი, 10 იყოს. ამორტიზირებული ნაძვები იყო თურმე ეგენი და მაგიტომ მოიჭრიათ. ახლები რატომ არ დადგეს, ქალაქის ლანდშაფტს აფუჭებდა ალბათ, არა? ხე რომ არ დარჩა ქალაქში, ამას მიხედეთ ჯერ და ძეგლამდე კიდევ იმდენი საქმე რომაა გასაკეთებელი, იმას მიხედეთ. ნუ, ახლა ვიღაც სირისტიანები რომ ძეგლის გადატანისას ფული რომ გამოიყოფა და იმ ფულის მოტეხვას რომ ვერ შეელევიან, ეს მაპატიეთ და ღორობაა. ვსო, წავედი მე. მე გორელი ვარ და ჩემი აზრი გამოვხატე. დიახ, არის გორელებში სხვადასხვა აზრი. დიახ, უნდა ზოგს ამ ძეგლის გადატანა. დიახ, ვიკამათეთ მე და ჩორტა-თეომ დღეს ამ თემაზე. მაგრამ ვიღაცა მოვიდეს და ქალაქის დაუკითხავად რაღაცა რაღაცა ისტორიული ცვლილებები განახორციელოს, ეს რბილად რომ ვთქვა, ნაგლობაა. p.s. ისტორიიდან. ასეთი იყო
ასე მოჭრეს 
დაბოლოს, იუმორი:
სტალინი - მუზეუმში
ქალი - ქუხნაში!
Monday, August 17, 2009
დაბოლილი ბულბულები
იავნანამ რა ჰქმნა?!
Still Alive, Marked One?
Sunday, August 9, 2009
ფსიქოლოგიური
Saturday, August 8, 2009
ველქამ თუ წყნეთი, სოლჯერ!
LG - Life's Good
Monday, August 3, 2009
დედაც!
მზერავ სამზერო, განამზერო, შემხედე კვლავო,
შენით გავთბები გაყინული.. ამებნა თვლავო
ნატვრაში შენდა. შემომხედე, მზეო, ნუ მკლავო..
თმანო ტალღანო, ზღვისა სიოვ, წყალნო ჩარჩქერო,
თქვენ ოცნებანო, სიცოცხლენო, პურო და ქერო..
გონება თქვენდა ამაცოცხლებს, გულის გახდის ჩქერო,
ჟამნი გავლიან, ვერ გივიწყებთ მოკვდური, ვერო..
ტანო საქებო, სარ-შუშანო, ალვა, ლერწამო,
ტანო საშურო, შესაშურო, მისთვის ვეწამო,
ტანო ციურო, ზეციერო.. შესდექ, შენ, წამო!
შენზე ფიქრები დამეღალოს, ვიქცე მე ამო..
მონა ვარ შენი, შენი ტყვე ვარ, შენი ვასალი,
გული აღარ მაქვს, შემოგწირე, დამედო ვალი,
ერთი ღიმილი მიმოწყალე, ნუ ხარ კლდე სალი,
ჩემი ოცნების დედოფალი, ფერია, ალი..
უშენოდ ყოფნამ დამამსგავსა უმზეო მზერას,
უფრთო პეპელას, უფარფატოს, უთვალო ძერას,
უდენთო ტყვიას, განქარვებულს, უცეცხლო კერას,
უმამლო სოფელს, უღვთო ტაძარს, უხალხო ერას..
და შენ გელოდი, მონატრებით მომსვლია ბნედაც,
ასე უშენოდ რაღად მინდა მიწა და ზეცაც.
ჩემსავით ვინმეს ვყვარებოდი? სულს მივცემ ჩემსაც
შენ ვერ გამიგე! ერთ რამეს გეტყვი: შენ, შენი დედაც!







