Sunday, May 13, 2012

გორი - ქარელი

როგორც იქნა მოვახერხე და დავამონტაჟე ეს ვიდეო. ასე რომ ვუყურებთ და გვსიამოვებს ასეთი ენთუზიაზტი ბაიკერის არსებობა და ვბაძავთ მას. :)


ჯგუფი "თუმანი" - მზეო ამოდი

ამ კლიპის გადაღებისთვის წელიწადზე მეტი დრო და 5 ლოკაცია დამჭირდა (თბილისი, სტეფანწმინდა, ბაკურიანი, ქობულეთი, გორი). პლუს ამას 3 ტიპის კამერა (ბაზური, წყალქვეშა, ფოტოაპარატის) და 3 ტიპის მსახიობები - რომ გამოსდით და ხათრს ვერ მიტეხავენ, რომ არ გამოსდით და ხათრს რომ ვერ მიტეხავენ და თავისი ხოდით რომ "მსახიობობენ". კლიპის ბიუჯეტია 2 ჩებურეკი და ლობიანი, რომელიც სოლისტმა თავისი ჯიბიდან იყიდა. :დ სამაგიეროდ სახალისო იყო არა მარტო გადაღების პროცესი, არამედ მონტაჟის 3 ვერსიაც და საერთოდაც, ხარისხს თუ არ მიაქცევთ ყურადღებას, ხოხმა სიმღერა და კლიპია.

27 წლის..

"5 წლის მერე 27 წლის ვიქნები. ჩემი ბიზნესი მექნება, ვფიქრობ, ცოლი მეყოლება 2 წლის მოყვანილი და ბიჭი მეყოლება, სახელად ხვიჩა. მეყვარება ჩემი ცოლი, ჩემი ქვეყანა. ფორუმზე აღარ შემოვალ ხოლმე, ქაუნთერს აღარ ვითამაშებ და კომპს დავიკიდებ საერთოდ... ერთი შეიძლება მუსიკები დავქოქო ან დავაპროგრამო რამე.


5 წლის მერე ვფიქრობ მექნება თბილისში ბინა, რომ ჩამოვიდე ხოლმე და დავრჩე როგორღაც. მეყოლება ჩემი ოცნები ჯიპი, ახლა პატრულებს რომ დაურიგეს კუზაოიანი მასეთი.. 


ეჰ, დედაი მამაი კატაი. ბინა თუ არა ჯიპი მაინც მეყოლება. ჯიპი თუ არა შვილი მაინც. შვილი თუ არა ცოლი მაინც. და თუ არც ცოლი და 27 წლისა ვიქნები, ამის დედაც!"

გურამ ვანიშვილი - 2007 წლის  21 სექტემბერი

ზედ დაბადების დღის წინა დღეს გამახსენდა, რომ სწორედ 5 წლის წინ ფორუმზე დავწერე ეს პოსტი და აი დღეს, როდესაც ბლოგზე დასაწერად მოვიცალე, ამოვატივტივე კიდეც თემა და მინდა გულდაწყვეტილმა ავღნიშნო, რომ მხოლოდ და მხოლოდ 27 წლის ვარ დასახული გეგმებიდან.


ენივეი, 5 წლის წინანდელი და რეალობასთან უფრო ახლოს მყოფი წინა წლის გეგმები განვიხილოთ ჯერ და მერე გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. მაშ ასე:

გეგმები შემდეგი წლისათვის:
1. მქონდეს სტაბილური შემოსავალი - ო, დიახ, ეს მაქვს.
2. ბოლო-ბოლო მოვნახო მეგობარი გოგო - ნუუუ.. გააჩნია რას იგულისხმებ.. ვფიქრობ არ მყავს.
3. ვთარგმნო კიდევ რამე და/ან დავწერო რამე სასარგებლო პროგრამა - სამწუხაროდ არაფერი მახსენდება. 
4. რაში მჭირდება, მარა ვიყოლიო ავტომობილი (ეგდოს, ბავშვები შეჭამენ) - ეს შეუსრულებელ მისიად გადაიქცა ამდენი წელია.
5. შევცვალო სახლის სახურავი. - ამას წელს ვაპირებ. ასე რომ ფაქტიურად შესრულებულია.
6. ჩავველოსიპედდე ხაშურში და ბორჯომში. - ზატო ჩავედი ქარელში და ვიდეოსაც დავამონტაჟებ სადაცაა.
7. ვიარო აირსოფტის თამაშებზე - ეს თემა ჩაკვდა. ვფქრობ აღარ უნდა ჩავწერო ხოლმე გეგმებში.
8. გადავიღო კლიპი ჯგუფი "თუმანის" სიმღერაზე "მზეო ამოდი" - ო, დიახ, ეს ვიდეო გადავიღე და ერთად დავამონტაჟეთ მე და შო-მ.
9. მქოდეს ერთ დღიანი, სამ დღიანი, ერთ და ორ კვირიანი მობილურის კარანტინი - კარანტინი არა ზანგი.
10. არ ავცდე 95 კილოგრამს. - ვარ ზედ ზღვარზე.


გეგმები შემდეგი წლისათვის:
1. მქონდეს სამუშაო
2. მყავდეს მეგობარი გოგო
3. მყავდეს მანქანა.
4. არ ავცდე 95 კილოს
5. გადავიღო რაიმე კლიპი ან 
6. ვთარგმნო/გავახმოვანო რამე სასარგებლო
7. მოვინახულო სამშობლოს რაც შეიძლება მეტი კუთხე
8. ჩავველოსიპედდე ხაშურში და/ან მცხეთაში
9. შეძლებისდაგვარად მივხედო მხედველობას
10. მივხედო კბილებს.


გადავიდეთ საჩუქრებზე. ეს შოკოლადის კურდღელი მაჩუქა ჩემმა დამ და ჯერ-ჯერობით დევს მაგიდაზე და ვერ ვიმეტებ შესაჭმელად.


ეს ჯეოსელისფერი პერანგი თავის შესაფერისი ჰალსტუხით და ზემოთ მოცემული ტორტი მაჩუქა დედამ. მადლობა დედას.

ეს მაგიდის გადასაფარებელი მაჩუქა დავით "ჯუგლაძე" ქრისტესიაშვილმა და დათო არის თაფლივით ადამიანი. სუფრა ჩაატარა, ეტყობა ადამიანს რომ ცოლ-შვილიანი კაცია და ამავე დროს დროსტარებასაც არ ივიწყებს და ღმერთსაც. მადლობა დათოს.


ეს საკაიფო სუნამო მაჩუქა იოსებ "ჯადო" დონგუზაშვილმა და მადლობა მას. ჩემი ტრუსიკის ძმაკაცი. :) ჯადოზე რა დავწერო არ ვიცი. ადამიანი - ყველაფერი შემიძლიაა. :)


დაბოლოს, მინდა მოხარულმა ავღნიშნო, რომ იმდენმა და ისეთმა ადამიანებმა მომილოცა, რომ არ წარმომედგინა. მინდა გამოვყო ჩვენი ფუმფულა თანამშრომელი ეკა, რომელმაც ისეთი ფერად-ფერადი მეილი გამოგზავნა, მარტო მე რომ შემიძლია ასეთი. :) შევპირდი დაგწერ ბლოგზე თქო და აჰა, დავწერე. მინდა მადლობა გადავუხადო მწვანეთვალებას - არ დავვიწყებივარ. ასევე მადობას მოვახსენებ ხაჩიძის ქალს და ვაფშეტა, მთელ კანტორას. იმდენი ადამიანი მცნობს თურმე, ნამეტანი გამიხარდა.


პ.ს. დაბ.დღე 10 მაისს მაქვს. პროსტა დღეს მოვახერხე რომ ბლოგისთვის დამეთმო დრო.. გამოცდები და ჭირი და ჯანდაბა და დოზანა და არ გადარჩენებია კანტორაში. მაგას პლუს ოოოოხრად საქმეები და ვერ ვიცლი რა.
პ.პ.ს. დამავიწყდა დამეწერა: 
კაროჩე კახელი მივა ცოლთან და ისეთი რამე მითხარი, თან რომ მეწყინოს და თან რომ გამიხარდესო და ცოლი ეუბნება: შენ საძმაკაცოში ყველაზე დიდი შენ გაქვსო. :დ
თელაველები ილოცებიან ლუდით: ეს იმ რუს პილოტს გაუმარჯოს, გურჯაანის თავზე რომ გადაიფრინა და გორი რომ დაბომბაო. :დ

Friday, April 6, 2012

ზედაზენი - "ლუდია რა.."

ორი სათაური მქონდა მოფიქრებული: "ზედაზენი - ამისთვის ღირდა ლოდინი" და "ზედაზენი - ეპიკ ფეილ". საბედნიეროდ გზაში შემხვდა ჩემი კლასელი და სწორედ მისი დამსახურებაა ის სათაური, რაც ახლა დავწერე. "ლუდია რა.."


ისტორიით დავიწყოთ. ჯერ კიდევ 29 მარტს, ხუთშაბათს (?) ერთი ბიზნეს საინფორმაციო ვებ-გვერდის ინფორმაციით აპირებდა ეს ლუდი გამოსვლას. დღეს კი 6 აპრილია. ანუ 1 კვირა ისეა გასული, როგორც არაფერი. ეს კიდევ ცოტაა. როგორც ერთ მაღაზიაში მითხრეს, როდესაც 29 მარტს მე და ჩემი კანტორის ხალხი ამ ლუდის გასასინჯად გავედით, "ზედაზენი" ჯერ კიდევ 15 მარტს უნდა მოეტანათ, მარა დღემდე არ ჩანსო. გულმოსულებმა ხინკალი შევუკვეთეთ უახლოეს "ზავედენიაში" და ყ ასოზე დაწყებული ლუდიც დავაყოლეთ. შემდეგ ორშაბათს მივედი ერთ-ერთ მსხვილ მაღაზიაში, სადაც მაცნობეს, რომ "ზედაზენის" სასტავი კი იყო, მარა ჯერ მაცივრები უნდა დადგანო და მერე მოიტანენ ლუდსო. სავარაუდოდ ერთ კვირაშიო. ამაზე ფრიად უსიამოვნო შეფასებები გამიჩნდა "ბაზრის ლიდერი" ლუდის მიმართ. იმავე დღეს კი ჩემი კანტორის ერთ თანამშრომელს ზედაზენის სასაჩუქრე პაკეტი მიუტანეს - მშვენიერი ბორდოსფერი ჩანთა შიგნით ჩადებული ორი ბოთლი ლუდით. იმედი გაჩნდა! ოთხშაბათს სახლთან მდებარე მცირე სასურსათო მაღაზიის გამყოდველმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ მხოლოდ დიდ მაღაზიებში შეაქვთ ჯერო, სადაც მაცივრები დადგესო. ისიც დაამატა, ყველა სხვა ლუდის დისტრიბუცია შეჩერებულია. დღეს ყ ასოზე დაწყებული ლუდი უნდა მოეტანათ, მარა ასე მითხრეს, ჯერ ზედაზენს ვატარებთო. გუშინ, ხუთშაბათს, ისევ იმ დიდ მაღაზიაში შევედი, საიდანაც ნატახტარის "ქარვა"-თი გამოვედი - ზედაზენი ისევ არ ქონდათ. დღეს ერთმა კლიენტმა აღნიშნა, რომ გუშინ კი შემოიტანეს "ზედაზენი"-ო, მაგრამ ჯერ ერთი პროგრამა გაეჭედათ, რითაც თურმე საქონლის ჩაბარება და მერე საგადასახადოსთან ურთიერთობა ხდება, და მერე კიდე რაც შემოვიდა, ეგრევე დაიტაცესო. როგორც ხედავთ, დღეს, პარასკევს, 6 აპრილს მომიხერხდა ქართული ბაზრის ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე ლუდის შეძენა და ახლა დავწერ შეფასებას.


მაშ ასე, "ზედაზენი"-ს 0.5 ლიტრიანი შუშის ბოთლი ღირს 1.5 ლარი. აქვს მომწვანო ფერის შუშა, ისევე როგორც ყაზბეგს და მისი ეტიკეტის დიზაინი ძალიან მოგვაგონებს ყაზბეგისა და კრომბახერის ნაზავს. ამ თეორიას არ ეთანხმება ჩემი თანამშრომელი, რომელიც ამბობს, რომ სხვა ლუდის დიზაინს გავს, მარა რომელს, ვერ ვიხსენებო.


როგორც სურათიდან ჩანს, ამ ლუდს არ აქვს სწრაფი გასახსნელი, როგორც "თბილისური"-ს ან ხრახნი, როგორც "ქარვა"-ს. მის ასახსნელად საჭიროა გამხსენელი, რაც უპირობოდ მინუსად უნდა ჩავთვალოთ. პრინციპში ზოგიერთი ლუდის მოყვარული სახურავს საერთოდ ხელით აძრობს. ან არიან ლუდები, რომლის ძირიც სწორედ ასახსნელს გავს და  ორ ბოთლს თუ იყიდი, ერთმანეთს გახსნი. "ზედაზენი" ასეთ უპირატესობებს არ ფლობს.


პირველი, რაც ვიგრძენი სახურავის მოხდისას, იყო თევზის სუნი. შეიძლება მომეჩვენა და ეს ფაქტი მართლაც საჭიროებს გადამოწმებას, მაგრამ თუ ეს ზედაზენის "ფიშკაა", მაშინ კარგად გამოუვიდათ. "მისაყოლებელიც არ ჭირდება" @ მამაჩემი. სურათზე მოცემული წესით დასხმისას იკეთებს საკმაოდ დიდ ქაფს: ჭიქის 1/4 ლუდი - 3/4 ქაფი. ქაფის მოყვარულებმა გაიხარეთ. ლუდის მოყვარულებმა - წესივრად დაასხით. არის საკაიფოდ გაზიანი. უხდება გემრიელად გაცივება.


"ზედაზენი" არის საკმაოდ ალკოჰოლიანი ლუდი. ბალტიკას საზომით გავს ბალტიკა 7 -ს. ამავე დროს ის სიმწარე, რასაც მოველოდი, არ იგრძნობოდა. ზემოდხსენებული კლასელის თქმით სიმწარე ბოლოში გასდევს. ჩემი გამოცდილებით - ასე არ ყოფილა. არის თანაბრად გემოვნური. ქართული ლუდებიდან უფრო გავს ყაზბეგის სერიას. მშიერზე სწრაფად ათრობს, საჭიროებს მისაყოლებელს, ალკოჰოლი გადის ნახევარ საათში, შემდეგი ბოთლის დალევის სურვილი რჩება.



ჩემი შეფასება ასეთია: "ძედაზენი" ქართული ბაზრის ლიდერობას მარტო იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუ ყველა სხვა ლუდის დისტრიბუცია შეჩერდება. მით უმეტეს უცხოურ ლუდებს კონკურენციას ვერ უწევს. ასე რომ სარეკლამო აგიტაცია ბუშტივით გასკდა. არის საშუალო ხარისხის ქართული ლუდი, რომელსაც ზუსტად იგივე სიამოვნებით დალევ, როგორც "კასრის", "ზეკარის", "ყაზბეგის" და "ექსტრა"-ს ლუდებს. რა თქმა უნდა "ზედაზენი" არაა ნატახტარის ლუდებივით ლაითი ლუდი და მით უმეტეს ნატახტარის წყლის დამახასიათებელი გემო არ აქვს. ეს ლუდი კარგად გამოდგება ჯოკერში წაგებული თავანის ჩასაბარებლად. "ლუდია რა.."

აქ ნუ ზასაობთ!

ნუ ზასაობთ თქო, ბლიად! მუშაობაში გვეშლება ხელი და საზოგადოებას ეცით პატივი! :@


Wednesday, February 29, 2012

ზამთრის მხიარული გაცილება

დღეს ძალიან მაგარი მოვლენების ერთად თავშეყრის მომენტია. ჯერ ერთი პირველად ჩემი ბლოგის არსებობის ისტორიაში 29 თებერვალი დადგა და ამას ვულოცავ მკითხველს, ბლოგს და ჩემს თავსაც. ეს ერთი და სხვა მრავალი. :) მერე - ზამთარი წადის. ხვალე უკვე გაზაფხულია!!! დღევანდელ დღეს დაბადებულებს როგორც იქნა და 4 წლის მერე საშუალება აქვთ დაბადების დღე გადაიხადონ. პლუს მაგათ, დღეს თურმე ყოფილა ისეთი დღე, როდესაც ქალებს აქვთ საშუალება მამაკაცებს ქმრობა სთხოვონ. ტიპა მოვა ქალი და გეუბნება, კაცო შენიმამიშვილო, გამომყვები ქმრად? პრიკოლი ისაა, რომ თურმე ტრადიციის მიხედვით კაცს უარის თქმის უფლება არ აქვს. ჩემს ოთახში იმდენად დათბა, რომ აგერ უკვე ნახევარი საათია ვზივარ და თითები არ გამყინვია. დაბოლოს, დღეს ყოფილა მარტოხელების დღეც.
მარტოხელების დღეს გილოცავთ, ეულო სტალკერებო!

ხოდა ასეთი მშვენიერი დღის ჩაგდება არ შეიძლება, ასე რომ დღეს გვექნება ანეგდოტების ზვავი. დავიწყოთ ჩემი საყვარელი ანეგდოტით:
შენმა კურდღელმა დაწერა..

ამერიკელი პროგრამისტები დიდი ხანი ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ ამბობდნენ მათი რუსი კოლეგები ვინდოუსის გაჭედვისას ფრაზას "შენმა კურდღელმა დაწერა" (Your Bunny Wrote) თუ ვერ მიხვდით, სწრაფად წაიკითხეთ ინგლისური ტექსტი.

ფრთხილი გოგონა

პატარა გოგო მიირბენს დედასთან და ხელში უჭირავს მძღ%$რი.
- დედა, დედა, აი მე კინაღამ აქ ჩავყავი ფეხი..

სიტუაცია ტრამვაიში

გავიხედოთ და ტრამვაიში ავიდა კაცი. ხოდა ისედაც ჭეჭყვაა და ეს კიდე ეტენება, რომ ბილეთი გახვრიტოს კონტროლში. იჩალიჩა, იჩალიჩა და შეწუხდა გვერდით მიჭეჭყილი ქალი და ეუბნება:
- ამდენი ხანია ზედ მაწევხართ და რითი ვერ შეყავით?
კაცი შეწუხდა და უხსნის
- უკაცრავად ქალბატონო, ძალიან უხეში ზედაპირი აქვს, ვერაფრით ვერ ვარჭობ.
ამასობაში ტრამვაი გაჩერებაზე შეჩერდა და მთელმა მგზვრებმა ერთიანად იხუვლეს
- შეურჭე სანამ დგას!

ქერა ლოგიკა

ავტობუსის გაჩერებაზე ქერა გოგო დგას. მოვიდა მეორე.
- რომელ ავტობუსს ელოდები?
- მეხუთეს. შენ?
- მე მეორეს.
მოდის ავტობუსი ნომერი ორმოცდათორმეტი. გოგოების სიხარულს საზღვარი არ აქვს
- ვააუ! ერთად წავალთ!

ქალი საჭესთან

* საჭესთან ქალი - ქალღმერთია. მგზავრები ლოცულობენ, ქვეითები - პირჯვარს ისახავენ.
* მივდივარ მანქანით და უცებ ვხედავ - ბიჭი საჭესთან იპარსავს! კინაღამ პომადა ჩამივარდა ყავაში.
* დაქალები მიდიან მანქანით.
- თიკუნა, ცოტა ნელა ატარე, თორემ უკვე თვალები ამიჭრელდა რა..
- მერე ჩემსავით გააკეთე გოგო.
- ეგ როგორ?
- თვალები დახუჭე!

წინასწარმეტყველი ბალღი

ერთ ოჯახს დიდი ხანი არ უჩნდებოდათ შვილი. ხოდა ერთიც ვნახოთ და როგორც იქნა შეეძინათ ბალღი. აბა, ერთი სიხარული, ჟრიამული, რამე და რომ წამოიზარდა ეს ბალღი, პირველი სიტყვა თქვა "ბაბო". მეორე დღეს ბაბო ცუდად გახდა და მოკვდა კაროჩე. გავიდა რაღაც დრო და ახლა "პაპა" თქვა ამ ბალღმა. მეორე დღეს პაპა გახდა ცუდად და ისიც გაიტრუპა. ერთი წელი რომ გავიდა, გავიხედოთ და ეს ბალღი დადის და "მამა, მამა" -ო  იძახის. გაამზადებინა კუბო მამამ, გამოემშვიდობა ყველას და ჩაწვა და ელოდება რომ მოკვდეს. ხოდა ამ დროს შემოდის ცოლი - ასე ზეზე კაცო, მეზობელი ჯემალა მომკვდარა საწყალიო.

შრომის დიდი პოლიციური გადანაწილება
ერთი ძმაკაცი ეუბნება მეორეს
-შენ იცი რატომ დადიან პოლიციელები წყვილად?
-არა
-აი, ერთმა კითხვა იცის და მეორემ წერა.
ამ დროს ეს ლაპარაკი გაიგეს გვერდით გავლილმა პოლიციელებმა და მუნდირის ღირსების დასაცავად გადაწყვიტეს ემოქმედათ. ერთმა მადგანმა პირადობები გამოართვა ძმაკაცებს და მეორეს ეუბენბა: ჩაიწერე..

კვანძის შეკვრის ალგოლითმი

როგორ შევკრათ საზღვაო კვანძი? (ეს კვანძი საკმაოდ მყარია და გამოიყენება აფრების და მსგავსი რამეების მყარად დასამაგრებლად)
1. ავიღოთ ყურსასმენები
2. ჩავიდოთ ჯიბეში.
3. ვიაროთ
4. ამოვიღოთ ყურსასმენები ჯიბიდან
კვანძი მზადაა.

რთული სამუშაო

- არ მინდა დედა სამუშაოზე წასვლა რა. დავიძინებ ცოტას კიდე. ბანძი სამუშაო მაქვს, ვერაფერს ვიგებ და ყველა მე დამცინის. ის ვოვა რომაა, ყველაზე მეტად ის დამცინის. აღარ შემიძლია მეტი.
- ადექი დიმა ახლავე! შენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ხარ!

არაბული ტაიჭი

ქმარი მიდის სახლში მოკუზული და ზურგს იქავებს და წუწუნებს - ვაი ვაი ზურგიო. ცოლი ეკითხება რა მოხდაო. რა მოხდა და იპოდრომზე წავედით ძმაკაცები, დოღი უნდა გვენახაო. ფეხსაცმელზე ზონარი გამეხსნა. დავიხარე შესაკვრელად და ამ დროს უნაგირი არ დამადგეს კაცო? მერეო - ეკითხება ცოლი. მერე მესამე მივედიო.

არყის ხდა

გავიხედოთ და მშრალი კანონის დროს ერთი კაცი ფარდულში არაყს ხდის. გაუმართია ზაოდი კაცოჩე და ხდის. ერთი პერიოდი წყალი შემოაკლდა, წავიდა, აავსო ვედროები და რომ დაბრუნდა, ხედავს - მილიციელები შესულან ფარდულში და ელოდებიან. აბა ეხლაო - ეუბნებიან მელიციელები - აიღე ფურცელი და დაწერე რა და როგორაა ყველაფერიო. ეს კაციც იღებს და წერს: დავინახე ფარდულიდან ამოდის ბოლი. მეგონა იწვის. ავავსე ვედროები წყლით, შევედი ფარდულში და თურმე ორი პოლიციელი არაყს ხდის..

ტრადიციული ტროლინგი

ქართველი მივა ექიმთან და ეუბნება - &%$ე შემიღებე მწვანედო. რაზე დაგემართაო - დაინტერესდა ექიმი. ცოლი მომყავსო. მერე ეგ რა შუაშიაო? ცოლი რომ მკითხავს პირველ ღამეს, ეს რა ფერიაო, მე ვეტყვი - შენ სხვა ფერიც გინახავს, შენი..

Sunday, February 5, 2012

ცივა.. აქა.

ცივა.. მაგრად ცივა ამ ოთახში. კომპის ჩართვა აღარ მინდა ხოლმე რა.. პოსტის წერას ვინ ჩივის, თაგვზე საწკაპუნებლად ძლივს მოძრაობენ თითები. ხოდა ამიტომ გამოვიდა ამხელა პაუზა პოსტებში. თან მარტო სიცივის გამოც არა. ჩემს კანტორაში კვალიფიკაციის მოსამატებელი ძალიან გაუგებარი სემინარები ტარდება. გაუგებარი იმ მხრივ, რომ სად უნდა გამოვიყენო, არავინ იცის. ეგდოს, ბალღები შეჭამენო. შემდეგი კვირიდან ვაფშე თბილისში უნდა ვიყო და დასაწერი თემები კი გროვდება და გროვდება. ამ დროისათვის ბაკურინაზე მინდოდა დამეწერა, მარა სათაური და პირველი აბზაცი რომ ავკრიფე, თითებზე ჭირხლი მომედო და მე კი არ მიყვარს, როდესაც წამში 1 სიტყვაზე ნაკლებს ვწერ.  ასე რომ ჩემო ერთგულო მეგობრებო, სთენდ ბაი, სანამ კარგი ამინდები გამოვა და 2 გრადუსით მაინც არ მომატებს ტემპერატურა ამ ჩემს ოთახში. მანამდე კი იხილეთ სურათი ესე.


Monday, January 16, 2012

ნახტომი მნახველებში

ბლოგი რომ დავქოქე, 300 მომხმარებელი თუ ყავდა ხოლმე კვირაში. მერე ცოტა რომ გაიცნო ხალხმა, 500 მდე ავიდა. საიდუმლო მასალებზე და სექსებზე რომ დავწერე - ჰა და ჰა 600 გახდა. ახლა კი ერთ-ერთი კაფის მომიხილვა რომ დავდე - ბრახ და 700-ს ასცდა მნახველები. ნახეთ, გრაფიკზე რამხელა ნახტომია.


ამ შეთხვევაში ამბობენ ხოლმე "Fuck-Yeah". და აფსუს, რა დროს მაქვს უარნათქვამი გუგლის ADS-ები.. ხომ იქნებოდა ერთი-ორი კაპიკი შემოსავალი. :)

Sunday, January 15, 2012

თემა "ნაძვის ხე"-ზე

ამაზე მაგარი თემის %$#%@#$@ნ! :დ :დ


Read-Caffe

გამარჯობა მკითხველო. როგორც იქნა მოვხვდი Read - Caffe ში და მოვიცალე მასზე მიმოხილვის დასაწერად. მაშ ასე, ყველაზე წყნარი ადგილი გორში. (გვერდი ფეისბუქზე)


საერთოდ გორში სულ სამი ადგილია, რომელსაც შეიძლება "გამორჩეული"-ს სტატუსი მივაკუთვნოთ (ლაპარაკია კვების ობიექტებზე): ბარი შარდენი, რესტორანი ნაჭარმაგევის დიდი დარბაზი და ე.წ. "არტ-კაფე". თუ პირველ ორზე უფრო მეტად იტყვი, რომ ეს "სმა-ჭამის" პონტია, უკანასკნელი სრულიად გამოირჩევა. "არტ-კაფე" შეიქმნა დასვენებისა და რელაქსაციისათვის. ის დაპროექტებულია არა იმდენად ხორციელი, რამდენადაც სულიერი საზრდოს მისაღებად. მასში არის აბსოლუტურად ყველასგან გამორჩეული დიზაინი. და კიდევ: "რიდ-კაფე"-ში არც თუ იშვიათად იმართება მწერლებისა და მუსიკოსების საღამოები.


გარემო არის უაღრესად მყუდრო. იშვიათად ხდება ისე, რომ ერთდროულად შესაძლებელი იყოს უსმინო მუსიკას, თანამესაუბრეს და სიჩუმეს. მუსიკას რაც შეეხება, არის წყნარი და არც მაღალი_არც დაბალი ხმის. მუსიკის ამბავში 11 ქულა 10 დან. ამ დროს აუდიო იზოლაცია არის საოცარი. მთელი კაფე არის ერთი დიდი ოთახი, კლიენტებს შეუძლიათ დაჯდნენ (სწორედ რომ დაჯდნენ და მასთან იატაკზეც) ერთმანეთისგან 2 მეტრ დისტანციაზე და ასეთ მცირე მანძილზე გვერდით მაგიდასთან  მჯდომი ხალხის ხმა მაინც ცუდად ისმის.


შესასვლელში არის ბარი, რომელიც ასევე სავსეა წიგნებით. სხვათა შორის, ამ მხრივ ბიბლიოთეკას არ ჩამოუვარდება. წიგნები არის უამრავი და თან საკმაოდ საინტერესო. ასე მაგალითან ვნახე აგვისტოს ომზე დაწერილი ვეება წიგნი, ასევე ჩემი საყვარელი შერლოკ ჰოლმსიც და საკმაოდ საინტერესო წიგნი ჟურნალისტიკაზე - წავიკითხე "ფოტოს სწორად გადაღება" როგორ უნდა.


სურათში ნიშანი ცუდად ჩანს, მაგარ კაფეში მოწევა აკრძალულია. ამის გამო უნდა ადგეთ და გარეთ მოწიოთ. რაც ფრიად არ მოეწონა ჩემს ერთ ძმაკაცს. დასკვნა: რეკომენდირებულია მოწევას თავი დაანებოთ. ასევე კარგად არ ჩანს, მაგრამ ძალიან ორიგინალური, წიგნებით გაკეთებული ნაძვის ხე იდგა ბარის გვერდით ძველებურ საათთან.


სიმყუდროვის მერე ძალიან მომეწონა პუფები. კაფეში არის როგორც ტრადიციული მაგიდები და სკამები, ასევე არის რამდენიმე პუფიც. მე კი სულ მინდოდა მანდ ჩაჯდომა. მოხერხებულად მოკალათების მერე შესაძლებელია შეკვეთის მიცემაც. ფასები არ არის ძალიან გაბერილი, ვფიქრობ ნორმალური ფასებია ასეთი კაფისათვის. პირველი, რამაც თავში გამირბინა, ისაა, რომ აქ არაჩვეულებრივი ადგილია პაემნებისათვის. თუ მაინცდამაინც განმარტოვება გახდა საჭირო, არის ერთი ასეთი შეწეული ოთახი, რომელიც იზოლირებული კი არაა, მარა მაინც როგორღაც გამოყოფილია დანარჩენი კაფისაგან. ყველაფერ სიკეთსთან ერთად, "რიდ კაფე"-ში არის ინტერნეტიც. ვაი-ფაი არ შემიმოწმებია, მაგრამ გვერდით მაგიდასთან იჯდა ხალხი, რომელიც იქექებოდა ინტერნეტში.

იხილეთ მენიუს პირველი გვერდი - საჭმელების ნაწილი.


და კოქტეილების ნაწილი.


არ მინდა ბარ "შარდენს" ჩრდილი მივაყენო, ისინი როგორც მინიმუმ მიმტანებით მაინც ჯობიან "რიდ-კაფე"-ს, მარა მე მაინც ეს უკანასკნელი მომწონს ფასებით, გარემოთი და აურით. აი ამ სურათზე კოქტეილი "რატომაც არა"-ა. საკმაოდ სასიამოვნო დასალევია, საინტერესო ფერისაა (ეს ნახევრად დაცლილია, ისე ოცნებისფერ-რომანტიკულია) და მალეც მოაქვთ. ამ საკითხშიც 10 ქულა 10 დან.


ორგინალურია ანგარიშის მოტანის ამბავიც. მოგვიტანეს პატარა წიგნი, რომელიც მერე აღმოჩნდა ზარდახშა. ამ ზარდახშაში იდო ანგარიში. ჩვენც იგივე წარმატებით ჩავდეთ ფული ამ "წიგნში" და წამოვედით.


საერთო შეფასება: 
გარემო 10 / 10
მომსახურება 10 / 10
ფასები 9 / 10
ადგილმდებარეობა 9 / 10
ჯამი: 9.5 / 10
ესაა ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა იყო ნამყოფი.


მისამართი: ქ. გორი, სტალინის გამზ N 10


პლუს იხილეთ ჩემი სხვა მიმოხილვები: რესტორანი იმპერიალი, ხინკლის სახლი, კაფე "შადრევანი" და ზახარიჩი. დაბოლოს, ახალი ტეგი შემომაქვს: მიმოხილვები.