არ ვიცი სხვა რა სახელი დავარქვა ამ ფაქტს. მოკლედ, შევხედოთ ჯერ სურათს.
მოკლედ, საკრედიტოში ავედი და უეცრად ფანჯარაში საშინელ სურათს მოვკარი თვალი: ჩემი კანტორის წინ, მოკრიალებულ ქუჩაზე ვიღაც ნაგავს, ღორს, უტვინოს და არაპატრიოტს დაუყრია ჩვენი (!) ბუკლეტები ნ რაოდენობით! ის კი არა და, მარშუტკამ გაიარა და ამის მერე დავინახე ეს ბუკლეტები. იმ მარშუტკიდან გადმოყარა ვიღაცამ თუ საიდან მოხვდა იქ, აზრზე არა ვარ.
ძლიერი ქარი ბუკლეტებს მთელ სტალინის მოედანზე ისე შლიდა, როგორც თეთრ-წითელ ვარდის ფურცლებს ნაცრისფერ ხალიჩაზე. სასწრაფოდ კი მივიღეთ ზომები და რაც შევძელით, დავიჭირეთ და ავკრიფეთ ბუკლეტები. მაგრამ რად გინდა.. ქარმა მემგონი მთელ ქალაქში მიმოფანტა. :(
საღამოს მოვარდა შეშფოთებული კეთილმოწყობის უფროსი, განაცხადა რომ გამგეობის სხდომაზე საყვედური მისცეს ამ ჩვენი ბუკლეტების გამო და ნუ გავხდიდით იძულებულს დავეჯარიმებინეთ. არადა ღმერთი, რჯული, ჩვენ რა შუაში ვიყავით. ვიღაცამ, ალბათ უფრო ბავშვებმა, აიღეს ეს ბუკლეტები, გაიტანეს გარეთ და აფრიალეს. ბავშვები კიდე ჯანდაბას მაგრამ თუ ვიღაცა მოზრდილმა (ან კონკურენტმა) შეგნებულად გააკეთა ეს..
მაგარი უტვინო უნდა იყო მინიმუმ, რომ ჯერ ერთი ქალაქი დაანაგვიანო და მერე კიდე.. მერე კიდე მაგარი უტვინო უნდა იყო.
პომიდორი ქოთანში, ნაწილი 01 – ჩითილების თესვა
-
მსოფლიოში კორონა ვირუსი მძვინვარებს, ადამიანებს სულ უფრო მეტად უწევთ სახლში
ჯდომა. თუმცა, სახლში რომ გასართობი ბევრია, ამაზე უმეტესობას საკმაოდ
ბუნდოვანი წ...
2 comments:
ratom ar mikvirs neta :D
რა არის, რა სიღორეა.. თუ გადაგდება უნდოდათ, ნაგვის ყუთში ვერ ჩაყარეს?..
პ.ს. პროკრედიტში მუშაობ?.. :გაგშიფრე: :))
Post a Comment