Friday, March 5, 2010

გრძნობა და მათემატიკა

გრძნობა და მისი განვითარება ძალიან გავს შრომის ნაყოფიერებას. საბჭოთა საბავშვო ენციკლოპედიაში ერთხელ ვნახე შრომის ნაყოფიერების ამსახველი გრაფიკი. აი, დაახლოებით დავხაზე მასეთი და მინდა პარალელები გავავლო გრძნობასთან.

თავიდან გრძნობა, ისევე როგორც შრომის ნაყოფიერება არის გარკვეულ საწყის ნულოვან დონეზე (წერტილი 0). რაღაც ფაქტორის მოქმედების შედეგად, გრძნობაც და შრომის ნაყოფიერებაც სწრაფად იზრდება და აღწევს პირველი სტადიის პიკს (0-A მონაკვეთი). იგივე ფაქტორის გამოისობით ისინი ივ განაგრძობენ ზრდას, მაგრამ გაცილებით ნელი ტემპით (A-B მონაკვეთი). ამ პერიოდს ქვია მაქსიმალური შრომის ნაყოფიერების პერიოდი (გრძნობისათვის ეს იქნება "სიყვარულის") პერიოდი. რაღაც დროის შემდეგ კი გრძნობაც და შორმის ნაყოფიერებაც ნელა-ნელა იწყებენ კლებას (B-C ნაწილი). შრომის შემთხვევაში ამ ფაქტს ქვია დაღლა, გრძნობის შემთხვევაში კი დაღლაც, მოწყენაც და გაბეზრებაც.
რაც შეეხება წითელ მრუდს გრაფიკზე, ესაა ენერგიის მაჩვენებელი (გრძნობისთვის "ხალისი"). როგორც ხედავთ ენერგია თავიდან მაქსიმუმზეა. შემდეგ ნელა იკლებს და ფაქტიურად B წერტილის მერე კატასტროფულად მიიწევს ნულისაკენ. ამ ფაქტორის მოსაგვარებლად საჭიროა დასვენება (გრძნობისათვის - "გადახალისება") ან ენერგიის ზემოქმედი ფაქტორის შეცვლა (მაგალითად ხელებით მუშაობა გონებრივით, სირბილის - სიმძიმეების აწევით). სამწუხაროდ მეცნიერებისათვის უცნობია როგორც ხდება ეს ბოლო საკითხი გრძნობის შემთხვევაში. თქვენი ვარაუდები გთხოვთ ჩაწეროთ კომენტარებში.

No comments: