Sunday, January 10, 2010

ვიდიუ გორზე

ეგრეა რა! თმა უნდა შემეჭრა და ვიდეოპოსტის იდეამ დამატყა ამ გასაკრეჭ თავში. აგერ, გამკილავი მეუბნება ცოტა ორიგინალი იყავიო. ორიგინალობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ისევ იგივე ბანძი ხმით წარმოგიდგენთ პატარა ვირტუალურ 8 წუთიან გასეირნებას გორში.


Metro 2033 - რადიაცია მოდის!

რავა, გეგონათ სტალკერის პროექტი ჩაიფუშა და რადიაციაც გადავიდა? ნურას უკაცრავად! ახალი პროექტი წიგნის მიხედვით. (ჩერნობილის აჩრდილიც წიგნის მიხედვით იყო) - მეტრო 2033 - მოსკოვი ბირთვული კატასტროფის შემდეგ. მოკლედ, ნახეთ ვიდიუ და წამოიდინეთ დორბლები. :)



ა, ჰო.. აგერ კომენტარებში ეწერა gagkile-ო. თურმე გაქკილე წერებულა. ანუ გამკილავმა გამკილა. :) ქილიკი გააკეთა ჩემზე, რაზეც კიდევ ერთხელ ვეტყვი მადლობას. გამაქილიკა ანუ რა. კარგია როდესაც შეცდომებზე გითითებენ.

Saturday, January 9, 2010

მიქსი კვებაში

მე დჯ გურო ვარ.

ვმიქსავ ანუ.

და მასთან ყველაფერს.

აი ახლა გავმიქსე ხრაშუნა შოკოლადი და მანდარინი

და მევასა.

დაივასეთ თქვენც.

წერის სტილი: პატაპუტინასი. :) მოკითხვა ხათოს.

Friday, January 8, 2010

X-Phone

ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება, ნახოთ ეს ვიდეო და კომენტარები არ დაიშუროთ. არ დავწერ რა პონტია, პროსტა მაინტერესებს თქვენ როგორ აღითქვავთ. :)

Tuesday, January 5, 2010

ხინკლის სახლი

დღეს კი არა და სულ რამდენიმე წუთია პირველად ვიყავი ხინკლის სახლში, გორში და მინდა დავწერო ჩემი შეფასება.

ჩემდა გასაკვირად (იმიტომ რომ მომდიოდა ხმები, ვითომ იქ სოფლელები და შარის მოყვარული ხალხი დადის და რომ მაგარი გოიმობა სიტუაციაა) დამხვდა შესანიშნავი ატმოსფერო შესვლისთანავე.


როგორც ხედავთ აქ არის კუპეები და მასთან საკმაოდ ბევრი, იმისათვის რომ 6 კაცამდე საკაიფოდ დაჯდეთ და სჭამოთ პური (6 კაცზე მეტისათვის არის ცალკე ადგილები. როგორც მე შევამჩნიე 12-16 კაციანი ღრეობის გამართვაც შეიძლება)


ასევე მომსახურება არის საკმაოდ მაღალ დონეზე. ჩემს შემთხვევაში 35 ხინკალი შევუკვეთეთ და მოიტანეს სადღაც 10 წუთში, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. შეიძლება ეს მაჩვენებელი ვერ შეინარჩუნონ ყოველთვის, მაგრამ მომსახურებაში ვერ დავემდურები. ოფიციანტი გოგონა გვაქცევდა ყურადღებას, იქნებოდა ეს თეფშის გამოცვლა თუ ლუდის დამატება. ასე რომ ფრიად კმაყოფილი ვარ.


ხინკლის შეფასებისაგან თავს შევიკავებდი, იმიტომ რომ ნაჭამი ვიყავი ცოტა არ იყოს როდესაც წავედით. მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ 12 ხინკლამდე შემომეჭამა, აშკარად კარგი ხინკალია. ნუ, ლუდზე შემიძლია ერთის თქმა მარტო, რომ არ ქონდათ ნატახტარი, რამაც გული დამწყვიტა და ყ ასოზე დაწყებული ლუდის დალევას ისევ ჰერცოგი ვამჯობინე.

როგორც ხედავთ, არც ფასებია რაღაც საშინელება და გამორჩეული. ასე რომ მე რეკომენდაციას ვუწევ ხინკლის სახლს შემდეგი მაჩვენებლებით:
ინტერიერი - 10 ქულა
მომსახურება - 9 ქულა (ქულა დააკლდა ზოგიერთი მიმტანის არაკორპორატიული გარეგნობის გამო)
ხინკალი - 8 ქულა (გულზე ხელი დავიდოთ და ნაჭარმაგევის ხინკალი ჯობია.. მემგონი)
ჯამში - 9 ქულა 10 დან.
მისაგნებად გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული რუკა.


1 - გორის ქალაქის საავადმყოფო
2- პუშკინის ქუჩა
3 - სავაჭრო ცენტრი
4 - ცხინვალის გზატკეცილი
წითელი მართკუთხედი - ხინკლის სახლი.

არაკი ერთ შანსზე

უფრო ჯენიფერ-ლოპეს-დაშვებულობაზეა ეს არაკი, ვიდრე ერთ შანსზე. მაგრამ ორივე შემთხვევაში იმ გიორგიმ მოყვა, ქართველობა რომ ფილოსოფიურად ახსნა. მოკლედ

როჟას გამოეცხადა ანგელოზი და ეუბნება: შენ ღმერთმა ძალიან კარგი მომავალი მოგიმზადა. გექნება დიდი სახლი, შესანიშნავი ბიზნესი და ისეთი ლამაზი ცოლი, სხვისკენ გახედება რომ შეგრცხვებაო.

გაუხარდა როჟას (დავარქვათ მას დომენტი) და დაჯდა და დაელოდა.გადიოდა დრო. არც სახლი, არც ცოლი, არც ბიზნესი. ხოდა როგორც ყველა, დომენტიც წავიდა სადაც ჯერ არს.

მივიდა ღმერთთან და ეკითხება: ღმერთო, რომ დამპირდი ბიზნესი გექნებაო, აბა რატომ მომატყუეო? არაო, უთხრა ღმერთმა, გახსოვს შენი ამხანაგი რომ გეუბნებოდა,შენი და ჩემი ქონების მესამედი ამ სარისკო საქმეში ჩავდოთო და თუ გაამართლებს, ავშენდებითო, რატომ არ გაყევიო? რა ვიცი, სარისკო საქმე მეჩვენა და თან ხომ ისედაც შემპირდი კარგ ბიზნესსო. ხოდა იმ შენმა ძმაკაცმა მთელი თავის ქონება ჩადო იმ საქმეში და ახლა ორი იახტა ყავს და აგარაკები კუნძულებზეო - უთხრა ღმერთმა.

ეგ კარგი, მარა სახლი.. სახლი რომ არ მაქვს და სანაგვეში ვცხოვრობდიო? გახსოვსო - უთხრა ღმერთმა - შენთან რომ ერთი კაცი მოვიდა და ძალიან მაგარ სახლში რომ მესამედ ფასში ყიდიდა, ბანკის ვალი მაქვსო, რატომ არ იყიდეო? ფარსი მეგონა და თან ეგეთი ფასები სად აქვთ სახლებსო - უპასუხა დომენტიმ. ხოდა ის სახლი იმ შენმა ამხანაგმა იყიდა და ძალიან კარგად გრძნობს თავსო.

და ცოლი, ცოლიც რომ არ მყავსო? აკი შემპირდიო? ეჰო - უთხრა ღმერთმა - შენ ამხანაგთან რომ იყავი დაბადების დღეში და ერთი მწითურ თმიანი გოგონა რომ არ გაშორებდა თვალს მთელი საღამო, რატომ არ მიხვედი მასთანო? მაგ გოგომ სამი ჩემზე მაგარი როჟა უარით გაისტუმრა და მე რა პირით უნდა მივსულიყავიო - გაიკვირვა დომენტიმ. შენ გელოდებოდა ის გოგო და იმიტომ დააუარა ის როჟები, შენ კი იჯექი ისე და ხელიც არ გაანძრიეო - ღმერთმა.

ასე რომ ყველა იმის ღირსია, რაც აქვს. ხელს თუ გაანძრევ და შანსს გამოიყენებ - ყველაფერი იქნება. ასე რომ ჩვენს მიზნებს გაუმარჯოს და მარტო ღმერთის იმედზე არ ვიყვეთო - დაასრულა სადღეგრძელო გიორგიმ.

Sunday, January 3, 2010

ნივთები ჩემი უჯრიდან

თაგომანიის დიდი მომხრე არა ვარ, მაგრამ ვფიქრობ საინტერესო რამე გამოვა.

ანუ ვიღებთ ვიდეოს და ვამონტაჟებთ, როგორც ქვემოთაა მოცემული და ვდებთ ასე. მერე ვთაგავთ როგორც ჩვეულებრივ თაგომანიაშია. :)

ნივთები ჩემი უჯრიდან (მაქსიმალური დასაშვები ქრონომეტრაჟი - 3:30 წუთი)

წავიდა ვიდიუ



ვთაგავ ვასასის და ყვავას. :)

თოვლი მოდის

თოვლი მოდის ხალხო!

თოვლიიიი!

აი ახლა ფანჯარაზე შემოაწკაპუნა, შემოანარცხა, შემოასველა..

დამდნარი თოვლია..

წვიმს ანუ!

ამის დედა კი ავატირე, 3 იანვარია, ღამის 4 საათია და ისეთი შხაპუნა წვიმა მოდის, 24 აგვისტო გეგონება, დღის 2 საათი და 15 წუთი.

ბლიინ!

Saturday, January 2, 2010

კოტრიალის გაკვეთილი

მოკლედ, გადავწყვიტე ახალი რუბრიკა გავაკეთო, სახელად "პარკური" და იქ ჩავყარო პარკურის ვიდეოები.

აქ მოცემულია პარკურის ბაზური მოქმედება: კოტრიალი. კოტრიალი აუცილებელია, როდესაც ხტებით მაღალი სიმაღლიდან. კოტრიალის გარეშე არის შანსი, რომ იღრძოთ ფეხი ან სულაც მოიტეხოთ იგი. ასე რომ დააკვირდით ვიდიუს და ისიამოვნეთ.

Friday, January 1, 2010

ვიდიუ ახალ წელზე

მოკლედ, რამდენიც არ უნდა თქვა რომ ბანძი განწყობა გაქვს ახალ წელს, ყოველთვის შეიძლება გადაიღო ვიდეოები და ისეთნაირად დაამონტაჟო, რომ ეს ბანძი განწყობა არ გადმოიცეს. მაშ ასე, ვანიშვილების ოჯახი წარმოგიდგენთ საახალწლო აქტივობას. :)