Wednesday, July 27, 2011

ზახარიჩი

ნამდვილი გორელი ერთხელ მაინც უნდა იყოს ნამყოფი ზახარიჩთანო - ბრძენკაცის ნათქვამია. მე კი მეოთხე თუ მეხუთე თაობის გორელი ვარ და სულ რამდენიმე დღის წინ გახლდით ამ კოლორიტულ ადგილზე. იმედია მიხვდით, რომ კიდევ ერთი კვების ობიექტის აღწერას ვიწყებ. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზახარიჩთან.


როგორც გარედან ხედავთ, ესაა ბამბუკის ღეროებით გაკეთებული ერთი ბეწო ჯიხური, რომელსაც კაცი-შვილი არ მიაქცევს ყურადღებას. არანაირი მარკეტინგი, არანაირი რეკლამა, არანაირი ჭყეტელა ფერები. დიახ, ზახარიჩს არ ჭირდება კლიენტთა მოზიდვისათვის გარჯა. მას ისედაც მუდამ ყავს საკუთარი კლიენტები. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ "კაპიკს არ მივცემ" ჯიხურში საკმაოდ მაღალი თანამდებობის - დირექტორები, მათი მოადგილეები, უფროსები და მასთან გათანაბრებული პირები -  დადიან.


სულ ორი მაგიდა უდგია ზახარიჩს, სადაც მაქსიმუმ 8 ადამიანი დაეტიოს. მაგიდები ძველია, სკამები სკოლისაა, ადგილი ვიწროა და როგორც მითხრეს, ზამთარში უნდა ნახო შენო, აქ რომ ორთქლი და ბუღი დგებაო.


ბუფეტის სრული საბჭოთა კომპლექტი: 1945 წელს გამოშვებული მაცივარი, რომელიც ახლაც მშვენივრად მუშაობს. 1980-იანი წლების კარადა და სტალინის გარდაცვალების დროს, 1953 წელს გამოშვებული ლუდის ბაკლები - ნაღდი ნახევარი ლიტრი. აღარაფერს ვამბობ გაზის 1985 წლის მოდელზე - მასეთი ახლაც კი მაქვს სახლში - ყველაზე საიმედო და მოხერხებული სამზარეულოს ატრიბუტი. არაუმეტეს 20 კვადრატულ მეტრზე საბჭოეთში ხვდები.


ეს კი თვითონ ზახარიჩი - აქაურობის ჯადოქარი. ნამდვილი სახელი მგონი თვითონაც არ ახსოვს. ვეება თვალებიანი ჩია კაცი. ყური მოვკარი პოლიციელიც იყო ერთი ხანობა. ცოტა იბუზღუნა, პოსლეზე შანსი არაა არ გაგიშლითო. მერე კი გვეუბნება, თითო მწყერით რა გემო უნდა გაიდოთ, ორს შეგიწვავთო.


ზაფხულის სიცხით შეწუხებულებმა გადავწყვიტეთ გარეთ გაგვეშალა სუფრა. ზახარიჩს ადრევე ქონდა ამ ადგილზე წყალით დანამული და მართლაც რომ სამოთხე იყო იქ დაჯდომა. როგორც ხედავთ, ვიზუალური მხარე ისეთია, საქმეში ჩაუხედავ ადამიანს გული შეუწუხდება. მაგრამ ჯადოქრობაც სწორედ ამაშია!


თქვენ არასოდეს გექნებათ ნაჭამი ასეთი გემრიელი სალათა. აი, შანსი არაა! მართალია სალათა არა ზახარიჩმა, არამედ მისმა გოგომ მოამზადა და კიდეც წავიდა -- ჩემი სამუშაო საათები მორჩაო. მარა სალათა გამოვიდა მეფეთა სადარი. 9 ქულა 10 დან - ცოტა იყო. :)


ეს სოსისის ნაგლეჯი თავისებური სიმბოლოა მისი გემოსი. საქმე იმაშია, რომ სანამ ესღა არ დარჩა, საერთოდ არ გამახსენდა სურათის გადაღება. ცხოვრებაში არაფერი მიჭამია ასეთი გემრიელი. ეს იყო ზე! არ შეადაროთ არაფერი ამას. ზახარიჩი ასეთს მარტო 10 კილოს იღებს კვირის მანძილზე სამშაბათს და პარასკევს. ასე რომ ამ დღეებში უნდა მიასწროთ, რომ ეგება რამე შეგხვდეთ. და ეს სოსისი ერთადერთ მარშუტკას დააქვს თურმე საქართველოში და თუ დედაქალაქთან ახლოს გინდათ მისი გასინჯვა, მაშინ ასეთი ადგილი მარტო ერთია - მცხეთასთან პატარა ბუტკაში გამხდარი ქალი აკეთებსო. ცოტა უხერხული საჭმელი კია: ადვილად ტყდება, ძალიან წვნიანია და უცებ თუ ჩაკბეჩ, გარშემო ხალხს გაწუწავ.


რაც შეეხება მწყერს, ეს ფრინველი დელიკატური საჭმელი აღმოჩნდა - მისი ძვლებიც იჭმევა მკერდის ძვლის გარდა. მაგრამ ერთი კიკნა სხეულის შეჭმა კაი საჩალიჩო საქმეა. საბოლოო ჯამში მწყერს აქვს ქათმის გემო, მაგრამ რაღაც სპეციფიურით განსხვავდება. თითო მწყერიდან გამოვიდა 40-60 გრამი ხორცი, რომელიც დიდი რუდუნებით გავაცალე ძვლებს და ისე ვჭამე, რის გამოც დავიცინე - ნახე რამდენი ძვალი დატოვაო. და მართლაც, ჩემს თანამესუფრეებს სულ ორი თუ სამი ძვალი ქონდათ დატოვილი თეფშზე. 7 ქულა 10 დან.


საერთო ჯამში აზრი რამდენიმედ გამეყო. არ ვიცი რა ქულა დავუწერო ზახარიჩს. გარეგნობაში 2 ქულა უნდა ქონდეს წესით. მომსახურება - 5 ქულა. საჭმელები 9 ქულა.. მოდი საერთო ჯამში 8 ქულას მივცემ საჭმელების ხათრით. ა, კიდე იმიტომ, რომ მანდ ჭამა ფაქტიურად მუქთაა - ზახარიჩი მომსახურების პროცენტს არ იღებს და მთელი ეს სუფრა მწყერის გარდა, რომელიც 3 ლარი ღირდა თითო, დაჯდა 18 ლარი თავის არაყით, პურით, საწებელით, სოსისით, სალათით და მდოგვით.. და კიდე რა იყო? ა, ლუდი ხომ მე ვიყიდე..

2 comments:

zikipedia said...

mwyeeeeeeeeeriiiiiiii :dorbli:
luuuuuuuuudi :dididorbli:
vaimeeee guliiiiiiiihhhhhhhhhhhh...
;fexebisgachimvisdagachimuliukangadaxtqebissmailki:

Anonymous said...

This instability results in a few minutes to spare.
Read theDr Steven Gelbard blog. For far too long,
heavy laborers or those who suffer from low nerve pain?
Chiropractic therapy focuses on the floor, transversus abdominis, muscle power,
through acupuncture and nerve pain. A bulging
disk on imaging? If you are upright, let alone walk.
Improper body mechanics, and doing, then you can do for natural
home remedies.

Here is my web-site :: back pain clinic highland beach
Also see my site > back pain clinic Highland Beach