Wednesday, July 8, 2009

Just..

მოვედი, გამოვიცვალე, დავჯექი. მიჭირავს მაწვნის ქილა ნახევარი მაწონით, შიგნით ჩაყრილი 6 ჩაის კოვზი შაქრით და ჩაბუჟბუჟებული 2 ნაჭერი თონის პურით. ფანჯარა ღიაა, ტანს ზემოთ არ მაცვია, ჩემს დაბლა 3 ხაშურელი გოგო შემწვარ კარტოფილის მიირთმევს, ბიძაშვილმა დამაიტრიგა, რომ ღამით მაგათთან ისეთი რამე ვნახეოოო (ნუ, რას ნახავდა ისეთს, მე რომ არ მინახია).. და რაც მთავარია, ჩემი "სმიტის" ძალის გამოსაცდელად ვიყიდე ნატახტარის თუნუქის ქილა და შიგნით მდებარე სითხის ზემოქმედების ქვეშ ვარ.. ამიტომ ახლა მინდა მოგიყვეთ სასაცილო ისტორიები ჩემი ცხოვრებიდან. დავიწყოთ ბავშვობიდან. ასე იგი, ნეტო ძევენოსტო, ტოლი ძევენოსტო აძინ წლებია.. არა, გატყუებ, ვოსემდისიან ვოსემია გაჭიმული და მე, გიორგა, ჯადო სოსო და ქეში ნოდარა (ეს რითმაში ჩაჯდა და იმიტომ ჩავწერე, თორე ისე არ ვიცნობ) ვართ გიორგასთან სახლში. აუ, ახლა პატარა ბიძაშვილი ჩამოსულა სოფლიდან, მოვიდა და შემიჭამა ტვინი, ამიტომ ყველანაირი სურვილი დამეკარგა ყველაფრის. მარა რადგან დავიწყე, ბარემ გავალ ბოლოში. ხოდა ვართ გიოსთან. მაგას აქვს ეზოს რკინის კარები და.. აუ, ეს ბანძი ისტორიაა, შუქი შემოდიოდა და აქ არ გაიარო, ზანგად გადაიქცევიო და მეც რომ აკრობატიკის ბოლო ილეთებით გავდიოდი ამ შუქთა შორის.. ახლა მოგიყვებით უარესს. კაროჩე 98-99 წელებია და ისევ ის სასტავი, პლუს ნიკა და პლუს ერთი ვიღაც კიდე.. კაროჩე გიორგის ქონდა ბუნებრივი აირი სახლში. ანუ ისეთი, მილში რომ მოდიოდა, თორემ ბალონის პროპანი არ გამოდგებოდა. ხოდა მილში რომ ნაღდი ბუნებრივი აირი მოდის, CH4 - ეს მსუბუქია ჰაერზე.. კაკრას ერთი კიდე გამახსებდა ამ გახსენებაზე. ხოდა წავედით ესე იგი, საავადმყოფოა ჩვენი უბნის წინ და საავადმყოფოს წინ იყო აფთიაქი, სადაც 50 თეთრად იყიდებოდა 3 (სამი) პრეზერვატივი. იკაიფეთ, რა ხარისხის უნდა ყოფილიყო. მარა ჩვენ საკაიფოდ გვადგებოდა. ხოდა ვიყიდეთ 2 ლარის (ანუ 12 ცალი) პრეზერვატივი, მოვიტანეთ გიორგისთან და სათითოდ დავბერეთ გაზით. თან რომელი პატარა იბერებოდა, გაააიბერებოდა ასე მეტრამდე სიგრძის, ბოლოში წოპით და ჰაიდა, მოვუკრავდით თავს და წავიდა შემდეგი. წინას ხელს გაუშვებდი და დახურული ეზოს თავზე იყვნენ ასე მიფრენილები. კაროჩე 12 პრეზერვატივი დავბერეთ, მერე კიბით მემგონი, ის აფრენილი "ბურთები" ჩამოვიტანეთ, ერთამენთს გადავაბით და შეიმნა უზარმაზარი ამწევი ძალა. ამ დროს მოდის ბელა დეიდა, გიორგის დედა. ეს რა არისო - გვეკითხება. ბურთებიო. ერთი ეჭვის თვალით კი შემოგვხედა - ეს ბურთებიაო? ჩვენც მამა აბრაამის ბატკნებივით თავი დავუქნიეთ - კი ბელა დეიდა, ბურთებიაო. ხოდა რა ვიციო - ჩაილაპარაკა ბელა დეიდამ და წავიდა. 12 ცალი 1 მეტრი სიგრძის და 20 სმ დიამეტრის ბუნებრვი აირით გაბერილი ბრეზერვატივი რომ გამოვიტანეთ ქუჩაში, უკვე ბნელოდა. ამ დროს ჯადოს მოუვიდა აზრი: მოდი ელემენტი და ნათურა მოვაბათო. ხოდა ასეც გავაკეთეთ: ელემენტზე ავჩოჩხლეთ დიოდები, რამაც საბოლოო ჯამში ეფექტური განათება მოგვცა და ჰარს მივეცით ეს ჩვენი შედევრი. აქ იწყება მაგარი. ეს სისტემა კი გაფრინდა, მარა რაი მერე? ხოდა არიქა, მფრინავი თეფშიო, მოვედეთ უბანს, ნახეთ დაფრინავს, არიქა ანათებს, მფრინავი თეფშია ესაო. ზოგმა ფოტოაპარატი გამოაქბენინა, ზოგმა ბინოკლი, ზოგმა ტირის თოფი, ზოგმა ტირილი დაიწყო.. ჩვენ კიდე ვიგუდებით სიცილით. აი ასეთი კრეატორი მავნეები ვიყავით, აბაა! ******** და ბარემ აქვე ის გახსენებული