Sunday, May 11, 2014

მარტივი ასაკის

მარტივი ასაკია ეს 29 წელი. მარტო 1 ზე და თავის თავზე იყოფა. არადა როგორ მახსოვს ასე 6-8 წლის ბალღები უბანში რომ ვუყურებდით ხოლმე დიდ კაცებს და ვფიქრობდით, 30 წლისები არიან.. ბლინ, რამხელები არიან, რა ბებრები არიანო. :D და ახლა რომ ვფიქრობ, რა მაგრად მოვიქეცი 20 წლისამ რომ არ მოვიყვანე ცოლი და რა ცუდად ვიქცევი 25 წლის მერე რომ ვერ მოვაბი თავი.





ენივეი, ასაკი გემატება კაცს, გული მაინც არ ბერდება, აგერ ერთმა დამიწერა კიდეც ფორუმზე დაახლოებით მასეთი რამე. ხოდა იმას ვამბობდი, რამდენი წლისაც გინდა გახდი, საჩუქრები მაინც გიხარია. განსხვავება იმაშია, რომ ჩემში რაღაც გარდატეხა მოხდა და ახალი ტანსაცმლის შემომატება გამიხარდა. პირველი რა თქმა უნდა ჩემი დის ნაჩუქარი ძალიან ასასინური კაპიშონიანი კლუბური რაღაცაა.


მერე მართლა ძალიან კარგი და მართლა ძალიან მაგარი ქამარი -  რომ გიკეთია ადამიანი ხარ ფაქტიურად. პლუს მაგას მაგრად მომეწონა დეიდაშვილს ნაჩუქარი პერანგი: ლურჯია და თეთრი ზოლებით. ჩემი საყვარელი "საროჩკა" გახდა ეგრევე.


ახლა გადავხედოთ შარშანდელი გეგმის შესრულებას. მაშ ასე:

1. მქონდეს სამუშაო - მაქვს და ძალიან მაგარია!
2. მყავდეს მანქანა - ინ "პანჯაპ" ვი თრასთ, ბრატსი!
3. მივხედო კბილებს - ვიღიმები, ვითარცა ჰოლივუდელი!
4. მივხედო თმას - მაქვს იულიუს კეისარივით!
5. მივხედო თვალებს - არ ვუჩივი, ძალიან კარგადაა!
6. მივხედო სახლს - ცოტა ჟოლოპებია გასაკეთებელი და ეგაა რა!
7. რამე მაინც შევქმნა, კლიპი, წიგნი.. რამე.. - წიგნი არა, მარა C# ვსწავლობ და ანდროიდ პროგრამირება მინდა ვისწავლო. მერე PHP-ს უნდა დავუჯდე საფუძვლიანად.
9. შევეცადო თბილისში ბინის ყიდვას - ჩემი აზრით ეს პუნქტი უნდა ამოვაგდო ნახ!
10. არ გავლოთდე - მემგონი პირიქით მივდივარ. :D


გეგმები მომავალი წლისთვის:

1. მქონდეს სამუშაო
2. მყავდეს ცოლი/მინიმუმ საცოლე
3. შეძლებისდაგვარად გადავიდე "აეს"-ის შემდეგ ეტაპზე
4. არ დავივიწყო ფიზიკური აქტივობები, ექსკურსიები, გასვლები, შთაბეჭდილებები
5. შევქმნა რამე ახალი..


ეს დაბადების დღე იყო გამორჩეული პოზიტივის მხრივ: მთელი დღე მოდიოდა და მოდიოდა დადებითი ემოცია. თან ისეთმა ხალხმა დამირეკა და მომილოცა რომ ვააშე, ვააშე! ვერ ჩამოვთვლი თითოეულს, ძალიან ბევრი იყო მართლა. და კი მეუბნებიან, შენ რომ კარგი ხარ, მაგიტომ უყვარხარ ყველასო, მარა მართლა ისეთი კარგი ვყოფილვარ, რომ ვააშე პიპეც, პაცანი! ისეთი აშუშენიე მაქვს, რომ დიდი აღმავლობები იწყება ჩემს ცხოვრებაში.

                           

ხო, კიდე რა მინდა დავამატო: დღეიდან ანონიმების მიერ კომენტარების წერა შეიზღუდება სპამის და ათასი გზააბნეულის გამო. თუ მაინცდამაინც გეზარებათ რეგისტრაცია და მაინც გინდათ აზრის გამოხატვა, ჩვენი ფირმა გირჩევთ მონიშნოთ შეფასების ალმები, რომლებიც იმყოფება ყოველი პოსტის ქვემოთ. მაგრამ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გაარტყათ ჩვენს ფირმას და შესაბამისად - ჩვენც სლეზე დაგიკიდებთ. ელ აროდინნ ნაშაგალლ!

No comments: