Friday, July 31, 2009

გავთხოვდი..

- გამარჯობა. :) გორში ხარ? - არა, თბილისში ვარ. გავთხოვდი. - მაგოიმებ! - არა, მართლა გავთხოვდი. ახლა საყიდლებზე ვართ მე და ჩემი მეუღლე და მერე მოგზაურობაში წავალთ. ******************* სიცარიელე.. საშინელი სიმძიმე გულში.. მხრებზე.. ფეხებში.. - ბედნიერებას გისურვებ.. მე მინდა რომ შენ იყო ბედნიერი.. სტანდარტული, შაბლონური, მოუფიქრებელი, ინსტინქტური ფრაზები.. მორჩა, ყველაფერი მორჩა.. ის პაწია იმედიც ჩაქრა.. ის გათხოვდა.. ვიღაც ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა.. ან უფრო მოხერხებული.. ან უფრო ეშმაკი.. ან უფრო დაკუნთული.. ან ყველაფერი ერთად.. მთავარი ისაა, რომ ის გათხოვდა. და მე საზიზღრად ვგრძნობ თავს. არ დამვიწყებია 2004 წლის 12 ოქტომბერი. დიახ, მახსოვს ეს თარიღი, როდესაც პირველად დაგინახე. ისიც მახსოვს რა გეცვა: თეთრი ჯემპრი, ჯინსის შარვალი და ჯინსისვე კუტრკა. მახსოვს შენი თაფლისფერი თვალების მზერა, მახსოვს შენი თაფლისფერი თმა, მახსოვს შენი თაფლისფერი ხმა.. მახსოვს.. და ნერვები მეშლება. არა, არ ვნანობ არც ერთ წამს, რომელიც შენს გვერდით ვიყავი. არ ვნანობ არც ერთ მიმიკას, არც ერთ სიტყვას. და მიხარია, რომ ყოველ კვირას ყვავილებს გჩუქნიდი, მიხარია რომ ყოველ კვირას საჩუქრებით განებივრებდი, მსიამოვნებს როცა წარმოვიდგენ, როგორ მიირთმევდი ჩემს ნაჩუქარ რაფაელოს.. და ტკბილად მახსენდება შენი სახლის წინ ტოტით გადაშხვეპილი გუბე, რომელიც ცეცხლით გულის დანთებას უშლიდა ხელს. ტკბილად მახსენდება სამხედრო პროჟექტორით ღრუბლებზე მიშუქებული გული.. და მძულს ჩემი თავი. მე მძულს ჩემი თავი, იმიტომ რომ წყნარი ვარ. მძულს, იმიტომ რომ არ ვიაქტიურე. იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების ყველა წამი შენ არ მოგიძღვენი, რომ ვერ ვბედავდი შენთან ლაპარაკის დაწყებას, რომ ვერ გნახე წინა კვირას ზღვაზე.. მე მძულს ჩემი თავი, იმიტომ რომ მრავალჯერ მიხვედრილი - შენ და მე ცა და დედამიწა ვართ, მაინც შენსკენ მომიწევს გული, მაინც მაჟრიალებს შენი თმის გახსენებაზე, მაინც მეშლები სხვაში, მაინც მგონიხარ ქალის სილამაზის ეტალონი, მაინც ჩემში ხარ, მაინც შენით ვცოცხლობ, მაინც ჩემი სიყვარული ხარ. სულელი ხარ! დიახ! თუმცა შენ რა.. ეს მე ვარ სულელი, შეშლილი, უჭკუო და გადარეული.. თუმცა რა ჭკუა მოეთხოვება თმის წვერებამდე შეყვარებულს.. რა ჭკუა მოეთხოვება ადამიანს, რომელსაც ღმერთად მიაჩნდი. რა ჭკუა მოეთხოვება გამოუსწორებელ რომანტიკოსს.. რომელიც გამოსწორდა. და მაინც, სულელი ხარ. სულელი ხარ იმიტომ, რომ ვერ დაინახე, იმიტომ რომ ვერ დააფასე, იმიტომ რომ ვერ იგრძენი და იმიტომ რომ სხვა არჩიე. ბედნიერებას გისურვებ, ჩემო ერთადერთო სიყვარულო. არ ვიცი რატომ, არ ვიცი რისთვის მაგრამ მე შენ ისევ მიყვარხარ. თუნდაც ცალმხრივად და თუნდაც უიმედოთ. შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის სხვათა შეფასების კრიტერიუმი. ყოველთვის შეგადარებ სხვას და ვერც ერთი ახლოსაც ვერ მოვა შენთან. თუმცა შენ სულელი ხარ და მე კიდევ უარესი. იცი, მე არ მენანება დახარჯული 4 წელიწადი. მე არ მენანება არაფერი. იმიტომ რომ შენით ვისწავლე როგორ შეიძლება იყო ერთდროულად ბედნიერიც და უბედურიც, ჭკვიანიც და გიჟიც, ჯანმრთელიც და ავადმყოფიც.. და შენით ვისწავლე გრძნობების მართვა. შენით ვისწავლე დაკიდება. შენით ვისწავლე ადამიანში არა მარტო ღირსების დანახვა.. და მე დაგინახე: შენ არ ხარ საჩემო. და მაინც ჩამწყდა გულში, როდესაც მომწერე: გავთხოვდი. გაივლის წლები.. დიახ.. გაივლის გრძნობაც.. მაგრამ არ გაივლის შენი სახება ჩემი გულიდან. არ გაივლის ეს სიმძიმე, რომელსაც ახლა ვგრძნობ.. სხვა ყველაფერი გაივლის. მე ისევ შემიყვარდება, მე ისევ ამიჩქარდება გულისცემა მისი დანახვისას, მაგრამ არასოდეს ისე, როგორც შენთან. ყველაფერი გავლადია, შემოგევლე შენ.. მე ხომ ჩემს თავს განაცვალებდი.. მაგრამ შენ გათხოვდი, მეც დავქორწინდები და დედამიწას კი ფეხებზე ვკიდივართ. დედამიწა კი ისევ ტრიალებს. საყვარელო.

Thursday, July 30, 2009

კვერცხის შეწვა

აი ამდენი ხანია ბლოგს ვწერ და სასარგებლო და კაცობრიობისათვის გამოსადეგი არაფერი დამიწერია. ამიტომ ახლა, როდესაც ველოდები ძმაკაცის ჩამოსვლას მოსკოვიდან, ვწერ შემწვარი კვერცხის მიქსის მომზადების წესს. დაგვჭირდება 3 ცალი კვერცხი (სასურველია ახალი), ტაფა (სასურველია რომ არ იწვავს, ისეთი), ზეთი (ან უკეთესია ერბო. ყველა ერთი ნაგავია, ამიტომ ფირმას არ დავწერ), მარილი (სასურველია არა ნესტიანი), დანა (სასურველია ხელი არ გავიჭრათ მისით), ჯამი (სასურველია მთელი) და შემდეგ უკვე ფანტაზია. ყველაზე ძნელი კვერცხის შეწვაში მისი გატეხვაა. ძალიან ხშირად ნაჭუჭი შემოეფშვნებათ ხოლმე, ან არათანაბრად ტეხენ, ან უვარდებათ ხელიდან. მე გთავაზობთ მარტივ ხერხს: ფეხები მხრების სიგანეზე, მაგიდაზე დავდოთ ჯამი, ზუსტად მის თავზე არაუმეტეს 50 სმ სიმაღლისა დავიჭიროთ კვერცხი მარცხენა ხელით (ცაციებმა მარჯვენათი) აი მთავარია დაჭერის ტექნიკა. ვიჭერთ ცერა და საჩვენებელი თითით. თან ისე, რომ მსხვილი მხარე იყოს ხელისკენ ანუ წოპი იყოს გარეთ. პლუს კვერცხის ნახევარზე მეტი უნდა იყოს თითებს დაშორებული. დაჭერას რომ დაამუღამებთ, ახლა კიდევ უფრო რთული ილეთი: გატეხვა. როგორც წესი ხალხს ეშინია დანის მოქნევა და ამიტომ ცუდად ტეხენ ნაჭუჭს. ამის სამკურნალოდ დაადეთ დანა კვერცხის შუაში, ისე რომ თითები არ მოიჭრათ (ანუ დაჭერას აქვს აზრი), შემდეგ კი ნელნელა დააკაკუნეთ ნაჭუჭზე. მნიშვნელოვანია დანის დაჭერა ისე, რომ კვერცხს ეხებოდეს გალესილი პირით და არა სიბრტყეზე. ნელ-ნელა კაკუნით დაუმიზნებთ კვერცხის შუაგულს და შემდეგ გადამწყვეტი ძლიერი დარტყმით გატეხეთ ნაჭუჭი. ყურადღება მიაქციეთ დარტყმის ძალას. ძალიან პატარა ძალა ნაჭუჭს ვერ გატეხს, დიდი კი შუაზე გააპობს და გაითხვრებით. ნაჭუჭის შუამდე გატეხვისას დანა დადეთ გვერდით, თავისუფალი ხელის ცერა და საჩვენებელი თითებით ნაჭუჭის მეორე ნახევარი დაიჭირეთ და ერთდროული მოქმედებით ორივე ნახევარის წვერები ერთმანეთისკენ წაიღეთ, ოღონდ ზემოთკენ. ისე რომ კვერცხის შიგთავსს გზა გაუხსნათ ჯამისკენ. სასურველია თუ ამ პროცესს ჩაატარებთ ჯამიდან არაუმეტეს 20 სმ სიმაღლეზე, თორემ მერე შეიძლება შხეფები შეგესხათ. თუ პირველი კვერცხი კარგად ვერ გატეხეთ, დასპეცდით მეორეზე და მესამეზე. გატეხვის ცერემონიალის შემდეგ ყურადღებით დაათვალიერეთ ჯამში არსებული მასა, მასში არ უნდა იყოს ნაჭუჭები. თუ არის, ამოათრიეთ დანის პირით. შეწვის შემდეგ ეს ნაჭუჭები კბილებში ხვდება და უსიამოვნო გრძნობაა. შემწვარი კვერცხის ძირითადი მასალა მზადაა. შეგვიძლია მას დავახეხოთ ცოტა ყველი, დავუმატოთ ძეხვი, მწვანილი.. მოკლედ, ფანტაზია და მარჯვე ხელები. შეიძლება არც არაფერი დავუმატოთ, მაგრამ აი მარილი კი აუცილებელია. 3 კვერცხიან ერბოჯვერცხს სჭირდება 1-2 პატარა მწიკვი მარილი. მწიკვი ესაა ცერა და საჩვენებელი თითებით სამარილედან ამოღებული მარილის ოდენობა. თუ გადმოსაყრელი მარილი გაქვთ, მაშინ დააყენეთ საშუალო დონეზე და 3-4 ჯერ დაიქნიეთ სამარილე. ახლა მოვიდა საპასუხისმგებლო მომენტი: არევა. მარცხენა ხელით დაიჭირეთ ჯამი, მარჯვენათი დანა სიბრტყეზე, დანის წვერი ჩადეთ კვერცხიან ჯამში, ჯამი ოდნავ დააცერავეთ დანისკენ, ისე რომ არ გადმოიქცეს კვერცხი და დაიწყეთ ასევა. ანუ დანა უნდა იქნიოთ კვერცხში. ეს დაახლოებით ელიფსის ხატვას გავს დანის პირით ჯამში. იმდენი უნდა ურიოთ, სანამ არ მიიღება ერთგვაროვანი მასა. ახლა ვიზრუნოთ შეწვაზე. ცეცხლზე დავდოთ ტაფა და მივუნთოთ საშუალო სიძლიერის ალი. დაახლოებით 20 წამში ტაფა გაცხელდება, ასე რომ შეიძლება ზეთის ან ერბოს დადება. ორივე ისეთი რაოდენობით უნდა იყოს, რომ თხელ ფენად გაიშალოს ტაფის ძირზე. შეიძლება ერთ ადგილზე დაგროვდეს. ასეთ შემთხვევაში ტაფის ყურს მოკიდეთ ხელი და ტაფა ისე ამოძრავეთ, რომ ცხიმი მისი ზედაპირის ყველა ნაწილს მიწვდეს. ცხიმის დადებიდან დაახლოებით 15-25 წამში (როდესაც ტაფის ზედაპრი მთლიანად გაცხიმიანდება), ავიღოთ ჯამი კვერცხით და დავასხათ ტაფაზე. თუ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, გავიგებთ დამასახიათებელ შუშხუნის ხმას. თუ ხმა სუსტია, ესე იგი ტაფა არაა კარგად ცხელი. არაა პრობლემა, უბრალოდ ცოტა მეტი ხანი დაჭირდება შეწვას. როდესაც ჯამიდან სულ გადმოვასხავთ კვერცხს, ტაფას დავაფაროთ თავსახური და დაველოდოთ 1 წუთამდე. ამასობაში ჯამი გავრეცხოთ, გამოდგება. ზოგს უყვარს დაბრაწული კვერცხი. ამისათვის მეტი დრო ჭირდება შეწვას. ზოგს ნახევრად უმი უყვარს. ნუ ეს გემოვენბაზეა დამოკიდებული. თუ შეამჩევსთ, რომ გვერდები შეიწვა, ხოლო შუაში დარჩა უმი კვერცხი, ისე ქენით, რომ დანით აწიოთ შემწვარი ნაწილი და ტაფის ტრიალით უმი ჩაასხათ მის ქვეშ. როდესაც გადაწყეტთ, რომ კვერცხი საკმარისად შეიწვა, გამორთეთ ცეცხლი, მოხადეთ ტაფას თავსახური, დანით გადმოაგდეთ ჯამზე, თქვით "ფლუგენგეგეხოლენი" და შეუდექით ჭამას. აჰა, გიორგა ჩამოსულა. მეც მოვრჩი წერას. აუფ ვიდერზეენ, მაიიკ. :)

Wednesday, July 29, 2009

სფერული ელვის ფენომენი, ნიკოლა ტესლა და პოლიტიკური სიტუაცია

ტელევიზიორში ვნახე რომ 4 დღის შუალედით საქართველოში დაფიქსირდა სფერული ელვა.. და გამახსენდა ნიკოლა ტესლა. ნიკოლაი ტესლა. ძალიან, ძალიან, ძალიან [უცენზურო სიტყვა] გამომგონებელი, რომელმაც შექმენა იმდენი რამე, რომ დაეწია ლეონარდო და ვინჩის. ვინ ჩემი ფეხია აინშტაინი მასთან შედარებით. ეგაა ალბერტას მეტი პიარი აქვს გაკეთებული და ამიტომ იცის მსოფლიომ, თორემ ტესლაზე დიდი გამომგონებელი არ ყოლია კაცობრიობას დავინჩის დროიდან. ელექტროობის ჯადოქარზე ინფორმაცია ინგლისურ ვიკიპედიაზე შეგიძლიათ ნახოთ აგერ. ასევე ლინკი ფორუმ.გე-ზე. ასევე ნახეთ მაივიდეოზე დადებული დოკუმენტური ფილმი ტესლაზე 4 ნაწილად რუსულად: პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. იუტუბზე დადებული ინგლისურ ენოვანი ვიდიუ კი იხილეთ სულ ბოლოს. თემა კი იმიტომ გავხსენი რომ ამ რუსეთთან არსებული გაურკვეველი სიტუაციის ფონზე, ვინც ნახავს მაივიდეოს ლინკებს, აი რაღაცით ეჭვი მაქვს რა.. რა ვიცი, შეიძლება და ღმერთმა ქნას რომ ვაჩმახებდე, მარა 4 დღიანი შუალედით ასეთი იშვიათი ფენომენი, სფერული ელვა, ძნელი დასაჯერებელია. თან პლუს ეს წვიმა და უბედური ამინდები.. მოკლედ, მასობრივი განადგურების იარაღები მაგრად ევასება ჩვენს მეზობელს და 1908 წელს რომ ტუნგუსკში ელექტრო განმუხტვა მოხდა (ან რა მოხდა ახლაც არ იციან. აგერ ზოგი ტესლას აბრალებს მაგას), იმან რამდენიმე კილომეტრზე ტყეს დედა უტირა, რამდენიმე ათეულ კილომეტრზე სახლებს დედა უტირა და რამდენიმე ასეულ კილომეტრზე ფანჯრებს უტირა დედა. თან ისე, რომ ხალხს დიდი ზიანი არ მიადგა. მაშინ ისე არ იყო ელ ტექნიკა მასობრივად და აი ახლა რომ მოხდეს ასეთი განმუხტვა, მერე ნახეთ თქვენ გაფუჭებული კომპები. :გოიმის სმაილიკი: კაროჩე, ნახეთ ვიდეო და გშურდეთ ტესლასი.

Tuesday, July 28, 2009

ვითხოვ ბაზილიოს!

მოითხოვ ბაზილიოს! მოვითხოვ, აქციაზე გამოვდივარ და უკიდურეს აღშფოთებას თუ რაც ქვია იმას გამოვთქვავ, რომ აგერ 1 თვეა ბაზილიოს ბლოგზე ველოდები განახლებას და შენც არ მომიკვდე.. გადადექი! კი არა და, დაწერე რამე ნინო! დაწერე მე შენ გელაპარაკები, რამე მოგვატყუე, რამე გვითხარი, რამეზე გვატირე, რამეზე გვაცინე.. მომენატრა სარკაზმული იუმორი, მომენატრა ცრემლიანი ამბები და საერთოდაც, დამანახა, დამაჯერა ბაზილიო! უფრო ბუნებრივად დამანახა, ევროპულად, უფრო ევროპულად, დამაჯერააა! მოკლედ, დაწერე რამე თორემ მეც არ დავწერ, აი ეგრე! იშშ!

თავისუფალი სიტყვის ბლოგი

ახლა მოვხვდი თაზოს ბლოგზე (http://freelandia.wordpress.com/) და მევასა. ასე რომ ჩემს ბლოგლისტში შეგიძლიათ იხილოთ ესეც. ჯერ სულ ახალი შესული ვარ და პირველი შთაბეჭდილება ასეთია: კრაზანა. :) ვიცა აქვს წაკითხული ეს წიგნი, ალბათ მიხვდება. :) ვისაც არა და გასაგები ენით ვეტყვი: ესაა იუმორგარეული ჯანსაღი კრიტიკა. ძალიან მომწონს ესეთი სტილის წერა. შეცდომებზე მითითება იუმორით, ცოტა უხეშობა იუმორით, პილპილმოყრილი მადლი. :) შევყვები მერე ამ ბლოგს კარგად, გადავიკითხავ ბოლომდე და აფდეითსაც დავწერ.

გაგივლის

"ყველაფერი გავლადია" © ხათუნა - პატაპუტინა

Sunday, July 26, 2009

მორჩა შვებულება

დიახ. დღეს მთავრდება შვებულება. ხვალ გავდივარ კანტორაში. 2 კალენდარული კვირა ვიყავი შვებულებაში და რაი მერე?
რა მოვასწარი.
ზღვაზე წასვლა,
კლიპისთვის კადრების აკრეფა,
"ციცინათელაში" თავისუფალ ვარდნაზე ჯდომა,
ჭინჭრის გათიბვა სოფელში,
ვაზის შეწამვლა,
იმის დადგენა რომ ნოკია ნ73-ს ჯობია ნ82,
სოფკა ანგელოზკას ნახვა,
ჩემი "სმიტის" ბუნკერის გაფუჭება,
1 საათამდე ძილი,
დეიდაშვილის შვილის ნათლობაში ყოფნა,
მზის ჩასვლის ნახვა მე-5 სართულიდან,
ქუთაისში გავლა,
საბაგიროზე ჯდომა,
გვანცას და სალომეს ნახვა.
რა ვერ მოვასწარი
ბორჯომში წასვლა,
თბილისში წასვლა,
თამუნას ნახვა ზღვაზე,
რამოდენიმე საჭირო კადრის აკრეფა,
მაკას ნახვა ბორჯომში,
მეხანას ყიდვა "სმიტისთვის",
ნორმალური დასვენება,
ქუთაისის პარკში კიბეებით არბენა 3 წუთში (არადა ავრბოდი),
ირინას ნახვა,
წყნეთის ნახვა,
ველოსიპედის გაყიდვა,
ხელფასის აღება,
100 ლარის დახარჯვა,
ხმის მიცემა,
ქობულეთის არქივში შესვლა,
სომეხი გოგოს გაცნობა,
ბათუმის თიბისიში ოპერატორის სახელის გაგება,
სერგის გორიჯვარზე აყვანა,
მელანოს ნახვა,
ხაშურში ველოსიპედით ჩასვლა,
სამუშაოს არ მონატრება.
საერთო ჯამში განწყობა საშუალოზე დაბალი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ შვებულება არის მაგარი ბანძი რამე. თუ გადიხარ შვებულებაში, უნდა გახვიდე ძმაკაცებთან ან მინიმუმ შენი ჭკუის ხალხთან ერთად მაინც.
დაბოლოს, ჩემი კლიპისთვის გადაღებული კადრების მარგალიტი. მეორეც არის ასეთი, მარა იქ წყალი არ ჩანს.

Wednesday, July 22, 2009

აიმ ბექ

ჩამოვედი.. მარა კლიპს ვერ ვაკეთებ. შტერმა პრემიერ 6 მა საერთოდ ვერ გახსნა ჩემი ვიდეოები. პრემიერ პრომ რაღაც კვერცხობები ქნა დეკოდინგიო, დიალოგიო.. მივშალე ეგრევე. ახლა ვეჩალიჩები მუვი მეიკერს, მარა ესეც აჩმახებს.. რა ჭირი, მეხი მედგარი და ღვთის რისხვა უნდა, ა?

Wednesday, July 15, 2009

სახიფათო ბავშვობა

როგორც აღმოჩნდა, დღეს კი არა და ხვალ წავალ ქვაბულეთში. ასე რომ დავჯექი და ვკითხულობდი ჩემს საყვარელ ბლოგებს. მერე ყვავასავით უნდა გავაკეთო მეც ბლოგების მიმოხილვა, ახლა კი ეს ესაა წავიკითხე კიკიტოს ეს პოსტი და გამახსენდა ბავშვობაში გადატანილი საშიში რამეები. კაროჩე, გავიხედოთ და ვარ გძეტა თვეების და ჩვენ სახლს მეორე სართულზე ქონდა აბაზანა და ამ აბაზანის თავზე კიდე მაგიდა იდგა ხოლმე საქეიფო, გარშემო კი ხეივანი და სიმწვანე, სიგრილე და მაგარი ხედიც იყო. ხოდა ალბათ ჩემში ხელოვანის გასაღვიძებლად, ამ მესამე სართულზე ჩამოაბეს ჰამაკი და მარწევდა ხოლმე დედა. ერთხელაც შუა რწევის პროცესში ვარ და გაწყდა ჰამაკი.. ჩემი დაკვირვებით, იმ დროიდან მაქვს მფრინავობისკენ მიდრეკილება. ხოდა მესამე სართულიდან რომ ბავშვი იფრენს და დაეზღნერთება მიწაზე, ძალიან არ უნდა გადარჩეს მემგონი. საბედნიეროდ დედამ შუა ფრენისას დამიჭირა და გადამარჩინა, თორემ სადღა იქნებოდა მერე ბლოგი, სახელად "მაღალი რადიაციის ზონა" :) ახლა გამოვიხედოთ და გოგირდი ჩაგვივარდა ხელში მე და ჯადოს. ხოდა გადავწყვიტეთ მიგვეღო გოგირდმჟავა. მიიღება ასე: წვავ გოგირდს და მიღებულ აირს ხსნი წყალში. ხოდა ასეც მოვიქეცით, მივიღეთ მოყვითალო ფერის სითხე და მისი უტყუარობის გასასინჯად ჯადომ ენა ჩაყო შიგნით. :) კი, მჟავეაო. :) ბედი მისი, რომ გოგირდი ჰაერში დავწვით და არა ჟანგბადში. მეორე შემთხვევაში მართლა მივიღებდით გოგირდმჟავას და ჯადოს ენას მოვიგონებდით აწ და მარადის. :) დასასრულ, მე და ჯადოს დენი გაგვყავდა ლაბორატორია "ურნაში" და ვერ ვიგებდით ფაზა რომელი იყო. ხოდა ჯადომ მოკიდა ხელი ერთ მავთულს და მისდა საბედნიეროდ ნოლი აღმოჩნდა. არა, დენს ჩემთვისაც დაურტყია და ვერ გეტყვით, რომ სასიამოვნო გრძნობაა, მარა ხელით ფაზა-ნოლის გასინჯვა არ იყო ახლა წარმატებული იდეა. :) ზემოთა ისტორიები ყველა მართალია, არაფერია გადამეტებული. ერთი იმის შიში მაქვს რომ შეიძლება დაწერილი მქონოდა ადრეც. რას გვიშვება სკლეროზი.. :( პ.ს. გუშინ სოფომ შემომთავაზა წამოდი სადმე გადაკარგულში წავიდეთო. აშკარად არ წაუკითხავს ჩემი ბლოგი და იმპროვიზაციები ანჩხლის შესახებ.

Tuesday, July 14, 2009

ახალი ტალღა

დავიწყოთ იქიდან რომ შვებულებაში ვარ. შესაბამისად შემეხო მსოფლიო გლოფანული ფინანსური კრიზისი, იმიტომ რომ რატომღაც ჩემს "ქეშ-ფლოუ" ში გარღვევაა და მარტო 200 ლარი დამრჩა 350 ის ნაცვლად. პრინციპში 100 ლარი ვალი აქვთ და ბალანსი გამოვა. ახლა რატომ ვიყავი დაკარგული. მეზარებოდა წერა. და დასაწერი თემებიც არ მქონდა. ახალი თემის მოფიქრება კი მეზარებოდა. მოკლედ, საშინელ სიზარმაცში ვარ. :) ამავე დროს იზრდება ჩემი პოსტები ბლოგზე თემაში "კი არა და.." რაც ნიშნავს, რომ კერძო და გამოყოფილი საკითხები იკლებს. ახლა კი მთავარი. დიჯეი სმეშის "ახალი ტალღა" ალბათ იცით ყველამ. მე ამის კლიპი სასტიკად არ მომეწონა. ერთი და იგივე მოძრაობები და არ ვიცი რაზე გათვლილი ქალების ფეხების ჩვენება. ჩემი აზრით მუსიკა ისეთია, უკეთესი კლიპიც შეიძებოდა. რა თქმა უნდა, დიდ კონკურენციას ვერ გავუწევ, მარა ხვალე ქობულეთში მივალ და 4 დღის მანძილზე იმედია შევძლებ ავკრიფო ისეთი კადრები, რომ ამ მუსიკას შევუხამო. ახლა კი იხილეთ თვითონ ვიდიუს ოროგინალი.

Thursday, July 9, 2009

ველოსიპედს ვყიდი

მოკლედ, გავიდა 2 თვეზე ცოტა მეტი ხანი და ვყიდი ველოსიპედს.. რა დავარქვი? ა, ჰო, ცოხეს. ვყიდი ცოხეს. იმიტომ ვყიდი რომ ჯერ ერთი პატარაა ჩემთვის და მერე კიდე ფული მინდა. ორშაბათიდან გავდივარ შვებულებაში და სასტიკ ფინანსურ კრიზისში ვარ. :( ცოხეს და მისი ენაწყლიანი აღწერის სანახავად გთხოვთ დააჭიროთ აგერ.

Wednesday, July 8, 2009

Just..

მოვედი, გამოვიცვალე, დავჯექი. მიჭირავს მაწვნის ქილა ნახევარი მაწონით, შიგნით ჩაყრილი 6 ჩაის კოვზი შაქრით და ჩაბუჟბუჟებული 2 ნაჭერი თონის პურით. ფანჯარა ღიაა, ტანს ზემოთ არ მაცვია, ჩემს დაბლა 3 ხაშურელი გოგო შემწვარ კარტოფილის მიირთმევს, ბიძაშვილმა დამაიტრიგა, რომ ღამით მაგათთან ისეთი რამე ვნახეოოო (ნუ, რას ნახავდა ისეთს, მე რომ არ მინახია).. და რაც მთავარია, ჩემი "სმიტის" ძალის გამოსაცდელად ვიყიდე ნატახტარის თუნუქის ქილა და შიგნით მდებარე სითხის ზემოქმედების ქვეშ ვარ.. ამიტომ ახლა მინდა მოგიყვეთ სასაცილო ისტორიები ჩემი ცხოვრებიდან. დავიწყოთ ბავშვობიდან. ასე იგი, ნეტო ძევენოსტო, ტოლი ძევენოსტო აძინ წლებია.. არა, გატყუებ, ვოსემდისიან ვოსემია გაჭიმული და მე, გიორგა, ჯადო სოსო და ქეში ნოდარა (ეს რითმაში ჩაჯდა და იმიტომ ჩავწერე, თორე ისე არ ვიცნობ) ვართ გიორგასთან სახლში. აუ, ახლა პატარა ბიძაშვილი ჩამოსულა სოფლიდან, მოვიდა და შემიჭამა ტვინი, ამიტომ ყველანაირი სურვილი დამეკარგა ყველაფრის. მარა რადგან დავიწყე, ბარემ გავალ ბოლოში. ხოდა ვართ გიოსთან. მაგას აქვს ეზოს რკინის კარები და.. აუ, ეს ბანძი ისტორიაა, შუქი შემოდიოდა და აქ არ გაიარო, ზანგად გადაიქცევიო და მეც რომ აკრობატიკის ბოლო ილეთებით გავდიოდი ამ შუქთა შორის.. ახლა მოგიყვებით უარესს. კაროჩე 98-99 წელებია და ისევ ის სასტავი, პლუს ნიკა და პლუს ერთი ვიღაც კიდე.. კაროჩე გიორგის ქონდა ბუნებრივი აირი სახლში. ანუ ისეთი, მილში რომ მოდიოდა, თორემ ბალონის პროპანი არ გამოდგებოდა. ხოდა მილში რომ ნაღდი ბუნებრივი აირი მოდის, CH4 - ეს მსუბუქია ჰაერზე.. კაკრას ერთი კიდე გამახსებდა ამ გახსენებაზე. ხოდა წავედით ესე იგი, საავადმყოფოა ჩვენი უბნის წინ და საავადმყოფოს წინ იყო აფთიაქი, სადაც 50 თეთრად იყიდებოდა 3 (სამი) პრეზერვატივი. იკაიფეთ, რა ხარისხის უნდა ყოფილიყო. მარა ჩვენ საკაიფოდ გვადგებოდა. ხოდა ვიყიდეთ 2 ლარის (ანუ 12 ცალი) პრეზერვატივი, მოვიტანეთ გიორგისთან და სათითოდ დავბერეთ გაზით. თან რომელი პატარა იბერებოდა, გაააიბერებოდა ასე მეტრამდე სიგრძის, ბოლოში წოპით და ჰაიდა, მოვუკრავდით თავს და წავიდა შემდეგი. წინას ხელს გაუშვებდი და დახურული ეზოს თავზე იყვნენ ასე მიფრენილები. კაროჩე 12 პრეზერვატივი დავბერეთ, მერე კიბით მემგონი, ის აფრენილი "ბურთები" ჩამოვიტანეთ, ერთამენთს გადავაბით და შეიმნა უზარმაზარი ამწევი ძალა. ამ დროს მოდის ბელა დეიდა, გიორგის დედა. ეს რა არისო - გვეკითხება. ბურთებიო. ერთი ეჭვის თვალით კი შემოგვხედა - ეს ბურთებიაო? ჩვენც მამა აბრაამის ბატკნებივით თავი დავუქნიეთ - კი ბელა დეიდა, ბურთებიაო. ხოდა რა ვიციო - ჩაილაპარაკა ბელა დეიდამ და წავიდა. 12 ცალი 1 მეტრი სიგრძის და 20 სმ დიამეტრის ბუნებრვი აირით გაბერილი ბრეზერვატივი რომ გამოვიტანეთ ქუჩაში, უკვე ბნელოდა. ამ დროს ჯადოს მოუვიდა აზრი: მოდი ელემენტი და ნათურა მოვაბათო. ხოდა ასეც გავაკეთეთ: ელემენტზე ავჩოჩხლეთ დიოდები, რამაც საბოლოო ჯამში ეფექტური განათება მოგვცა და ჰარს მივეცით ეს ჩვენი შედევრი. აქ იწყება მაგარი. ეს სისტემა კი გაფრინდა, მარა რაი მერე? ხოდა არიქა, მფრინავი თეფშიო, მოვედეთ უბანს, ნახეთ დაფრინავს, არიქა ანათებს, მფრინავი თეფშია ესაო. ზოგმა ფოტოაპარატი გამოაქბენინა, ზოგმა ბინოკლი, ზოგმა ტირის თოფი, ზოგმა ტირილი დაიწყო.. ჩვენ კიდე ვიგუდებით სიცილით. აი ასეთი კრეატორი მავნეები ვიყავით, აბაა! ******** და ბარემ აქვე ის გახსენებული ისტორია. გასკდა გაზის მილი. დიდი წნევა არ იყო ეტყობა ამ არ ვიცი რატომ, მთავრობა აგვიანებდა მილის შეცვლას. ჩვენ კი, მავნეები, ვფიქრობდით რა სარგებელი შეიძლება აქედან გვენახა. ხოდა გიორგიმ, როგორც ყველაზე ცეცხლსაშიშმა, გადაწყვიტა ცეცხლი მოეკიდებინა. საბედნიეროდ მე, როგორც ყველაზე დამშოშმინებელმა, დავაშოშმინე გიორგი და შევთავაზე ალტერნატივა: "აგნემიოტ" - "ცეცხლმფრქვევი" ეს იარაღი გამოიყენებოდა მე-2 მსოფლიო ომში ამერიკელების მიერ იაპონელთა გამოქვაბულებშივე შესახრუკად. ჩვენც იგივე ტაქტიკას მივმართეთ ჭიანჭველათა მიმართ. ვიყიდეთ გასაბერი ბურთი (ნამდვილი), ჩუპა-ჩუპსის კამფეტი (მილისთვის) და საავადმყოფოს სანაგვედან წამოვიღეთ გადასხმის შლანგი თავის ჩამკეტით. შლანგი შევთხარეთ ბურთში, დავახვიეთ ძაფი (ანუ იქედან აირი მარტო შლანგში შევიდოდა), მერე მეორე ბოლო იმ გახეთქილ აირის მილში შევტენეთ და ბურთი კარგად გავავსეთ გაზით. ახლა გადასხმის შლანგი ჩამკეთით ჩავკეტეთ, ჩუპა-ჩუპსის კამფეტის ჯოხი დავუმაგრეთ წინ და "აგნემიოტი"-ც მზადაა. მებრძოლობა გიორგიმ ითავა. ბურთი მხარზე გადაიგდო, ჩამკეტი გახსნა, მე ცეცხლი მივეცი და წაივდააააააააა! ჰაჰაჰაააა! ბოოროტი უძლეველი აგნემიოტჩიკიიიი! სანამ გიორგი გამცხრომაში იყო და საცოდავ ჭიანჭველებს წირვას უყვანდა, ბურთი ჩამოუვარდა მხრიდან და.. შენელებული კადრით დავინახე მერე რაც მოხდა. ბურთი ცეცხლის ქვეშ მოყვა. სანამ ტვინი ამ ინფორმაციას საშიშად აღითქვავდა, დავინახე ვეებერთელა ცეცხლის რგოლი, რომელიც გასაბერი ბურთის ადგილზე გაჩნდა. მერე ტვინმა დაამუშავა როგორღაც ინფორმაცია და სანამ ცეცხლი ჩემამდე მოვიდოდა, უკან გადმოვხტი. აი გიორგიმ კი ვერ მოასწრო. ჩემსკენ რომ მოიხედა, კინოებში რომაა, სულ გამურული ქონდა სახე, არც ერთი წამწამი და თმის წინა ნაწილი მთელი არ ქონდა, საზიზღარი სუნი უდიოდა და რომ დაილაპარაკა.. ვახ ჩემიო და შავ-შავი ბოლები გამოუშვა.. აი, მწარე რომ ტკბილად მოგაგონდება.. კი ბანძი რამეები დავწერე, მარა თუ კიდევ შემოგრჩათ გულისყური, ერთ დამაგვირგვინებელ ამბავს მოვყვები. ********** მე-7 კლასში ვართ, ქიმიას ვსწავლობ და "მგრგვინავი აირის" - ანუ წყალბადისა და ჟანგბადის შერევით მიღებული საშიში რაღაცის შესახებ გავიგე. სიმართლე გითხრათ, აფეთქებები ისე არ მევასებოდა, როგორც აეროვანტიკა. წყალბადი კი ყველაზე მსუბუქი აირია. ამიტომ მისით ფრენა განსაკუთრებით ადვილია. ხოდა რადაც არ უნდა დამჯდომოდა, წყალბადის მიღება დავიწყე. უინტერესო პროცესია, როგორ გავაშიშვლე ალუმინი, ჩავაგდე წყალში, ვითვლიდი გამოყოფილ აირის მოცულობას, მიღებული ჟანგის წონას და წყლის ხარჯს. მთავარი ისაა, რომ ბოთლის ყელი, სადაც წყალბადს ვიღებდი, მთლიანად აივსო აირით. კვირის თავზე, იმისათვის რომ დავრწმუნებულიყავი, რომ ეს მართლაც წყალბადი იყო, მოვიმარჯვე ანთებული ასანთი, მივიტანე ბოთლის ყელტან და ავხადე თავი. ოო.. მერე ის მახსოვს რომ ავდექი. ისიც მახსოვს, რომ ასანთი ჩემგან 3 ნაბიჯში ეგდო, კედელზე ლაქა იყო და ფარდა.. ფარდა გამოსაცვლელი გახდა. საბედნიეროდ არაფერი მოსვლია ბოთლს, საიდანაც წყალბადი ისევ და ისევ ამოდიოდა.. არაა, წყალბადი საშიში რამეა.. ცეცხლთან თამაში არ ღირს.. ხოდა რადნაგ ნატახტარის ეფექტი გავიდა, თქვენც ზედმეტად შეგაწყინეთ თავი, წავედი ახლა სანამ დროა. გუშინ ჩატში ერთი 30 წლის ქალი ვნახე, ტელეფონის ნომერი მომცა და რეალური მამაკაცი მინდაო.. დამა ქალი, ფუმფულინი.. საინტერესოა..

Sunday, July 5, 2009

იდეალნასწ - ნერეალნასწ

აგერ ვკითხულობ ბლოგებს, ფორუმს, გარშემო ამბები მომდის, ჭორები, სიმართლე, ზოგი საიდან, ზოგი საიდან.. ხოდა თავის ქების ხასიათზე დავდექი. :) ახლა უნდა ვაქო ჩემი თავი და არავის გაუტყდეს. ხანდახან კი დეპრესია მიტევს, მაგრამ ამის მიზეზი სულ ბოლოში ნახეთ. მაშ ასე მე
  1. არ ვეწევი სიგარეტს
  2. არ ვსვავ ბევრს
  3. არ ვჩხუბობ
  4. არ ვიგინები
  5. არ ვიტყუები
  6. არ ვიპარავ და მსგავსი მამაძაღლობები
  7. არ ვარ ღალატიანი
  8. არ ვვარდები უმწეო მდგომარეობაში

ასევე მე

  1. ყოველთვის მოწესრიგებული ვარ
  2. ყოველთივის მზად ვარ დავეხმარო
  3. ყოველთვის მაქვს ფული (ასე რომ თუ გითხარით არ მაქვსო, ნიშნავს უკვე ძალიან ნაგლობთ და ჯობია შემეშვათ)
  4. ყოველთვის ვიცი რას ვიზავ ამ საქმის მერე
  5. ყოველთვის ვიცი რაზე ვლაპარაკობ

პლუს ამას

  1. მაქვს უამრავზე უამრავი ჰობი (ვხატავ, ვწერ, ვქმნი მუსიკას, ვიღებ სურათებს, ვაკეთებ კლიპებს, ვაკომპილირებ პროგრამებს, მივედ-მოვედები ათას პროექტებს, ვშლი და ვაწყობ რაც ხელში მომხვდება, ვერკვევი ელექტროობაში, ვარ მოყვარული რადიოტექნიკოსი, ვხაზავ გეგმებს, სქემებს და მსგავს რამეებს..)
  2. ვიცი (ზედმეტად) ბევრი რამე
  3. ყველას მოსწონს ჩემი "თაიმ მენეჯმენტი"
  4. ვუკრავ რამდენიმე ინსტრუმენტზე (ყველაზე მეტად გამომდის მაგნიტოფონზე დაკვრა)
  5. ვარ მაღალი, ცისფერთვალება და მხიარული
  6. არ ვიცი დაღლა როგორ გამოიყურება (თუ ვამბობ დავიღალეო, ეს ის არაა რასაც თქვენ ფიქრობთ)

თუმცა აქედან იწყება მინუსებზე ლაპარაკი (იდეალური არავინაა)

  1. ვარ საზიზღრად ზარმაცი
  2. ვარ საზიზღრად ნეიტრალური
  3. ვარ საზიზღრად თვითგვემადი
  4. ვარ საზიზღრად მშიერი და უძინარი (ჭამაზე და ძილზე არასოდეს ვამბობ უარს)
  5. ვარ საზიზღრად ჩაკეტილი
  6. ვარ ზედმეტად ხუმარა, რაც საბოლოო ჯამში არასერიოზულის შთაბეჭდილებას ტოვებს
  7. ზედმეტად მიყვარს ძუძუების ცქერა.
  8. ზედმეტად ბევრ ფულს ვხარჯავ უაზრობებში
  9. აჩემებული მაქვს რამდენიმე უაზრო ფრაზა და როგორც კი საშუალება მომეცემა, ვამბობ (მაგ. ბრუსლი მოერევა თუ ჩაკ ნორისი? ნე მანდრაჟუი, პაცანი! სოო.. იუ ლაიქ თუ დუ?.. იფ იუ ვონთ ით, იუ ვილ ჰევ ით ბათ იუ ვილ ბი დეგრიდედ!)

და ხანდახან, როდესაც მშია, ეს ჩემი მინუსები მახსებდება და უკიდურეს დეპრესიაში ვვარდები. 15 წუთამდე დროში კაცობრიობა მძულს, მძულს ჩემი თავი, მძულს ყველა და ყველაფერი იმიტომ რომ მე მათი შემადგენელი ნაწილი ვარ და მინდა-არ მინდა, ვერ გავექცევი! საბედნიეროდ მერე ან ვინმეს ან ძირითადად ჩემს მეორე ნახევარს გამოვყავარ სამზარეულოში, ვჭამ და ყველაფერი ნორმას უბრუნდება.

ბლინ, ნე სმეშნო! (ესეც ერთ ერთი აჩემებული ფრაზა)

Saturday, July 4, 2009

დაკარგული დისკები

მოგახსენებთ რომ, ამა (ან იმა) წლის რომელიღაც რიცხვში სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა ჩემი შემდეგი დისკები: Music1, Music2, Mudic3, Music All, Music "Archive", Geo - Music, Michael Jackson, Rock, Papsa.. და კიდევ რამდენიმე, რომელიც არ მახსენდება. დაბეჯითებით ვთხოვ ჩემს თავს, დაუყოვნებლივ გაიხსენოს, სად ჭირიში და ოხრობაში წაიღო ან ვინ ძაღლსა და მამაძაღლს ათხოვა ეს დისკები, რომელმაც აგერ ომის მერე პერიოდიდან 1 წელი გავიდა და არ მოუტანია ჯერ. ********** პასუხი ჩემი თავისგან (როგორც ყოველთვის ლაკონური): "ვინც ეძებს - პოულობს" ******** ბლიიიიიინ!

ტარიანი

გორში იყო ასეთი ჯგუფი, ერქვა "ედგარ პო". ედგარ ალან პოსაგან განსხვავებით, არ ქონდათ საშიში და გულის გამხეთქავი სომღერები.. სიმღერები რა, ერთი სიმღერა ვიცი მარტო მაგათი - "ტარიანი". დიდი კი არაფერი სიმღერაა რომ დაფიქრდე, რამდენიმე დაბოლილი მღერის აბრაკადაბრას. მაგრამ ისეთი გარითმული ტექსტია, თან ისეთი ფრაზებია, ცხოვრებაში რომ ხშირად იყენებ კაცი და მამენტ შეიძლება ამ სიმღერიდან მიურითმო ერთი სტიქონი მაინც. ახლა შევეცდები ტექსტი გავიხსენო, მანამ კი შევეცდები ვიპოვო ის დისკი, სადაც შეიძლება იყოს ეს სიმღერა. :) ********** Updated მართალია სიმღერა ვერ ვიპოვე, მაგრამ ტექსტი ზეპირად მახსოვს ასე რომ.. თავიდან მიდის რომლიღაც ტიბეტურ ინსტრუმენტზე ტვინითან კონტაქტი. მერე მიდის ბარაბნები: დამ, ტარამ ტარამ.. მერე კი წავიდა ტექსტი დისკოს სტილში მაგრამ რეპერულად ნამღერი. დღეს თუ მე არ ვიცი ხვალ მოგკრავ თვალს არ მოხვალ და ჩემი ოცნებების ლურჯი გზები ისევ იღიმები შავი თმები ქრები იბერები თეთრი გვირილები გავა წლები დაბერდები და ჩემი და შენი ამისი და სხვისი გული სიყვარული სული დატანჯული როგორც ტარანტული ბორბალი ტრიალებს მოკლე კაბა გიფრიალებს [აქ გაუგებარი ტექსტია] დაგადგი თვალი მალე დაგედება ვალი ატროფირდა შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი არაფრის მომტანია სადაზღვევო კომპანია კიმ ბესინჯერი, ტომი-ჯერი, პეიჯერი დამეკარგა სახის ფერი ეეეეეე [მისამღერი] სად არის ლარიანი? ჩემი ლარიანი.. მომეცი ლარიანი - შევაკეთო ტარიანი. სად არის ლარიანი? მომე ლარიანი დამიბრუნე ლარიანი -შევაკეთო ტარიანი ..... ჯანდაბა, ამის მერე როგორაა დამავიწყდა. ერთი ეს ფრაზა მახსოვს: გაყინულ ლოგინზე ნებივრობ შიშველი მკერდითა და ლამაზი ფეხებით შენ ვეღარ მიშველი ****** აი ასეთი სიმღერაა. და ბოლოში რომ რჩება, ეტყობა იშოვეს ის ლარიანი და მოწევის ხმებია. აუუ, მაგრა დაგვაბოლაა.. გიო, ნუ ღორობ შენა ბიჯო..

Thursday, July 2, 2009

ჯექსონის წყარო

თურმე როგორ ჰყვარებიათ, ღმერთმა აცხონოს მისი სული..
გადაღებულია ბათუმში.

Wednesday, July 1, 2009

Back to S.t.a.l.k.e.r.

ამდენი ხანია არაფერი შემიქმნია. და მაგრად მიტყდებოდა შინაგანად. ვზივარ და რაღაც კრეტინობებს ვთამაშობ, ვჩატაობ და ბრუსლი მერევა. საქმეა ესა? ხოდა ვუთხარი ჩატს "ჯიმი, კუდა ტი ლეზიშ, მაწ ტვაიო?! ტი ნეკაგდა, ნეეკაგდა ნე ბილ მაიმ დრუგამ!" (90-იანი რუსული გახმოვანების ხმით), ამოვიტანე ლუდი, შევედი ფონტებზე, დავქაჩე 5 ფონტი და ახლა ავარჩევ ცოტა წესიერს. ვიცი იდეალური არ იქნება, მარა მაინც რამე გამოვა ალბათ. ხო, ნინო ჩხეიძე მაქვს ჩართული კიდევ. ვნახოთ ჩხეიძე როგორ ქაჩავს სტალკერზე და ნატახტარზე. :) ************ Updated ჯანდაბა, არც ერთი შრიფტი არ გამოდგა. :( თან ლუდის ეფექტიც წავიდა და ისევ დამეზარა. ეჰ, ვერ ვყოფილვარ კარგი სტალკერის გამქართულებელიო - თქვა ყრზომ და შეშვა სტალკერის გაქართულებას.