ისტორია. გასკდა გაზის მილი. დიდი წნევა არ იყო ეტყობა ამ არ ვიცი რატომ, მთავრობა აგვიანებდა მილის შეცვლას. ჩვენ კი, მავნეები, ვფიქრობდით რა სარგებელი შეიძლება აქედან გვენახა. ხოდა გიორგიმ, როგორც ყველაზე ცეცხლსაშიშმა, გადაწყვიტა ცეცხლი მოეკიდებინა. საბედნიეროდ მე, როგორც ყველაზე დამშოშმინებელმა, დავაშოშმინე გიორგი და შევთავაზე ალტერნატივა: "აგნემიოტ" - "ცეცხლმფრქვევი" ეს იარაღი გამოიყენებოდა მე-2 მსოფლიო ომში ამერიკელების მიერ იაპონელთა გამოქვაბულებშივე შესახრუკად. ჩვენც იგივე ტაქტიკას მივმართეთ ჭიანჭველათა მიმართ. ვიყიდეთ გასაბერი ბურთი (ნამდვილი), ჩუპა-ჩუპსის კამფეტი (მილისთვის) და საავადმყოფოს სანაგვედან წამოვიღეთ გადასხმის შლანგი თავის ჩამკეტით. შლანგი შევთხარეთ ბურთში, დავახვიეთ ძაფი (ანუ იქედან აირი მარტო შლანგში შევიდოდა), მერე მეორე ბოლო იმ გახეთქილ აირის მილში შევტენეთ და ბურთი კარგად გავავსეთ გაზით. ახლა გადასხმის შლანგი ჩამკეთით ჩავკეტეთ, ჩუპა-ჩუპსის კამფეტის ჯოხი დავუმაგრეთ წინ და "აგნემიოტი"-ც მზადაა. მებრძოლობა გიორგიმ ითავა. ბურთი მხარზე გადაიგდო, ჩამკეტი გახსნა, მე ცეცხლი მივეცი და წაივდააააააააა! ჰაჰაჰაააა! ბოოროტი უძლეველი აგნემიოტჩიკიიიი! სანამ გიორგი გამცხრომაში იყო და საცოდავ ჭიანჭველებს წირვას უყვანდა, ბურთი ჩამოუვარდა მხრიდან და.. შენელებული კადრით დავინახე მერე რაც მოხდა. ბურთი ცეცხლის ქვეშ მოყვა. სანამ ტვინი ამ ინფორმაციას საშიშად აღითქვავდა, დავინახე ვეებერთელა ცეცხლის რგოლი, რომელიც გასაბერი ბურთის ადგილზე გაჩნდა. მერე ტვინმა დაამუშავა როგორღაც ინფორმაცია და სანამ ცეცხლი ჩემამდე მოვიდოდა, უკან გადმოვხტი. აი გიორგიმ კი ვერ მოასწრო. ჩემსკენ რომ მოიხედა, კინოებში რომაა, სულ გამურული ქონდა სახე, არც ერთი წამწამი და თმის წინა ნაწილი მთელი არ ქონდა, საზიზღარი სუნი უდიოდა და რომ დაილაპარაკა.. ვახ ჩემიო და შავ-შავი ბოლები გამოუშვა.. აი, მწარე რომ ტკბილად მოგაგონდება.. კი ბანძი რამეები დავწერე, მარა თუ კიდევ შემოგრჩათ გულისყური, ერთ დამაგვირგვინებელ ამბავს მოვყვები. ********** მე-7 კლასში ვართ, ქიმიას ვსწავლობ და "მგრგვინავი აირის" - ანუ წყალბადისა და ჟანგბადის შერევით მიღებული საშიში რაღაცის შესახებ გავიგე. სიმართლე გითხრათ, აფეთქებები ისე არ მევასებოდა, როგორც აეროვანტიკა. წყალბადი კი ყველაზე მსუბუქი აირია. ამიტომ მისით ფრენა განსაკუთრებით ადვილია. ხოდა რადაც არ უნდა დამჯდომოდა, წყალბადის მიღება დავიწყე. უინტერესო პროცესია, როგორ გავაშიშვლე ალუმინი, ჩავაგდე წყალში, ვითვლიდი გამოყოფილ აირის მოცულობას, მიღებული ჟანგის წონას და წყლის ხარჯს. მთავარი ისაა, რომ ბოთლის ყელი, სადაც წყალბადს ვიღებდი, მთლიანად აივსო აირით. კვირის თავზე, იმისათვის რომ დავრწმუნებულიყავი, რომ ეს მართლაც წყალბადი იყო, მოვიმარჯვე ანთებული ასანთი, მივიტანე ბოთლის ყელტან და ავხადე თავი. ოო.. მერე ის მახსოვს რომ ავდექი. ისიც მახსოვს, რომ ასანთი ჩემგან 3 ნაბიჯში ეგდო, კედელზე ლაქა იყო და ფარდა.. ფარდა გამოსაცვლელი გახდა. საბედნიეროდ არაფერი მოსვლია ბოთლს, საიდანაც წყალბადი ისევ და ისევ ამოდიოდა.. არაა, წყალბადი საშიში რამეა.. ცეცხლთან თამაში არ ღირს.. ხოდა რადნაგ ნატახტარის ეფექტი გავიდა, თქვენც ზედმეტად შეგაწყინეთ თავი, წავედი ახლა სანამ დროა. გუშინ ჩატში ერთი 30 წლის ქალი ვნახე, ტელეფონის ნომერი მომცა და რეალური მამაკაცი მინდაო.. დამა ქალი, ფუმფულინი.. საინტერესოა..

No comments: