Friday, August 28, 2009

მე-100 პოსტი, ნახ!

100 პოსტი გასულაოოო..

ახლა მინდა დავწერო რა მოხდა ამ 100 პოსტის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში და საერთოდ, რა ვისწავლე და რა შეხედულებები შემეცვალა. ვწერ ნუსხა-ხუცურით. :)


ხოლო დღეი ესე, რომელ დავიწყე წერაი ბლოგისაი ბოგპოსტსა ზედა იყო არა გამორჩეულ და ფრიად ჩუელებრივ. გარნა დღიდანა იქიდანა ჩავიდის წყალნი მრავალნი და აქციანი ბევრნი, მსურს დავწერო აზრნი ჩემნი მუნ ბრძენნი და განმატევებელნი.

1. ვისწავლე, რამეთუ ყუელაფერი გაულადი არს. ხოლო მადლობაი ესე პატაპუტინასა, რომელ არს ბლოგერი და ვხედვიდე პირველადა 2007 წელსა მზიურსა შინა ვითარცა ყვითელმაიკიანი და ხელში ნაყინით, ესრეთ მზის ზეიმსა ზეიმობდა და ადიდებდა ანიასა და 1 ივნისსა თანა. უკეთუ ყუელაფერი გავლადი არს, ესრე არის ალტერნატივაი ფრაზისაი "დაიკიდე-მოგეშვება" ანუ ფრაზისაი "დრო ყუელაფრის მკურნალია" და ესრეთ არის სიმღერა იგი, რომელ მღერის ბიბი და სერგი.

2. ჩემი სიყუარული და ეტალონი ქალისაი, რომელ არს თვალთაფლა, თმამჩქეფარე და ტუჩმაყვალი, გათხოვდის ეგრეცა და არა ვიცოდე ამბავი ესე და 1 კვირის წინ ვნახე და იცინოდა. ხოლო დავიგრუზე ფრიად გარნა ვიფიქრებდე, ყოლიფერი გავლადი არს და გამივლიდეს.

3. ხოლო მეფეი ესე პოპისა, რომელ არს მაიკლ ჯექსონი, იგივ კუმირი ჩემი და სახე ჩემი, მოჰკვდიდეს ვითარცა მღილი ესე ანუ მწერი ანუ ჭიაყელა. ხოლო საქმენი მისნი იცოცხლებენ და ადიდებს ხალხი ჯექსონსა მასსა აწ და მარადის და ვიდრედა იარსებებს პოპი ესე.


4. მყავდიდეს ტრანსპორტი სახელად "ცოხეი" და სახედ ველოსიპედისაი, რომელ ვიყიდე დაბადების დღეზე, არის 24 ინჩიანი თვლებით, თუცა პატარა და მთისა, ოდენ დისკები მისი დაბრეცილ არს, გარე კბილანასა მისისა დამცველ არ ქონდის და გრძელსა შარვალსა აფუჭვიდეს, სიჩქარენი ცუდად უმუშავებდის და კრილონი არ ქონდვის. ხოლო მორალი არსე ესე: არასოდეს იყიდოთ არაფერი სიჩქარით და მარტო იმით, რომ გინდათ.

5. მქონდეს მ4 აირსოფტის იარაღი, რომელ არს პნევმატური, 150 მ/წმ საწყის სიჩაქირანი და ფრიად მძიმეი. ვიყენებდე არაფერში გამორჩეულში, სარეცხის თოკზე შპილკებს ვესვრიდე ათასში ერთხელ და ვოცნებობდე დღეზე, როდესაც ნამდვილ სტრაიკბოლს ვითამაშებდე.

6. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისეთივე ნაკელით იყოს დაფარული, რავარც ბლოგის დაწყების დღიდან. ხოლო გაგვივლის.

7. არ მყავდეს მეგობარი გოგოი ისევე როგორც ბლოგის დაწყებიდან. ხოლო ვისწავლე, რომ გოგო ხელსახოცი არაა და უნდა გაუფრთხილდე. თუცა თუ ბეზდელუშკა ოქროს ქანდაკების ფასს იდებს, გაუვლის.

8. ვისწავლე როგორ არ უნდა დავიგრუზო მაშინაც კი, როდესაც მშია. აი ახლა მშია, დაგრუზვა შემომეპარა მაგრამ გავაგდე. :)

9. ვისწავლე იმის დანახვა, თუ რამდენად კარგი ვარ. ამის საშუალება მომცა გარშემო არსებული ოჯახების, ადამიანების, ემოციების და კავშირების ანალიზმა. და გამოვკვეთე ჩემი მთავარი პლიუსი: გამივლის.


10. ვარ საუკეთესო თანამშრომელი ჩემს კანტორაში, მაქვს ბლოგი, მეილი, ველოსიპედი, აირსოფტის იარაღი, სათვალე, კომპი, უამრავი თამაში.. მყავს მსოფლიოში საუკეთესო და, დედა, მამა. მიყვარს სამყარო, მიყვარს მშვიდობა, მიყვარს გოგოების მკერდში ყურება. არ ვიცი რატომ, მაგრამ აშკარად ვუყვარვარ ღმერთს. არ მყავს მეგობარი გოგო, არ მყავს უახლოესი მეგობარი, არ მყავს ადამიანი, რომელსაც დაველაპარაკები გულიანად, არ მყავს შინაური ცხოველი, არ მყავს ავტომანქანა, არ მყავს აშკარა მტერი (იმედი მაქვს რომ მტერი მყავს, იმიტომ რომ "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი").

რაც მთავარია, ეკონომიკსის ერთ-ერთი მცნება ცხოვრებაში გამოდგება: მთავარი ის კი არაა რას აწარმოებს ადამიანი, არამედ ის, თუ როგორ აწარმოებს. ფრაზა ასე იშიფრება: მიზნები არ იცვლება, იცვლება საშუალებები. არ ვიცვლები მეც. ისევ ისეთი გურამ ჯექსონი - დჯ_გურო, ყველაფრის მიქსავი ვრჩები.
პ.ს. მუდამ ვფიქრობ ხოლმე რამეს რომ დავწერ, რომ უკეთესიც შეიძლებოდა. გამივლის.

1 comment:

ქეთი said...

vah, ramdeni rame giscavlia : ))

gilocav me -100 posts :)